2020 წლის 6 ნოემბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით დისტანციურად ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
დღის წესრიგი:
შესავალი სიტყვა:
- პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
- პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
მოხსენებები:
- ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია - პროფესორი ვახტანგ გურული;
- ერეკლე II-ის საბრძოლო ისტორიიდან (ქვემოჭალის ბრძოლა) - პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი;
- პოლონელი მასწავლებლების მოღვაწეობიდან ქუთაისში XIX საუკუნის II ნახევარში - პროფესორი სულხან კუპრაშვილი;
- თელავში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის ისტორია - პროფესორი თენგიზ სიმაშვილი;
- ქართლ-კახეთის სამეფოსა და სპარსეთის ურთიერთობათა კოლიზიები „გეორგიევსკის ტრაქტატიდან“ კრწანისის ბრძოლამდე - პროფესორი კახა კვაშილავა;
- „ივერიელთა მეფეთა და მთავართა ტრაქტატი“ - პროფესორი ლევან ჯიქია;
- სოფელი კვერიათი XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში - პროფესორი დავით ახლოური;
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მეფე ერეკლეს ეპოქაში - ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.
რეგლამენტი: 20 წუთი.
კონფერენციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით.