ზოგადი ინფორმაცია
2019 წელს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) პარტნიორობით, თბილისში სასტუმრო „სტამბაში", გაიხსნა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი. ცენტრი წარმოადენს ინტელექტუალურ სივრცეს - პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან კვლევებზე, დებატებზე, იდეების გაცვლაზე, პროფესიული წრეების შექმნაზე, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ცენტრი თავს უყრის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლებს, ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, რომლთაც აერთიანებთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, კანონის უზენაესობა და ლიბერალული საერთაშორისო წესები.
დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან არსებული პირველი ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა ჩივენინგის კურსდამთავრებულთა პროგრამის ფონდის (CAPF) მხარდაჭერით და გულისხმობს ორდღიანი ტრეინინგების ჩატარებას შერჩეული მონაწილეებისთვის, რაც თავის მხრივ ამ ეტაპზე წარმოადგენს ცენტრის დაფუძნების ძირითადი მიზნების ლოგიკურ გაგრძელებას და გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში. ცენტრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის შექმნა და ტრეინინგების ჩატარება ხელს შეუწყობს ცვლილებების შემქმნელთა ახალი თაობის განვითარებას და დემოკრატიული წინსვლისთვის საჭირო ეფექტური ქსელის შექმნას. კლუბის წევრებს მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ცენტრის აქტივობებში, ისარგებლონ მისი რესურსებითა და ახლი კავშირებით.
ახალგაზრდული კლუბის ტრეინინგ პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
ახალგაზრდული კლუბის ტრეინინგ პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, საქართველო და სომხეთი ახალგაზრდა ადამიანების მობილიზებას და მათ დაკავშირებას ჩივენინგის კურსდამთავრებულთა ქსელთან, რათა მოხდეს მათი ჩართვა დიალოგებსა და განხილვებში და გამოცდილების და იდეების გაზიარება დამოკრატიის საკითხებზე, შედეგად ჩამოყალიბდება ერთიანი პლატფორმა (როგორც ელექტრონული/ონლაინ, ისე პერსონალური).
ჩივენინგის კურსდამთავრებულები, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, გაუწევენ ახალგაზრდა მონაწილეებს, ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნიდან, მენტორობას და ჩაატარებენ ორდღიან ტრეინინგებს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითები (case-studies) დემოკრატიის გამოწვევებსა და მათ მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ტრეინინგები ჩატარდება ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრიში, სასტუმრო „სტამბაში", თბილისი, საქართველო.
ამასთან, ტრეინინგების ფარგლებში, სესიები დაეთმობა ჩივენინგის პროგრამას, რათა მოხდეს სტიპენდიის წახალისება და მის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
მონაწილეთა შერჩევის პირობები
შერჩევის კრიტერიუმები
20 ახალგაზრდა აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, საქართველოსა და სომხეთიდან შერჩეული იქნება ორდღიან ტრეინიგ პროგრამაში მონაწილეობის მიიღების მიზნით.
ორგანიზატორები დაფარავენ ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯებს.
განაცხადის ვადა
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ოქტომბერი, 18:00, თბილისის დროით. ამასთან, ჩვენ მივესალმებით ვადამდე ადრე მოწოდებულ განაცხადებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში.
დამატებითი ინფორამაცია და/ან კითხვები
დამატებითი ინფორმაციის და კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ngamkharashvili@eprc.ge
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე