გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

განცხადებები

საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას

GCUB-MOB საერთაშორისო სტიპენდიური პროგრამა ბრაზილიაში სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების მსურველთათვის

ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის ფარგლებში (კონკურსი №001/2026).

პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს 880-ზე მეტ სრულ სტიპენდიას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, მათ შორის 539 სამაგისტრო და 350 სადოქტორო სტიპენდიას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ ბრაზილიის 62 უნივერსიტეტში.

სტიპენდიები გაიცემა პროგრამის სრული სტანდარტული ხანგრძლივობის განმავლობაში და მოცულობით შეესაბამება ბრაზილიელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ დაფინანსებას. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარდგენა უფასოა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არაბრაზილიელ მოქალაქეებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.

პროგრამის მეხუთე გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შემდეგ მიმართულებებს:

  • მონაწილეთა გეოგრაფიული მრავალფეროვნება;
  • დაბალი ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) მქონე ქვეყნების წარმომადგენელი კანდიდატები;
  • აკადემიური და პედაგოგიური პერსონალი;
  • ქალი კანდიდატები;
  • სასწავლო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ბრაზილიის ტრადიციული ურბანული ცენტრების ფარგლებს გარეთ.

განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით

განაცხადის წარდგენა: https://mob.gcub.org.br/

დამატებითი ინფორმაციისთვის: gcub.mob@gcub.org.br

დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ვურჩევთ გაეცნონ პროგრამის პირობებს და ისარგებლონ საერთაშორისო აკადემიური განვითარების ამ შესაძლებლობით.

აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

2026 წლის 19 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის ინიციატივით გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში, რომლის დროსაც განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის როლს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.

ღონისძიების მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება, ასევე აქტუალური საკითხების აკადემიური დისკუსიის ფორმატში განხილვის ხელშეწყობა.

აღნიშნული ფორმატი სანგუში პირველად ტარდება და საფუძველს ჩაუყრის სტუდენტური აკადემიური დისკუსიებისა და საჯარო გამოსვლების ახალ სერიას, რომელიც მომავალში ყოველ სემესტრში გაიმართება.

ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

თარიღი: 19 ივნისი, 2026

დრო: 12:00

ადგილი: წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

 
სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

2026 წლის 16 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში, ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით.

სემინარის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ სამეცნიერო ესეებს, რომლებიც ეძღვნება ციფრული ჰუმანიტარიის აქტუალურ საკითხებს, ციფრულ რესურსებსა და ჰუმანიტარულ კვლევებში მათი გამოყენების შესაძლებლობებს.

ღონისძიება წარმოადგენს სტუდენტთა კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობის მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც განხილული იქნება ციფრული ტექნოლოგიების როლი თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

თარიღი: 16 ივნისი, 2026

დრო: 12:00

ადგილი: წმინდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

 
საჯარო ლექცია: "ქართული კინო XXI საუკუნეში"

საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“ - საჯარო ლექცია თემაზე „ქართული კინო XXI საუკუნეში“

2026 წლის 15 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში გაიმართება მორიგი ღონისძიება.

მოხსენების თემა: „ქართული კინო XXI საუკუნეში“

მომხსენებელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სრული პროფესორი ლელა ოჩიაური.

თარიღი: 15 ივნისი, 2026

დრო: 13:00

ადგილი: წმინდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

დასწრება თავისუფალია.

 
სემინარი: საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ეფექტიანი გამოყენება

სემინარი: საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ეფექტიანი გამოყენება

2026 წლის 16 ივნისს, 15:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის დარბაზში გაიმართება სემინარი, რომელიც მიეძღვნება საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის ძიების მეთოდებსა და სამეცნიერო კვლევებში ინფორმაციის ეფექტიან გამოყენებას.

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ბიბლიომეტრიული მეთოდების გამოყენების საკითხები და საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში - Web of Science (WoS), Scopus და Google Scholar - მუშაობის შესაძლებლობები.

სემინარის თემები

  • საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ბიბლიომეტრიული მაჩვენებლების მოძიების შესაძლებლობები;
  • მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექსების ძიების მექანიზმები;
  • მკვლევარის პროფილის შექმნის აუცილებლობა და პირობები;
  • საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში მკვლევარის პროფილის მართვის საკითხები.

სემინარს გაუძღვება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფიქრია წოწკოლაური.

თარიღი: 16 ივნისი, 2026
დრო: 15:00
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

 
სტუდენტური ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტური ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიიდან 1700 წელი“

2026 წლის 12 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიიდან 1700 წლისთავს.

კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის საკითხების გააზრება და სამეცნიერო დისკუსიის გაძლიერება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.

თარიღი: 12 ივნისი, 2026
დრო: 12:00
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (I კორპ. IV სართული)

საერთაშორისო კონფერენცია: „I HAVE A VOICE“ - „მეც შემიძლია კომუნიკაცია“
I HAVE A VOICE Conference

საერთაშორისო კონფერენცია - „I HAVE A VOICE“ - „მეც შემიძლია კომუნიკაცია“

2026 წლის 10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ) უმასპინძლებს აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის (ააკ) საერთაშორისო კონფერენციას - „I HAVE A VOICE“ - „მეც შემიძლია კომუნიკაცია“.

კონფერენცია ეძღვნება აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციისა და დამხმარე ტექნოლოგიების საკითხებს და იმართება პროექტის - „I HAVE A VOICE – Building Academic Foundations for Augmentative and Alternative Communication in Georgia“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Czech Challenge Fund 2025-ის ფარგლებში და ფინანსდება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან ორგანიზაცია „ქონსორთ ჯორჯია“ და პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში (Palacký University Olomouc).

კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან პალაცკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) ასოცირებული პროფესორი ჯარომირ მაშტალირჟი (Jaromír Maštalíř, Ph.D.) და აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის სპეციალისტები ჟანა შაროუნოვა (Jana Šarounová) და ლენკა რჟიჰოვა (Lenka Říhová).

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება კომუნიკაციის მნიშვნელობა და ააკ-ის როლი, ძირითადი ლექსიკონის (Core Vocabulary) გამოყენება, ფუნქციური კომუნიკაციის განვითარება, პრაქტიკული გამოცდილებები და საერთაშორისო მიდგომები.

ფორმატი: ჰიბრიდული (დასწრებით და ონლაინ ტრანსლაცია)
თარიღი: 10 ივნისი, 2026
დრო: 15:00 - 17:00
ადგილი: წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი

უზრუნველყოფილი იქნება ქართულენოვანი თარგმანი.

კონფერენცია განკუთვნილია შშმ პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, სპეციალური მასწავლებლებისთვის, ენისა და მეტყველების თერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა პროფესიონალისთვის, ვინც დაინტერესებულია კომუნიკაციის მხარდაჭერითა და ინკლუზიური განათლებით.

რეგისტრაცია სავალდებულოა:
https://forms.gle/AW5hiUbx682tBD2y7

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ივნისი

Erasmus+ პროექტის მონაწილე სტუდენტები ზაგრებში ვიზიტის შედეგებს წარადგენენ

ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები Erasmus+ პროექტის ფარგლებში ხორვატიაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს წარადგენენ

9 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტთა ანგარიშის წარდგენა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორვატიაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ.

შეხვედრაზე სტუდენტები ლუკა ალიბეგაშვილი, ნიკა მამეიშვილი და ლუკა ღურჭუმელია დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში „Blue Entrepreneurship for Youth Workers“ მონაწილეობის გამოცდილებას, მიღებულ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს.

ტრენინგი 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ქალაქ ზაგრებსა და სამობორში გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდულ მუშაკთა პროფესიული უნარების განვითარებას, მდგრადი მეწარმეობის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და „ლურჯი ეკონომიკის“ თანამედროვე მიდგომების გაცნობას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის შედეგებზე, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მეწარმეობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც Erasmus+ პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული და პიროვნული განვითარების მიმართულებით სთავაზობს.

თარიღი: 9 ივნისი
დრო: 12:00
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას

მთარგმნელობისა და თარჯიმნობის მიმართულებით პროფესიული განვითარებით დაინტერესებულ პირებს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს თარგმნის სფეროში პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის გაძლიერებას.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 2011 წლიდან წარმატებით მოქმედებს ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით და გამოირჩევა სინქრონული თარგმნისთვის განკუთვნილი თანამედროვე აუდიტორიითა და მრავალფეროვანი სასწავლო მოდულებით.

სასწავლო მოდულები

• თარგმანის თეორია
• წერილობითი და ზეპირი თარგმანი
• სინქრონული თარგმანი
• ქართულ ენაში პრაქტიკული სტილისტიკა
• მეორე უცხო ენა
• დარგობრივი თარგმანები
• არჩევითი კურსები: კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ II, III და IV სემესტრიან მოდულებს. ერთი სემესტრის ხანგრძლივობაა 16 კვირა; კვირაში - 15 სთ.

სემესტრის ღირებულება: 1400 ლარი

მოქმედ მთარგმნელ-თარჯიმნებს და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, ასევე ვთავაზობთ I სემესტრიან მოდულს ორი ან სამი არჩევითი საგნით (გამოცდის გარეშე)
სემესტრის ღირებულება: 700 ლარი

რეგისტრაცია

რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 19 ივნისი
გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ელ. ფოსტაზე hisit@sangu.edu.ge:

  • რეზიუმე (განათლების, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია; ტელ. ნომერი და ელ. ფოსტა)
  • დიპლომი
  • პირადობის მოწმობა

შერჩევა მოიცავს წერით ტესტებს ქართულ და უცხო ენაში და ზეპირ გასაუბრებას. C1 დონის მქონე აპლიკანტები თავისუფლდებიან წერითი ტესტისგან.

საინფორმაციო შეხვედრა

20 ივნისი, 12:00 | აუდიტორია N04

გამოცდების განრიგი

27 ივნისი, შაბათი | 12:00 - წერითი გამოცდა (ინგლისური ენა)
28 ივნისი, კვირა | 12:00 - წერითი ტესტი (ქართული ენა)
28 ივნისი, კვირა | 14:00 - ზეპირი გასაუბრება (ინგლისური ენა)

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: sangu.edu.ge/content/hisit


პერსონალური მონაცემების დამუშავება

სარეგისტრაციო მონაცემების გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, განათლების შესახებ ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობა, C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტელეფონის ნომერი და მეილი დამუშავდეს უნივერსიტეტის მიერ მთარგმნელ-თარჯიმანთა კურსზე რეგისტრაციის, კომუნიკაციის და ჩარიცხვის მიზნებისთვის.

იმ აპლიკანტების მონაცემებს, რომლებიც არ ჩაირიცხებიან კურსზე, უნივერსიტეტი გაანადგურებს/წაშლის ჩარიცხვის ვადის ამოწურვიდან ერთი თვის შემდეგ.

თქვენს მონაცემებს არ გადავცემთ მესამე პირებს. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების დაბლოკვა, გადატანა, გასაჩივრება, შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, მოთხოვნიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, წაშალოს ანდა გაანადგუროს ისინი.

ვორქშოპი სტუდენტებისთვის

ვორქშოპი სტუდენტებისთვის - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის კეთილსინდისიერი გამოყენება და პლაგიატის პრევენცია

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ვორქშოპი სტუდენტებისთვის თემაზე: „გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) და ავტომატიზებული ინსტრუმენტების კეთილსინდისიერი გამოყენება, პლაგიატის ამოცნობა და მისი თავიდან არიდების გზები“.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების ეთიკურ და აკადემიურ სტანდარტებს, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, პლაგიატის სხვადასხვა ფორმას და მის პრევენციასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

შეხვედრა სტუდენტებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობა აკადემიურ საქმიანობასა და კვლევით პროცესში.

თარიღი: 2026 წლის 5 ივნისი, პარასკევი
დრო: 14:00
ადგილი: მეორე კორპუსი, აუდიტორია 208

ვორქშოპზე დასწრება თავისუფალია.

სამეცნიერო სამიტი "Falling Walls Lab 2026"

სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის კონკურსი „Falling Walls Lab Tbilisi“ გამოცხადდა

DAAD-ის საქართველოს ჯგუფის თანაორგანიზებით, 2026 წლის 20 ივნისს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონკურსი „Falling Walls Lab Tbilisi“, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინოვაციური იდეები საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინონ.

Falling Walls Lab წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ახალგაზრდა მკვლევრებს, ინოვატორებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. მონაწილეები საკუთარ იდეებს 3-წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში წარადგენენ და უპასუხებენ მთავარ შეკითხვას - „რომელი ბარიერის გადალახვას ემსახურება თქვენი იდეა?“

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და ადრეული კარიერული ეტაპის პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროდან. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ინგლისურ ენაზე.

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ „Falling Walls“ სამეცნიერო სამიტში, რომელიც ბერლინში გაიმართება. ფინალისტები საერთაშორისო მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლებს საკუთარ იდეებს გლობალურ სცენაზე წარუდგენენ.

როდის: 20 ივნისი, 2026, 16:00
სად: Publica by Arthouse, Georgian - სახვითი ხელოვნების მუზეუმი (რუსთაველის გამზ. 7, თბილისი)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 22 მაისი, 2026

შენიშვნა: ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე. პრეზენტაციებიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურად.

დამატებითი ინფორმაცია

კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის III და IV ნაკადის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

2026 წლის 29 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის III და IV ნაკადის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია.

ინგლისურენოვანი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება სანგუს და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს (NKU, აშშ) შორის თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის კურსდამთავრებულებს ენიჭებათ როგორც ქართული, ისე ამერიკული აკადემიური ხარისხი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

NextGen ბიზნეს ფორუმი
NextGen Business Forum

თარიღი: 2026 წლის 28 მაისი
მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სამუშაო ენა: ქართული

ფორუმის შესახებ

2026 წლის 28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, აშშ) პარტნიორობით, გაიმართება NextGen Business Forum.

ფორუმის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების მომავლის განმსაზღვრელი ახალი ტენდენციების განხილვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ბიზნესგანათლების, სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის, ფინანსების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

მთავარი სპიკერები და სესიები

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო სპიკერები, მათ შორის საქართველოს მთავრობის, წამყვანი ფინანსური და ბიზნესინსტიტუციების, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სანგუს, NKU-სა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი. იხილეთ სპიკერთა სრული სია.

რატომ უნდა დაესწროთ?

  • გაიცნობთ წამყვან ექსპერტებს სახელმწიფო, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან
  • დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, მკვლევრებსა და სტუდენტებთან
  • გაეცნობით თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ინიციატივებს
  • შეიტყობთ ბიზნესის, ფინანსებისა და გლობალური ვაჭრობის სფეროში ინოვაციური მიდგომების შესახებ
  • ჩაერთვებით მნიშვნელოვან დისკუსიაში NextGen Business Forum-ის ფარგლებში

დღის განრიგის ძირითადი სესიები

დროსესია
10:00 - 10:15 ფორუმის გახსნა 
10:15 - 11:15 ბიზნესგანათლების მომავალი
11:15 - 12:15 ლოგისტიკა, ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი 
12:15 - 12:45 ყავის შესვენება
12:45 - 13:45 სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა
13:45 - 14:45 ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა
14:45 - 15:00 დახურვის სესია
15:00 - 16:00 Networking
კონფერენციის განრიგი

რეგისტრაცია და კონტაქტი

დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ, შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge

თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია
Conference Cover

თარიღი: 2026 წლის 27 მაისი
მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სამუშაო ენა: ინგლისური

კონფერენციის შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ), ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით, 2026 წლის 27 მაისს გაიმართება თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია.

კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევების განხილვა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, ციფრული უსაფრთხოება კერძო სექტორში, ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე საერთაშორისო და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება.

მთავარი სპიკერები და სესიები

კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი. იხილეთ სპიკერთა სია

რატომ უნდა დაესწროთ?

  • გაეცნობით კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებს სახელმწიფოს, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან
  • დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, პოლიტიკის გამტარებლებთან და სტუდენტებთან
  • აღმოაჩენთ კვლევით ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ფორმატებს
  • შეიტყობთ კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

დღის განრიგის ძირითადი სესიები

დროსესია
10:00 - 10:15 კონფერენციის გახსნა და მისალმება
10:15 - 11:15 აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება
11:15 - 11:30 ყავის შესვენება
11:30 - 12:30 ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
12:30 - 13:30 სადილი
13:30 - 14:30 კერძო სექტორი და კიბერუსაფრთხოება
14:30 - 15:15 ქალები კიბერუსაფრთხოებაში
15:15 - 15:30 ყავის შესვენება
15:30 - 17:00 ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები
17:00 - 18:00 დახურვის სესია
კონფერენციის განრიგი

რეგისტრაცია და კონტაქტი

დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია
Professor David Ellery Public Lecture

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია

25 მაისს, 14:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ დევიდ ელერის (David Ellery) საჯარო ლექცია თემაზე: „გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა: გამოწვევა და შესაძლებლობა“.

ლექციის ფარგლებში პროფესორი ელერი ისაუბრებს თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების, სტრატეგიული ლიდერობის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და გლობალური არასტაბილურობის პირობებში შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების შესახებ.

პროფესორი დევიდ ელერი არის სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტი. მას 35-წლიანი გამოცდილება აქვს საგარეო და სახელმწიფო სამსახურში, სადაც უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა სტრატეგიული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

იგი არის დარემის უნივერსიტეტის (University of Durham) პროფესორი, საპატიო წევრი, ვენის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული სტრატეგიული ლიდერობის კურსის დეკანი, ოქსფორდის უნივერსიტეტში „Changing Character of War“ პროგრამის უფროსი მკვლევარი. ასევე, თანამშრომლობს დარემის კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტთან, სადაც მისი საქმიანობა კონცენტრირებულია სტრატეგიასა და სტრატეგიულ ლიდერობაზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების კონტექსტში.

სასაუბრო ენა: ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

ცხადდება სტაჟირება უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულებისთვის

ცხადდება სტაჟირება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟირებას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 2026 წლის 23 მაისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careeroffice@sangu.edu.ge

კანდიდატის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

შერჩეულ კანდიდატებთან, რეზიუმეების განხილვის შემდგომ, ჩატარდება გასაუბრება. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 30 მაისისა.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია (კომპეტენციის ფარგლებში);
  • უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა პირადი საქმეების აღრიცხვა საარქივოდ მოწესრიგება;
  • საჭიროების შემთხვევაში წერილებისა და ბრძანების წესისამებრ აღრიცხვა-გაფორმება;
  • ცნობების მომზადება, დარეგისტრირება;
  • ხელშეკრულებების პ/საქმეებში განთავსება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • ხელმძღვანელის დახმარება საორგანიზაციო და სხვა საკითხებში (სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე);

კონკურსანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი, მაგისტრი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

კონკურსანტი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:

  • კარგ კომუნიკაციის უნარს;
  • სიტუაციებთან ადაპტაციის უნარს;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარს;
  • გუნდურად მუშაობის უნარს.

კონკურსანტი უნდა იყოს:

  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონკურსანტს უნდა შეეძლოს გამართული წერა;
  • აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
სტუდენტური კონფერენცია „ქართველი დიპლომატები“

სტუდენტური კონფერენცია „ქართველი დიპლომატები“

2026 წლის 18 მაისს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია „ქართველი დიპლომატები“.

დრო: 12:00
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

კონფერენციის გახსნა და მისასალმებელი სიტყვები

12:00-12:15 პროფესორი ირაკლი ბრაჭული, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორი
პროფესორი პაპუნა გურული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი

მოხსენებები

  • მართა ლომაშვილი - „ემიგრანტი დიპლომატი ქალები“, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
  • თამარ ბეშიძე - „ფარსადან გორგიჯანიძე“, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ალექსანდრე ლობჯანიძე - „ნიკო ნიკოლაძე“, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
  • მედეა გოგლოძე - „ბურდუხან დედოფალი“, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
  • ანი ბეგოიძე - „ალექსანდრე ჩიკვაიძე“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • გიორგი ვარამაშვილი - „ევგენი გეგეჩკორი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • იზა აზალაძე - „სულხან-საბა ორბელიანი“, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  • ლუკა ღურჯია - „აკაკი ჩხენკელი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • მარიამ ოდიშარია - „სოლომონ დოდაშვილი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • მარიამ უშიკიშვილი, ანა ხვედელიძე - „დიპლომატია და ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლის კონტექსტში“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

სანგუში ვახტანგ ბუცხრიკიძის საჯარო ლექცია გაიმართება

4 მაისს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია, სადაც თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ისაუბრებს პროფესიული არჩევანისა და კარიერული განვითარების შესახებ, ამ გზაზე მთავარ მოტივაციასა და გამოწვევებზე და თიბისი ჯგუფის განვითარების ისტორიაზე.

ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

დასწრება თავისუფალია.

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისათვის

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისათვის

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის. მობილობა დაფინანსებულია Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ნეაპოლის უნივერსიტეტში 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს ქართული ფილოლოგიის, საქართველოს ისტორიისა და ისტორიის მიმართულებებიდან.

მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის გატარებას და პროგრამის ხელმძღვანელთან, დეკანატთან და ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურთან შეთანხმებით, შერჩეული საგნების გავლას.

შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: კურსების ჩამონათვალი

რეგისტრაციის ბმული

მონაწილეობის პირობა:

  • სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს საბაკალავრო საფეხურის პირველი წელი;
  • სტუდენტისთვის 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი არ უნდა წარმოადგენდეს პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;
  • კონკურსში რეგისტრაციამდე კურსების ჩამონათვალი უნდა შეათანხმოთ პროგრამის ხელმძღვანელთან, დეკანატთან და ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურთან.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 25 მაისი.

მოთხოვნილი საბუთები:

  • პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის ასლი (pdf ვერსია);
  • CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა (პირველსემესტრელი მაგისტრების შემთხვევაში წარმოსადგენია წინა საფეხურის აკადემიური მოსწრების ცნობა);
  • სამოტივაციო წერილი არაუმეტეს ერთი გვერდისა ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკაცი/უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);
  • სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისგან;
  • სსსმ/შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში (pdf ვერსია);
  • წერილობითი დასტური საგნების შესაბამისობის შესახებ;
  • სტუდენტის ინფორმირებული თანხმობა.

შერჩევის პროცედურა:

  • საბუთების გადარჩევა და შეფასება კომისიის მიერ;
  • გასაუბრება კომისიის წინაშე;

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • აკადემიური მოსწრება/GPA;
  • მოტივაცია;
  • ინგლისური ენის ფლობა;
  • პრეზენტაცია.

შერჩეული კანდიდატები იქნებიან ნომინირებული მასპინძელ უნივერსიტეტში და შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან.

დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის გამოიყენეთ შემდეგი ელ. ფოსტა: iro@sangu.edu.ge

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პერსონალისათვის

Mercatorum University

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის. მობილობა ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, იტალიურ პარტნიორ უნივერსიტეტში/Mercatorum University, რომელიც სრულად ფინანსდება Erasmus+ პროგრამის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კომპიუტერული მეცნიერების, კიბერუსაფრთხოების, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.

მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში, ლექციების ჩატარებას (8 საათი), წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. მობილობის კონკრეტული პერიოდის შერჩევა და სალექციო თემატიკის შეთანხმება მოხდება მასპინძელ უნივერსიტეტთან. მობილობის პერიოდი მოიცავს 7 დღეს, საიდანაც ხუთი დღის მანძილზე იგეგმება ლექციების ჩატარება და დაინტერესების შემთხვევაში სხვა შეხვედრები უნივერსიტეტის პერსონალთან, ხოლო ორი დღე განსაზღვრულია მგზავრობისათვის.

საბუთების მიღების/რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 8 მაისი.

რეგისტრაციის ბმული

მოთხოვნილი საბუთები:

  • პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (pdf ვერსია);
  • CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);
  • ცნობა უნივერსიტეტიდან თანამდებობის დაკავების შესახებ (უცხო ენაზე, pdf ვერსია);
  • მოტივაცია/სამოქმედო გეგმა (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა), სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს:
  • მობილობის მიზანი:
    • სალექციო თემატიკა და შინაარსი;
    • მოსალოდნელი შედეგები და გავლენა (როგორც პროფესიული განვითარების ასევე სტუდენტების კომპეტენციების განვითარების კუთხით);
    • მიღებული გამოცდილების გამოყენებისა და გაზიარების პერსპექტივა;
    • სავარაუდო შეხვედრებისათვის საინტერესო საკითხების ჩამონათვალი.
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკაცი/უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინგლისურ ენაზე სწავლის (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • აკადემიური და/ან პროფესიული რეკომენდაცია შესაბამისი სკოლიდან/პროგრამის ხელმძღვანელისგან (pdf ვერსია);
  • სსსმ/შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, pdf ვერსია).

შერჩევის პროცედურა:

  • საბუთების გადარჩევა და შეფასება კომისიის მიერ;
  • გასაუბრება კომისიის წინაშე;
  • შერჩეული კანდიდატები ნომინირებული იქნებიან მასპინძელ უნივერსიტეტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: iro@sangu.edu.ge

ნეაპოლის უნივერსიტეტი (The University of Naples L'Orientale)

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის. მობილობა ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, იტალიურ პარტნიორ უნივერსიტეტში (ნეაპოლის უნივერსიტეტში) რომელიც სრულად ფინანსდება Erasmus+ პროგრამის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, საქართველოს ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის პერსონალს. მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში, ლექციების ჩატარებას (8-9 საათი), წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

მობილობის კონკრეტული პერიოდის შერჩევა და სალექციო თემატიკის შეთანხმება მოხდება მასპინძელ უნივერსიტეტთან. მობილობის პერიოდი მოიცავს 7-10 დღეს, საიდანაც ხუთი-რვა დღის მანძილზე იგეგმება ლექციების ჩატარება და დაინტერესების შემთხვევაში სხვა შეხვედრები უნივერსიტეტის პერსონალთან, ხოლო ორი დღე განსაზღვრულია მგზავრობისათვის. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.

რეგისტრაციის ბმული

მოთხოვნილი საბუთები:

  • პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის) ასლი (pdf ვერსია);
  • CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);
  • ცნობა უნივერსიტეტიდან თანამდებობის დაკავების შესახებ (უცხო ენაზე, pdf ვერსია);
  • მოტივაცია/სამოქმედო გეგმა (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა), სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს:
    • მობილობის მიზანი;
    • სალექციო თემატიკა და შინაარსი;
    • მოსალოდნელი შედეგები და გავლენა (როგორც პროფესიული განვითარების ასევე სტუდენტების კომპეტენციების განვითარების კუთხით);
    • მიღებული გამოცდილების გამოყენებისა და გაზიარების პერსპექტივა;
    • სავარაუდო შეხვედრებისათვის საინტერესო საკითხების ჩამონათვალი;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკაცი/უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინგლისურ ენაზე სწავლის (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • აკადემიური და/ან პროფესიული რეკომენდაცია შესაბამისი სკოლიდან/პროგრამის ხელმძღვანელისგან (pdf ვერსია);
  • სსსმ/შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, pdf ვერსია).

შერჩევის პროცედურა:

  • საბუთების გადარჩევა და შეფასება კომისიის მიერ;
  • გასაუბრება კომისიის წინაშე;
  • შერჩეული კანდიდატები ნომინირებული იქნებიან მასპინძელ უნივერსიტეტში და შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან.

დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის გამოიყენეთ შემდეგი ელ. ფოსტა: iro@sangu.edu.ge

საგანმანათლებლო შეხვედრა - ქრისტიანული ტაძრის სიმბოლიკა

საგანმანათლებლო შეხვედრა - ქრისტიანული ტაძრის სიმბოლიკა

2026 წლის 27 აპრილს, 14:00 საათზე გიწვევთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრაზე.

ღონისძიება გაიმართება წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ა. ჭავჭავაძის 53ა).

მომხსენებელი:
მარინა ხოსიტაშვილი

თემა:
ქრისტიანული ტაძრის სიმბოლიკის შესახებ

 
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის წარდგინება

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის წარდგინება

2026 წლის 23 აპრილს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის წარდგინება.

ცხადდება მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე

ცხადდება მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე.

კურსი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს წარმატებით ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და სწავლა გააგრძელოს სანგუს სამაგისტრო პროგრამებზე.

სასწავლო მოდულები მოიცავს:

  • წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა - ორშაბათი, ხუთშაბათი, 19:00-21:00
  • ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა - ოთხშაბათი, პარასკევი, 19:00-21:00


კურსზე დასწრება უფასოა იმ დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც გეგმავენ ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას სანგუს ერთ-ერთ სამაგისტრო პროგრამაზე.

კურსზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/8xMG631ECoCa1iX29

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 აპრილი.

აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 16 აპრილს 10:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თანამშრომლობით.

ღონისძიება გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო მკვლევრებს და მოიცავს მრავალფეროვან მოხსენებებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განწყობის თეორიის, გეშტალტ თერაპიის, მეტაკოგნიტური პროცესებისა და თანამედროვე ნეირომეცნიერული კვლევების აქტუალური საკითხების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პლენარული და თემატური სესიები, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კვლევები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიებში და გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება.

დღის ბოლოს დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებში ფსიქოთერაპიის მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდებიან კონფერენციაში მონაწილე იტალიელი სტუმრები: პროფესორი რაფაელე სპერანდეო - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ქცევითი მეცნიერებების დოქტორი, ბაზილიკატის უნივერსიტეტის პროფესორი (UNIBAS), F.I.S.I.G.-ის სრული პროფესორი და SIPGI-ის დირექტორი; ლუჩია ლუჩიანა მოსკა - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მუსიკათერაპევტი და პედაგოგი, Phenomena HUB APS-ის მკვლევარი, ISM მოზარდთა სერვისის კლინიკური მენეჯერი და SIPGI-ის პედაგოგი.

კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას აკადემიურ და პროფესიულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ხელს უწყობს ფსიქოლოგიის მეცნიერებაში თანამედროვე ცოდნის განვითარებას.

კონფერენციის პროგრამა

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 15 წლისაა

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 15 წლისაა

25 აპრილს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის დაარსებიდან 15 წლის აღსანიშნავი შეხვედრა.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა უკვე 15 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და მაღალი ინტერესით სარგებლობს. პროგრამის მიზანია პროფესიონალი პრაქტიკოსი მთარგმნელებისა და თარჯიმნების მომზადება.

2011 წლიდან დღემდე სკოლამ 100-ზე მეტი კურსდამთავრებული პრაქტიკოსი მთარგმნელი და თარჯიმანი გამოუშვა.

სკოლის დაარსების ინიციატორია პროფესორი ოთარ მათეშვილი, რომელიც დღემდე მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელია.

საჯარო ლექციების ციკლი სანგუში - როგორ მუშაობს ევროკავშირი?
Roman Strasser Lecture

საჯარო ლექციების ციკლი სანგუში - როგორ მუშაობს ევროკავშირი?

2026 წლის 20, 21 და 22 აპრილს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში პროფესორი რომან სტრასერი გამართავს საჯარო ლექციების ციკლს თემაზე „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“

პროფ. რომან სტრასერი წარმოშობით ლუქსემბურგიდანაა და უკვე 37 წელზე მეტია, რაც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის (ქრისტიან-დემოკრატები) ჯგუფის სამდივნოში მუშაობს. სხვადასხვა დროს მას ეკავა პოლიტიკური მრჩევლის, ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსის, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციები. იგი ასევე გახლავთ ევროპარლამენტის - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი გენერალური მდივანი.

ლექციების თემატიკა:

  • 20 აპრილი - ევროკავშირის შექმნა და განვითარება 50-იანი წლებიდან დღემდე, ევროპული ინსტიტუტებისა და ორგანოების ფუნქციონირება
  • 21 აპრილი - ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა
  • 22 აპრილი - ევროპული კანონმდებლობის შემუშავების პროცესი, ევროკავშირის როლი მოქალაქეების ცხოვრებაში, ევროკავშირის გამოწვევები 2026 წლის ბოლოსთვის, საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავალი

სასაუბრო ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: თითოეული შეხვედრა 2 საათი

 
სანგუში იხსნება იტალიური ენის უფასო კურსები

სანგუში იხსნება იტალიური ენის უფასო კურსები

სანგუში იხსნება იტალიური ენის შემსწავლელი კურსები, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და თანამშრომლებისთვის უფასოა.

კურსზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ სანგუს სტუდენტებს, ლექტორებსა და თანამშრომლებს.

კურსს გაუძღვება სანგუს მასწავლებლის მომზადების პროგრამის იტალიური ენის სწავლების მეთოდიკის ლექტორი, მასწავლებლის სახლის იტალიური ენის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ჯიჯავა.

კურსი დაიწყება 20 აპრილიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.

მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ, ყოველ ორშაბათს, 15:00 საათზე. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2-2,5 საათი.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

რეგისტრაცია:
https://forms.gle/JGRfKP34ebekfDqT8

ახალგაზრდა მეცნიერთა VIII ინტერდისციპლინური კონფერენცია

VIII ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო იწვევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მეცნიერებს მონაწილეობისთვის VIII ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე წლისთავს.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დარგის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის ცოდნის გაზიარებას, ინოვაციური იდეების გენერირებას და მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

უცხოელ ან უცხოეთში მყოფ ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://youngscientists.ge/conferences/

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა 2027-2028

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა 2027-2028

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს Fulbright Graduate Student Program 2027-2028-ის კონკურსს.

პროგრამა უზრუნველყოფს სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას ამერიკის უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა მიმართულებით.

Fulbright-ის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგრანტო პროგრამას. კანდიდატების შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე, რომელსაც ატარებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილება თბილისში.

პროგრამის მთავარი სპონსორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული საქმეთა ბიურო (ECA). პროგრამა თანადაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მონაწილეობით, ასევე საქართველოს ბანკისა და Georgia Capital-ის მხარდაჭერით.

პროგრამა ხორციელდება William Fulbright Foreign Scholarship Board-ის მიერ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს Institute of International Education (IIE), რომელიც თანამშრომლობს აშშ-ის მრავალ უნივერსიტეტთან შესაბამისი აკადემიური პროგრამების შერჩევის მიზნით.

აპლიკაციების მიღება იწყება 2026 წლის 1 აპრილს, ხოლო ონლაინ განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 1 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://ge.usembassy.gov/fulbrightgraduatestudent/

Erasmus+ პროგრამის ონლაინ ვებინარები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის

Erasmus+ პროგრამის ონლაინ ვებინარები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის

Erasmus+-ის ეროვნული ოფისი, ESN-თან ერთად, 2026 წლის 6 აპრილს უმასპინძლებს ონლაინ შეხვედრებს სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის.

შეხვედრებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, მოისმინონ პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების გამოცდილებები და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

I ვებინარი - Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის
თარიღი: 6 აპრილი, 2026
ფორმატი: ონლაინ (Google Meet პლატფორმა)
დრო: 12:00-13:00
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/LwuDSMLLWv2mtCWe8

II ვებინარი - გამოცდილების გაზიარება, როგორ მივიღოთ მონაწილეობა Erasmus+ პროგრამაში
თარიღი: 6 აპრილი, 2026
ფორმატი: ონლაინ (Google Meet პლატფორმა)
დრო: 13:30-14:00
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/DeqPRTKhBdoMxM5p9

საჯარო ლექცია - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“
Public Lecture

საჯარო ლექცია - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“

2 აპრილს, 14:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართება საჯარო ლექცია აქტუალურ და კრეატიულ თემაზე - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“.

სპიკერი: თორნიკე ტურიაშვილი - ლექტორი, ტრენერი, „Kraken“-ისა და „Giffer“-ის დამფუძნებელი, „Invia“ ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი.

ლექციის ფარგლებში სპიკერი ისაუბრებს ტექნოლოგიურ გამოწვევებზე, კრეატიულ მიდგომებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

შეხვედრა საინტერესო იქნება როგორც მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის, ისე სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ მეტი თანამედროვე ციფრული სამყაროსა და ინოვაციური გადაწყვეტების შესახებ.

სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები

სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისათვის

სლოვაკეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს სტიპენდიებს 2026-2027 სასწავლო წლისათვის.

სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულია: 2 სტიპენდია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურისთვის და 1 სტიპენდია დოქტორანტურისთვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 მაისი.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე:
https://www.vladnestipendia.sk/en/

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
http://www.minedu.sk/scholarships-of-the-govermment-of-the-slovak-republic/

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა: helpdesk@smsez.sk
ტელეფონი: +421 907 551 404
ელექტრონული ფოსტა: michala.lomidze@mzv.sk

იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 აკადემიური წლისთვის

იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისათვის

2026-2027 სასწავლო წლისათვის გამოცხადდა იტალიის მთავრობის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის.

სტიპენდიები გაიცემა 9 თვის ვადით სამაგისტრო, სადოქტორო, ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განათლების კურსებზე (AFAM), ასევე სამეცნიერო კვლევით პროგრამებზე აკადემიური ხელმძღვანელის მეთვალყურეობით.

ამასთან, 3 თვის ვადით შესაძლებელია დაფინანსების მიღება იტალიური ენისა და კულტურის გაღრმავებულ კურსებზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2026 წლის 26 მარტი, 17:00 საათი თბილისის დროით, 14:00 საათი იტალიის დროით.

განაცხადების წარდგენა ხორციელდებოდა ონლაინ პლატფორმაზე: studyinitaly.esteri.it

წიგნების გამოფენა-გაყიდვა სანგუში

წიგნების გამოფენა-გაყიდვა სანგუში

20 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ფოიეში გაიმართება „გამომცემლობა პალიტრა L”-ის წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამომცემლობის მრავალფეროვანი ლიტერატურა, მათ შორის ბიზნესლიტერატურა, მხატვრული ნაწარმოებები, ინგლისურენოვანი კლასიკა, წლის ბესტსელერები, ასევე Liberteens და Liberkids სერიები. წიგნების შეძენა შესაძლებელი იქნება 30-60%-იანი ფასდაკლებით.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ როგორც ახალ გამოცემებს, ისე უკვე პოპულარულ ბესტსელერებს სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული შეთავაზებები ვრცელდება სანგუს სტუდენტებსა და თანამშრომლებზე.

ღონისძიება მიზნად ისახავს უნივერსიტეტში წიგნის კულტურის ხელშეწყობას და აკადემიური გარემოს გამდიდრებას ხელმისაწვდომი ლიტერატურით.

„ვიქტორი და მე“ ჩვენება - დოკუმენტური ფილმის ჩვენება
Victor and I Film Screening

სანგუში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება

31 მარტს, 16:00 საათზე წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება.

ღონისძიება ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი ფსიქიატრის, ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის, ვიქტორ ფრანკლის დაბადების თვეს და ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის დაარსების 100 წლის იუბილეს.

ფილმის რეჟისორია ალექსანდრ ვესელი, ვიქტორ ფრანკლის შვილიშვილი. დოკუმენტური ფილმი ქართულად გახმოვანებულია ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.

კინოჩვენება ხორციელდება კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) და ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.

კინოჩვენებამდე გაიმართება მოკლე შესავალი ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ფილმის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი.

ღონისძიება ღიაა ყველა მსურველისთვის.

ევრაზიის ქვეყნების საერთაშორისო სტუდენტური სტიპენდია

საერთაშორისო სტიპენდია ჩინეთში - „Eurasian Countries International Student Scholarship“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ჰეილუნძიანის პროვინციასთან თანამშრომლობით დააფუძნა პროგრამა „Eurasian Countries International Student Scholarship“.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად წარადგინონ განაცხადი ჩინეთის ჰეილუნძიანის პროვინციის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად.

პროგრამა განხორციელდება 2026–2029 წლებში და ითვალისწინებს ყოველწლიურად სტიპენდიების გამოყოფას: 20 საბაკალავრო, 100 სამაგისტრო და 30 სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის.

სტიპენდია სრულად ფარავს სწავლების საფასურს, სამედიცინო დაზღვევას, საცხოვრებლისა და საყოფაცხოვრებო ხარჯებს.

პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტები:
Harbin Institute of Technology;
Harbin Engineering University;
Northeast Forestry University;
Northeast Agricultural University;
Heilongjiang University;
Harbin Normal University;
Harbin Medical University;
Heilongjiang University of Chinese Medicine;
Qiqihar University;
Mudanjiang Normal University;
Jiamusi University;
Harbin University of Science and Technology;
Heihe University;
Harbin University of Commerce;
Qiqihar Medical University.

 
19, 20 და 21 მარტს სანგუში სასწავლო პროცესი არ გაიმართება

განცხადება

ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 19, 20 და 21 მარტი გამოცხადებულია უქმე დღეებად.

აღნიშნულ დღეებში სასწავლო პროცესი არ გაიმართება.

სასწავლო პროცესი განახლდება 23 მარტიდან.

სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა იყო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და მისი სულიერი მისიის შთამაგონებელი. მისი ხედვა განათლების, სულიერებისა და ეროვნული ფასეულობების ერთიანობაზე დღემდე განსაზღვრავს სანგუს განვითარებას და თითოეული სტუდენტის, თანამშრომლისა და კურსდამთავრებულის გზას.

ქართული ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე მისი ღვაწლი განუზომელია.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს დანაკლისს.

ცხადდება ღია კონკურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით

ცხადდება ღია კონკურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და რეგისტრაციის ვადებია 2026 წლის 20 და 21 აპრილი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება  განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2026 წლის 22 აპრილიდან,    შედეგები წარმოადგინოს   არაუგვიანეს 2026 წლის   8 მაისისა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:

  1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა:  - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  2. აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
    1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
    2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
    3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
    4. ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
    5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
    6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;


პროფესიული ნიშნით  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

  1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:
    1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
    2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
    3. აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;


როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

    1. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
    2. ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
    3. ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
    4. სასწავლო კურსების გაძღოლის გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: განწყობის ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, იურიდიული ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის ისტორია, გენდერის ფსიქოლოგია;
    5. სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
    6. სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
    7. უცხო ენის ცოდნა.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;(წარმოდგენილი ფორმით)
  2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ამობეჭდილი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა - ელექტრონული და ამობეჭდილი(წარმოდგენილი ფორმით)
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  10. სამოტივაციო წერილი;
  11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 3 წელი) ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  14. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  16. საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


მიმაგრებული დოკუმენტაცია:

ცხადდება ღია კონკურსი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

ცხადდება ღია კონკურსი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 13 და 14 აპრილი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება  განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2026 წლის 15 აპრილიდან,    შედეგები წარმოადგინოს   არაუგვიანეს 2026 წლის   29  აპრილისა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:

  1. ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  2. თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
    1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
    2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
    3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
    4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
    5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
    6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
    7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები. (მოთხოვნის შემთხვევაში)


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge);
  2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge)
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  8. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  9. დოქტორის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
  10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
  12. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  13. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  14. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  15. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


მიმაგრებული დოკუმენტაცია:

 
ცხადდება ღია კონკურსი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით

ცხადდება ღია კონკურსი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 13 და 14 აპრილი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება  განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2026 წლის 15 აპრილიდან,    შედეგები წარმოადგინოს   არაუგვიანეს 2026 წლის   29  აპრილისა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:

  1. პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
  2. თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
    1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
    2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
    3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
    4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
    5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
    6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
    7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები. (მოთხოვნის შემთხვევაში)


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge);
  2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge)
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. დოქტორის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
  8. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  9. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
  12. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  13. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  14. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  15. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


მიმაგრებული დოკუმენტაცია:

 
რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 აკადემიური წლისათვის

გამოცხადდა რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2026-2027 აკადემიური წლისთვის

გამოცხადდა რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 2026-2027 აკადემიური წლისთვის.

სასტიპენდიო პროგრამის პირობებისა და განაცხადის წარდგენის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro/

განაცხადების მიღება წარმოებს ონლაინ რეჟიმში 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. საკონკურსო შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 15 ივლისს.

ასევე, ქალაქ ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ინფორმაცია 2026-2027 სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური ინიციატივების შესახებ.

ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://short-url.org/1puaO

უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დაინტერესებულ კანდიდატებს უნივერსიტეტის ჩართულობით ვებინარების ორგანიზებაში, საგანმანათლებლო გამოფენებსა და ფორუმებში მონაწილეობაში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაში.

ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი არის იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის, სადაც შესაძლებელია აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა.

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამა

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) პრეზიდენტის სტიპენდია 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) მიერ 2026 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრისათვის გამოცხადებულია საგრანტო პროგრამა „SNU President Fellowship“ (SPF).

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგრანტო ინიციატივას და განკუთვნილია განვითარებადი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისათვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ მოპოვებული დოქტორის ხარისხი და სურთ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება.

დაფინანსება მოიცავს:
სწავლის საფასურის სრულ ანაზღაურებას 6 სემესტრის განმავლობაში;
ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 000 - 2 000 000 კორეული ვონის ოდენობით (დაახლოებით 1000-1400 აშშ დოლარი) 3-4 წლის განმავლობაში;
ორმხრივი ავიაბილეთის დაფინანსებას (ეკონომ-კლასი);
ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევას;
ბავშვის მოვლაში მხარდაჭერას ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით;
კორეული ენის კურსების საფასურის ანაზღაურებას სემესტრის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პროგრამის მოთხოვნების, ვადებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
https://en.snu.ac.kr/admission
https://oga.snu.ac.kr/

სააპლიკაციო ფორმა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: +82-2-880-2519
ელექტრონული ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr

„ჰორიზონტი ევროპას“ 2026-2027 წლების სამუშაო პროგრამა და შესაძლებლობები საქართველოსთვის

საინფორმაციო ვებინარი: „ჰორიზონტი ევროპას“ 2026-2027 წლების სამუშაო პროგრამა და შესაძლებლობები საქართველოსთვის

ევროკომისიის ორგანიზებით, 2026 წლის 19 მარტს გაიმართება მასშტაბური ონლაინ საინფორმაციო და ნეთვორქინგ ვებინარი, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენელთა მხარდაჭერას.

ღონისძიება მიზნად ისახავს ქართველი მკვლევრებისა და ინოვატორების ინფორმირებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის — "ჰორიზონტი ევროპას" — სამომავლო პრიორიტეტებისა და დაფინანსების მექანიზმების შესახებ. ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• "ჰორიზონტი ევროპას" 2026-2027 წლების სამუშაო პროგრამის წარდგენა;
• აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თემატური მიმართულებები (მაგ: ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებაში);
• ევროპის ინოვაციების საბჭოს (EIC) 2026 წლის სამუშაო პროგრამა;
• სპეციალური საგრანტო შესაძლებლობები ე.წ. „Widening“ ქვეყნებისთვის;
• ზოგადი მიმოხილვა ევროკავშირის მომავალი, მე-10 ჩარჩო პროგრამის (FP10) შესახებ.

ვებინარზე დასწრება რეკომენდებულია მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერების სფეროში მოღვაწე ადმინისტრაციული რგოლის წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიების დეტალები:
• თარიღი: 19 მარტი, 2026 წელი
• დრო: 15:00 – 18:30 (თბილისის დროით)
• ფორმატი: ონლაინ (Zoom)

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://registration.dlr-pt.de/en/information-and-networking-webinar-to-support-cooperation-with-eastern-partnership/registration

დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ღონისძიებაზე დასასწრებ ინდივიდუალურ ბმულს. გთხოვთ დროულად გაირაოთ რეგისტრაცია.

აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგია
Discover Your Profession - Psychology

აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგია

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი იწვევს X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გაცნობას, პროფესიის არსის წარმოჩენას და მოსწავლეების მხარდაჭერას კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრას გაუძღვება სანგუს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი. მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები - რუსუდან კილაძე, ხატია გოგოლაძე და უჩა მაჭარაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

  • ფსიქოლოგიის განვითარება მსოფლიოში და საქართველოში
  • პიროვნების განვითარების ფსიქოლოგია
  • გავლენები ჩვენს ცხოვრებაში
  • ბავშვის განვითარების ეტაპები

მონაწილეები გაეცნობიან ფსიქოლოგიას როგორც მეცნიერებას და პრაქტიკულ სფეროს, მის როლს ადამიანის განვითარებაში და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც სთავაზობს აღნიშნული მიმართულება მომავალ სტუდენტებს.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/Qw8Sh2hQ3D6bPPoBA

თარიღი: 19 თებერვალი
დრო: 15:00
ლოკაცია: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

 
აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება

აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება

„აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი X, XI და XII კლასის მოსწავლეებს იწვევს ლექცია-სემინარების ციკლში „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის მიზანია მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა რეალური პროფესიული გარემოს მაგალითზე გაეცნონ ბიზნესის სფეროს, შეხვდნენ დარგის წამყვან წარმომადგენლებს და უკეთ განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და სამომავლო კარიერული მიმართულება.

თემატიკა

ლექცია-სემინარების ფარგლებში განხილული იქნება ბიზნეს ქეისები, მარკეტინგისა და მედიის როლი თანამედროვე ეკონომიკაში, საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა, ESG მიმართულებით კარიერული შესაძლებლობები, კიბერუსაფრთხოება როგორც პროფესიული არჩევანი და საკუთარი ბიზნესის შექმნისა და განვითარების პრაქტიკული ასპექტები.

განრიგი

  • 23 თებერვალი, 16:00„ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი“
    გიორგი ისაკაძე, BMG-ის ავტორი და გენერალური პროდიუსერი
  • 24 თებერვალი, 16:00„ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“
    ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
    დავით რუსია, საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი
    ლევან გოგოლაძე, ESG მიმართულების კოორდინატორი
    ინგა ქარჩავა, კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი
  • 25 თებერვალი, 16:00„როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი“
    გია პირადაშვილი, „შატო მერესა“ და „Winiveria“-ს დამფუძნებელი

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.30 საათს. 24 თებერვლის სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართება ქვიზი, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური ბრენდირებული საჩუქრები საქართველოს საბანკო ასოციაციისა და SANGU-სგან.

გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/ygMWZya3yGFAY14T6

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მხარდაჭერა, გაძლიერება და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 180 000 ლარი, ხოლო ერთი საგრანტო პროექტი შესაძლოა დაფინანსდეს მაქსიმუმ 15 000 ლარით. განაცხადები მიიღება 2026 წლის 11 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: grants-2@youthagency.gov.ge

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://youthagency.gov.ge/sagranto-konkursebi/akhalgazrduli-iniciativebi/

 
ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები 2026-2027

ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხადდება კონკურსი სასტიპენდიო პროგრამებზე ჩეხეთის რესპუბლიკის საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 აკადემიური წლისათვის.

პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2017 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ დანართში.

 
ლატვიის სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიები 2026/2027 აკადემიური წლისათვის

ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდიები 2026/2027

ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2026/2027 აკადემიური წლისათვის.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026/2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას;
  • ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:

  • ბაკალავრებისთვის - 500 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
  • მაგისტრებისთვის - 600 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
  • დოქტორანტებისთვის - 700 ევრო, ხანგრძლივობა - 11 თვე.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდებზე: https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships და https://studyinlatvia.lv/scholarships

განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით პლატფორმაზე: https://scholarships.viaa.gov.lv/en/login

ლატვიის უნივერსიტეტებში სწავლის, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამებისა და სხვა პრაქტიკული ინფორმაციის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია დანართის სახით და ვებგვერდზე: www.studyinlatvia.lv

დანართი 1
დანართი 2

 

 
აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი

იმიტირებული პროცესები – სისხლის სამართალი

აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება იმიტირებული პროცესები, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებს პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის სფეროში და დაეხმარება მომავალი პროფესიის გაცნობაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 შეხვედრა. მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან სისხლის სამართლის პროცესის ძირითად ელემენტებს და იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დაკავშირებულია საქმის წარმოებასთან, გამოძიების პროცესთან და პროცესუალურ მოქმედებებთან.

შეხვედრების თემატიკა

  • ბრალდებულის უფლებები და პროცესუალური გარანტიები;
  • საქმის წარმოების ლოგიკა და ძირითადი ეტაპები;
  • გამოძიების ჩატარების ძირითადი მიდგომები;
  • მოწმის დაკითხვის პროცედურა;
  • დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა;
  • საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი და მიზანი;
  • ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი.

ღონისძიების ფორმატი და თარიღები

  • 9 და 12 თებერვალი, 16:00 საათი – მოსამზადებელი ტრენინგები;
  • 16 თებერვალი, 16:00 საათი – საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების გაცნობა;
  • 20 თებერვალი, 16:00 საათი – იმიტირებული პროცესის ჩატარება იმიტირებული პროცესებისთვის განკუთვნილ დარბაზში.

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.5 საათს. იმიტირებული პროცესების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაცია

წინასწარი რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Meg3J3ktoKXpTdEc9

ცხადდება 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი – 15 ადგილი
  • ისტორია – 15 ადგილი
  • ქართული ფილოლოგია – 15 ადგილი
  • საერთაშორისო ურთიერთობები – 10 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ქართული ფილოლოგია – 10 ადგილი
  • საქართველოს ისტორია - 10 ადგილი

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) – 15 ადგილი

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება – 25 ადგილი
  • ფსიქოლოგია – 15 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება – 185 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 10 ადგილი
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 5 ადგილი

შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2026 წლის 16-25 თებერვალი;
  • კრედიტების აღიარება და სტუდენტების ინფორმირება – 2026 წლის 17-26 თებერვალი;
  • დოკუმენტაციის წარდგენა ბრძანების მოსამზადებლად – 2026 წლის 27 თებერვალი;
  • ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა – 2026 წლის 4 მარტი.

საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (UMS სისტემის მეშვეობით)
  • სასწავლო ბარათის ასლი ან ამონაწერი (დამოწმებული დეკანატის მიერ)
 
პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია სანგუში

Professor David Ellery

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია სანგუში

29 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ დევიდ ელერის (David Ellery) საჯარო ლექცია თემაზე „2026: გამოწვევები სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობისთვის“.

პროფესორი დევიდ ელერი არის სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტი. მას 35-წლიანი გამოცდილება აქვს საგარეო და სახელმწიფო სამსახურში და უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა სტრატეგიული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

იგი არის დარემის უნივერსიტეტის პროფესორი და საპატიო წევრი, ვენის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული სტრატეგიული ლიდერობის კურსის დეკანი და ოქსფორდის უნივერსიტეტის „Changing Character of War“ პროგრამის უფროსი მკვლევარი. ასევე, თანამშრომლობს დარემის კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტთან, სადაც მისი საქმიანობა კონცენტრირებულია სტრატეგიასა და სტრატეგიულ ლიდერობაზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების და გამოყენების კონტექსტში.

ლექციის ფარგლებში პროფესორი ელერი ისაუბრებს 2026 წლის გლობალურ სტრატეგიულ გარემოზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობას, სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მდგრადობას, ასევე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენას სტრატეგიულ აზროვნებაზე.

სასაუბრო ენა: ინგლისური.
დასწრება თავისუფალია.

ცხადდება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები

მობილობის მსურველთა რეგისტრაცია მობილობის ონლაინ პორტალზე იწარმოებს 28 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათამდე).


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ისტორია - 10 ადგილი
  • ქართული ფილოლოგია - 15 ადგილი
  • სამართალი - 10 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი
  • საქართველოს ისტორია - 10 ადგილი
  • სამართალი - 10 ადგილი
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) - 10 ადგილი


ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი
  • ფსიქოლოგია - 15 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება - 15 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 5 ადგილი
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 5 ადგილი

 

შენიშვნა: სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო, აგრეთვე სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო:

  • კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე - 2750 ლარს;

სამაგისტრო პროგრამებზე:

  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია -  2500 ლარს;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3900 ლარს;

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2026 წლის 16-18 თებერვალი. 
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2026 წლის 19 თებერვალი;
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - 2026 წლის 20 თებერვალი.


მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

  1. განცხადება (ჩამოტვირთეთ განცხადება)
  2. სტუდენტის ანკეტა (ივსება ელექტრონულად)
  3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
  6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ
  7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული)
  8. ფოტოსურათი დისკზე (3X4)
  9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი

დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში.

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთში

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა და კვლევითი სტიპენდიები 2026

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორსემესტრიან სწავლას პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი), ასევე მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და ტრენინგებისა და სემინარების ვრცელ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისა და ექსპერტებისთვის.

დამატებით გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (KIRKLAND RESEARCH Scholarships 2026), რომელიც განკუთვნილია 45 წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 1 მარტი.

საკონკურსო პირობების, კრიტერიუმებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლეინ კირკლენდის სტიპენდიის პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kirkland.edu.pl

დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ელფოსტის მისამართია: kirkland@kirkland.edu.pl

ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2026-2027 წლისთვის

ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა “Youth of Excellence Scheme of China Program” 2026-2027

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულია კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე “Youth of Excellence Scheme of China Program” 2026-2027.

პროგრამა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ითვალისწინებს ჩინეთში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას. სწავლის ხანგრძლივობა, ძირითადად, 12 თვეს შეადგენს, ხოლო გარკვეული პროგრამები ითვალისწინებს „1+1“ მოდელს, რომელიც აერთიანებს ჩინეთში სწავლას და პროფესიულ საქმიანობას კანდიდატის სამშობლოში.

პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას, რაც გულისხმობს სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.

განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების სისტემის (Chinese Government Scholarship System) მეშვეობით 2026 წლის 31 მარტის 23:59 საათამდე (GMT+8).

პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში.

 
თურქეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

თურქეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები 2026

„თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა 2026 წლისათვის გამოყოფს სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე.

განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე Türkiye Scholarships Application System-ის მეშვეობით. დეტალური ინფორმაცია და განაცხადის პლატფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: www.turkiyeburslari.gov.tr

პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველთათვის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პროცედურებსა და საცხოვრებელით უზრუნველყოფას, სწავლის საფასურის და თურქული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას, ყოველთვიური სტიპენდიის მინიჭებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

ბრუნეის სახელმწიფოს სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

ბრუნეის სახელმწიფოს სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2026-2027 სასწავლო წლისთვის

ბრუნეის სახელმწიფო 2026-2027 სასწავლო წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აცხადებს სტიპენდიების კონკურსს, რომელიც აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე.

სტიპენდიების ფარგლებში სწავლა შესაძლებელია ბრუნეის ხუთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტში (University of Brunei Darussalam - UBD), ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტში (UNISSA), ბრუნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (UTB), რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯში (KUPU SB) და ბრუნეის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (PB).

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 15 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.mfa.gov.bn/Pages/online-bdgs.aspx

ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

ინგლისური ენის  სწავლების მეთოდიკის მიმართულებით  (აფილირების პირობით) აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 29 და 30 იანვარი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისია კონკურსის შედეგებს წარმოადგენს არაუგვიანეს 2026  წლის 25 თებერვლისა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:

  1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  2. თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
    • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
    • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
    • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
    • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
    • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
    • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
    • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

  • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მომავალი მასწავლებლების მომზადების/მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ან/და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge);
  2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge)
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა; -ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისთვის;
  11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  15. დამატებითი საუნივერსიტეტო სპეციფიკური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


მიმაგრებული დოკუმენტაცია:

საჯარო ლექცია: ქართველთა ყოფა და კულტურა შუა საუკუნეებში

საჯარო ლექცია: "ქართველთა ყოფა და კულტურა შუა საუკუნეებში"

2025 წლის 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა.

მომხსენებელი:
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლავრენტი ჯანიაშვილი.

თემა:
ქართველთა ყოფა და კულტურა შუა საუკუნეებში.

საინფორმაციო შეხვედრა Jean Monnet აქტივობების შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Jean Monnet აქტივობების შესახებ

9 დეკემებრს 14:00 საათზე წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ ქვეპროგრამის Jean Monnet აქტივობების კონკურსის შესახებ.

Jean Monnet პროექტები მიმართულია ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისაკენ, ასევე სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობისკენ ევროპისმცოდნეობის მიმართულებით. 

გამოქვეყნდა 2026 წლის "Erasmus+"-ის პროგრამის სახელმძღვანელო
Erasmus+ Guide 2026

გამოქვეყნდა 2026 წლის "Erasmus+"-ის პროგრამის სახელმძღვანელო

გამოქვეყნდა 2026 წლის Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელო. დოკუმენტის სანახავად მიჰყევით მოცემულ ბმულს: https://shorturl.at/qHBQD

ცხადდება ღია კონკურსი ისტორიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

ისტორიის (წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია) მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 12 და 13 იანვარი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისია კონკურსის შედეგებს წარმოადგენს არაუგვიანეს 2026  წლის 28 იანვრისა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:

  1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  2. თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
    • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
    • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
    • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
    • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
    • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
    • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
    • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

კონკურსანტს უნდა შეეძლოს შემდეგი სასწავლო კურსების წაკითხვა და წარმოადგინოს სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში:

  • ბაკალავრიატი: საქართველოს ძველი ისტორია;
    • საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია;
  • მაგისტრატურა:
    • აკადემიური წერა და სამეცნიერო კვლევის მეთოდები;
    • საისტორიო აზროვნების განვითარება და კვლევა.
  • დოქტორანტურა:
    • კვლევის მეთოდები ისტორიულ მეცნიერებაში.

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge); ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  2. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge)
  3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  4. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  5. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  8. დოქტორის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
  9. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
  11. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  12. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  13. ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

მიმაგრებული დოკუმენტაცია:

 
ჰორიზონტი ევროპა "საქართველოს ეროვნული ოფისი" გიწვევთ სამდღიან განაცხადის წერის ბანაკში

„ჰორიზონტი ევროპა“ გიწვევთ განაცხადის წერის სამდღიან ბანაკში

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი 2026 წლის 2, 3 და 4 თებერვალს გიწვევთ სამდღიან განაცხადის წერის ბანაკში.

განაცხადის წერის ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საერთაშორისო ექსპერტები. განაცხადის წერის ბანაკი ორიენტირებული იქნება მეორე სვეტის კოლაბორაციულ კვლევით პროექტებზე, თუმცა დაფარავს ფონდის სხვა მიმართულებებსაც, მაგალითად, როგორიცაა მარია სკლადოვსკა-კიური (MSCA). 

მონაწილეობა შეზღუდულია და მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ტრენინგი განკუთვნილია როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ინოვაციური დაინტერესებული მხარეებისთვისა და ეროვნული საკონტაქტო პირებისთვის.

სამუშაო ენა: ინგლისური.

სარეგისტრაციო ბმული

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: horizoneurope@mes.gov.ge

SANGU სტუდენტებისთვის ქასთინგს აცხადებს

SANGU სტუდენტებისთვის ფოტოგადაღების ქასთინგს აცხადებს

SANGU სტუდენტებისთვის ფოტოგადაღების ქასთინგს აცხადებს. თუ გსურს, შენი ფოტოები გამოჩნდეს უნივერსიტეტის სარეკლამო მასალებში, სოციალურ ქსელებსა და უნივერსიტეტის ღონისძიებებზე, ეს არის შენი შანსი, გახდე SANGU-ს ოფიციალური სახე.

არ გამოტოვო შესაძლებლობა, დარეგისტრირდი 26 დეკემბრამდე: https://forms.gle/KMDCzarRCceY2m8UA

ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
ტრენინგი საჯარო მოსამსახურის საქმიანობაზე

ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით 18 დეკემბერს, 18:00 საათზე (ონლაინ ფორმატში) ჩატარდება ტრენინგი თემაზე „საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები“.

ტრენინგს გაუძღვება გიორგი ჩიფჩიური, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი, იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მონაწილეები გაიცნობენ საჯარო სექტორში მუშაობის სპეციფიკას, საჯარო მოსამსახურის როლსა და პასუხისმგებლობას, შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოებსა და სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარება უკეთ დაინახონ პროფესიული განვითარების შესაძლებლობები საჯარო სამსახურში.

ტრენინგი განკუთვნილია XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლის, საჯარო მმართველობის ან ადმინისტრაციული სფეროთი.

შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმაზე. შეხვედრის ბმული გაეგზავნება დარეგისტრირებულ მონაწილეებს 18 დეკემბერს, ღონისძიების დაწყებამდე.

რეგისტრაცია

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
  • რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/5ZaURrqC2kVWJiPq8
 
სტაჟიორის ვაკანსია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანატში

სტაჟიორის ვაკანსია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანატში

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანატის სტაჟიორის ვაკანსიაზე.

  1. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4.
  2. კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 18-19 დეკემბერს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, კორპუსი 1, ოთახი 201.
  3. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა - 2025 წლის 25 დეკემბერი.
  4. კანდიდატის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
  5. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 12 დეკემბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: careeroffice@sangu.edu.ge.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუდენტთა პირადი საქმეების ორგანიზება, მათ შორის შესაბამისი ბრძანებების, ხელშეკრულებების, დანართებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება;
  • სტუდენტთა პირადი საქმის დასაარქივებლად მომზადება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

კონკურსანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

კონკურსანტი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:

  • ინფორმაციის ეფექტურად აღქმის და გადაცემის უნარს;
  • კარგ კომუნიკაციის უნარს;
  • სიტუაციებთან ადაპტაციის უნარს;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარს;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარს;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარს;
  • გუნდურად მუშაობის უნარს.


კონკურსანტი უნდა იყოს:

  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • კრეატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • კონკურსანტს უნდა შეეძლოს გამართული წერა;
  • აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ecxel, word, power point);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ახლად გამოცემული მონოგრაფიის წარდგენა

ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში

ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფილოლოგიის დოქტორ მიხეილ ლაბაძის ახლად გამოცემული მონოგრაფიის წარდგენა: „ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში (საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით)“.

მონოგრაფია ეხება თანამედროვე ენათმეცნიერებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რომელიც ენისა და დიალექტის გამიჯვნის პრობლემას უკავშირდება. ნაშრომში გაანალიზებულია ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ენობრივი ერთეულის სტატუსის განსაზღვრისას და ის საკითხი, თუ რა შემთხვევებში განიხილება კონკრეტული ენობრივი ფორმა როგორც ენა ან როგორც დიალექტი. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო გამოცდილებას და ეთნოკულტურულ ფაქტორს, რომელიც დღემდე ფართოდ გამოყენებულ კრიტერიუმად რჩება.

ღონისძიება ორგანიზებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ.

დასწრება თავისუფალია.

მეხსიერების პოლიტიკა შუა საუკუნეების საქართველოში

17 ნოემბერს, 14:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერნციო დარბაზში სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი დანიელ ოქროპირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "მეხსიერების პოლიტიკა შუა საუკუნეების საქართველოში".

შეხვედრაზე დოქტორანტი სტუდენტებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და გამოწვევებს.

სტუდენტური კონფერენცია: „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“

სტუდენტური კონფერენცია - „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით 2025 წლის 16 დეკემბერს გაიმართება სტუდენტური კონფერენცია „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციის მიზანია სტუდენტური კვლევის მხარდაჭერა, თანამედროვე ციფრული რეალობის სამართლებრივი საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. ნაშრომის თემატიკა შეზღუდული არ არის და შეიძლება შეეხებოდეს სამართლის ნებისმიერი დარგის აქტუალურ საკითხებს.

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატები.

მონაწილეობის პირობები

  • გაიარეთ რეგისტრაცია და დადგენილ ვადაში წარმოადგინეთ თეზისი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) და ნაშრომის ელექტრონული ვერსია;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა ნაშრომს დაურთონ ხელმძღვანელის ხელმოწერილი დასკვნა;
  • თეზისები და ნაშრომი გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: conference@sangu.edu.ge.

მნიშვნელოვანი თარიღები

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
  • ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
  • კონფერენციის თარიღი: 16 დეკემბერი

კონფერენციის დღის წესრიგი დარეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.

 

თეზისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფორმალურ მოთხოვნებს

  1. თეზისი უნდა იყოს A4 ზომის; შრიფტი – Sylfaen; ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სათაურის ზომა – 14 Bold; სტრიქონთაშორისი – 1.5; გვერდის ველები: ზედა – 2 სმ, ქვედა – 2 სმ, მარცხენა – 2 სმ, მარჯვენა – 1.5 სმ; აბზაცებს შორის – თითო ინტერვალი.
  2. პირველი ხაზი: მომხსენებლის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულება (Sylfaen 14); მეორე ხაზი: მოხსენების სათაური (Sylfaen 14); მესამე ხაზი: თეზისის ტექსტი (Sylfaen 11).
  3. თეზისის მოცულობა: 300–500 სიტყვა (მხოლოდ ქართულ ენაზე).

თეზისის რეკომენდებული სტრუქტურა

  • საკითხის ზოგადი მიმოხილვა;
  • თემის აქტუალურობა;
  • ნაშრომის ან მოხსენების სტრუქტურა;
  • განხილული საკითხები ან პრობლემები;
  • კვლევის მეთოდები;
  • ძირითადი დასკვნები.

ნაშრომის შესრულების წესი

  1. ნაშრომი A4 ფორმატში; შრიფტი – Sylfaen; ტექსტი – 11, სათაური – 14 Bold; სტრიქონთაშორისი – 1.5; ველები: ზედა – 2 სმ, ქვედა – 2 სმ, მარცხენა – 2 სმ, მარჯვენა – 1.5 სმ; აბზაცებს შორის – თითო ინტერვალი. ბიბლიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს ნაშრომის ბოლოს ანბანური რიგით: ჯერ ქართულენოვანი, შემდეგ უცხოურენოვანი წყაროები.
  2. ტექსტში შიდა ტექსტური ციტირებისა და გამოყენებული ლიტერატურის შედგენის დროს, აპლიკანტმა უნდა იხელმძღვანელოს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) სტილით. (ავტორის გვარი და გამოცემის თარიღი) ციტირებისა და პარაფრაზირების დროს უნდა მიეთითოს გვერდები კონკრეტული წიგნიდან. დამატებითი ინფორმაცია იხ: https://apastyle.apa.org/
  3. საკონფერენციო ნაშრომის მოცულობა: დაახლოებით 6–15 გვერდი.
მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი

მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი

მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონის მიზანია, ახალგაზრდები, სფეროს სპეციალისტები და მომავალი სტარტაპერები დააფიქროს მედიაწიგნიერების გარშემო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად გუნდებს 23 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ სააპლიკაციო ბმულზე: https://bit.ly/3WN0PiA

სააპლიკაციო ფორმაში მნიშვნელოვანია, წარმოადგინოთ გუნდი, იდეა/პროექტი და სურვილისამებრ, ატვირთოთ სამოტივაციო ვიდეო, რომელშიც ისაუბრებთ თუ, რატომ არის აღნიშნული პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანი და როგორ შეუწყობს ხელს თქვენი იდეა პრობლემის მოგვარებას.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-35 წლის ასაკობრივი კატეგორიის ნებისმიერ მსურველს.

გუნდის წევრების რაოდენობაა 2-დან 5-მდე.

ჰაკათონის თემებია:

  • ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება
  • დეზინფორმაცია
  • ციფრული წიგნიერება
  • კიბერუსაფრთხოება

შეფასების კრიტერიუმები:

  • პრობლემის რელევანტურობა
  • გადაწყვეტის ეფექტურობა
  • პროექტის მდგრადობა

შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, შეირჩევა 10 საუკეთესო გუნდი, რომლებიც 28-29 ნოემბერს კვალიფიციური მენტორების დახმარებით დახვეწენ თავიანთ იდეებს და მოამზადებენ პროტოტიპებს.

პრიზები:

  • I ადგილი - 5000 ლარი
  • II ადგილი - 3000 ლარი
  • III ადგილი - 1000 ლარი

30 ნოემბერს გუნდები დამუშავებულ.ideებს ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რომლებიც სამ გამარჯვებულს გამოავლენენ.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე.

„Eugen Ionescu“-ს სახელობის სტიპენდიები

„Eugen Ionescu“-ს სახელობის სტიპენდიები

რუმინეთის მთავრობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) კოორდინაციით აცხადებს კვლევით სტიპენდიას „Eugen Ionescu“ 2025-2026 წლებისთვის. სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევარი მასწავლებლებისთვის.

„ეჟენ იონესკუს“ მობილობის სტიპენდია ფრანგულენოვან მასწავლებლებსა და მკვლევარებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ კვლევითი და პროფესიული უნარები რუმინეთში, AUF-ის წევრ უნივერსიტეტებში მოქმედი აკადემიური პროგრამების ფარგლებში.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი. მობილობის პერიოდი განისაზღვრება 2026 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 31 ივლისამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: bourses-ei@auf.org

დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა „მონღოლთა ასწლოვანი ბატონობა“

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა „მონღოლთა ასწლოვანი ბატონობა“

2025 წლის 11 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა.

ღონისძიება გაიმართება წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

მომხსენებელი:
ისტორიის დოქტორი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე.

თემა:
„მონღოლთა ასწლოვანი ბატონობა“.

აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი
აღმოაჩინე შენი პროფესია – სამართალი

„აღმოაჩინე შენი პროფესია – სამართალი“

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI–XII კლასის მოსწავლეებს იწვევს საგანმანათლებლო პროექტ „იმიტირებული სასამართლო პროცესში“ მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის მიზანია, მონაწილეებმა უკეთ გაიგონ იურისტის პროფესიის არსი, გაეცნონ სამოქალაქო სამართლის სისტემას, სასამართლო პროცესის სტრუქტურასა და პრინციპებს, ასევე პრაქტიკულად გამოცადონ საკუთარი თავი რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

შეხვედრების თემატიკა

  • სამოქალაქო დავის არსი და მიზანი;
  • სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპები;
  • სარჩელი, შესაგებელი, მტკიცების ტვირთი და მტკიცებულებები;
  • მოსამართლისა და მხარეების როლი პროცესში.

ღონისძიების ფორმატი და თარიღები

  • 20 და 24 ნოემბერი, 16:00 საათი – მოსამზადებელი ტრენინგები;
  • 27 ნოემბერი, 16:00 საათი – კაზუსისა და საქმის მასალების გაცნობა;
  • 4 დეკემბერი, 16:00 საათი – იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარება წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU).

ტრენინგების ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.5 საათს. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა;
  • რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/XwSqm9Bv3af7MbsKA.
საინფორმაციო შეხვედრა ახალ პროექტზე - „პარალეგალები“

საინფორმაციო შეხვედრა ახალ პროექტზე - „პარალეგალები“

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი პროექტი „პარალეგალები“.

შეხვედრა ჩატარდება კითხვა-პასუხის ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს მეტი გაიგონ პროექტის მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ და პირადად დაუსვან კითხვები ორგანიზატორებს.

პროექტი მოიცავს უფასო ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებზე, პრაქტიკულ გამოცდილებას იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, „პარალეგალის“ როლის შეთავსების შესაძლებლობას, საზოგადოების წევრებისთვის სამართლებრივი ცოდნის გავრცელებას, ასევე სერტიფიკატის მიღებას და პროფესიული განვითარების ახალ პერსპექტივებს.

მონაწილეობა ღიაა ყველასთვის - არ არის საჭირო იურიდიული განათლება. საკმარისია მოტივაცია, ინტერესი და სურვილი, დაეხმაროთ სხვებს.

გთხოვთ შემოგვიერთდეთ, გაიცნოთ ახალი ადამიანები, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და გახდეთ ცვლილების ნაწილი.

ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტის თანამდებობაზე

ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე

ქართული ფილოლოგიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტის  ერთ აკადემიურ თანამდებობაზე.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2025 წლის 24-25 ნოემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება 2025 წლის 26 ნოემბრიდან. შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 2025 წლის 12 დეკემბრისა.

ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. ასისტენტის შემთხვევაში, წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები. (არსებობის შემთხვევაში)


ასისტენტის თანამდებობაზე ასევე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც:

  1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  2. სასურველია, ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  3. აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


სხვა სპეციფიკური მოთხოვნები:

  • უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელსაც ექნება პროფესიული გამოცდილება გამოყენებით ენათმეცნიერების ან/და ციფრული ჰუმანიტარიის დარგში.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  10. სამოტივაციო წერილი;
  11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  15. სხვა სპეციფიური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(არსებობის შემთხვევაში)
  16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

 

მიმაგრებული დოკუმენტაცია:

შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Solvit-თან

SANGU-ში გაიმართება შეხვედრა IT კომპანიასთან – Solvit

2025 წლის 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Solvit-თან.

შეხვედრას გაუძღვებიან:
ლევან მორჩილაძე – Solvit-ის კომერციული დირექტორი
ნიკოლოზ კაციტაძე – Solvit-ის ტექნიკური დირექტორი

შეხვედრის თემები მოიცავს:

  • კომპანიის ზოგად მიმოხილვას;
  • IT აუთსორსინგული მომსახურების არსს;
  • იმ პროფესიებს, რომლებიც IT აუთსორსინგს მოიცავს, მათ შორის:
    • სისტემური ადმინისტრირება
    • ქსელების ადმინისტრირება
    • მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება
    • DevOps ინჟინერია
    • Cloud ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება

შეხვედრაზე განხილული იქნება სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები, მიმდინარე ვაკანსიები და კარიერული განვითარების გზები Solvit-ში. ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი SANGU-სა და Solvit-ს შორის.

სარეგისტრაციო ბმული: https://cutt.ly/Yr3IQQPX

ღია კარის დღე სანგუში

პერსონალური ღია კარის დღე სანგუში

პერსონალური ღია კარის დღე სანგუში

აბიტურიენტი ხარ და უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში ხარ? წინასწარ დარეგისტრირდი სანგუს პერსონალურ ღია კარის დღეზე. შენთვის სასურველ დროს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დაგხვდება პირადი მენტორი და გაგიწევს კონსულტაციას უნივერსიტეტისა და პროგრამების შესახებ.

პერსონალური ღია კარის დღეების ფარგლებში შესაძლებლობა გექნება მიიღო დეტალური ინფორმაცია შენთვის საინტერესო სასწავლო პროგრამებზე, ფიზიკურ ან ვირტუალურ ფორმატში დაათვალიერო უნივერსიტეტის აუდიტორიები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიიღო ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე და გყავდეს მუდმივი მენტორი სანგუში, რომელიც ნებისმიერ დროს მოგაწვდის ინფორმაციას სიახლეების შესახებ.

რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/xegxwoSJ

სლოვაკეთის სტიპენდიები 2026/2027 სასწავლო წლისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები 2026/2027 აკადემიური წლისათვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ გამოცხადებულია სასტიპენდიო პროგრამები 2026/2027 აკადემიური სასწავლო წლისათვის.

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებს და ხელოვანებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ასევე მგზავრობის დაფინანსებაზე.

განაცხადების შევსება შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე: www.scholarships.sk

2026 წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერი.

2026/2027 აკადემიური სასწავლო წლის ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა კი - 2026 წლის 30 აპრილი.

ჭკვიანი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია: Leading for the People, Accelerating with the Digital

ჭკვიანი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია „Leading for the People, Accelerating with the Digital"

2025 წლის 3-5 დეკემბერს ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) პოლიტიკურ მეცნიერებათა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტის (SNSPA) ორგანიზებით, გაიმართება ჭკვიანი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია (SCIC) სახელწოდებით „Leading for the People, Accelerating with the Digital".

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოლიტიკის ექსპერტებს, მკვლევარებს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებულ ექსპერტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე პირებს.

კონფერენციის ფარგლებში დისკუსია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრული რეფორმების გრძელვადიან კვლევებზე, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე. ასევე, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება ე.წ. დოქტორანტთა სამუშაო შეხვედრა (Doctoral Workshop), რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა გააჩნიათ ზემოაღნიშნული სფეროს PhD ხარისხის მქონე პირებს.

ამავე ფორმატში გაიმართება უფროსი მკვლევარების ლექციები კომუნიკაციის უნარებისა და კვლევითი ინსტრუმენტების თაობაზე. ასევე, გათვალისწინებულია საუკეთესო ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება. შერჩევის კრიტერიუმებია: თემის ორიგინალურობა, ზუსტი და ინოვაციური კვლევითი დიზაინი, მოსალოდნელი შედეგების პოლიტიკური გავლენა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://smart-edu-hub.eu/scic13

SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას

ქორეოგრაფიული ანსამბლი „კარიბჭე“ აცხადებს მიღებას

SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი „კარიბჭე“ აცხადებს სტუდენტთა მიღებას ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად.

მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 6 ოქტომბრის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/zfbTsYrF5aeDAWo28

ℹ️ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, II კორპუსის IV სართულზე, საგამოცდო დარბაზში.

☎️ საკონტაქტო ნომერი: 555 32 98 94 (ანსამბლის ხელმძღვანელი – გოჩა ჯოხაძე)

გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის

გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის!

პროგრამა განკუთვნილია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ სამიდან ექვს თვემდე პერიოდი გაატარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლების ან კვლევის მიზნით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს J-1 ტიპის ვიზის მიღების კრიტერიუმებს, რაც ასევე გულისხმობს, პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას მინიმუმ 2 წლით.

ფულბრაიტისთვის შერჩეული წარმატებული პროექტები და კვლევითი წინადადებები უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის მთავრობის პრიორიტეტებს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ინოვაციური იდეები ხელს უწყობს უფრო ძლიერ, უსაფრთხო და წარმატებულ ამერიკას, ასევე ქმნის გრძელვადიან გლობალურ თანამშრომლობებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გასაუბრების შედეგები

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გასაუბრების შედეგები

სრული 100%-იანი დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებას, ხოლო ნაწილობრივი 40%-იანი - უნივერსიტეტის მიერ სწავლის გადასახადის 40%-ით თანადაფინანსებას.

ხელშეკრულების გასაფორმებლად მობრძანდით უნივერსიტეტში 22 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ოთახი #201 (სამუშაო დღეებში: 11:00-17:00, შაბათს: 10:00-15:00).

გისურვებთ წარმატებებს!

საგნობრივ მიმართულებებში გასაუბრების შედეგები:

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ 9 საგანში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხოური ენა
  • მათემატიკა
  • ისტორია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • გეოგრაფია
  • ზოგადი უნარები

ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება ხორციელდება სწავლების მაღალი სტანდარტით, რეგულარული ტესტირებებითა და შედეგების დეტალური ანალიზით. აბიტურიენტებს აქვთ შემოქმედებითი ურთიერთობა პედაგოგებთან, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ სამუშაო გარემოს და წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე.

მოსამზადებელ ცენტრში შესაძლებელია სწავლა ერთ ან რამდენიმე საგანში. კურსი მოიცავს 30 სასწავლო კვირას. თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში ორი ორ-საათიანი შეხვედრა. სასწავლო ჯგუფში დასაშვებია მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 აბიტურიენტი.

მოსამზადებელ ცენტრში ჩარიცხული აბიტურიენტი, თუ SANGU-ში გააგრძელებს სწავლას, მიიღებს 20%-იან შეღავათს სემესტრულ სწავლის საფასურზე. შეღავათი შენარჩუნდება მომდევნო სემესტრებშიც, თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრება თითოეულ კურსში 81 ქულას არ ჩამოსცდება.


სწავლის საფასური

  • 1 საგანი - 900 ლარი
  • 2 საგანი - თითოეული 800 ლარი
  • 3 ან მეტი საგანი - თითოეული 700 ლარი

თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ოქტომბერი.

ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 225 00 77

ახალგაზრდა მკვლევრის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ახალგაზრდა მკვლევრის ხელშეწყობის 2025 წლის საგრანტო კონკურსს

მულტიდისციპლინური საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტის სამივე საფეხურის პროგრამების ფარგლებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, შესაბამისი აქტივობების სტიმულირება და სტუდენტების აკადემიური და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

კვლევითი კონკურსის პირობები და ვადები.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურში მონაწილეობის თაობაზე (ფორმა 1);
  • საპროექტო წინადადება (ფორმა 2);
  • პროექტის განხორციელების გეგმა (ფორმა 3) ;
  • პროექტის ბიუჯეტი (ფორმა 4);
  • სტუდენტის (სტუდენტთა ჯგუფის) სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის წერილ(ებ)ი და პროფესიული ბიოგრაფია (ფორმა 5).
კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კვლევითი პროექტების 2025 წლის საგრანტო კონკურსს

მულტიდისციპლინური საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდა და კვლევითი აქტივობების სტიმულირება.

კვლევითი კონკურსის პირობები და ვადები.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურში მონაწილეობის თაობაზე (ფორმა 1);
  • საპროექტო წინადადება (ფორმა 2);
  • პროექტის განხორციელების გეგმა (ფორმა 3) ;
  • პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია (ფორმა 4);
  • პროექტის ბიუჯეტი (ფორმა 5).
მობილობის ადმინისტრირების ვადები

 

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2025 წლის 10-17 სექტემბერი. 

10-16 სექტემბერი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);
17 სექტემბერი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე

  • აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება- 2025 წლის 10-16 სექტემბერი;
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2025 წლის 17 სექტემბერი;
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - 2025 წლის 19 სექტემბერი.


მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

  1. განცხადება (ჩამოტვირთეთ განცხადება)
  2. სტუდენტის ანკეტა (ივსება ელექტრონულად)
  3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
  6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ
  7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული)
  8. ფოტოსურათი დისკზე (3X4)
  9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი

დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში.

გამოსაშვები საღამო 2025

 გამოსაშვები საღამო 2025 

2025 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამოს გაიმართება 9 სექტემბერს, 17:00 საათზე, SANGU-ს შიდა ეზოში.

საზეიმო ცერემონია:
✔ წითელი ხალიჩა
✔ მუსიკალური გაფორმება
✔ საზეიმოდ მორთული გარემო
✔ სიგელების გადაცემა
✔ ქუდების აყრის ცერემონია
✔ ფოტო/ვიდეო გადაღება
✔ ფურშეტი
✔ საზეიმო ტორტის გაჭრა

გაითვალისწინეთ, რომ საზეიმო ცერემონიაზე აუცილებელია მობრძანდეთ მანტიებით.

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისათვის

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისათვის

ჩეხეთის მთავრობა 2026-2027 სასწავლო წლისთვის გამოყოფს სტიპენდიებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

პროგრამები ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ, ასევე ჩეხურ ენებზე. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის სრული ხანგრძლივობის ხარჯებს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
Government Scholarships – Ministry of Education of the Czech Republic
Government Scholarships – Embassy of the Czech Republic in Georgia

სტაჟირების კონკურსი

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებ-გვერდის - www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ etapად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე - userhr@gov.ge; ტელ – (995 32) 299 09 00; 574 02 67 47

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტიპენდიები

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტიპენდიები

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TalTech) „Next Generation Digital Government Microdegree Program“-ის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამას.

სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით და ჩატარდება დისტანციურ ფორმატში.

განცხადებების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ჩათვლით შემდეგი ბმულის მეშვეობით: TalTech - Next Generation Digital Government Microdegree Program

მიღება მასწავლებლის მომზადების ერთ წლიან პროგრამაზე

მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა

  • სწავლების ენა: ქართული
  • ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
  • კრედიტები: 60 ECTS
  • პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ზურაბ ბერია
  • ელ. ფოსტა: teachers2025@sangu.edu.ge
  • წინასწარი სარეგისტრაციო ბმული

SANGU გთავაზობთ 40%-იან დაფინანსებას პროგრამაზე ჩარიცხულ ყველა მსმენელს — სახელმწიფო დაფინანსებული ადგილების მიღმა.

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მასწავლებლის სერტიფიკატი, რომელიც იძლევა დასაქმების უფლებას მრავალ საგნობრივ მიმართულებაში (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურები, სპეციალური მასწავლებელი, უცხო ენები და სხვ.).

პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის ფონდისა და მასწავლებელთა სახლის პროგრამებში.

დასაქმებულ სტუდენტებს უპირატესობა ეძლევათ მოქნილი სასწავლო გრაფიკის სახით.

პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას როგორც უნივერსიტეტის პარტნიორ სკოლებში, ისე სტუდენტის მიერ შერჩეულ სასწავლებლებში.

უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით იყენებს თანამედროვე რეალურ და ვირტუალურ ლაბორატორიებს.

საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მასწავლებლის სერტიფიკატი და მასწავლებლად მუშაობის უფლება შესაბამის საგნობრივ მიმართულებაში.


საგნობრივი მიმართულებები:


საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდით.

სპეციალური მასწავლებლის პროგრამის დამატებითი პირობები

საჭიროა სპეციალური მასწავლებლის საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება და სულ მცირე 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საგანმანათლებლო ინსტიტუციებში (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, დღის ცენტრები და ა.შ.).  კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატი.

საუნივერსიტეტო გასაუბრება

რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ ჩატარდება შიდა გასაუბრება. დეტალური ინფორმაცია კონკურსანტებს ელ.ფოსტაზე ეცნობებათ წინასწარ.

შეფასების კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • სიახლეებისადმი მზაობა
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • არგუმენტირებული მსჯელობა
  • მეტყველების უნარი
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები
  • საგნობრივი გამოცდის შედეგი (თანაბარი ქულების შემთხვევაში)

პროგრამაზე მიღების ადმინისტრირების ვადები:

  • აპლიკანტთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება: 30 აგვისტო - 6 სექტემბერი (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-17:00 სთ. - შაბათი 10:00-15:00 სთ.);
  • კონკურსანტებთან გასაუბრება: 8 -13 სექტემბერი;
  • გასაუბრების შედეგები გამოცხადდება ეტაპობრივად - 16-20 სექტემბერს;
  • ხელშეკრულების გაფორმება პროგრამაზე ჩასარიცხ პირებთან: 22-30 სექტემბერი:
  • რანჟირების ბრძანების გამოცემა: 5 ოქტომბერი;
  • ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა: 6 ოქტომბერი.

 

საჭირო დოკუმენტების ნუსხა

    • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი
    • ფოტოსურათი (3x4) CD-ზე
    • დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
    • საგნობრივი გამოცდის ცნობა ან საგამოცდო ბარათი
    • სამხედრო ბარათის ასლი (ვაჟებისთვის)
შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027

შვეიცარიის მთავრობა ქართველ მკვლევრებს სთავაზობს სტიპენდიებს 2026-2027 აკადემიური წლისათვის სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევითი მიმართულებით.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 ნოემბერი, 15:00 საათი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch

სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: Swiss Government Excellence Scholarships

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

2025-2026 სასწავლო წელს ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მიღება სადოქტორო პროგრამაზე

2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამაზე:

  • საქართველოს ისტორია (ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 5)

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მობილობა

მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები

მობილობის მსურველთა რეგისტრაცია მობილობის ონლაინ პორტალზე იწარმოებს 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე).


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ისტორია – 20 ადგილი
  • ქართული ფილოლოგია – 20 ადგილი
  • სამართალი – 20 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ქართული ფილოლოგია – 10 ადგილი
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (ისტორია–გეოგრაფია–მოქალაქეობა) – 20 ადგილი

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • საქართველოს ისტორია – 5 ადგილი


ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება – 16 ადგილი
  • ფსიქოლოგია – 22 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება – 22 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 10 ადგილი
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 5 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება – 10 ადგილი

 

შენიშვნა: სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო, აგრეთვე სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო:

  • კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე - 2750 ლარს;

სამაგისტრო პროგრამებზე:

  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია -  2500 ლარს;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3900 ლარს;
  • კომპიუტერული მეცნიერება - 3350 ლარს

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2025 წლის 10-დან 15 სექტემბრის ჩათვლით 10-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);
  • აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება- 2025 წლის 10-16 სექტემბერი;
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2025 წლის 17 სექტემბერი;
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - 2025 წლის 19 სექტემბერი.


მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

  1. განცხადება (ჩამოტვირთეთ განცხადება)
  2. სტუდენტის ანკეტა (ივსება ელექტრონულად)
  3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
  6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ
  7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული)
  8. ფოტოსურათი დისკზე (3X4)
  9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი

დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში.

სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების შემაჯამებელი ღონისძიება

სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე

2025 წლის 18 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელი და მომავალი სპეციალური მასწავლებლები წარმოადგენენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ-განხორციელებულ აქტივობებს და კურსის ფარგლებში შემუშავებულ სსსმ მოსწავლეთა პორტფოლიოებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

GITA-ს "ხელოვნური ინტელექტის" ბანაკში რეგისტრაცია დაიწყო

ხელოვნური ინტელექტის ბანაკი სტუდენტებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში გაიმართება სტუდენტებისთვის განკუთვნილი ბანაკი, რომლის მთავარი თემა იქნება ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები და ანტერპრენერული უნარების განვითარება.

ბანაკი განკუთვნილია საქართველოს მასშტაბით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1-4 კურსის სტუდენტებისთვის, შემდეგი მიმართულებებით:
- კომპიუტერული მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული პროგრამები
- ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფინანსები და მსგავსი დარგები

ასევე, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს შესაბამისი მიმართულებით.

ბანაკში მონაწილე 50 სტუდენტი გაეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, გაივლის ტრენინგებსა და ვორქშოპებს პროგრამირებაში, ხელოვნურ ინტელექტში და სხვა მაღალი მოთხოვნის მქონე სფეროებში. ბანაკი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და გააძლიერებს მათ ანტერპრენერულ უნარებს.

ბანაკის ჩატარების ადგილი: ბაკურიანი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივლისი

რეგისტრაციის ბმული:
https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO

ჰარვარდის უნივერსიტეტი აცხადებს საქართველოს შემსწავლელი კვლევების გაცვლით პროგრამას

ჰარვარდის უნივერსიტეტი აცხადებს საქართველოს შემსწავლელი კვლევების გაცვლით პროგრამას

ჰარვარდის უნივერსიტეტი აცხადებს ახალ გაცვლით პროგრამას - Georgian Studies Research Exchange Program, რომელიც ხორციელდება დევისის ცენტრის ინიციატივით.

პროგრამა განხორციელდება დისტანციურ ფორმატში მიმდინარე წლის სექტემბრიდან იანვრის ჩათვლით და მიზნად ისახავს საქართველოს თემატიკაზე კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერებას.

დეტალური ინფორმაცია ვებინარების განრიგისა და პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო კონკურსი

ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო კონკურსი - TNE Exploratory Grants 2025

ბრიტანეთის საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს TNE (Transnational Education) Exploratory Grants 2025, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური განათლების განვითარების ხელშეწყობას.

აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ბრიტანული და პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტების თანამშრომლობას ახალი, მდგრადი ტრანსნაციონალური განათლების ფორმატების შესაქმნელად.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი საგანმანათლებლო პარტნიორობის ინიცირებით და ტრანსნაციონალური საგანმანათლებლო პროექტების განვითარებით.

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის შაბლონი იხილეთ ბმულზე.

სტიპენდიები საბერძნეთის სამართლისა და მმართველობის ევროპულ სკოლაში

სტიპენდიები საბერძნეთის სამართლისა და მმართველობის ევროპულ სკოლაში (EPLO)

საბერძნეთის სამართლისა და მმართველობის ევროპული სკოლა (EPLO) აცხადებს სტიპენდიებს სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტიპენდიები მოიპოვონ შემდეგი აკადემიური პროგრამებისთვის:

• მოსამზადებელი კურსები
• საბაკალავრო პროგრამები
• სამაგისტრო პროგრამები
• კვლევითი პროგრამები

დეტალური ინფორმაციისთვის, მათ შორის განაცხადის ფორმისა და ვადების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.elgs.eu/application-forms/

UNESCO აცხადებს ფოტოკონკურსს ახალგაზრდებისთვის

UNESCO აცხადებს ფოტოკონკურსს ახალგაზრდებისთვის

UNESCO აცხადებს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, სახელწოდებით "ქალები - აბრეშუმის გზის მემკვიდრეობის მცველები", რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ასაკის პირებს. კონკურსის მიზანია აბრეშუმის გზაზე მცხოვრები ქალების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილის წარმოჩენა.

ფოტონამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ივლისი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://unescosilkroadphotocontest.org/en

ცხადდება "საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსის ბანერი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის სახელწოდება:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: UO GSP

კონკურსის მიზნები:

ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში;

ბ) ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება; ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიისა და სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ტრანსფორმაციების კვლევის შედეგების ინტეგრაცია საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების საფუძველზე თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება და მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2025 წლის 9 ივლისს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის დარბაზში (IV სართული) შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) დისერტანტის ანა დოლიძის სადისერტაციო ნაშრომის „საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ურთიერთკავშირი XVIII საუკუნეში“ დაცვა.

სადოქტორო პროგრამა: „საქართველოს ისტორია“.

სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი

დოქტორანტის რეცენზენტები:
ისტორიის დოქტორი, გვანცა ბურდული
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გონელი არახამია

თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია

Conference Cover

თარიღი: 2025 წლის 24 ივნისი
მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სამუშაო ენა: ინგლისური

კონფერენციის შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით, 2025 წლის 24 ივნისს გაიმართება თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია.

კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში წამოჭრილი მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უსაფრთხოება საჯარო და კერძო სექტორში, აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა და ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში. 


მთავარი სპიკერები და სესიები

კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი. იხილეთ სპიკერთა სრული სია.

პარალელური სესია

გაიმართება პარალელური სესია, სადაც კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ სამაგისტრო ნაშრომებს.

რატომ უნდა დაესწროთ?

  • გაეცნობით კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებს სახელმწიფოს, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან
  • დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, პოლიტიკის გამტარებლებთან და სტუდენტებთან
  • აღმოაჩენთ კვლევით ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ფორმატებს
  • შეიტყობთ ყველაფერს კიბერუსაფრთხოების შესახებ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

დღის განრიგის ძირითადი სესიები

დროსესია
10:00–10:30 კონფერენციის გახსნა, მისალმება
10:30–11:15 საჯარო სექტორი და კიბერუსაფრთხოება
11:15–12:00 ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
12:30–13:15 კერძო სექტორი და კიბერუსაფრთხოება
13:15–14:00 ქალები კიბერუსაფრთხოებაში
15:00–15:45 აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა
16:00–17:20 ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები

იხილეთ კონფერენციის სრული განრიგი

რეგისტრაცია და კონტაქტი

დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge

კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია

კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია

2025 წლის 26 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 9 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას.

კონკურსის მიზნებია:
ა) საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო კვლევით პროექტებში ერთობლივი ჩართულობის ხელშეწყობა;
ბ) ქართულ და ფრანგ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის ინიცირება და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერული განვითარება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და განაცხადის წარდგენის შესახებ იხილეთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე: https://shorturl.at/HSydU

საჯარო ლექცია: “საზოგადოებრივი ხელშეკრულების” ორი გაგება: ჰობსი და ლოკი

საჯარო ლექცია: “საზოგადოებრივი ხელშეკრულების” ორი გაგება: ჰობსი და ლოკი

6 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ჯავახიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “საზოგადოებრივი ხელშეკრულების” ორი გაგება: ჰობსი და ლოკი.

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება "საზოგადოებრივი ხელშეკრულების" თეორია, როგორც თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის საფუძველი – ორი განსხვავებული პერსპექტივიდან: რეალისტური (ჰობსი) და ლიბერალური (ლოკი).

საჯარო ლექცია: “გრიგოლ ორბელიანი - ლიტერატურული პორტრეტი”

საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა

2025 წლის 11 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გიწვევთ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.

შეხვედრა გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 53ა

მომხსენებელი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო ვახანია

თემა: “გრიგოლ ორბელიანი - ლიტერატურული პორტრეტი”

ვირტუალური მობილობის პროგრამა გრაცის უნივერსიტეტში

ვირტუალური მობილობის პროგრამა გრაცის უნივერსიტეტში – "ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება"

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სანგუს სტუდენტებს ეძლევათ მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა – გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია) გთავაზობთ მონაწილეობას ვირტუალურ მობილობაში, 16 ECTS-იან ინტერდისციპლინურ პროგრამაში „ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება“.

პროგრამა ხელმისაწვდომია წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ნებისმიერი საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტისთვის და სრულად ხორციელდება ონლაინ ფორმატში, ორი სემესტრის განმავლობაში.

ძირითადი დეტალები:
- სწავლის ფორმატი: ონლაინ
- პროგრამის ხანგრძლივობა: ორი სემესტრი
- სასწავლო ენა: ინგლისური ან გერმანული (სავალდებულოა B2 დონის ცოდნა)
- სასწავლო კრედიტი: 16 ECTS
- სერტიფიკატი: პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილე მიიღებს გრაცის უნივერსიტეტის სერტიფიკატს
- სასწავლო საფასური: პროგრამაზე სწავლა უფასოა, მონაწილე იხდის მხოლოდ რეგისტრაციის საფასურს

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 27 ივნისი
დარეგისტრირდით აქ

იხილეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ

რეგისტრაციის შემდეგ სავალდებულოა თქვენი მონაცემების და სტატუსის გადმოგზავნა შემდეგ ელ. ფოსტაზე: t.lortkipanidze@sangu.edu.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით ან მობრძანდეთ 312-ე ოთახში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1, დანართი 2

საჯარო ლექცია: "დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ."

საჯარო ლექცია: ,,დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ“

2025 წლის 7 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია: "დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ."

მომხსენებელი: მარიამ გელაშვილი — თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტი, „ქონსორთ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

მსმენელები ადგილზე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ დამხმარე კომუნიკაციისა და კომპიუტერულ სისტემებთან წვდომის თანამედროვე  ტექნოლოგიებს. დამხმარე ტექნოლოგიები მსოფლიოში აღიარებულია, როგორც შშმ პირების შესაძლებლობების გაზრდის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც  ეხმარება შშმ პირებს, რომელთაც უჭირთ კომუნიკაცია, ხელმისაწვდომობა კომპიუტერულ სისტემებზე და გარემოს კონტროლზე. 

შეხვედრა განკუთვნილია სპეციალური მასწავლებლებისთვის, საგნის მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მეტყველების თერაპევტებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გამოყენებითი კვლევების კონკურსი ალტე უნივერსიტეტში

გამოყენებითი კვლევების კონკურსი ალტე უნივერსიტეტში

2025 წლის 23 ივნისამდე გახსნილია განაცხადების მიღება გამოყენებითი კვლევების კონკურსზე, რომელიც გამოცხადებულია ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით.

კონკურსის მიზანია წაახალისოს ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც მიმართულია კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ახალი ცოდნის შექმნის ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენების გზით.

მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • ალტე უნივერსიტეტის აფილირებულ, მოწვეულ ან აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს;
  • საქართველოში რეგისტრირებული სხვა უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს;
  • ბიზნესისა და ინოვაციების სექტორის წარმომადგენლებს.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამი ტიპის გამოყენებითი კვლევა:

  • კონცეფციის ან ინოვაციური იდეის შემუშავება;
  • საპილოტე კვლევა;
  • დანერგვითი კვლევა.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 200,000 ლარი, რომელიც განაწილდება შერჩეულ პროექტებზე სამივე მიმართულებით.

დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები უნდა გაგზავნონ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: a.kavalashvili@alte.edu.ge
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2025 წლის 23 ივნისი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდზე.

ცხადდება GFI საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს „GFI – ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობის გზით.

ძირითადი პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე იმ პირებს, ვისაც მინიჭებული აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აღნიშნული ხარისხი მიღებული აქვთ არაუმეტეს 12 წლის წინ.
  • აპლიკანტს უნდა გააჩნდეს საფრანგეთის უნივერსიტეტის ან კვლევითი ინსტიტუციის ოფიციალური მხარდაჭერის წერილი.
  • მონაწილეებმა უნდა ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენას.
  • სტაჟირების ხანგრძლივობა საფრანგეთში შეადგენს 1 თვეს.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალური საპროექტო განაცხადით. დამატებითი დეტალებისა და რეგისტრაციის პროცედურისთვის მიმართეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ ვებსაიტს.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე.

ფიზიკის მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია SANGU-ში

ფიზიკის მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია SANGU-ში

2025 წლის 31 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება ფიზიკის მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია თემაზე: „ფიზიკის სწავლება და STEM განათლება“.

კონფერენცია განკუთვნილია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფიზიკის სწავლების ინოვაციური მიდგომებითა და STEM განათლების ინტეგრაციით სასწავლო პროცესში.

კონფერენციის პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე.

შეხვედრა პროფესორ ნესტან სულავასთან

შეხვედრა პროფესორ ნესტან სულავასთან

27 მაისს, 14:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან ნესტან სულავასთან.

შეხვედრაზე სტუმარი ისაუბრებს:

• სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობის სტანდარტებზე
• ახალ სტრატეგიასა და საკუთარ გამოცდილებაზე
• წარადგენს ახალ გამოცემულ მონოგრაფიას "IV–X საუკუნეების ქართული ლიტერატურა“

პროფესორი ნესტან სულავა არის ძველი ქართული ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი, ასობით სამეცნიერო პუბლიკაციისა და ოცამდე მონოგრაფიის ავტორი. მრავალი სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი.

Tech დასაქმებისა და კარიერის ფორუმი SANGU-ში

Tech დასაქმებისა და კარიერის ფორუმი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში

2025 წლის 27 მაისს, 12:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უმასპინძლებს Tech დასაქმებისა და კარიერის ფორუმს, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

ფორუმის მიზანია მონაწილეთათვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კარიერული შესაძლებლობების წარდგენა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტენდენციების გაცნობა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები და საჯარო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ახალი კადრების შერჩევით.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა:

  • მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ;
  • პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს და დაამყარონ პროფესიული კავშირები;
  • გაეცნონ კარიერული განვითარების მიმართულებებს ტექნოლოგიურ სექტორში.

ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია ფურშეტი და გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე კომუნიკაციისთვის.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
თარიღი: 27 მაისი, 2025
დრო: 12:00 საათი

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა: „მეფე – ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა: „მეფე – ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“

2025 წლის 20 მაისს 13:00 სთ-ზე საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამა "ქართული თვითმყოფადობის" რიგით ორმოცდამეთვრამეტე ღონისძებაზე, რომელიც ჩატარდება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმინდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

მომხსენებელი: ისტორიის დოქტორი ბუბა კუდავა.

თემა: „მეფე – ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“

სტუდენტური კონფერენცია: „დიპლომატები“

სტუდენტური კონფერენცია: „დიპლომატები“

2025 წლის 19 მაისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტების კონფერენცია: „დიპლომატები“.

სამეცნიერო კონფერენცია: „ანდრია პირველწოდებული და საქართველო“

სამეცნიერო კონფერენცია: „ანდრია პირველწოდებული და საქართველო“

2025 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია: „ანდრია პირველწოდებული და საქართველო“.

კონფერენცია ეძღვნება ანდრია მოციქულის შემოსვლის დღეს საქართველოში - 12 მაისს.

ცხადდება მიღება ბაჰრეინის სამეფოს საერთაშორისო სტიპენდიების პროგრამაზე

ცხადდება მიღება ბაჰრეინის სამეფოს საერთაშორისო სტიპენდიების პროგრამაზე

ბაჰრეინის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს „მეფე ჰამადის ჯილდო ახალგაზრდების გაძლიერებისთვის“, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების გაძლიერებას განათლების, ინოვაციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

„ახალგაზრდების გაძლიერების მეფე ჰამადის ჯილდო“ არის გლობალური ინიციატივა, რომელიც ბაჰრეინის სამეფომ წამოიწყო, რათა აღიაროს და აღნიშნა ახალგაზრდებისა და ინსტიტუტების დადებითი წვლილი მდგრად განვითარებაში. ჯილდო ასახავს მისი უდიდებულესობა მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას რწმენას, რომ ახალგაზრდებს გააჩნიათ ტრანსფორმაციული ძალა უკეთესი, უფრო მდგრადი სამყაროს ჩამოსაყალიბებლად, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ფარგლებში.

გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით, ჯილდო ხაზს უსვამს ახალგაზრდების გაძლიერებას, ინოვაციას და გლობალურ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 5 “P”-ის ფარგლებში: ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა და პარტნიორობა. მისი მიზანია ახალგაზრდების შთაგონება, ჩართულობის ხელშემწყობი ფაქტორების მხარდაჭერა და მთავრობებისა და საზოგადოებების მოტივაცია, რათა ჩადონ ინვესტიცია ახალგაზრდა ცვლილებების შემქმნელებში სამართლიანი, ინკლუზიური და აყვავებული მომავლისათვის.

შესარჩევი კრიტერიუმები

აპლიკანტი უნდა იყოს 18-დან 35 წლამდე ასაკის.
განაცხადი უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე.
აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ ერთ-ერთი პროგრამა: Youth Action ან Youth Enablers.

Youth Action კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს 20,000 აშშ დოლარს.
Youth Enablers კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს 25,000 აშშ დოლარს.
გამარჯვებულები ასევე მიიღებენ თასსა და სერტიფიკატებს და ჩაერთვებიან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ღონისძიებებში.

დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებისთვის მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს პროგრამა დაფარავს.
აპლიკაციის შევსება უფასოა.

ვადები და რეგისტრაცია

განაცხადების მიღება დასრულდება 2025 წლის 30 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაცია, წესები და რეგისტრაციის ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://kinghamadaward.com

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას

მთარგმნელობისა და თარჯიმნობის მიმართულებით პროფესიული განვითარებით დაინტერესებულ პირებს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს თარგმნის სფეროში პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის გაძლიერებას.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 2011 წლიდან წარმატებით მოქმედებს ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით და გამოირჩევა სინქრონული თარგმნისთვის განკუთვნილი თანამედროვე აუდიტორიითა და მრავალფეროვანი სასწავლო მოდულებით.

სასწავლო მოდულები

• თარგმანის თეორია
• წერილობითი და ზეპირი თარგმანი
• სინქრონული თარგმანი
• ქართულ ენაში პრაქტიკული სტილისტიკა
• მეორე უცხო ენა
• დარგობრივი თარგმანები
• არჩევითი კურსები: კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ II, III და IV სემესტრიან მოდულებს. შესაძლებელია ასევე I სემესტრიანი მოდულის შერჩევა ორი ან სამი არჩევითი კურსით.

სემესტრის ღირებულება: 1400 ლარი

რეგისტრაცია

რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 28 ივნისი
გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ელ. ფოსტაზე hisit@sangu.edu.ge:

  • რეზიუმე (განათლების, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია; ტელ. ნომერი და ელ. ფოსტა)
  • დიპლომი
  • პირადობის მოწმობა

შერჩევა მოიცავს წერით ტესტებს ქართულ და უცხო ენაში და ზეპირ გასაუბრებას. C1 დონის მქონე აპლიკანტები თავისუფლდებიან წერითი ტესტისგან.

საინფორმაციო შეხვედრა

21 ივნისი, 12:00 | აუდიტორია N04

გამოცდების განრიგი

28 ივნისი, შაბათი | 12:00 — წერითი გამოცდა (ინგლისური ენა)
29 ივნისი, კვირა | 12:00 — წერითი ტესტი (ქართული ენა)
29 ივნისი, კვირა | 14:00 — ზეპირი გასაუბრება (ინგლისური ენა)

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: sangu.edu.ge/content/hisit


პერსონალური მონაცემების დამუშავება

სარეგისტრაციო მონაცემების გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, განათლების შესახებ ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობა, C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტელეფონის ნომერი და მეილი დამუშავდეს უნივერსიტეტის მიერ მთარგმნელ-თარჯიმანთა კურსზე რეგისტრაციის, კომუნიკაციის და ჩარიცხვის მიზნებისთვის.

იმ აპლიკანტების მონაცემებს, რომლებიც არ ჩაირიცხებიან კურსზე, უნივერსიტეტი გაანადგურებს/წაშლის ჩარიცხვის ვადის ამოწურვიდან ერთი თვის შემდეგ.

თქვენს მონაცემებს არ გადავცემთ მესამე პირებს. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების დაბლოკვა, გადატანა, გასაჩივრება, შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, მოთხოვნიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, წაშალოს ანდა გაანადგუროს ისინი.

ცხადდება კონკურსი ESD Okayama Award 2025-ის მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ESD Okayama Award 2025-ის მოსაპოვებლად

გლობალური განათლებისთვის, მდგრადობისთვის და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით გამოცხადდა UNESCO ESD-Net 2030-ის მხარდაჭერით ESD Okayama Award-ის 2025 წლის კონკურსი.

ჯილდო, მიზნად ისახავს იმ პროექტების გამოვლენასა და მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობენ განათლების მდგრადი განვითარებისთვის (ESD) გავრცელებას ადგილობრივ დონეზე და წარმოადგენენ კარგი პრაქტიკის მაგალითებს.

წარდგენილი ინიციატივები უნდა აერთიანებდნენ ცოდნის გაცვლას და აქტიურ ქმედებებს მდგრადი საზოგადოების მშენებლობისათვის.

ძირითადი პირობები:
– კონკურსში მონაწილეობისათვის ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შეიძლება იქნას ESD პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც არის არანაკლებ 2 წელი.
– დასაშვები პროექტების რაოდენობა თითო აპლიკანტზე: 1 ან 2;
– საპრიზო თანხა: 3,000 აშშ დოლარი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე;
– განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 მაისი, იაპონიის დროით 17:00 საათი.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართება 2025 წლის 21 ოქტომბერს, ოკაიამას ქალაქში (იაპონია), გაეროს უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების კვლევის ინსტიტუტის, ოკაიამას ქალაქისა და ESD ხელშეწყობის კომისიის ორგანიზებით. გამარჯვებული პროექტების თითო წარმომადგენელი მიწვეულნი იქნებიან იაპონიაში ხსენებულ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარ პროექტზე პრეზენტაციის გასაკეთებლად.

დამატებითი ინფორმაცია, განაცხადის ფორმა და წარდგენის პირობები იხილეთ:
https://www.city.okayama.jp/kurashi/0000070653.html

მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - "ქართული ხელნაწერი"

მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა – „ქართული ხელნაწერი“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის (UCL, Louvain-la-Neuve, Belgium), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.

მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს.

პროგრამა შედგება ხუთი სასწავლო მოდულისგან:
1. საქართველო: ისტორია, ენა, დამწერლობა
2. ქართული ხელნაწერი – ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება
3. ქართული ისტორიული დოკუმენტი
4. ქართული ნაბეჭდი წიგნი
5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ფორუმის მასპინძელი უნიკალური ინსტიტუცია – ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

მოდულები ითვალისწინებს:
• 30 ლექციას
• პრაქტიკულ კურსს „შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში“
• ორ ვორქშოფს – ქაღალდის შექმნისა და რესტავრაციის ვორქშოფი
• ინტერაქტიულ პროგრამა – სიმულაციურ თამაშს „როგორ ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას?“
• თემატურ პანელურ დისკუსიას „საბუნებისმეტყველო ცოდნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში“
• გამოფენას „ქართული ხელნაწერი“

სკოლის ლოგიკური დასრულებაა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევების შედეგების პრეზენტაციები.

მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2025 წლის 5-12 ივნისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია საპრეზენტაციო სესია, რომელზეც მოხსენებებით წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მონაწილეები.

პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების კვებას, დაბინავებას (მხოლოდ უცხოელი მონაწილეებისთვის), შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 15 მაისამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/uFe7jC4kGM5bswcT7
შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისისა.

საკონტაქტო პირი: ირინა გოგონაია, პროექტის კოორდინატორი.
ტელ.: 577 79 54 54
E-mail: irinagogonaia@manuscript.ge

იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2025–2026 აკადემიური წლისთვის

იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2025–2026 აკადემიური წლისთვის

დაიწყო განაცხადების მიღება იტალიის მთავრობის მიერ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის 2025–2026 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

კანდიდატებმა განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულად პორტალზე: https://studyinitaly.esteri.it/

განაცხადების წარდგენის ვადა იწურება 2025 წლის 16 მაისს, 16:00 საათზე.

ხაზარის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 სასწავლო წლისთვის

სასტიპენდიო პროგრამა ხაზარის უნივერსიტეტში (აზერბაიჯანი)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხაზარის უნივერსიტეტი 2025–2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უცხოელი სტუდენტებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admissions@khazar.org

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 1 ივნისი.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: დეტალური ინფორმაცია (PDF)

რუმინეთის სტიპენდიები

რუმინეთის სტიპენდიები

რუმინეთის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის სააგენტოს მიერ 2025–2026 სასწავლო წლისთვის ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილია სასტიპენდიო პროგრამა.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ელ. მისამართზე: burse2025@arice.gov.ro

განაცხადების წარდგენის ვადებია: 2025 წლის 1 აპრილი – 15 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://arice.gov.ro/1/burse-2025

წიგნის წარდგინება – „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“

წიგნის წარდგინება – „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“

2025 წლის 1 მაისს, 15:00 საათზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ეკოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორის მარინა ჩხარტიშვილის ახალი წიგნის „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ – წარდგინება.

წიგნში მიმოხილულია ეროვნული ბოტანიკური ბაღის ისტორიული განვითარება, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მისია. ის გამოკვეთილად აჩვენებს ბაღის მნიშვნელობას როგორც ეკოლოგიური მემკვიდრეობის დაცვაში, ისე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.

გამოცხადდა 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება: ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: YS

კონკურსის მიზანი: კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • დასაშვებია განაცხადის წარდგენა შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
    • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
    • ინჟინერია და ტექნოლოგიები
    • სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
    • აგრარული მეცნიერებები
    • სოციალური მეცნიერებები
    • ჰუმანიტარული მეცნიერებები
    • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები
  • პროექტის წარდგენა შეუძლია ახალგაზრდა მეცნიერს (დოქტორის ხარისხი მიღებული უნდა ჰქონდეს 2018 წლის 16 აპრილის შემდეგ), მასპინძელ ორგანიზაციასთან ერთად.
  • პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი.
  • ფინანსური მოთხოვნა: არაუმეტეს 30,000 ლარი წელიწადში / 60,000 ლარი მთლიანად.
  • პროექტს შეიძლება ჰყავდეს მენტორი, კონსულტანტები და დამხმარე პერსონალი.
  • დასაშვებია თანადაფინანსება.

კონკურსის პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.

აისეკ საქართველო (AIESEC in Georgia)

აისეკ საქართველო (AIESEC in Georgia) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება და სარგებელს აძლევს მრავალ ახალგაზრდას.

მიმდინარე პროგრამები:

  • პრაქტიკული უნარების განვითარების კურსები
  • პროფესიული ორიენტაციის სესიები
  • ინტერაქტიული მასტერკლასები წარმატებულ სპეციალისტებთან
  • კარიერული და პიროვნული ზრდის ხელშემწყობი პროექტები

აისეკ საქართველოს ინიციატივები უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცდილობენ განივითარონ საკუთარი უნარები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და წარმატებით დაგეგმონ მომავალი კარიერა.

დამატებითი დეტალების გასაცნობათ ეწვიეთ ვებ-გვერდს

ფილმის „არ დეიჟანგა, გადარჩა...“ ჩვენება

2025 წლის 16 აპრილს, 14:00 საათზე, წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ქართველოლოგიის ცენტრისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ორგანიზებით გაიმართება ფილმის „არ დეიჟანგა, გადარჩა...“ ჩვენება.

ფილმი მომზადდა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ (ავტორები: ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, მიხეილ ლაბაძე, სოფიო კეკუა, კესო გეჯუა, მაკა სალია-ბეშიროღლუ, ფევზი ჩელები) - ფარგლებში. რეჟისორი ნინო გელოვანი.

დასწრება თავისუფალია.

ტრანფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება განათლების მომავლისთვის

ტრენინგ-სესია განათლების ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ

ტარტუს უნივერსიტეტის განათლების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის „ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება განათლების მომავლისთვის“ ფარგლებში, 2025 წლის 22 აპრილს, 16:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართება დისტანციური საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილება პროგრამის მიზნები, სტიპენდიის ფორმატით გათვალისწინებული მხარდაჭერა და განაცხადის პროცედურები.

Zoom ბმული: დააჭირეთ აქ შეხვედრის დასაწყებად

დამსწრეებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ჩაერთონ კითხვებისა და განხილვის სესიაში.

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2025 წლის 23 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიების გახსნა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგება აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.

მოხსენების თემაა „ივანე ჯავახიშვილის წინაპრები“.

მოხსენებაში მოთხრობილია დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის (1876–1940) წინაპრებისა და ნათესავების შესახებ – მისი მამის ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილისა (1844–1912) და დედის – სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილის (1855–1928) მხრიდან.

მოხსენება დაყოფილია ოთხ ნაწილად:

  • ქართლის თავად ჯავახიშვილთა საგვარეულოს ისტორია;
  • კახეთის თავად ვახვახიშვილთა საგვარეულოს ისტორია;
  • თავად ჯავახიშვილთა საგვარეულო გერბები;
  • ივანე ჯავახიშვილის უშუალო წინაპრები მამის მხრიდან.

დასწრება თავისუფალია.

საჯარო ლექცია SANGU-ში

საჯარო ლექცია SANGU-ში

11 აპრილს, 18:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე: „ინკლუზიური სწავლების გამოწვევები სკოლაში და სსსმ მოსწავლეების მხარდაჭერა“.

ლექციას წარუძღვება ირმა (მზისადარ) ინიაშვილი — ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი, სამედიცინო ფიზიკოსი.

შეხვედრა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს მეტი გაიგოს ინკლუზიური სწავლების პრაქტიკასა და სსსმ მოსწავლეების ეფექტური მხარდაჭერის გზებზე.

დასწრება თავისუფალია!

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით (პროექტის ადმინისტრირებისთვის) საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.

კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 31 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე – Grants-3@youthagency.gov.ge ან/და ტელეფონის ნომრებზე – 032 230 51 65; 595 294 901; 598 932 300.

ევროსტუდენტი 2025

ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.

ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.

საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კვლევაში 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთვებიან. კვლევის მე-9 ციკლს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უძღვება.

2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტების წახალისების მიზნით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი გათამაშებას გეგმავს. გათამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/

კითხვებით დაუკავშირდით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge

სასწავლო პროგრამები ლიეტუვაში

სასწავლო შესაძლებლობები ლიეტუვაში

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული განათლების გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი ფონდი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 წლიან სამაგისტრო, ასევე, ლიეტუვური ენის მოკლევადიან (1 ან 2 სემესტრი) გაცვლით პროგრამებსა და ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელ საზაფხულო 1 თვიან კურსებს 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: მიმდინარე წლის 13 მაისი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://studyin.lt/scholarships/full-time-master-degree-studies/

ლიეტუვური ენის მოკლევადიან სასწავლო კურსებზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: მიმდინარე წლის 6 მაისი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/

ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელი საზაფხულო კურსები:

კურსების ვადები და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://studyin.lt/learn-lithuanian/

შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, 2025 წლის 7 აპრილს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. მისი მთავარი მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება და ცირკულარული შრომითი მიგრაციის მხარდაჭერა. სააგენტო ემსახურება შემდეგ სამიზნე ჯგუფებს: სამუშაოს მაძიებლებს, პოტენციურ შრომით მიგრანტებსა და დამსაქმებლებს.

შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სააგენტოს სერვისების შესახებ, მათ შორის:

  • ვაკანსიების მოძიების შესაძლებლობები
  • დამსაქმებლებთან ურთიერთობა
  • სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამები
  • პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაძლებლობები

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
დარეგისტრირდი აქ

დოკუმენტური ფილმის ჩვენება

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2025 წლის 23 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგება აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.

მოხსენების თემაა „ივანე ჯავახიშვილის წინაპრები“.

მოხსენებაში მოთხრობილია დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის (1876–1940) წინაპრებისა და ნათესავების შესახებ — მისი მამის ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილის (1844–1912) და დედის — სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილის (1855–1928) მხრიდან.

მოხსენება დაყოფილია ოთხ ნაწილად:

  • ქართლის თავად ჯავახიშვილთა საგვარეულოს ისტორია;
  • კახეთის თავად ვახვახიშვილთა საგვარეულოს ისტორია;
  • თავად ჯავახიშვილთა საგვარეულო გერბები;
  • ივანე ჯავახიშვილის უშუალო წინაპრები მამის მხრიდან.

დასწრება თავისუფალია.

საჯარო ლექცია სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ

IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და სურს გაეცნოს სახელმწიფო მმართველობის მნიშვნელოვან საკითხებს, პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში SANGU, 7 აპრილს, 16:00 საათზე, მასპინძლობს საჯარო ლექციას თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოება.


ლექტორი: პროფესორი თორნიკე შურღულაია; საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი


ლექცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა
  • ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
  • ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა
  • პოლიტიკური და საგარეო უსაფრთხოება
  • საერთაშორისო ურთიერთობების მართვა


მონაწილეები გაიგებენ, როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემები და როგორია ამ სფეროში კარიერული განვითარების პერსპექტივები.

ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს მომავალში გახდეს დიპლომატი, უსაფრთხოების ანალიტიკოსი ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2025-2026 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს ორ სტიპენდიას.


სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის. განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 24 მარტიდან და გაგრძელდება 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით.


აპლიკანტებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ონლაინ ვებ-გვერდზე: https://www.vladnestipendia.sk/en/


დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. შერჩეული აპლიკანტებისთვის სლოვაკური ენის კურსები ჩატარდება უფასოდ (2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით).


დამატებითი ინფორმაცია კურსების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე: https://cdv.uniba.sk და https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/

ევროსტუდნეტის ეროვნული პროექტი

„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელიც შეისწავლის ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათი ცხოვრების პირობებს. იგი 90-იანი წლებიდან რეგულარულად ხორციელდება ევროპის ოცზე მეტ ქვეყანაში. „ევროსტუდენტის“ საერთაშორისო პროექტის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სოციალური სფეროს შესახებ შედარებითი მონაცემების შეგროვება, კერძოდ, ინფორმაციის შეგროვება სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, საერთაშორისო მობილობის და სხვ. შესახებ. „ევროსტუდენტის“ მიზანია, ასევე, ევროპის უმაღლესი განათლების სტრუქტურირებული და სტანდარტიზებული მონიტორინგის სისტემის შექმნა, რის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, ჩამოყალიბდეს ეფექტური სტრუქტურული საზომი და ცვლილებები სტუდენტების სპეციფიკური ჯგუფებისთვის; კვლევის მიზანია მიმდინარე სიტუაციის აღწერა და ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნაში სიტუაციის შედარების საფუძველზე ერთიანი ევროპული განათლების სივრცის ფუნქციონირების პრობლემების და ბარიერების გამოვლენა.

ქვეპროგრამის - „ევროსტუდენტის ეროვნული პროექტი“, მიზანია შეისწავლოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ცხოვრების პირობები, აგრეთვე, სწავლასთან და საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ტარდება ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც ხორციელდება „ევროსტუდენტის“ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. საქართველოს მონაცემები გააანალიზდება ევროპის ქვეყნების სტუდენტების შედეგების ჭრილში და შევა საერთაშორისო შედარებითი ანალიზის ანგარიშში.

2014 წელს საქართველომ ევროსტუდენტის მე-5 ტალღაში მონაწილეობა მიიღო, როგორც საპილოტე ქვეყანამ. 2016-2018 წწ. საქართველო სრულად იყო ჩართული ევროსტუდენტის საერთაშორისო პროექტის VI ტალღაში. 2018 წელსვე დაიწყო ევროსტუდენტის კვლევის შემდგომი, მეშვიდე ტალღა, რომელიც 2021 წელს დასრულდა და მასში 26 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. 2021 წლის ბოლოს დაიწყო კვლევის ახალი, მერვე ტალღა, რომელიც მოიცავს 2021-2024 წლებს და 27 მონაწილე ქვეყანას. კვლევა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

კვლევის შედეგად გამოვლინდება სტუდენტთა მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში და სხვადასხვა ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები, ასევე, ქვეყანაში არსებული მთლიანობითი სურათი გენდერულ, ასაკობრივ, რეგიონალურ და სხვ. ჭრილებში. გაკეთდება შედარებითი ანალიზი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების პირობებს შორის. კვლევის შედეგად, ასევე, გამოვლინდება უცხოელ სტუდენტთა სწავლისა და ცხოვრების პირობები საქართველოში და მათი სპეციფიკური საჭიროებები. გარდა ამისა, ახალ, მერვე ტალღის კვლევაში გაიზომება პანდემიის დადებითი თუ უარყოფითი გავლენები სტუდენტთა სწავლასა და ცხოვრებაზე.

პროექტი საშუალებას მისცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაიზიაროს ევროპის ქვეყნების სტუდენტთა სოციალურ-ეკონომიკური და ცხოვრების პირობების გამოცდილება, აგრეთვე, გააანალიზოს სტუდენტთა მობილობის პარამეტრები და გაეცნოს ამ თვალსაზრისით ევროპაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.

საბოლოო ჯამში, პროექტი საშუალებას მისცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაგეგმოს ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტთა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა და შესაბამისი პროგრამები.


დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.eurostudent.eu

სლოვაკეთის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 სასწავლო წლისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცხადა მიღება ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლისათვის.


განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს. ამასთან, სტუდენტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსების მოთხოვნაზე. უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk.


განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 აპრილი.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტებსა და დოქტორანტებს), შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს, სილვია ლიპოვსკას (ელ-ფოსტა: nsp-foreign2@saia.sk), ხოლო უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს - სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ონდრეი არადსკის (ელ-ფოსტა: nspforeign@saia.sk).


დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.scholarships.sk

აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ინსტრუმენტები

2025 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მეორე კორპუსის N201 აუდიტორიაში, გაიმართება შეხვედრა თემაზე „აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ინსტრუმენტები“, რომელსაც გაუძღვება „ასოციაცია მეცნიერებისათვის“ დამფუძნებელი თამარ ხახუტაშვილი.

შეხვედრაზე განხილული იქნება პლაგიატის ამოცნობის სისტემა StrikePlagiarism, მისი მუშაობის პრინციპები და „ასოციაცია მეცნიერებისათვის“ მიერ შემოთავაზებული მხარდამჭერი სერვისები.

შეხვედრა სავალდებულოა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისთვის.

გელოდებით!

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით); მიმართულება - ქართული ენა და ლიტერატურა.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 28 და 29 აპრილი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2025 წლის 30 აპრილიდან, ხოლო  შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 16 მაისისა.


1. ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

 

3. კანდიდატებისთვის განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

  1. უმაღლეს საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  2. გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  3. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ტრენინგებში, ვებინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  4. მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი ან/და ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
 

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა; -ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისთვის;
  10. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  11. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  12. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  13. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  14. დამატებითი საუნივერსიტეტო სპეციფიკური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

 

მიმაგრებული დოკუმენტაცია: 

თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა

თურქეთის სასტიპენდიო საზაფხულო კვლევის პროგრამა - Türkiye scholarship summer research program განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს კვლევითი მიმართულებები. დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ონლაინ შემდეგი ელ. ბმულის მეშვეობით: https://pure.sabanciuniv.edu/node/add/application.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს მ.წ 26 მარტი - 11 აპრილის პერიოდში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თურქული მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის, ფრენის, საბანჯის უნივერსიტეტის კამპუსში განთავსებისა და სოციალურ-კულტურული აქტივობების ხარჯებს. ასევე, უნივერსიტეტი სტუდენტებს გამოუყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას 9000 თურქულ ლირას.

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო კვლევითი პროგრამის თაობაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://pure.sabanciuniv.edu

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით 26 მარტს, 14:00 საათზე, იგეგმება პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის.

მასტერკლასი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  1. LinkedIn-სა და რეზიუმეს ოპტიმიზაცია კარიერული წინსვლისთვის;
  2. IT მიმართულებით კარიერული თვითგანვითარების ინსტრუმენტები;
  3. AI ხელსაწყოების გამოყენება სამუშაოს ძიების პროცესში;
  4. საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე შერჩევის პროცესი;
  5. გასაუბრებისა და სახელფასო მოლაპარაკების წარმართვა.


მასტერკლასს გაუძღვება - ანა ანდღულაძე - კარიერული კონსულტანტი ტექნოლოგიურ სფეროში, DataArt-ის (წამყვანი საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ფირმა) - Senior Tech Talent Acquisition Manager.

შეხვედრის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ კონსულტირება მათთვის მნიშვნელოვან საკითხვებზე.

შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი.
შეხვედრის ადგილი: ილია მართლის სახელობის მცირე დარბაზი

მასტერკლასზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

გაეროს მოდელირება - აკადემიური როლური თამაში

გაინტერესებს დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები? გსურს შეიმუშაო კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარები? მაშინ, გაეროს მოდელირება შენი შანსია!

თარიღი: 24 მარტი, 16:00 სთ.
ადგილი: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU)
ვისთვის: IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის

მოდელირებას უხელმძღვანელებს SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი, ქ-ნი მაია მანჩხაშვილი.

გაეროს მოდელირება არის აკადემიური როლური თამაში, სადაც მონაწილეები ირგებენ ქვეყნის დიპლომატების როლებს და წარმოადგენენ მათ პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს.

შეხვედრის მიზანი: დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა, მოლაპარაკებების წარმართვა და მოლაპარაკების უნარი.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა:

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/9Dd8ufuYDbYZvZXL8

ინდონეზიის მთავრობის სტიპენდიები

ინდონეზიის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ 2025 წლისთვის გამოცხადებულია სასტიპენდიო პროგრამები.

სტიპენდიები განკუთვნილია 34 სხვადასხვა უნივერსიტეტში 998 სასწავლო პროგრამაზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებით დაინტერესებული აპლიკანტებისთვის.

საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული პირები უნდა იყვნენ მაქსიმუმ 21 წლის, სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 35 წლის ჩათვლით კანდიდატებს, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე არაუმეტეს 40 წლის ასაკის აპლიკანტებს.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 21 მარტი.

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს კომპიუტერული მეცნიერების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით პროფესორის ორ და ასოცირებული პროფესორის ორ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით);

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 7 და 8 აპრილი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2025 წლის 9 აპრილიდან, ხოლო  შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 17 აპრილისა.



1. პროფესორის
აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.


თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


2. ასოცირებული პროფესორის
აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები. 


3. პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

  1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
  2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  3. შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

4. პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

  1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის წინამდებარე ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


5. როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება
  • ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა
  • სასწავლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
  • ფონდების მოძიების მიმართულებით გამოცდილება
  • საერთაშორისო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (არანაკლებ B2 დონე).

 
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა
  • სასწავლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
  • სწავლება-სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა
  • სასწავლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების და სწავლების გამოცდილება
  • საერთაშორისო სასწავლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (არანაკლებ B2 დონე). 


ამავდროულად აკადემიურ პერსონალს უნდა გააჩნდეს ინტერპერსონალური (ინიციატივის გამოვლენა; თანამშრომლობა; მხარდაჭერა; მოლაპარაკება; დარწმუნება; გავლენა; მოტივირება;  ლიდერობა), ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და მართვის უნარები.

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან/და ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  14. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  15. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შეასაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

 

მიმაგრებული დოკუმენტაცია: 

აღმოაჩინე შენი პროფესია: ადვოკატი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, 2025 წლის 13 მარტს, 17:00 საათზე,  IX-XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ ტრენინგზე, რომელიც დაეხმარებათ იურიდიული პროფესიის უკეთ გაცნობასა და კარიერული არჩევანის გაკეთებაში.

ტრენინგი განკუთვნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის. 

ტრენინგის ფარგლებში ქეთევან ხურცილავა ისაუბრებს ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • ადვოკატის როლი და საქმიანობის სპეციფიკა – პროფესიული ფუნქციები და სამუშაო გარემო
  • სამუშაო პროცესები და პროფესიული პასუხისმგებლობები – საქმეების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა და სასამართლო პროცესები
  • ადვოკატისთვის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები – კრიტიკული აზროვნება, მოლაპარაკების ტექნიკა და ანალიტიკური მიდგომა
  • პროფესიის დასაწყებად საჭირო ნაბიჯები – იურიდიული განათლების ეტაპები, სტაჟირება და ლიცენზირების პროცესი
  • ადვოკატის პროფესიული ეთიკის პრინციპები – ეთიკური სტანდარტები და სამართლის სფეროში პასუხისმგებლობა


ტრენინგზე დასასწრებად, გთხვოთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/BhFU1LcJFC1nYiMG7

SANGU-ს ბიბლიოთეკა მასწავლებლებისათვის

28 თებერვალს 18:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარებს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას შედეგ საკითხებზე:

  • ელექტრონული კატალოგი Pluteus Librorum ;
  • მასწავლებლის პროგრამის სასწავლო ლიტერატურა და მისი მოძიება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები;
  • პლაგიატის ამომცნობი სისტემა.

შეხვედრის ლინკი: https://meet.google.com/tdb-edsz-iij

სამუშაო ენა: ქართული

ტრენინგი - როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტი?!

4 მარტს, 12:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება ტრენინგი - როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტი?!

განხილული იქნება:

  • როგორ შევარჩიოთ საკვლევი თემა?
  • სათაური, მისი მნიშვნელობა და შედგენის ტექნიკა;
  • შესავალი ნაწილი და მისი კომპონენტები;
  • სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება;
  • ძირითადი ნაწილი და მისი კომპონენტები;
  • პარაფრაზირება, ციტირება და ციტირების წესები;
  • დასკვნა/შეჯამება;
  • აკადემიური ტექსტი სტილი;
  • პლაგიატის თავიდან არიდება;
  • პრაქტიკული სავარჯიშო.


შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება სამივე საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ასევე მათთვის, ვინც მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვს პირველ თორმეტ დარეგისტრირებულ SANGU-ს სტუდენტს.

სარეგისტრაციო ბმული: https://cutt.ly/are1yPJw

რეგისტრაცია 28 თებერვლის ჩათვლით.

ჩეხეთში დაგეგმილი საზაფხულო სკოლა

2025 წელს ჩეხეთში დაგეგმილ სლავთმცოდნეობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებისათვის განსაზღვრულია ორი სტიპენდია.

ერთი სტიპენდია განკუთვნილია ჩარლზის უნივერსიტეტის (პრაღა, 17 ივლისი-14 აგვისტო), ხოლო მეორე-მასარიკის უნივერსიტეტის (ბრნო, 26 ივლისი-23 აგვისტო) საზაფხულო სკოლისთვის. საზაფხულო სკოლა უმთავრესად განკუთვნილია ჩეხური ენით და სლავთმცოდნეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის (მასწავლებლები, თარჯიმნები, მკვლევარები). სკოლის ფართო პროფილის გათვალისწინებით, მასში მონაწილეობის უფლება ასევე აქვს, ჩეხური ენით, ლიტერატურით, ისტორიით და კულტურით დაინტერესებულ ყველა სხვა პირს. სასწავლო პროცესი წარიმართება როგორც ჩეხურ, ისე ინგლისურ ენაზე.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 მარტიდან და დასრულდება 31 მარტს. საბუთების მიღებას აწარმოებს საქართველოში ჩეხეთის საელჩო (ჩეხური მხარის ცნობით, საელჩო ახლო მომავალში გამოაცხადებს აღნიშნულის შესახებ), ხოლო კანდიდატურების შერჩევის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტრო 2025 წლის აპრილში. სტიპენდია ფარავს: რეგისტრაციის და სწავლის გადასახადს, სასწავლო მასალების, განთავსების და კვების, ასევე კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯებს. სტიპენდია არ ფარავს: საერთაშორისო მგზავრობის და დაზღვევის ხარჯებს.

დეტალური ინფორმაცია სლავთმცოდნეობის საზაფხულო სკოლის თაობაზე ხელმისაწვდომია ჩეხეთის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე:

https://msmt.gov.cz/eu-and-international-affairs/summer-schools-ofslavonicstudies-2025

რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები

2025-2026 აკადემიური წლისთვის რუმინეთის მთავრობა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს სასტიპენდიო კონკურსს.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია Study in Romania-ს ვებ-გვერდზე:
https://scholarships.studyinromania.gov.ro/scholarship-about.

კანდიდატთა შერჩევა გრძელდება 2025 წლის 12 მარტამდე. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა შეავსონ შემდეგი ელ-ბმულების მეშვეობით:
https://scholarships.studyinromania.gov.ro/ ან https://studyinromania.gov.ro.

გამარჯვებული კონკურსანტების შედეგები გამოცხადებული იქნება მიმდინარე წლის 30 ივნისს.

 
საერთაშორისო კონკურსი „Chinguitt Prize 2025”

მავრიტანიაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროებში გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი „Chinguitt Prize 2025”.

კონკურსი განკუთვნილია ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისთვის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საზოგადოებიდან. აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 31 მარტამდე.

კონკურსში გამარჯვებული პირებისათვის განსაზღვრულია ფულადი ჯილდო, საპატიო დიპლომი და მედალი.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

იწყება პროექტი - „მე ექსპერიმენტატორი“

2025 წლის 17 თებერვლიდან, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი იწყებს პროექტის "მე ექსპერიმენტატორი" განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ კი ფიზიკის პოპულარიზაციას სკოლებში. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით. 

სამიზნე აუდიტორია:

  • საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები.


პროექტის აქტივობები:

  • უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის მონახულება.
  • უნივერსიტეტის პერსონალის მიერ სადემონსტრაციო ექსპერიმენტების ჩატარება.
  • მოსწავლეების მიერ ექსპერიმენტებში აქტიური მონაწილეობა.
  • უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა.
  • გამასპინძლება უნივერსიტეტის კაფეტერიაში.


პროექტის განხორციელების პერიოდი: 15 თებერვლიდან 30 მაისის ჩათვლით; ყოველ სამშაბათს (15:00 - 18:00 სთ.), ხუთშაბათს და პარასკევს (14:00 - 17:00 სთ.)

მაქსიმალური რაოდენობა თითო ვიზიტზე: 20 მოსწავლე; ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

პროექტში მონაწილეობისათვის და ვიზიტის თარიღის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე.

პროექტის მიზანია, რომ მოსწავლეებმა უშუალოდ ნახონ ის სამეცნიერო ექსპერიმენტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ფიზიკის განვითარებაში და ადგილზე გაეცნონ გამოჩენილი ფიზიკოსებისა და მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებს. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავად ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და შეაფასონ შედეგები.

 

 
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო სეზონური სკოლა

ცხადდება საბუთების მიღება მე-4 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში „აფხაზეთი (საქართველო): უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ მონაწილეობის მისაღებად.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 10 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge.

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2025 წლის 15 მარტისა.
სკოლის განხორციელების თარიღი: 2025 წლის 22-28 მაისი

საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ისტორიისა და კულტურის კვლევა და რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).

სკოლის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.

პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 აკადემიური წლისთვის

ლატვიის მთავრობა აცხადებს სასწავლო და საზაფხულო სკოლების სასტიპენდიო პროგრამებს.

სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

  • 10 თვე – ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
  • 11 თვე – დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.


ყოველთვიური სტიპენდია:

  • 500 ევრო – ბაკალავრებისთვის;
  • 600 ევრო – მაგისტრებისთვის;
  • 700 ევრო – დოქტორანტებისთვის.


ლატვიური მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სასწავლო ხარჯებს, ხოლო ფრენისა და დაზღვევის ხარჯებს ანაზღაურებენ თავად სტუდენტები.

დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში.

განცხადებები მიიღება 2025 წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე შემდეგ ბმულზე.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ:

 

 
ბრუნეი დარუსალამის სამეფოს მთავრობის სტიპენდიები

ბრუნეი დარუსალამის სამეფო საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2025-2026 აკადემიური წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს.

სტიპენდიები აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში:

  • ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD)
  • ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტი (UNISSA)
  • ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB)
  • რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯი (KUPU SB)
  • ბრუნეის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (PB)


კონკურსში მონაწილეების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 თებერვალი, 16:00 საათი (Brunei Darussalam time).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2025”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 2025 წლის მარტიდან მთელი წლის განმავლობაში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2025” გაიმართება.

ფესტივალი აერთიანებს საქართველოს მასშტაბით ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით, STEM, კულტურულ და მოხალისეობრივ ღონისძიებებში.

ახალგაზრდული ფესტივალის მიზანია შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, საკუთარი თავის გამოხატვის, უნარების გამოვლენის, ნიჭის გაზიარებისა და პოზიტიური ცვლილებებისთვის.

იმისათვის, რომ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შეესაბამებოდეს ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებს, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა სტუდენტების გამოკითხვაში და ერთად დავაიდენტიფიციროთ “სტუდფესტი 2025”-ის აქტივობები.

კითხვარის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

მობილობა

მობილობის მსურველთა რეგისტრაცია მობილობის ონლაინ პორტალზე იწარმოებს 29 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათამდე). 

მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები

 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ისტორია - 15 ადგილი;
  • ქართული ფილოლოგია - 15 ადგილი;
  • სამართალი - 15 ადგილი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები - 10 ადგილი;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

  • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი;
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) – 15 ადგილი;

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე

  • საქართველოს ისტორია - 4 ადგილი;

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებაა სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - 16 ადგილი;
  • ფსიქოლოგია - 22 ადგილი;
  • კომპიუტერული მეცნიერება - 22 ადგილი;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10ადგილი;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 10 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება - 5 ადგილი

 

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2025 წლის 14 თებერვალის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე);
  • აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2025 წლის 12–17 თებერვალი;
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2025 წლის 18 თებერვალი.
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2025 წლის 19 თებერვალი.

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  1. განცხადება
  2. სტუდენტის ანკეტა (ივსება ელექტრონულად) 
  3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ; 
  7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  8. ფოტოსურათი დისკზე (3X4)
  9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში.

 

თურქეთის საგრანტო პროგრამა "Türkiye Bursları"

Türkiye Bursları სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტებსა და მკვლევრებს თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს, კერძოდ:

  • პროფესიული განათლების საგრანტო პროგრამას – ორწლიანი პროფესიული განათლების პროგრამა კანდიდატებს სთავაზობს კარიერული წინსვლისთვის საჭირო სპეციალური ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • საბაკალავრო საგრანტო პროგრამას – საბაკალავრო საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურზე განათლების მიღების მსურველთათვის;
  • სამაგისტრო და სადოქტორო საგრანტო პროგრამებს.


Türkiye Bursları-ის ფარგლებში ასევე გამოცხადებულია მოკლევადიანი პროგრამა:

  • წარმატებული სტუდენტების პროგრამა - პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ მათთვის ვინც საკუთარი ხარჯით სწავლობს თურქეთის უნივერსიტეტებში და გამოირჩევა განსაკუთრებული აკადემიური მიღწევებით;
  • კვლევითი საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო მკვლევართა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთათვის. პროგრამის მიზანია თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებთან თანამშრომლობით საინტერესო აკადემიური კვლევის გაღრმავებისა და განვითარების ხელშეწყობა.


თურქეთის საგრანტო პროგრამა Türkiye Bursları საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად, საუნივერსიტეტო მომზადებისა და საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსაც მოიცავს.

პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ონფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

 

შიდა მობილობა

შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი - 15 ადგილი;
  • ისტორია - 15 ადგილი;
  • ქართული ფილოლოგია - 15 ადგილი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები - 10 ადგილი;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

  • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი;

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) - 15 ადგილი;

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - 80 ადგილი;
  • ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
  • კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

  • კიბერუსაფრთხოება - 20 ადგილი
  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 5 ადგილი;

შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2025 წლის 27 თებერვალი - 5 მარტი
  • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება, სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2025 წლის 28 თებერვალი -  6 მარტი;
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2025 წლის 7 მარტი;
  • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2025 წლის 10  მარტი;

შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (შემოთავაზებული ფორმით, UMS სისტემის საშუალებით)
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
 
ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აცხადებს მიღებას

2025 წლის ზაფხულისთვის შემოთავაზებულია პროგრამა "Norway pa norsk", სამკვირიანი კურსი ნორვეგიის კულტურისა და ენის შესახებ, რომელიც აერთიანებს ნორვეგიული ენის შესავალ გაკვეთილებს, კულტურულ გამოცდილებასა და ექსკურსიებს ოსლოს რეგიონის სხვადასხვა ადგილებში. კურსი დაიწყება მიმდინარე წლის 30 ივნისს. ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მიღება 2 იანვარს გაიხსნა და განაცხადის წარდგენის ვადებია: სტიპენდიის მსურველთათვის - 1 თებერვალი, თვითდაფინანსების მსურველთათვის - 1 მარტი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია

ვიწვევთ საგნის მასწავლებლებს, სპეციალური განათლების მასწავლებლებს, სკოლის დამხმარე სპეციალისტებს, მშობლებს, მეტყველების თერაპევტებსა და ბავშვებთან მომუშავე ყველა დაინტერესებულ პირს ონლაინ ტრენინგში "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია" მონაწილეობისთვის. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულეების (LLD) მქონე მოსწავლეების იდენტიფიკაცია, და გაიუმჯობესოს ცოდნა ამ მიმართულებით ინტერვენციის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებათ LLD-ის მქონე მოსწავლეების წიგნიერებისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში, ქცევით-ემოციურ სირთულეებთან გამკლავებაში, და შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვასა და რეალიზაციაში.


ტრენინგის შედეგები:

ტრენინგის მონაწილეები:

  • განსაზღვრავენ ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) რაობას და მის მახასიათებლებს;
  • გაანალიზებენ, რა გავლენა აქვს LLD-ს მოსწავლის წიგნიერებაზე, საკომუნიკაციო უნარებსა და ქცევით-ემოციურ სფეროზე;
  • გაიგებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი დასწავლის მქონე მოსწავლის რაც შეიძლება ადრეული იდენტიფიკაცია პრევენციისათვის;
  • შეძლებენ სასკოლო სივრცეში LLD-ის მქონე მოსწავლის პირველადი  ნიშნების იდენტიფიკაციისთვის დისლექსია/LLD-ის ადრეული ნიშნების საიდენტიფიკაციო „ჩეკლისტის“ გამოყენებას; 
  • LLD-ის მქონე მოსწავლე ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით ისწავლან ინტერვენციის გეგმის შედგენას და მის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • გაეცნობიან ადაპტაციის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ მათ LLD-ის მქონე მოსწავლეებთან.

 


ტრენინგის თარიღი, ფორმატი და ხანგრძლივობა:

ტრენინგი ტარდება 3 დღის განმავლობაში ონლაინ ფორმატში და მოიცავს 9 საკონტაქტო საათს. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.

  • თარიღი: 6, 8, 10 თებერვალი
  • დრო: 18:00-21:00 სთ.

 


საფასური:

ტრენინგი ფასიანია – 90 ლარი. SANGU-ს კურსდამთავრებულებისა და „სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის“ წევრებისთვის ფასი შეადგენს 70 ლარს.


რეგისტრაცია:

ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე და 3 თებერვლამდე გადაიხადოთ ტრენინგის საფასური.


მსმენელთა რაოდენობა:

ჯგუფში ოპტიმალური რაოდენობაა: 15-22 მსმენელი.


ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

ტრენერები:
სპეციალური განათლების მაგისტრები: თეონა თარგამაძე და ხატია ცოცხალაშვილი.

 

 

უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

საინდენთიფიკაციო კოდი

205233022

მომს. ბანკი

თიბისი ბანკი

ანგარიშის ნომერი

GE92TB7488036020100005

ბანკის კოდი

TBCBGE22

მისამართი

ი. ჭავჭავაძის გამზ. 53ა; თბილისი; 0179

 

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

 

 

მასწავლებლის მომზადების პროგრამების აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება კონკურსი

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, მასწავლებლის მომზადების პროგრამების აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, აცხადებს ღია კონკურსს:

  • ასისტენტ-პროფესორის 4 აკადემიურ თანამდებობაზე. მიმართულება -განათლება(მასწავლებლის მომზადება)
  • ასოცირებული პროფესორის 1 აკადემიურ თანამდებობაზე. მიმართულება-განათლება (მასწავლებლის მომზადება)
  • ასოცირებული პროფესორის 1 აკადემიურ თანამდებობაზე. მიმართულება- გეოგრაფია (ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო)


კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 30 და 31 იანვარი.
მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


კონკურსი ჩატარდება  (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2025 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო შედეგები გამოქვენდება არაუგვიანეს 2025 წლის 24 თებერვლისა.


ასოცირებული პროფესორის
აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

  1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  2. ნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

  

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:

  1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა:  - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  2. აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
    1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
    2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
    3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
    4. ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
    5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
    6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;


    პროფესიული ნიშნით  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

    1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:
      1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      3. აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

        

      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია  დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      1. მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი ან/და ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცელების გამოცდილება;-ყველა აპლიკანტისთვის
      2. განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო კურსების შემუშავებისა და სწავლების გამოცდილება -ერთ-ერთი ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე მსურველი აპლიკანტისთვის;(ჩაითვლება უპირატესად)
      3. გეოგრაფიის სწავლების გამოცდილება-ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე მსურველისთვის გეოგრაფიის მიმართულებით.

        

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა; -ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისთვის; სამოტივაციო წერილი- ასისტენტ-პროფესორის ვაკანსიისთვის.
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. დამატებითი საუნივერსიტეტო სპეციფიკური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები.
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

       

      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

      ცვლილება აკადემიურ კალენდარში

      ბაკალავრიატი და დოქტორატურა
      სამთავრობო დადგენილებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის აკადემიურ კალენდარში და ყველაფერი გადაიწევს 1 კვირით. კერძოდ, ბაკალავრიატსა და დოქტორატურაში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერი, 8-11 იანვრის ნაცვლად გაიმართება 13-20 იანვარს, ხოლო ფინალური გამოცდები 20 იანვრის ნაცვლად დაიწყება 27 იანვარს.

      მაგისტრატურა
      სამთავრობო დადგენილებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის აკადემიურ კალენდარში და ყველაფერი გადაიწევს 1 კვირით. კერძოდ, მაგისტრატურაში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს და 8-11 იანვარს აღარ გაიმართება და სწავლა გაგრძელდება 13 იანვარიდან 25 იანვრამდე, ხოლო ფინალური გამოცდები 20 იანვრის ნაცვლად დაიწყება 27 იანვარს.

      მასწავლებლები
      სამთავრობო დადგენილებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის აკადემიურ კალენდარში და ყველაფერი გადაიწევს 1 კვირით. კერძოდ, სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს და 8-11 იანვარს აღარ გაიმართება და 8 იანვრის ნაცვლად სწავლა გაგრძელდება 13 იანვრიდან.

      განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება

      მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას თუ გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას.

      გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ში დარეგისტრირდა 2019 წელს. შესაბამისად, როგორც 2019 წლამდე, ასევე მის შემდგომაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე - ნებისმიერ სხვა ქვეყანაში საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება შეფერხების გარეშე ხორციელდებოდა.

      ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია გაცვლითი და საგრანტო პროგრამები, SAT-ის, GMAT-ის და უცხო ენის საერთაშორისო გამოცდები, უცხოური საგანმანათლებლო პროგრამები.

      საჯარო ლექცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის

      19 დეკემბერს 16:00 საათზე, SANGU-ში სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის და სასკოლო პრაქტიკის ხელმძღვანელებისთვის "მაკლეინის ასოციაცია“ (MAC Georgia) ჩაატარებს ლექციას, სადაც მსმენელები გაეცნობიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ეფექტიანი სწავლების სტრატეგიებს და ხერხებს.

      მოწვეული სპიკერები: თეონა დარჩია და სოფო ნადირაძე.

      საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსის შესახებ

      ევროკავშირის Erasmus+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების შემუშავების თაობაზე (Erasmus Mundus Design Measures).

      აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით 19 დეკემებრს 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #102 აუდიტორიაში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თათა ლორთქიფანიძე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას.

      შეხვედრის ხანგრძლივობა 40 წუთი.

       

      ვულოცავთ რექტორს, პროფესორ ირაკლი ბრაჭულს!

      მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

      ეს არის უდიდესი აღიარება, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მეცნიერული და აკადემიური მოღვაწეობის მნიშვნელობას.

      ვულოცავთ ბატონ ირაკლის ამ ღირსშესანიშნავ მიღწევას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს განათლებისა და მეცნიერების განვითარების გზაზე!

       
      ონლაინ საერთაშორისო განათლების გამოფენა

      მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გაიმართება ონლაინ საერთაშორისო განათლების გამოფენა. გამოფენა ჩატარდება ევროკომისიის ინიციატივის ფარგლებში, ევროპული საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ.

      ონლაინ საერთაშორისო განათლების გამოფენა ეხება ევროპის მასშტაბით განათლების მიღების სხვადასხვა შესაძლებლობებს, ისეთი ორგანიზაციების საშუალებით, როგორიცაა Campus France, DAAD, Academic Cooperation Association და სხვ.

      გამოფენის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ ევროკავშირის 20 ქვეყნის წარმომადგენელ უმაღლესი განათლების ექსპერტს.

      ონლაინ შეხვედრები:

      • 09:00-11:00 (ცენტრალური ევროპის დროით) 
      • 15:00-17:00 (ცენტრალური ევროპის დროით)

      მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა:

      https://www.studyineurope-virtualfair.eu/registration/register

       

      ჩინეთის სასტიპენდიო საბჭო აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს

      ჩინეთის სასტიპენდიო საბჭო 2025-2026 აკადემიური წლისათვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს - "Youth of Excellence Scheme of China Program Chinese Government Scholarship".

      გაცნობებთ, რომ პროგრამები განკუთვნილია სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის და ამასთან, აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

      სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 31 მარტამდე.

      სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://campuschina.org/content/details3_790440.html

      წიგნების გამოფენა-გაყიდვა

      26 და 27 ნოემბერს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში „გამომცემლობა პალიტრა L” წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

      აღნიშნულ გამოფენაზე გამომცემლობის წიგნების შეძენას 30-60%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

      ტრენინგი:„სპეციალური მასწავლებლის როლი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში“



      28 ნოემბერს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გიწვევთ ტრენინგზე: „სპეციალური მასწავლებლის როლი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში“.
      ტრენერი: ნათია ნიაური, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

      ღონისძიების პროგრამა:

      • ლექცია: 1 საათი
      • მოდულის პრეზენტაცია: 10 წუთი
      • სერტიფიკატების გადაცემა: 20 წუთი


      ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა გაეცნოთ სპეციალური განათლების ახალ მიდგომებს და განავითაროთ პროფესიული უნარები.

      მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
      გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/4eHj4MM

      მაგისტრანტებისა და დოქტორანტების საყურადღებოდ!

      ხუთშაბათს, 14 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა პლაგიატის, პლაგიატის არიდებისა და მისი ამომცნობი სისტემის შესახებ; შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებს.

      შეხვედრის ბმული.

      საჯარო ლექცია

      8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარე ქ-ნი მანანა კობახიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: "თანასწორობის უფლების და განათლების უფლების დაცვის სტანდარტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ჭრილში."

      დასწრება თავისუფალია.

      პლაგიატი და მისი აღმოფხვრის გზები

      პლაგიატი და მასთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე მსოფლიო საუნივერსიტეტო საზოგადოებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მნიშვნელოვანია, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია რა არის პლაგიატი, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან პლაგიატისა და თვითპლაგიატის შემთხვევები.

      6 ნოემბერს, 13:00 საათზე, გიწვევთ წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში, რათა განვიხილოთ რა სირთულეებს წარმოქმნის პლაგიატი და რა ბერკეტებს იყენებს ქართული უნივერსიტეტი მის აღმოსაფხვრელად.

      ევროპული და საერთაშორისო მმართველობაში გაფართოებული სწავლების პროგრამა

      2025-2026 აკადემიურ წელს დაგეგმილია ევროპული და საერთაშორისო მმართველობაში გაფართოებული სწავლების პროგრამა (Master of Advanced Studies in European and International Governance).

      პროგრამა შემოთავაზებულია ჟენევის უნივერსიტეტის მიერ, ჟენევაში გაეროს ოფისთან თანამშრომლობით, და მიზნად ისახავს მონაწილეებს გადასცეს ცოდნა ევროპული და საერთაშორისო მმართველობის შესახებ.
      არსებობს ნაწილობრივი სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.meig.ch

      პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი

      2024 წლის 2 ნოემბერს, ქ. ზუგდიდში გიწვევთ პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგზე, რომელიც განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, და მისი მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს აუცილებელი ცოდნა გადაუდებელი შემთხვევების მართვაზე.

      ტრენინგის თემები მოიცავს:

      • პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმი, არსი და მიზანი
      • გულ-ფილტვის რეანიმაცია (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი)
      • სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობისას პირველადი დახმარება (ბავშვები და ზრდასრულები)
      • ჭრილობებისა და სისხლდენის მკურნალობა
      • სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობის მართვა


      ტრენინგის ჩატარების თარიღი:

      თარიღი: 2 ნოემბერი; ქ. ზუგდიდი
      დრო: 11:00


      ტრენინგის ფორმატი და ხანგრძლივობა:
      ტრენინგი ტარდება 1 დღის განმავლობაში და მოიცავს 8 საკონტაქტო საათს.  


      რეგისტრაცია:
      მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 31 ოქტომბრამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია, მითითებულ ბმულზე.


      საფასური: 
      ტრენინგის ღირებულებაა 100 ლარი.


      ტრენერი:

      მაგდა გერანტია, National Association of Emergency Medical Technicians -პრეჰოსპიტალური ტრავმის მართვის ინსტრუქტორი; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
      დახმარების ცენტრი - გადაუდებელი დახმარების ინსტრუქტორი; Training in Aid (WHO) ტრენერი;


      ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. (სერთიფიკატი ძალაშია 2 წელი)


      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:

      ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

      საინდენთიფიკაციო კოდი

      205233022

      მომს. ბანკი

      თიბისი ბანკი

      ანგარიშის ნომერი

      GE92TB7488036020100005

      ბანკის კოდი

      TBCBGE22

      მისამართი

      ი. ჭავჭავაძის გამზ. 53ა; თბილისი; 0179

      გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

      პირველკურსელთა წვეულება

      SANGU-ს პირველკურსელებო, დროა ერთად ავღნიშნოთ თქვენი ახალი აკადემიური თავგადასავლის დასაწყისი! გიწვევთ 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაუვიწყარ „WELCOME PARTY"-ზე.
      რა გელოდებათ?

      • ენერგიული მუსიკა და ცოცხალი ატმოსფერო 
      • დაუვიწყარი საღამო თანაკურსელებთან ერთად

      მდებარეობა: „ცამეტი“, მ. თამარაშვილის ქ. 13, თბილისი
      დასწრება უფასოა! გთხოვთ, თან იქონიოთ SANGU-ს სტუდენტური ბარათი ან პირადობის მოწმობა.

      სამოქალაქო სამართლის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით);

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 26 და 27 ნოემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


      საკონკურსო კომისია  უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ხოლო შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა.

      • პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

       

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

       

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. შესაბამის დარგში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
      8. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      10. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      11. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      12. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      13. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

       

      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

      კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია SANGU-ში

      სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს” მხარდაჭერით, 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU) მასპინძლობს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებას.

      კიბერუსაფრთხოება თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრა დაეთმობა არსებული კიბერსაფრთხეების განხილვას, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპების სწავლასა და კიბერჰიგიენის მინიმალური წესების მიღწევას.

      ღონისძიების დეტალები:

      • თარიღი: 24 ოქტომბერი, 2024 წ.
      • დრო: 12:00 საათი

      ინტერაქტიული შეხვედრის დასასრულს ჩატარდება სახალისო ქვიზი, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცემათ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვის მექანიზმების სწავლებას, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლებას და რისკების შემცირებას.

      გელოდებით ყველას, ვისაც სურს იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი მონაცემები და იყოს უფრო დაცული ონლაინ სივრცეში.

       
      შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის წარმომადგენლებთან

      24 ოქტომბერს, 14:00 საათზე წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა ჩატარდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.

      შეხვედრას ჩაატარებს ირაკლი კახიძე - თბილისის სტატისტიკის ბიუროს უფროსი.

      შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სტატისტიკის ეროვნულ სამსახუში დასაქმების შესაძლებლობა და ახალი პროექტი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩართულობისა და დასაქმების.

      საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) გამოაცხადა ვაკანსია აღმწერის პოზიციაზე 2024 წლის საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში.

      დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ბმულზე: https://cutt.ly/HeDq1Lo6

      შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან

      23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან.

      თეგეტა მოტორსი წარმოადგენს საინტერესო პროექტს სტუდენტებისთვის, რომელიც გულისხმობს თეგეტა აკადემიაში სწავლების და შემდგომ დასაქმების ნაწილს, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას (2000, 1500, 1000 ლარის ოდენობით, დანარჩენი მონაწილეები 500 ლარის ოდენობით) და გარანტირებულ სამუშაო შეთავაზებას შესაბამისი ანაზღაურებით.

      დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://cutt.ly/4eDq1ybv

      ასევე გაიმართება გათამაშებაც, სადაც თეგეტა მოტორსი, 2 გამარჯვებულს გადასცემს ბრენდირებულ საჩუქრებს.

       
      წიგნების გამოფენა-გაყიდვა SANGU-ში

      22-23 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა განსაკუთრებული საფესტივალო ფასებით!

      „ინტელექტის“ ინიციატივით პროექტი „მოიზღვავე წიგნები“ მიზნად ისახავს მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას.

      ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „არტანუჯის“ და „ინტელექტის“ წიგნები 30-50%-იანი ფასდაკლებით. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, შეიძინოთ თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა ხელსაყრელ ფასებში!

      ადგილმდებარეობა: SANGU, I კორპუსი

      პროგრამა - მომავალი მდგრადობის ლიდერები (FSL)

      "მომავალი მდგრადობის ლიდერები(FSL)" არის ერთწლიანი პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს აკავშირებს გლობალური ბიზნესების ლიდერებთან, პოლიტიკოსებსა და ტექნოლოგიების პიონერებთან, რათა დაეხმარონ მათ, ისწავლონ მდგრადობის უახლესი საუკეთესო პრაქტიკა. პროგრამა გადასცემს ძირითად ცოდნას, ნამდვილ სამუშაო გამოცდილებას და ნეთვორქინგის უნარებს 12 თვის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების საშუალებით. ყოველი ციკლი იწყება იანვარში გამართულ, რეგიონის მდგრადობის ყველაზე დიდ, აბუ დაბის მდგრადობის კვირეულზე (ADSW) აბუ დაბიში.

      ამ უნიკალური პროგრამის საშუალებით სტუდენტები ეცნობიან მდგრადობის დღის წესრიგის სამომავლო ხედვას და უკეთ ესმით, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

      პროგრამის სამიზნე ჯგუფი წარმოადგენს 19-დან 35 წლამდე სტუდენტებს ან პროფესიის მქონე ახალგაზრდებს.

      განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი.
      სააპლიკაციო ბმული: https://masdar.my.site.com/Y4SFSL/

      მრგვალი მაგიდა თემაზე “განწყობა და დიალოგის კულტურა”

      2024 წლის 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “განწყობა და დიალოგის კულტურა”.

      ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ,,ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან’’ და საქართველოს ეროვნული გეშტალტ-ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

      მრგვალი მაგიდის მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება განწყობამ და დიალოგის კულტურამ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
      მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N53ა; წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (SANGU; I კორპ. IV სართული).

       
      სპექტაკლი “მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა და მოწამენი მისნი”

      საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი “იცანის” ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს “მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა და მოწამენი მისნი”.

      ღონისძიება ეძღვნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საიუბილეო თარიღს. წარმოდგენის რეჟისორია გოგა თავაძე და მასში მონაწილეობენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, გოგა თავაძე, ვამეხ ჯანგიძე და ზურაბ არუსია.

      სპექტაკლის შემდეგ გაიმართება მუსიკალური წარმოდგენა ჯგუფი “იცანის” და მევიოლინე გვანცა ჩხეიძის შესრულებით.

      საჯარო ლექცია თემაზე: „გლობალური და რეგიონული უსაფრთხოება“

      2024 წლის 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ-სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, 2011-2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში, ბ-ნი ნიკოლოზ რთველიაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „გლობალური და რეგიონული უსაფრთხოება“.

      დასწრება თავისუფალია.

      "ნიკორა სუპერმარკეტის" უპრეცედენტო პროექტი „მიაწექი სწავლას“

      16 ოქტომბერს, 12:00 საათზე ნიკორა სუპერმარკეტის გუნდი წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეგხვდებათ ყველაზე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროექტზე „მიაწექი სწავლას“ სასაუბროდ.

      პროექტის ფარგლებში სტუდენტი, რომელიც ოქტომბრის თვეში გახდება “ნიკორა სუპერმარკეტის” გუნდის წევრი, თავად შეარჩიევს სასურველ სამუშაო გრაფიკს და მიიღებს სწავლის სრულ 4 წლიან დაფინანსებას ყოველთვიურ ხელფასთან და ბონუსთან ერთად.

      SANGU-მ უკვე გააფორმა მემორანდუმი კომპანია "ნიკორა სუპერმარკეტთან", შესაბამისად თქვენ კიდევ უფრო მარტივად შეგიძლიათ ჩაერთოთ პროექტში.

      დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 2 30 33 33

      რეგისტრაციისთვის: https://forms.gle/cDqvpdpBuJ4PutBK9

       

      აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში არსებული აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2024-2025 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე 9 სასწავლო საგანში:

      • ქართული ენა და ლიტერატურა
      • უცხოური ენა
      • მათემატიკა
      • ისტორია
      • ფიზიკა
      • ქიმია
      • ბიოლოგია
      • გეოგრაფია
      • ზოგადი უნარები


      ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება გამორჩეულია სწავლების მაღალი დონით, რეგულარული ტესტირებებით, მიღებული შედეგების დეტალური ანალიზით, აბიტურიენტების პედაგოგებთან შემოქმედებითი ურთიერთობით, კეთილმყოფელი სამუშაო გარემოთი, რაც ყოველთვის განაპირობებს მაღალ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

      მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში. სწავლებას ეთმობა 30 სასწავლო კვირა. თითოეულ საგანში მეცადინეობები ორ-ორსაათიანია და ისინი ჩატარდება კვირაში ორჯერ. თითოეულ საგანში სასწავლო ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 7 აბიტურიენტის მიღების პირობით.

      ცენტრში მომზადებული აბიტურიენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ისარგებლებენ უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის 20%-იანი შეღავათით. ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში, არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები.

      მოსამზადებელ ცენტრში სწავლის საფასური: ერთ საგანში სწავლის საფასურია 900 ლარი, ორი საგნის არჩევის შემთხვევაში თითოეულ საგანში - 800 ლარი, სამი და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში - 700 ლარი. თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც.

      აბიტურიენტთა ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 21 ოქტომბრამდე.



      ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე

      საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
      საკონტაქტო ნომერი: 225 00 77; 

      საჯარო ლექცია: "ერეკლე II-ის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეფასებისათვის“

      2024 წლის 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის სხოდმათა დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე ,,ერეკლე II-ის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეფასებისათვის“, რომელსაც გაუძღვება პროფესორი ვახტანგ გურული.

      ლექციის პირველ ნაწილში საუბარი იქნება იმაზე, თუ რამ განაპირობა თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის პროირანული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია და როგორი იყო მისი შედეგები. ლექციის მეორე ნაწილი დაეთმობა საკითხს - რამ განაპირობა ქართლ-კახეთის სამეფოს პროირანული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის პრორუსულით შეცვლა და როგორი იყო მისი შედეგები.

       

      აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, აცხადებს კონკურსს  შემდეგ მიმართულებებზე:

      1. ბიომედიცინის მიმართულება
      • ასოცირებული პროფესორი - 2 პოზიცია
      • ასისტენტ პროფესორი - 2 პოზიცია
      • ასისტენტი - 2 პოზიცია
    • ქირურგიის მიმართულება
      • პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასისტენტ პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასისტენტი - 2 პოზიცია
    • შინაგანი მედიცინის მიმართულება
      • პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასისტენტ პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასისტენტი - 1 პოზიცია
    • მეანობა/გინეკოლოგია და პედიატრიის მიმართულება
      • ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასისტენტ პროფესორი - 2 პოზიცია
      • ასისტენტი - 2 პოზიცია
    • საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური და კვლევითი მიმართულება
      • ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასისტენტ პროფესორი - 2 პოზიცია
      • ასისტენტი - 2 პოზიცია
    • პროფესიული განვითარების მიმართულება
      • ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასისტენტ პროფესორი - 1 პოზიცია
      • ასისტენტი - 2 პოზიცია


      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 7 და 8 ნოემბერი.
      მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.



      საკონკურსო კომისია  უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 9 ნოემბრიდან,   ხოლო  შედეგები (შუამდგომლობა, შემაჯამებელი ოქმი) გონივრულ ვადაში  წარმოუდგინოს რექტორს წერილობით.

      • პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
      • ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
      • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
      • ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა ხოლო ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის შემთხვევაში- სამოტივაციო წერილი.
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


      პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური
      თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
      • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      • შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

      • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      • შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც:

      • აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:
        • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
        • აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
        • აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      ასისტენტის თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც:

      • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      • სასურველია, ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო მოთხოვნები:

      • კლინიკური მიმართულებებით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიმართულების სერტიფიკატი (მუშაობის უფლების ქონის ლიცენზია)
      • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.(პროფესიულ-დარგობრივი)


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების, სერიფიკატი-ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შეასაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

       
      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

      ქეთევან დედოფლის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული

      2024 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გიწვევთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

      მომხსენებელი: მარინე ცინცაბაძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
      თემა: “ქეთევან დედოფლის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული”.

      საჯარო ლექციების სერია პროფესორ რომან სტრასერთან - როგორ მუშაობს ევროკავშირი?

      2024 წლის 7, 8 და 9 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექციების სერია პროფესორ რომან სტრასერთან - როგორ მუშაობს ევროკავშირი?

      პროფ. რომან სტრასერი წარმოშობით ლუქსემბურგიდანაა და უკვე 36 წელზე მეტია, რაც ევროპარლამენტში, სტრასბურგში, ევროპის სახალხო პარტიის (ქრისტიან-დემოკრატები) ჯგუფის სამდივნოში მუშაობს. ის სხვადასხვა დროს იკავებდა ისეთ პოზიციებს, როგორიცაა პოლიტიკური მრჩეველი, ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის განყოფილების ხელმძღვანელი. ის ასევე გახლავთ ევროპარლამენტის - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი გენერალური მდივანი.

      ლექციების თემატიკა:
      როგორ მუშაობს ევროკავშირი?

      • 7 ოქტომბერი - ევროკავშირის შექმნა და განვითარება 50-იანი წლებიდან დღემდე; ევროპული ინსტიტუტებისა და ორგანოების ფუნქციონირება
      • 8 ოქტომბერი - ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა
      • 9 ოქტომბერი - ევროპული კანონმდებლობის შემუშავების პროცესი; ევროკავშირის როლი მოქალაქეების ცხოვრებაში; ევროკავშირის გამოწვევები 2024 წლის ბოლოსთვის; საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავალი

      ლექციების ენა: ინგლისური
      ხანგრძლივობა: თითოეული შეხვედრა 2 საათი

      "Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation"

      იუნესკო UNITRAIN-ის ახალგაზრდების კომპეტენციის განვითარების პროექტის (UNESCO YCD) ფარგლებში, მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო ათწლეულის (IDSSD) ქოლგის ქვეშ ცხადდება კონკურსი: "Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation".

      კონკურსი მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციურ, მდგრადი დიზაინის მქონდე იდეებს. IDSSD წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას კაცობრიობისთვის. გამოიყენოს მეცნიერების სრული პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და ყველასთვის უსაფრთხო და სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად. როგორც IDSSD-ის წამყვანი სააგენტო, იუნესკო ორიენტირებულია ხელი შეუწყოს კონკურსში ახალგაზრდების ჩართულობას და მათ ენთუზიაზმს.

      კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 35 წლამდე ასაკის მაქსიმუმ 5 წევრისგან შემდგარ გუნდებს. მათ შორის სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევარებს, მეცნიერებს და სხვ.

      აპლიკაციების მიღების ვადაა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერი.
      განაცხადები განიხილება ჟიურის მიერ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს იუნესკოს ვერ-გვერდზე.

      გამარჯვებული გუნდები მიიღებენ. იუნესკოს სერთიფიკატებს და მათი პროექტები წარმოდგენილი იქნება, როგორც ძირითადი, სარეკლამო მასალები IDSSD ლობალურ ღონისძიებებსა და აქტივობებში.

      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე:
      https://www.unesco.org/en

      ლიტერატურული კონკურსი - „ლეგენდა“

      „ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება.

      კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

      დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

      აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს:

      • სპეციალური მასწავლებლის მომზადების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე; (აფილირების პირობით)


      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 5 და 6 ნოემბერი.
      მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


      საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 7 ნოემბრიდან ხოლო შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 21 ნოემბრისა. 


      ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები და ჩაითვლება პრიორიტეტად:

      პროფესიული ნიშნით შერჩევის შემთხვევაში მაგისტრის აკადემიური ხარისხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების დარგში:

      • უმაღლეს სასწავლებელში ინკლუზიური განათლების მიმართულებით სწავლების მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
      • საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების შედგენის და განხორციელების გამოცდილება;
      • საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით საჭირო აკადემიური კადრის მოძიების შესაძლებლობა;
      • სასკოლო პრაქტიკის დაგეგმვა და პროცესის მართვა;
      • სასწავლო პროცესის მონიტორინგი, შედეგებისრეფლექსია და საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობის აღება.
      • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუნ B2 დონეზე

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შეასაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

      ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტების მიღებას

      SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.

      სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/4enUp0i

      საკონტაქტო ნომრები:
      555 091 091
      555 329 894

      ცხადდება რიგგარეშე მობილობა

      ცხადდება რიგგარეშე მობილობის ვაკანსიები იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით, მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში და იმ მობილობის მსურველებისათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება ამავე დაწესებულებაში. 


      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • სამართალი - 50 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები - 20 ადგილი;


      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 50 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 50 ადგილი;


      შენიშვნა: სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო: კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე - 2750 ლარს.


      რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2024 წლის 27 სექტემბერი - 2 ოქტომბერი (შაბათ-კვირის გარდა, 17:30 საათამდე);
      • აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება- 2024 წლის 28 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2024 წლის 4 ოქტომბერი;
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბერი.


      რიგგარეშე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება;
      • ანკეტა;
      • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის ასლი;
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
      • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

       

      დასაქმების ფორუმი SANGU-ში

      დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, SANGU-ში, 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება დასაქმების ფორუმი. ღონისძიება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ადგილზე გაეცნოთ კომპანიების მიერ შემოთავაზებულ, სტუდენტებზე მორგებულ ვაკანსიებს, დასვათ კითხვები და დაამყაროთ უშუალო კონტაქტი პოტენციურ დამსაქმებლებთან.

      ფორუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტებისთვის კარიერის დასაწყებად, მათთვის აქტუალური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღებაში და მათი პროფესიული უნარების განვითარებაში. ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაიგონ მეტი იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ პრაქტიკას, სტაჟირებას ან მუდმივ დასაქმებას.

      ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, ვიწვევთ ასევე კომპანიებს, რომლებმაც უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

       
      STEAM ფესტივალი

      23-26 ოქტომბერს აზერბაიჯანში დაგეგმილია STEAM ფესტივალი. აღნიშნული ფესტივალი ეხება კლიმატის ცვლილების, გარემოსა დ ენერგეტიკის საკითხებს და აზერბაიჯანის მხარე იწვევს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონ ქართველ სტუდენტებს.

      დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ელ.

      ბმულზე: https://saf steam.edu.az/en

      ცხადდება მიღება ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამაზე

      ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია, როგორც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს გაეცნოს და შეისწავლოს ადამიანური რესურსების მართვა.

      ტრენინგი: მეგობართა წრე - ეფექტური ინტერვენცია სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად

      ონლაინ ტრენინგი: "მეგობართა წრე - ეფექტური ინტერვენცია სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად" განკუთვნილია საგნის მასწავლებლების, დამრიგებლების, სპეციალური განათლების მასწავლებლების, სკოლის დამხმარე სპეციალისტების, მშობლებისა და ბავშვებთან მომუშავე ყველა პირისთვის, ვინც დაინტერესებულია მოსწავლეების სოციალური უნარების გაუმრჯობესებასა და ინტერვენციის დაგეგმვით.

      მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეების სოციალური ინტერაქციის გაუმჯობესებაში, ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და პოზიტიური თვითშეფასების განვითარებაში.


      ტრენინგის შედეგები:

      ტრენინგის მონაწილეები:

      • გააცნობიერებენ სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების თეორიულ საფუძვლებს სკოლებში;
      • გამოავლენენ და შეაფასებენ მოსწავლეთა სოციალური ინტერაქციის საჭიროებებს, დასაბუთებული არგუმენტების გამოყენებით;
      • შეიმუშავებენ და დაგეგმავენ თანამედროვე მიდგომებსა და აქტივობებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად;
      • გააანალიზებენ და შეაფასებენ სოციალური ინტერაქციის, მიმღებლობის და პოზიტიური თვითაღქმის გავლენას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის თვითშეფასებაზე;
      • გაანალიზებენ მასწავლებლის როლის მნიშვნელობას მეგობრობის ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და პოზიტიური ურთიერთობების დამყარების პროცესში;
      • შეიმუშავებენ კონკრეტულ აქტივობებს მეგობართა წრის ინტერვენციის ფარგლებში მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.


      საფასური:

      ტრენინგი ფასიანია – 90 ლარი. SANGU-ს კურსდამთავრებულებისა და „სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის“ წევრებისთვის ფასი შეადგენს 70 ლარს.


      რეგისტრაცია:

      ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.


      მსმენელთა რაოდენობა:

      მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობაა: 15-22 მსმენელი.


      ტრენინგის ფორმატი და ხანგრძლივობა:

      ტრენინგი ტარდება 3 დღის განმავლობაში ონლაინ ფორმატში და მოიცავს 9 საკონტაქტო საათს. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი.

      ტრენინგის ჩატარების თარიღი:

      • თარიღი: 17, 18, 19 ოქტომბერი;
      • დრო: 17:00-20:00 სთ.


      ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

       

      ტრენერები:
      სპეციალური განათლების მაგისტრები: მაია გიგაური და მარიამ დვალი.

       

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:

      ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

      საინდენთიფიკაციო კოდი

      205233022

      მომს. ბანკი

      თიბისი ბანკი

      ანგარიშის ნომერი

      GE92TB7488036020100005

      ბანკის კოდი

      TBCBGE22

      მისამართი

      ი. ჭავჭავაძის გამზ. 53ა; თბილისი; 0179

       

      გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

       

       

      ტრენინგი: ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია

      ვიწვევთ საგნის მასწავლებლებს, სპეციალური განათლების მასწავლებლებს, სკოლის დამხმარე სპეციალისტებს, მშობლებს, მეტყველების თერაპევტებსა და ბავშვებთან მომუშავე ყველა დაინტერესებულ პირს ონლაინ ტრენინგში "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია" მონაწილეობისთვის. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულეების (LLD) მქონე მოსწავლეების იდენტიფიკაცია, და გაიუმჯობესოს ცოდნა ამ მიმართულებით ინტერვენციის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

      მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებათ LLD-ის მქონე მოსწავლეების წიგნიერებისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში, ქცევით-ემოციურ სირთულეებთან გამკლავებაში, და შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვასა და რეალიზაციაში.


      ტრენინგის შედეგები:

      ტრენინგის მონაწილეები:

      • განსაზღვრავენ ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) რაობას და მის მახასიათებლებს;
      • გაანალიზებენ, რა გავლენა აქვს LLD-ს მოსწავლის წიგნიერებაზე, საკომუნიკაციო უნარებსა და ქცევით-ემოციურ სფეროზე;
      • გაიგებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი დასწავლის მქონე მოსწავლის რაც შეიძლება ადრეული იდენტიფიკაცია პრევენციისათვის;
      • შეძლებენ სასკოლო სივრცეში LLD-ის მქონე მოსწავლის პირველადი  ნიშნების იდენტიფიკაციისთვის დისლექსია/LLD-ის ადრეული ნიშნების საიდენტიფიკაციო „ჩეკლისტის“ გამოყენებას; 
      • LLD-ის მქონე მოსწავლე ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით ისწავლან ინტერვენციის გეგმის შედგენას და მის პრაქტიკაში გამოყენებას;
      • გაეცნობიან ადაპტაციის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ მათ LLD-ის მქონე მოსწავლეებთან.


      საფასური:

      ტრენინგი ფასიანია – 90 ლარი. SANGU-ს კურსდამთავრებულებისა და „სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის“ წევრებისთვის ფასი შეადგენს 70 ლარს.


      რეგისტრაცია:

      ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.


      მსმენელთა რაოდენობა:

      ჯგუფში ოპტიმალური რაოდენობაა: 15-22 მსმენელი.


      ტრენინგის ფორმატი და ხანგრძლივობა:

      ტრენინგი ტარდება 3 დღის განმავლობაში ონლაინ ფორმატში და მოიცავს 9 საკონტაქტო საათს. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.

      I ჯგუფი:

      • თარიღი: 16, 18, 21 ოქტომბერი;
      • დრო: 17:00-20:00 სთ.

      II ჯგუფი:

      • თარიღი: 30 ოქტომბერი, 1 და 4 ნოემბერი;
      • დრო: 17:00-20:00 სთ.


      ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

       

      ტრენერები:
      სპეციალური განათლების მაგისტრები: თეონა თარგამაძე და ხატია ცოცხალაშვილი.

       

       

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:

      ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

      საინდენთიფიკაციო კოდი

      205233022

      მომს. ბანკი

      თიბისი ბანკი

      ანგარიშის ნომერი

      GE92TB7488036020100005

      ბანკის კოდი

      TBCBGE22

      მისამართი

      ი. ჭავჭავაძის გამზ. 53ა; თბილისი; 0179

       

      გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

       

       

      მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გასაუბრების შედეგები

      სრული 100%-იანი დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებას, ხოლო ნაწილობრივი 40%-იანი - უნივერსიტეტის მიერ სწავლის გადასახადის 40% -ით თანადაფინანსებას.

      ხელშეკრულების გასაფორმებლად მობრძანდით უნივერსიტეტში 20 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ოთახი #201 (სამუშაო დღეებში: 11:00 სთ-დან 17:00 საათამდე, შაბათს: 10:00 სთ-დან 15:00 საათამდე)

      გისურვებთ წარმატებებს!



       
      სამაგისტრო პროგრამებზე ცხადდება რეგისტრაციის მეორე ეტაპი

      ცხადდება რეგისტრაციის მეორე ეტაპი სამაგისტრო პროგრამებზე.

      საბუთების მიღება იწარმოებს, როგორც ფიზიკურად ასევე ელექტრონულად: 16-19 სექტემბერი 10:30 საათიდან 17:00 საათამდე;
      ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში საბუთები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: registration24@sangu.edu.ge

      გამოცდა სპეციალობაში 24 სექტემბერი 11:00 სთ.
      გამოცდა უცხო ენაში 24 სექტემბერი 14:00 სთ. 

       მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება რექტორის სახელზე (ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით)
      2. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა (ნოტარიულად დამოწმებული) და დანართის ასლი, (2024 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
      3. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
      4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა ვაჟებმა)
      5. ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე
      6. სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით)
      7. ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე (ამობეჭდილი www.naec.ge-ის გვერდიდან)
      8. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
      9. სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) მხოლოდ სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
      10. კონკურსანტის CV (მხოლოდ ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით) მხოლოდ ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
      11. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

      მიმაგრებული დოკუმენტები:

       

      მაგისტრატურის გამოცდების განრიგი

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      სამართალი 14 სექტემბერი 14:00 საათი გასაუბრება
      საჯარო მმართველობა 14 სექტემბერი 12:00 საათი გასაუბრება
      ქართული ფილოლოგია 14 სექტემბერი 12:00 საათი გასაუბრება
      საქართველოს ისტორია 14 სექტემბერი 11:00 საათი გასაუბრება


      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

      სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია 14 სექტემბერი 11:00 საათი II კორპუსი, IV სართული, საგამოცდო დარბაზი
      ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება 14 სექტემბერი 11:00 საათი II კორპუსი, IV სართული, საგამოცდო დარბაზი
      კომპიუტერული მეცნიერება   14 სექტემბერი  11:00 საათი  II კორპუსი, IV სართული, საგამოცდო დარბაზი


      უცხო ენა - წერითი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა)

      ისტორია  14 სექტემბერი 12:00 საათი I კორპუსი, ოთახი #106
      საჯარო მმართველობა 14 სექტემბერი 13:00 საათი I კორპუსი, ოთახი #106
      სამართალი 14 სექტემბერი 14:30 საათი I კორპუსი, ოთახი #106


      უცხო ენა - წერითი (ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა)

      გამოცდა უცხო ენაში  15 სექტემბერი 11:00 საათი II კორპუსი, IV სართული, საგამოცდო დარბაზი
      სასტიპენდიო პროგრამა

      ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, MAC Georgia-სთან პარტნიორობით, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის.

      სტიპენდია გათვლილია პირველკურსელი სოციალური დახმარების მოსარგებლეთათვის, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა. საბუთების გამოგზავნის ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

      დეტალები იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/h2brs

      განაცხადის გადმოწერა შესაძლებელია მოცემული ბმულიდან https://shorturl.at/vAHLo

      შევსებული განაცხადი იგზავნება შემდეგი მისამართზე Scholarship@amcham.ge

      ან ივსება ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AazWoiBwD41J9EmF7

      გამოსაშვები საღამო 2024

      Graduation 2024 - 19 სექტემბერი

      17:00 საათი - SANGU-ს შიდა ეზო

      • წითელი ხალიჩა
      • მუსიკალური გაფორმება
      • სიგელების გადაცემის ცერემონია
      • ქუდების აყრის ცერემონია
      • ფოტო/ვიდეო გადაღება

      19:00 საათი - რესტორანი "ოტიუმი"

      • ფურშეტი
      • ანსამბლი "ჰერიო" - ქალაქური სიმღერები
      • DJ
      • საზეიმო ტორტის გაჭრა

      გაითვალისწინეთ:

      • საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად აუცილებელია მობრძანდეთ მანტიებით
      • რესტორან "ოტიუმში" დაიშვებიან მხოლოდ დარეგისტრირებული კურსდამთავრებულები

      სარეგისტრაციო ბმული:
      https://bit.ly/3Z8626P

      რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი.

      შიდა მობილობა

      შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 10 ადგილი;
      • ისტორია - 10 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები - 20 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სამართალი - 10 ადგილი;
      • საქართველოს ისტორია -10 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი;

      მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) - 10 ადგილი;

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
      • ფსიქოლოგია - 10 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 5 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი; 

      შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2024 წლის 2-27 სექტემბერი
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება, სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2024 წლის 4 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2024 წლის 2 ოქტომბერი;
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2024 წლის7  ოქტომბერი;

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (შემოთავაზებული ფორმით, UMS სისტემის საშუალებით)
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
       
      პირველკურსელთა რეგისტრაცია

      2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხულთა საყურადღებოდ!

      წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამა წლის 3-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე.

      მისამართი: ი. ჭავჭავაძის 53ა, II კორპუსი; II სართული; ოთახი - 201

      რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

      • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ)
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
      • ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
      • სტუდენტის ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით (ივსება ადგილზე);
      • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სრული, ან ნახევარი);
      • სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან (წოდების/პოზიციის მითითებით);
      • სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
      • მედალოსნებმა - მედალოსნობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სკოლიდან);

      იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, გთხოვთ მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონიოთ:

      • მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
      • მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
      თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22,
      ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;

      სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბრიდან.

      სასტიპენდიო პროგრამები

      კორეის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლს აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლის თანახმად 2025 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ცხადდება მიღება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით:

      სამაგისტრო პროგრამები:

      • საჯარო პოლიტიკის მაგისტრი
      • განვითარების პოლიტიკის მაგისტრი
      • საჯარო მენეჯმენტის მაგისტრი
      • მონაცემთა მეცნიერების მაგისტრი საჯარო პოლიტიკასა და მენეჯმენტში
      • ინტელექტუალური საკუთრების და განვითარების პოლიტიკის მაგისტრი

      სადოქტორო პროგრამები:

      • დოქტორი საჯარო პოლიტიკაში
      • დოქტორი განვითარების პოლიტიკაში

      სტიპენდიის ფარგლებში კორეის მთავრობა უზრუნველყოფს სწავლის გადასახადისა და საერთო საცხოვრებლის ხარჯებს. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 12-დან 30 აგვისტომდე.

      დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
      https://kdischool.ac.kr/menu.es?mid=a40202000000

      შვეიცარიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები

      2025-2026 აკადემიური წლისთვის შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს, რომელიც განკუთვნილია ქართველი სტუდენტებისთვის სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევითი მიმართულებით.
      საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადა არის 2024 წლის 25 ნოემბერი, 12:00 საათი.
      დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch

      დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ბმულზე:
      www.sbfi.admin.ch/scholarships_eng

      ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის AGYAID-ის სასტიპენდიო კონკურსი

      ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის AGYAID აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ეგვიპტის უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის 2024-25 აკადემიური წლისთვის.

      აპლიკანტებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ვებ-გვერდის საშუალებით:
      https://admission.study-in-egypt.gov.eg

      მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

      2024-2025 სასწავლი წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2 სექტემბრიდან და გაგრძელდება 12 სექტემბრის ჩათვლით.


      მაგისტრატურაში მიღების პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      1. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია - 2 – 12 სექტემბერი (სამუშაო დღეებში 10:00-18:00 - საათამდე, შაბათი - 11:00-14:00 საათამდე);
      2. გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში და უცხო ენაში 14 - 15 სექტემბერი;
      3. გამოცდების შედეგების გამოცხადება - 17 – 18 სექტემბერი;
      4. შედეგების გსაჩივრება - 17 – 19 სექტემბერი;
      5. საბოლოო შედეგების გამოცხადება - 20 სექტემბერი;
      6. ხელშეკრულების გაფორმებ მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20 – 24 სექტემბერი;
      7. სკოლების დეკანატების მიერ ჩასარიცხ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა (დადგენილი დანართის ფორმით), - 26 სექტემბერი;
      8. ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა, ბრძანების ასახვა და ჩარიცხული მაგისტრანტების რეგისტრაცია მონაცემების საუნივერსიტეტო ბაზაში - არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა;


      დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

      ფაზისის აკადემიის დაარსებიდან 1750 და აღდგენიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

      2024 წლის 28-29 ივნისს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფაზისის აკადემიის დაარსებიდან 1750 და აღდგენიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

      კონფერენციის პროგრამა.

       
      "კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები"

      17 ივნისს, ორშაბათს, 14:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია: "კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები".

      კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ორი სექცია:

      • კიბერუსაფრთხოება
      • ზოგადი კომპიუტინგი
      ღია კონკურსი აკადემიური პეროსნალის არჩევის მიზნით

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს:

      • ასისტენტ-პროფესორის  ერთ აკადემიურ თანამდებობაზე სართაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 15 და 16 ივლისი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


      საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 17 ივლისიდან ხოლო შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 26 ივლისისა. 


      ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა:  - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხია.


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

       

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

       

      განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • დოქტორის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში
      • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).

       

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;(წარმოდგენილი ფორმით)
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ამობეჭდილი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა - ელექტრონული და ამობეჭდილი(წარმოდგენილი ფორმით)
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; /ელექტრ.და ამობეჭდილი/
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. სამოტივაციო წერილი;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      14. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      15. საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

       


      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

      "ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასება ბათუმში"

      ხუთშაბათს, 13 ივნისს, 11:00 საათზე, უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტთა DAAD-ის მიერ დაფინანსებულ კვლევითი პროექტის: "ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასება ბათუმში" მონაწილეობის ანგარიშის წარმოდგენა. კვლევითი პროექტი განხორციელდა  ბრემენის გამოყენებით მეცნიერებათა უმაღლესი სკოლისა (გერმანია) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  ერთობლივი მონაწილეობით. 

      "ქართული თვითმყოფადობა"

      კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისთვის ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების შეხსენებას და გაცნობიერებას, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა, 7 ივნისს გაიხსნება.

      იმისთვის რომ, მართებულად განხორციელდეს თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია, პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობას. კერძო და საჯარო სექტორის მიერ მხოლოდ თანამედროვე ღირებულებების გაცნობიერება და მისი ცხოვრებაში დანერგვა იწვევს ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაშორებას და მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესის გაქრობას. ათეისტური ძალადობის შედეგად შერყეული სულიერების მქონე ერისათვის გლობალიზაციის პირობებში პრობლემურია ფსევდო-ღირებულებების გარჩევა ჭეშმარიტისაგან, რაც იწვევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღირებულებების აღრევას, პოლარიზაციას და კონფლიქტს. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ეროვნული ღირებულებების დაცვა დღეს ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

      საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით და საპატრიარქოს მხარდაჭერით შემუშავდა სამწლიანი (2024-2026) კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ,,ქართული თვითმყოფადობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა.
      ამ შეხვედრებზე დისტანციურად დასწრების საშუალება მიეცემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს და წარმოშობით ქართველს. (კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის კულმინაცია იქნება 2026 წელი - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა.)

      კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა თბილისში გაიხსნება ლექციით თემაზე "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. ლექციას წაიკითხავს აკად. ავთანდილ არაბული 7 ივნისს, 19:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში.

      იმიტირებული ეროვნული გამოცდები

      ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. ჩვენი მიზანია ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტებს წინასწარ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოცადონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში.

      იმიტირებული ეროვნული გამოცდები გაიმართება: 12, 13 და 14 ივნისს;

      • სამშაბათი, 12 ივნისი - ქართული ენა და ლიტერატურა;
      • ხუთშაბათი, 13 ივნისი - უცხოური ენები;
      • პარასკევი, 14 ივნისი - არჩევითი საგნები (ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია);

      გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://rb.gy/yzkq3k

      ლიმიტირებული ადგილების არსებობის გამო დავუკავშირდებით პირველ 50 რეგისტრირებულ მონაწილეს.

      იმიტირებული ტესტი მომზადებულია ეროვნული სასახლის პედაგოგების მიერ, ოფიციალური საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით.

      ტესტირება ტარდება, როგორც ეროვნულ სასახლეში დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.
      გამოცდაში მონაწილეობა არის უფასო.

      იმიტირებული გამოცდები ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

      მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა; თბილისი, საქართველო, 0179;

      დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 032 299 80 88

      მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას

      დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ 2, 3 და 4 სემესტრიან მოდულებს. სამივე მოდულში შეისწავლება შემდეგი კურსები - თარგმანის თეორია, წერილობითი თარგმანი, ზეპირი თარგმანი, სინქრონული თარგმანი, ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, მეორე უცხო ენა, დარგობრივი თარგმანები და სხვა. გვაქვს აგრეთვე არჩევითი საგნები - კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი და ა.შ.

      მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს და მოქმედ მთარგმნელ-თარჯიმნებს ასევე ვთავაზობთ 1 სემესტრიან მოდულს არჩევითი ორი ან სამი საგნით!

      თქვენი მონდომება და გამორჩეული პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებლების მიერ ჩატარებული ლექციები წარმატებული შედეგის გარანტიაა.

      ერთი სემესტრის (16 კვირა, კვირაში 15 საათიანი დატვირთვა) გადასახადი შეადგენს 1400 ლ.


      მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ:

       
      მსურველების რეგისტრაცია: 2024 წლის 21 ივნისამდე. აპლიკანტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge

      • რეზიუმე (CV)
      • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

       
      მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით:

      • წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში
      • ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში (საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სტუდენტები უცხო ენაში (C-1 დონეზე) განთავისუფლდებიან ტესტისგან)


      საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 22 ივნისს, 12:00 საათზე (აუდიტორია N 04)

       
      გამოცდების განრიგი:

      • 29 ივნისი, შაბათი - 12:00 საათი (წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში)
      • 30 ივნისი, კვირა - 12:00 საათი (წერითი ტესტი ქართულ ენაში)
      • 30 ივნისი, კვირა - 14:00 საათი (ზეპირი გასაუბრება ინგლისურ ენაზე)

       

      საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

      საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.

      ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.

      მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

      თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

      თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

      აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

      თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

       

       

      განცხადებას ხელს აწერენ:

      1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
      3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
      4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
      5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
      6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
      8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
      10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
      15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
      16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
      17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
      18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ
      19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
      20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
      21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
      22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
      23. კავკასიის უნივერსიტეტი
      24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
      25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
      26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
      27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
      28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი
      29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
      30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი
      31. ევროპის უნივერსიტეტი
      32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
      33. თბილისის თავისუფალი აკადემია
      34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
      35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი
      36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
      37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
      38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
      დიდი ანდრიას ნაკვალევზე

      13 მაისს, 12:00 სთ-ზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის - "დიდი ანდრიას ნაკვალევზე" ჩვენება.

      ფილმი მოგვითხრობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებისა და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

      სასტიპენდიო პროგრამა

      ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, MAC Georgia-სთან პარტნიორობით, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის.

      სტიპენდია გათვლილია პირველკურსელი სოციალური დახმარების მოსარგებლეთათვის, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა. საბუთების გამოგზავნის ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

      დეტალები იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/h2brs

      განაცხადის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მოცემული ბმულიდან https://shorturl.at/vAHLo

      შევსებული განაცხადი იგზავნება შემდეგი მისამართზე Scholarship@amcham.ge

      ან ივსება ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AazWoiBwD41J9EmF7

      წიგნის თარგმნის პროგრამა 2024

      აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

      დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

      ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა (Natolin Fellowship Programme) 35 წლამდე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

      ევროპის კოლეჯი (College of Europe in Natolin) აცხადებს რვა თვიან, სრულად დაფინანსებულ, სასტიპენდიო პროგრამას (Natolin Fellowship Programme) 35 წლამდე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროპის პოლიტიკით.

      პროგრამის მიზანია გააძლიეროს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდასაჭერად ევროინტეგრაციის გზაზე.

      განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი.

      დეტალური ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

      პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ქართველი სტუდენტებისთვის

      პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი (Capital Normal University) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას (2024 Chinese Government Scholarship-Silk Road Scholarship Program) ქართველი სტუდენტებისთვის. ერთ ინგლისურენოვან და ოთხ ჩინუერენოვან პროგრამაზე: კარტოგრაფიის და გეოგრაფიული სისტემების, ხელოვნური ინტელექტის, ქიმიის, ტურიზმის მენეჯმენტისა და სამართლის მიმართულებით.

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

       
      ADA უნივერსიტეტის მიერ "სუამის" წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ცხადდება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამები

      ADA უნივერსიტეტის მიერ "სუამის" წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ცხადდება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამები შემდეგ მიმართულებებზე: საერთაშორისო ურთიერტობები, ბიზნესის მართვა, სოფლის მეურნეობა, დიზაინი და არქიტექტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინჟინერია.

      ამასთან, ყველა საერთაშორისო სტუდენტს შესაძლებლობა აქვს განაცხადი გააკეთოს ADA უნივერსიტეტის ალიმარდან თოფჩუბაშოვის სახელობის საერთაშორისო სტიპენდიაზე, რომლის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის, განთავსებისა და წლიური დაზღვევის ხარჯები. ასევე, გამოეყოფა ყოველთვიური სტიპენდია.

      დეტალური ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

      ღია კონკურსი

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს კომპიუტერული მეცნიერების ასოცირებული პროფესორის მიმართულებით ერთ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით).


      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 27 და 28 მაისს.
      მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


      საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 29 მაისიდან ხოლო შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 17 ივნისისა. 


      ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია  დამატებითი    საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები და ჩაითვლება პრიორიტეტად:

      • ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება შემდეგი სასწავლო კურსების გაძღოლის გამოცდილება და სილაბუსების წარმოდგენა:
      1. დისკრეტული სტრუქტურები;
      2. ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები;
      3. ალგორითმების აგება;
      4. ალგორითმების გაღრმავებული კურსი;
      5. გამოყენებითი კრიპტოგრაფია
      • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      • ინგლისური ენის ცოდნა.

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შეასაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

      ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი სხდომა

      2024 წლის 23 აპრილს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი სხდომა.

      დღის წესრიგი

      • შესავალი სიტყვა - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
      • ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომების მიხედვით - ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო შიოლაშვილი
      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის "იუმორინა 2024"

      2024 წლის 19 აპრილს, პარასკევს, 14:00 საათზე წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტების ღონისძიება "იუმორინა 2024".

      დასწრება თავისუფალია.

      პროფესორ გაგა შურღაიას საჯარო ლექცია

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სპეციალური მოწვევით, ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი გაგა შურღაია წაიკთხავს ლექციას თემაზე: "აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა დიალოგი და შუა საუკუნეების საქართველო: ლეგენდა ბალავარსა და იოდასაფზე". ასევე წარმოდგენს იტალიელი პოსტმოდერნისტი მწერლის დინო ბუცატის ნოველის ,,შვიდნი მალმსრბოლნი“ საკუთარ ქართულ თარგმანს.

      ლექცია ჩატარდება 2024 წლის 16 აპრილს, 13.00 საათზე, წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში. მე-4 სართ. I კორპუსი

      დასწრება თავისუფალია.

       

      გაგა შურღაია – საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტ „ლ’ ორიენტალეს“ პროფესორი, რომის პაპის აღმოსავლური ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი, ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის მეცნიერი-კონსულტანტი. ასობით სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრფიების ავტორი. 2020 წ. მთარგმნელობითი საქმიანობისთვის იტალიის ეროვნული პრემია Premio Nazionale per la traduzione გადაეცა. ეს პრესტიჟული პრემია, რომელიც იტალიის კულტურის სამინისტრომ 1988 წელს დააარსა, ყოველწლიურად 8 საუკეთესო იტალიელ და უცხოელ მთარგმნელს და გამომცემელს გადაეცემა.

      პროფესორ გაგა შურღაიას მონოგრფიას ,,ქართლის მეფე, ვახტანგ I გორგასალი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის სათავეებთან“, რომი 2018 (იტალიურ ენაზე, 706 გვ. სამეცნიერო წრეებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. მის მონოგრაფიას მრავალი ცნობილი ბიზანტინისტისა და ქართველოლოგის რეცენზია მიეძღვნა, რომელიც სხვადასხვა მოწინავე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემასა თუ კრებულში გამოქვეყნდა (ლუიჯი მაგაროტო, დონალდ რეიფილდი, ჯორჯო ვესპინიანი, ანტონიო კარილე, ჰანს-ქრისტიან გიუნთერი, ჰუბერტ კაუფჰოლდი)

       

      ფუტსალის ჩემპიონატი

      სტუდენტური ფესტივალის, "სტუდფესტი 2024"-ის ფარგლებში, იწყება ფუტსალის ჩემპიონატი ვაჟთა გუნდებს შორის, სადაც 25 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.
      11 აპრილს, 15:00 საათზე, გლდანის ხელბურთის მოედანზე (ახმეტელის თეატრის გვერდით) გაიმართება SANGU-ს და შოთა მესხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდების თამაში.

      თამაშზე დასწრების მსურველებმა მიმართეთ SANGU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას.

      საჯარო ლექცია: "როგორ ფორმირდება პიროვნული ხასიათი და მისი ცვლილების შესაძლებლობები"

      tea gogotishvili, dimitri nadirashvili

      28 მარტს, 14:00 საათზე, SANGU-ში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "როგორ ფორმირდება პიროვნული ხასიათი და მისი ცვლილების შესაძლებლობები".
      მომხსენებლები:

      • ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი
      • ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი
      საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია - ისტორია და თანამედროვეობა

      2024 წლის 27 მარტს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ისტორიის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ინიციატივით, გაიმართება კონფერენცია: "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია - ისტორია და თანამედროვეობა".

      კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები.

      სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია

      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წლის 13-14 ივნისს გამართავს ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი  საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის,  დაბადებიდან 150 წლისთავისადმი  მიძღვნილ სტუდენტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას. 
      თეზისების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 20 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: javakhishvili_students@tsu.ge
       
      იმუშავებს შემდეგი სექციები:

      • ეკონომიკა და ბიზნესი
      • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
      • მედიცინა
      • სამართალმცოდნეობა
      • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
      • ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები
      • ჰუმანიტარული მეცნიერებები  

       კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

       სამუშაო ენა: ქართული.
      რეგლამენტი:
      მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
      მსჯელობა – 10 წუთი.

      სავალდებულოა, სტუდენტს ჰყავდეს დოქტორის აკადემიური (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე ხელმძღვანელი  და წარმოადგინოს მისი წერილობით დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შეიძლება დაიბეჭდოს.

      საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი.

       თეზისების გაფორმების წესი:

      დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

      1. ავტორის სახელი და გვარი
      2. თეზისების სათაური 
      3. უნივერსიტეტის დასახელება
      4. ფაკულტეტის დასახელება
      5. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით)
      6. 3-5  საკვანძო სიტყვა
      7. ფორმატი  A4
      8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)
      9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.
      10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
      11. თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.

      თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

      • ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
      • სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
      • უსდ, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
      • ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
      • ბოლოს — საკვანძო სიტყვები.

      გაითვალისწინეთ, რომ არასწორად გაფორმებული თეზისები არ მიიღება.

      „მოხალისე მენტორების პროგრამა"

      არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ ახორციელებს პროექტს „მოხალისე მენტორების პროგრამა“.

      პროექტის მიზანია მენტორების გადამზადება და მათი ახალბედა მოხალისეებთან დაკავშირება, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციას.

      მენტორის პოზიცია მოიცავს სამთვიან პერიოდს, ხოლო მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და მოხალისეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს.

      აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მენტორებს ეყოლებათ რამდენიმე მოხალისე რომელთაც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და პროფესიულ/პიროვნულ განვითარებაში დაეხმარებიან.

      მენტორის მოვალეობაა:

      • მოახდინოს საკუთარი გუნდის წევრი მოხალისეების შესაძლებლობების გაზრდა;
      • მხარი დაუჭიროს მონაწილეებს მოხალისეობრივ საქმიანობაში პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს;
      • ორგანიზება გაუწიოს პრაქტიკულ მოხალისეობრივ საქმიანობებს და უზრუნველყოს პროცესის ორგანიზებულად, ხარისხიანად და ეფექტურად წარმართვა;
      • მოხალისეებს ჩაუტაროს საერთო საორგანიზაციო და საკონსულტაციო შეხვედრები პირისპირ/დისტანციურ რეჟიმში.

      პროექტის ბოლოს მონაწილე მენტორები ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილების გარდა მიიღებენ აღიარების სერტიფიკატს და რეკომენდაციის წერილს.

      საკუთარი კანდიდატურის წარდგენით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა 26 მარტის 15:00-მდე: https://forms.gle/rc9JNtH2sCttoScFA

      Facebook: https://www.facebook.com/helpinghendi

      ელ-ფოსტა: youthvolunteeringge@gmail.com

      პროექტის მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების კურსი

      თუ ხარ 17-დან 21 წლამდე, გსურს გახდე მეწარმე და ამავდროულად, დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას, დარეგისტრირდი პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სოციალური გავლენის მქონე სტარტაპის შესაქმნელად.

      • გაიზიარე პროფესიონალების გამოცდილება;
      • მიიღე კვალიფიციური მენტორების მხარდაჭერა;
      • წარადგინე შენი ბიზნეს-იდეა ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტზე და მიიღე ფინანსური მხარდაჭერა 2000 ევროს ოდენობით.

      განაცხადების მიღება სრულდება 25 მარტს.

      კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
      - საჯარო გამოსვლებს
      - ეფექტურ კომუნიკაციას
      - გუნდურობასა და გუნდის მართვას
      - ანალიზის უნარს
      - დებატებს
      - ლიდერობას
      - დროის მენეჯმენტს

      მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე
      შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ; ლოკაცია, ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი #21

      რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/MQk9exvSbJu1LXAW6

      დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598473110

      პრე-აქსელერაციის პროექტი მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად ხორციელდება საქართველოში, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკაში.
      პროგრამა ხორციელდება „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“-ს მხარდაჭერით.
      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://jag.ge/index.php?page=projects_single&id=19

      "გალაკტიონის თეატრი - პოეტის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი"

      21 მარტს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, SANGU-ს მოწვეული ლექტორი საბა მეტრეველი წაიკითხავს საჯარო  ლექციას თემაზე - "გალაკტიონის თეატრი - პოეტის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი". 

      შეხვედრა ნატა ასათიანთან: შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით!

      SANGU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით 29 მარტს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორთან ნატა ასათიანთან. შეხვედრის თემაა - შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით!

      ქალბატონი ნატა განათლების ფსიქოლოგია, მას სტუდენტებთან და საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამავე დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის ერთ-ერთია „ბულინგის ფორმები და ფსიქოლოგიური მექანიზმები“.

      ესეების კონკურსი

      ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) აცხადებს ესეების კონკურსს მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

      კონკურსის თემატიკაა ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.

      გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან - ერთწლიანი სტიპენდიით, ანაზღაურებადი სტაჟირებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში - „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლის გაზაფხულის ნაკადში მონაწილეობითა და 1000 ლარის ფარგლებში სასწავლო/საგანმანათლებლო კურსის (ან კონფერენციაში მონაწილეობის) დაფინანსებით.

      ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზეც: https://irc.ge/index.php?m=166&news_id=157

      ტრენინგი: ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში

      SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით 14, 15 და 16 მარტს გაიმართება უფასო ტრენინგი "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში".

      ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ SANGU-ს მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის.

      გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია. ტრენინგზე დასწრებას შეძლებს პირველი 15 დარეგისტრირებული მსმენელი! რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3TwoLpm


      ტრენერები:

      • ხატია ცოცხალაშვილი - სპეციალური განათლების მაგისტრი
      • თეონა თარგამაძე - სპეციალური განათლების მაგისტრი


      ტრენინგის მიზნობრივი ჯგუფი:

      საგნის მასწავლებლები, სპეციალური განათლების მასწავლებლები, სკოლის დამხმარე სპეციალისტები, მშობლები, მეტყველების თერაპევტები და ბავშვთან მომუშავე ყველა სხვა პირი, რომელიც დაინტერესებულია დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციით და ინტერვენციის დაგეგმვით;


      ტრენინგ-მოდულის მისაღწევი საბოლოო შედეგები:

      ტრენინგის მონაწილე:

      1. განსაზღვრავს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის რაობას და მახასიათებლებს;
      2. განსაზღვრავს, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ენაზე დაფუძნებულ დასწავლის სირთულეს მოსწავლის წიგნიერების, საკომუნიკაციო უნარებსა და ქცევით-ემოციურ სფეროზე;
      3. გაანალიზებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი დასწავლის მქონე მოსწავლის რაც შეიძლება ადრეული იდენტიფიკაცია პრევენციისათვის;
      4. სასკოლო სივრცეში LLD-ის მქონე მოსწავლის პირველადი ნიშნების იდენტიფიკაციისთვის ,,დისლექსია/LLD-ის ადრეული ნიშნების საიდენტიფიკაციო „ჩეკლისტის“ გამოყენება
      5. LLD-ის მქონე მოსწავლე ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით ისწავლის ინტერვენციის გეგმის შედგენას და მის პრაქტიკაში გამოყენებას;
      6. გაეცნობა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ადაპტაციის ხერხებს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლესთან.


      ტრენინგის ფორმატი, ხანგრძლივობა და დროში განაწილება:

      ტრენინგი გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. ხანგრძლივობა შეადგენს 10 საკონტაქტო საათს. მოდულს ეთმობა 3 დღე, პირველი და ბოლო შეხვედრა 2 საათი, ხოლო მეორე 4 საათი. ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე დასაშვებია დღეების და საათების სხვაგვარი განაწილებაც.

      • 14 მარტი (ონლაინ); 16:00 - 18:00 სთ.
      • 15 მარტი (ფიზიკურად); 15:00 - 19:00 სთ.
      • 16 მარტი (ონლაინ); 16:00 - 18:00 სთ.

       

      სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა

      სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2024/2025 აკადემიური სასწავლო წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას (National Scholarship Program).

      ზემოაღნიშნულ სტიპენდიაზე განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს და მკვლევარებს.

      სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.
      სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.

      სასტიპენდიო პროგრამა

      მკვლევართათვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამებში მისაღებ ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დოქტორის ხარისხის ფლობა. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ, ან იაპონურ ენას. ასევე, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მკვლევარი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანას.

      იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაბამის სასწავლო მასალებს, განთავსებას, ორმხრივ ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
      სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით (Japan Standard Time).

      განაცხადის ბმული:
      https://www.mif-japan.org/en/fellowship/announcement/

      პროფესორი თეა გოგოტიშვილი ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი ამსტერდამში, ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

      ვულოცავთ ქალბატონ თეას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

      თურქეთის რესპუბლიკის მიერ ცხადდება ქართველი მკვლევარებისთვის განკუთვნილი TUBITAK-ის საგრანტო პროგრამები

      ქართველი მკვლევარებისთვის განკუთვნილი TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Turkey) საგრანტო პროგრამები.

      გამოცხადებულია ორი კონკურსი:

      1. საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის
      2. საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის


      აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯებით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს.

      დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელ. ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/

       
      ონლაინ ტრენინგი სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ

      26 თებერვალს, 13:00 საათზე, SANGU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ ტრენინგი სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ.

      ტრენინგის თემები:

      • ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზების, ელექტრონული რესურსები წვდომა/გამოყენება
      • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების შესაძლებლობა ღია ან ჰიბრიდული წვდომის ჟურნალებში

      ტრენერი: მარიკა ჟორჟოლიანი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი.

      ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი ნაშრომების სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებით, ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც მუშაობენ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე.

      ღონისძიების ბმული:
      https://us02web.zoom.us/j/88317635356?pwd=dmZDVW42djAxU0U2WG1yZlRWZVR6Zz09

      Meeting ID: 883 1763 5356
      Passcode: 954000

      გამოცხადდა ინდონეზიის რესპუბლიკის KNB სასტიპენდიო პროგრამები

      ინდონეზიის განათლების, კულტურის, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ 2024/2025 აკადემიური წლისთვის გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები.

      სასტიპენდიო პროგრამები მოიცავს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სასწავლო პროგრამებს ინდონეზიის რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო უნივერსიტეტებში.

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: KNB Scholarship Indonesia (kemdikbud.go.id)

      ცხადდება სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების კონკურსი

      სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი.

      პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგი ორი მოთხოვნიდან:

      1. აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართულებით
      2. მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართულებით


      აღნიშნული პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ასევე ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.

      სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან - მ.წ. 6 მარტის ჩათვლით. განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://en.snu.ac.kr/admission

      განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://en.snu.ac.kr/admission/overview/notice?sc=y

      დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: ტელ.: +82 2 880 2519; ელ. ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr

      გამოცხადდა რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

      რუმინეთის მთავრობის მიერ გამოცხადდა ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

      სტიპენდიები გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისთვის, რუმინეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ყველა სფეროში, გარდა მედიცინისა, სტომატოლოგიური მედიცინისა და ფარმაციისა. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტიპენდიების ბენეფიციარები ისწავლიან მხოლოდ რუმინულ ენაზე. სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ, ან სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ უცხო ენაზე. სწავლის დაწყებამდე, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ რუმინული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, გამონაკლისია სადოქტორო სტიპენდიის მფლობელები, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი უცხო ენა.

      სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსა და ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას (მოსამზადებელი წლის ჩათვლით).

      დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გააგზავნონ მოთხოვნა სპეციალური პლატფორმის მეშვეობით - Study in Romania. კანდიდატებს შეუძლიათ პლატფორმის გახსნა ბმულზე: https://studyinromania.gov.ro

      განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 მარტი.

       
      ონლაინ შეხვედრა ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის



      13 თებერვალს, 19:00 საათზე, SANGU-ს ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართება.

      შეხვედრაზე განხილული იქნება დეტალური ინფორმაცია HR პროგრამის შესახებ.

      შეხვედრა ჩატარდება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით: https://us06web.zoom.us/s/82908925425

       

      ქართველოლოგიის VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

      კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.

      VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი).
      საკონტაქტო პირი:
      დოქტ. ირინა გოგონაია
      პროექტის კოორდინატორი,სასწავლო და სასერთიფიკატო პროექტების სამსახურის უფროსი
      ტელ.: 577 79 54 54
      E-mail: irinagogonaia@manuscript.ge

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2024 წლის 15 თებერვალს, 14:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის დარბაზში (IV სართული) შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) დისერტანტის დეკანოზ ბესარიონ (ბესიკ) ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის ,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა“ დაცვა.
      სადოქტორო პროგრამა ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული.

      დოქტორანტის რეცენზენტები:
      ისტორიის დოქტორი, გვანცა ბურდული
      ისტორიის დოქტორი, მერაბ კეზევაძე

      მოხალისეობრივი პროექტი

      არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand-ი იწვევს სტუდენტებს მოხალისეობრივ პროექტში: "ასწავლე ქართული ენა საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს, მათ შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებს".
      სამ თვიანი მონაწილეობის შემდეგ, წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს.

      რეგისტრაცია მიმდინარეობს ამა წლის 20 თებერვლამდე.
      სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/nVgRPP7i2FG422WC9

      ლატვიის რესპუბლიკის უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამები

      ლატვიის რესპუბლიკის უნივერსიტეტების მიერ 2024/2025 აკადემიური წლისათვის გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის.

      სასტიპენდიო პროგრამებზე განცხადების მიღება იწყება მ/წ 1 თებერვალს და მთავრდება 2024 წლის 1 აპრილს.

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ელექტრონულ ბმულებს:
      https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships
      https://studyinlatvia.lv/

       

       
      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2024 წლის 6 თებერვალს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (I კორპ.; IV სართული) შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ ლაშა დოხნაძის სადისერტაციო ნაშრომის "საქართველოში წარმართულ და ქრისტიანულ მორალურ-ეთიკურ სისტემებში მსხვერპლშეწირვის მექანიზმების ურთიერთჩანაცვლება და მისი შედეგები“ დაცვა.

      სადოქტორო პროგრამა "საქართველოს ისტორია".

      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელები:

      • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან მათეშვილი.
      • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული


      დოქტორანტის რეცენზენტები:

      • ისტორიის დოქტორი, მიხეილ ქართველიშვილი
      • ეთნოლოგიის დოქტორი, მირიან ხოსიტაშვილი
      ცხადდება მიღება ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამაზე

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამას.


      კურსის მიზანია
      მსმენელებს ჩამოუყალიბდეთ ადამიანური რესურსების მართვის ფართო ხედვა, რაც გულისხმობს HR სისტემების სწავლებას, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის ასევე თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.

      სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის ძირითად საკითხებსა და თანამედროვე ხედვებს.


      სასწავლო პროცესი ითვალისწინებს მსმენელების აქტიურ ინტერაქციასა და ჩართულობას, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაანალიზონ რეალური HR პროექტები.
      თითოეული ბლოკის დასრულების შემდეგ მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებაზე, ხოლო სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტს.


      კურსი განკუთვნილია,
      როგორც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ და შეისწავლონ ადამიანურ რესურსების მართვა.

      მსმენელებს ვთავაზობთ კარიერულ კონსულტირებას და დასაქმების ხელშეწყობას. მათ მუდმივად დაეგზავნებათ სხვადასხვა სტაჟირების პროგრამები და ვაკანსიები, რომლებსაც უნივერსიტეტს სთავაზობენ პარტნიორი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები.


      სწავლის ხანგრძლივობა:
       30 საათი. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, კვირის დღეებში 19:00-დან 22:00 საათამდე.
      სწავლების ენა: ქართული
      სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული
      სწავლის ღირებულება: 650₾
      რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი.
      საკონტაქტო ელ. ფოსტა: hrsangu@sangu.edu.ge

      გთხოვთ, სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 


      პროგრამის აღწერა

      ადამიანური რესურსების მართვის როლი
      • ადამიანური რესურსების მართვის არსი და მნიშვნელობა ორგანიზაციაში
      • ადამიანური რესურსების მართვა, როგორც მეცნიერება და სასწავლო დარგი
      • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებები
      • HR-ის როლი ორგანიზაციაში
      • HR როგორც ბიზნეს პარტნიორი
      რეკრუტმენტი
      • ეფექტური რეკრუტმენტის როლი ორგანიზაციაში
      • თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია
      • რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები
      • გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები
      • თანამშრომლის ადაპტაცია (On Boarding)
      პოზიციების კატეგორიზაცია და სამუშაო აღწერილობები 
      • პოზიციების კატეგორიზაციის მნიშვნელობა ორგანიზაციაში
      • სამუშაო აღწერილობა (Job Descriptions)
      საკადრო დოკუმენტაციის მომზადება 
      • პერსონალის საშტატო განრიგი
      • საქმისწარმოების ერთიანი წესების“ შესახებ ბრძანებულების განხილვა საკადრო ჭრილში
      • ადამიანური რესურსების მართვა და ბრძანებების ადმინისტრირება
      • პესრონალის პირადი საქმის შექმნა
      • ელექტრონული ფაილინგი - საქმისწარმოება
       საქართველოს შრომის კანონმდებლობა
      • საქართველოს შრომის კოდექსის განხილვა
      • დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება მოვალეობათა განხილვა
      • პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის ცნება
      • დისკრიმინაციული და არადისკრიმინაციული მიდგომები პერსონალთან
      • წინასახელშეკრულებო ურთიერთობების განხილვა
      • შრომით ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა
      • გამოსაცდელი ვადა, სტაჟირება
      • მივლინება - პროცედურები, ბრძანება, სამივლინებო მოწმობა
      • სამუშაო დროის განსაზღვრა და სპეციფიკაციები
      • დასწრების ტაბელი და კონტროლის მექანიზმები
      • ზეგანაკვეთური სამუშაო და ნახევარი განაკვეთის სპეციფიკაციები
      • შვებულება, ბრძანება და სპეციფიკაციები
      • დეკრეტი - შვებულება მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
      • შვებულების მიცემისა და გამოთვლის წესები
      • დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
      • შრომის ანაზღაურება და სახელფასო სისტემის განსაზღვრა
      • ანაზღაურებიდან დაქვითვის წესი
      • შრომითი ურთიერთობის შეჩერება და მისი საფუძვლები
      • ხელშეკრულების და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სპეციფიკაციები (Off Boarding processes)
      • შრომითი დავები
       პერსონალური მონაცემების დაცვა
      • პერსონალური მონაცემების არსი ადამიანური რესურსების მართვაში
      • პერსონალის ფაილების შენახვის, დაცვისა და დამუშავების საერთაშორისო წესები და ადგილობრივი კანონმდებლობა
      • ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის სრული მიმოხილვა Ehrms
      • ფეიროლი
      • პესრონალური მონაცემების ფაილინგის სტანდარტები
      სამოტივაციო და საბონუსე სისტემები 
      • კორპორატიული კულტურის შექმნა
      • თანამშრომელთა მოტივაციისა და დემოტივაციის მოდელები
      • პროფესიული და კარიერული განვითარების მოდელები
      • სამოტივაციო და საბონუსე სისტემების შექმნა
      • დაჯილდოებისა და წახალისების სისტემები (ბენეფიტები)
      • დაზღვევის და სხვა კორპორაციული სეგმენტების ეფექტური განხორციელება
      • პერსონალისთვის საყვედურის გამოცხადების მექანიზმები და დისციპლინური
      • პასუხისმგებლობის დაკისრება
      • ტრენინგ საჭიროებების დაგეგმვა და განსაზღვრა
      • ტრენინგ საჭიროებათა შეფასების მეთოდები
      HR მართვის როლი შრომის უსაფრთხოებაში
      • შრომის უსაფრთხოების ზოგადი მიმოხილვა
      • შრომის უსაფრთხოება და შრომითი პირობების ორგანიზება სამუშაო სივრცეში
      • ადგილობრივი კანონმდებლობის მიმოხილვა
      • HR დეპარტამენტის როლი შრომის უსაფრთხოების მართვის ციკლში
      თანამშრომელთა შეფასება და HR კვლევები
      • თანამშრომელთა შეფასების სისტემები
      • თანამშრომელთა კმაყოფილების გაზომვა
      • საკადრო პოლიტიკის არსი
      • დავალების - პროექტის განსაზღვრა



      სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ორენოვანი სერტიფიკატი (HRM Certificate).
      სერტიფიკატის აღების წინაპირობა:
      პროგრამის მანძილზე, მსმენელებს არ უნდა ჰქონდეთ ორზე მეტი გაცდენა. კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი, რომელიც შეფასდება 100 ქულიანი სისტემით.

       


      ტრენერები

      ნატალია მაისურაძე

      ნატალია მაისურაძე
      სამართლის დოქტორანტი, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით დამხმარე სახელმძღვანელოების თანაავტორი, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში.
      ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები, პროფესიული განვითარება, პერსონალის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცესების/დოკუმენტბრუნვის მართვა, თანამშრომელთა შერჩევა.

      მარიამ გელაშვილი

      მარიამ გელაშვილი
      საჯარო მმართველობის მაგისტრი, HR - მენეჯერი, განათლების სფეროში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
      ძირითადი მიმართულებები - შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები, პროფესიული განვითარება, პერსონალის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცესების/დოკუმენტბრუნვის მართვა, თანამშრომელთა შერჩევა.

      მარიამ ქვარიანი

      მარიამ ქვარიანი
      ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს უფროსი, განათლების სფეროში კარიერული კონსულტირების მიმართულებით 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
      ძირითადი მიმართულებები - კარიერული კონსულტირება, ორგანიზაციული კვლევები, შრომის ბაზრის კვლევა, კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან დასაქმების მიმართულებით თანამშრომლობა

      პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა

      გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program) 2024/2025 აკადემიური წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

      ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, სკოლის უფროსკლასელებისათვის 5 თებერვალს, 16:00 საათზე, ჩატარდება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“.

      ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება:

      • ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურები
      • EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები
      • ვროკავშირის კანდიდატის სტატუსის უპირატესობები საქართველოსთვის

      მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები. 

      ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, 2 თებერვლამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/4b6hsf0

      ტრენინგს გაუძღვება ქეთევან ხურცილავა სამართლის მაგისტრი, სამართლის სკოლის კოორდინატორი, SANGU-ს მოწვეული ლექტორი.

      ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით: https://us06web.zoom.us/j/4188440409?pwd

      Passcode: sangu

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2024 წლის 30 იანვარს, 14:00 საათზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში (I, კორპ.; IV სართული) შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ გრიგოლ ხაჭაპურიძის სადისერტაციო ნაშრომის "საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ისტორიოგრაფია (XIX საუკუნის დასასრული-XX საუკუნის დასაწყისი)“ დაცვა.

      სადოქტორო პროგრამა "საქართველოს ისტორია“.

      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი:

      • ასოცირებული პროფესორი ვახტანგ გურული


      დოქტორანტის რეცენზენტები:

      • ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული
      • ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე მოსიაშვილი

       

      „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“

      25 იანვარს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში "ქალები კიბერუსაფრთხოებაში" ინიციატივის ფარგლებში, ექსპერტების მონაწილეობით, უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართება საგანმანათლებლო სესია თემაზე - „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“.

      საინფორმაციო სესიას გაუძღვებიან "ქალები კიბერუსაფრთხოებაში" ინიციატივის (WIC) დამფუძნებლები ნათია სესკურია და ნატა გოდერძიშვილი, ასევე კიბერუსაფრთხოების სფეროს ბრიტანელი ექსპერტები: Nina Lucksmann – BAE Systems და Joelle Choueifati - TAG International.

      სასაუბრო ენა: ინგლისური
      დასწრება თავისუფალი.

      ცხადდება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.
      მობილობისთვის ეწვიეთ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალს.

      მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

       

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:


      სწავლის წლიური საფასური
       ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 2990 ლარს;
      • საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3900 ლარს;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 3350 ლარს.


      მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2024 წლის 14 თებერვალის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 19:00 საათამდე);
      • აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2024 წლის 13 – 15 თებერვალი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2024 წლის 18 თებერვალი.
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2024 წლის 19 თებერვალი.

       

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება
      2. სტუდენტის ანკეტა
      3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ; 
      7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      8. ფოტოსურათი დისკზე (3X4)
      9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

      დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში.

       

       

      ევროპის საბჭოს მოდელირება სკოლის მოსწავლეებისთვის

      თუ გსურს გახდე შენს სფეროში წარმატებული, ისწავლო სწრაფად, ლოგიკურად და მოხერხებულად გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!

      ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ მიიღონ დასავლური განათლება, განავითარონ ჩვენს საუკუნეში ყველაზე მოთხოვნადი უნარები და გახდნენ კონკურენტუნარიანები, 10 თებერვალს, 11:00 საათზე, გიწვევთ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სიმულაციურ პროექტზე - ევროპული საბჭოს მოდელირება.

      აღნიშნული მოდელირება საშუალებას მოგცემთ განავითაროთ უნარ-ჩვევები და ისწავლოთ: საჯარო გამოსვლა, ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკების ხელოვნება, დებატების ტექნიკა, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ევროსტრუქტურების მუშაობის პრინციპი, რეზოლუციის შემუშავება, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ძირითადი პრინციპები და რაც მთავარია, პრაქტიკაში ნახო, როგორ მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობები!

      სამიტს წარუძღვება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის სალექციო კურსის ხელმძღვანელი, განათლებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, 11 წლიანი ფასილიტაციის გამოცდილების მქონე მშვიდობის ახალგაზრდული ელჩი თამარ თოლორდავა!

      მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 5 თებერვლამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

      მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.

      აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს:

      • კომპიუტერული მეცნიერების ასოცირებული პროფესორის მიმართულებით ერთ აკადემიურ თანამდებობაზე; (აფილირების პირობით)
      • ფსიქოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე; (აფილირების პირობით)


      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 19 და 20 თებერვალი.
      მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


      საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 21 თებერვლიდან ხოლო შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 მარტისა. 


      ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია  დამატებითი    საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები და ჩაითვლება პრიორიტეტად:

      დამატებითი მოთხოვნები კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით:

      • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • სილაბუსი/სილაბუსების შემუშავების გამოცდილება, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით;
      • სერტიფიკატები მითითებული სამუშაო გამოცდილების სფეროში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, პროექტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში.


      დამატებითი მოთხოვნები სფეროდან გამომდინარე:

      • ფართო/ვიწრო სფერო - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები,
      • დეტალური სფერო - პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი
      • ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება შემდეგი სასწავლო კურსების გაძღოლა და სილაბუსების წარმოდგენა: პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების მეთოდები, დიზაინის ნიმუშები, რელაციური და არარელაციური მონაცემთა ბაზები.


      დამატებითი მოთხოვნები ფსიქოლოგიის მიმართულებით:

      • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
      • ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
      • ფსიქოლოგიის ცოდნა შემდეგ მიმართულებებით: განვითარების ფსიქოლოგია, ბიჰევიორიზმი, ფსიქოლოგიის ისტორია, აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია, კოგნიტური ფსიქოლოგია;
      • ფსიქოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
      • სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      • საერთაშორისო ასოციაციის წევრობა;
      • უცხო ენის ცოდნა.


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შეასაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

      საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

      კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს IX საერთაშორისო მრავალდარგობრივ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა აბსტრაქტების მიღებას.

      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

      თურქეთის რესპუბლიკის სასწავლო სტიპენდიები

      თურქეთის რესპუბლიკა აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე.

      დამატებით ინფორმაციას გაეცფანით ბმულზე.

      საჯარო ლექცია:„პოლიტიკური ფილოსოფია შუა საუკუნეებში - წმ. ავგუსტინე და წმ. თომა აკვინელი“

      2023 წლის 26 დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ირაკლი ჯავახიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური ფილოსოფია შუა საუკუნეებში- წმ. ავგუსტინე და წმ. თომა აკვინელი“.

      შეხვედრის ბმული: https://meet.google.com/cei-mxpg-vxb

       

      დასწრება თავისუფალია.

      სერტიფიცირებული კურსები უფროსკლასელებისთვის

      22 დეკემბერს, 19:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შურღულაია უფროსკლასელებს (IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს) გაუწევს მენტორობას დიდი ბრიტანეთის Open University-ის მიერ შემუშავებულ პროფესიულ სერტიფიცირებულ კურსებს: „რა არის პოლიტიკა“ და „რა არის ევროპა“.

      კურსის ფარგლებში:

      • შეისწავლით რა არის პოლიტიკა: პოლიტიკის არსი, პოლიტიკური ასპექტები, პერსპექტივები პოლიტიკაში.
      • შეისწავლით ევროპის პოლიტიკურ სისტემას და ინსტიტუტებს.
      • დეტალურად გაეცნობით ელექტრონული კურსის სპეციფიკას და პორტალის მუშაობის პრინციპებს.


      წინასწარი რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/8wSslEXy
      კურსის წარმატებით დასაძლევად, სასურველია ფლობდეთ ინგლისური ენის B1 დონეს.

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: t.shurghulaia@sangu.edu.ge
      შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
      ონლაინ შეხვედრის ბმული: https://cutt.ly/VwSslGzS
      შეხვედრის ხანგრძლივობა: 90 წუთი.

      ცხადდება კონკურსი საქართველოს ისტორიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს საქართველოს ისტორიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 15 და 16 იანვარი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

      კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 29 იანვრისა.


      ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;


      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;


      კონკურსში მონაწილეთაგან უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: დოქტორის აკადემიური ხარიხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

      პროფესორ მარინა ჩხარტიშვილის კრებულის "გურული ეთნოგრაფიული სამზარეულო" წარდგინება

      21 დეკემბერს, 14:00 საათზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, მარინა ჩხარტიშვილის კრებულის - "გურული ეთნოგრაფიული სამზარეულო" წარდგინება.

      კრებული ორი ნაწილისგან, გურული ეთნოგრაფიისა და გურული სამზარეულოსგან შედგება. მასზე მუშაობის პროცესში, ავტორმა დიდი ძალისხმევის შედეგად, სპეციალური ლიტერატურისა და გურული ქალბატონების და ბატონების დახმარების მოიპოვა დაკარგული რეცეპტები და შეძლო ძველი თაობიდან თაობას გადაცემული რეცეპტებით ბავშვობაში დაებრუნებინა მკითხველი.

       

      აკადემიკოს როინ მეტრეველს ვულოცავთ იუბილეს
      გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სახელით გულითადად ვულოცავთ იუბილეს.

      გვახარებს, რომ ბატონი როინი მრავალი წელია ჩვენს უნივერსიტეტში უძღვება საისტორიო მეცნიერებათა სწავლებასა და კვლევას.

      ვუსურვებთ დღეგრძელობას, წარმატებას და წინსვლას პირად ცხოვრებასა და სამეცნიერო საქმიანობაში.
      "რაც ქალებს აძლიერებს"

      2023 წლის 13 დეკემბერს, 16:00 საათზე, წმ.ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ქართველი ფსიქოლოგის, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრის, დიმიტრი უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავჯდომარის მოადგილის, ფსიქოლოგიის სამეცნიერო ჟურნალების მთავარი საბჭოს წევრის, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ლექტორის ბატონ ზურაბ ვახანიას საჯარო ლექცია თემაზე: "რაც ქალებს აძლიერებს"

      აღნიშნული ლექცია-ტრენინგი ზურაბ ვახანიამ SAKOSI მასტერკლასის ორგანიზებული ღონისძიებისთვის შექმნა, რომელსაც დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა არამარტო ქალებისგან, არამედ მამაკაცებისგანაც.

      ღონისძიების ორგანიზატორია SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გვანცა ტაბაღუა.

      ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

      მისამართი: ი. ჭავჭავაძის 53ა, წმ.ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, I კორპუსი, IV სართული, დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

      ცხადდება კონკურსი ბიბლიოთეკარის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე.

      საქმიანობის აღწერა:

      • მკითხველის საჭიროებებიდან გამომდინარე, საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
      • მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
      • მკითხველებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა საბიბლიოთეკო რესურსებთან დაკავშირებით;
      • მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
      • მკითხველისთვის კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებაში;
      • ბიბლიოთეკის პროექტებში მონაწილეობა;


      მოთხოვნები:

      • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
      • გუნდური მუშაობის უნარი
      • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
      • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
      • მოტივირებულობა
      • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
      • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი
      • რომელიმე ევროპული ენის (ინგლისური, ფრანგული გერმანული) ცოდნა .
      • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, Google სერვისები


      სამუშაო განაკვეთი:

      • კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. (შესაბამისი გრაფიკი)


      დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე library@sangu.edu.ge გამოაგზავნოთ:

      • CV ფოტო სურათით.
      • სამოტივაციო წერილი (სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს)
      • უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)


      დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 305 363

      კონკურსის ჩატარების ფორმატი:

      • I ეტაპი – განაცხადების მიღება იწარმოებს 1 დან 12 დეკემბრის ჩათვლით
      • II ეტაპი – გასაუბრება. თარიღი გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან ტელეფონით
      საჯარო ლექცია: მიჯაჭვულობასა და ტრავმასთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში

      2023 წლის 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ფილოსოფიის დოქტორ მარგერიტა სპანიოლა ლობბის საჯარო ლექცია თემაზე: „მიჯაჭვულობასა და ტრავმასთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში“.

      თერაპიული გამოცდილების „აქ და ახლას“ საფუძლველს წარმოადგენს ის დასწავლილი ფონი, რომელიც შეძენილ იქნა წინა მნიშვნელოვანი ურთიერთობების დროს. სხეულის პროცესი, სელფის განსაზღვრა და კრეატიული არჩევანი, რომელსაც პაციენტი და თერაპევტი გადიან სესიის დროს, არის ინტეგრაციისა და ურთიერთგაგების შედევრი, რომელიც მოიცავს ორივე მათგანის გამოცდილებას და წარიმართება „სხვასთან ერთად - ყოფნის“ ახალი გზის მიმართულებით. როდესაც პაციენტი გაჭედილია ტრავმატულ სიტუაციებში, აუცილებელია მისი მიჯაჭვულობის სრულად გაგება და „გათავისება“, ადაპტაციის მოქნილობის შექმნა, რათა მოხდეს იმ სასიცოცხლო ძალასთან დაკავშირება, რომელსაც ყველა გამოცდილება, თუნდაც ეს იყოს ტანჯვა - ინარჩუნებს.

      მონაწილეები შეისწავლიან გეშტალტ თერაპიის პერსპექტივიდან მიჯაჭვულობის პატერნებთან მუშაობას ტრავმისგან განკურნების მიზნით.

      მარგერიტა სპანიოლა ლობბი, საერთაშორისოდ გაწვრთნილი და აღიარებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ფოკუსირებულია ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის მხარდაჭერაზე ტრავმის შემოქმედებითი ადაპტაციის ასპექტების გათვალისწინებით.


      მარგერიტა სპანიოლა ლობბი

      • ფილოსოფიის დოქტორი
      • იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის (Istituto di Gestalt HCC Italy) დირექტორი  (სირაკუზა, პალერმო და მილანი)
      • საერთაშორისო ტრენერი
      • გეშტალტ თერაპიისა და ფსიქოპათოლოგიის, ასევე სუპერვიზორთა სასწავლო პროგრამის ტრენერი 
      • ქ-ნი სპანიოლა ლობბი გახლავთ NYIGT, SPR, GTA სრული წევრი

      იტალიის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი (FISIG), ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის (EAGT) ექს-პრეზიდენტი, ამჟამად EAGT-ს სამეცნიერო კვლევითი კომიტეტი, იტალიის გეშტალტ  ფსიქოთარაპიის საზოგადოების დამაარსებელი (SIPG).    

      მარგერიტა სპანიოლა ლობბი არის 275 პუბლიკაციისა და 14 წიგნის ავტორი და რედაქტორი.

      მისი წიგნი „ახლა მომავლისთვის ფსიქოთერაპიაში. გეშტალტ თერაპია პოსტმოდერნის საზოგადოებაში“ („Now for Next in Psychotherapy. Gestalt therapy in a postmodern society") ნათარგმნია 9 ენაზე და ამჟამად მისი თარგმნა მიმდინარეობს ქართულადაც.

      მისი ნამუშევრები: „ესთეტიკური რელაციური ცოდნა“ („Aesthetic Relational Knowledge“), „დომენების პოლიფონიური განვითარება“ ("Polyphonic Development of Domains")  და „ცეკვის ნაბიჯები თერაპევტსა და კლიენტს შორის ("Dance Steps between therapist and client"), ის კონცეფციებია, რომელთაც ავტორი იკვლევს და ქმნის სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

      მარგერიტა სპანიოლა ლობბი ფსიქოთერაპევტი და მკვლევარი. თავის კლინიკურ საქმიანობაში, გეშტალტ თერაპიის პრინციპები ჰერმენევტიკის გზით განავითარა უფრო ველზე ორიენტირებულ, ფენომენოლოგიურ და ესთეტიკურ მიდგომად.   პეტრო კავალერისთან ერთად ახლახანს დაარედაქტირა წიგნი „სიტუაციის ფსიქოპათოლოგია გეშტალტ თერაპიაში: ველზე ორიენტირებული მიდგომა“, რომლის ინგლისური ვერსიაც გამოცემის (Routledge) პროცესშია. მან მიიღო ჯილდო  გეშტალტ თერაპიის განმავითარებელი ასოციაციისგან (AAGT, Toronto, Canada, August 2018).


      ორგანიზატორები:

      • საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაცია

      • წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

      • კავკასიის გეშტალტ თერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი


      ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 8 დეკემბრამდე მითითებულ ბმულზე.


      ლექციის ენა:
      ინგლისური და ქართული (თარგმანით).

      მონაწილეები: გეშტალტ თერაპევტები, ფსიქოლოგები, სხვადასხვა მოდალობის ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები, კლინიკური სოციალური მუშაკები. დამამთავრებელი კურსის, კურსდამთავრებულების და დოქტორის ხარისხის სტუდენტებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც აინტერესებს აღნიშნული საკითხები.

      მისამართი: ილია ჭავჭავაძის 53ა,  წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი; პირველი კორპუსი, მე-4 სართული.

      ელ. ფოსტა: sophie.verulashvili@gmail.com

       
      დოკუმენტური ფილმის ჩვენება „გამაგრდით, არხოტიონნო“

      28 ნოემბერს, 14:00 საათზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „გამაგრდით, არხოტიონნო“ ჩვენება.

      პროექტის ხელმძღვანელი: ლია ტოკლიკიშვილი.

      ფილმის ავტორები: ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული.

      რეჟისორი: ბესიკ გაფრინდაშვილი.

      დასწრება თავისუფალია.

      "წარმატებული ქართველი ქალები ემიგრაციაში"

      29 ნოემბერს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება SANGU-ს მოწვეული ლექტორის, ისტორიის დოქტორის რუსუდან დაუშვილის საჯარო ლექცია თემაზე "წარმატებული ქართველი ქალები ემიგრაციაში".

      ლექცია ეხება 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს მიუხედავად იმისა, რომ მათ დაიტოვეს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობა და არ მიიღეს იმ ქვეყნების ქვეშევრდომობა, სადაც ცხოვრება უწევდათ.

      დასწრება თავისუფალია!

      პროექტის „ქალები და ომი“ შემაჯამებელი ღონისძიება

      საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA Georgia) ორგანიზებით 20 ნოემბერს, 18:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის „ქალები და ომი“ შემაჯამებელი ღონისძიება.

      დღის წესრიგი:

      • ინტერსექციურობის საკითხი, გენდერისა და ომის ჭრილში. მომხსენებელი: მედეა გუგეშაშვილი (UN Women Georgia)
      • ქალთა მიმართ ძალადობა, როგორც ომის ერთ-ერთი საშუალება (რუსეთ-უკრაინის და სირიის სამოქალაქო ომის მაგალითი). მომხსენებელი: ნიტა ქოჩიშვილი (YATA Georgia)
      • მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯილდოება
      შეხვედრა საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან

      დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით 21 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნება ბანკის მისია და მიზნები, დასაქმების შესაძლებლობები, აქტიური ვაკანსიები და კადრების შერჩევის სპეციფიკა.

      დასწრება თავისუფალია.

      შეხვედრის ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (I კორპ. IV სართ.)

      ცხადდება ღია კონკურსი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

      ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023  წლის 11 და 12 დეკემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

      კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის 26  დეკემბრისა.

       

      1. პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

      2. თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
        1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
        2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
        3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
        4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
        5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
        6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
        7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

      3. პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:
        1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
        2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
        3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
        4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
        5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

      4. როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:
        1. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
        2. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
        3. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
        4. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
        5. ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).

      5. პრიორიტეტი მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე კონკურსანტს.


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;(წარმოდგენილი ფორმით)
      2. ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

       
      მიმაგრებული დოკუმენტაცია:

       

      საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე

      ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ განხორციელდება 2024 წლის მაისში.

      საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა. უკვე მესამედ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ საგრანტო კონკურსში და მოიპოვა პროექტის დაფინანსება.

      პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის – ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. საგაზაფხულო სკოლის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს:

      1. ტერმინები “აფხაზი” და “აფხაზეთი”;
      2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე (ახალი მოდული);
      3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე;
      4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი (ახალი მოდული);
      5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა;
      6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

      სალექციო კურსთან და ვორქშოფებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი მაგიდისა და პანელურ ფორმატში, ასევე, გასვლითი აქტივობები სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების მოსანახულებლად. ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევრები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს. სკოლის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.

      სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge

      სააპლიკაციო ფორმა (ქართული)

      სააპლიკაციო ფორმა (ინგლისური) 

      შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 თებერვლისა.

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
      E-mail: abkhazia.school@manuscript.ge

      ვულოცავთ

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ფილოსოფოსს, პროფესორ ირაკლი ბრაჭულს საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ დაბადების დღეს.

      ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

      საინფორმაციო შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
      2023 წლის 2 ნოემბერს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან, ნატო სულთანიშვილთან.
       
      მთელი ქვეყნის მასშტაბით სააგენტოს დაქვემდებარებაშია 100 დაცლი ტერიტორია, რომელსაც მართავს 24 ტერიტორიული ადმინისტრაციის მეშვეობით. დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზანია ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკოტურიზმის განვითარება, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.
       
      დასწრება თავისუფალია.
      Welcome Party

      2023 წლის, 30 ოქტომბერს, 19:00 საათზე „ოტიუმში“ SANGU-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პირველკურსელ სტუდენტებს გიწვევთ „WELCOME PARTY"-ზე.

      ღონოსძებაზე დასასწრებად, გთხოვთ, იქონიოთ SANGU-ს სტუდენტური ბარათი ან პირადობის მოწმობა.

      „WELCOME PARTY"-ზე დასწრება უფასოა!

      მდებარეობა: კუს ტბის ასახვევი.

      საჯარო ლექცია: "ილია ჭავჭავაძის მკვლელობა"

      2023 წლის 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პროფესორ ვახტანგ გურულის საჯარო ლექცია თემაზე  "ილია ჭავჭავაძის მკვლელობა".

      დასწრება თავისუფალია.

       
      საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან

      2023 წლის 1 ნოემბერს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებთან.
      შეხვედრის გეგმა

      • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიერ პრეზენტაციის ჩატარება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, ადმინისტრაციის გამოცდილების გაზიარება საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შესახებ;
      • აუდიტორიის კითხვებზე პასუხების გაცემა;
      • აპარატების დემონსტრირება, ფუნქციური განმარტება;
      • კენჭისყრის იმიტაცია (მოიცავს უშუალოდ მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, წინასწარი შედეგების გასაჯაროების ახლებური გადაწყვეტის გაზიარებას);

      დასწრება თავისუფალია.

      მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი „მარადიული ღირებულებები და მარადცვალებადი სამყარო“

      2023 წლის 15-18 თებერვალს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“. სიმპოზიუმი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.


      სიმპოზიუმზე მუშაობდა სამი სექცია:

      1. მარადიული ღირებულებები და განათლება
      2. მარადიული ღირებულებები და კულტურა
      3. მარადიული ღირებულებები და საზოგადოება


      სიმპოზიუმში მონაწილეობდა 50 მეცნიერი, მათ შორის 28 იყო საქართველოდან, ხოლო 22 - უცხო ქვეყნებიდან (ავსტრია, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, გერმანია, ისრაელი, ლიბანი, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სომხეთი).

      სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ:

      • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
      • ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი;
      • საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.


      სამეცნიერო ფორუმის დამთავრების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრს მისცა ლოცვა–კურთხევა გაეგრძელებინა მუშაობა სიმპოზიუმზე განხილული საკითხების გარშემო. ამ მიზნით საერთაშორისო ქრისტიანული ცენტრის გადაწყვეტილებით დაფუძნდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“.

      გიწვევთ ამ სემინარის პირველ სხდომაზე – „ერი და ეროვნული ცნობიერება“. სემინარი გაიმართება თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე.
      სემინარზე წაკითხული იქნება სამი მოხსენება:

      1. ეროვნული თვითშეგნების ბიბლიური გააზრება
      2. ეროვნული ცნობიერება – ფასეულობები, დანიშნულება, თვითმყოფადობა
      3. ქართული ეროვნული ცნობიერების უმთავრესი ნიშნები


      ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან ერთად სემინარის პირველი სხდომის ორგანიზატორები არიან:

      • საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
      • ფასეულობათა კვლევის საზოგადოება.
      ბიზნეს ინფორმატიკის ერთობლივმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ბიზნეს ინფორმატიკის ერთობლივმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.

      ბიზნეს ინფორმატიკა არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University) თანამშრომლობით. პროგრამა გთავაზობს თანამედროვე განათლებას უმაღლესი დონის გამოცდილების მქონე პროფესიონალების მოსამზადებლად ინფორმაციული ტექნოლოგიების დინამიკურ სფეროში.

      კურსდამთავრებულს მიენიჭება ინფორმატიკის მაგისტრის და ბიზნეს ინფორმატიკის მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი:

      • SANGU - ინფორმატიკის მაგისტრი/Master of Science in Informatics (კოდი: 0613.1.1)
      • NKU - ბიზნეს ინფორმატიკის მაგისტრი/Master of Science in Business Informatics
      ინტელექტუალური შეჯიბრი "რა? სად? როდის?"

      17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება ინტელექტუალური შეჯიბრი "რა? სად? როდის?".

      სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: "სვეტიცხოველი - "საუკუნეებით შემონახული ისტორია"

      2023 წლის 18 ოქტომბერს 13:00 საათზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია: ,,სვეტიცხოველი - საუკუნეებით შემონახული ისტორია".
      კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტები: გიორგი ჩანქსელიანი, ელენე ხაჭაპურიძე, თამარ ჩიტუაშვილი, თათია ჯანხოთელი, მარიამ ყურუა.

      დასაქმების ფორუმი SANGU-ში

      თუ სტუდენტი ხარ და პირველ სამსახურს ეძებ, ან უბრალოდ ახალ კომპანიაში გაინტერესებს საკუთარი ძალების გამოცდა, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწრო SANGU-ს დასაქმების ფორუმს.
      19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, SANGU-ს შიდა ეზოში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით იმართება დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაციები.

      დასაქმების ფორუმი ტარდება როგორც სტუდენტებისთვის, ისე კურსდამთავრებულებისათვის.
      ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან და მათი დასაქმების ხელშეწყობა. სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ადგილზე გაიგონ სხვადასხვა კომპანიაში არსებული ვაკანსიები.

      ➜ დასაქმების ფორუმში მონაწილე ორგანიზაციები:

      • შემოსავლების სამსახური
      • იუსტიციის სახლი/ იუსტიციის სამინისტრო
      • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
      • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
      • ჯორჯიან ვოთერენდ ფაუერი GWP - საქართველოს წყალმომარაგების კომპანია
      • პალიტრა მედია ჰოლდინგი
      • ევექსი - სამედიცინო კომპანია
      • Majorel georgia - მეიჯერელ საქართველო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში ერთ–ერთი ლიდერი კომპანია
      • კომპანია პრაგმა - კომპანია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა ბიზნეს პროცესების აუთსორს მომსახურებას
      • ლოიალტე - აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია/ Hiro.ge - HR სერვისების აუთსორსინგული კომპანია
      • Sfero.ge – პლათფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აიერთიანებს დასაქმებას, განათლებას და კარიერულ ზრდას
      • Awork - პირველი ქართული დასაქმების აპლიკაცია საქართველოში
      • UNI Jobs - სამუშაო გამოცდილების არმქონე ახალგაზრდების და კომპანიების დამაკავშირებელი ციფრული პლატფორმა
      • Inn Hospitality - სასტუმროთა ქსელი
      • CMX Solutions Georgia
      • საქართველოს ბანკი
      • თიბისი ბანკი
      • კრედო ბანკი
      • ლიბერთი ბანკი
      • ფაშა ბანკი
      • სადაზღვევო კომპანია - უნისონი
      • PSP დაზღვევა - სადაზღვევო კომპანია
      • ამბოლი - ავტოპროდუქტების რეალიზატორი კომპანია
      • ალკორიუმი - ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელი
      • რონიკო - ოპტიკური კომპანია
      • Optimo.ge - ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი პროგრამა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის
      • prosperso's bookshop/პროსპეროს წიგნები - წიგნების მაღაზია
      • dunkin/wendy's/subway
      • გასტრონომი - დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი
      • კონტაქტ ჰოუმი - ტექნიკის მაღაზიათა ქსელი
      • ნიკორა - სუპერმარკეტების მაღაზიათა ქსელი
      სტუდენტთა საყურადღებოდ!

      SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად.

      მსურველებმა დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:
      555 091 091
      555 329 894

      12 ოქტომბერი SANGU-ს დაბადების დღეა

      15 წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ახალი, თუმცა ძველი, ტრადიციული, ქართული სააზროვნო გზის გამგრძელებელი საგანმანათლებლო კერა, რომელმაც ღირებულებათა გადაფასების თანამედროვე ეპოქაში სულიერებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება, რწმენისა და ცოდნის სინთეზი დაისახა მიზნად.

      ამ დროიდან დღემდე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც მეგობრული და სიყვარულით გაჯერებული ატმოსფეროა, უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურზე ხარისხიან ცოდნას აწვდიან სტუდენტებს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები.

      დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტმა, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული პროფესიონალების არაერთი თაობა გამოუშვა.

      ყველა თაობის SANGU-ელს ვულოცავთ მშობლიური უნივერსიტეტის იუბილეს!

      წარმოდგენა/სპექტაკლი: „ კათალიკოს პატრიარქი - ამბროსი ხელაია“

      კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი „იცანი“, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით და დაფინანსებით აგრძელებს ღონისძიებათა ციკლს, მიძღვნილს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საიუბილეო თარიღისადმი.

      12 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, გეპატიჟებით კულტურულ შემეცნებით წარმოდგენა/სპექტაკლზე: „ კათალიკოს პატრიარქი - ამბროსი ხელაია“.

      დასაწყისი: 13:00

      რეჟისორი: გოგა თავაძე
      მსახიობები: ლევან კაციაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, ლაშა გრძელიძე და ზურა არუსია.
      საღამოს დაასრულებს კონცერტი. ცნობილი მუსიკოსის, კაკო ვაშალომიძის ჯაზ ბენდი "დიქსი ლენდი", ყველასათვის სასიამოვნო და გემოვნებიან კომპოზიციებს შეასრულებს რეტრო ჯაზის სტილში.

      "ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები"

      11 ოქტომბერს, 14:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფსოქოლოგიის დოქტორის, პროფესორ ნონა ახალაშვილის წიგნის "ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები" პრეზენტაცია.

      დასწრება თავისუფალია

      სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

      სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2023 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით. 

      იხილეთ სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტითდაფინანსებისთვის ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია.

      საქართველოს მთავრობის დადგენილება N323, 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ.

       
      სლოვაკეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა

      2023/2024 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისათვის ცხადდება სლოვაკეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა (Naaanal Scholarship Program).

      განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD მკვლევარებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევარებსა და ხელოვანებს. სტუდენტებს და PhD მკვლევარებს შეუძლიათ ასევე განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე www.scholarships.sk ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.

      სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი ცენტრალური ევროპის დროით.

      უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამები

      2023- 2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა (უმაღლესი განათლების პირველი საფეხური ბაკალავრიატი)

      სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება 2023 წლის 7 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

      საჭირო დოკუმენტები:

      უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

      უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი. ასევე უნდა წარმოადგინონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.

       

      2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა (უმაღლესი განათლების მეორე საფეხური მაგისტრატურა)

      სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება 2023 წლის 11 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით.

      საჭირო დოკუმენტი:

      უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

      მიღება აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში

      ​ SANGU-ს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე 9 სასწავლო საგანში:

      • ქართული ენა და ლიტერატურა
      • უცხოური ენა
      • ზოგადი უნარები
      • მათემატიკა
      • ისტორია
      • ფიზიკა
      • ქიმია
      • ბიოლოგია
      • გეოგრაფია

      ➜ აბიტურიენტთა თხოვნის გათვალისწინებით ონლაინ რეგისტრაცია გახანგრძლივდა 14 ოქტომბრის ჩათვლით, დეტალური ინფორმაცია ნახე აქ: https://cutt.ly/6wvuyzih
      ➜ ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად გადადი ბმულზე: https://cutt.ly/IwvuyoNJ

      ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე

      ისტორიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 23 და 24 ოქტომბერს, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის 10 ნოემბრისა.

      1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

      2. თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

       3. პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

       4. კონკურსში მონაწილეთაგან უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: დოქტორის აკადემიური ხარიხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

      5. როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია  დამატებითი    საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:
      მიმაგრებული დოკუმენტები: 

      • სამეცნიიერო გრანტებში მონაწილეოიბა
      • საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრობა.

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. საუნივერსიტეტო სპეციფიკური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

       

       

      გაცნობითი სახის შეხვედრა პირველკურსელებთან

      18 სექტემბერს, 10:00 საათზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართება ტრადიციული გაცნობითი სახის შეხვედრა პირველკურსელებთან.

      გთხოვთ, დაესწროთ.

      ცხადდება მიღება დოქტორანტურის საფეხურზე

      დოქტორანტურაში მიღების პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      1. აპლიკანტთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2023 წლის 1 – 7 სექტემბერი; (სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათს - 11:00 საათიდან 15:00 საათამდე) 
      2. გასაუბრება სპეციალობასა და უცხო ენაში - 2023 წლის 9-10 სექტემბერი 
      3. გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2023 წლის 11-12 სექტემბერი;
      4. ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 30 სექტემბერი - 2 ოქტომბერი. 
      5. სკოლების დეკანატების მიერ ჩასარიცხ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა (დადგენილი დანართის ფორმით), ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა, ბრძანების ასახვა და ჩარიცხული მაგისტრანტების რეგისტრაცია მონაცემების საუნივერსიტეტო ბაზაში - 3 ოქტომბერი. 
      6. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება - 2023 წლის 16-17 ოქტომბერი. 
      7. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და გამოცემა - 2023 წლის 19 სექტემბერი.

      დოქტორანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით);
      2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, (ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს - ასლი , ნოტარიალური დამოწმების გარეშე; 2022 წლის კურსდამთავრებულებისათვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
      3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      4. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
      5. გამოქვეყნებული შრომების სია შრომების ქსეროასლებით (არსებობის შემთხვევაში);
      6. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის (არსებოპბის შემთხვევაში) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (წარმოდგენის და კომისიის შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, დოქტორანტობის კანდიდატი თავისუფლდება გასაუბრებიდან უცხო ენაში);
      7. სამოტივაციო წერილი;
      8. სავარაუდო საკვლევი თემის კონცეფცია;
      9. პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი;
      10. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის (ვაჟებმა) - ასლი;
      11. ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული CD დისკზე;
      12. სტუდენტის ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით).

       

      გრძელდება პირველკურსელთა რეგისტრაცია

      გრძელდება პირველკურსელთა რეგისტრაცია 11 სექტემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. 
      მისამართი: ი. ჭავაჭავაძის 53ა, II კორპუსი; II სართული; ოთახი - 201 


      რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

      • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ან ცნობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე)
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
      • ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
      • სტუდენტის ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით (ივსება ადგილზე);
      • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სრული - 1125 ლარი, ან 50% - 562,5 ლარი);.
      • სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან (წოდების/პოზიციის მითითებით);
      • სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
      • მედალოსნებმა - მედალოსნობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა სკოლიდან (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე SANGU-ს პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში)


      იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, გთხოვთ მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონიოთ:

      • მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
      • მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
      თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22
      ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02

      სასწავლო პროცესი დაიწყება 18 სექტემბრიდან! 

      გრძელდება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი

      გრძელდება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე შემდეგი პროგრამების მიხედვით:
      მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია (გარდა სამართლის და კიბერუსაფრთხოების პროგრამების) - 14 - 20 სექტემბერი (სამუშაო დღეებში 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე );
      მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია სამართლის პროგრამაზე - 14 - 15 სექტემბერი (სამუშაო დღეებში 10:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე);

      გამოცდა უცხო ენაში:

      • სამართლის პროგრამაზე - 18 სექტემბერი - 14:00 სთ;
      • დანარჩენ პროგრამებში (გარდა სამართლისა და ფილოლოგიისა) - 25 სექტემბერი - 12:00სთ;

      გამოცდა სპეციალობაში:

      • სამართლის პროგრამაზე - 18 სექტემბერი - 16:00 სთ;
      • დანარჩენ პროგრამებზე - 25 სექტემბერი - 14:00 სთ;

      გამოცდების შედეგების გამოცხადება :

      • სამართლის პროგრამაზე: - 19 სექტემბერი;
      • დანარჩენ პროგრამებზე - 25,26 სექტემბერი;

      შედეგების გასაჩივრება:

      • სამართლის პროგრამაზე 21-25 სექტემბერი;
      • დანარჩენ პროგრამებზე 27-29 სექტემბერი;

      საბოლოო შედეგების გამოცხადება:

      • სამართლის პროგრამაზე- 25 სექტემბერი;
      • დანარჩენ პროგრამებზე 30 სექტემბერი;

      მეორე ეტაპის გასაუბრება კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრანტობის კანდიდატებთან დაგეგმილია ონლაინ რეჟიმში 22 სექტემბერს, 18:00 საათზე.
      გასაუბრება სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრანტობის კანდიდატებთან დაგეგმილია ჰიბრიდულ რეჟიმში II კორპუსის #101 აუდიტორიაში 22 სექტემბერს, 18:00 საათზე.

      შეხვედრის ონლაინ ბმულები:
      კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა - meet.google.com/oah-yeux-egu
      სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა - https://meet.google.com/exh-msus-jyc
      ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამა - meet.google.com/tyr-ybrg-xva 

       

      გამოსაშვები საღამო 2023

      გაცნობებთ, რომ 14 სექტემბერს, 18:00 საათზე SANGU-ს შიდა ეზოში გაიმართება 2023 წლის გამოსაშვები საღამო ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისათვის.

      ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიროთ რეგისტრაცია:
      https://cutt.ly/iwlfFxV0

       საზეიმო ცერემონია:
      ▪ წითელი ხალიჩა
      ▪ მუსიკალური გაფორმება
      ▪ სიგელების გადაცემის ცერემონია
      ▪ ქუდების აყრის ცერემონია
      ▪ ფოტო/ვიდეო გადაღება
      ▪ ფურშეტი
      ▪ საზეიმო ტორტის გაჭრა

      გაითვალისწინეთ, რომ საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად აუცილებელია მობრძანდეთ მანტიებით.

      მანტიების შესაკერად შეგიძლიათ დარეკოთ მითითებულ ნომერზე:
      599 035 432 ნათია (მანტიის ღირებულება 70 ლარი)

      საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე

      ცხადდება რეგისტრაცია და საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:

      • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური)
      • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)
      • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      •  ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)
      • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
      • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
      • მუსიკა
      • სპეციალური მასწავლებელი (აკრედიტაციის პროცესში)

       

      შეგახსენებთ, #SANGU-ს არაჩვეულებრივ შეთავაზებას:

      • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ადგილების გარდა, SANGU სწავლის წლიური საფასურის 2250 ლარის 40%–ს დაუფინანსებს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მოხვედრილ ყველა მსმენელს!

       

      პროგრამაზე მიღების ადმინისტრირების ვადები:

      • აპლიკანტთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება - 30 აგვისტო - 7 სექტემბერი (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-17:00 სთ. - შაბათი 10:00-15:00სთ.)
      • კონკურსანტებთან გასაუბრება - 11-17 სექტემბერი
      • გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 18-20 სექტემბერი
      • ხელშეკრულებების გაფორმება პროგრამაზე ჩასარიცხ პირებთან - 21-30 სექტემბერი
      • რანჟირების ბრძანების გამოცემა - 5 ოქტომბერი
      • ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა - 6 ოქტომბერი


      რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
      • ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
      • ცნობა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2024 წელს, შეუძლიათ ცნობის მაგივრად წარმოადგინონ საგამოცდო ბარათი);
      • სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).


      რეგისტრაციასთან (საბუთების მიღებასთან) დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 551 39 00 05 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers2024@sangu.edu.ge

      ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

      ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით,  ცხადდება ღია კონკურსი, აფილირების პირობით, ასისტენტ-პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 30 და 31 აგვისტო, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 18 სექტემბრისა.

      1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:

      1.1 ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

      1.2 აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

      2. პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

      2.1 ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:

      • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      • აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

      3. როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
      • პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოკონსულტირებაში;
      • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;(წარმოდგენილი ფორმით)
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ამობეჭდილი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა - ელექტრონული და ამობეჭდილი(წარმოდგენილი ფორმით)
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. სამოტივაციო წერილი;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 3 წელი) ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


      მიმაგრებული დოკუმენტები: 

       

      “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“

      შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად.

      კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას.

      კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

      კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული - ახალგაზრდა, ახალგაზრდების ჯგუფი, ან ახალგაზრდული ორგანიზაცია; თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)ს გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.

      განცხადებები სახელმწიფო მინისტრის აპარატს უნდა მიეწოდოს მ/წ 20 აგვისტოს ჩათვლით.

      კონკურსის პირობები და ვადები იხიელთ ბმულზე

      ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

      კომპიუტინგის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის 2 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 14-დან 16 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის 11 სექტემბრისა.

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნები:

      1.1 ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
      1.2 აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;


      პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

      2.1 ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:

      • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      • აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით;
      • კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
      • მანქანური (მარშინლერნინგი) სწავლების, ვებდაპროგრამების, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ვიზუალიზაციის ცოდნა;
      • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;(წარმოდგენილი ფორმით)
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ამობეჭდილი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა - ელექტრონული და ამობეჭდილი(წარმოდგენილი ფორმით)
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. სამოტივაციო წერილი;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მინიმუმ სამწლიანი მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


      მიმაგრებული დოკუმენტები: 

       

      ცხადდება რიგგარეშე შიდა მობილობა

      ცხადდება რიგგარეშე შიდა მობილობა საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით:

      • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავე სკოლის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის (ქართული ენა და ლიტერატურა) სტუდენტებისთვის;
      • ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავე სკოლის ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის

      ადგილების რაოდენობა:

      • ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 1 ადგილი
      • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 89 ადგილი

      რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • რიგგარეშე მობილობის შიდა განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2023 წლის 15 – 7 ივლისი;
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება, „სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის უარის წერილობითი დადასტურება - 2023 წლის 16 – 10 ივლისი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა რიგგარეშე შიდა მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 23 წლის - 12 ივლისი;
      • რიგგარეშე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების მომზადება და გამოცემა - 2023 წლის 14 ივლისი.

      რიგგარეშე შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (UMS სისტემის საშუალებით)
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული).

      აღიარების კომისიის შემადგენლობა:

      ჰემანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

      • პაპუნა გურული, სამართლის დოქტორი, სკოლის დეკანი, (კომისიის თავმჯდომარე)
      • ეკა დუღაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
      • მარინე კუხალაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, სკოლის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
      • გელა ქისტაური, ისტორიის დოქტორი, კოორდინატორი (კომისიის მდივანი).

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

      • ლევან ქისტაური, სკოლის დეკანი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
      • ნიკო კვარაცხელია ისტორიის დოქტორი, პროფესორი (კომისიის წევრი);
      • ნინო დამენია, ბიზნესის მართვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სკოლის დეკანის მოადგილე (კომისიის მდივანი).
      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2023 წლის 10 ივლისს, 14:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ კახაბერ გლოველის სადისერტაციო ნაშრომის ,,იმერეთის სამეფოსა და ახალციხის საფაშოს ურთიერთობა და საგარეო ორინეტაცია XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის 10-იან წლებში“, დაცვა.

      სადოქტორო პროგრამა ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
      დოქტორანტის რეცენზენტები: ისტორიის დოქტორი ბეჟან ხორავა; ისტორიის დოქტორი ალექსანდრე მოსიაშვილი

      პროექტი"ნატოს სკოლა"

      YATA Georgia თავდაცვის სამინისტროსა და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს პროექტს "ნატოს სკოლა".
      აღნიშნული პროექტი მოიცავს პრაქტიკულ და სალექციო კომპონენტებს.

      პროექტის პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს შეხვედრებს ჩაუტარებენ ნატო-სთან დაკავშირებული საკითხების ექსპერტები.

      პროექტის მეორე ეტაპზე, მონაწილეები ეწვევიან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), სადაც ჩაუტარდებათ სიმულაციური თამაშები და წვრთვნა.

      პროექტის ჩატარების ადგილი:წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი.

      პროექტის ჩატარების განრიგი: 20-21-22 ივნისი.

       
      საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს მორიგ პროექტს

      საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს მორიგ პროექტს: "ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს".

      პროექტის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ მოზარდეთან ურთიერთობისა და მათთვის ცოდნის გადაცემისა.
      პროექტში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, გახდეთ სულიერი მეგობარი და ფასეულობათა გზამკვლევი ახალგაზრდა თაობისთვის.

      თუ შეგიძლია მარტივად და ნათლად გადმოსცე ქრისტიანული სწავლების მთავარი ღირებულებები.

      შეგიძლია მოზარდებისთვის ნაცნობი ლიტერატურიდან, იგავებიდან, ფილმებიდან ან ზღაპრებიდან პარალელების მოყვანა მნიშვნელოვანი თემების შესახებ, როგორებიცაა: რწმენა, ერთგულება, სამშობლო, სიყვარული, თანადგომა, თანაგრძნობა, მეგობრობა, სამყარო და სხვა.

      თუ შეგიძლიათ დააინტერესოთ მოზარდი და ჩართოთ შემეცნებით პროცესში, მაშინ მოამზადე 5-10-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომლითაც გაგვიზიარებ იმიტირებული საგაკვეთილო პროცესის მცირე მაგალითს, პრეზენტაციას ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით.

      ეს პროექტი დაგვეხმარება სამომავლო აქტიურ ურთიერთანამშრომლობაში, ცოდნის გაღრმავებაში, ჩართული იყოთ სხვადასხვა ერთობლივ აქტივობაში და რაც ყველაზე მთავარია, გაგიჩნდებათ საშუალება შეაყვაროთ მოზარდებს ის, რაც თავად გიყვართ.

      რეგისტრაციისა და ვიდეოს გამოსაგზავნად გადადით ქვემოთ მითითებული ბმულზე
      რეგისტრაციის ვადა სრულდება 23.06.2023 18:00-ზე.

      საუკეთესო პრეზენტაციების ავტორები დაჯილდოვდებიან 27.06.2023.

      დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 555697793

      ვულოცავთ ბატონ როინ მეტრეველს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევას

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ულოცავს გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსს, აკადემიკოს როინ მეტრეველს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევას.

      გვახარებს, რომ ბატონი როინი მრავალი წელია ჩვენს უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს საისტორიო მეცნიერებათა სწავლებასა და კვლევას.

      ვუსურვებთ ბატონ როინს ხანგრძლივ, ნაყოფიერ მოღვაწეობას ახალ ასპარეზზე.

      მიღება მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში

      მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ:

       
      მსურველების რეგისტრაცია: 2023 წლის 20 მაისიდან და გაგრძელდება 22 ივნისამდე. აპლიკანტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge

      • რეზიუმე (CV)
      • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

       
      მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით:

      • წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში
      • ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში (საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სტუდენტები უცხო ენაში (C-1 დონეზე) განთავისუფლდებიან ტესტისგან)

      საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 23 ივნისს, 12:00 საათზე (აუდიტორია N 04)

       
      გამოცდების განრიგი:

      • 26 ივნისი, ორშაბათი - 12:00 საათი (წერითი ტესტი უცხო ენაში)
      • 27 ივნისი, სამშაბათი - 12:00 საათი (წერითი ტესტი ქართულში)
      • 27 ივნისი, სამშაბათი - 14:00 საათი (გასაუბრება უცხო ენაში)


      ბრიტანეთის საბჭოს პროფესიონალური მხარდაჭერით 2011 წლის 7 მარტიდან ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა სკოლამ. მის მიზანს წარმოადგენს პროფესიონალი (პრაქტიკოსი) მთარგმნელების და თარჯიმნების მომზადება.

      უნივერსიტეტმა გამოყო სპეციალური აუდიტორია, რომელშიც დამონტაჟდა სინქრონული თარგმნისთვის აუცილებელი აპარატურა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი აღჭურვილობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ჩვენ უნივერსიტეტშია.

      დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ 2, 3 და 4 სემესტრიან მოდულებს. სამივე მოდულში შეისწავლება შემდეგი კურსები - თარგმანის თეორია, წერილობითი თარგმანი, ზეპირი თარგმანი, სინქრონული თარგმანი, ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, მეორე უცხო ენა, დარგობრივი თარგმანები და სხვა. გვაქვს აგრეთვე არჩევითი საგნები - კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი და ა.შ.

      მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს და მოქმედ მთარგმნელ-თარჯიმნებს ასევე ვთავაზობთ 1 სემესტრიან მოდულს არჩევითი ორი ან სამი საგნით!

      თქვენი მონდომება და გამორჩეული პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებლების მიერ ჩატარებული ლექციები წარმატებული შედეგის გარანტიაა.

      ერთი სემესტრის (16 კვირა, კვირაში 15 საათიანი დატვირთვა) გადასახადი შეადგენს 1400 ლ.

       
      სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

      14 ივნისს, 15:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია: "ქართული ენა, ლიტერატურა და კულტურა თანამედროვე კვლევებში".

      დასწრება თავისუფალია.

      მასტერკლასი: „ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში"

      ორშაბათს, 5 ივნისს, 11 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია ჩაატარებს მასტერკლასს „ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში“.

      დასწრება თავისუფალია.

      ღია კონკურსი ფიზიკის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით

      აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ფიზიკის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით (მასწავლებლის მომზადების პროგრამა) პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით).

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 26-27 ივნისი, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება:
      2023 წლის 28 ივნისიდან, შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 13 ივლისისა.

      პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


      პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
      2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      1. სამეცნიერო ხარისხი ფიზიკის დარგში;
      2. ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
      3. პრაქტიკული გამოცდილება მასწავლებლის მომზადების სფეროში.


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


      მიმაგრებული დოკუმენტები:

      სადოქტორო კვლევითი მობილობა საფრანგეთში

      2023-2024 სასწავლო წლისვის ცხადდება მოკლევადიანი სადოქტორო კვლევითი მობილობა საფრანგეთში.

      ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი მხარს უჭერს ქართველი დოქტორანტების კვლევით მობილობას (2 თვის ვადით) საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში.

      დოქტორანტებისთვის სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 2 100 ევროს 2 თვის განმავლობაში. სტიპენდიები ფარავს მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების ნაწილს ან მთლიანად.

      საფრანგეთში კვლევის პერიოდში განაცხადი ღიაა ყველა დისციპლინის ქართველი დოქტორანტებისთვის და მიღება ეფუძნება კანდიდატების კვალიფიკაციას და მობილობის პროექტის შესაბამისობას.

      განაცხადების გაგზავნის ბოლო 2023 წლის 25 ივნისი.
      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

      კონფერენცია: „სოხუმის დღეები“

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორებით 30 მაისს, 12:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით - „სოხუმის დღეები“.

      კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, კონფერენციაზე გამოსატანი ნაშრომები 26 მაისის ჩათვლით გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.manchkhashvili.1@sangu.edu.ge და e.tsitsishvili@sangu.edu.ge

      ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: კონფერენცია: „სოხუმის დღეები“.

      მოხსენების ხანგრძლივობა: 5-7 წუთი.

       
      ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამები

      2023-2024 სასწავლო წლისთვის, ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტები, საქართველოს მოქალაქეებისთვის აცხადებენ სასტიპენდიო პროგრამებს.

      სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპიუტერული ინჟინერიის, კლინიკური მედიცინის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

      სასტიპენდიო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა განსხვავდება საფეხურების და სასწავლო მიმართულებების მიხედვით.

      დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
      https://en.swjtu.edu.cn/ADMISSION/Cost_and_Aid.htm

      მონოგრაფიის წარდგენა

      ამა წლის 24 მაისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მისამართი: გუდიაშვილის ქ. # 7) გაიმართება წარდგენა მონოგრაფიისა „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“, რომლის ავტორებიც არიან: ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე (1960-2021) - ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტაბიძე - ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევრები: ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა და თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტის პროფესორები: ფილოლოგიის დოქტორი ფევზი ჩელები (ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული) და ფილოლოგიის დოქტორი მაკა სალია.

      მონოგრაფია წარმოადგენს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული, იმავე სახელწოდების პროექტის (ხელმძღვანელი 2021 წლამდე - პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, 2021 წლიდან - პროფ. მანანა ტაბიძე) ფარგლებში შექმნილ შემაჯამებელ ნაშრომს. ის შესრულდა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრში. მონოგრაფიაში განხილულია თურქეთის რესპუბლიკის სამ რეგიონში (შუა შავიზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და მარმარილოს ზღვისპირეთში) მოსახლე, ქართველურენოვან მუჰაჯირთა (1878-1882 წლებში, საქართველოს ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი კუთხეებიდან ოსმალეთში გადახვეწილ მუსლიმან ქართველთა) შთამომავლების მეტყველებაში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი თავისებურება - ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევა; დადგენილია მისი მთავარი კანონზომიერებები.
      მონოგრაფია დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსალში“. ყველა დაინტერესებულ პირს მისი ელექტრონული ვერსიის გაცნობა შეეძლება ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრისა და ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელის ვებ-გვერდებზე.

      მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

      შაბათს, 27 მაისს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილია 2021-2022 სასწავლო წლის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.

      ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3nX2m81

      სერტიფიკატის მისაღებად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

      იმ შემთხვევაში თუ ცერემონიას ვერ დაესწრებით, სერტიფიკატის მისაღებად, მიაკითხეთ სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოს (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-17:00 საათამდე (I კორპუსი, ოთახი #103).

       

      აღდგენითი მართლმსაჯულება, სამართლის აღსრულების განსხვავებული გზა"

      16 მაისს, 11:30 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: "აღდგენითი მართლმსაჯულება, სამართლის აღსრულების განსხვავებული გზა".

      სტუდენტური კონფერენცია

      24 მაისს, 13:00 საათზე, SANGU-ს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ეროვნული დღესასწაულის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.

      კონფერენციის მომხსენებლები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტები: მარიამ ყურუა, ნინი კაპანაძე, დავით გერლიანი, ელენე ხაჭაპურიძე, თათია ჯანხოთელი, გიორგი ჩანქსელიანი.

      დასაქმების კვირეული SANGU-ში

      დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით 19, 22, 23 და 25 მაისს SANGU-ში დასაქმების კვირეული გაიმართება, სადაც სტუდენტები გაეცნობიან ინფორმაციას პარტნიორი კომპანიების შესახებ და მათ მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებს.

      • 19 მაისი, 13:00 საათი - შეხვედრა კრედო ბანკის წარმომადგენელთან

      გაუძღვება ანა მათიაშვილი - ტალანტების მართვისა და მოძიების რეგიონალური ოფიცერი

      • 22 მაისი, 13:00 საათი - შეხვედრა GPI Holding-ის წარმომადგენელთან

      გაუძღვება ანანო სოხაძე - საცალო გაყიდვების მხარდაჭერისა და განვითარების მენეჯერი

      • 23 მაისი, 13:00 საათი - შეხვედრა Sfero-ს წარმომადგენელთან

      გაუძღვება სალომე ბერიკელაშვილი - პიარის მენეჯერი

      • 24 მაისი. 13:00 საათი - შეხვედრა One Point HR Outsourcing-ის წარმომადგენლებთან
        შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის პარტნიორი კომპანიის TBC Bank ვაკანსიები. ასევე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ და მიიღონ ინფომრაცია სხვა კომპანიებში არსებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებზე.

      • 25 მაისი, 13:00 საათი - შეხვედრა Optimo-ს წარმომადგენელთან

      გაუძღვება ანა ბარბაქაძე - ტალანტების შერჩევის მენეჯერი

      მილოცვა

      ეპისკოპოსად კურთხევის დღეს ვულოცავთ მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოდბელ მთავარეპისკოპოს მეუფე იაკობს.

      ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, უფლის წყალობას და წარმატებებს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

      მალაიზიის სახელმწიფოს სტიპენდიები

      2023-2024 სასწავლო წლისათვის მალაიზიის სახელმწიფომ გამოყო სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

      დაინტერესებულ აპლიკანტებს აღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამებში განაცხადების გაგზავნა შეეძლებათ 2023 წლის 18 მაისამდე.

      დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
      https://biasiswa.mohe.gov.my/INTER/index.php

      მარაბდის გმირები და ცხრა ძმა ხერხეულიძე

      კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "იცანი", საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, აგრძელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამოების ციკლს.
      18 მაისს, 15:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება წარმოდგენა: "მარაბდის გმირები და ცხრა ძმა ხერხეულიძე".
      მუსიკალური გაფორმება: კაკო ვარშალომიძის ჯაზ კვარტეტი.
      ღონისძიება დასრულდება ფურშეტით.

      შეხვედრა ნორვიჩის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

      15 მაისს, 13:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში Field Study-ს საქართველოს პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ნორვიჩის უნივერსიტეტის, აშშ-ში უძველესი კერძო სამხედრო კოლეჯის "ომისა და მშვიდობის ცენტრის" დირექტორთან ტრევის მორისთან და კურსანტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუმრები დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ აკადემიურ გამოცდილებას.

      დასწრება თავისუფალია. 

      შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

      HISTOLAB Fellowship

      ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო HISTOLAB Fellowship-თვის განაცხადების მიღება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციას ისტორიის სწავლებაში ევროსაბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად (https://www.coe-histolab.eu/activities/histolab-fellowship).

      HISTOLAB Fellowship მიზნად ისახავს კვლევისა და ისტორიის სწავლებაში ინოვაციებთან დაკავშირებული აკადემიური სტატიების შექმნის თანადაფინანსებას. HISTOLAB Fellowship პროგრამა მოიცავს ოთხი კვლევითი გრანტის დაფინანსებას 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში. კვლევის ანგარიში დასრულებული უნდა იყოს 2024 წლის 29 თებერვალს.

      თითოეული შერჩეული HISTOLAB სტიპენდიანტი ისარგებლებს ფინანსური გრანტით (მაქსიმუმ 7 000 ევრო). კვლევისთვის და აკადემიური სტატიის წარმოებისთვის, რომელიც გამოქვეყნდება HISTOLAB-ისა და მისი პარტნიორების მიერ რედაქტირებულ აკადემიურ პუბლიკაციაში. ის ასევე მოიცავს, სურვილისამებრ, კვლევით ვიზიტს ლაიბნიცის საგანმანათლებლო მედიის ინსტიტუტში / გეორგ ეკერტის ინსტიტუტში.

      აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ასევე ისტორიის სწავლებაში ჩართულ პირებს.

      განაცხადი წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 მაისი.

      UNESCO-ს საგრანტო კონკურსი

      UNESCO-ს აცხადებს საგრანტო კონკურსს - „Silk Roads Youth research Grant – Reinforcing the Capacity and Cantribution of Young Researchers to the Silk Roads“.

      გრანტი განკუთვნილია 35 წლამდე ახალგაზრდებისთვის და განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 მაისამდე.

      დეტალური ინფორმაცია კრიტერიუმებთან და წარდგენის პირობებთან დაკავშირებით განთავსებულია UNESCO-ს შემდეგ ბმულზე.

      ქოუჩინგური მიდგომები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს

      16 მაისს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სერთიფიცირებული ქოუჩი სოფო ლაცაბიძე ჩაატარებს მასტერკლასს: "ქოუჩინგური მიდგომები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს".

      ინფორმაცია ქოუჩის შესახებ:
      ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), სხვადასხვა საფინანსო, საბანკო და საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე 17 წლიანი გამოცდილებით. საერთაშორისო პროექტებში ტრენერის 5 წლიანი გამოცდილებით; სერთიფიცირებული ქოუჩი (EPC) - Erickson Professional Coach Erickson Coaching International Georgia-ს და ემოციური ინტელექტის სკოლის კომერციული დირექტორი.

      სარეგისტრაციო ბმული: https://cutt.ly/R5I3ijc

      მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

       

      განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა

      22 აპრილს, ტარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა.

      გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

      გამოფენაზე დასწრება უფასოა!

      რეგისტრაცია

      გამოფენა გაიმართება ზუმის პლათფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.

      გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Ziv2Fq

      რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.

      განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)

      ჩატარების თარიღი და დრო: 2023 წლის 22 აპრილი; 12:00-დან 16:00-საათამდე

      Facebook ღონისძიება

      ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ" წარდგენა

      18 აპრილს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გამომცემლობა „დიოგენე“ და კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) გიწვევთ ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენაზე, რომელიც ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის I კორპუსში, IV სართულზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

      ვიქტორ ფრანკლი ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. მან სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.

      წიგნი შედის „დიოგენეს“ ახალ სერიაში “NONFICTION”, რომელიც არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს, მათ შორის, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ ნაშრომებს.

      ღონისძიებას გახსნის „დიოგენეს“ დამფუძნებელი თამარ ლებანიძე, რომელიც მოკლედ წარადგენს წიგნს და ისაუბრებს სერიაზე „NONFICTION”.

      ფრანკლისა და მისი მოძღვრების შესახებ ლექციას წაიკითხავს ნინო ბერძნიშვილი - ფსიქოლოგი, ლოგოთერაპევტი, პროფესიონალი ქოუჩი, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) პრეზიდენტი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა).

      თარგმნის პროცესისა და ნაშრომის შესახებ მოჰყვება მთარგმნელი მაია ბადრიძე.

      ფრანკლსა და მის წიგნზე ისაუბრებს წმ. ანდრიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.

      შეხვედრის ბოლოს, სპეციალურად წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის, მოეწყობა სერია “NONFICTION”-ის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.

      დასწრება თავისუფალია.

      წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება

      ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2023 წლის 21 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2022) წარდგინება.

      დღის წესრიგი:

      • გახსნა - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული;
      • მისალმება - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი;
      • როგორ იწერებოდა "ქართული დიპლომატიის ისტორია" – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი;
      • ინფორმაცია გამოცემის შესახებ - გამომცემლობა "არტანუჯის" დირექტორი, პროფესორი ბუბა კუდავა;

      გამომსვლელები:

      • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;
      • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი;
      • ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული;
      • სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი.

       

       

       
      საჯარო ლექცია

      სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 11 აპრილს 16:00 საათზე, გაიმართება თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის პედაგოგის, დეკანოზ ვლადიმერ ვახტანგაძის საჯარო ლექცია. 

      საჯარო ლექციის თემები:

      • ბიბლიური ვერსია, როგორ შეიქმნა ადამიანი, ვინ არის ადამიანი და როგორია მისი გაგება ქრისტიანული თვალთახედვით?
      • როგორ განიხილება ფსიქიკა ქრისტიანობაში?

       

      Study in Iraq

      სასტიპენდიო პროგრამები ერაყის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განკუთვნილია სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.

      პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
      https://studyiniraq.scrdiraq.gov.iq/

      კორეის განვითარების ინსტიტუტის სტიპენდიები

      კორეის განვითარების ინსტიტუტის 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის გამოცხადდა სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები.

      ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

      უნგრული ენის და კულტურის სასწავლო სტიპენდიები

      ცხადდება 2023/2024 სასწავლო წლისთვის უნგრული ენის და კულტურის სასწავლო სტიპენდიები

      განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 17 აპრილი.

      დეტალური ინფორმაცია იხიელთ ბმულზე.

      ლიეტუვის ფონდის კონკურსი

      ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობის ფონდი ამ ეტაპზე აცხადებს კონკურსს შემდეგ სასაწავლო პროგრამებზე:

      • ლიეტუვის სასტიპენდიო კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისთვის. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსოფლიოს 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ეთნიკურად ლიეტუველ ახალგაზრდებს. (2014-2022 წლებში ამ პროგრამით საქართველოს 138-მა მოქალაქემ ისარგებლა)
      • საქართველოს მოქალაქეებს (ასევე ახალგაზრდებს მსოფლიოს 31 ქვეყნიდან) შესაძლებლობა აქვთ, ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია მიიღონ და ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე.
      • საქართველოს მოქალაქეებს (ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს) ასევე, საშუალება აქვთ, მიიღონ ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია და ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლოს ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე, ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში, ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, ასევე ლექტორებსაა და მკვლევარებს (ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის მიმართულებით)

      ინფორმაცია 2023 წლის კონკურსების შესახებ:

      • კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე:

      https://studyin.It/scholarships/lithuanian-short-term-studies/

      • კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) სასწავლო პროგრამებზე:

      https://studyin.It/scholarships/short-term-studies/

      • კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამაზე:

      https://studyin.It/scholarships/lithuanian-short-term-studies/

      ტალინის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები

      ტალინის უნივერსიტეტი ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს.
      აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 1 მაისი, 2023 წ.

      პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

      მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას ცხოვრება და მოწამეობრივი ღვაწლი

      კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "იცანი" კვლავ აგრძელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საღამოების ციკლს, რომლებიც იმართება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.

      მომდევნო, რიგით მეცამეტე საღამო ეძღვნება მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს.
      საღამო გაიმართება 2023 წლის 4 აპრილს, 14:00 საათზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

      ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები.

      საღამო დასრულდება მუსიკალური კომპოზიციებით და ფურშეტით.

      სლოვაკეთის სასტიპენდიო პროგრამები 2023-2024 სასწავლო წლისთვის

      სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National scholarship Program) განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს.

      სტუდენტებს და PhD სტუდენტებს შეუძლიათ ასევე განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.

      აპლიკანტების მიერ განაცხადი ივსება ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk
      ამავე ვებ-გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.

      სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი - 16:00 სთ. (ცენტრალური ევროპის დრო)

      აღნიშნული სტიპენდიის პროგრამის თაობაზე 2023 წლის 1 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ ვებინარის გამართვა სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების თაობაზე შემდეგი პლატფორმების მეშვეობით:

      2023/2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისთვის განცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 31 ოქტომბერი.

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტები და PhD სტუდენტები) შეუძლიათ ელ. ფოსტის მეშვეობით პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს სილვია ლიპოვსკას (Silvia Lipovska) e-mail: nsp-foreign2@saia.sk, ხოლო აპლიკანტებს (უნივერსიტეტის ლექტორები და მკვლევარები) შეუძლიათ დაუკავშირდნენ სტიპენდიანტთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ონდრეი არადსკის (Ondrej Aradsky), e-mail: nsp-foreign@saia.sk

      ვიზიტი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში

      2023 წლის 6 აპრილს, პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ამაში SANGU დაგეხმარება“ ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს და SANGU-ს ამავე პროგრამის სტუდენტებს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი უმასპინძლებს.
      შეხვედრის მონაწილეები დაათვალიერებენ საკასო ცენტრის სპეციალიზებულ შენობას, ფულის საცავს, ასევე გაეცნობიან ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მართვის პროცესებს.
      დღის განრიგი:

      • 10:30 სთ.: გაცნობითი შეხვედრა SANGU-ში
      • 11:00 სთ.: გასვლა SANGU-დან ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია).


      მსურველების რაოდენობა შეზღუდულია.

      დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

      ფილმის „ვარსკვლავიანი დედამიწა (ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას)“ ჩვენება

      31 მარტს, 15:00 საათზე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ლიტერატურათმცოდნე, კინოდოკუმენტალისტ ნინო ხოფერიას დოკუმენტური ფილმის „ვარსკვლავიანი დედამიწა (ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას)“ ჩვენება.

      დასასრულს ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან გაიმართება დისკუსია.

      დასწრება თავისუფალია.

       
      ვებინარი თემაზე: „პროფესია-იურისტი“

      თუ X-XII კლასის მოსაწავლე ხარ და სამართლის სფერო გაინტერებს, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს. 30 მარტს, 17:00 საათზე „აღმოაჩინე შენი პროფესია - ამაში SANGU დაგეხმარება“-ს პროექტის ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება ვებინარი თემაზე: „პროფესია-იურისტი“.

      ვებინარი მოიცავს შემდეგ თემებს:

      • იურიდიული პროფესიები
      • პროფესიული უნარ-ჩვევები
      • პროფესიული ეთიკა
      • პროფესიაში შესვლა
      • რატომ SANGU-ს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

      სპიკერი: სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, SANGU-ს მოწვეული ლექტორი, ქეთევან ხურცილავა.
      ეს შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა აღმოაჩინო შენი პროფესია და ამომწურავი პასუხი მიიღო ყველა კითხვაზე.
      არ გამოტოვო შანსი, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია: https://cutt.ly/Q4mVQqx

      ვებინარი ჩატარდება დისტანციურად zoom-ის პლატფორმაზე: https://cutt.ly/Q4mVcpC

      მონაწილეობა უფასოა!

      ღია კარის დღე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის

      27 მარტს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისთვის SANGU-ში ღია კარის დღე გაიმართება.

      ღია კარის დღეზე მიიღებ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გაიარო რეგისტრაცია, რა უნდა გაითვალისწინო საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.

      შეხვედრას გაუძღვება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი - მაია გაბუნია.

      შეხვედრაზე ასევე გაეცნობი SANGU-ს საბაკალავრო და გაცვლით პროგრამებს, აბიტურიენტებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს, სტაჟირების, სტიპენდიების და თანადაფინანსების შესაძლებლობებს.

      რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე: https://cutt.ly/Z4cHa1O
      შეხვედრის დრო: 15:00 საათი
      მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N53ა

      ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის ორ აკადემიურ თანამდებობაზე

      კომპიუტინგის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის ორ აკადემიურ თანამდებობაზე.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 18 და 19 აპრილს, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2023 წლის 21 აპრილიდან, შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 5 მაისისა.

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:

      • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

      აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      • ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
      • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

      პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:

      • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      • აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      • აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით;
      • კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
      • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;(წარმოდგენილი ფორმით)
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ამობეჭდილი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა - ელექტრონული და ამობეჭდილი(წარმოდგენილი ფორმით)
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. სამოტივაციო წერილი;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 3 წელი) ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


      მიმაგრებული დოკუმენტები:

      წიგნის თარგმნის პროგრამა 2023

      აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

      კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

      • საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
      • მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
      • სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
      • ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
      • ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები.
      • მხატვრული ლიტერატურა: კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა.

      სახელმძღვანელოების და აკადემიური ლიტერატურის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ უახლესი გამოცემები.

      მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალი. მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

      გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე.

      აპლიკანტმა საავტორო უფლებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს განაცხადის წარდგენამდე, რათა შეძლოს კომუნიკაციის ან კონტრაქტის ხელმოუწერელი ასლის წარდგენა სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.

      აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა. განმცხადებელს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის ორივე ვადაზე, თუმცა ერთი და იმავე განაცხადის ხელახლა შემოტანა მეორე ვადაზე არ დაიშვება.

      სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

      პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. თანადამფინანსებელი შესაძლოა იყოს როგორც განმცხადებელი ორგანიზაცია, ასევე გარე დაფინანსების წყარო. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

      კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.

      წიგნის თარგმნისა და გამოცემის შემდგომ სავალდებულოა წიგნის ცნობადობის ხელშემწყობი აქტივობები: წიგნის საჯარო წარდგინება, წიგნის კითხვა/დისკუსიები, სოციალური მედიის კამპანია, კონკურსები და ა.შ. რეკომენდირებულია თბილისსა და რეგიონებში ამერიკულ კუთხეებთან თანამშრომლობა.

      პროექტის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) წელს.

      დაფინანსებული პროექტების სავარაუდო რაოდენობა: 15 გრანტი (დამოკიდებულია გამარჯვებული პროექტების ჯამურ მოთხოვნილ თანხაზე)

      პროგრამის ჯამური ფონდი: $100,000

      განაცხადი და შეტანის წესები:

      საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიღების ვადებია:

      • 29 მარტი, 2023; 18:00
      • 29 მაისი, 2023; 18:00

      გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 6მბ-ზე დიდი მოცულობის ელ. გზავნილები და RAR/ZIP ფორმატის დოკუმენტები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

      სავალდებულო დოკუმენტაცია:

      • შევსებული განაცხადის ფორმა
      • SF-424
      • SF424A
      • SF424B
      • მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
      • საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
      • თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
      • პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

      ფორმების შევსების ინსტრუქციები, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე სხვა დოკუმენტებთან ერთად.

      გაითვალისწინეთ, რომ SF424 ფორმები არ იხსნება არცერთ ინტერნეტ-ბრაუზერში. დარწმუნდით, რომ ჩამოტვირთეთ ფორმები თქვენს მოწყობილობაზე, გახსენით Adobe-ის საშუალებით და დააწკაპუნეთ „ყველა ფუნქციის ჩართვა“-ს (Enable all features).

      პროგრამის კოორდინირება
      პროგრამას ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.

      საგრანტო აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov

      გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).

      სავალდებულო რეგისტრაცია

      გრანტის მიმღები ყველა ორგანიზაცია ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს www.SAM.gov პორტალზე, რომელიც რამდენიმე ეტაპიანი და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ რეკომენდირებულია რეგისტრაციის დროული დაწყება. იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაცია ბოლომდე ვერ ესწრება, შესაძლებელია განაცხადის შემოტანის ეტაპზე რეგისტრაციის მიმდინარე ეტაპის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოგზავნა.

      რეგისტრაცია და წლიური განახლება პორტალზე უფასოა.

      მიმაგრებული დოკუმენტები: 

      გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსებას.

      სტუდენტებმა 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ადგილზე წერილობითი ფორმით წარადგინონ განაცხადი.

      პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონკურსი

      საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის უცხოურიდან ქართულ და ქართულიდან უცხო ენებზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

      ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

      • პროზის ქართული თარგმანი
      • პოეზიის ქართული თარგმანი
      • სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი
      • ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი

      კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება;

      კონკურსის პირობები:

      • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და დოქტორანტებს ( 35 წლამდე)
      • დიასპორის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
      • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი
      • საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ შეუძლიათ თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ მეილზე info@president.gov.ge თანდართული სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

      კონკურსის ეტაპები:

      • უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.
      • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ოთხივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს კანდიდატებს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
      • საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ.

      კონკურსის ვადები:

      • კონკურსი ცხადდება 2023 წლის 1 მარტს.
      • საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების და საბუთებისუნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
      • პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.
      • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს 2022 წლის 15 დეკემბრამდე.
      • გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 2023 წლის მიწურულს ორბელიანების სასახლეში

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      კოორდინატორი: ირინე შენგელია - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში
      ელექტრონული მისამართი: info@president.gov.ge
      სატელეფონო ნომერი: (+995) 599 147 168

      ტრენინგი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ

      პარასკევს, 17 მარტს, 14:00 საათზე პირველი კორპუსის 401-ე აუდიტორიაში ჩატარდება ტრენინგი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ.
      განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების გამოყენების უპირატესობები, შესაძლებლობები და წესები.

      • Cambridge Journals Online
      • e-Duke Journals Scholarly Collection
      • Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
      • IMechE Journals
      • Mathematical Sciences Publishers Journals
      • Openedition Journals
      • Royal Society Journals Collection
      • SAGE Premier
      • ACM Digital Library

      ზემოთჩამოთვლილ ბაზებში განთავსებული მასალების გამოყენების მექანიზმები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვლევით პროექტებში), ძებნისა და ფილტრის ფუნქციები.

      ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც, მსმენელები ისწავლიან როგორ იპოვონ სასურველი ინფორმაცია სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით.

      აღმოაჩინე შენი პროფესია: ქართული ფილოლოგია, ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები

      თუ ხარ X-XII კლასის მოსწავლე, ეს კურსი ზუსტად შენ საჭიროებებზეა მორგებული. დარეგისტრირდი SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ტრენინგ კურსებზე, რომლის ფარგლებში, ჩატარდება ლექცია/სემინარები შემდეგ თემებზე:

      აღმოაჩინე შენი პროფესია - ქართული ფილოლოგია
      თარიღი: 21 მარტი, 16:00 სთ. (ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, უნივერსიტეტის I კორპ. IV სართული). ხანგრძლივობა - 90 წთ.

      მიიღე ამომწურავი ინფორმაცია ფილოლოგიის პროფესიის შესახებ, გაეცანი SANGU-ს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, დასაქმების პერსპექტივებს,
      სპიკერები: საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ალიბეგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი ეკა დუღაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი თეა ბურჭულაძე, „რა არის ციფრული ფილოლოგია?“ - ლინგვისტიკის მაგისტრი ნათია სადღობელაშვილი.
      გაიმართება ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების იმიტირებული დავალების შესრულება და ლიტერატურული ვიქტორინა.

      აღმოაჩინე შენი პროფესია - ისტორია
      თარიღი: 22 მარტი, 16:00 სთ. (ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, უნივერსიტეტის I კორპ. IV სართული)
      ისტორიის დოქტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, SANGU-ს ლექტორი მირიან ხოსიტაშვილი ისაუბრებს ისტორიკოსის პროფესიაზე, მის თავისებურებებზე, სამომავლო პერსპექტივებზე და დასაქმების სფეროზე.
      შეხვედრის მეორე ნაწილში აბიტურიენტებისთვის გაიმართება შეჯიბრი, სადაც დაიყოფიან ჯგუფებად და იმსჯელებენ კონკრეტული ისტორიული მოვლენის/გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტის ტექსტზე.

      აღმოაჩინე შენი პროფესია - საერთაშორისო ურთიერთობები
      თარიღი: 23 მარტი, 16:00 სთ. (ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, უნივერსიტეტის I კორპ. IV სართული)
      გაიმართება ვორქშოფი თემაზე: „გაეროს მოდელირება“.
      მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად და მიიღებენ მონაწილეობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიმდინარე აქტუალური პროცესის მოდელირებაში.

      სარეგისტრაციო ბმული.

      შეხვედრა მხატვარ ჯემალ ხუციშვილთან

      2023 წლის 10 მარტს, 14:00 საათზე წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, მხატვარ ჯემალ ხუციშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გაიმართება შეხვედრა მხატვართან.

      საუბრის თემა: „ჯემალ ხუციშვილის შემოქმედება“.

      ბატონმა ჯემალმა ქართულ უნივერსიტეტს თავის ნამუშევრები: წმ. ანდრია პირველწოდებული, მწყემსი კეთილი და ახალი აღთქმა უსახსოვრა.

      დასწრება თავისუფალია.

      "აღმოაჩინე შენი პროფესია" - ბიზნესის ადმინისტრირება

      აღმოაჩინე შენი პროფესია - ამაში SANGU დაგეხმარება.

      დარეგისტრირდი SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგ კურსზე, რომლის ფარგლებში, ჩატარდება ლექცია/სემინარები შემდეგ თემებზე:

      1. ფულის, ბანკების და ბიზნესის წარმოშობის ისტორია და განვითარება - პროფ. ლევან ქისტაური; ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი
      2. ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში - ალექსანდრე ძნელაძე; საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
      3. ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი - გიორგი ისაკაძე; ეკონომისტი, Forbes-ის გამომცემელი, BMG მმართველი პარტნიორი
      4. სტარტაპები და ბიზნეს მოდელები - პაატა ღაძაძე - TBC ჯგუფის აქციონერი, TBC დაზღვევის გენერალური დირექტორი


      თუ ხარ X-XII კლასის მოსწავლე, ეს კურსი ზუსტად შენ საჭიროებებზეა მორგებული. თანამედროვე ბიზნეს სამყაროს აპრობირებული ქეისების დახმარებით, შენ შეძლებ საფუძველი ჩაუყარო სამომავლო ბიზნეს პროცესების მართვის უნარების გაუმჯობესებას. რაც მთავარია, მეტი გაიგო თანამედროვე მიდგომების შესახებ, დასვა კითხვები და მიიღო ამომწურავი პასუხები.

      ტრენინგები დაიწყება 25 თებერვლიდან და ჩატარდება შაბათობით (4 შაბათი), - 14:00 საათზე;
      თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 აკადემიური საათი (90 წუთი);
      კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

      სარეგისტრაციო ბმული.

      დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში

      საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პირველ ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“.

      პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.

      პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.

      კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, 13 მარტს, თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიმართება.

      სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 10 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge

      დეტალური ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე

      ღია კონკურსი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

      ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის  ერთ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით). 

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023  წლის 9-10 მარტი,  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2023 წლის 13 მარტიდან, შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 28 მარტისა.

      ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა;
      • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

       

      მიმაგრებული დოკუმენტები:

       

       

      სასტიპენდიო პროგრამები და საზაფხულო კურსები

      ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო აცხადებს 2023-2024 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამებსა და საზაფხულო კურსებს.
      სასტიპენდიო პროგრამები მოიცავს სასწავლო პროგრამებს ლატვიის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და მკვლევარებისთვის.
      სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით 2023 წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე.
      ვებ-გვერდის ბმული:viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships

      კარლის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები

      ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მოსამზადებელ კურსებს, როგორც შესაბამის საგნებში, ასევე ჩეხურ ენაში.
      პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს კარლის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე გადასახადის გარეშე ჩარიცხვის საშუალებას აძლევს, რადგან ჩეხურ ენაზე სწავლა აღნიშნულ უნივერსიტეტში უფასოა.

      დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:
      https://ujop.cuni.cz/UJOPEN-69.html

      აღმოაჩინე შენი პროფესია - ამაში SANGU დაგეხმარება

      დარეგისტრირდი ფსიქოლოგიის დოქტორის, ევროპაში აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის მიერ მომზადებულ გამოყენებითი ფსიქოლოგიის ტრეინინგ კურსზე, რომლის ფარგლებში, ჩატარდება ფსიქოლოგიური აქტივობები:

      • მიზანსწრაფვა და მოტივაციის ზრდა;
      • თვითრწმენა და თავის მართვა;
      • სტრესთან გამკლავება;
      • ბულინგის პრევენცია და დაძლევის ხერხები

      თუ ხარ X-XII კლასის მოსწავლე, ეს კურსი ზუსტად შენ საჭიროებებზეა მორგებული. თანამედროვე ფსიქოლოგიის პრაქტიკული მეთოდური სავარჯიშოების დახმარებით, შენ შეძლებ გაივარჯიშო მიზანსწრაფვის და საკუთარი ცხოვრების მართვის უნარები. რაც მთავარია, მეტი გაიგო ფსიქოლოგიის შესახებ, დასვა კითხვები და მიიღო ამომწურავი პასუხები.

      ტრენინგები დაიწყება 18 თებერვლიდან და ჩატარდება შაბათობით (4 შაბათი) - 12:00 საათზე;

      თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 აკადემიური საათი (90 წუთი);

      კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

      მონაწილეობა უფასოა.

      სარეგისტრაციო ბმული: https://cutt.ly/83u10rO

      ტრენინგ კურსის სპიკერები:

      • ანა ასათიანი
      • უჩა მაჭარაშვილი
      • მარიამ სუხაშვილი
      • რუსუდან კილაძე
      • შოთა ნადირაშვილი
      • სალომე საბიაშვილი
      • ანნა ბუკია
      • მართა კაჭარავა
      გამოცხადდა ალუმნი საგრანტო პროგრამა

      აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს 2023 წლის საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის). პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.

      დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

      ISIE-ისა და AIESEC-ის გაცვლითი პროგრამები

      ISIE (აიესაი) International School of Intellect and Education არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, რომელიც არის არაფორმალური განათლების ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათი ფორმალური – საუნივერსიტეტო განათლება დაუკავშირონ რეალობას. დღევანდელი მონაცემებით AIESEC (აისეკი) მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციია, რომელიც საშუალებას აძლებს ახალგაზრდებს მიიღონ პრაკტიკული გამოცდილება საზღვარგარეთ, განივითარონ ლიდერული თვისებები და დაეხმარონ სხვებს საკუთარი თავის პოვნასა და რეალიზაციაში.

      გაცვლითი პროგრამების კუთხით თანამშრომლობა AIESEC საქართველოსა და ISIE ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლას შორის 2012 წლიდან დაიწყო და რეგულარულად ახლდება ყოველ 2 წელიწადში. მიმდინარე პარტნიორობის კონტრაქტი ძალაშია 2024 წლის ჩათვლით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში პროექტის მონაწილე იღებს გამოცდილებას აიესაის პიროვნულ განვითარების სემინარში და მიემგზავრება საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

      მიმდინარე ნაკადზე რეგისტრაცია გაგრძელდება 13 თებერვლის ჩათვლით.

      დეტალური ინფორმაცია სემინარისა და პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე:
      www.exchangeprogram.ge

      შიდა მობილობა

      შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 15 ადგილი;
      • ისტორია - 10 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები - 20 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სამართალი - 10 ადგილი;
      • საქართველოს ისტორია - 7 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია - 7 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 10 ადგილი;

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
      • ფსიქოლოგია - 10 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 10 ადგილი;

      შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის წლიური საფასური განესაზღვრებათ მოცემულ პროგრამისთვის შესაბამისი დადგენილი ოდენობით, კერძოდ:

      ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის და სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 2990 ლარს;
      • საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3500 ლარს;

      შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2023 წლის 13 – 22 თებერვალი.
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება, ,სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2023 წლის 14 – 23 თებერვალი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2023 წლის 24 თებერვალი;
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2023 წლის 27 თებერვალი;

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (შემოთავაზებული ფორმით, UMS სისტემის საშუალებით)
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
      ბრუნეის სასწავლო სტიპენდიები

      2023-2024 სასწავლო წლისთვის ბრუნეის მხრიდან გამოყოფილია სასწავლო სტიპენდიები.

      სასტიპენდიო პროგრამები მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სასწავლო პროგრამებს ბრუნეის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო უნივერსიტეტებში. დაინტერესებულ პირთათვის აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 15 თებერვალი, 16:00 საათი (ბრუნეის დროით).

      დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

      მობილობა

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.
      მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 30 იანვრის 12:00 საათიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

      მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

       

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:


      სწავლის წლიური საფასური
       ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 2990 ლარს;
      • საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3500 ლარს;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 3350 ლარს.


      მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2023 წლის 9-15 თებერვალი;
      • აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2023 წლის 10 – 15 თებერვალი;
      • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2023 წლის 13-16 თებერვალი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2023 წლის 16 თებერვალი;
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვალი.


      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება
      2. სტუდენტის ანკეტა
      3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ; 
      7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

      დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე).

       

       

      გამოცხადებულია პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო და კვლევითი პროგრამები

      გამოცხადებულია პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program) 2023/2024 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

      ასევე გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (2023 Kirkland Research Scholarships), რომელიც განკუთვნილია 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.

      ორივე პროგრამის სააპლიკაციო განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 მარტი.

      კავკასიის უნივერსიტეტის მერვე წლიური სამეცნიერო კონფერენცია

      კონფერენციის მიზანია გააერთიანოს ნაშრომები, რომლებიც შეეხება თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს. კონფერენციის თემატიკა ინტერდისციპლინურია და ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს საკონფერენციო ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოადგენენ შემთხვევის შესწავლას (Case Study) ან / და შედარებით კვლევას (Comparative Research).

      კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.

      კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური / ქართული.

      განაცხადის ფორმისთვის იხილეთ ბმული.

      ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება

      ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალისთვის (მეორე ყოველწლიური გამოცემა). ჟურნალი არის ორენოვანი და გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

      ჟურნალს ექნება მინიჭებული ISSN კოდი.

      ალტე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნილი სტატიები გაივლის ორეტაპიან ფარულ რეცენზიას დარგის ექსპერტებთან. ექსპერთა დასკვნებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სტატია შესაფასებლად გადაეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატიები დაიბეჭდება დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში. სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელი იქნება სტატიის ავტორი/ავტორები.

      ალტე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების მიღება მოხდება შემდეგი სფეროებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების პოლიტიკა, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, მედიცინა, ტექნოლოგიები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

      სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების  ამოგზავნა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, დამოუკიდებელ და კვლევითი ცენტრების მკვლევარებს. სამეცნიერო სტატიას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ავტორი.

      შერჩეულ სტატიებზე, ავტორთა რაოდენობის მიუხედავად, გაიცემა 500-ლარიანი ჰონორარი.

      მსურველებმა, 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო სტატიები ელ-ფოსტაზე - research@alte.edu.ge

      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

      ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ანგელოზის დღეს

      ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ანგელოზის დღეს - ხსენებას მოციქულისა იაკობისა - ძმისა უფლისა (გარდამავალია, აღინიშნება შობის შემდგომ კვირას).

      წმინდა იაკობ მოციქულმა დაიფაროს, დალოცოს და გააძლიეროს, მიმადლოს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული. არ მოკლებოდეს უფლის წყალობა და წარმატებები ეკლესიისა და ქვეყნის სამსახურში, ქართველ ხალხს კი - მისი ლოცვა-კურთხევა და მართალი სიტყვა მრავალჟამიერ.

      ცხადდება სტატიების მიღება

      მზადდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ ვახტანგ გურულის 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების კრებული.
      სტატიები მიიღება შემდეგი მიმართულებით:

      • საქართველოს ისტორია
      • მსოფლიო ისტორია
      • ეკლესიის ისტორია
      • დიპლომატიის ისტორია
      • ეთნოლოგია
      • არქეოლოგია
      • ნუმიზმატიკა
      • ეპიგრაფიკა

      წარმოდგენის ვადა: 2023 წ. 31 იანვრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: g.burduli@sangu.edu.ge

      1. სტატიის გაფორმების წესი:
      2. ფურცლის ზომა − A4;
      3. კიდეები (მინდვრები) ზედა, ქვედა, მარცხნივ და მარჯვნივ − 2.5 სმ;
      4. შრიფტი ყველა სამუშაო ენისათვის - Sylfaen;
      5. ტექსტის ფონტის ზომა − 11;
      6. ტექსტის ხაზებს შორის ინტერვალი − 1.5;
      7. სქოლიოს ფონტის ზომა − 10;
      8. სქოლიოს ხაზებს შორის ინტერვალი − 1;
      9. სტატიის გვერდების ოდენობა − 20 გვერდი;
      10. სქოლიოს მითითების წესი:
      11. წიგნი: ავტორის გვარი, სახელის ინიციალ(ებ)ი., (გამოქვეყნების წელი). ნაშრომის სათაური (გამოცემა.). ქალაქი. გამომცემელი. გვერდი.
      12. სტატია: ავტორის გვარი, სახელის ინიციალ(ებ)ი., (გამოქვეყნების წელი). სტატიის სათაური, გამომცემელი, ტომი (გამოცემა), გვერდი.
      13. სტატიას უნდა ერთვოდეს საძიებო (საკვანძო) სიტყვები (მინიმუმ − 3 მაქსიმუმ − 7) და რეზიუმე ინგლისურ ენაზე 150-350 სიტყვა (მოკლედ და ზუსტად გადმოსცემს ნაშრომის შინაარსს იმგვარად, რომ მკითხველისათვის მეცნიერული პრობლემატიკა პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე გახდეს გასაგები.);

       

      რუმინეთის სასტიპენდიო სასწავლო პროგრამა

      რუმინეთის 2023-2024 აკადემიური წლის ყოველწლიური სასტიპენდიო სასწავლო პროგრამა.

      დეტალები იხილეთ ბმულზე

       

      სასტიპენდიო პროგრამა მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისთვის

      2023 წელს იაპონიის პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევის ინსტიტუტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისთვის.

      დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე

      ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსი

      ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოაცხადა ორი საგრანტო ადგილი საქართველოს მოქალაქეებისათვის. ერთი ადგილი განსაზღვრულია 2023 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ხოლო მეორე ადგილი 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

      ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:
      https://admissions.univ-silkroad.uz/

      ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები“

      16 დეკემბერს 17:00 საათზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები“.
      ტრენინგის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის შრომითი უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.
      ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

      • შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა და სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი;
      • არასრულწლოვანთა დასაქმების სფერო;
      • სამუშაო დროის ხანგრძლივობა;
      • შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვის დაცვა;
      • დამსაქმებლის ვალდებულებები;

      ტრენინგს გაუძღვება სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ხურცილავა.
      ტრენინგი წარიმართება დისტანციურად „Zoom“-ის პლატფორმის მეშვეობით. ხანგრძლივობა 1:30 სთ. ტრენინგი განკუთვნილია სკოლის 10-12 კლასელებისთვის.
      მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სიგელები.
      ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://cutt.ly/Y0tRout

      I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დემოკრატია და თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები"

      2022 წლის 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დემოკრატია და თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები".

      კონფერენციის პროგრამა.

      კონკურსის შედეგები

      ფილოლოგიის მიმართულებით ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა ნათია სადღობელაშვილი.

      ღია კონკურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით

      ფსიქოლოგიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 10 და 11 იანვარი, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11.00 საათიდან – 17.00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2023 წლის 12 იანვრიდან 30 იანვრამდე.
      შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 31 იანვრისა.

      პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

       

      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

       

      პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
      2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      1. საერთაშორისო კვლევითი საზოგადოების წევრობა/მონაწილეობა;
      2. ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე და ინგლისურ ენაზე ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა.

       

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

       

      მიმაგრებული დოკუმენტები: 

      თურქეთის სასტიპენდიო პროგრამები

      თურქეთის რესპუბლიკა აცხადებს 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამებს ქართველი სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულების და მეცნიერებისთვის.

      დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ და თურქულ ენებზე ვებ-გვერდზე: https://turkiyeburslari.gov.tr/

      მილოცვა

      აკადემიკოს როინ მეტრეველს ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას დღეგრძელობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!

      ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში

      12 დეკემბერს, 12:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორი), საჰაერო უნივერსიტეტის ომის კოლეჯის (მონტგომერი, ალაბამა, აშშ) კურსდამთავრებული ზურაბ ფოჩხუა ჩაატარებს მასტერკლასს "ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში".
      მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება:

      • ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში;
      • ლიდერის ფორმირების მნიშვნელოვანი ფაქტორები;
      • 21-ე საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების ობიექტური და სუბიექტური პირობები;
      • ავღანეთის ოპერაცია (Freedom's Sentinel) ;
      • ოპერაცია “Iraqi Freedom” ;
      • 21-ე საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების სუბიექტური და ობიექტური პირობები.

      მასტერკლასი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოეწყობა ვორქშოფი. სტუდენტებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასში გადაეცემათ სერტიფიკატები.

      მასტერკლასზე დასასწრებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაციის გავლა: https://forms.gle/ng6vxfft2qTwGW7M9

      მილოცვა

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ვახტანგ გურულს ვულოცავთ 70 წლის იუბილეს!

      ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და წარმატებებს საქმიანობაში.

      ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები

      2023-2024 აკადემიური წლისთვის ავსტრია აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს:

      • ფრანც ვერფელის (Franz Werfel)
      • რიჩარდ პლაშკას (Richard Plaschka)
      • ერნსტ მახის (Ernst Mach)

      დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები ინგლისურ და გერმანულ ენაზე განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.grants.at

      კონკურსი: "ცოდნა ძალაა"

      წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით აწყობს კონკურსს სახელწოდებით "ცოდნა ძალაა".

      კონკურსის მიზანია, ახალმა თაობამ ცოდნის დონე და ცნობიერება აიმაღლოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა წმინდა წერილი, სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია) და საქართველოს ისტორია.

      კონკურსის წესები:

      • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს (სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტების გარდა)
      • გუნდები უნდა დაკომპლექტდეს ოთხი მონაწილისგან
      • კონკურსის პირველ ეტაპზე თითოეულმა გუნდმა უნდა წარადგინოს 30 შეკითხვა (10 ახალი აღთქმიდან, 10 ჰაგიოგრაფიიდან, 10 საქართველოს ისტორიიდან);

      პირველი სამი გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება შემეცნებითი ტურით, რომელსაც გაუძღვება კომპეტენტური პირი.

      უმაღლესი საგანმანათლებლო გუნდების დარეგისტრირება შესაძლებელია 10 დეკემბრამდე.

      პროექტის კოორდინატორია დეკანოზი იოანე გორელიშვილი.

      რეგისტრაციისა და დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 987 055

      საინფორმაციო შეხვედრა გერმანიაში სტუდენტთა პრაქტიკაზე გამგზავრების საკითხებზე

      24 ნოემბერს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (1 კორპუსი, 4 სართული) სტუმართმასპინძლობის საერთაშორისი ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე ნუცა ციგროშვილი გამართავს შეხვედრას გერმანიაში სტუდენტთა პრაქტიკაზე გამგზავრების საკითხებთან დაკავშირებით.
      გთხოვთ დაესწროთ.

       

      „COPYRIGHT VS COPYWRITING?“

      24 ნოემბერს, 13:00 საათზე, PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ქოფირაითერი, თინათინ დადუნაშვილი ჩაატარებს სემინარს „COPYRIGHT VS COPYWRITING?“.

      სემინარის თემები:

      • ქოფირაითინგის დაარსება და საფუძვლები
      • კრეატიული პრინტები
      • შემოქმედებითი წერის ტექნიკები
      • სცენარი, როგორც რეკლამის საფუძველი

      სემინარი განკუთვნილია სარეკლამო სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის, მარკეტერებისთვის და მათთვის, ვისაც ყოველთვის ეუბნებოდნენ - "გინდა წერო, უნდა წერო".
      მის: ი. ჭავჭავაძის 53ა (I კორპუსი, IV სართული, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი)

      შეხვედრა შოთა ჟვანიასთან, Tesla-ს და Toptal-ის გუნდის წევრთან

      22 ნოემბერს, 13:00 საათზე SANGU-ში გაიმართება შეხვედრა Tesla-ს და Toptal-ის გუნდის წევრთან, შოთა ჟვანიასთან.

      შეხვედრაზე SANGU-ს სტუმარი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და "ტესლაში" განვლილი ეტაპებისა და ახლანდელი საქმიანობის შესახებ ისაუბრებს.

      შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
      რა არის ვებ დეველოპმენტი?
      როგორი მოთხოვნილებაა და ახალი ტენდეციები ბაზარზე?
      როგორ დავიწყოთ და მოვემზადოთ ვებ დეველოპერის პირველი სამსახურისთვის?
      რა არის დევსჰაბი და რას აკეთებს დამწყები დეველოპერებისთვის #1 ინოვაციური ჰაბი საქართველოში?
      რა არის Html, Css, JS და რისთვის გვჭირდება?
      ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://cutt.ly/mMp8UWy 

       

      შეხვედრი ორგანიზატორია SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობა

      „სამხედრო კამპანიების წარმატების და წარუმატებლობის მიზეზები“

      21 ნოემბერს, 12:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, თავდაცვის კვლევების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი გიორგი ლეკვეიშვილი ჩაატარებს ლექცია-სემინარს: „სამხედრო კამპანიების წარმატების და წარუმატებლობის მიზეზები“.

      გიორგი ლეკვეიშვილს დასრულებული აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯი. დღეს ის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის, J7 დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების დაგეგმვის განყოფილების უფროსი და საქართველოში ავტორიზებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მიწვეული ლექტორია.

      ლექცია-სემინარის ფარგლებში განხილული იქნება: 

      • საბჭოთა კავშირის შესვლა ავღანეთში
      • ამერიკის შესვლა ერაყში
      • RSM-ის მისია და ISAF-ის მისია
      • 2022 წლის ომი უკრაინაში

      ლექცია-სემინარი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოეწყობა ვორქშოფი.
      სტუდენტებს, რომლებიც სემინარში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გადაეცემათ სერტიფიკატები

      წინასწარი სარეგისტრაციო ბმული: https://cutt.ly/2MRTgnY

      დაათვალიერე SANGU სახლიდან გაუსვლელად ან ჩანიშნე პერსონალური ტური ფიზიკურად!

      დაათვალიერე SANGU სახლიდან გაუსვლელად ან ჩანიშნე პერსონალური ტური ფიზიკურად!
      ჩვენი 360°-იანი ვირტუალური ტურის საშუალებით SANGU-ს ორივე კამპუსს ახლოდან გაეცნობი: https://cutt.ly/6N9o1dU
      თუ გადაწყვეტ, რომ საკუთარი თვალით გინდა უნივერსიტეტის ნახვა, მაშინ დარეგისტრირდი პერსონალურ ღია კარის დღეზე: https://cutt.ly/cN9pfiX

      განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა

      განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)

      გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

      გამოფენაზე დასწრება უფასოა.

      გამოფენა გაიმართება ზუმის პლატფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.
      გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3SfMMxB

      რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.

      ჩატარების თარიღი და დრო: 2022 წლის 12 ნოემბერი; 12:00-დან 16:00-საათამდე

      დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3fOjVR7

      მილოცვა

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ირაკლი ბრაჭულს ვულოცავთ დაბადების დღეს.
      ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და წარმატებებს საქმიანობაში. 

      კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო, სამაგისტრო პროგრამის საზეიმო პრეზენტაცია

      2022 წლის 3 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) გაიმართება ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) და SANGU-ს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის საზეიმო პრეზენტაცია.

      "ღია მეცნიერების ფორუმი"

      2022 წლის 2-4 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში პირველად ჩატარდება "ღია მეცნიერების ფორუმი", რომელიც სამმხრივი შეხვედრის ფორმატში - ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით გაიმართება.

      ფორუმი მიზნად ისახავს ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება -განვითარებას, ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან (EOSC) თავსებადი სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას და ეროვნულ დონეზე EOSC-ის ელჩების გადამზადებას, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

      ფორუმი გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში (სამუშაო ენა - ინგლისური ენა). მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს როგორც დასწრებულ, ისე ონლაინ ფორმატში.

      გთხოვთ, დანართში წარმოდგენილი ფორმის მიხედვით უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ ინფორმაცია ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლის/წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფორუმში.

      დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის "მეცნიერების პოპულარიზაცია" კოორდინატორის ასისტენტს თეკლე ყალიჩავას.

      ტელ: 597 945 145

      E-mail: tekle.kalichava93@gmail.com

      საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ (ICETI 2022)

      ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 15 დეკემბერს იმართება მეორე საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ (ICETI 2022).

      კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს: www.iceti.eu.edu.ge

      კონფერენციაზე მომხსენებლად/მსმენელად დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:https://www.surveymonkey.com/r/ICETI2022 (კონფერენციაში მონაწილეობა/დასწრება თავისუფალია).

      კონკურსი: „თეზისი სამ წუთში"

      ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მეცნიერების პოპულარიზაციისა და მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტ-კონკურსს: „თეზისი სამ წუთში". კონკურსი ამჟამად მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტში ტარდება.

      პროექტი „თეზისი სამ წუთში“ გულისხმობს სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსს. მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.

      პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი (მიმართულება შეზღუდული არ არის).

      პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ხალხის რჩეული (დამსწრე მაყურებლის ხმების უმრავლესობით). გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:

      • I ადგილი - 2000 ლარი (დარიცხული)
      • II ადგილი - 1500 ლარი (დარიცხული)
      • III ადგილი - 1000 ლარი (დარიცხული)
      • ხალხის რჩეული - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან სიმბოლური საჩუქარი

      საქართველოში პროექტი “თეზისი 3 წუთში“ პირველად 2021 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადახვა უნივერსიტეტებისა და მიმართულებების/ფაკულტეტების დოქტორანტებმა მიიღეს. გამარჯვებულები კი ტურიზმის და ბიოქიმიის სფეროებიდან გახდნენ.

      გიგზავნით პროექტის „თეზისი 3 წუთში“ დეტალური აღწერის, სარეგისტრაციო ფორმისა და Facebook ღონისძიების ლინკებს და გთხოვთ, აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ დოქტურანტურის კურსის სტუდენტებს.

      საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      • ელ-ფოსტა: marim.m@sciencelib.ge; infopr@sciencelib.ge
      • მობილური: 555 13-91-51 - მარიამ მაისურაძე
      საჯარო ლექცია: კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია

      ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს, უკვე მეორედ , კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება.

      საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუ", საბანკო ასოციაციის, “თინეთისა" და ხუთი კომერციული ბანკის - საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკის, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პროკრედიტ ბანკ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების თემაზე საჯარო ლექციას წარმოგიდგენთ.

      ლექციის თემაა: "კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია", რომელიც 28 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (I კორპ. IV სართული).

      ღონისძიებას ჩაატარებენ კომერციული სექტორის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ექსპერტები.

      მომხსენებლები ისაუბრებენ კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის მნიშვნელობაზე და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ - ჩვევებზე.

      სპიკერები:

      • დავით პაპუაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკი
      • ზაზა გაბაშვილი - TNET
      • ოთარ დანელია - საქართველოს ბანკი
      • ინგა ქარჩავა - საქართველოს საბანკო ასოციაცია
      • პაატა შეთეკაური - პროკრედიტ ბანკი
      • რობერტ ჩილინგაროვი - ლიბერთი ბანკი
      • პაატა გოგიშვილი - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

      მოდერატორი - ნინი სიმონიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკი

      ლექციის საშუალებით, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ პროფესიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას: რას ეხება კიბერუსაფრთხოება, რა მოვალეობები შეიძლება ჰქონდეთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, გაიგონ მეტი დასაქმების პროცესთან დაკავშირებით და დასვან შეკითხვები.

      საჯარო ლექცია ქართულ ენაზე ჩატარდება. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 

      არ წამოეგო ანკესს #იყავიკიბერფრთხილი

      #DoYourPart #BeCyberSmart #CyberMonth

       

      ცხადდება ღია კონკურსი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით

      ქართული ფილოლოგიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე. 

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022  წლის 21-22 ნოემბერი,  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 24 ნოემბრიდან. შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 9 დეკემბრისა.

      ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.


      კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში).


      ასისტენტის თანამდებობაზე 
      პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც:

      1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      2. სასურველია, ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      3. აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

      სხვა სპეციფიკური მოთხოვნები: სასურველია ჰქონდეს გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებსა თუ კვლევებში მუშაობის  გამოცდილება.     


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. სხვა სპეციფიური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(არსებობის შემთხვევაში)
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


      მიმაგრებული დოკუმენტები:

      ჯანსაღი თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმღებლობა

      20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება მარიამ სახოკიას საჯარო ლექცია.

      თემა: ჯანსაღი თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმღებლობა

      ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:

      მარიამ სახოკია არის, იურისტი, პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი, ჯანსაღი ურთიერთობების ცენტრის დამფუძნებელი, წიგნი : „მე და შენ - ურთიერთობის ხელოვნების“ ავტორი.

      საჯარო ლექცია ჩატარდება, ილია მართლის სახელობის დარბაზში, პირველ კორპუსში,მეოთხე სართულზე.

      საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე

      კონკურსის შედეგები

      საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში არჩეულ იქნენ:

      • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ქართული ლიტერატურის მიმართულებით - მანანა კვაჭანტირაძე;
      • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით - თეა ბურჭულაძე;


      ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა დარჩა ვაკანტური.

      ტრენინგი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ

      სამშაბათს, 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე, SANGU-ს პირველი კორპუსის 401-ე აუდიტორიაში ჩატარდება ტრენინგი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ.

      განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების გამოყენების უპირატესობები, შესაძლებლობები და წესები.

      • Cambridge Journals Online
      • E-Duke Journals Scholarly Collection
      • Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
      • IMechE Journals
      • Mathematical Sciences Publishers Journals
      • Openedition Journals
      • Royal Society Journals Collection
      • SAGE Premier


      ზემოთჩამოთვლილ ბაზებში განთავსებული მასალების გამოყენების მექანიზმები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვლევით პროექტებში), ძებნისა და ფილტრის ფუნქციები.
      ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც, მსმენელები ისწავლიან როგორ იპოვონ სასურველი ინფორმაცია სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით.

      ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

      გთხოვთ, ბმულზე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

      დღეს SANGU-ს დაბადების დღეა!

      14 წლის წინ ამ დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

      თავიდანვე, უნივერსიტეტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო განათლების მიღების ახალი კერა, რომელიც დაიცავდა ქართული მეცნიერების თუ ისტორიის ტრადიციებს და ამავდროულად ახალგაზრდებს თანამედროვე, დასავლური სტანდარტის შესაბამის განათლებას მისცემდა. უნივერსიტეტი დღესაც ამ ღირებულებებზე დგას და ამის მაგალითია ის უმნიშვნელოვანესი, საერთაშორისო პროგრამები, რომელიც SANGU-ში ინერგება.

      მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის განვითარებაში და გპირდებით, რომ ზრდას და საუკეთესო გარემოს შექმნაზე ზრუნვას, არასდროს შევაჩერებთ.

      მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის მსმენელთა საყურადღებოდ

      პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელებს ცხრილი და დეტალური ინსტრუქცია ელ. ფოსტის საშუალებით გადაეგზავნებათ 10 ოქტომბერს.

      სასწავლო პროცესი დაიწყება 17 ოქტომბრიდან.

      შეხვედრა GPI holding-ის წარმომადგენლებთან

      12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, SANGU-ში გაიმართება შეხვედრა GPI holding-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლები ისაუბრებენ ისეთ საინტერესო და აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:

      • როგორ მოვამზადო CV (რეზიუმე)?
      • როგორ მოვძებნო ვაკანსიები და სად მივაგნო დამსაქმებლებს?
      • როგორ მოვემზადო გასაუბრებისთვის?
      • როგორ მოვიქცე დამსაქმებელთან პირველ შეხვედრაზე?
      • როგორ მოვაწონო თავი დამსაქმებელს?

      ასევე შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი კომპანიაში არსებული სტაჟირების პროგრამები და ვაკანსიები.
      შეხვედრა გაიმართება ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, I კორპუსი, IV სართული.

      კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

      კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

      კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის საფეხურის ყველა სტუდენტს შეუძლია.

      კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:

      სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

      დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

      კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან კომუნიკაციების კომისიის, „მედიააკადემიის“, განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

      პრიზები:
      I ადგილი - iPhone 14 Pro
      II ადგილი - HP Pavilion
      III ადგილი - iPad 10.2

      კონკურსის ვადები:
      საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

      საკონკურსო ნაშრომის გამოსაგზავნად:
      კონკურსის მონაწილემ უნდა შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (mail.google.com)
      Google-ის ელექტრონული ფოსტის შექმნის შემდეგ საკონკურსო ნაშრომი გამოგზავნოს შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://tinyurl.com/namdvilitumogonili

      დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე

      სლოვაკეთის რესპუბლიკის სტიპენდიები

      სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადდა სტიპენდიები.

      სტიპენდიის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევარებს და უნივერსიტეტის ლექტორებს. ასევე სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია მგზავრობის დაფინანსების თაობაზეც.

      ონლაინ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი.

      დამატებითი ინფორმაცია:
      https://www.scholarships.sk/

      უნიკალური შესაძლებლობა მხოლოდ წელს! დარეგისტრირდი დღესვე!

      უნიკალური შესაძლებლობა მხოლოდ წელს! დარეგისტრირდი დღესვე!

      მიიღე საუკეთესო ამერიკული განათლება საქართველოში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან!

      მოთხოვნები:
      ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ნებისმიერ სპეციალობაში) და შესაბამისი დიპლომის GPA არანაკლებ 2.5
      ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი/შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა
      SANGU-სა და NKU-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული გასაუბრება

      რეგისტრაცია გაგრძელდება 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე. 

      ხარისხიანი განათლება და მომავლის პროფესია, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

       

      “დემოკრატია და თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები”

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა აცხადებს აბსტრაქტების მიღებას I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის "დემოკრატია და თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები", რომელიც გაიმართება 2022 წლის 17 დეკემბერს.

      კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოსა და მსოფლიოში დემოკრატიული სამყაროს წინაშე არსებული პრობლემები, გამოწვევები და პერსპექტივები, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების საკითხები, სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთმიმართება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას იდეოლოგიურ, სოციალურ, რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე, საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხები, სახელმწიფოს მმართველობის ფორმების საკითხები, უმცირესობის პრობლემები და სხვა.

      კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ისტორიის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციები.

      კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მკვლევრებს, პროფესორებსა და დოქტორანტებს, ვინც დაინტერესებულია მსოფლიო პოლიტიკის აქტუალური საკითხების კვლევით, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესწავლით, სამართლისა და ისტორიის საკითხებით.

      კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური.

      კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

      აბსტრაქტების წარდგენის ვადა: 24 ოქტომბერი, 2022;

      აბსტრაქტების შერჩევის ვადა: 2022 წლის 31 ოქტომბერი (შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ წერილობით);

      კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აბსტრაქტები გთხოვთ გამოგზავნოთ ელფოსტაზე: e.tsitsishvili@sangu.edu.ge სათაურით: I “დემოკრატია და თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები”. 

      • აბსტრაქტი ქართულ-ინგლისურ ან ინგლისურ ენაზე-300-350 სიტყვა;
      • სტილი-APA;
      • ქაღალდის ზომა-A4;
      • ფონტი- sylfaen;
      • დაშორება-1.5;
      • მარჟები (ზედა, ქვედა, მარცხნივ და მარჯვნივ)-2 სმ;

       

      I International Scientific Conference

      "Democracy and Modern International Challenges" December 17, 2022 St. Andrew Georgian University (SANGU) School of Humanities and Law announces the acceptance of abstracts for the I International Scientific Conference "Democracy and Contemporary International Challenges", which will be held on December 16, 2022.

      The aim of the conference is to present the problems, challenges and perspectives facing Georgia and the democratic world, human rights and freedoms issues, the relationship between the state and the people, which may arise on ideological, social, religious or ethnic grounds, current issues within the international political order, forms of government Issues, minority problems and more. Sections of history, law and international relations will work within the framework of the conference.

      The conference is open to researchers, professors and doctoral students who are interested in researching current world politics, the challenges facing the modern world, law and history.

      The working languages ​​of the conference are Georgian and English.

      Participation in the conference is free.

      Abstract submission deadline: October 24, 2022;

      Abstract selection deadline: October 31, 2022 (selected authors will be notified in writing);

      To participate in the conference, please send abstracts to the following e-mail:

      e.tsitsishvili@sangu.edu.ge with the subject line: I "Democracy and Contemporary

      International Challenges"

      • Abstract in Georgian-English-300-350 words;
      • Style-APA;
      • Paper size-A4;
      • Font-Sylfaen;
      • Distance-1.5;
      • Margins (top, bottom, left and right)-2 cm;
      მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გამოცდის შედეგები

      ქართული ენა

      საგანი Naec-ის საგამოცდო ბარათი გასაუბრების შეფასება დაფინანსება
      ფიზიკა 210543051 18 სრული
      ფიზიკა 208643075 18 სრული
      ფიზიკა 101313986 17 სრული

       

      საგანი Naec-ის საგამოცდო ბარათი გასაუბრების შეფასება დაფინანსება 
      ქიმია 208728647 18 სრული
      ქიმია 110510909 18 სრული
      ქიმია 007924908 18 სრული
      ქიმია 212415870 18 სრული
      ქიმია 208074173 18 სრული
      ქიმია 211986776 18 სრული
      ქიმია 210624962 18 სრული
      ქიმია 213004722 18 სრული

       

      საგანი Naec-ის საგამოცდო ბარათი გასაუბრების შეფასება დაფინანსება 
      ბიოლოგია 209910963 18 სრული
      ბიოლოგია 212590539 18 სრული
      ბიოლოგია 210361216 18 სრული
      ბიოლოგია 210431652 18 სრული
      ბიოლოგია 210416829 18 სრული
      ბიოლოგია 211814638 16 სრული

       

      საგანი Naec-ის საგამოცდო ბარათი შეფასება დაფინანსება
      მათემატიკა 210886893 16 სრული
      მათემატიკა 007829651 16 სრული
      მათემატიკა 411079271 16 სრული

       

      საგანი Naec-ის საგამოცდო ბარათი შეფასება დაფინანსება
      ისტორია 212464579 16 სრული
      ისტორია 900569685 16 სრული
      ისტორია 210667924 16 სრული
      ისტორია 211384049 16 სრული
      ისტორია 210730904 16 სრული
      ისტორია 208119804 16 სრული
      ისტორია 210417481 15 სრული
      ისტორია 212418608 15 სრული
      ისტორია 206308046 15 სრული
      ისტორია 212920392 15 სრული
      ისტორია 211887781 15 სრული
      ისტორია 210228642 15 სრული
      ისტორია 902449070 15 სრული
      ისტორია 210413758 15 სრული
      ისტორია 209835878 15 სრული
      ისტორია 211179097 14(49) ნაწილობრივი
      ისტორია 206849494 14 (47) ნაწილობრივი
      ისტორია 210299042 14 (44) ნაწილობრივი
      ისტორია 210494371 14 (41) ნაწილობრივი
      ისტორია 210097049 14 (41) ნაწილობრივი
      ისტორია 104252689 14 (41) ნაწილობრივი
      ისტორია 208113244 14 (39) ნაწილობრივი
      ისტორია 212271542 14 (38) ნაწილობრივი
      ისტორია 103910528 14 (38) ნაწილობრივი
      ისტორია 109831677 14 (37) ნაწილობრივი
      ისტორია 900909709 14 (37) ნაწილობრივი
      ისტორია 212942837 14 (36) ნაწილობრივი
      ისტორია 211223654 14 (34) ნაწილობრივი
      ისტორია 212338706 14 (34) ნაწილობრივი
      ისტორია 100859321 14 (33) ნაწილობრივი
      ისტორია 211603889 14 (43) ნაწილობრივი
      ისტორია 211429864 14 (38) ნაწილობრივი
      ისტორია 211349323 14 (41) ნაწილობრივი
      ისტორია 210452985 14 (36) ნაწილობრივი
      ისტორია 207761248 13 ნაწილობრივი
      ისტორია 901949826 13 ნაწილობრივი
      ისტორია 206282531 13 ნაწილობრივი
      ისტორია 209810824 13 ნაწილობრივი
      ისტორია 207335322 13 ნაწილობრივი

       

      საგანი Naec-ის საგამოცდო ბარათი გასაუბრების შეფასება დაფინანსება
      ინგლისური ენა 009758460 18 სრული
      ინგლისური ენა 011039230 18 სრული
      ინგლისური ენა 110084404 18 სრული
      ინგლისური ენა 009217817 18 სრული
      ინგლისური ენა 211264717 18 სრული
      ინგლისური ენა 207014319 18 სრული
      ინგლისური ენა 109459585 18 სრული
      ინგლისური ენა 109690091 18 სრული
      ინგლისური ენა 211264632 18 სრული
      ინგლისური ენა 212135637 18 სრული
      ინგლისური ენა 210571304 18 სრული
      ინგლისური ენა 210200205 18 სრული
      ინგლისური ენა 410832771 18 სრული
      ინგლისური ენა 211939192 18 სრული
      ინგლისური ენა 901577314 18 სრული
      ინგლისური ენა 009909244 18 სრული
      ინგლისური ენა 210622845 18 სრული
      ინგლისური ენა 61601043048 18 სრული
      ინგლისური ენა 007441669 18 სრული
      ინგლისური ენა 211543245 18 სრული
      ინგლისური ენა 011338326 18 სრული
      ინგლისური ენა 107089212 18 სრული
      ინგლისური ენა 300783444 18 სრული
      ინგლისური ენა 011169890 18 სრული
      ინგლისური ენა 212305812 18 სრული
      ინგლისური ენა 210080970 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 210831732 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 108157845 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 101654013 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 207379185 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 106645880 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 210526390 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 100404374 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 210383605 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 008642875 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 210651361 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 212646001 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 410859296 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 109090105 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 901358677 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 901600702 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 210046070 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 901925505 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 412018639 17 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 100459250 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 209305271 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 207600589 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 212513639 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 212104000 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 208426260 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 010349839 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 211223863 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 901818918 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 212452940 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 009677020 16 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 211207784 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 212099395 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 208437338 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 104292712 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 211312523 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 211284630 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 414900671 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 009144478 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 414429054 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 209892873 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 109144620 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 210811310 15 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 210409541 14 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 405213930 14 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 108104352 14 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 902032734 13 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 008902387 13 ნაწილობრივი
      ინგლისური ენა 109195338 13 ნაწილობრივი
      უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საყურადღებოდ!

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო  გრანტის გაცემის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში შესაბამისმა პირებმა  განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლითპროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს: 

      • 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
      • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე , ან 1 აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს  და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინა  სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

      განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:  ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

      უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ  "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის" მიერ გაცემული ცნობა  "რეპატრიანტის" სტატუსის მოპოვების შესახებ. შენიშვნა:

      შენიშვნა: თუ ზემოთჩამოთვლილ პირებზე განსაზღვრული თანხები სრულად არ გაიცა , დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ: 

      • 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
      • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე , ან 2021 წლის 1 აგვისტომდე განაცხადეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას სურთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს  და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინეს  სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

       

      სამაგისტრო გრანტის გაცემის პროგრამა

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო  სამაგისტრო გრანტის გაცემის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს : 

      • 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
      • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც , როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე,  არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.

      ამ პროგრამის ფარგლებში შესაბამისმა პირებმა   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ განცხადება, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით , სადაც სურთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება.

      განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

      შენიშვნა: თუ ზემოთჩამოთვლილი პირებზე განსაზღვრული თანხები სრულად არ გაიცა , დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ: 

      • 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებს, რომლებიც არ არიან შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.
      SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს მიღებას

      SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად.

      მსურველებმა გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

      საკონტაქტო ნომრები:
      555 091 091
      555 329 894

      სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

      გრძელდება რეგისტრაცია შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

      • სამართალი - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 3000 ლარი.
      • საქართველოს ისტორია - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
      • ქართული ფილოლოგია -  ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია -  ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.


      მაგისტრატურაში მიღების პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • საბუთების მიღება: 22-25 სექტემბერი (17:00 საათამდე) 
      • გამოცდა უცხო ენაში: 26 სექტემბერი
      • გამოცდა სპეციალობაში: 27 სეტქმებრი
      • შედეგების გამოცხადება: 27-28 სექტემბერი
      • შედეგების გასაჩივრება: 28 სექტემბერი - 1 ოქტომბერი
      • საბოლოო შედეგების გამოცხადება: 3 ოქტომბერი
      • რანჟირების დოკუმენტის გამოცემა: 3 ოქტომბერი
      • ხელშეკრულების გაფორმება: 28 სექტემბერი - 3 ოქტომბერი
      • ჩარიცხვის ბრძანების მომზადება და მისი ასახვა საგანმანათლებლო რეესტრში: 4 ოქტომბერი

       
      მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ ონლაინ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით)
      2. ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე
      3. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2022 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
      4. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
      5. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
      6. პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი
      7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი
      8. ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე (გვარისა და სახელის დისკზე მითითებით)
      9. სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
      10. სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
      11. კონკურსანტის CV (შემოთავაზებული ფორმით) ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის


      მიმაგრებული დოკუმენტები:


      ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: registration@sangu.edu.ge 


      რეგისტრაციისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

      • დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ დასკანირებული სახით
      • სრულად ატვირთეთ ყველა საჭირო დოკუმენტი
      • სათაურის ველში მიუთითეთ სახელი, გვარი და აკადემიური საფეხური (მაგისტრატურა)
      SANGU იწყებს აბიტურიენტთა მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

      ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება გამორჩეულია სწავლების მაღალი დონით, რეგულარული ტესტირებებით, მიღებული შედეგების დეტალური ანალიზით, აბიტურიენტების პედაგოგებთან შემოქმედებითი ურთიერთობით, კეთილმყოფელი სამუშაო გარემოთი, რაც ყოველთვის განაპირობებს მაღალ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

      უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მომზადებას 9 სასწავლო საგანში:

      • ქართული ენა და ლიტერატურა
      • უცხოური ენა
      • ზოგადი უნარები
      • მათემატიკა
      • ისტორია
      • ფიზიკა
      • ქიმია
      • ბიოლოგია
      • გეოგრაფია

      მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში. თითოეულ საგანში სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 30 სასწავლო კვირა. მეცადინეობის კვირეული ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ. 

      თითოეულ საგანში სასწავლო ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 7 აბიტურიენტის მიღების პირობით.

      თითოეულ საგანში მომზადების ღირებულებაა - 500 ლარი; თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. 

      ცენტრში მომზადებული აბიტურიენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან SANGU-ში ისარგებლებენ სწავლის სემესტრული საფასურის 20%-იანი შეღავათით. ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.

      აბიტურიენტთა რეგისტრაცია გაგრძელდება ამა წლის 8 ოქტომბრამდე, სწავლა დაიწყება 10 ოქტომბერს, რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.

      სარეგისტრაციო ბმული

      ტელ:  (+995) 032 225 00 77; 551 48 00 05

      დაგეგმილია სწავლების წარმართვა დასწრებული ფორმით, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

      მისამართი: ი. ჭავჭავაძის 53ა

      რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე

      ცხადდება რეგისტრაცია (საბუთების მიღება) მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

      • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
      • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
      • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
      • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
      • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
      • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
      • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური).

      საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 201-ე აუდიტორიაში შემდეგი გრაფიკით:

      • 22 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
      • 23 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
      • 24 სექტემბერი 11:00-14:00 სთ.
      • 26 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
      • 27 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.

      რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
      • ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი; (ნოტარიულად დამოწმება არ არის აუცილებელი);
      • ცნობა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2022 წელს, შეუძლიათ ცნობის მაგივრად წარმოადგინონ საგამოცდო ბარათი);
      • სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).

      შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება რეგისტრაციის დროს.

      კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 31 55 94

      ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: teachers2022@sangu.edu.ge

      ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამაზე

      დოქტორანტურაში მიღების პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      1. აპლიკანტთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2022 წლის 8 – 13 სექტემბერი;
      2. გასუბრება უცხო ენაში - 2022 წლის 14 სექტემბერი; გამოცდა სპეციალობაში - 2022 წლის 15 სექტემბერი;
      3. სპეციალობაში გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2022 წლის 16 სექტემბერი;
      4. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება - 2022 წლის 16 – 17 სექტემბერი;
      5. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და გამოცემა - 2022 წლის 19 სექტემბერი.

      დოქტორანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით);
      2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, (ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს - ასლი , ნოტარიალური დამოწმების გარეშე; 2022 წლის კურსდამთავრებულებისათვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
      3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      4. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
      5. გამოქვეყნებული შრომების სია შრომების ქსეროასლებით (არსებობის შემთხვევაში);
      6. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის (არსებოპბის შემთხვევაში) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (წარმოდგენის და კომისიის შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, დოქტორანტობის კანდიდატი თავისუფლდება გასაუბრებიდან უცხო ენაში);
      7. სამოტივაციო წერილი;
      8. სავარაუდო საკვლევი თემის კონცეფცია;
      9. პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი;
      10. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის (ვაჟებმა) - ასლი;
      11. ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული CD დისკზე;
      12. სტუდენტის ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით).
      ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის

      წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით,  2022 წლის 28  სექტემბრიდან ჩატარდება ერთთვიანი  ტრენინგები პრაქტიკული ელემენტებით შემდეგი მიმართულებით:

      სამოქალაქო სამართალი:

      • სამოქალაქო სამართლის ცნება;
      • ფიზიკური და იურიდიული პირები;
      • გარიგებები;
      • ვადების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში;
      • ქონება;
      • ხელშეკრულებათა ძირითადი ტიპები;
      • სარჩელის  და შესაგებლის შედგენის ტექნიკა;
      • სასამართლო მტკიცებულებები; (ადგილზე დათვალიერება; წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება; მოწმის ჩვენება; ექსპერტის დასკვნა)
      • მოსამართლის როლი სამოქალაქო საქმეთა განხილვისას.

       სისხლის სამართალი:

      • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. დანაშაულის ცნება და სახეები;
      • გამოძიების ჩატარება;
      • მოწმის დაკითხვა;
      • დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა;
      • საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი;
      • ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი.
      • დაცვის (ბრალდებული, ადვოკატი) და ბრალდების (გამომძიებელი და პროკურორი) მხარის უფლებები;
      • სასჯელის სახეები
      • მოსამართლის როლი  სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს.

       ადმინისტრაციული სამართალი:

      • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;
      • ადმინისტრაციული ორგანოს ცნება;
      • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
      • ადმინისტრაციული წარმოების სახეები;
      • ინფორმაციის თავისუფლება;
      • ადმინისტრაციული სარჩელის შედგენის ტექნიკა;
      • ადმინისტრაციული სარჩელის სახეები;
      • სასამართლო მტკიცებულებები;
      • მოსამართლის როლი ადმინისტრაციული დავათა განხილვის დროს

       ადამიანის უფლებები

      • ძირითადი უფლების ცნება და მისი ელემენტები;
      • აბსოლუტური და არააბსოლუტური უფლებები;
      • ადამიანის ღირსება,  პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება - საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება და ზოგადი პიროვნული უფლება;
      • სიცოცხლის უფლება;
      • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვა;
      • საკუთრების უფლება;
      • აზრის,  სინდისის, რწმენისა და რელიგიის  თავისუფლება;
      • გამოხატვის თავისუფლება;
      • წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა;
      • საკონსტიტუციო  სარჩელის შედგენის ტექნიკა;
      • მოსამართლის როლი საკონსტიტუციო დავათა განხილვის დროს

      ტრენინგი განკუთვნილია სკოლის 8-12 კლასელებისთვის, მისი მიზანია გააცნოს მოსწავლეებს სამართლის სფეროს ძირითადი ასპექტები, სამართალწარმოების პრაქტიკული კომპონენტები.

      თითოეულ მიმართულებაზე აუცილებელია მინიმუმ 10 მოსწავლის რეგისტრაცია. ტრენინგები ჩატარდება კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს  (ჯამში 4 შეხვედრა) 17:00 საათზე.

      ხანგრძლივობა 1 საათი.

      პროცესების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

      ტრენინგზე ადგილები სრულად შეივსო, რეგისტრაცია ამ ეტაპზე დასრულებულია. 

      2022-2023 სასწავლო წლის შიდა მობილობა

      შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 10 ადგილი;
      • ისტორია - 10 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები - 20 ადგილი;

      ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაა

      • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)- 10 ადგილი;
      • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა) - 10 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სამართალი - 10 ადგილი;
      • საქართველოს ისტორია - 10 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია - 20 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 10 ადგილი;

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
      • ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი;
      • ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;

      შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის წლიური საფასური განესაზღვრებათ მოცემულ პროგრამისთვის შესაბამისი დადგენილი ოდენობით, კერძოდ:

      ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის და სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 2990 ლარს;
      • საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;

      2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა მიერ შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის საფასური განესაზღვრებათ უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის 2021 წლის 5 აგვისტოს №18 ბრძანებით ‘ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021– 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულთათვის ერთჯერადი საშეღავათო პირობების განსაზღვრის შესახებ“ პირობების გათვალისწინებით.

      შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2022 წლის 12 – 21 სექტემბერი.
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება, ,სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2022 წლის 13 – 22 სექტემბერი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 23 სექტემბერი;
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2022 წლის 23-26 სექტემბერი;

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (შემოთავაზებული ფორმით, UMS სისტემის საშუალებით)
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
      ონლაინ შეხვედრა ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის შესახებ

      ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გამორჩეული სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც კლინიკური ფსიქოლოგიის ეს ორი დარგი აინტერესებს.

      ამიერკავკასიაში პირველად!
      ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მრავალფეროვან პრაქტიკასთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა დიპლომის დაცვამდე პირადად გაიარონ ინდივიდუალური (20 საათი) და ჯგუფური თერაპია/კონსულტაცია (40 საათი), რაც კურსდამთავრებულს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და პროფესიონალიზმის ხარისხს.

      6 სექტემბერს, 19:00 საათზე, თინათინ ფანცულაია, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტიში ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელი, ჩაატარებს ონლაინ შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან.

      შეხვედრაზე დასწრება უფასოა და წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე: https://cutt.ly/MCuPoGM

      შეხვედრაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.
      შეხვედრაზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:

      • რას მოიცავს განახლებული პროგრამა
      • რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ ჩააბაროთ ამ პროგრამაზე
      • რა უპირატესობები აქვს SANGU-ს ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამას
      • რა პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს სწავლება
      • რით არის სრულიად ახალი ეს პროგრამა ამიერკავკასიაში

      შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს და თქვენ შეგეძლებათ ამომწურავი პასუხი მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, უშუალოდ პროგრამის ხელმძღვანელისგან.

      გამოსაშვები საღამო 2022

      გამოსაშვები საღამო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება 8 სექტემბერს, 18:00 საათზე SANGU-ს ეზოში.

      საზეიმო ცერემონია:
      ✔ წითელი ხალიჩა
      ✔ მუსიკალური გაფორმება
      ✔ საზეიმოდ მორთული გარემო
      ✔ სიგელების გადაცემა
      ✔ ქუდების აყრის ცერემონია
      ✔ ფოტო/ვიდეო გადაღება
      ✔ საზეიმო ტორტის გაჭრა
      ✔ ფურშეტი

      გაითვალისწინეთ, რომ ცერემონიაზე დასასწრებად აუცილებელია 6 სექტემბრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და ღონისძიებაზე მობრძანდეთ მანტიებით. 

      სარეგისტრაციო ბმული 

      პირველკურსელთა საყურადღებოდ!

      2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხული სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 6-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-18:00 საათამდე ( II კორპუსი).


      რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

      • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი, ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე;
      • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; 
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებმა) ;
      • სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან;
      • ფოტოსურათი (3×4) CD დისკზე;
      • სტუდენტის ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით (ივსება ადგილზე);
      • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი (სრული - 1125 ლარი, ან 50% - 562,5 ლარი);
      • სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

      იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, გთხოვთ მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონიოთ:

      • მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
      • მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ასლი. 

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;
      ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში). 

      მისამართი: ი. ჭავაჭავაძის 53ა, II კორპუსი; II სართული; ოთახი - 201

      ცხადდება ღია კონკურსი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით

      ქართული ფილოლოგიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის 2 აკადემიურ თანამდებობაზე და ასისტენტ-პროფესორის 1 აკადემიურ თანამდებობაზე. 

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022  წლის 14, 15 და 16 სექტემბერი,  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 19 სექტემბრიდან. შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

      1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
      2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა. ხოლო ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში სამოტივაციო წერილი.
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


      პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც:

      აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული სამი პირობიდან:

      1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      3. აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

      აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის  ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


      მიმაგრებული დოკუმენტები:

      ცხადდება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა.
      მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 22 აგვისტოს 12:00 საათიდან - 7 სექტემბრის 18:00 საათამდე.

      მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

       

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:


      სწავლის წლიური საფასური
       ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 2990 ლარს;
      • საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3500 ლარს;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 3350 ლარს.


      2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზება SANGU-სგან.

      2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ყველა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებს განესაზღვრებათ შემდეგი სახის ერთჯერადი საშეღავათო პირობები, ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე:

      1. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის წლიური საფასურის 20%:
      2. 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიენიჭება 20%-ანი საუნივერსიტეტო თანადაფინანსება:
      3. 70%-ნი სახელწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიენიჭება საუნივერსიტეტო თანადაფინანსება დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სრულად დაუფინანსდება სწავლის წლიური გადასახადი ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე;
      4. 100%-ნი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;

      იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტი გაქვს, სამაგისტრო პროგრამებზე შენ მიიღებ SANGU-ს შიდა გრანტს და ისარგებლებ სპეციალური შეთავაზებით:

      ქვემოთ მითითებულ პროგრამებზე ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით:

      ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.
       


      მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2022 წლის 8-15 სექტემბერი;
      • აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2022 წლის 9 – 16 სექტემბერი;
      • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2022 წლის 10-19 სექტემბერი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 20 სექტემბერი;
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2022 წლის 21-22 სექტემბერი.


      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება
      2. სტუდენტის ანკეტა
      3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ; 
      7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.


      დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე).

       

       

      ევროპის ინოვაციის აკადემიის ახალი პროექტი

      ევროპის ინოვაციის აკადემია ბათუმში იწყებს ახალ პროექტს, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) მასპინძლობენ.

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-
      ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს.

      EIA-ს პროექტი, რომლის მასპინძლები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) და Startup Grind Tbilisi, 2022 წლის სექტემბერში განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს „ინოვაციის და მეწარმეობის ლიდერობის ბუტკემპის (ბანაკი)“ დაარსებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, მათ შორის 100 ქართველ სტუდენტს, გააერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ბუტკემპში სასწავლო პროცესს კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტის და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ინგლისურ ენაზე წარმართავენ.

      EIA-ს პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სტუდენტის აქტიური სტატუსი აქვთ (ან უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან, შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას.

      მნიშვნელოვანია, რომ EIA-ს პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და
      შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.

      EIA-ს პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების ხარისხის
      გაუმჯობესებას, რაც მომავალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, EIA პროგრამის საქართველოში დანერგვა და მისი განხორციელება, წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით, ხელს შეუწყობს საქართველოს, კერძოდ, ბათუმის სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

      აღნიშნული პროგრამის განხორციელება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული. კერძოდ, 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს განახლებული, მრავალკვირიანი პროგრამის განხორციელებას სამასი ქართველი, ევროპელი და
      ცენტრალური აზიის ქვეყნების სტუდენტებისთვის. პროგრამაში ჩართული იქნებიან: კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა – Google,
      Facebook, nVidia.

      სამომავლოდ EIA გეგმავს პროექტის მასშტაბების გაფართოებასა და მონაწილე სტუდენტთა რაოდენობის გაზრდას.

      ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას სტუდენტებისთვის. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც პირველი პროგრამა განხორციელდა, EIA-მ განათლების მიღების შესაძლებლობა ოთხმოცდახუთი ქვეყნის 17,000 სტუდენტს მისცა.

      EIA-ს პროგრამა მეწარმეობის დარგის სწავლების მიმართულებით, თავისი
      შინაარსით, სტრუქტურით, და მიდგომებით, უნიკალურია. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 2018 წელს, გაზეთმა „Financial Times“-მა (ლონდონი) EIA „ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერის“ სიაში შეიყვანა.

      პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული ფორმა შემდეგ ბმულზე:
      https://forms.gle/82EA3WXtH3QJxBmp8

      კონკურსი „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“

      შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“.

      განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2022 წლის 1 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smr.gov.ge

      კონკურსის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ გაცენოთ ბმულზე:
      https://smr.gov.ge/ge/news/read/2228/konkursi-saxelmwifo-ministris-aparatis-mshvidobis-jildos-axalgazrdebistvis-mosapoveblad

      სამართლის მიმართულებით ცხადდება ღია კონკურსი

      აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე. 

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022  წლის 1 და 2 სექტემბერი,  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 5 სექტემბრიდან 13  სექტემბრამდე. შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 14 სექტემბრისა.

      პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; 


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში).


      პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
      2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში).


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      15. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

       


      მიმაგრებული დოკუმენტები:

      კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ცხადდება ღია კონკურსი

      კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022  წლის 30 და 31 აგვისტო,  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე. შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს  9 სექტემბრისა.

      პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; 


      თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
      7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


      პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

      1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
      2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.


      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      1. საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება;
      2. კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო ან/და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კურსის მასალების შემუშავების/უზრუნველყოფისა და გაძღოლის გამოცდილება;
      3. ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


      მიმაგრებული დოკუმენტები:

      „ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია - ადამიანის ემოციური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობის ეთიკური საკითხები“

      18 ივლისს, 10 საათზე, ონლაინ პლათფორმა Google meet-ის მეშვეობით გაიმართება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია  თემაზე: „ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია - ადამიანის ემოციური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობის ეთიკური საკითხები“.  

       შეხვედრა გაიმართება Google meet-ის მეშვეობით

      To join the video meeting, click this link: https://meet.google.com/oks-akpo-ibw

      Otherwise, to join by phone, dial +1 562-600-0615 and enter this PIN: 639 756 752#

      ღონისძიების პარტნიორები:

      ფსიქოლოგიური საკონსულტაციო, დიაგნოსტიკური ცენტრი „იდილია“                                                 

      კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი 

      მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი

      საუკეთესო მონაწილეებს: ფასდაკლებები სასწავლო პროგრამებზე პარტნიორი ორგანიზაციებისგან

       რეგლამენტი 10წთ., კითხვები 5წთ.

       

       

       

       

      ცხადდება რიგგარეშე მობილობა "სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის" სტუდენტებისათვის

      SANGU-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმიდან მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის სწავლის წლიური საფასური იქნება 1200 ლარი.


      გამოცხადებული ადგილების რაოდენობა:

      საგანმანათლებლო პროგრამა
      აკადემიური საფეხური
      გამოსაცხადებელი ადგილების რაოდენობა
      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
      საერთაშორისო ურთიერთობები ბაკალავრიატი 74
      სამართალი 153
      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
      ბიზნესის ადმინისტრირება ბაკალავრიატი 243
      ტურიზმის ბიზნესი 43
      კომპიუტერული მეცნიერება 28


      რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2022 წლის 18 ივლისი - 5 აგვისტო
      • აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2022 წლის 19 ივლისი - 8 აგვისტო.
      • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2021 წლის 20 ივლისი - 9 აგვისტო.
      • სკოლების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 10 აგვისტო.
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2022 წლის 12 აგვისტოსი.


      რიგგარეშე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება და ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით);
      • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის ასლი;
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • სურათი CD დისკზე;
      • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

       

       

      ვორქშოპი თემაზე: ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა

      2022 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტ თამარ ჯაყელის ვორქშოპი, თემაზე: ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა.

      შეხვედრის ფარგლებში ქალბატონი თამარი წარმოადგენს პრეზენტაციას „სწავლების პედაგოგიკიდან სწავლის პედაგოგიკისკენ“ და განიხილავს მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებსა და მიდგომებს.

      ვორქშოპი თემაზე: სტუდენტების თვითრეგულირების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების პირობებში

      2022 წლის 14 ივლისს, 15:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევარი, New Vision უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნატალია ედიშერაშვილი ჩაატარებს ვორქშოპს თემაზე: სტუდენტების თვითრეგულირების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების პირობებში.

      შეხვედრის ფარგლებში განიხილება დისტანციური სწავლის პერიოდში წარმოჩენილი სხვადასხვა პრობლემები, მათი გადაწყვეტისა და რეგულირების შესაძლებლობები.

      ვორქშოპი თემაზე: განათლება მდგრადი განვითარებისთვის

      2022 წლის 11 ივლისს, 19:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გეოგრაფიის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებლის სახლის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ბლიაძე ჩაატარებს ვორქშოპს თემაზე: განათლება მდგრადი განვითარებისთვის.

      შეხვედრის ფარგლებში განიხილება საგანმანათლებლო სივრცეში მდგრადი განვითარების მიზნების ჩაშენებისა და მიღწევის საკითხები.

      სადისერტაციო ნაშრომის "ზემო იმერეთის ისტორიული გეოგრაფია (საჩხერის მუნიციპალიტეტი)" დაცვა

      2022 წლის 11 ივლისს,  14:00 საათზე,  ილია მართლის სახლეობის საკონფერენციო დარბაზში  (I კორპ. IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ ვალერიანე კეკენაძის სადისერტაციო ნაშრომის "ზემო იმერეთის ისტორიული გეოგრაფია (საჩხერის მუნიციპალიტეტი)" დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.

      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი:

      • ვახტანგ გურული, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
      • კობა ხარაძე, გეოგრაფიის მეცნიერებათ დოქტორი

      დოქტორანტის რეცენზენტები:

      • ისტორიის დოქტორი ბეჟან ხორავა
      • ისტორიის დოქტორი დავით წიტაიშვილი

       

      2022 წლის 11 ივლისს,  14 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახლეობის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ვალერიანე კეკენაძის  სადისერტაციო ნაშრომის ,,ზემო იმერეთის ისტორიული გეოგრაფია (საჩხერის მუნიციპალიტეტი)“ დაცვა.

                                   სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.

         სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული,

      ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

      † კობა ხარაძე, გეოგრაფიის მეცნიერებათ დოქტორი

              

       დოქტორანტის რეცენზენტები:

                                   ისტორიის დოქტორი ბეჟან ხორავა

                                    ისტორიის დოქტორი დავით წიტაიშვილი

       

      ნათია ხიზანიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2022 წლის 4 ივლისს,  14:00 საათზე, ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ნათია ხიზანიშვილის  სადისერტაციო ნაშრომის ,,კლარჯეთის ,,ათორმეტი უდაბნო“ (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მონასტრების ისტორია VIII-XVI საუკუნეებში). დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.

      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი:ბუბა კუდავა, ისტორიის დოქტორი

      დოქტორანტის რეცენზენტები:

      ისტორიის დოქტორი გიორგი ჭეიშვილი

      ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე

       

      ანალიტიკური დისპუტი "ქარაგმა: ერ-ეკლესია"

      SANGU-ს ბიბლიოთეკა და სტუდია "SANGU-ს სტუმარი", პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ანახლებს სტუდენტების პირისპირ შეხვედრებს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ და ჯერ კიდევ უცნობ მოაზროვნეებთან, სულიერი სიტუაციის ანალიზისათვის მნიშვნელოვანი მხატვრული და თეორიული ტექსტების ავტორებთან.

      ხუთშაბათს, 23 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ლიტერატორები, საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიტიკოსები შეეცდებიან ისტორიულ ტექსტში, ერეკლე II-ის ბეჭდის ტაეპში „მე ფერხთ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“ მოცემული მეფის სახელის ქარაგმა /“ხელრთვა“/: „ერ-ეკლესია“, გაშიფრონ თანამედროვე კონტექსტში.

      დასწრება თავისუფალია.

      დასაქმების ფორუმი

      თუ სტუდენტი ხარ და პირველ სამსახურს ეძებ, ან უბრალოდ ახალ კომპანიაში გაინტერესებს საკუთარი ძალების გამოცდა, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწრო SANGU-ს დასაქმების ფორუმს.
      16 ივნისს, 14:00 საათზე, SANGU-ს შიდა ეზოში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით იმართება დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაციები.
      ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

      დასაქმების ფორუმში მონაწილე კომპანიები:

      • ფინანსთა სამინისტრო
      • შემოსავლების სამინისტრო
      • ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი "იდილია"
      • ახალგაზრდა ადვოკატები
      • ლიბერთი ბანკი
      • საქართველოს ბანკი
      • ბაზის ბანკი
      • თი ბი სი ბანკი
      • ფაშა ბანკი
      • PSP დაზღვევა
      • თი ბი სი დაზღვევა
      • აუდიტორული და საკონსულტაციო კომანია „ლოიალტე“
      • ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტიორი კომპანია „ამბოლი“
      • წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“
      • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
      • სასტუმროთა ქსელი „შერატონ მეტეხი პალასი“
      • ევექსი კლინიკები
      • ნიკორა
      • ორი ნაბიჯი
      • Dunkin' Donuts
      "ქართული მწიგნობრობა სამეცნიერო კვლევების ფონზე"

      14 ივნისს, 13:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ქართული მწიგნობრობა სამეცნიერო კვლევების ფონზე". გამოვლინდება სამი საუკეთესო მოხსენება.
      დასწრება თავისუფალია.

      სემინარი SANGU-ს სტუდენტებისთვის

      შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2022 წლის 15 ივნისს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი.

      ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.

      პროექტის ფარგლებში თბილისში, აჭარასა და კახეთში შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ატარებენ ცნობიერების ამაღლების სემინარებს. სემინარების მიზანია საზოგადოებას გაეცნოს შშმ პირთა საჭიროებებსა და მათთან ურთიერთობის ეტიკეტს. სემინარს შშმ პირთა უფლებების აქტივისტები, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები უძღვებიან.

      დასწრება თავისუფალია.

      სამეცნიერო კონფერენცია

      10 ივნისს 17:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შოთა ნადირაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

      კონფერენციის პროგრამა

      მთარგმნელ თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას

      უმაღლეს სკოლაში სწავლის მსურელებმა 26 ივნისამდე გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, უმაღლესი განათლების დიპლომის და პირადობის მოწმობის ასლები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge

      მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით: 

      • წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში;
      • ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სტუდენტები უცხო ენაში (C-1 დონეზე) განთავისუფლდებიან ტესტისგან.


      საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 25 ივნისს 12:00 საათზე (აუდიტორია N04).


      გამოცდების განრიგი:

      • 27 ივნისი, ორშაბათი - 12:00 საათი (წერითი ტესტი უცხო ენაში)
      • 28 ივნისი, სამშაბათი - 12:00 საათი (წერითი ტესტი ქართულში)
      • 28 ივნისი, სამშაბათი - 14:00 საათი (გასაუბრება უცხო ენაში)]


      დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

      საჯარო ლექცია თემაზე - "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა"

      14 ივნისს, 14:00 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა"  ლექციას წარმართავს ირაკლი ჯავახიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (იტალია)

      „გეშტალტთერაპია ბავშვებთან ეპისტემოლოგიიდან კლინიკურ პრაქტიკამდე“

      10 ივნისს, 20:00 საათზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება წიგნის „გეშტალტთერაპია ბავშვებთან ეპისტემოლოგიიდან კლინიკურ პრაქტიკამდე“ წარდგინება.
      გეშტალტ ფსიქოთერაპიის მსოფლიო კორიფეების - მარგერიტა სპანუოლო ლობის, ნურით ლევის და ენდრიუ უილიამსის წიგნი ითარგმნა და გამოიცა SANGU-ს ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილის ძალისხმევით.

      ორენოვანი კრებულის: ’’ვიცანი, ღმერთო, სამყარო’’ წარდგინება

      ორენოვანი კრებული: ’’ვიცანი, ღმერთო, სამყარო’’.

      ქვესათაური: „ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“.

      ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული გამოცემა.

      ავტორ-შემდგენელნი: ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული.

      შინაარსი: წინასიტყვაობა „რა ფერისაა ქვეყანა“; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“; „ფრაგმენტები ვაჟას ნაწერებიდან; „მოგონებები გარდასულ დღეთა“ (წიგნიდან „კაი ყმა“); ცოტა რამ ქართველ მწერალთა და მკვლევართა შეფასებებიდან; „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ (გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი. ნაშრომმა 1990 წელს პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და პრიზი დაიმსახურა); მოგონებები (თიანეთის მხარეთმცოდნეობის საარქივო მასალებიდან); კრიტიკულ-ესეისტური წიაღსვლები; ვაჟასეული ადგილების ამსახველი 200-ზე მეტი ფერადი ფოტოსუ სრათი.

      წიგნის წარდგენა გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, 10 ივნისს, 14:00 საათზე.

      გელოდებით.

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2022 წლის 20 ივლისს,  14:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ანა კუპრავა-გოგოლაძის  სადისერტაციო ნაშრომის ,,პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია საქართველოში 1953-1958 წლებში“ დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.

      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი:ვახტანგ გურული, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

      დოქტორანტის რეცენზენტები: ისტორიის დოქტორი ჯემალ კარალიძე; ისტორიის  დოქტორი სულხან კუპრაშვილი

      საჯრაო ლექცია თემაზე: "ნატყუარი დოკუმენტები"

      9 ივნისს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ნატყუარი დოკუმენტები".

      მომხსენებელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ნინო შიოლაშვილი.

      "ნარკომანია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში“

      8 ივნისს, 15:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ნარკომანია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში“.

      მომხსენებელი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების ლექტორი, ანა ჭიღიტაშვილი.

      სტუდენტური კონფერენცია - „დიპლომატები“

      7 ივნისს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია - „დიპლომატები“.

      ტრენინგები სწავლის შედეგების შესახებ

      ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩაატარებს ტრენინგებს სწავლის შედეგების შესახებ.

      ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

      1. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები
      2. სილაბუსის სწავლის შედეგები
      3. სწავლის შედეგების შეფასება

       

      თარიღი

      პროგრამები

      14 ივნისი, 19:00 საათი

      საერთაშორისო ურთიერთობები

      21 ივნისი, 19:00 საათი

      კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

      29 ივნისი, 19:00 საათი

      ფსიქოლოგიის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები

      4 ივლისი, 19:00 საათი

      მასწავლებლის მომზადების პროგრამები

      ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმით, შემდეგი ბმულის გამოყენებით:

      https://us02web.zoom.us/j/3038323328?pwd=QlNxQWtoZU14Rlk0RHRFbmx1MG5PQT09

       

      შეხვედრა პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციების შესახებ

      2022 წლის 17 ივნისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, დოქტორი ჯაბა მესხიშვილი, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გამართავს პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას.
      შეხვედრის დროს განხილული იქნება, პლაგიატის არსი და პლაგიატის ნაირსახეობები, პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

      შეხვედრა შედგება ონლაინ, დასასწრებად ეწვიეთ ბმულს:
      https://meet.google.com/mbw-ofsy-jib?authuser=0&hl=en

      საჯარო ლექცია თემაზე: ,,აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები“

      6 ივნისს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები“
      მომხსენებელი: კახი ქენქაძე, დიპლომატი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრი.

      საჯარო ლექცია-საუბრები თემაზე: "ადვოკატის პროფესია“

      3 ივნისს 15:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გამართავს საჯარო ლექცია-საუბრებს თემაზე: "ადვოკატის პროფესია“ (სპეციფიკა, შინაარსის ძირითადი მიმართულებები, სპეციალიზაცია,საადვოკატო გამოცდა, ადვოკატის პროფესიული ეთიკა).

      სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

      6 ივნისს, 12:00 საათზე, წმ.ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია.

      ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენება“

      3 ივნისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში SANGU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით სტუდენტებისათვის გაიმართება ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენება“.

      ტრენინგი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ყველა იმ სტუდენტისათვის, რომელიც დაინტერესებულია უახლესი სამეცნიერო/აკადემიური წყაროებით, აქვს საკვლევი თემები - წერს სამაგისტრო, საბაკალავრო ან სადოქტორო ნაშრომს და სჭირდება მრავალფეროვანი ლიტერატურა.

      ტრენინგზე ვისაუბრებთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე, მათი გამოყენების წესებსა და მნიშვნელობაზე.

      ტრენინგზე დასწრება ასევე შესაძლებელია ონლაინ, შემდეგი ბმულით:
      meet.google.com/qyv-qtiy-bpd

      სპიკერი: ნათია სადღობელაშვილი
      სამუშაო ენა: ქართული
      დასაწყისი: 13:00 საათი

      სტუდენტური კონფერენცია: "ილია და მეცხრამეტე საუკუნე"

      13 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით  გაიმართება სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს, კონფერენციის სახელწოდებაა: "ილია და მეცხრამეტე საუკუნე".

      კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

      კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომის თეზისები შემდეგ მისამართზე: m.bakhtadze@sangu.edu.ge

      გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10 ივნისი.

      საორგანიზაციო ჯგუფი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, კომისიის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი გახდება საინფორმაციო წერილით, რომელიც მომხსენებლებს გადაეგზავნებათ ელ. ფოსტაზე.

      კონფერენციის ხელმძღვანელები: ფილოლოგიის დოქტორი ნინო მამარდაშვილი, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი მარიამ ბახტაძე.

      აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები

      კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები:

      ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 8 აპრილის N31-კ ბრძანებით გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აკადემიურ თანამდებობებზე შერჩეული კონკურსანტები არიან:

      1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - მედეა იორდანიშვილი (3 - წლის ვადით)
      2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - ნინო სიმონიშვილი (3- წლის ვადით)
      საჯარო ლექცია თემაზე - "დაკანონებული სიცრუის წინააღმდეგ"

      2022 წლის 31 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორი ვახტანგ გურული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - "დაკანონებული სიცრუის წინააღმდეგ".

      დასაწყისი 13:00 საათზე

      საჯარო ლექცია

      2022 წლის 23 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უმასპინძლებს "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" წარმომადგენლებს. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია სახელწოდებით "გავამკაცროთ თუ არა სასჯელი".
      სპიკერი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი პაპუნა გურული.

      საქართველოს სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია

      2022 წლის 21 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულებისა და ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია.

      კონფერენცია ტარდება ონლაინ რეჟიმში, შემდეგი ბმულის საშუალებით: https://us04web.zoom.us/j/7845577274?pwd=WjE1YWpQdXQ3NDl1bm9xWkdHTEJadz09

      მონოგრაფიების პრეზენტაცია

       2022 წლის 21 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, გაიმართება ქართველოლოგიის ცენტრის თანამშრომლების, ფილოლოგიის დოქტორ  კესო გეჯუას მონოგრაფიისმეგრული სიტყვა-ფორმები და ქართველთა სამწიგნობრო ენის ლექსიკური ფონდი“ და ფილოლოგიის დოქტორ სოფიო კეკუას მონოგრაფიის-ოდიშ-აფხაზეთის ონომასტიკა ისტორიული საეკლესიო საბუთების მიხედვითპრეზენტაცია.

       პრეზენტაციაზე დასწრება შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://us04web.zoom.us/j/7845577274?pwd=WjE1YWpQdXQ3NDl1bm9xWkdHTEJadz09

       

      კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით გამოცხადებულ ღია კონკურსზე განისაზღვრა ახალი ვადები

      კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის სამ აკადემიურ თანამდებობაზე.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 10-დან 20 მაისის ჩათვლით (შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა) მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 23 მაისიდან.

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:

      • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
      • აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:

      1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      3. აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია  დამატებითი    საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      1. კომპიუტერული მეცნიერებისა და/ან კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების სასწავლო კურსის სწავლების შესაძლებლობა.
      2. ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. სამოტივაციო წერილი;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 3 წელი) ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

      მიმაგრებული დოკუმენტები: 

       

       

      მიზნობრივი ტრენინგი სწავლის შედეგების შესახებ

      ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითრების სამსახურმა ჩაატარა მიზნობრივი ტრენინგი სწავლის შედეგების შესახებ კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პერსონალისთვის.

      ტრენინგს უძღვებოდნენ:
      პაატა გოგიშვილი - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი;
      თამარ ნაფეტვარიძე - ხარის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარი კოორდინატორი.

      ტრენინგის მიზანი იყო შემდეგი საკითხების გარჩევა:

      1. პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება;
      2. სილაბუსის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება;
      3. სილაბუსის სწავლის შედეგების შეფასება;
      4. პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება;

      ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს არსებული სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სილაბუსების სწავლის შედეგები და მოახდინეს გამოსასწორებელი მხარეების იდენტიფიკაცია (მათ შორის ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით უკეთ დასაწერი შედეგები, ცოდნა-გაცნობიერების და უნარების კომპეტენციების უკეთ გამიჯვნის ასპექტები და პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის კომპონენტის სათანადოდ წარმოჩენის საკითხი სამაგისტრო პროგრამისთვის), განიხილეს გამოსწორების გზები და დასახეს გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებები.

      ტრენინგ კურსი: „პროფესიული თვითრეალიზაცია აქ და ამჟამად“.

      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 10 მაისიდან დაიწყება ტრენინგ კურსი: „პროფესიული თვითრეალიზაცია აქ და ამჟამად“.

      კურსის აღწერა:

      თემა: პროფესიული თვითრეალიზაცია აქ და ამჟამად

       ქვეთემები:

      • პროფესიული არჩევანი;
      • ინტერპერსონალური ურთიერთობები (პიროვნების ფსიქოლოგია);
      • საქმიანი ურთიერთობების ფსიქოლოგია;
      • თვითშეფასება/თავდაჯერებულობა;
      • კონფლიქტების მართვა;
      • მოტივაცია;
      • მიზნების დასახვა;
      • დროის მართვა;
      • თვითდისციპლინა;
      • ნებისყოფა.

       

      მოკლე აღწერა:

      ჩვენს ირგვლივ მრავალი სტუდენტი თუ კურსდამთავრებული, პერსპექტიული ახალგაზრდები არიან, რომელთაც უჭირთ პირველი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა პროფესიაში. სხვადასხვა მიზეზების და გამო სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შფოთავს/აშინებს  CV-ს გაგზავნა, გასაუბრებაზე წასვლა, საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენა დამსაქმებლის წინაშე და ა.შ. ახალგაზრდებს უჭირთ მნიშვნელოვანი, საჭირო და გამბედავი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის პროცესში. არა მარტო განვითარება, ზოგიერთ მათგანს პროფესიის არჩევაც კი აშინებს ან ვერ პოულობს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რის შედეგადაც არაპროდუქტიულია და მისი კარიერული წინსვლაც რეგრესს განიცდის.

      ჩვენი ტრენინგით სტუდენტებს დავეხმარებით გაამახვილონ ყურადღება თავიანთ ამჟამინდელ პროფესიაზე, იმ წარმატებულ გზაზე, რომელიც მათ წინ ელოდებათ. აღნიშნულ ტრენინგების კურსში განვიხილავთ სხვადსხვა თემებს, გავაკეთებთ სავარჯიშოებს საჭირო უნარების განვითარების მიზნით და ჩამოვაყალიბებთ ობიექტურ განწყობას, როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ისე გარე სამყაროს ირგვლივ.

      მიზანი:

      ტრენინგის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს შეძლოს მისთვის სასურველი პროფესიული არჩევანის გაკეთება, შეექმნას საკუთარი თავისადმი ობიექტური თვითშეფასება, აიმაღლოს მოტივაცია და ისწავლოს გზები, როგორ მოახდინოს ეფექტური და წარმატებული თვითრეალიზაცია.

      ასევე, ვასწავლით თუ როგორ გამოიყენონ შიდა და გარე რესურსები; წარმატებით, როგორ მართონ დრო სწორად, დასახონ მიზნები, გამოყონ საჭირო ამოცანები და გადაჭრან ისინი ეფექტურად და ხარისხიანად.

      სამიზნე აუდიტორია:

      ეს ტრენინგი განკუთვნილია შენთვის, თუ:

      • გსურს მიიღო დამატებითი ფსიქოლოგიური საკითხების ცოდნა;
      • გიჭირს დროის მართვა;
      • ფიქრობ, რომ გაქვს დაბალი თვითშეფასება;
      • გაკლია თავდაჯერებულობა;
      • გიჭირს მიზნების დასახვა და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა;
      • გაქვს გასაუბრების გამოცდილება, თუმცა წარუმატებლად;
      • არ გაქვს სამსახურში გასაუბრების გამოცდილება;
      • ვერ იპოვე შენი ნამდვილი პროფესია;
      • გჭირდება რჩევები, თუ როგორ გამოიყენო სწორად და ეფექტურად დრო;
      • გიჭირს საკუთარი თავის რეალიზება;
      • პირველ ნაბიჯებს დგამ პრაქტიკულ საქმიანობაში.

      ტრენინგის პროცესში გამოყენებული სწავლის მეთოდები:

      • პრეზენტაცია;
      • კითხვა-პასუხი;
      • დისკუსია;
      • დებატები;
      • აქტივობები;
      • მინი ლექცია;
      • ვიზუალიზაცია (თერაპიის/მედიტაციის ელემენტები);
      • უკუკავშირი;
      • გუნდური მუშაობა.

      მოსალოდნელი შედეგები:

      ტრენინგის შემდეგ სტუდენტს/ახალგაზრდას ეცოდინება/შეეძლება:

      • შიგა და გარე რესურსების გამოყენება;
      • დროის სწორად მართვა;
      • საკუთარი თავის ეფექტური წარდგენა;
      • სწორი არჩევანის გაკეთება პროფესიაში;
      • მიზნების დასახვა;
      • საქმიანი ურთიერთობების წარმართვა;
      • ეფექტური შთაბეჭდილების მოხდენა დამსაქმებელზე;
      • თვითკმაყოფილების მიღწევა.

