ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოებს ა/წ 4-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი, აუდიტორია N201).
რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი.
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
- ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
- არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ;
- სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
(უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02; ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება "სს თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში).
იხილეთ სტუდენტური გზამკვლევი