2019 წლის 19 დეკემბერს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან:
- გიორგი მირზაშვილი (ისტორიის სპეციალობის სტუდენტი),
- სუსანა კაკოსიანი (სამართლის სპეციალობის სტუდენტი),
- მარიამ თაღიაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სპეციალობის სტუდენტი),
- ანა პაპუნაშვილი (ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი),
- შოთა ყურუა (ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი),
- ბარბარე ახვლედიანი (სამართლის სპეციალობის სტუდენტი),
- ნინო ხატიაშვილი (ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი).