მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2025 წლის 10-17 სექტემბერი.
10-16 სექტემბერი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);
17 სექტემბერი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე
- აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება- 2025 წლის 10-16 სექტემბერი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2025 წლის 17 სექტემბერი;
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - 2025 წლის 19 სექტემბერი.
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- განცხადება (ჩამოტვირთეთ განცხადება)
- სტუდენტის ანკეტა (ივსება ელექტრონულად)
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული)
- ფოტოსურათი დისკზე (3X4)
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში.