გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით 2020 წლის 27 ნოემბერს გაიმართება დისტანციური სასწავლო პროგრამების ონლაინ გამოფენა.
დღეისათვის პირდაპირი ურთიერთობები უკიდურესად არის შეზღუდული, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ კრიზისის დაძლევას ერთად შევძლებთ.
საერთაშორისო გაცვლა ხვალინდელი სამყაროს მთავარ ქვაკუთხედად რჩება. სწორედ ამიტომ გერმანია, როგორც ღია ქვეყანა, კვლავაც ელის სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან.
მიმდინარე მოვლენების ფონზე ონლაინ კომუნიკაციამ უნივერსიტეტებშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დისტანციური სასწავლო პროგრამები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტებისთვის საერთაშორისო დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა.
გიწვევთ დისტანციური სასწავლო პროგრამების ონლაინ გამოფენაზე 27 ნოემბერს, 15:00 - 19:00 სთ. (საქართველოს დრო).
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.
15:00 - 16:30 სთ.
გერმანიის გერმანიის რვა უმაღლესი სასწავლებელი პრეზენტაციების საშუალებით ინგლისურ ენაზე წარადგენს საკუთარ შეთავაზებებს.
16:30 - 19:00 სთ.
უნივერსიტეტების წარმომადგენლები ვირტუალურ სტენდზე უპასუხებენ თქვენს ინდივიდუალურ შეკითხვებს ჩატში.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული