თარიღი: 2025 წლის 24 ივნისი
მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სამუშაო ენა: ინგლისური
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით, 2025 წლის 24 ივნისს გაიმართება თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში წამოჭრილი მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უსაფრთხოება საჯარო და კერძო სექტორში, აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა და ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში.
კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი. იხილეთ სპიკერთა სრული სია.
გაიმართება პარალელური სესია, სადაც კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ სამაგისტრო ნაშრომებს.
დრო | სესია |
---|---|
10:00–10:30 | კონფერენციის გახსნა, მისალმება |
10:30–11:15 | საჯარო სექტორი და კიბერუსაფრთხოება |
11:15–12:00 | ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება |
12:30–13:15 | კერძო სექტორი და კიბერუსაფრთხოება |
13:15–14:00 | ქალები კიბერუსაფრთხოებაში |
15:00–15:45 | აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა |
16:00–17:20 | ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები |
იხილეთ კონფერენციის სრული განრიგი
დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge