გაცნობებთ, 2019 წლის 6 დეკემბერს ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვებიან და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება.
კონფერენციის თემატიკა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:
- საქართველოს ისტორია
- ქართული ფილოლოგია
- სამართალი
- საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები
- ეკონომიკა
- ფსიქოლოგია
- ტურიზმის ბიზნესი
- კომპიუტერული მეცნიერება
- ბიზნესის ადმინისტრირება
მაგისტრანტებისთვის:
- სამართალი;
- საჯარო მმართველობა
- ქართული ლიტერატურის ისტორია
- საქართველოს ისტორია
- ენათმეცნიერება
- ეკონომიკა
- ბიზნესის ადმინისტრირება
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება
მონაწილეობის მიღების პირობა: კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა 12 ნოემბრამდე უნდა გააგზავნოს მოხსენების თეზისი ელექტრონულ მისამართზე j.meskhishvili@sangu.edu.ge. თეზისებს განიხილავს სამეცნიერო კომიტეტი და საუკეთესო 12 თეზისის ავტორს კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მიეცემა.
ჩატარების თარიღი: 6 დეკემბერი.
შეფასების კრიტერიუმი:
- სამეცნიერო კომპონენტი
- პრეზენტაციის უნარი
- პრობლემის აქტუალურობა
- საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი.
საპრიზო კატეგორია:
ბაკალავრიატის სტუდენტები
- 1 ადგილი - 150 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
- 2 ადგილი - 100 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
- 3 ადგილი - 50 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
მაგისტრატურის სტუდენტები
- ნომინაცია ,,საუკეთესო მოხსენება’’ - 150 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
- მოხსენების ხანგრძლივობა: 15 წუთი, +5 წუთი კითხვა-პასუხისთვის.