წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამა წლის  7-დან  11 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ -კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი)
რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
	- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი. (ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
- ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
- არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ;
- სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- სამხედრო პირის ოჯახის წევრობის  შემთხვევაში -  ცნობა სამხედრო პირის  სამსახურიდან 
(უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:  TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;
ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში).