მენიუ

სტუდენტური კონფერენცია: "ილია და მეცხრამეტე საუკუნე"

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს.

13 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით  გაიმართება სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს, კონფერენციის სახელწოდებაა: "ილია და მეცხრამეტე საუკუნე".

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომის თეზისები შემდეგ მისამართზე: m.bakhtadze@sangu.edu.ge

გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10 ივნისი.

საორგანიზაციო ჯგუფი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, კომისიის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი გახდება საინფორმაციო წერილით, რომელიც მომხსენებლებს გადაეგზავნებათ ელ. ფოსტაზე.

კონფერენციის ხელმძღვანელები: ფილოლოგიის დოქტორი ნინო მამარდაშვილი, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი მარიამ ბახტაძე.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა