კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება, მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. წელს მასში მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჩართული იქნება მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი.
კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის ჰოპერის (Grace Hopper, 9.12.1906-1.01.1992) დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო ამერიკელი გამომგონებელი, მეცნიერი და საზღვაო ფლოტის ადმირალი, ამავე დროს ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი (1991 წ)
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი წელს მეორედ უერთდებიან კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს და კვირეულის ფარგლებში გიწვევენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებსა და კოდირების საათებზე, რომლებსაც წარუძღვებიან კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები.
2019 წლის კვირეულის დევიზია: "ისწავლე კომპიუტერული მეცნიერება. შეცვალე სამყარო!" (Learn computer science. Change the world!)
სამშაბათი, 10 დეკემბერი
ხუთშაბათი, 12 დეკემბერი
პარასკევი, 13 დეკემბერი
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 53ა, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები და შემოგვიერთდით!
შენიშვნა: თუ რომელიმე სკოლიდან მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა იქნება 15-ზე მეტი, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში.
საკონტაქტო პირი: ლია შენგელია 599 32 06 46