კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:
- კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2020 წლის 20 და 21 აგვისტო. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
- კონკურსი ჩატარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 24 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნება 2020 წლის 31 აგვისტო.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
- სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
- სამეცნიერო სტიპენდიები, ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ასისტენტ-პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:
- საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის სალექციო პროცესის წარმართვის გამოცდილება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
- სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში: “საქართველოს ძველი ისტორია (უძველესი დროიდან VIII საუკუნემდე)," საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია (IX-XV ს.ს)
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია sangu.edu.ge); ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია sangu.edu.ge)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
- კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
- შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
- დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
მიმაგრებული დოკუმენტები: