საგამოცდო საგნებში მომზადება გამოირჩევა სწავლების მაღალი დონით, რეგულარული ტესტირებებით, მიღებული შედეგების დეტალური ანალიზით, აბიტურიენტების პედაგოგებთან შემოქმედებითი ურთიერთობით, კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალ შედეგებს განაპირობებს.
უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მომზადებას 9 სასწავლო საგანში:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხო ენა
- ზოგადი უნარები
- მათემატიკა
- ისტორია
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- გეოგრაფია
მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში. თითოეულ საგანში კურსის ხანგრძლივობა 30 სასწავლო კვირაა, მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა - 2 საათი.
თითოეულ საგანში სასწავლო ჯგუფი შეიქმნება მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 აბიტურიენტის მიღების შემთხვევაში.
თითოეულ საგანში მომზადების საფასური შეადგენს 500 ლარს.
ცენტრში მომზადებული აბიტურიენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ისარგებლებენ სწავლის სემესტრული საფასურის 20%-იანი შეღავათით. ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები.