მენიუ

სტუდენტური კონფერენცია

14 აპრილს, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის საკონსტიტუციო სტატუსისა და სახელმწიფოებრივი უფლებების დაცვის თემატიკას.

სტუდენტური კონფერენცია ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესახებ

2025 წლის 14 აპრილს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის საკონსტიტუციო სტატუსისა და სახელმწიფოებრივი უფლებების დაცვის თემატიკას.

კონფერენციაზე მოისმინეს, პროფესორ მანანა ტაბიძის მოხსენება თემაზე: „ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის მნიშვნელობა“. მოხსენებაში გამახვილებული იყო ყურადღება ენის, როგორც ეროვნული იდენტობის საფუძვლის, საკანონმდებლო დაცვის მნიშვნელობაზე.

კონფერენციის ძირითადი მოხსენება წარადგინა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ლიკა ბაბაჯანაშვილმა. მან აუდიტორიას დეტალურად გააცნო 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო მოძრაობის ისტორია, მიმოიხილა ამ ისტორიული მოვლენების კონტექსტი, მათ შორის მობილიზაციისა და საზოგადოების ერთიანობის როლი. მოხსენებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ თარიღს მემორიულ მნიშვნელობასთან ერთად, რეალური ზემოქმედების ძალა აქვს თანამედროვე სახელმწიფოებრივ პროცესებზე.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა იმსჯელეს ქართული ენის სახელმწიფოებრივი ფუნქციიების სრულყოფილი მოქმედებისთვის ნიშანდობლივ საკითხებზე, გლობალიზაციური ხასიათის გამოწვევებზე და ამ კუთხით სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გამართულად მოქმედების საჭიროებაზე.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა