კონკურსის თემატიკა
- უმაღლესი განათლების გავლენა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე;
- ვირტუალური რეალობისა (Virtual Reality, VR) და გაძლიერებული (Augmented Reality, AR) რეალობის როლი განათლებაში;
- სტუდენტების როლი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში.
კონკურსის პირობები
- საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს;
- ესე უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ესეს კრიტერიუმებს საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს ციტირებებს და ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია;
- ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში, ქართულ ენაზე;
- შრიფტი: Sylfaen;
- შრიფტის ზომა: 11;
- ინტერვალი: 1.15;
- ესეს მოცულობა: 8-12 გვერდი;
- მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;
- ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საგანმანათლებლო პროგრამა;
- კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
- ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects@sangu.edu.ge (მიუთითეთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი) ;
- შეტყობინების სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის“;
- პლაგიატის დადგენის შემთხვევაში ესე მოიხსნება კონკურსიდან;
- კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია SANGU-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი; პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.
ესეს სტრუქტურა:
- სათაური;
- შესავალი (საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი);
- ძირითადი ნაწილი, თეზისის წარდგენა (ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება);
- დასკვნა (მსჯელობის შეჯამება);
- გამოყენებული ლიტერატურის სია;
- გამოყენებული ლიტერატურა დაიმოწმეთ ტექსტში ან გამოიტანეთ სქოლიოს სახით გვერდის ბოლოს.
შეფასებისას მხედველობაში იქნება მიღებული შემდეგი კრიტერიუმები:
- საკითხის სიღრმისეული გააზრება;
- დამუშავებული რელევანტური ლიტერატურა;
- განხილული მაგალითები, ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი, არგუმენტირება;
- ესეს სტრუქტურა;
- აკადემიური წერის სტილის დაცვა;
- ესეს ინოვაციურობა.
კონკურსის ეტაპები
- ესეს მიღება: 2021 წლის 6 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით;
- საკონკურსო კომისიის მუშაობა: 25 – 29 დეკემბერი;
- საუკეთესო ესეების გამოვლენა: 30 დეკემბერი.
საკონკურსო ადგილები და პრიზები
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცემა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო:
- I ადგილი - 1000 ლარი;
- II ადგილი - 700 ლარი;
- III ადგილი - 500 ლარი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე projects@sangu.edu.ge