      ჩვენ დაგეხმარებით/მოგცემთ რჩევებს:

      • მიიღოთ თეორიული ცოდნა ფსიქოლოგიური საკითხების შესახებ;
      • საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში;
      • როგორ მართოთ დრო ნაყოფიერად;
      • როგორ გამოიყენოთ ეფექტურად შინაგანი და გარეგანი რესურსები;
      • ხერხები როგორ ავიმაღლოთ და შევინარჩუნოთ ობიექტური თვითშეფასება;
      • გეხმარებით სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში;
      • როგორ დავისახოთ მიზნები მარტივად და იმოქმედოთ მათ სისრულეში მოსაყვანად;
      • როგორ აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და ახალი მიზნები;
      • ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება/მართვაში;
      • შინაგანი და გარეგანი კონფლიქტების მოგვარებაში;

      ტრენინგის ხანგრძლივობა:

      დასაწყისი - 10 მაისი

      1 თვე - 8 შეხვედრა

      სამშაბათი - 17:00-20:00 სთ.

      შაბათი - 12:00-17:00 სთ.

      დამსწრეების რაოდენობა: 15 ადამიანი

      SANGU-ს ფსიქოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულები, დამწყები ტრენერები:

      • ჯემალ სვიმონიშვილი
      • ელისაბედ დუნდუა
      • ლიკა ჟვანია

      8 შეხვედრიდან მინიმუმ 6 შეხვედრაზე დასწრების შემთხვევაში ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

       მსურველების რეგისტრაცია გაგრძელდება 10 მაისამდე.

      სარეგისტრაციო ბმული:

      https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWce-Vy9IbTh6x19QnBqk17G-6f3kEn5LE_mCFMxWaA9Psw/viewform?fbclid=IwAR03xdhrbKR8-n-4xrwQdhbdRzOjzd_bRXEoLY21NB4YGRHeZNM_gftaAp4

      ცხადდება კონკურსი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისთვის

      ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2023-24 წლებში ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისთვის.

      პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სწავლა აშშ-ს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადიმინისტირების მიმართულებით.

      დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:
      https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/?fbclid=IwAR0c5-1rCrZAT_s_calcbgLj_FavEEoYWGTP0G-TE5wAamkObCv9heRo_3E

      იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდია 2023

      იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2023 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.

      მონაწილეობის მსურველებს უნდა წარადგინონ სააპლიკაციო დოკუმენტები საქართველოში იაპონიის საელჩოში ა.წ. 24 ივნისამდე (პარ.).

      დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
      https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00167.html

      კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
      ტელ: +995-32-2752111
      ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp

      ტრენინგი მონაცემთა ბაზების მოხმარებისა და სამეცნიერო ნაშრომების (სტატიების) გამოქვეყნების შესახებ

      პარასკევს, 20 მაისს, 15:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდება ტრენინგი მონაცემთა ბაზების მოხმარებისა და სამეცნიერო ნაშრომების (სტატიების) გამოქვეყნების შესახებ.

      აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია ყველა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისათვის, რადგან სამეცნიერო ბაზები მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ მიმართულებებს.

      ჩატარების ფორმატი: ონლაინ
      ბმული: meet.google.com/nem-krwh-ooo
      დრო: 15:00 (20 მაისი)
      სამუშაო ენა: ქართული

      პრეზენტატორი: ჯაბა მესხიშვილი (სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური)
      ნათია სადღობელაშვილი (საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა)

      /content/monacemta-bazebi ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას იმ მონაცემთა ბაზების შესახებ, რომლებიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს უფასოდ ემსახურებიან.

      მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე განაცხადების მიღება დაიწყო

      კორეის მთავრობისა და ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, 11-13 აგვისტოს, კორეის რესპუბლიგაში გაიმართება მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა (7TH KOREA INTERNATIONAL YOUTH OLYMPIAD KIYO 4I).

      ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. ჯილდოები გადაეცემათ საუკეთესო გამოგონებისა და გუნდური შეჯიბრის კატეგორიების გამარჯვებულებს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 10 ივლისი. პანდემიით შექმნილი ვითარების გამო წელს ღოსნიძიება გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში.

      დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

      განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ

      10 მაისს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში პოლიტიკური ანალიტიკოსი, ექსპერტი და მწერალი ლინკოლნ მიტჩელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ" (Differences between Trump and Biden administrations towards democratic aspects).

      სასაუბრო ენა: ინგლისური.

      დასწრება თავისუფალია.

      კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო მოწესრიგება

      2022 წლის 27 აპრილს, 10:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში CDCPIII-ის პროექტის (კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ფაზა III) ფარგლებში გაიმართება მასტერკლასი თემაზე ,,კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო მოწესრიგება“. მასტერკლასის სამუშაო ენა იქნება ინგლისური, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად.

      CDCPIII არის რეგიონული პროექტი, რომელიც ხორციელდება GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) მიერ და მხარს უჭერს პროცესების, მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას გრძელვადიანი დეკარბონიზაციის დაგეგმვისა და ეროვნულ დონეზე მისი ინტეგრაციისთვის, რაც ემსახურება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მიზნების მიღწევას. CDCPIII არის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ნაწილი, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის (BMUV) ფედერალური სამინისტროს მიერ.

      მასტერკლასს გაუძღვება ბატონი არნო კოლი, ლონდონის იმპერიული კოლეჯის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის, გრანტჰემის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ მკვლევარი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება კლიმატთან დაკავშირებულ კანონებსა და პოლიტიკაზე მთელს მსოფლიოში და ასპექტებზე, რამაც გამოიწვია კლიმატის ყოვლისმომცველი ჩარჩო კანონების ფართო გავრცელება. მასტერკლასის ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილებული იქნება საქართველოს სამომავლო სამართლებრივ და პოლიტიკურ ლანდშაფტზე კლიმატის ცვლილების კანონის კუთხით.

      აკადემიურ თანამდებობზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები

      საერთაშორისო ურთიერთობებისა და ტურიზმის მიმართულებით აკადემიურ თანამდებობზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები:

      საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება:

      ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 26 იანვრის N5-კ ბრძანებით გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აკადემიურ თანამდებობებზე შერჩეული კონკურსანტები არიან :

      1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - თორნიკე შურღულაია  (4 - წლის ვადით)
      2. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  - მაია მანჩხაშვილი  (4-  წლის ვადით)

       ტურიზმის მიმართულება:

      ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 21  იანვრის N 3-კ ბრძანებით გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ტურიზმის მიმართულებით აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსანტები არ შერჩეულან.

      შეხვედრა დათო ტურაშვილთან

      პარასკევს 15 აპრილს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან.

      შეხვედრის ფარგლებში, მწერალი ისაუბრებს საკუთარ წიგნებსა და შემოქმედებაზე.

      მსურველებს შეხვედრაზე დათო ტურაშვილის წიგნების შეძენაც შეეძლებათ.

      დასწრება თავისუფალია.

      შრომის უსაფთრხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი იწყებს შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე წინასწარ რეგისტრაციას.

      რატომ უნდა აირჩიო SANGU?

      • შეიძენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის აუცილებელ ცოდნას და პრაქტიკაზე დაყრდნობილ გამოცდილებას;
      • პროგრამას უძღვებიან გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორები;
      • სწავლის მოქნილი გრაფიკი;
      • დასაქმების ხელშეწყობა;
      • თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
      • მარტივი ხელმისაწვდომობა ყველა საჭირო ლიტერატურაზე.

      პროგრამის დასრულებისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, შენ შეძლებ დაიწყო მუშაობა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

      დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

       

      ევროპის საბჭოს სრული დაფინანსებით ცხადდება ერთკვირიანი სასწავლო კურსი ახალგაზრდა ლტოლვილების შესახებ

      ევროპის საბჭოს სრული დაფინანსებით ცხადდება ერთკვირიანი სასწავლო კურსი ახალგაზრდა ლტოლვილების შესახებ.

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

      კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი

      კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის სამ აკადემიურ თანამდებობაზე.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 10-დან 13 მაისის ჩათვლით (შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა) მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 16 მაისიდან.

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:

      • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
      • აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:

      1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      3. აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

      როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია  დამატებითი    საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      1. კომპიუტერული მეცნიერებისა და/ან კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების სასწავლო კურსის სწავლების შესაძლებლობა.
      2. ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
      9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      10. სამოტივაციო წერილი;
      11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
      12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
      13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 3 წელი) ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
      14. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

      მიმაგრებული დოკუმენტები: 

       

       

      ნიკოლოზ მურღულიას საჯარო ლექცია

      13 აპრილს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ნიკოლოზ მურღულიას საჯარო ლექცია თემაზე: "ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი - წარსული, აწმყო, მომავალი". 

      აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა

      2022 წლის 21 აპრილს, 13:00 საათზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დიდი ქართველი ისტორიკოსის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა.

      დღის წესრიგი:
      1. სიტყვა ივანე ჯავახიშვილზე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი;
      2. ივანე ჯავახიშვილის ტირანიის სამსჯავროს წინაშე - ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული.

      კონკურსი 2022 წლის ახალგაზრდა მკვლევარებისთვის Silk Roads Youth Research

      UNESCO აცხადებს განაცხადების მიღებას 2022 წლის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის გრანტის Silk Roads Youth Research Grant მისაღებად.

      აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს UNESCO-ს ინიციატივას, რომელიც ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. გრანტის მოსაპოვებლად, კანდიდატის კვლევა უნდა მოიცავდეს საკითხებს, რომლებიც ეხება აბრეშუმის გზის ზიარ მემკვირეობას, აბრეშუმის გზის მრავალფეროვნებას და მის როლს თანამედროვე საზოგადოებების შემოქმედებაში, კულტურათაშორის დიალოგში, სოციალურ ერთიანობაში, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობაში, ასევე მდგრად მშვიდობასა და განვითარებაში.

      გრანტი გაიცემა 35 წლამდე ახალგაზრდა მკვლევრებზე, განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მარისი.

      გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის სექტემბერში. გრანტის ოდენობა შეადგენს 10,000 აშშ დოლარს.

      განაცხადების წარდგენა ხდება ელ-ფოსტის - silkroadsgrant@unesco.org მეშვეობით, ინგლისურ ენაზე.

      დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://en.unesco.org/silkroad/youthgrant

      პროექტისთვის - „გახდი აუდიტორი“ სტუდენტების შერჩევა დაიწყო

      11 აპრილს იწყება  საჯარო აუდიტის ინსტიტუტისა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია აუდიტის სფეროს მიმართულებით  დაინტერესებული ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.  

      პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ III-IV კურსის სტუდენტებს, რომლებთაც აქვთ საშუალო შეწონილი ქულა (GPA) 3.5 ან მეტი, ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე  და გავლილი აქვთ ფინანსური აღრიცხვის კურსი ან ACCA F3 დონე. 

      პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდებიან საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ  სასწავლო ღონისძიებაში,  რომელიც დაეხმარება მათ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის წარმატებით გავლაში.

      პროექტი დისტანციურად პორტალი Zoom us საშუალებით განხორციელდება და სრულიად დაფინანსდება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ.

      დაინტერესებულმა პირებმა 8 აპრილამდე მიმართეთ ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლას.

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      ელ. ფოსტა: n.damenia@sangu.edu.ge

      საკონტაქტო ნომერი: 599 712 284

      დეკანის მოადგილე, პროფესორი ნინო დამენია

      სამძიმარი

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს რექტორს, პროფესორ ირაკლი ბრაჭულს და მის ოჯახს დის, ნონა ლეიაშვილის გარდაცვალებას.

      გასვენება: 4 აპრილი, 14:00 სთ. წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი (საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" მიმდებარე ტერიტორია)

      Online შეხვედრა თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია

      30 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება Online შეხვედრა თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია.

      ადამიანის ბედნიერების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწორად არჩეული პროფესია. როდესაც პროფესიას შეცდომით ვირჩევთ, ხშირად წლები იკარგება საყვარელი საქმის ძიების პროცესში, არ ვგრძნობთ თავს რეალიზებულად და შესაბამისად არსებული საქმე არ გვანიჭებს კმაყოფილების განცდას.
      შეხვედრაზე განვიხილავთ თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროფესიის არჩევისას, რომ საქმე, რომლითაც დავკავდებით, სარგებლის, ბედნიერებისა და სიხარულის განცდის მომტანი აღმოჩნდეს.

      Online შეხვედრას გაუძღვება მარიკა ხალიანი, SANGU-ს "ტრენერთა ლაბორატორიის" და ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების სერტიფიცირებული (Erickson International – ICF Certified) ქოუჩი, რომელიც საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის GAPP-ის ვიცე-პრეზიდენტია.

      ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი

      აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების მიმართულებით ასისტენტის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე.

       

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022  წლის 26 და 27 აპრილი;  მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით.

      კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2022  წლის 4 მაისი. 

       

      ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები:

      ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორანტი, რომელიც აკმაყოფილებს  უნივერსიტეტის რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.

       

      ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე კანდიდატთა შეფასებისას მხედველობაში მიიღება:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. სამოტივაციო წერილი;
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით)
      6. რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

       

      პროფესიული ნიშნით ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

      ასისტენტის თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ხარისხის მქონე პირი, რომელსაც:

      1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
      2. აქვს შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      3. აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

       

      როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებისთვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნა:

      1. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      2. ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 2 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფისა და გაძღოლის გამოცდილება;
      3. პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოკონსულტირებაში;
      4. ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე).

       

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      8. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      9. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      10. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
      11. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტის/პროექტების შესახებ ინფორმაცია (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      12. სამეცნიერო სტიპენდიების, ან/და გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      13. სამოტივაციო წერილი;
      14. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები - ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      15. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
      18. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B 2 დონის ) დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

       

      მიმაგრებული დოკუმენტები:

       

      სამართლის მიმართულების აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

      სამართლის მიმართულების აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

      • კონსტიტუციური სამართლის მიმართულება - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
      • ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება (ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი) - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.


      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა:
       2022  წლის 18-დან 21 აპრილის ჩათვლით,  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა; საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00-17.00 საათამდე. 


      კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება:
      2022 წლის 26-დან 30 აპრილის ჩათვლით.


      კონკურსის შედეგების გამოქვეყნება:
      არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისი.



      პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები:


      აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

      1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
      2. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება.


      ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე კანდიდატთა შეფასებისას მხედველობაში მიიღება:

      1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები ;
      2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში ;
      3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
      4. უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით)
      6. რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში).


      პროფესიული ნიშნით პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

      1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
      2. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      3. შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      4. უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      5. რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში).


      როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებისთვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნა:

      • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      8. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      9. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      10. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
      11. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თნამშრომლობის, სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტის/პროექტების შესახებ ინფორმაცია (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      12. სამეცნიერო სტიპენდიების, ან/და გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      13. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
      14. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები - ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, );
      15. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      16. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
      18. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის ) დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


      მიმაგრებული დოკუმენტები:

      იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2022 წლის გაზაფხულის ნაკადი

      სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-16 ნაკადის მიღებას. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით  განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

      წერილობითი თანხმობის გახორციელება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

      https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfGgxo0wQV1DrljbMRRnqVgYv1RKRGhBtqX877Qeq8HeyrcgQ/viewform

       გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 28 აპრილს.

      ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

      careeroffice@sangu.edu.ge

      574 02 67 47

      დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველო

      გისურვებთ წარმატებას!

      საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის შესახებ

      2022 წლის 16 მარტს, 15:00 საათზე, შედგება პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის დროს განხილული იქნება, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.

      შეხვედრა შედგება ონლაინ.
      დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

      დასწრება თავისუფალია.

      ინფორმაცია სასწავლო პროცესის სრულად განახლების შესახებ

      ძვირფასო სტუდენტებო,

      2022 წლის გაზაფხულის სემესტრში 4 აპრილიდან სასწავლო პროცესის სრულად განახლების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებზე.

      მაგისტრატურის, დოქტორანტურის და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ Online რეჟიმში.

      გისურვებთ წარმატებას.

       

      იწყება წიგნების შეგროვება მზურნველობამოკლებული ბავშვებისათვის

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და სტუდენტური თვითმმართველობის საქვემლოქმედო დეპარტამენტის ორგანიზებით იწყება წიგნების შეგროვება მზურნველობამოკლებული ბავშვებისათვის.

      საქვემლოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, 1-ელი მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით, საბავშვო, ილუსტრირებული ლიტერატურა უნდა მოათავსოთ ბიბლიოთეკაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში.

      რექტორის ბრძანება სასწავლო პროცესის ადმინისტირების ფორმის შესახებ

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), აგრეთვე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო მუშაობის ფარგლებში გათვალისწინებული მეცადინეობები წარიმართება შემდეგი ფორმით:

      • ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჰიბრიდული ფორმით - ლექცია/სემინარი/კონსულტაცია აუდიტორიებში და დისტანციურად; შუალედური და დასკვნითი გამოცდები - დასწრებული ფორმით აუდიტორიებში.
      • მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებისთვის - სრულად დისტანციურად.
      • დისტანციური სწავლებისთვის გამოყენებული იქნება Moodle-ის პორტალი და მასში ინტეგრირებული BBB ონლაინ პლატფორმა.
      • ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, 4 აპრილიდან უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) სტუდენტებისთვის მეცადინეობები განახლდება დასწრებით ფორმატში (არადისტანციურ რეჟიმში).

       

       

      ინტერდისციპლინარული ეროვნული სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

      4 მარტს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები“-ს ფარგლებში, გაიმართება ინტერდისციპლინარული ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - "აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის შესწავლის პრობლემები".
      დასაწყისი 10:00 საათი.
      შეხვედრის ბმული

      Meeting ID: 458 368 5245
      Passcode: 148242
      კონფერენციის პროგრამა

      რა არის ქოუჩინგი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ეფექტიანობის ასამაღლებად?

      9 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება Online შეხვედრა თემაზე: რა არის ქოუჩინგი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ეფექტიანობის ასამაღლებად?

      შეხვედრას გაუძღვება სერთიფიცირებული ქოუჩი, ემოციური ინტელექტის სერთიფიცირებული ტრენერი და საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ნინო ბერუაშვილი, რომელსაც გავლილი აქვს ქოუჩინგის რამდენიმე სკოლა (ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი, Coaches Rising, იუნგიანური ქოუჩინგის სკოლა). ნინო ადამიანური რესურსების მართვისა და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას ფლობს სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში.

      ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

      შეხვედრის ბმული: https://zoom.us/j/4188440409

       

      რეგისტრაცია კალათბურთისა და ჭადრაკის ტურნირებზე

      SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მარტში იგეგმება ჭადრაკისა და კალათბურთის ტურნირების ჩატარება.

      მონაწილეობის მიღება შესაძლებელია SANGU-ს ყველა საფეხურის სტუდენტისთვის, როგორც ბიჭებისთვის ასევე გოგონებისთვის.

      ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდება სხვადასხვა საპრიზო კატეგორიები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

      კალათბურთის ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი მიზანია სამომავლოდ უნივერსიტეტის ძირითადი გუნდის ჩამოყალიბება.

      დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ 28 თებერვლის ჩათვლით გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

      https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdQtgt0xVrq1PIayYA4t-Xvk6WwKKrQRTvY68LhBL3tmDdLSg/viewform

      დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელს შოთიკო ბითაძეს:  579 13 31 12

      ბრძანება კონკურსის პირობების ცვლილებების შესახებ

      ტურიზმის მიმართულების აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში შევიდა ცვლილება (რექტორის ბრძანება N: 11-კ) 

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 23 თებერვლიდან 21 მარტის ჩათვლით  შაბათ-კვირისა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება:
       2022 წლის 22 მარტიდან არაუგვიანეს 15 აპრილისა.

      კონკურსის შედეგების გამოქვეყნება:
       კონკრუსის შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღეს.

       

      საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში შევიდა ცვლილება (რექტორის ბრძანება N: 12-კ): 

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 1 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით შაბათ-კვირისა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება:
       2022 წლის 22 მარტიდან არაუგვიანეს 15 აპრილისა.

      კონკურსის შედეგების გამოქვეყნება:
       კონკრუსის შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღეს.

       

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      • ბრძანება N11-კ ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის" რექტორის 2022 წლის 21 იანვრის N3-კ ბრძანებაში "აკადემიურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე" ცვლილებების შეტანის შესახებ.
      • ბრძანება N12-კ ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის" რექტორის 2022 წლის 26 იანვრის N5-კ ბრძანებაში "აკადემიურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე" ცვლილებების შეტანის შესახებ.

       

       

      სტაჟირება თბილისის N მე-200 საჯარო სკოლაში - საინფორმაციო შეხვედრა

      SANGU-მ თბილისის N მე-200 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

      მემორანდუმის ფარგლებში, SANGU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ გაიარონ პრაქტიკული სამუშაოები, სსსმ-მოსწავლეების ასისტირების კუთხით.

      25 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა.

      ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი,  პროფესორი თეა გოგოტიშვილი და SANGU-ს კურსდამთავრებული, პროფესორის ასისტირების პრაქტიკანტი, რუსუდან კილაძე ისაუბრებენ სტაჟირების შესახებ:

      • სტაჟირების მნიშვნელობა
      • სტაჟირების პროგრამაში ჩართვის პირობები და ხანგრძლივობა
      • სკოლის სპეციფიკა
      • სტაჟირების მონაწილეების მოვალეობები და გრაფიკი
      • თერაპიული და წრეობრივი მუშაობები
      • ბენეფიტები/სარგებელი რომელსაც მიიღებთ სტაჟირების გავლის შემთხვევაში

      შეხვედრის ბმული:

      meet.google.com/mjd-paot-psq

      შეხვდი დიდ დამსაქმებლებს პირისპირ

      28 თებერვალს, 17:00 საათზე SANGU-ს სტუდენტებისთვის გაიმართება Online შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის უფროსთან - ლიკა კვირჭიაშვილთან.
      ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ პრაქტიკოსი HR მენეჯერისგან მოისმინონ რჩევები CV-ის შედგენის თანამედროვე ტენდენციების შესახებ, როგორ უნდა მოემზადონ გასაუბრებისთვის, რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ყურადღება გასაუბრების დროს.

      ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

      საქველმოქმედო ღონისძიება

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის, ქეთევან კაცელაშვილისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სალომე სისაურის, ინიციატივითა და ორგანიზებით 21 თებერვალს, 17:00 საათზე იმართება საქველმოქმედო ღონისძიება ,,დიდებასთვის“, რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური B ტიპის ლეიკემია დაუდგინდა, ის მკურნალობის კურსს თურქეთში გადის და სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვას საჭიროებს.
      კონცერტზე დასწრება თავისუფალია!

      კონცერტი გაიმართება წმ.ანდრიას ქართული უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში, ჭავჭავაძის 53 ა- ში.
      კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს:

      • Band zholo- ბენდი ჟოლო
      • გიორგი ლაფაჩიშვილი
      • დათუნა ცომაშვილი
      • ვაკო ადამაშვილი
      • მარიამ ხუნძაკიშვილი
      • ნინო ბურჯანაძე
      • მორის ბეკურიშვილი
      • ანი თანდილაშვილი
      • ნიკუშა დარსაველიძე
      • გუგა ქავთარაძე
      • ჯეკო სვიმონიშვილი

      დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 571053843; 598171784

      დაიწყო რეგისტრაცია კემბრიჯის ინგლისური ენის სასერტიფიკატო ტესტისთვის უფასო მოსამზადებელ კურსზე



      SANGU-ს სტუდენტებისთვის დაიწყო რეგისტრაცია კემბრიჯის ინგლისური ენის პირველ სასერტიფიკატო ტესტისთვის (FCE) უფასო მოსამზადებელ კურსზე.

      აღნიშნული კურსი ითვალისწინებს:

      • ინტენსიურ ვარჯიშს ეფექტურ ზეპირ კომუნიკაციაში;
      • მოსმენის პრაქტიკა, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გაიგოთ სხვადასხვა სირთულის მეტყველება;
      • შეისწავლით სხვადასხვა ჟანრის ტექსტის სწორად გააზრებას;
      • ისწავლით სხვადასხვა ტიპის წერითი დოკუმენტის მომზადებას.


      კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ჩააბაროთ FCE გამოცდა და მიიღოთ საერთაშორისო სერთიფიკატი.

      რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

      რეგისტრაციისთვის მიმართეთ ენების ცენტრს (I კორპ. ოთახი #106).

      დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: t.dundua@sangu.edu.ge

      სამძიმარი

      გარდაიცვალა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პრორექტორის, ქ-ნ ლიკა გიორგაძის ბებია.
      უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

      ინფორმაცია გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ

      2022 წლის 28 თებერვლიდან, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს სურვილისამებრ შესაძლებლობა ექნება ლექცია/სემინარებს დაესწროს აუდიტორიაში ან დისტანციურად.

      SANGU-ში სააუდიტორიო მუშაობის ფარგლებში გათვალიწინებული მეცადინეობები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით წარიმართება.

      ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში დასწრებული ფორმატით.

      მაგისტრატურის სტუდენტებისთვის და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მსმენელებისთვის სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში.

      მილოცვა

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გილოცავთ დავითობას და თავისი „ალმა მატერის“, პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების დღეს - უდიდეს მოვლენას ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად.

      ვულოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბ-ნ გიორგი შარვაშიძეს, სტუდენტობას და პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა თაობის უნივერსიტეტელს, 104-ე დღეობას. გვახარებს დიდი აკადემიური ტრადიციების გაგრძელებისა და მსოფლიო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი.
      გისურვებთ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას.

      SANGU-ს რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული

      წიგნის თარგმნის პროგრამა 2022

      აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

      იხილეთ ინფორმაცია ბმულზე: https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/grant-programs-ka/book-translation-program-pas-ka/

      კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

      • საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
      • მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
      • სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
      • ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
      • ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები.
      • მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ ჩამოთვლილ თემებზე):  სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა.

      სახელმძღვანელოების და აკადემიური ლიტერატურის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ უახლესი გამოცემები.

      მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალი. მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

      გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე.

      აპლიკანტმა საავტორო უფლებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს განაცხადის წარდგენამდე, რათა შეძლოს კომუნიკაციის ან კონტრაქტის ხელმოუწერელი ასლის წარდგენა სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.

      აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა. განმცხადებელს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის ორივე ვადაზე, თუმცა ერთი და იმავე განაცხადის ხელახლა შემოტანა მეორე ვადაზე არ დაიშვება. 

      სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

      პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. თანადამფინანსებელი შესაძლოა იყოს როგორც განმცხადებელი ორგანიზაცია, ასევე გარე დაფინანსების წყარო. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

      კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.

      პროექტის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) წელს.

      დაფინანსებული პროექტების სავარაუდო რაოდენობა: 15 გრანტი (დამოკიდებულია გამარჯვებული პროექტების ჯამურ მოთხოვნილ თანხაზე)

      პროგრამის ჯამური ფონდი$100,000

      განაცხადი და შეტანის წესები:

      საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიღების ვადებია:

      • 10 თებერვალი, 2022
      • 13 აპრილი, 2022

      გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 6მბ-ზე დიდი მოცულობის ელ. გზავნილები და RAR/ZIP ფორმატის დოკუმენტები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

      სავალდებულო დოკუმენტაცია:

      • SF-424 
      • SF424A
      • SF424B
      • შევსებული განაცხადის ფორმა
      • DUNS და NCAGE კოდები
      • მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
      • საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
      • თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
      • პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
      "Open Your Mind" Erasmus+

      აღნიშნული პროექტი შესანიშნავი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში, რომელიც შეეხება ემოციური ინტელექტის მნიშვნელობას ინტერკულტურულ ცნობიერებაზე. პროგრამას კურირებს ორგანიზაცია CAYNEX, რომელიც ჩატარდება ბაკურიანში, 10 დღის განმავლობაში. 40 მონაწილისთვის პროგრამა სრულად დაფინანსდება Erasmus+-ის მიერ.

      დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

      აპლიკაციების მიღება პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე

      საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭო საქართველოში აცხადებს აპლიკაციების მიღებას შემოდგომის (2022) და გაზაფხულის (2023) პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე (PFP). შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ საშუალება პრაქტიკა გაიარონ ამერიკულ ორგანიზაციებში. პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
      აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 28 მარტი, 2022

      დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.professionalfellows.org

      სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის იურისპრუდენცია

      31 დეკემბერს, 19:00 საათზე, გაიმართება Online საჯარო ლექცია თემაზე: "სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის იურისპრუდენცია". ლექციას წარმართავს SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, პროფესორი ევა გოცირიძე.

      ლექციის დროს მიმოხილული იქნება 2020 წელს სტრასბურგის სასამართლოს პალატისა და დიდი პალატის მიერ განხილული ის საქმეები, რომლებსაც თავად სასამართლო მიიჩნევს მნიშვნელოვნად; კონკრეტული საქმეების მაგალითზე განმარტებული იქნება სასამართლოს ახალი და ახლებური მიდგომები ცალკეულ უფლებებთან თუ საკითხებთან მიმართებაში, უფლებათა დაცვის სტანდარტები და პრეცედენტული სამართლის განვითარების ტენდენციები;

      ლექციის ხანგრძლივობა: 1 საათი;

      ლექციის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება დაინტერესებული მსმენელის კითხვებზე პასუხების გაცემაც.

      ლექცია გაიმართება FB Live-ის საშუალებით.

      ღონისძიების ბმული

      აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი

      საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

      • პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
      • ასოცირებული-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.

       

      პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები


      აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

      • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება.


      კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.

       

      პროფესიული ნიშნით პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

      • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
      • საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისიწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.


      როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებისთვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნა:

      • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე), ამასთან, სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სფეროში, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების სფეროში.

       


      ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები 


      აკადემიური ნიშნით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

      • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება.


      კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.


      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:

      • დარგის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, რაც დასტურდება ქვემოთ მოცემული არანაკლებ ერთი ნიშნით:
      • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      • საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      • უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.


      როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:


      ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე), ამასთან, სამეცნიერო აქტივობები ქვემოთ მოყვანილ საკითებზე:

      • ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური თანამდებობისათვის: ევროპისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ევროპისა და ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები;
      • ასოცირებული პროფესორის მეორე ვაკანტური თანამდებობისათვის: აზიის ერთი ან მეტი წამყვანი ქვეყნისა და საქართველოს შორის ურთიერთობები.


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად.
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      7. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამიოსი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      8. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      9. შესაბამისი მიმართულებით სამეცინერო ან/და პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტის/პროექტების შესახებ ინფორმაცია (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      10. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები - ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით); 
      11. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; 
      12. სამეცნიერო სტიპენდიების, ან/და გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      13. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია; 
      14. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.
      17. ინგლისური ენის  ცოდნის (არანაკლებ B 2 დონის ) დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


      მიმაგრებული დოკუმენტები:

       

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა:

      2022  წლის 1-ლი მარტიდან  4 მარტის ჩათვლით; მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 7 მარტიდან არაუგვიანეს 11 მარტის ჩათვლით.

      კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2022 წლის 14 მარტისა.

      იხილეთ რექტორის ბრძანება N11-კ და N12-კ აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე ცვლილებების შეტანის შესახებ.

      Online შეხვედრა მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების შესახებ

      27 იანვარს, 18:00 საათზე, გაიმართება Online შეხვედრა მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

      პროგრამების შესახებ ისაუბრებენ:

      • პროგრამების ხელმძღვანელი, ზურაბ ბერია
      • პროგრამის ხელმძღვანელი ნონა პოპიაშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა)
      • პროგრამის ხელმძღვანელი მაია ხეჩიკაშვილი (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)

      შეხვედრა გაიმართება FB Live-ის საშუალებით.

      ღონისძიების ბმული

      ღია კარის დღეები SANGU-ში


      გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და თქვენი მენტორი სასურველ დროს გიმასპინძლებთ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში.


      ღია კარის დღეზე დასწრება შეგიძლიათ როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად 360-იანი ვირტუალური ტურის ფორმატში.

      ღია კარის დღეების ფარგლებში თქვენ საშუალება გეძლევათ:

      • მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო სასწავლო პროგრამების შესახებ;
      • ფიზიკურ ან ვირტუალურ ფორმატში დაათვალიეროთ უნივერსიტეტის აუდიტორიები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
      • ამომწურავი პასუხები მიიღოთ ყველა კითხვაზე, რომელიც გაგიჩნდებათ;
      • გაიჩინოთ მუდმივი მენტორი SANGU-ში, რომელიც ნებისმიერ დროს მოგაწვდით ინფორმაციას სიახლეების შესახებ.


      დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე

      შიდა მობილობა

      2021 - 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:

       

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი  -30 ადგილი;  
      • ისტორია - 20 ადგილი; 
      • ქართული  ფილოლოგია - 20 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები - 30 ადგილი;

      ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე:

      • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)- 40 ადგილი;
      • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა) - 40 ადგილი;

       

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი  - 10 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 10 ადგილი;
      • ქართული  ფილოლოგია - 10 ადგილი; 
      • საქართველოს ისტორია - 10 ადგილი; 

       

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

       

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება -  10 ადგილი; 
      • ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი;
      • ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი; 

       

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 10 ადგილი; 

       

      შენიშვნა:  შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის წლიური საფასური განესაზღვრებათ მოცემულ პროგრამისთვის შესაბამისი  დადგენილი ოდენობით, კერძოდ: 

      • ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
      • სამართალი - 2990 ლარს;
      • საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;
      • 2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა მიერ  შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის საფასური განესაზღვრებათ უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის  2021 წლის 5 აგვისტოს №18 ბრძანებით ‘ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე  2021– 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულთათვის ერთჯერადი საშეღავათო პირობების განსაზღვრის შესახებ“ პირობების გათვალისწინებით.

       

      შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2022 წლის 7 – 21 თებერვალი;
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება, ,სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება- 2022 წლის 8 – 22 თებერვალი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 23 თებერვალი;
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2022 წლის 25 თებერვალი.

       

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (შემოთავაზებული ფორმით, ივსება UMS სისტემის საშუალებით);
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);

       

      საკონტაქტო ინფორმაცია: 

      • 551 74 00 05
      • 551 73 00 05

       

      ისარგებლე მობილობით SANGU-ში

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.
      2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 28 იანვრის 12:00 საათიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

      მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

       

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:


      სწავლის წლიური საფასური
       ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი - 2990 ლარს
      • საჯარო მმართველობა - 2750 ლარს
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - - 2500 ლარს
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3500 ლარს
      • კომპიუტერული მეცნიერება - 3350 ლარს



      მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2022 წლის 10-14 თებერვალი
      • აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2022 წლის 11-15 თებერვალი
      • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2022 წლის 12-16 თებერვალი
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 12-16 თებერვალი
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2022 წლის 18 თებერვალი

       

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება
      2. სტუდენტის ანკეტა
      3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ; 
      7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      8. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  მართვის სისტემის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით;
      9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

       

      დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე) ასევე ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: sastsavlo@sangu.edu.ge
      გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია გადმოაგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ელექტრონული ვერსია.

      ტურიზმის მიმართულების აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

      ტურიზმის მიმართულების აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში“ შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

      • პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
      • ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

      კონკურსი ცხადდება უნივერსიტეტთან აფილირების პირობით.

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 23 და 24 თებერვალი. მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება:
      2022 წლის 25 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით.

      კონკურსის შედეგების გამოქვეყნება:
      2022  წლის 4 მარტი. 

      იხილეთ რექტორის ბრძანება N11-კ და N12-კ აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე ცვლილებების შეტანის შესახებ.


      პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები:

      აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

      1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
      2. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება.


      კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      1. სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      2. სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      4. სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.


      პროფესიული ნიშნით პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

      1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
      2. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისიწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      3. შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      4. უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.


      როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებისთვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნა:

      ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე), ამასთან, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არანაკლებ 4 სასწავლო კურსის წარმართვის კომპეტენცია:

      • რეკრეაციის თეორია და პრაქტიკა;
      • ტურისტული დესტინაციის მენეჯმენტი;
      • საერთაშორისო ტურიზმი;
      • აგროტურიზმის საფუძვლები;
      • ტურიზმის ხარისხის მართვა; საზოგადოებაზე დაფუძნებული ტურიზმი.


      ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები:


      აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

      დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
      ამასთან, კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      1. სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      2. სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      4. სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.


      პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს მაგისტრის ხარისხის მქონე პირი, რომელიც:

      1. აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ არანაკლებ ერთს შემდეგი პირობებიდან:
        1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
        2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
        3. აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      2. აქვს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.


      ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნის სახით განსაზღვრულია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არანაკლებ 2 სასწავლო კურსის წარმართვის კომპეტენცია:

      • დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი;
      • ღონისძიებების მართვა;
      • კულტურული ტურიზმი და ტუროპერეიტინგი.


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად.
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      7. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამიოსი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      8. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      9. შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტის/პროექტების შესახებ ინფორმაცია (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      10. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები - ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      11. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      12. სამეცნიერო სტიპენდიების, ან/და გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      13. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
      14. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
      17. ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B 2 დონის ) დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


      მიმაგრებული დოკუმენტები:

       

      ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით

      აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

      • ასოცირებული პროფესორი ინგლისურის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით - 1 საშტატო ერთეული;
      • ასისტენტ-პროფესორი განათლების მიმართულებით - 2 საშტატო ერთეული;
      • ასისტენტ-პროფესორი განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით - 1 საშტატო ერთეული.

      კონკურსი ცხადდება უნივერსიტეტთან აფილირების პირობით.


      ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი მოთხოვნები:

      აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

      1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
      2. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება. 


      კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      1. სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      2. სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      4. სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.                  


      პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:

      1. დარგის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, რაც დასტურდება ქვემოთ მოცემული არანაკლებ ერთი ნიშნით:
        1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
        2. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისიწნებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
      2. შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      3. უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა. 


      როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნა:

      • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მომავალი მასწავლებლების მომზადების/მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ან/და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება.


      ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი მოთხოვნები:    

      აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

      ამასთან, კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      1. სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      2. სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      3. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      4. სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.         


      პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს მაგისტრის ხარისხის მქონე პირი, რომელიც:

      1. აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ არანაკლებ ერთს შემდეგი პირობებიდან:
        1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
        2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
        3. აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      2. აქვს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა. 


      როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნა:

      • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მომავალი მასწავლებლების მომზადების/მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ან/და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება. 


      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად.
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      7. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამიოსი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      8. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      9. შესაბამისი მიმართულებით სამეცინერო ან/და პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტის/პროექტების შესახებ ინფორმაცია (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
      10. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები - ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით); 
      11. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; 
      12. სამეცნიერო სტიპენდიების, ან/და გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      13. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია; 
      14. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
      15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
      16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

       

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა:

      2022 წლის 15-16 თებერვალი; მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 17-24 თებერვლი.

      კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა.

       

      ცხადდება სტაჟირება SANGU-ს ბიბლიოთეკაში შემდგომში დასაქმების პერსპექტივით

      სტაჟირება:  საბიბლიოთეკო ფონდის მენეჯმენტის მიმართულებით

       

      სტაჟირების ჩატარების მიზანი:
      სტაჟირების მიზანია ქართული უნივერსიტეტის მე-2 ან მე-3 კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლბობა გაეცნონ და შეისწავლონ საბიბლიოთეკო საქმიანობა, საბიბლიოთეკო დოკუმენტებთან მუშაობისა და დახარისხების პრინციპები. სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი მასზედ, რომ გაიარა სტაჟირების პროგრამა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

       

      სტაჟიორის რაოდენობა:
      სტაჟირება ცხადდება ორი აპლიკანტისათვის.

       

      საქმიანობის აღწერა, სტაჟიორს დაევალება:

      • სასწავლო კურსების სილაბუსების დამუშავება;
      • ახალი რესურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
      • საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის სასწავლო და კვლევითი ლიტერატურის გაცნობა;
      • უნივერსიტეტის საზოგადოების ინფორმირება საბიბლიოთეკო რესურსების შესახებ;
      • წიგნების გაციფრებაზე მუშაობა;
      • ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებში ჩართვა.

       

      მოთხოვნები, სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
      მოთხოვნები:

      • SANGU-ს ბაკალავრიატის საფეხურის მე-2 ან მე-3 კურსის სტუდენტი;
      • ნებისმიერი მიმართულების სტუდენტი;
      • მაღალი აკადემიური მოსწრება;
      • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
      • გუნდური მუშაობის უნარი;
      • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
      • პასუხისმგებლობის გრძნობა;
      • მოტივაციის მაღალი დონე;
      • ინფორმაციის დახარისხების უნარი;
      • ინტერნეტში ძიების უნარი;
      • პრობლემის გადაჭრის უნარი;
      • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
      • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი;
      • ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე;
      • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint.

       

      კონკურსის ჩატარების ფორმატი:
      კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდება CV-ისა და სამოტივაციო წერილების მიხედვით კანდიდატების გადარჩევა. მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებასა და სიმულაციურ ტესტს.

       

      დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 20 სთ.

      ანაზღაურება: არაანაზღაურებადი
      სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
      სტაჟირების პერიოდი: 1 მარტი - 31 მაისი

       

      აპლიკანტებმა სამოტივაციო წერილი და CV უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: library@sangu.edu.ge არაუგვიანეს 20 თებერვლისა.
      არასრულყოფილი აპლიკაცია არ განიხილება.

      შეხვედრა თავისუფალი თეატრის მსახიობებთან

      23 დეკემბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თავისუფალი თეატრის მსახიობებთან: თამუნა ნიკოლაძესთან, აპოლონ კუბლაშვილთან და კახა მიქიაშვილთან.

      შეხვედრის თემაა: "თავისუფალი თეატრის დაარსების ისტორია".
      შეხვედრა იქნება ინტერაქციული და გაიმართება COVID-რეგულაციების დაცვით წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში.

      ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

      ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ისტორიის (წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია) მიმართულებით (აფილირების პირობით).

      საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
      ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.

      ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • კონკურსანტს განხორციელებული უნდა ჰქონდეს კვლევა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის მიმართულებით.
      • კონკურსანტს უნდა შეეძლოს შემდეგი სასწავლო კურსების წაკითხვა და წარმოადგინოს სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში: საქართველოს ძველი ისტორია, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია, საისტორიო აზროვნების განვითარება და კვლევა, კვლევის მეთოდები ისტორიულ მეცნიერებაში.
      • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება.

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განცხადების ფორმა);
      2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge)
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      8. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      9. დოქტორის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
      12. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
      13. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
      14. ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.


      მიმაგრებული დოკუმენტები:

       

      კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა:

      2022 წლის 20-21 იანვარი; მისამართ: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

      კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 24-28 იანვრი.

      კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2022 წლის 01 თებერვლისა.

       

      სტუდენტური კონფერენცია: ,,ლიტერატურა ჟამიანობის დროს"

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული SANGU-ს ლიტერატურული კლუბი გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოთ სტუდენტურ კონფერენციაში: "ლიტერატურა ჟამიანობის დროს"

      კონფერენცია გაიმართება 24 დეკემბერს 14:00 საათზე, Google Meet-ის საშუალებით. კონფერენციის ბმული: meet.google.com/mcq-ycet-ujp
      კონფერენციის თემატიკა: ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, მხატვრობა, მუსიკა, ფსიქოლოგია.
      კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 23 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ თეზისები სანგუს ლიტერატურული კლუბის ელექტრონულ მისამართზე litclub@sangu.edu.ge

      გაითვალისწინეთ:

      • ტექსტის აკადემიურობა;
      • მოხსენების word-ფაილში წარმოდგენა;
      • გამოყენებული ლიტერატურის მითითება.

      კონფერენციის მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

      13 დეკემბერი წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

      ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულებისა და ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, 2021 წლის 25-27 დეკემბერს ჩატარდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

      კონფერენციის დევიზი: „ქართული ენისათვის“

      კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, 2021 წლის 20 დეკემბრამდე გამოგვიგზავნოთ სამეცნიერო ხელმძღვანელთან შეთანხმებული მოხსენების სათაური შემდეგ მისამართზე: kartvelology@sangu.edu.ge

      დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თბილისი, ი. ჭავჭავაძის №53ა, ქართული უნივერსიტეტი, ქართველოლოგიის ცენტრი. ტელ: (+995) 599 27 26 67

      კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად.

      ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

      კონკურსის თემატიკა

      • უმაღლესი განათლების გავლენა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე;
      • ვირტუალური რეალობისა (Virtual Reality, VR) და გაძლიერებული (Augmented Reality, AR) რეალობის როლი განათლებაში;
      • სტუდენტების როლი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში.


      კონკურსის პირობები

      • საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს;
      • ესე უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ესეს კრიტერიუმებს საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს ციტირებებს და ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია;
      • ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში, ქართულ ენაზე;
      • შრიფტი: Sylfaen;
      • შრიფტის ზომა: 11;
      • ინტერვალი: 1.15;
      • ესეს მოცულობა: 8-12 გვერდი;
      • მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;
      • ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საგანმანათლებლო პროგრამა;
      • კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
      • ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects@sangu.edu.ge (მიუთითეთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი) ;
      • შეტყობინების სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის“;
      • პლაგიატის დადგენის შემთხვევაში ესე მოიხსნება კონკურსიდან;
      • კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია SANGU-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი; პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის. 


      ესეს სტრუქტურა:

      • სათაური;
      • შესავალი (საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი);
      • ძირითადი ნაწილი, თეზისის წარდგენა (ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება);
      • დასკვნა (მსჯელობის შეჯამება);
      • გამოყენებული ლიტერატურის სია;
      • გამოყენებული ლიტერატურა დაიმოწმეთ ტექსტში ან გამოიტანეთ სქოლიოს სახით გვერდის ბოლოს.

       


      შეფასებისას მხედველობაში იქნება მიღებული შემდეგი კრიტერიუმები:

      • საკითხის სიღრმისეული გააზრება;
      • დამუშავებული რელევანტური ლიტერატურა;
      • განხილული მაგალითები, ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი, არგუმენტირება;
      • ესეს სტრუქტურა;
      • აკადემიური წერის სტილის დაცვა;
      • ესეს ინოვაციურობა.

       

      კონკურსის ეტაპები

      • ესეს მიღება: 2021 წლის 6 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით;
      • საკონკურსო კომისიის მუშაობა: 25 – 29 დეკემბერი;
      • საუკეთესო ესეების გამოვლენა: 30 დეკემბერი.


      საკონკურსო ადგილები და პრიზები

      კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცემა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო:

      • I ადგილი - 1000 ლარი;
      • II ადგილი - 700 ლარი;
      • III ადგილი - 500 ლარი.


      დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე projects@sangu.edu.ge

       

       

       

      რიგგარეშე მობილობა

      ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული
      სტუდენტებისთვის ცხადდება რიგგარეშე მობილობა.

       

      რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2021 წლის 1- 8 დეკემბერი;
      • კრედიტების აღიარების კომისიის მუშაობა, დასკვნების მომზადება და მათი მობილობის მსურველთათვის გაცნობა, თანხმობის/უარის წერილების მომზადება - 2021 წლის 2 - 9 დეკემბერი
      • სკოლების მიერ ჩასარიცხ პირთა სიების (მოხსენებითი ბარათის სახით), აგრეთვე რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის (ქაღალდური და ელექტრონული სახით) წარდგენა -10 დეკემბერი;
      • რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და სისტემისთვის წარდგენა - 2021 წლის 13 დეკემბერი.

       

      რიგგარეშე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება და ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით);
      • ბაკალავრის დიპლომისა და დანართის ასლი;
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
      • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

       

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის აღიარების კომისია:

      1. გურული პაპუნა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, მოწვეული სპეციალისტი, (კომისიის თავმჯდომარე);
      2. გოგიშვილი პააატა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
      3. ბოსტოღანაშვილი დავით, სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი, სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი (კომისიის წევრი);
      4. ლონდარიძე მარინა, სამართლის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, (კომისიის მდივანი).
      პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული SANGU-ში

      13-17 დეკემბერს SANGU-ში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული გაიმართება.

      ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ შემდეგი საკითხები:

      ეფექტური CV-ის შედგენა

      • როგორ განვსაზღვროთ წინასწარ CV-ის სტრუქტურა?
      • რა ძირითად კომპონენტებს უნდა შეიცავდეს CV
      • რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები CV-ის შედგენისას?
      • Linkedin მნიშვნელობა და გამოყენება

      დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები

      • რა მეთოდებს იყენებენ დამსაქმებლები კანდიდატის შეარჩევად
      • რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება გასაუბრების დროს
      • თვითპრეზენტაციისა და თავდაჯერებულობის მნიშვნელობა დამსაქმებელთან ურთიერთობისას
      • დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვება და სწორი კომუნიკაციის დამყარება
      • რა ძირითად შეცდომებს უშვებენ დასაქმების მსურველები გასაუბრებისას?

      მიზნის მიღწევის ტექნიკები

      • როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?
      • როგორ ვიყოთ ბაზარზე მოთხოვნადები ჩვენს პროფესიაში?
      • როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს?
      • მოტივაციის როლი მიზნების განხორციელებისას


      სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში - 20

      მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 დეკემბერამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე

      გამოცხადდა უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი

      სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების - „Stipendium Hungaricum 2022-2023’’ - კონკურსი გამოაცხადა. ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან, საქართველოში უნგრეთის საელჩოსთან ერთად ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს 300-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

      უნგრეთის მთავრობის სტიპენდია ,,Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

      კონკურსით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ვადებში:

      ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 15 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022, უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.

      სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 16 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022 უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.

      კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია: https://stipendiumhungaricum.hu/apply/

      ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის, ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.

      პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

      • ბაკალავრიატი - არაუმეტეს 30,
      • მაგისტრატურა - არაუმეტეს 30,
      • დოქტორანტურა - არაუმეტეს 10,
      • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5.
      • 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები - 5.

      დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევისა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

      17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა, გილოცავთ!

      17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გილოცავთ!

      სტუდენტების საყურადღებოდ

      მოხარულები ვართ, რომ საბაკალავრო პროგრამების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების ნაწილმა გამოთქვა უნივერსიტეტში დასწრებული ფორმით სწავლის სურვილი.

      რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით, UMS-ის მეშვეობით (რა შემთხვევაშიც დაგიკავშირდებათ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორი), ხოლო თუ ბაზის მეშვეობით ვერ რეგისტრირდებით, გთხოვთ, თავად დაუკავშირდეთ თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორს, მიმდინარე წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.

      დაზუსტებისათვის, გაცნობებთ, რომ შესაძლებელია მიმდინარე სემესტრში შემოთავაზებული ყველა საგნის ან მათი ნაწილის დასწრებული ფორმით სწავლა. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას, გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ, რომ დაგეგმილი ცხრილი არ შეიცვლება.

      რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამის სასწავლო კურსებში შუალედური გამოცდების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღდგება სასწავლო პროცესი აუდიტორიებში.

      საბაკალავრო საფეხურის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისათვის
      სასწავლო პროცესი უკვე განახლებულია აუდიტორიებში. ამასთან, იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ლექციებზე გამოცხადებას, შესაძლებლობა აქვთ, სასწავლო პროცესში ჩაერთონ დისტანციურად.

      საგამოცდო პროცესების დასრულების შემდეგ, საბაკალავრო საფეხურის პირველი და მეორე კურსელი სტუდენტებისათვის სწავლა გაგრძელდება იმავე ფორმატით.

      ესეების კონკურსი ონლაინ მაღაზია ისურვესგან

      საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის, თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

      გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია, დაუფინანსებს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს!

      1. კონკურსის პირობები:

      • მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტუდენტს სტატუსი ჰქონდეს აქტიური
      • საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს

      2. ესეს სავარაუდო სტრუქტურა (არასავალდებულო):

      • სათაური
      • შესავალი/არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი
      • თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება
      • დასკვნა/მსჯელობის შეჯამება

      3. კონკურსის ეტაპები:

      • განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - 20 ნოემბრის ჩათვლით
      • ნაშრომების მიღება - 30 ნოემბრის ჩათვლით
      • 6 დეკემბერს გამოვლინდება 1 გამარჯვებული

      4. განაცხადის ფორმა:

      • სახელი და გვარი, პირადი ნომერი
      • ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
      • უნივერსიტეტის დასახელება
      • ესეს სათაური

      5. ესეს გაფორმების წესი:

      • ფურცლის ზომა A4
      • შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen)
      • შრიფტის ზომა - 12
      • გვერდების საორიენტაციო რაოდენობა -1-2

      განაცხადისა და ესეს გამოგზავნა ელ.ფოსტაზე essayawards2021@gmail.com

      საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომების კონკურსი

      ახალგაზრდებო!

      საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად იწყებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს.
      კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლებათ.
      საქართველოს ეროვნულ ბანკს სურვილი აქვს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთონ აღნიშნულ კონკურსში.
      ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევამდე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.
      ასევე, გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.
      დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ბმული: https://bit.ly/30d9h0S

      მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ „ახალგაზრდა ეკონომისტების კონკურსში“.

      გთხოვთ, თქვენი გადაწყვეტილების შესახებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანატში.


      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი,
      პროფესორი ლევან ქისტაური

      ამერიკული განათლების ყველაზე მასშტაბურ ონლაინ გამოფენა

      გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, შაბათს, 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს ამერიკული განათლების ყველაზე მასშტაბურ ონლაინ გამოფენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ამერიკული კოლეჯი და უნივერსიტეტი.

      გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები. დამსწრეებისთვის გამოფენაზე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო და პირადი ჩატი/კომუნიკაცია კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. გაეცნობით მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების და განათლების საფეხურის მიხედვით, ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს.

      გამოფენაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა.

      გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA (www.educationusa.state.gov), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის “საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.

      გამოფენა ხელს უწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე, ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.

      ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე

      ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, აცხადებს კონკურსს აშშ-ს საზაფხულო ინსტიტუტის (SUSI) სამოქალაქო ჩართულობის გაცვლით პროგრამაზე. 

      დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

      კომპანია Staracademy-ის კონკურსი

      კომპანია Staracademy აცხადებს კონკურსს დევნილის სტატუსის მქონე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

      რა არის "Summer Work & Travel"? - ეს არის საზაფხულო კულტურულ-გაცვლითი პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქმდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვის განმავლობაში და 1 თვე ეძლევათ ამერიკაში მოგზაურობისთვის (ნებაყოფლობითი).

      კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

      • ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულის (დევნილი) სტატუსის მქონე პირებს;
      • ასაკი 18-დან 26 წლის ჩათვლით.
      • ინგლისურის ცოდნის დონე - B1-დან;
      • აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე პირებს;

      კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა მითითებულ პირობას.

      დაფინანსება ითვალისწინებს:

      • პროგრამაში მონაწილეობის საფასური;
      • ორმხრივი ავიაბილეთები;
      • 3 დღიანი სემინარი NEW YORK CITY-ში;
      • სემინარის განმავლობაში საცხოვრებლის, კვების და აქტივობების ხარჯები;
      • დასაქმების უზრუნველყოფა ზაფხულის განმავლობაში;
      • სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება;
      • ჯანმრთელობის დაზღვევა;
      • უსაფრთხოების უზრუნველყოფა ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე;

      დაფინანსება არ ითვალისწინებს:

      • სავიზო მოსაკრებლის გადახდას (160$);
      • მუშაობის დროს საცხოვრებლის/კვების ხარჯებს, რაც უნდა დაიფაროს თქვენი ხელფასიდან.


      რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/QGpZ2kTHMR1gN4FTA
      რეგისტრაცია გრძელდება 10 ნოემბრის ჩათვლით.

      5 ნოემბერი წმიდა მოციქულ იაკობის ხსენების დღეა

      ვულოცავთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მეუფეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს ანგელოზის დღეს - ხსენებას იაკობ მოციქულისა. ეწეოდეს და ფარავდეს წმინდა იაკობ მოციქულის მადლი მრავალჟამიერ!

      ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა

      გამოცხადდა ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის სამი გაცვლითი პროგრამა!

      პროგრამის მონაწილეები ამერიკაში 4-5 კვირას გაატარებენ.
      საბუთების მიღების ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. 

      გლობალური გაცვლითი პროგრამა UGRAD-ის სტიპენდიები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

      მიიღეთ მონაწილეობა UGRAD-ის შესარჩევ კონკურსში და გაემგზავრეთ ერთი სემესტრით ამერიკულ უნივერსიტეტში.

      დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე https://go.usa.gov/xe4yz

      მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

      შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

      მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

      კონკურსის ძირითადი პირობები:

      • საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
      • კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
      • გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
      • პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
      • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
      • მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
      • დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.

      პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ვადაა 15 ნოემბრის 16:00 საათამდე.

      დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე

      ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ!

      მოგესალმებით,

      როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით უნივერსიტეტებს 4 ოქტომბრიდან მიეცა შესაძლებლობა დაბრუნებოდნენ სააუდიტორიო სწავლებას. სხვა მრავალი სასწავლო დაწესებულების მსგავსად, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, განათლების ხარისხის შენარჩუნების მიზნით, შემოდგომის სემესტრის შუალედური გამოცდები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩატარდეს უნივერსიტეტში.

      ამ ეტაპზე უნივერსიტეტს გააჩნია ყველა საჭირო რესურსი, იმისათვის რომ საგამოცდო პროცესი წარმართოს აუდიტორიებში. საგამოცდო პროცესის მსვლელობისას სრულად იქნება დაცული ყველა საჭირო კოვიდრეგულაცია, თქვენ დაგხვდებათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

      თუ სახელმწიფოს მხრიდან, კვლავ დაწესდება რაიმე სახის შეზღუდვა, უნივერსიტეტი დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად იმოქმედებს.

      გელოდებით SANGU-ში,
      გისურვებთ წარმატებას!

      პირველ და მეორე კურსის სტუდენტების საყურადღებოდ

      ძვირფასო სტუდენტებო,

      გაცნობებთ, რომ გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, 11 ოქტომბრიდან, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (საბაკალავრო-სამაგისტრო) პროგრამების პირველი და მეორე კურსელთათვის სრულად, საუნივერისტეტო სივრცეში განახლდება.

      სტუდენტებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ აუდიტორიაში გამოცხადებას, ექნებათ მეცადინეობებზე დისტანციურად ჩართვის საშუალება.

      იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მეხუთე ან უფრო მაღალ სემესტრში და გადიან პირველი/მეორე კურსის საგნებს, შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ შესაბამის საგნებში აირჩიონ მათთვის სასურველი სწავლების ფორმა. დარჩენილ საგნებში სწავლა გაგრძელდება დისტანციურად.

      ასევე დაგიკავშირდებათ თქვენი პროგრამის კოორდინატორი, რომელიც მოგაწვდით დამატებით დეტალურ ინფორმაციას.

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მესამე და მეოთხე კურსის, ასევე სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის, ამ ეტაპზე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციურად.

      გელოდებით SANGU-ში.

      2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესი, დისტანციურად ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

      2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესი, დისტანციურად ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

      სასწავლო პროცესი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 20 სექტემბრიდან, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კი 4 ოქტომბრიდან დაიწყება.

      პროფესორი სერგო ვარდოსანიძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

      გვსურს, უნივერსიტეტის სახელით, ბატონ სერგო ვარდოსანიძეს გადავუხადოთ მადლობა გაწეული შრომისთვის და ვუსურვოთ წარმატება.


      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება.

       

      შიდა მობილობა

      2021 - 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:


      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი  -5 ადგილი;  
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 170 ადგილი; 
      • ისტორია - 5 ადგილი; 
      • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი  - 5 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;
      • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი; 
      • საქართველოს ისტორია - 5 ადგილი; 

      მასწავლებით მომზადების ინტეგრირებული პროგრამები - 30-30 ადგილი თითოეულზე

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება -  10 ადგილი; 
      • ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი;
      • ეკონომიკა  - 10 ადგილი;
      • ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი; 

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი; 

      შენიშვნა:  შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის წლიური საფასური განესაზღვრებათ მოცემულ პროგრამისთვის შესაბამისი  დადგენილი ოდენობით, კერძოდ: 

      • ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
      • სამართალი - 2990 ლარს;
      • საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3500 ლარს
      • კომპიუტერული მეცნიერება - 3350 ლარს
      • უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის საფასური განესაზღვრებათ უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის 2021 წლის 5 აგვისტოს №18 ბრძანებით ‘ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021– 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულთათვის ერთჯერადი საშეღავათო პირობების განსაზღვრის შესახებ“ პირობების გათვალისწინებით.

      2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2021 წლის 13 – 27 სექტემბერი;
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება, ,სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება- 2021 წლის 14 – 28 სექტემბერი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2021 წლის 29 სექტემბერი;
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2021 წლის 30 სექტემბერი;

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (შემოთავაზებული ფორმით, ივსება UMS სისტემის საშუალებით);
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);

      საკონტაქტო ინფორმაცია: 

      • 551 74 00 05
      • 551 73 00 05

       

      ონლაინ შეხვედრა SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების შესახებ

      11 სექტემბერს, 19:00 საათზე, SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის შესახებ ისაუბრებენ ლექტორები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

      შეხვედრაში მონაწილეობენ:

      • გიგა ჩალაური
      • ვახტანგ ლალუაშვილი
      • ინგა ნაფეტვარიძე
      • დავით მამულაშვილი
      • ნიკა ქებულაძე
      • ხატია გაფრინდაშვილი
      • მარიამ ხუნძაკიშვილი
      • დავით კურცხალია
      • გიორგი ყვავილაშვილი


      შეხვედრა გაიმართება FB Live-ს მეშვეობით.

      აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2022 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე 9 სასწავლო საგანში:

      • ქართული ენა და ლიტერატურა
      • უცხოური ენა
      • მათემატიკა
      • ისტორია
      • ფიზიკა
      • ქიმია
      • ბიოლოგია
      • გეოგრაფია
      • ზოგადი უნარები


      ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება გამორჩეულია სწავლების მაღალი დონით, რეგულარული ტესტირებებით, მიღებული შედეგების დეტალური ანალიზით, აბიტურიენტების პედაგოგებთან შემოქმედებითი ურთიერთობით, კეთილმყოფელი სამუშაო გარემოთი, რაც ყოველთვის განაპირობებს მაღალ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.


      მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში. თითოეულ საგანში სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 30 სასწავლო კვირა. მეცადინეობის კვირეულის ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ. თითოეულ საგანში სასწავლო ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 7 აბიტურიენტის მიღების პირობით. 

      თითოეულ საგანში მომზადების ღირებულებაა - 500 ლარი; თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.


      ცენტრში მომზადებული აბიტურიენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ისარგებლებენ სწავლის სემესტრული საფასურის 20%-იანი შეღავათით. ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.


      აბიტურიენტთა თხოვნის გათვალისწინებით ონლაინ რეგისტრაცია გახანგრძლივდა 16 ოქტომბრის ჩათვლით.


      ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე


      სწავლა დაიწყება 18 ოქტომბერს, იმ დროისთვის არსებული ეპიდვითარების შესაბამისად.

      საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
      საკონტაქტო ნომრები: 225 00 77; 225 81 46;

       

      იწყება რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამებზე

      დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია 2021 წლის 8 სექტემბრიდან 17 სექტემბერის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 11-დან 17:00 - საათამდე, შაბათს - 11-დან 15 საათამდე), როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის N102-ე ოთახში, ასევე ელექტრონულად, Google Forms-ის საშუალებით (დოკუმენტების გადმოსაგზავნათ აუცილებელია სისტემაში შეხვიდეთ Gmail-ის ელ. ფოსტით). დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია ატვირთოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ვერსია.


      მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით)
      2. ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე
      3. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2021 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
      4. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
      5. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
      6. პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი
      7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი
      8. ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე (გვარისა და სახელის დისკზე მითითებით)
      9. სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
      10. სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
      11. კონკურსანტის CV (შემოთავაზებული ფორმით) ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      ინფორმაცია პირველკურსელთა საყურადღებოდ

      2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხული სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 6-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-18:00 საათამდე (II კორპუსი).


      რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

      • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი, ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე;
      • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

       

      შენიშვნა: არასრულწლოვან აბიტურიენტს უნდა ახლდეს მშობელი/მინდობილი პირი(სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობით) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასევე სანოტარო წესით დამოწმებული ასლით.

      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებმა) ;
      • სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან;
      • ფოტოსურათი (3×4) CD დისკზე;
      • სტუდენტის ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით (ივსება ადგილზე);
      • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი (სრული - 1125 ლარი, ან 50% - 562,5 ლარი);
      • სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

       

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;
      ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში).

