დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია 2021 წლის 8 სექტემბრიდან 17 სექტემბერის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 11-დან 17:00 - საათამდე, შაბათს - 11-დან 15 საათამდე), როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის N102-ე ოთახში, ასევე ელექტრონულად, Google Forms-ის საშუალებით (დოკუმენტების გადმოსაგზავნათ აუცილებელია სისტემაში შეხვიდეთ Gmail-ის ელ. ფოსტით). დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია ატვირთოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ვერსია.
მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით)
- ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2021 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი
- ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე (გვარისა და სახელის დისკზე მითითებით)
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
- სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
- კონკურსანტის CV (შემოთავაზებული ფორმით) ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
მიმაგრებული დოკუმენტები: