საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გილოცავთ დავითობას და თავისი „ალმა მატერის“, პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების დღეს - უდიდეს მოვლენას ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად.
ვულოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბ-ნ გიორგი შარვაშიძეს, სტუდენტობას და პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა თაობის უნივერსიტეტელს, 104-ე დღეობას. გვახარებს დიდი აკადემიური ტრადიციების გაგრძელებისა და მსოფლიო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი.
გისურვებთ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას.
SANGU-ს რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული