მენიუ

კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო მოწესრიგება

2022 წლის 27 აპრილს, 10:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში CDCPIII-ის პროექტის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასი თემაზე "კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო მოწესრიგება".

2022 წლის 27 აპრილს, 10:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში CDCPIII-ის პროექტის (კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ფაზა III) ფარგლებში გაიმართება მასტერკლასი თემაზე ,,კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო მოწესრიგება“. მასტერკლასის სამუშაო ენა იქნება ინგლისური, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად.

CDCPIII არის რეგიონული პროექტი, რომელიც ხორციელდება GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) მიერ და მხარს უჭერს პროცესების, მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას გრძელვადიანი დეკარბონიზაციის დაგეგმვისა და ეროვნულ დონეზე მისი ინტეგრაციისთვის, რაც ემსახურება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მიზნების მიღწევას. CDCPIII არის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ნაწილი, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის (BMUV) ფედერალური სამინისტროს მიერ.

მასტერკლასს გაუძღვება ბატონი არნო კოლი, ლონდონის იმპერიული კოლეჯის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის, გრანტჰემის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ მკვლევარი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება კლიმატთან დაკავშირებულ კანონებსა და პოლიტიკაზე მთელს მსოფლიოში და ასპექტებზე, რამაც გამოიწვია კლიმატის ყოვლისმომცველი ჩარჩო კანონების ფართო გავრცელება. მასტერკლასის ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილებული იქნება საქართველოს სამომავლო სამართლებრივ და პოლიტიკურ ლანდშაფტზე კლიმატის ცვლილების კანონის კუთხით.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა