მენიუ

ენების ცენტრი

ცენტრის ძირითადი მიზანია შეასწავლოს უცხო ენები უნივერსიტეტის სტუდენტებს იმ კრედიტების ფარგლებში, რომლებიც გათვალისწინებულია მათი სასწავლო პროგრამებით. რითაც ფაქტობრივად, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა ყველა სტუდენტს ეძლევა საშუალება ერთი ან ორი დონით გაიუმჯობესოს ენობრივი კომპეტენცია, რაც, დღეს, სწრაფადგანვითარებად და მობილურ მსოფლიოში აუცილებლობას წარმოადგენს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ენის ფლობა, სულ მცირე, B2 დონეზე, რაც გულისხმობს ენის დამოუკიდებლად გამოყენებას როგორც პროფესიული მიზნებით, ისე უცხოენოვანი ქვეყნების კულტურისა და საზოგადოების უკეთ გასაცნობად.
ენების ცენტრი მზად არის სტუდენტებს შესთავაზოს დარგობრივი ენების კურსი მათი სპეციალობების მიხედვით.
დღეს უნივერსიტეტში ისწავლება 5 ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ჩინური. აუცილებლობის და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია დაემატოს სხვა ენების შესწავლაც.

ენების შესწავლა ყველა მსურველისათვის – საუკეთესო პირობები და მაღალი ხარისხი

ზემოაღნიშნულ ძირითად საქმიანობასთან ერთად, ენების ცენტრი მზად არის უზრუნველყოს შემდეგი კურსების ფუნქციონირება (ჯგუფში, საშუალოდ, 8-10 მსმენელი):

  1. უცხო ენების შემსწავლელი კურსები ყველა დაინტერესებული პირისათვის:
  2. ა) ბავშვებისა და მოზარდებისათვის - კვირაში სამჯერ 1.5 საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა - 15 კვირა. მთლიანი კურსის საფასური - 350 ლარი (სასწავლო გადასახადში შედის სახელმძღვანელო); ბ) მოზრდილთათვის - კვირაში სამჯერ 2 საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა - 15 კვირა. მთლიანი კურსის საფასური - 450 ლარი (სასწავლო გადასახადში შედის სახელმძღვანელო);
  3. მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის: ა) PET, FCE, CAE - კვირაში სამჯერ ორი საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა - 5 თვე; მთლიანი კურსის საფასური - 650 ლარი; ბ) TOEFL (iBT) - კვირაში სამჯერ 2 საათის განმავლობაში, კურსის ხანგრძლივობა - 2 თვე. მთლიანი კურსის საფასური - 300 ლარი.

პერსონალი

თამარ დუნდუა

თამარ დუნდუა

დაგვიკავშირდით

t.dundua@sangu.edu.ge 225 82 46

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა