მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 
	- სამართალი  - 30 ადგილი;
- საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 30 ადგილი; 
- ისტორია - 15 ადგილი;
- ქართული ფილოლოგია - 15 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
	- სამართალი - 20 ადგილი;
- საჯარო მმართველობა - 20 ადგილი;
- საქართველოს ისტორია  - 10 ადგილი;
- ქართული ფილოლოგია  - 10 ადგილი;
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში   
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
	- ბიზნესის ადმინისტრირება - 50 ადგილი;
- ტურიზმის ბიზნესი - 20 ადგილი;
- ეკონომიკა - 15 ადგილი;
- ფსიქოლოგია  - 20 ადგილი;
- კომპიუტერული მეცნიერება - 20 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 
	- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 20 ადგილი;
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება  - 5 ადგილი
შენიშვნა: 
1. სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს  2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 
	- სამართალი - 2450 ლარს; 
- საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს.
2. მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით:
	- 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიეცემა სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
- 70%-იანი სახელწიფო გრანტის მქონე  სტუდენტი  მიიღებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე დაუფინანსდებათ სრულად;
- 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე  სტუდენტი მიიღებს    საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას სწავლის წლიური საფასურის 20%-ის (წლიური - 450, სემესტრული - 225 ლარი) ოდენობით  ;
სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს სთავაზობს სწავლის სემესტრული/წლიური საფასურის გადახდის ეტაპობრივი გადახდის პირობებს.
შენიშვნა:  თანადაფინანსების თანხა აითვლება სწავლის სტანდარტული გადასახადიდან - წლიური 2250/სემესტრული - 1125 ლარი.
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
	- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  - 2020 წლის  25 აგვისტო  – 4 სექტემბერი;
- კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2020 წლის  26 აგვისტო – 8 სექტემბერი;    
- სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2020 წლის  1 – 9 სექტემბერი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად -  2020 წლის  10 სექტემბერი;
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება  და   წარდგენა  მართვის სისტემაში - 2020 წლის 14 სექტემბერი.
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
	- განცხადება (ივსება ადგილზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  მართვის სისტემის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.