მენიუ

"Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation"

იუნესკო UNITRAIN-ის ახალგაზრდების კომპეტენციის განვითარების პროექტის (UNESCO YCD) ფარგლებში ცხადდება კონკურსი: "Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation".

იუნესკო UNITRAIN-ის ახალგაზრდების კომპეტენციის განვითარების პროექტის (UNESCO YCD) ფარგლებში, მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო ათწლეულის (IDSSD) ქოლგის ქვეშ ცხადდება კონკურსი: "Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation".

კონკურსი მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციურ, მდგრადი დიზაინის მქონდე იდეებს. IDSSD წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას კაცობრიობისთვის. გამოიყენოს მეცნიერების სრული პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და ყველასთვის უსაფრთხო და სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად. როგორც IDSSD-ის წამყვანი სააგენტო, იუნესკო ორიენტირებულია ხელი შეუწყოს კონკურსში ახალგაზრდების ჩართულობას და მათ ენთუზიაზმს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 35 წლამდე ასაკის მაქსიმუმ 5 წევრისგან შემდგარ გუნდებს. მათ შორის სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევარებს, მეცნიერებს და სხვ.

აპლიკაციების მიღების ვადაა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერი.
განაცხადები განიხილება ჟიურის მიერ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს იუნესკოს ვერ-გვერდზე.

გამარჯვებული გუნდები მიიღებენ. იუნესკოს სერთიფიკატებს და მათი პროექტები წარმოდგენილი იქნება, როგორც ძირითადი, სარეკლამო მასალები IDSSD ლობალურ ღონისძიებებსა და აქტივობებში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე:
https://www.unesco.org/en

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა