სტაჟიორის ვაკანსია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანატში
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანატის სტაჟიორის ვაკანსიაზე.
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4.
- კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 18-19 დეკემბერს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, კორპუსი 1, ოთახი 201.
- კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა - 2025 წლის 25 დეკემბერი.
- კანდიდატის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
- დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 12 დეკემბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: careeroffice@sangu.edu.ge.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუდენტთა პირადი საქმეების ორგანიზება, მათ შორის შესაბამისი ბრძანებების, ხელშეკრულებების, დანართებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება;
- სტუდენტთა პირადი საქმის დასაარქივებლად მომზადება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
კონკურსანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრი, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
კონკურსანტი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
- ინფორმაციის ეფექტურად აღქმის და გადაცემის უნარს;
- კარგ კომუნიკაციის უნარს;
- სიტუაციებთან ადაპტაციის უნარს;
- ანალიტიკური აზროვნების უნარს;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარს;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარს;
- გუნდურად მუშაობის უნარს.
კონკურსანტი უნდა იყოს:
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
- კრეატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- კონკურსანტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა.
- კონკურსანტს უნდა შეეძლოს გამართული წერა;
- აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ecxel, word, power point);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.