ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი:
- პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
- ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:
- კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 18-19 ნოემბერი.
მისამართი ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11.00 საათიდან - 17.00 საათამდე.
- კონკურსი ტარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნება არაუგვიანეს 2019 წლის 28 ნოემბერი.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
- სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:
- საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
- ეკონომიკის, მენეჯმენტის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;( მასალების შემუშავება/უზრუნველყოფა)
- საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
- ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
- სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
- საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
- სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:
- საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
- ეკონომიკის, მენეჯმენტის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;(მასალების შემუშავება/უზრუნველყოფა)
- ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
- სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
- საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
- კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
- შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
- დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
მიმაგრებული დოკუმენტები: