17 ივლისს, 10:00 საათზე, გაიმართება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გამოყენებითი ფსიქოლოგია და ახალი ფსიქოსოციალური რეალობა“.
ღონისძიების პარტნიორები გახლავთ:
- ფსიქოლოგიური საკონსულტაციო, დიაგნოსტიკური ცენტრი „იდილია“
- კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური თერაპიის ინსტიტუტი
პირველ და მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს ცენტრი „იდილია“ გადასცემს ფასდაკლების ვაუჩერს, პირველი ინდივიდუალური სესია უფასოდ, მომდევნო სესიები 20%-იანი ფასდაკლებით. პროექტი „ პრაქტიკა ფსიქოლოგებისათვის“ - 25%-იანი ფასდაკლება.
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
კონფერენციის პროგრამა:
- 10.00 - მიხეილ ოტიაშვილი -„სასკოლო დისტანციური სწავლების მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ სფეროებზე“;
- 10:15 - ნინო მაზიაშვილი - „ორსულთა ფსიქოდიაგნოსტიკა და კოვიდ-19-ის გავლენა მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე“;
- 10:30 - მილენა ტონოიანი - „ჩახუტების ფსიქოლოგია“;
- 10:45 - მარიამ ჯარმელიშვილი - „აკნეს ფსიქოემოციური მახასიათებლები მოზრდილებში“;
- 11:00 - ირმა შომახია - „სარკისებური ნეირონები“;
- 11:15- თამარ ჭიჭინაძე - “ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა პრობლემური ქცევების რისკ და დამცავი ფაქტორების კვლევა საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში”;
- 11:30 - ხატია ტყეშელაშვილი - „გლობალური სტრესის გავლენა, სტრესზე რეაქცია და შფოთვის დონე, პოზიტიური და ნეგატიური ინტროექტრების მქონე ადამიანებში“.
რეგლამენტი 10 წთ., კითხვები 5 წთ.