13-17 დეკემბერს SANGU-ში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული გაიმართება.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ შემდეგი საკითხები:
ეფექტური CV-ის შედგენა
- როგორ განვსაზღვროთ წინასწარ CV-ის სტრუქტურა?
- რა ძირითად კომპონენტებს უნდა შეიცავდეს CV
- რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები CV-ის შედგენისას?
- Linkedin მნიშვნელობა და გამოყენება
დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები
- რა მეთოდებს იყენებენ დამსაქმებლები კანდიდატის შეარჩევად
- რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება გასაუბრების დროს
- თვითპრეზენტაციისა და თავდაჯერებულობის მნიშვნელობა დამსაქმებელთან ურთიერთობისას
- დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვება და სწორი კომუნიკაციის დამყარება
- რა ძირითად შეცდომებს უშვებენ დასაქმების მსურველები გასაუბრებისას?
მიზნის მიღწევის ტექნიკები
- როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?
- როგორ ვიყოთ ბაზარზე მოთხოვნადები ჩვენს პროფესიაში?
- როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს?
- მოტივაციის როლი მიზნების განხორციელებისას
სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში - 20
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 დეკემბერამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.