მენიუ

9 აპრილი

31 წლის წინ, კოშმარული დილა გათენდა ნაომარ ქალაქში...

31 წლის წინ, კოშმარული დილა გათენდა ნაომარ ქალაქში, რუსთაველის გამზირი უკვე სამხედროებს გადაეკეტათ,მთავრობის სასახლესთან ჯერ კიდევ მიმოფანტული იყო მშვიდობიანი მომიტინგეების ტანსაცმლის ნაფლეთები,სამხედროები გულმოდგინედ შლიდნენ სისხლის კვალს,უცნაური სუნით იყო გაჟღენთილი იქაურობა,ზუსტად არავინ ვიცოდით გარდაცვლილთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა, უცხოელი ჟურნალისტებისათვის დაიკეტა საქართველო, მკაცრი კონტროლი დაწესდა ტელევიზიაზე,პრესაზე, რათა მომხდარის შესახებ ნამდვილი ინფორმაცია არ გავრცელებულიყო,ჩვენს გულგახეთქილ მშობლებს რეგიონებიდან დედაქალაქში არ უშვებდნენ, 9 აპრილს გამოცხადდა კომენდანტის საათი, წესრიგის დაცვა დაევალა 9 აპრილის ჯალათს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს გენერალ როდიონოვს,ტანკებმა და სამხედრო ბეტეერებმა დაიწყეს პატრულირება, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად შავი თავსაბურავები დაიფარეს და სახლების აივნებიდან შავი დროშები გადმოკიდეს, ქალაქის სხვადასხვა ადგილებში კვლავ გაიმართა მცირე საპროტესტო აქციები, რამაც სამხედროების გაღიზიანება გამოიწვია,(განმეორდა 1921 წლის 26 მაისი,როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააპროტესტეს საქართველოს ანექსია, საუკუპაციო
ჯარის ნაწილებს უნივერსიტეტში რექტორი ივანე ჯავახიშვილი პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტის შესასვლელთან გადაეღობა ს.ვ.) თბილისის უნივერსიტეტთან მომიტინგეებს დაგვედევნენ რუსი სამხედროები,უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევასწარით,სამხედროებს განზრახული ჰქონდათ უნივერსიტეტში შემოჭრა,უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მათთან მოლაპარაკება გამართა,ჩვენ ამ დროს უკანა გასასვლელიდან გავედით და ზოოპარკის მიდამოებში დავიფანტეთ,მიუხედავად დიდი განსაცდელისა იყო საოცარი ერთიანობა და სიყვარული,9 აპრილს სხვა თბილისმა ტრაგედიით,ტკივილით,მაგრამ აზროვნების წესის ცვლილებით გაიღვიძა,დილიდანვე ქუჩებში რაღაც უჩვეულო კოცონები დაინთო, ხალხი ამ კოცონებში ყრიდა კომპარტიის წევრობის მანდატებს,ამით ისინი ეთხოვებოდნენ იმსისტემას, იდეოლოგიას,რომელმაც სრული კრახი განიცადა,მძაფრი პროტესტი გამოხატეს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში,შემოქმედებით კავშირებში,უმაღლეს სასწავლებლებში...
ამის შემდეგ იყო მრავალპარტიული არჩევნები,1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი,1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება,სამწუხაროდ დღეს ამ დამოუკიდებლობის იდეის ავტორები და განმახორციელებელნი ზვიად გამსახურდია,მერაბ კოსტავა ცოცხლები აღარ არიან,ბევრი გულანთებული პატრიოტი,რომელნიც იდგენენ რუსთაველის გამზირზე მარადისობაში არიან გარდასულნი,მაგრამ ჩვენი ვალია არასოდეს დავივიწყოთ ისინი,დიდება მათ სახელებს,დიდება თავისუფალ საქართველოს.

ქართული უნივერსიტეტის რექტორი, 
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა