ბრიტანეთის საბჭოს პროფესიონალური მხარდაჭერით 2011 წლის 7 მარტიდან ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა სკოლამ. მის მიზანს წარმოადგენს პროფესიონალი (პრაქტიკოსი) მთარგმნელების და თარჯიმნების მომზადება.
უნივერსიტეტმა გამოყო სპეციალური აუდიტორია, რომელშიც დამონტაჟდა სინქრონული თარგმნისთვის აუცილებელი აპარატურა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი აღჭურვილობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ჩვენ უნივერსიტეტშია.
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ 2, 3 და 4 სემესტრიან მოდულებს. სამივე მოდულში შეისწავლება შემდეგი კურსები - თარგმანის თეორია, წერილობითი თარგმანი, ზეპირი თარგმანი, სინქრონული თარგმანი, ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, მეორე უცხო ენა, დარგობრივი თარგმანები და სხვა. გვაქვს აგრეთვე არჩევითი საგნები - კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი და ა.შ.
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს და მოქმედ მთარგმნელ-თარჯიმნებს ასევე ვთავაზობთ 1 სემესტრიან მოდულს არჩევითი ორი ან სამი საგნით!
თქვენი მონდომება და გამორჩეული პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებლების მიერ ჩატარებული ლექციები წარმატებული შედეგის გარანტიაა.
ერთი სემესტრის (16 კვირა, კვირაში 15 საათიანი დატვირთვა) გადასახადი შეადგენს 1400 ლ.
ახალი სემესტრი:
უმაღლეს სკოლაში სწავლის მსურელებმა 26 ივნისამდე გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, უმაღლესი განათლების დიპლომის და პირადობის მოწმობის ასლები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge
მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით:
- წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში;
- ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სტუდენტები უცხო ენაში (C-1 დონეზე) განთავისუფლდებიან ტესტისგან.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 25 ივნისს 12:00 საათზე (აუდიტორია N04).
გამოცდების განრიგი:
- 27 ივნისი, ორშაბათი - 12:00 საათი (წერითი ტესტი უცხო ენაში)
- 28 ივნისი, სამშაბათი - 12:00 საათი (წერითი ტესტი ქართულში)
- 28 ივნისი, სამშაბათი - 14:00 საათი (გასაუბრება უცხო ენაში)
ცენტრის კურსდამთავრებულები: