2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ისტორია - 5 ადგილი;
- ქართული ფილოლოგია - 5 ადგილი;
- სამართალი - 10 ადგილი;
- საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 10 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 5 ადგილი;
- საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება - 20 ადგილი;
- ტურიზმის ბიზნესი - 5 ადგილი;
- ეკონომიკა - 5 ადგილი;
- ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
- კომპიუტერული მეცნიერება - 5 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ეკონომიკა - 5 ადგილი;
- ბიზნესის ადმინისტრირება - 5 ადგილი;
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 42 ადგილი.
სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 2450 ლარს;
- საჯარო მმართველობა - 2350 ლარს.
2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2019 წლის 29 აგვისტო - 18 სექტემბერი;
- კრედიტების აღიარების კომისიის მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2019 წლის 2-19 სექტემბერი;
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2019 წლის 3-19 სექტემბერიი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2019 წლის 20 სექტემბერი,
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2019 წლის 20 სექტემბერი..
შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება (ივსება სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოს, ოთახი N103);
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
- 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) დოკუმენტი.