      ისარგებლე მობილობით SANGU-ში

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა.
      2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 16 აგვისტოდან - 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

      მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:


      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:


      სამაგისტრო პროგრამებზე მოქმედებს დამატებითი შეღავათები:


      მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2021 წლის 7 – 13 სექტემბერიი;
      • აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2021 წლის 8 – 14 სექტემბერიი;
      • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2021 წლის 9 – 15 სექტემბერიი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2021 წლის 15 სექტემბერი;
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2021 წლის 17 სექტემბერი;


      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება (შემოთავაზებული ფორმით
      2. სტუდენტის ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით
      3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); 
      7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

      დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე) ასევე ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: sastsavlo@sangu.edu.ge 
      გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია გადმოაგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ელექტრონული ვერსია.

       

      განცხადება ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის

      ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო,

      SANGU ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს თქვენზე, გვსურს გაცნობოთ, რომ SANGU-ს ფეისბუქის ჯგუფში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები უქმდება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.


      SANGU-ს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება 2021 წლის 20 სექტემბერს ყველა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

      • ისტორია
      • ქართული ფილოლოგია
      • სამართალი
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები


      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

      • ბიზნესის ადმინისტრირება
      • ეკონომიკა
      • ტურიზმის ბიზნესი
      • კომპიუტერული მეცნიერება
      • ფსიქოლოგია

       

      შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

      შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოცხადებულია სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის 2022-2023 აკადემიური წლისთვის. მიმართულებები არის სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიები (გთხოვთ იხილოთ დანართები). საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ნოემბერი 15:00 საათი.

      დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch

      დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ.გვერდზე:
       
      ისწავლე უფასოდ SANGU-ში

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის დანერგვის, ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.

      თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებით:

      • განათლების ხელშეწყობის მიზნით, აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასურის უნივერსიტეტის მხრიდან 50%-ით, ხოლო სამინისტროს მხრიდან 50%-ით (არაუმეტეს 1125 (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე) ლარის ოდენობით) თანადაფინანსება;
      • 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთვევაში, უნივერსიტეტის მიერ, სტუდენტს დაენიშნება 125 (ას ოცდახუთი) ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია. 

      ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება ყოველ მომდევნო სემესტრში, თუ აკადემური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემეტრში თოთოეულ სასწავლო კურსში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები;

      ჩაირიცხე SANGU-ში და მიიღე სტიპენდია 225 ლარის ოდენობით

      საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით და ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სემესტრის დასასრულს მიიღებენ SANGU-ს ერთჯერად სტიპენდიას 225 ლარის ოდენობით.

      გარდა ამისა, ფინანსური მხარდაჭერა ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში გაუგრძელდებათ იმ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელიც წინა სემესტრში 81 ქულა და მეტი იქნება.

      გაეცანით საბაკალავრო პროგრამებს.

      #145 – გააკეთე გონივრული არჩევანი!

       

      ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

      დაიწყო საბუთების მიღება ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. განაცხადები მიიღება პორტალზე http://register.dzs.cz/ 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

      პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ ბმულებზე:
      Open registration for Czech Government Scholarships in 2022/2023 | Embassy of the Czech Republic in Tbilisi (mzv.cz)

      კონფერენციის მასალები

      ქართული უნივერსიტეტის II სამეცნიერო კონფერენციის მასალები

      საპრეზიდენტო სტიპენდიების პროგრამა სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში

      სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში, მოქმედებს საპრეზიდენტო სტიპენდიების პროგრამა, რომელიც უცხოელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განაგრძონ სადოქტორო პროგრამაზე. საერთაშორისო განაცხადების მიღება წარმოებს, როგორც კორეულ, ასევე ინგლისურენოვან მიმართულებებზე. სტიპენდიის მფლობელებს, სრულად დაუფინანსდებათ სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში ექვსი სემესტრის სწავლის გადასახადი, კორეული ენის კურსი, მგზავრობის ხარჯი (ეკონომ კლასის ავიაბილეთი) და სამედიცინო დაზღვევა. უნივერსიტეტში მიღებული კანდიდატი, მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1.500.00-2.000.000 კორეული ვონის (დაახლოებით 1.250- 1.600 აშშ დოლარი) ოდენობით. 2022 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ონლაინ განაცხადების მიღება იწარმოებს მ.წ. 5 ივლისიდან 15 ივლისამდე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ დოქტორის ხარისხს. დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ინჟინერია, მედიცინა, ჯანდაცვა, სოლის მეურნეობა, განვითარების მეცნიერებები და კორეათმცოდნეობა.

      იხილეთ, სააპლიკაციო ფორმა და გზამკვლევი უნივერსიტეტში მიღების კრიტერიუმების და პროცედურების შესახებ.

      პროგრამა „Horizon Europe-ის“ ფარგლებში ევროკომისიამ გამოაცხადა კონკურსი Marie Skłodowska-Curie Actions-თვის

      2021 წლის მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში  ( 822 მილიონი ევრო) გამოცხადებული კონკურსის  მიზანია გამოცდილი მკვლევარების შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, მათთვის ახალი უნარების შეძენა, კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება.

      დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ დანართების სახით:

      შეთავაზება სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს

      იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის  საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტი გაქვს, სამაგისტრო პროგრამებზე შენ მიიღებ SANGU-ს შიდა გრანტს და ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებზე ისარგებლებ სპეციალური შეთავაზებით:

      • სამართალი  - წლიური საფასური 2000 ლარი 
      • საჯარო მმართველობა - წლიური საფასური 2000 ლარი
      • საქართველოს ისტორია - წლიური საფასური 2000 ლარი
      • ქართული ფილოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
      • სოციალური განწყობის ფსიქოლოგია  - წლიური საფასური 2000 ლარი
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება  - წლიური საფასური 3000 ლარი 

      ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები.

      დარეგისტრირდით წინასწარ თქვენთვის სასურველ პროგრამაზე

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2021 წლის 6 ივლისს, 15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის წმინდა ილია მართლის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული) შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ რადა სადილოვას სადისერტაციო ნაშრომის ,,გიორგი ზდანოვიჩის (მაიაშვილის) ეროვნული კონცეფცია და პუბლიცისტურ-ეკონომიკური მოღვაწეობა“  დაცვა.
      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი, სერგო ვარდოსანიძე

      დოქტორანტის რეცენზენტები:
      ისტორიის  დოქტორი გოდერძი ვაჭრიძე (მოწვეული) 
      ისტორიის დოქტორი დურმიშხან ლაშხი (სექციიდან).

      საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.

      2021 წლის 28 ივნისს (ორშაბათი), 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. ქვეყანაში არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინტერნეტ პლათფორმა „Google Meet“-ის მეშვეობით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
      კონფერენციის განრიგი
      მისალმება:

      • 12:00 - 12:05 სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
      • 12:05 - 12:10 ლევან ჯიქია, ქართული უნივერსიტეტი, პროფესორი

      კონფერენციის სამუშაო რეგლამენტი

      მოხსენებები  - 15 წუთი
      კითხვა-პასუხი - 5 წუთი 

      მომხსენებლები

      • 12:10-12:30 - პროფესორი შუ უჩიდა (სპეციალური სტუმარი - ვასედას უნივერსიტეტი, იაპონია) - საჯარო ხელმძღვანელობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - საქართველოში პოლიტიკური ცვალებადობის ანალიზი
      • 12:30-12:50 - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ჰაკობ ჰაკობიანი (სპეციალური სტუმარი - სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მატენადარანის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი) - ქართულ-სომხური ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა XVII-XIX საუკუნეებში და მისი პერსპექტივები
      • 12:50-13:10 - პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - ზაქარია ჭიჭინაძე ქართველთა დეცანიონალიზაციაზე (XVI-XIX სს.)
      • 13:10-13:30 - პროფესორი მანანა ტაბიძე - სახელმწიფო და საზოგადოება სახელმწიფო ენის სამსახურში
      • 13:30-13:50 - პროფესორი ლევან ჯიქია - COVID-19 და სასწავლო პროცესი საქართველოში
      • 13:50-14:10 - პროფესორი ვალერი მოდებაძე - მედიაციის როლი კონფლიქტის დარეგულირების პროცესში
      • 14:10-14:30 - პროფესორი გელა ქისტაური - ხალხური ქრისტიანული საკრალური ჯვრის ეთნო- რელიგიური შინაარსი
      • 14:30-14:50 - ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა - დუზჯეს ილში (თურქეთი) მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა აჭარული მეტყველების ძირითადი თავისებურებანი
      • 14:50-15:10 - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი - იაპონიისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობები 1918-1923 წლებში
      • 15:10 დასასრული

      კონფერენციაზე დასასწრები ბმული 

      "ძლევაი საკვირველი"

      2021 წლის 12 აგვისტოს სრულდება დიდგორის ბრძოლის 900 წელი, ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით 2021 წლის 14 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ონლაინ კონფერენცია.

      დასაწყისი: 12:00 საათზე

      ონლაინ კონფერენციაზე დასასწრები ბმული 

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2021 წლის 29 ივნისს, 15:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმინდა ილია მართლის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ  ლელა ზაქარეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის ,,საქართველოს უზენაესი საბჭო (1990-1992 წწ.)“ დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ისტორიის დოქტორი, ლევან ჯიქია

      დოქტორანტის რეცენზენტები: 
      ისტორიის დოქტორი, დაზმირ ჯოჯუა  
      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, ჯაბა მესხიშვილი 

      საუკეთესო შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს

      თუ, საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, მაშინ შენ:

      • უფასოდ გაივლი, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს;
      • გათავისუფლდები ინგლისური ენის შიდა გამოცდისგან, იმ შემთხვევაში თუ SANGU-ში გავლილი გაქვს ინგლისური ენა B2 დონეზე.

      და რაც მთავარია, ისარგებლებ სპეციალური ფასებით სამაგისტრო სასწავლო პროგრამებზე:

      • სამართალი - წლიური საფასური 2000 ლარი
      • საჯარო მმართველობა - წლიური საფასური 2000 ლარი
      • საქართველოს ისტორია - წლიური საფასური 2000 ლარი
      • ქართული ფილოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
      • სოციალური განწყობის ფსიქოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წლიური საფასური 3000 ლარი

      ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 71 ქულაზე.

      დარეგისტრირდით წინასწარ თქვენთვის სასურველ პროგრამაზე

      საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციების შესახებ

      2021 წლის 25 ივნისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, დოქტორი ჯაბა მესხიშვილი, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გამართავს პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციებისა შესახებ საინფორმაციო შეხვედრას.

      შეხვედრის დროს განხილული იქნება, პლაგიატის არსი და პლაგიატის ნაირსახეობები, პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

      შეხვედრა შედგება ონლაინ, დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

      „საქართველოს სოფლის მეურნეობა, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები“

      19 ივნისს, შაბათს, 17:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი ვალერი კეკენაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „საქართველოს სოფლის მეურნეობა, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები“.

      ლექციაზე დასწრებას შეძლებთ შემდეგ ბმულზე

      ღია კარის დღეები SANGU-ში

      ბაკალავრიატითა და მაგისტრატურით დაინტერესებულთათვის დაიწყო ღია კარის დღეზე რეგისტრაცია, რომელიც 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

      დაჯავშნეთ ვიზიტი ან ონლაინ ტური თქვენთვის სასურველ დროს: https://fb.com/book/sanguofficial/

      ღია კარის დღეზე დასწრება შეგიძლიათ, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად, ტურის დაჯავშნა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00 დან 16:30 მდე.

      ღია კარის დღეზე საშუალება გექნებათ დეტალურად დაათვალიეროთ უნივერსიტეტი, შეხვდეთ პროფესორ-მასწავლებლებს, მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, განსაკუთრებულ შეთავაზებებზე და პასუხი ყველა დამატებით კითხვაზე.

      ონლაინ შეხვედრა ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან

      17 ივნისს, 14:00 საათზე, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველო გიწვევთ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე, სადაც მიიღებთ ინფორმაციას ბანკში არსებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებზე.

      ონლაინ შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ ბანკის წარმომადგენლებს დაუსვათ შეკითხვები თქვენთვის სასურველ ვაკანსიასთან დაკავშირებით.

      შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3zsgAOQ

      დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
      დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველო
      574 02 67 47
      careeroffice@sangu.edu.ge 

      "კულტურათა კონფლიქტი და მის მიერ გამოწვეული სისხლის სამართლებრივი დანაშაულები"

      11 ივნისს,14:00 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი შონია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე "კულტურათა კონფლიქტი და მის მიერ გამოწვეული სისხლის სამართლებრივი დანაშაულები".

      ლექციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით 

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2021 წლის 15 ივნისს,   15 საათზე,  წმ. ილია მართლის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ლია გულორდავას  სადისერტაციო ნაშრომის ,,რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა 1803-1867 წლებში დასავლეთ საქართველოში (ოდიშის სამთავრო)“ დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ისტორიის   მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

      დოქტორანტის რეცენზენტები:
      ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გონელი არახამია, ისტორიის დოქტორი ბეჟან ხორავა  

      „გლობალური კონკურენციის გამოწვევები და მენეჯმენტის ჰუმანიზების პრიორიტეტები“

      2021 წლის 21 ივნისს, ორშაბათს, 14:00 საათზე, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვევით, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ ლორთქიფანიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „გლობალური კონკურენციის გამოწვევები და მენეჯმენტის ჰუმანიზების პრიორიტეტები“.

      ლექციის შემდეგ გაიმართება სამეცნიერო დისკუსია.

      ლექციაზე დასწრება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: meet.google.com/pnx-yecd-kpm

      „ტერორიზმთან ბრძოლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“

      2021 წლის 8 ივნისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი, პროფესორი ბადრი ნაჭყებია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ტერორიზმთან ბრძოლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“. ასევე, ნაჩვენები იქნება ტელეკომპანია CGTN-ის მიერ ამავე თემაზე წარმოებული მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

      ლექციაზე დასასწრები ბმული

      ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2021

      2021 წლის 8 ივნისს (სამშაბათი), 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (პროგრამა). 
      კონფერენციის განრიგი:
      მისალმება:

      • 11:00–11:05 სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
      • 11:05-11:10 ლევან ჯიქია, ქართული უნივერსიტეტი, პროფესორი

      მომხსენებლები:

      • 11:10-11:30 ნატა თეთვაძე -ორი სიცოცხლეგადარჩენილი ქალის ისტორია (თინათინ თუშმალიშვილი და თინათინ გონიაშვილი) (ისტორია)
      • 11:30-11:50 ბექა გაჩეჩილეძე - საბჭოთა საქართველოში პირველად და უკანასკნელად აღნიშნული დამოუკიდებლობის დღე (ისტორია)
      • 11:50-12:10 ნიკოლოზ მესხიშვილი - XII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობები: თამარის ნაბიჯები, შეცდომა თუ დიდი პოლიტიკურ-დიპლომატიური გამარჯვება (ისტორია) 
      • 12:10-12:30 ნესტან ღამბაშიძე - სახალხო მასწავლებლები- ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია თუმანიშვილი (ფილოლოგია)
      • 12:30-12:50 მონიკა ჯიჭონაია - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი მწერალი (ფილოლოგია)
      • 12:50-13:10 გაბრიელ თაგაური - თედო რაზიკაშვილის მოღვაწეობის ერთი საინტერესო ნაწილი (ფილოლოგია)
      • 13:10 დასასრული

      კონფერენცია გაიმართება ინტერნეტ პლათფორმა „Google Meet“-ის მეშვეობით  

      ბმული:  https://meet.google.com/mbw-ofsy-jib?authuser=0&hl=en
       

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2021 წლის 10 ივნისს, 15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის წმინდა ილია მართლის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ცირა ჯანაშიას  სადისერტაციო ნაშრომის "თავადური მენტალობის საკითხი XVII საუკუნის საქართველოში იოსებ თბილელის „დიდმოურავიანის“ მიხედვით”  დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.

      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ გურული, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ამირან არაბული. 

      დოქტორანტის რეცენზენტები: ისტორიის  დოქტორი პაპუნა გაბისონია, ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი გოჩა კუჭუხიძე

      "კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე"

      2021 წლის 28 მაისს, 12:00 საათზე, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია: "კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე".

      2019 წლის დეკემბერს ახალი ინფექციური დაავადება კოვიდ -19 დაფიქსირდა ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ ვუჰანში.  ვირუსი სწრაფად გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში, განსაკუთრებით კი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.  მიუხედავად ჩინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი ზომებისა, პანდემია მაინც სწრაფად მოედო არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ ასევე მის მეზობელ ქვეყნებს და დასავლეთს.  პანდემია დედამიწის ყველა კონტინეტზე გავრცელდა და მსოფლიოს ყველა ქვეყანა  დააზარალა.  რაც დრო გადის ყოველდღიურად იზრდება როგორც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, ასევე დაღუპულთა რაოდენობაც.   თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყნებმა მკაცრი ზომები მიიღეს ვირუსის შესაკავებლად, პანდემიის დამარცხება ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ხერხდება.  კოვიდ-19-მა მსოფლიოს პარალიზება გამოიწვია და უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია ყველა კონტინენტზე.  მკვეთრად შეფერხდა ყველა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ხოლო მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავრუსის სწრაფი გავრცელების გამო შეიძლება 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს და უმუშევართა რაოდენობა მომავალში მკვეთრად გაიზარდოს.  ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს სიღარიბის გაზრდას მსოფლიოში და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს კაცობრიობას.   
      ამ კონფერენციის მიზანია მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი და იმ პრობლემების იდეტიფცირება, რომლის წინაშეც დააყენა კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო თანამეგობრობა და კაცობრიობა. ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის აზრთა გაცვლას და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის სიღრმისეულ გაანალიზებას.

      მოხსენებების თემატიკა: 

      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე
      • კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური დიპლომატია
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საგანმანათლებლო სისტემაზე.  კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური სწავლება. 
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაზე.
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაზე
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ტურიზმზე და სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე. 
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზე
      • კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების ანალიზი 

      კონფერენციის პროგრამა

      ონლაინ კონფერენციის ბმული

      მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას

      მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენებით) ჩაბარების  მსურველებისთვის.

      უმაღლეს სკოლაში სწავლის მსურელებმა 26 ივნისამდე გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, უმაღლესი განათლების დიპლომის და პირადობის მოწმობის ასლები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge

      მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით: 

      • წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში;
      • ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სტუდენტები უცხო ენაში (C-1 დონეზე) განთავისუფლდებიან ტესტისგან.

      საინფორმაციო შეხვედრა გაამართება 26 ივნისს 12:00 საათზე.

      გამოცდების განრიგი:
      28 ივნისი, ორშაბათი - 11:00 საათი (წერითი ტესტი უცხო ენაში)
      29 ივნისი, სამშაბათი - 11:00 საათი (წერითი ტესტი ქართულში)
      29 ივნისი, სამშაბათი - 13 საათი (გასაუბრება უცხო ენაში)

      სასწავლო პროცესი დაიწყება 2021 წლის სექტემბერში.

      საკონტაქტო ინფორმაცია:
      ქართული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #04 აუდიტორია.
      ტელ: 2 25 82 40 (+230)
      მობ.: 599-93-93-33 ან 599-54-38-06
      ელ. ფოსტა:  hisit@sangu.edu.ge, ფეისბუ ქგვერდი

      პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

      2021 წლის 28 ივნისს (ორშაბათი), 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. ქვეყანაში არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინტერნეტ პლათფორმა „Google Meet“-ის მეშვეობით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

      კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და მოწვეულ პერსონალს.

      მოხსენების თემატიკა: თავისუფალი.

      მოხსენების რეგლამენტი: 20 წუთი (15 წუთი მოხსენება, 5 წუთი კითხვა-პასუხი).

      მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების ელექტრონულ კრებულიში, რისთვისაც კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ 22 ივნისამდე სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე j.meskhishvili@sangu.edu.ge.


      სტატიების მიღების პირობები:

      • სტატიას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე მოკლე ანოტაცია;
      • სქოლიოს ჩათვლით ტექსტის უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 15 გვერდს;
      • ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში, ინგლისური Times New Roman-ის ფონტში;
      • ძირითადი ტექსტის ზომა 11, სქოლიო 9 ზომა;
      • სტრიქონებს შორის დაშორება 1.15;
      • გვერდის მინდვრები - მარცხნივ-მარჯვნივ 2 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ.;
      • სქოლიო-ბიბლიოგრაფიის მითითების წესი იხილეთ ბმულზე


      ელ.ფოსტით სტატიის გადაგზავნისას, სათაურში მიუთითეთ „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია“.
      პ.ს. ტექნიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტატია განხილვის გარეშე დაუბრუნდება ავტორს შესასწორებლად.

      პ.ს.ს. კონფერენციის ონლაინ რეჟიმში დისტანციურად ჩატარების გამო აუცილებელია, ვიდეო თვალის, მიკროფონისა და ინტერნეტის ქონა.

      სტუდენტების საყურადღებოდ

      გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდ მდგომარეობის გათვალისწინებით 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის ძირითადი და დამატებითი გამოცდები, ყველა საფეხურის სტუდენტისთვის, ჩატარდება დისტანციურ ფორმატში moodle-ის პლატფორმაზე.

      საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცხრილის შედგენას და სტუდენტთა ინფორმირებას ums.sangu.edu.ge პლატფორმის მეშვეობით.

      სამეცნიერო კონფერენცია - 2021

      2021 წლის 8 ივნისს (სამშაბათი), 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით შეუძლებელი იქნება უნივერსიტეტში კონფერენციის გამართვა, ინტერნეტ პლათფორმა „Google Meet“-ის მეშვეობით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში დისტანციურად.

      მონაწილეობის პირობები:    

      • თავისუფალი თემატიკა;
      • მოხსენება უნდა შეიცავდეს სამეცნიერო სიახლეებს;
      • რეგლამენტი 20 წუთი, (15 წუთი მოხსენება, 5 წუთი კითხვა-პასუხი); 
      • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტებს, ახალგაზრდა დოქტორებს, ვინც ხარისხი დაიცვა 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ და მაგისტრანტებს. 

      მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების ელექტრონულ კრებულში, რისთვისაც მონაწილეებმა მოხსენება უნდა გადააგზავნონ 2021 წლის, 12 მაისამდე ელ-ფოსტაზე: j.meskhishvili@sangu.edu.ge 

      სტატიების მიღების პირობები:

      • სტატია მიიღება მხოლოდ მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით;
      • სტატიას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე მოკლე ანოტაცია;
      • სქოლიოს ჩათვლით ტექსტის უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 4000 სიტყვას;
      • ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში, ინგლისური Times New Roman-ის ფონტში;
      • ძირითადი ტექსტის ზომა 11, სქოლიო 9 ზომა.
      • სტრიქონებს შორის დაშორება 1.15 
      • გვერდის მინდვრები - მარცხნივ-მარჯვნივ 2 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ.
      • სქოლიო-ბიბლიოგრაფიის მითითების წესი იხილეთ მიბმულ ფაილში
      • ელ-ფოსტით სტატიის გადაგზავნისას, სათაურში მიუთითეთ „დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია“. 

      პ.ს. ტექნიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტატია განხილვის გარეშე დაუბრუნდება ავტორს შესასწორებლად.
      პ.ს.ს. კონფერენციის ონლაინ რეჟიმში დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში აუცილებელია, ვიდეო თვალის, მიკროფონისა და ინტერნეტის ქონა. 

      საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის შესახებ

      2021 წლის 21 მაისს, 14:00 საათზე, შედგება პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის დროს განხილული იქნება, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.

      შეხვედრა შედგება ონლაინ. 
      დასასწრებად ეწვიეთ ბმულს 

      დასწრება თავისუფალია.

      საჯარო ლექცია „გენდერული თანასწორობა - მიზანი და გამოწვევები“

      21 მაისს, პარასკევს,  16:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ქ-ნი მანანა კობახიძე წაიკითხავს საჯარო ონლაინ ლექციას  თემაზე „გენდერული თანასწორობა - მიზანი და გამოწვევები“.

       საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე:

      • თანასწორობის ფუნდამენტური უფლება და გენდერული თანასწორობის არსი, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა-ისტორიული ასპექტები,  ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში; 
      • საერთაშორისო სამართლებრივი  აქტები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის  დაცვის სფეროში;
      • საქართველოს შიდასამართლებრივი მექანიზმები,  საკანონმდებლო/ ინსტიტუციური ჩარჩო  ქალთა უფლებების დაცვისა და  გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით;
      • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე;

      ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, ქ-ნი მანანა უპასუხებს კითხვებს;
       
      ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი, შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისდა მიხედვით; 

      ავტორის შესახებ:  ქ-ნი მანანა კობახიძეს გააჩნია  პროფესიული საქმიანობის  მდიდარი და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის  პედაგოგიური და   საადვოკატო; იყო საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი,  პირველი ვიცე-სპიკერი,  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტთაშორის კავშირში (IPU) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის წევრი; 2017 წლიდან არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. გენდერული თანასწორობის საკითხზე მოხსენებებით წარსდგა გაეროს ქალთა კომიტეტში, ჟენევაში,  ასევე,  გაეროს ქალთა სტატუსის  ყოველწლიურ სესიაზე, ნიუ-იორკში, და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე.

      ლექციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით

      გილოცავთ

      გილოცავთ წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს.

      სტუდენტთა საყურადღებოდ

      გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდ მდგომარეობის  გათვალისწინებით  13 მაისიდან ლექცია/სემინარები/პრაქტიკული მეცადინეობები  ყველა საფეხურის სტუდენტისთვის გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში.

      ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამა: ჯგუფური თერაპია

      6 მაისს, 20:00 საათზე, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი მოდულის, ჯგუფური თერაპიის შესახებ ისაუბრებს ფსიქოლოგი მზია დალაქიშვილი.

      თემები:

      • ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება
      • ჯგუფური თერაპიის უპირატესობები
      • ჯგუფური თერაპიის სიძნელეები და გამოწვევები
      • ჯგუფის შერჩევის პროცესი
      • ჯგუფის დინამიკის წარმართვა სასურველი მიზნის მისაღწევად

      შეხვედრა გაიმართება Facebook Live ჩართვის საშუალებით.

      Facebook ღონისძიების ბმული
      Zoom-ის ბმული

      გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა

      გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა!

      თუ გსურთ ამერიკაში სრული დაფინანსებით მაგისტრის ხარისხის მიღება, ეს პროგრამა თქვენთვისაა.

      აპლიკაციების მიღება დასრულდება 1 აგვისტოს.

      დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე:
      https://go.usa.gov/xHmfF

      გილოცავთ

      ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

      წმიდა ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა

      2021 წლის 12 მაისს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული სამეცნიერო სხდომა.

      დღის წესრიგი:

      შესავალი სიტყვა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია.
      მოხსენებები:

      1. პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი - ანდრია პირველწოდებულის გზა;
      2. რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - როგორ დაარსდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

      სხდომაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით

      სტუდენტების საყურადღებოდ!

      საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და სააღდგომო არდადეგების გათვალისწინებით 26 აპრილიდან 13 მაისამდე სასწავლო პროცესი შეწყდება.

      იხილეთ ბრძანება

      "ქცევის გამოყენებითი ანალიზი"

      22 აპრილს, 20:00 საათზე, გაიმართება ONLINE შეხვედრა ფსიქოლოგ ნათია მალანიასთან, თემაზე: "ქცევის გამოყენებითი ანალიზი". 

      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ისტორია და დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების პროცესი
      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის გამოყენების არეალი და მისი მნიშვნელობა
      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ინტერესის სფერო- შესწავლის ობიექტი
      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის როლი როგორც ტიპური განვითარების, ისე სხვადასხვა აშლილობების მქონე ადამიანებთან მუშაობის პროცესში
      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანზიციის საფეხურები
      • პრაქტიკა და დასაქმება - სად შეიძლება იყოს მოთხოვნა ქცევის გამოყენებითი ანალიზის საფუძვლების ცოდნაზე?

      შეხვედრის ბმული: https://zoom.us/j/4188440409

      ONLINE შეხვედრა ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ

      21 აპრილს 21:30 საათზე, გაიმართება ONLINE შეხვედრა ქართლი ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ. 

      პროგრამის შესახებ ისაუბრებენ პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ტაბიძე, პროფესორი ივანე ამირხანაშვილი და მაგისტრატურის სტუდენტი მაიკო ქავთარაძე.

      წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულს ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს.
      პროგრამა შედგენილია აკრედიტაციის საბჭოს საგანმანათლებლო მოთხოვნების გათვალისწინებით და დაფუძნებულია თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო მიღწევებსა და საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებზე.
      პროგრამას ახორციელებენ სხვადასხვა თაობის თვალსაჩინო მეცნიერები და პედაგოგები; პროგრამა მუშაობს არა მხოლოდ ქართული ფილოლოგიის ბაკალავრთა მაღალ საკვალიფიკაციო საფეხურზე აყვანის მიმართულებით, არამედ წარმატებულია სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგის ბაკალავრების ფილოლოგიურ (ქართველოლოგიურ) მეცნიერებებში განსწავლისა და მაგისტრის წოდების შესაბამისად მომზადების საქმეშიც.
      პროგრამა მიზნად ისახავს მაგისტრს გამოუმუშაოს კვლევითი უნარ ჩვევები და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, სამეცნიერო მუშაობის ინტერესიც გაუღვივოს.
      პროგრამა ორიენტირებულია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებსა და პოტენციურ დამსაქმებლებთან კონტაქტებზე, რასაც მოწმობს ათობით კურსდამთავრებულის შემდგომი კარიერული გზა.

      შეხვედრის ბმული: https://zoom.us/j/4188440409

      "ქცევის გამოყენებითი ანალიზი"

      22 აპრილს, 20:00 საათზე, გაიმართება ONLINE შეხვედრა ფსიქოლოგ ნათია მალანიასთან, თემაზე: "ქცევის გამოყენებითი ანალიზი". 

      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ისტორია და დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების პროცესი
      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის გამოყენების არეალი და მისი მნიშვნელობა
      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ინტერესის სფერო- შესწავლის ობიექტი
      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის როლი როგორც ტიპური განვითარების, ისე სხვადასხვა აშლილობების მქონე ადამიანებთან მუშაობის პროცესში
      • ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანზიციის საფეხურები
      • პრაქტიკა და დასაქმება - სად შეიძლება იყოს მოთხოვნა ქცევის გამოყენებითი ანალიზის საფუძვლების ცოდნაზე?

      შეხვედრის ბმული: https://zoom.us/j/4188440409

      სამაგისტრო პროგრამა - საქართველოს ისტორია

      16 აპრილს, 21:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ისტორიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ. 

      ONLINE შეხვედრაზე ისაუბრებენ პროგრამის ხელმძღვანელები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვახტანგ გურული და ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია, ასევე, მაგისტრანტი ნიკოლოზ მესხიშვილი.
      პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის დარგში ფართო სამეცნიერო პროფილის მქონე სპეციალისტის მომზადებას. კონკრეტულად კი პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს საქართველოს ისტორიის ღრმა და სისტემური ცოდნით აღჭურვილი, კვლევაზე ორიენტირებული მაგისტრი. პროგრამაში დასახული მიზანი მიიღწევა: სტუდენტისათვის კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებით, სამეცნიერო პრობლემის, შესაბამისი თეორიული საფუძვლის, წყაროების იდენტიფიკაციის, კვლევის და მიღებული შედეგებიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანის, რეპრეზენტაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებით;
      ამავე დროს საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის დარგის ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა:

      • ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხებზე;
      • შუა საუკუნეების საქართველოში საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განმსაზღვრელ ფაქტორებზე;
      • საქართველოს საგარეო ურთიერთობების, გეოპოლიტიკური მდებარეობის უმთავრეს პრობლემებზე (უძვ. დროიდან -XXI);
      • ისტორიული პროცესის კანონზომიერების საზრისის, ისტორიის ფილოსოფიის ძირითადი მიმართულებებისა და კონცეფციების შესახებ;
      • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ძირითად მიმართულებებზე;
      • საისტორიო აზროვნების ფორმირებასა და განვითარებაზე.

      სტუდენტები გააცნობიერებენ ისტორიის მრავალმხრივი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობებს; შეძლებენ წყაროების მოძიებას/კლასიფიკაციას და კრიტიკულ ანალიზს, ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობის ისტორიის თანამედროვეობასთან დაკავშირებას.
      საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაგისტრანტს გამოუმუშაოს ცალკეული ფაქტების განზოგადებისა და მოვლენების ურთიერთდაკავშირებისა და კრიტიკული შეფასების უნარი. სწავლის პროცესში მაგისტრანტი დაეუფლება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მეთოდოლოგიას და ცალკეულ პრობლემებზე კვლევის ჩატარებისათვის აუცილებელ ჩვევებს.
      პროფესორი ვახტანგ გურული ისაუბრებს პროგრამის მიზნებზე და რა გამოარჩევს საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას სხვა უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამებისგან;
      ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია ისაუბრებს პროგრამაში არსებულ სავალდებულო და არჩევით სასწავლო კურსებზე, პრაქტიკის კომპონენტზე, დასაქმების შანსებზე;
      სტუდენტი ნიკოლოზ მესხიშვილი ისაუბრებს, თუ რატომ აირჩია ქართული უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა.

      შეხვედრაზე დასასწრები ბმული

      ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამა: ფსიქოსინთეზი

      15 აპრილს, 20:00 საათზე, გაიმართება ONLINE შეხვედრა ფსიქოლოგ ნინო ქვარიანთან, თემაზე: "ფსიქოსინთეზი".
      „ფსიქოსინთეზის“ ფუძემდებელია რობერტო ასაჯოლი, იტალიელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიზის ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი იტალიაში. მან XX-ე საუკუნის დასაწყისში, ფსიქოთერაპიული პრაქტიკის სხვადასხვა მეთოდებისა და ფსიქოთერაპიული მიდგომების გაერთიანებით შეიმუშავა მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი. „ფსიქოსინთეზი“ აერთიანებს განსხვავებულ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობებს : ფსიქოანალიზს, ჰუმანიტარულ ფსიქოლოგიას და ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიას.
      კურსი მოიცავს „ ფსიქოსინთეზის“ თეორიას და პრაქტიკას.
      „ფსიქოსინთეზის“ თეორის საშუალებით გაეცნობით ამ ფსიქოთერაპიული მეთოდის “წარმოშობის ისტორიას, ზემოთჩამოთვლილ მიმდინარეობებთან მის განსხვავებებსა და მსგავსებებს, „ფსიქოსინთეზის“ ჭრილში დანახულ ადამიანის შინაგანი სამყაროს „რუქის“ აღწერას და მის დახასიათებას, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პოტენციური შესაძლებლობები გააჩნია ადამიანს, როგორაა შესაძლებელი ადამიანის ჰარმონიული განვითარება. რა იწვევს ფსიქოლოგიურ კრიზისებს, რომელი ასაკისთვისაა უფრო დამახასიათებელი, რა როლი აქვს კრიზისულ სტადიებს ადამიანის ცხოვრებაში, რა რესურსი გააჩნია ადამიანებს მათ დასაძლევად...
      „ ფსიქოსინთეზის“ პრაქტიკა მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს (მათ შორის ძირითადად მედიტაციურ სავარჯიშოებს), რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკული ცოდნის შესაძენად და პირადი გამოცდილების საშუალებით ამ სავარჯიშოების უკეთ გასაცნობად, ასევე დაგეხმარებთ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, მათ შორის ფსიქოლოგიური პრობემების იდიენტიფიცირებაში, თქვენი მიზნებისა და სურვილების უკეთ გაცნობიერებაში.

      შეხვედრაზე დასასწრები ბმული: https://zoom.us/j/4188440409

      "Online ტრენერთა ტრენინგი" SANGU-ს კურსდამთავრებულებისათვის

      "ტრენერთა ლაბორატორია" "წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით აცხადებს მონაწილეების მიღებას "Online ტრენერთა ტრენინგზე".

      ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელმაც დაასრულა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი და სურს გაიგოს:

      • როგორ გადააქციოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ტრენინგ მოდულად
      • როგორ შექმნას Online ტრენინგის მოდული?
      • Online სწავლების უპირატესობები
      • რომელი მეთოდი არის ყველაზე შესაბამისი ტრენინგის მიზნის მისაღწევად?
      • ახალი ციფრული ინსტრუმენტების შესახებ
      • მიიღოს პრაქტიკა და ინდივიდუალური უკუკავშირი ტრენერებისგან


      აღნიშნულ ტრენინგზე გექნება შესაძლებლებლობა:

      • დაგეგმო და ჩაატარო ტრენინგი
      • გატესტო მიღებული თეორიული ცოდნა
      • მონაწილეებისა და ტრენერებისგან მიიღო დეტალური ინდივიდუალური უკუკავშირი და გაუმჯობესების გზები
      • მიიღო საჭირო სასწავლო მასალებზე სრული წვდომა


      ტრენინგის მთავარი საკითხებია:

      • ონლაინ ინსტრუმენტების მოძიება და ეფექტურად გამოყენება 
      • ინტერაქტიული პრეზენტაციების მომზადება
      • Online vs აუდიტორული მეცადინეობა
      • ონლაინ ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკური უნარები
      • რისკებისა და კონფლიქტების მართვა
      • რთულ მონაწილეთა მართვის ტექნიკები
      • ტრენინგისა და სესიების დაგეგმვა
      • სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები
      • უკუკავშირის სტრუქტურა და მისი სწორად მიღების ტექნიკები


      ტრენინგი სრულად მიმდინარეობს ინტერაქციულ რეჟიმში და დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური აქტივობებით,. ტრენინგი ჩატარდება Zoom - პლატფორმის გამოყენებით. ტრენინგს წარუძღვებიან „ტრენერთა ლაბორატორიის“ ტრენერები: ნიკა გაბლიშვილი და ნინო სალაძე.


      ტრენინგის დაწყების თარიღი: 27 აპრილი
      შეხვედრების რაოდენობა: 12
      სესიები გაიმართება ყოველ სამშაბათ და ხუთშაბათ საღამოს 19:00 - 22:00 სთ-მდე


      მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15. 
      აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 22 აპრილი,  18:00 სთ. 
      ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გასაუბრების წარმატებით გავლა, რომელიც გაიმართება ონლაინ, 24 და 25 აპრილს.


      კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.

      სარეგისტრაციო ბმული

      საკონტაქტო ინფორმაცია:  ნინო სალაძე -  saladze.nino@gmail.com – 598 97 99 09 

       
      „ქართული, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა (პრობლემები, პერსპექტივები)"

      საქართველოს სახელმწიფო ენის დღის - 14 აპრილის - აღსანიშნავად, ამა წლის 13 აპრილს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულებისა და ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება XIII სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: 

      „ქართული, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა (პრობლემები, პერსპექტივები)"

      გამომსვლელები:

      • სერგო ვარდოსანიძე 

      პროფესორი, ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
      მისალმება

      • გიორგი სოსიაშვილი

      პროფესორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი;
      მისალმება

      • მანანა ტაბიძე 

      პროფესორი, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
      „14 აპრილიდან - 14 აპრილამდე“

      • როსტომ ჩხეიძე

      მწერალი
      „როგორ მზადდებოდა 14 აპრილი“

      • თეიმურაზ გვანცელაძე

      პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      „ქართული და აფხაზური ენები აფხაზეთში და მათი სტატუსი წარსულში და ამჟამად“

      • ნათია ფუტკარაძე

      პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
      „ქართულის, როგორც მშობლიური ენის სწავლების ტარიელ ფუტკარაძისეული კონცეფცია ემიგრანტთა შვილებისათვის“

      • მიხეილ ლაბაძე,

      ფილოლოგიის დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარი
      „სახელმწიფო ენის რაობა (საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით)“

      შეჯამება:

      კონფერენცია იმართება დისტანციურად, zoom-ის პლატფორმაზე. დასწრება თავისუფალია

      ბმული:

      https://us02web.zoom.us/j/81989634079?pwd=b3M4cFJxUHFnZnpuU3kyWW8vNzg0QT09

      შეხვედრის კოდი: 819 8963 4079

      პაროლი: 3

      30 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან

      2021 წლის 9 აპრილს, პარასკევს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები.

      ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით

      გილოცავთ

      7 აპრილს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს!

      გილოცავთ, შეგეწიოთ ხარების მადლი.

      „XI საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსი თრაკიაში: ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა“

      2 აპრილს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ათენის ქართულ-ბერძნული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ დამფუძნებელმა, კლასიკური ფილოლოგიის დოქტორმა ავთანდილ მიქაბერიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „XI საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსი თრაკიაში: ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა“.

      კლინიკური ინტერვიუ

      8 აპრილს, 20:00 საათზე ფსიქოდიაგნოსტიკის და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, გაიმართება ონლაინ შეხვედრა ფსიქოლოგთან ნინო ახალაიასთან. 

      შეხვედრის მოკლე შინაარსი:

      • რა არის კლინიკური ინტერვიუ;
      • კლინიკური ინტერვიურების მნიშვნელობა პრაქტიკულ მუშაობში;
      • კლინიკური ინტერვიუს ფუნქცია და მიზნები;
      • კლინიკური ინტერვიუს ეფეტური წამართვისთვის მნიშვნელოვანი პირობები

      შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე

      1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა

      31 მარტს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა. 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობას სამართლებრივად შეაფასებს ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თორნიკე ჭეიშვილი.
      სხდომაზე დასწრებას შეძლებთ შემდეგი ბმულით 

      "პიროვნული განვითარება"

      1 აპრილს, 17:00-ზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა სოფიო ქვარცხავასთან თემაზე: "პიროვნული განვითარება".

      შეხვედრაზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის პიროვნული განვითარების არსი, ასევე რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს ცხოვრებასა და კარიერაში.

      სოფიო ქვარცხავა ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი PR სპეციალისტი და ტრენერია.

      ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს.

      "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები"

      31 მარტს, 17:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა ერეკლე იაშვილთან თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები".
      შეხვედრაზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:

      • როგორ მოვიპოვოთ დამსაქმებლის კეთილგანწყობა
      • რას ანიჭებენ დამსაქმებლები უპირატესობას და როგორ დავაინტერესოთ ჩვენით
      • სწორი კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებელთან
      • რაზე უნდა გააკეთოს სწორი აქცენტები დასაქმების მსურველმა

      ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

      ერეკლეს სხვადასხვა კერძო კომპანიებში მენეჯერად მუშაობის და არასამთავრობო ორგანიზაცია ICSU – სტუდენტური პარლამენტის ფარგლებში პროექტების მენეჯერისა და მარკეტერის გამოცდილება აქვს.

      სამაგისტრო პროგრამა: ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

      ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გამორჩეული სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც კლინიკური ფსიქოლოგიის ეს ორი დარგი აინტერესებს.


      ამიერკავკასიაში პირველად! ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მრავალფეროვან პრაქტიკასთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა დიპლომის დაცვამდე პირადად გაიარონ ინდივიდუალური (20 საათი) და ჯგუფური თერაპია/კონსულტაცია, (40 საათი) რაც კურსდამთავრებულს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და პროფესიონალიზმის ხარისხს.

      1 აპრილს, 21:00-ზე თინათინ ფანცულაია, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტიში ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელი, ჩაატარებს ონლაინ შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან.

      შეხვედრაზე დასწრება უფასოა და წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე.

      შეხვედრაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.

      შეხვედრაზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:

      • რას მოიცავს განახლებული პროგრამა
      • რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ ჩააბაროთ ამ პროგრამაზე
      • რა უპირატესობები აქვს SANGU-ს ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამას
      • რა პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს სწავლება
      • რით არის სრულიად ახალი ეს პროგრამა ამიერკავკასიაში

      შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს და თქვენ შეგეძლებათ ამომწურავი პასუხი მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, უშუალოდ პროგრამის ხელმძღვანელისგან.

      დისკუსია თემაზე: „ქართული ზმნის სწავლების პრობლემები სკოლაში“

      2021 წლის 26 მარტს, 16 საათზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის"ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან" ფარგლებში გაიმართება ონლაინ დისკუსია თემაზე:
      „ქართული ზმნის სწავლების პრობლემები სკოლაში“.


      მომხსენებელი: თსუ ემერიტუსი პროფესორი დამანა მელიქიშვილი.

      ქართული ზმნის სწავლების საკითხებით დაინტერესებულ პედაგოგებს ველით ზუმის ონლაინ შეხვედრის მისამართზე: https://us02web.zoom.us/j/89880009591

      შეხვედრის კოდი: 898 8000 9591
      პაროლი: 1

      მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

      25 მარტს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს (104-ე წლისთავს)

      დღის წესრიგი
      მისალმებები:

      • პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
      • პროფესორი როლანდ კოპალიანი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
      • პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი;
      • პროფესორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 
      • პროფესორი ლევან ჯიქია,ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი; 

      მოხსენებები:

      1. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება 1811-1814 წლებში - ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბორის ნიჩიპეროვიჩი;
      2. ანტონ მეორე, დოსითეოს ქუთათელი, ეფთვიმე გაენათელი და მათი ბრძოლა რუსეთის იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ - ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე; 
      3. 1906 წლის რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი  - ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული;
      4. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისტები და ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა - ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე;
      5. საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის ცნობა-აღიარების პრობლემები, საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ - ისტორიის დოქტორი ბესიკ გაფრინდაშვილი. 

      კონფერენციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით

      „საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობები“

      23 მარტს, სამშაბათს 12:00 საათზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა წაიკითხავს საჯარო ლექციას: „საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობები“.  
      შეხვედრაზე დასწრებას შეძლებთ შემდეგი ბმულით

      ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

      შუალედური გამოცდები პირველი და მეორე სემესტრელებისთვის  ჩატარდება 5 აპირლიდან 17 აპრილის ჩათვლით საუნივერსიტეტო სივრცეში, აუდიტორიებში,  ხოლო მე-3 და ზევით სემესტრელებისთვის (მათ შორის დამატებითი სემესტრელებისთვის) ჩატარდება: 

      ა) აუდიტორიაში იმ საგნებში, რომლებსაც გადიან პირველ და მეორე სემეტრელებთან ერთად. 

      ბ) ყველა დანარჩენ საგანში დისტანციურად.

      ბაკალავრიატის საფეხურის  ყველა სტუდენტისთვის სწვალა 4 მაისიდან გაგრძელდება აუდიტორიებში. ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე სამთავრობო რეგულაციების ცვლილების შემთხვევაში უნივერსიტეტი იმოქმედებს შესაბამისად. 
       

      "გეოპოლიტიკური პროცესები მსოფლიოში და კავკასია"

      2021 წელის 2 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება დებატები თემაზე "გეოპოლიტიკური პროცესები მსოფლიოში და კავკასია". დებატებში მონაწილეობას მიიღებს ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პროფესორი ნიკა ჩიტაძე.

      დებატები გაიმართება ონლაინ რეჟიმში. ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა შემოხვიდეთ შემდეგ ბმულზე 

      სტუდენტთა საყურადღებოდ!

      სტუდენტებს , რომლებიც  ჰიბრუდული სწავლების პირობებში დაესწრებიან სააუდიტორიო მეცდინეობებს სანგუ გთვაზობთ პი სი არ ტესტის უსასყიდლოდ ჩატარებას. ტესტირება ჩატარდება 2 კვირაში ერთხელ. 
      პირველი ტესტირება ჩატარდება ორშაბათს 15 მარტს, 10:00-დან 15:00 მდე,  პირველი კორპუსის 01 აუდიტორიაში. 

      თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

      რუსუდან აბრამიძე- რას ნიშნავს ასწავლო ქართული ენა და ლიტერატურა?

      რას ნიშნავს ასწავლო ქართული ენა და ლიტერატურა?- ამ კითხვას ყველასთვის საყვარელი მასწავლებელი, რუსუდან აბრამიძე უპასუხებს 15 მარტს, 18:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც  სტუმარი ისაუბრებს, საკუთარი გამოცდილებისა და სკოლაში ლიტერატურის სწავლების საკითხებზე.
      შეგახსენებთ, რუსუდან აბრამიძე რამდენიმე ათეული წელია ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე ტელესკოლის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, სწორედ მისი პროფესიონალიზმით აიხსნება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ესოდენ დიდი წარმატება.
      შეხვედრა წარიმართება დისკუსიის რეჟიმში, დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა კითხვა დუსვას ქალბატონ რუსუდანს.
      შეხვედრის ბმული

      სამეცნიერო კონფერენცია

      2021 წლის 25 მარტს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს (104-ე წლისთავს)
      დღის წესრიგი
      მისალმებები:

      • პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
      • პროფესორი როლანდ კოპალიანი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
      • პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი;
      • პროფესორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 
      • პროფესორი ლევან ჯიქია,ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი; 

      მოხსენებები:
      1. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება 1811-1814 წლებში - ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბორის ნიჩიპეროვიჩი;
      2. ანტონ მეორე, დოსითეოს ქუთათელი, ეფთვიმე გაენათელი და მათი ბრძოლა რუსეთის იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ - ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე; 
      3. 1906 წლის რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი  - ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული;
      4. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისტები და ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა - ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე;
      5. საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა - ისტორიის დოქტორი დურმიშხან ლაშხი;
      6. საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის ცნობა-აღიარების პრობლემები, საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ - ისტორიის დოქტორი ბესიკ გაფრინდაშვილი. 

      კონფერენციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით: https://meet.google.com/icb-iqtw-enu?pli=1&authuser=1

      კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე

      2021 წლის 28 მაისს, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე. 

      2019 წლის დეკემბერს ახალი ინფექციური დაავადება კოვიდ -19 დაფიქსირდა ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ ვუჰანში.  ვირუსი სწრაფად გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში, განსაკუთრებით კი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.  მიუხედავად ჩინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი ზომებისა, პანდემია მაინც სწრაფად მოედო არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ ასევე მის მეზობელ ქვეყნებს და დასავლეთს.  პანდემია დედამიწის ყველა კონტინეტზე გავრცელდა და მსოფლიოს ყველა ქვეყანა  დააზარალა.  რაც დრო გადის ყოველდღიურად იზრდება როგორც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, ასევე დაღუპულთა რაოდენობაც.   თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყნებმა მკაცრი ზომები მიიღეს ვირუსის შესაკავებლად, პანდემიის დამარცხება ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ხერხდება.  კოვიდ-19-მა მსოფლიოს პარალიზება გამოიწვია და უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია ყველა კონტინენტზე.  მკვეთრად შეფერხდა ყველა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ხოლო მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავრუსის სწრაფი გავრცელების გამო შეიძლება 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს და უმუშევართა რაოდენობა მომავალში მკვეთრად გაიზარდოს.  ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს სიღარიბის გაზრდას მსოფლიოში და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს კაცობრიობას.   
      ამ კონფერენციის მიზანია მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი და იმ პრობლემების იდეტიფცირება, რომლის წინაშეც დააყენა კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო თანამეგობრობა და კაცობრიობა. ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის აზრთა გაცვლას და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის სიღრმისეულ გაანალიზებას.

      მოხსენების თემატიკა: 

      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე
      • კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური დიპლომატია
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საგანმანათლებლო სისტემაზე.  კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური სწავლება. 
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაზე.
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაზე
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ტურიზმზე და სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე. 
      • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზე
      • კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების ანალიზი

      კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

      კონფერენციაშო მონაწილეობა შეუძლია მიიღოს: დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა.
      მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე და შემდეგ სრული სტატია ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

      • ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა;
      • შეავსეთ-ივსება პირადი მონაცემები, ასევე ამავე ფორმაში უნდა დაწეროთ/ჩააკოპიროთ აბსტრაქტის (ქართულ/ინგლისური) ტექსტი. ფორმაში მითითებულია აბსტრაქტის გაფორმების წესი.
      • შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sanguconference@gmail.com

      აბსტრაქტებს განიხილავს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი, მხოლოდ შერჩეული აბსტრაქტის ავტორებს წერილობით (მეილის სახით) გაეგზავნებათ თანხმობა კონფერენციაში მონაწილოების შესახებ.  
      აბსტრაქტი რომელიც არ დააკმაყოფილებს მეცნიერულ მოთხოვნებს არ განიხილება.
      აბსტრაქტები და სტატიები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.  
      მომხსენებლებს გადაეცემათ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
      კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა
      დასწრება თავისუფალია.
      შენიშვნა: დაიბეჭდება მხოლოდ ის აბსტრაქტები რომელიც მოხსენების სახით წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.

      ვადები:

      • აბსტრაქტების მიღების ვადა:  აბსტრაქტების მიღება დაიწყება 1 მაისიდან და დასრულდება 15 მაისს 2021 წელს  18.00 საათზე.
      • სრული ტექსტის ჩაბარების ვადა:  სტატიების მიღების ვადა არის 15 ივნისი 2021 წელი.
      • თანხმობა კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ შერჩეული აბსტრაქტის ავტორს  ეცნობება 20 მაისს 2021 წელს.  

      ვადის დასრულების შემდეგ მიღებული აბსტრაქტები არ განიხილება.

      აბსტრაქტის დაწერის წესები:

      ნაშრომის სათაური: ფონტი: ქართულად სილფაენი (Sylfaen), ინგლისურად Times New Roman; 
      ფონტის ზომა:  12
      აბსტრაქტის ტექსტი ქართული ნაშრომისთვის:  სილფაენი (Sylfaen),
      ინგლისური ნაშრომისთვის: Times New Roman; ფონტის ზომა:12 
      აბსტრაქტის მოცულობა:  მინიმუმ 150, მაქსიმუმ 500 სიტყვა
      ქივორდები: აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ  4 ქივორდს.
      ავტორის სახელი: მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი
      ინსტიტუტი და ტიტული: ავტორთა ინსტიტუტები და ტიტულები უნდა იყოს მითითებული
      საკონტაქტო მისამართი: ავტორის ელ.ფოსტა, ტელეფონი და საფოსტო მისამართი უნდა იყოს მითითებული ნაშრომში

      სტატიის დაწერის წესები: 

      ფონტი: ინგლისური ნაშრომისთვის: Times New Roman, ქართული ნაშრომისთვის: სილფაენი (Sylfaen);   ფონტის ზომა: 12;   ხაზებს შორის დაშორება: 1,5; 
      გვერდის მინდვრები: მარცხნივ-მარჯვნივ 2.5 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ; 
      აბზაცი: პირველი 6 nk, შემდეგი 6 nk.
      წყაროების მითითება: სტატიაში გამოყერნებული რესურსები უდა იყოს მითთებული ტექსტში APA -ს სტილით. 
      ბიბლიოგრაფია: სტატიაში გამოყენებული წყაროები უნდა იყოს მითითებული ანბანური თანმიმდევრობით,  ავტორების გვარის რიგითობის მიხედვით ტექსტის ბოლოს.  თუ ერთსა და იმავე ავტორს ერთზე მეტი პუბლიკაცია აქვს, მაშინ წყაროები უნდა დალაგდეს თარიღის მიხედვით.

      APA -ს სტილით ტექსტში წყაროების მითითების მაგალითები:
      ერთი ავტორი: (Karaoğlu, 2004: 15)
      ორი ავტორი: (Karaoğlu, Yılmazçelik, 2011: 10)
      სამი ავტორი: (Bradley et al., 2010: 45)

      APA -ს სტილით  ბიბლიოგრაფიის მითითების ნიმუშები:
      ჟურნალის მითითება:

      Kirkman, B. L. & Rosen, B. (1999). Beyond Self-Management: Antecedents and Consequences of Team Empowerment. Academy of Management Journal, 42, 58-74.
      წიგნების მითითება:
      Şimşek, M. Ş., Akgemci, T. and Çelik, A. (2001). Behavioral sciences and behaviors of organizations, Nobel Publishing Distribution, 2nd Edition, Ankara.
      Daft, R. L., and Marcic, D. (2016). Understand management. Nelson Training.

      კონფერენციის სამუშაო ენა:
      ქართული
      ინგლისური
      კონფერენციის ორგანიზატორი:
      სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე.
      საორგანიზაციო კომიტეტი.
      კონფერენციის ჩატარების ადგილი:
      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
      ი.ჭავჭავაძის 53ა
      საკონტაქტო ინფორმაცია:
      E-mail: sanguconference@gmail.com
      T-599 27 69 99

       

      შეტყობინება პირველკურსელებს

      არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მზაობა ან განსხვავებული დამოკიდებულება 15 მარტიდან სწავლის სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერით (არა უმს-ით). განცხადების დასაწერად შეგიძლიათ მობრძანდეთ უნივერსიტეტის I კორპუსში, #103-ე ოთახში, ან მოიტანოთ უკვე დაწერილი განცხადება და ჩააბაროთ #104-ე ოთახში.

      აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ 14 მარტი გახლავთ დასვენების დღე, ხოლო შაბათს, 13 მარტს, უნივესიტეტის #103-ე ოთახი იმუშავებს 10:30 დან 14:00 საათამდე.

      დოკუმენტური რომანის: „კაცი ხასიათისა - დიმიტრი ყიფიანი“ წარდგინება

      2021 წლის 5 მარტს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფე  გიწვევთ მურად მთვარელიძის დოკუმენტური რომანის: „კაცი ხასიათისა — დიმიტრი ყიფიანი“ წარდგინებაზე. 

      დასაწყისი:  14:00 სთ.

      შეხვედრა გაიმართება ზუმის ვირტუალურ აუდიტორიაში: 

      იხილეთ ბმული 

      კოდი: 819 8963 4079

      პაროლი: 3

      სტუდენტთა საყურადღებოდ!

      ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2021 წლის 15 მარტიდან სააუდიტორიო მუშაობის ფარგლებში გათვალიწინებული მეცადინეობები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით წარიმართება შემდეგი ფორმით: 

      • პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ჰიბრიდული - სააუდიტორიო და დისტანციური ფორმით. 
      • მესამე და ზედა სემესტრის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციურად. 

      მაგისტრატურის სტუდენტებისთვისა და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მსმენელებისთვის სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში.

      არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მზაობა ან განსხვავებული დამოკიდებულება 15 მარტიდან სწავლის სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერით (არა უმს-ით). განცხადების დასაწერად შეგიძლიათ მობრძანდეთ უნივერსიტეტის I კორპუსში, #103-ე ოთახში, ან მოიტანოთ უკვე დაწერილი განცხადება და ჩააბაროთ #104-ე ოთახში.

      აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ 14 მარტი გახლავთ დასვენების დღე, ხოლო შაბათს, 13 მარტს, უნივესიტეტის #103-ე ოთახი იმუშავებს 10:30 დან 14:00 საათამდე.

      ქართული უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2021

      2021 წლის 25 მაისს (სამშაბათი), 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით შეუძლებელი იქნება უნივერსიტეტში კონფერენციის გამართვა, ინტერნეტ პლათფორმა „Google Meet“-ის მეშვეობით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში დისტანციურად.
      მონაწილეობის პირობები:    

      • თავისუფალი თემატიკა;
      • მოხსენება უნდა შეიცავდეს სამეცნიერო სიახლეებს;
      • რეგლამენტი 20 წუთი, (15 წუთი მოხსენება, 5 წუთი კითხვა-პასუხი); 
      • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტებს, ახალგაზრდა დოქტორებს, ვინც ხარისხი დაიცვა 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ და მაგისტრანტებს. 

      მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების ელექტრონულ კრებულში, რისთვისაც მონაწილეებმა მოხსენება უნდა გადააგზავნონ 2021 წლის, 12 მაისამდე ელ-ფოსტაზე: j.meskhishvili@sangu.edu.ge 
      სტატიების მიღების პირობები:

      • სტატია მიიღება მხოლოდ მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით;
      • სტატიას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე მოკლე ანოტაცია;
      • სქოლიოს ჩათვლით ტექსტის უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 4000 სიტყვას;
      • ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში, ინგლისური Times New Roman-ის ფონტში;
      • ძირითადი ტექსტის ზომა 11, სქოლიო 9 ზომა.
      • სტრიქონებს შორის დაშორება 1.15 
      • გვერდის მინდვრები - მარცხნივ-მარჯვნივ 2 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ.

      სქოლიო-ბიბლიოგრაფიის მითითების წესი იხილეთ ბმულზე
      ელ-ფოსტით სტატიის გადაგზავნისას, სათაურში მიუთითეთ „დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია“. 
      პ.ს. ტექნიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტატია განხილვის გარეშე დაუბრუნდება ავტორს შესასწორებლად.
      პ.ს.ს. კონფერენციის ონლაინ რეჟიმში დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში აუცილებელია, ვიდეო თვალის, მიკროფონისა და ინტერნეტის ქონა. 

      ,,რა შეუძლია ლიტერატურას“

      ,,რა შეუძლია ლიტერატურას“- ამ თემაზე სასაუბროდ ქართული უნივერსიტეტის ლიტერატურულ კლუბს ესტუმრება თანამედროვე ქართველი მწერალი ნინია სადღობელაშვილი. 
      შეგახსენებთ, რომ ნინია სადღობელაშვილი ავტორია არაერთი ბესტსელერისა, მათ შორის, ,,ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც არაერთხელ დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე. ნინიას სამწერლობო ოსტატობა თანაბრად მოიცავს პროზას, პოეზიას, დრამატურგიასა და საბავშვო ლიტერატურას. მწერალს მისი თანამედროვე ავტორები და კრიტიკოსები აფასებენ, როგორც განსაკუთრებული მხატვრული სახეებით მოაზროვნე შემოქმედს, რაც უკვე მის ხელწერად იქცა.

      შეხვედრა გაიმართება ხუთშაბათს, 4 მარტს, 18:00 საათზე. 
      დასასწრებად გახსენით Google meet-ის ბმული: meet.google.com/xso-tofc-sfn 

      "ტრენერთა ლაბორატორია" "წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით აცხადებს მონაწილეების მიღებას "Online ტრენერთა ტრენინგზე"

      ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს გაიგოს:

      • როგორ გადააქციოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ტრენინგ მოდულად
      • როგორ შექმნას Online ტრენინგის მოდული
      • Online სწავლების უპირატესობები
      • რომელი მეთოდია ყველაზე შესაბამისი ტრენინგის მიზნის მისაღწევად
      • ახალი ციფრული ინსტრუმენტების შესახებ
      • მიიღოს პრაქტიკა და ინდივიდუალური უკუკავშირი ტრენერებისგან

      აღნიშნულ ტრენინგზე გექნება შესაძლებლებლობა:

      • დაგეგმო და ჩაატარო ტრენინგი
      • გატესტო მიღებული თეორიული ცოდნა
      • მონაწილეებისა და ტრენერებისგან მიიღო დეტალური ინდივიდუალური უკუკავშირი და გაუმჯობესების გზები
      • მიიღო საჭირო სასწავლო მასალებზე სრული წვდომა

       ტრენინგის მთავარი საკითხებია:

      • ონლაინ ინსტრუმენტების მოძიება და ეფექტურად გამოყენება
      • ინტერაქტიული პრეზენტაციების მომზადება
      • Online vs აუდიტორული მეცადინეობა
      • ონლაინ ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკური უნარები
      • რისკებისა და კონფლიქტების მართვა
      • რთულ მონაწილეთა მართვის ტექნიკები
      • ტრენინგისა და სესიების დაგეგმვა
      • სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები
      • უკუკავშირის სტრუქტურა და მისი სწორად მიღების ტექნიკები

      ტრენინგი სრულად მიმდინარეობს ინტერაქციულ რეჟიმში და დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური აქტივობებით,.
      ტრენინგი ჩატარდება Zoom - პლატფორმის გამოყენებით. ტრენინგს წარუძღვებიან „ტრენერთა ლაბორატორიის“ ტრენერები: ნიკა გაბლიშვილი და ნინო სალაძე.

      ტრენინგის ღირებულება: 245 ლარი.
      ტრენინგის დაწყების თარიღი: 6 აპრილი
      შეხვედრების რაოდენობა: 10
      სესიები გაიმართება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 18:30 – 21:30 სთ-მდე

      მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15.
      აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 31  მარტი,  18:00 სთ. 
      რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/oQqGCRSEM3cT5SRw6
      კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.
      საკონტაქტო ინფორმაცია:  ნინო სალაძე -  saladze.nino@gmail.com – 598 97 99 09
       

      მილოცვა

      პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის სრულუფლებიან წარმომადგენელს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ბოდბელ მთავარეპისკოპოს მეუფე იაკობს დაბადების დღეს.
      ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

      მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე მეუფეო.

      Online ღია კარის კვირეულის პირველი დღე SANGU-ში

      1 მარტს, 16:00-ზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორა სერგო ვარდოსანიძემ გახსნის ღია კარის ონლაინ კვირეული.

      ღია კარის კვირეული გაგრძელდება 16 მარტის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია 

      ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური

      ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი

      სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები პროფესორი ევა გოცირიძე და პროფესორ დავით ბოსტოღანაშვილი

      საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე

      ისტორიის საბაკალავრო პროგრამა - პროფესორი ლევან ჯიქია

      ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია

       

       

      „აფხაზეთის მოკლე ისტორია უძველესი დროიდან 1918 წლამდე“

      2021 წლის 1 მარტს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი გელა ცაავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „აფხაზეთის მოკლე ისტორია უძველესი დროიდან 1918 წლამდე“. ლექციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით

      პროფესორ გელა ცაავას ონლაინ საჯარო ლექცია "აფხაზეთის მოკლე ისტორია უძველესი დროიდან 1918 წლამდე"

      2021 წლის 1 მარტს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი გელა ცაავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „აფხაზეთის მოკლე ისტორია უძველესი დროიდან 1918 წლამდე“.

      ლექციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით

      სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

      გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე.

      პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც  გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი. 

      რეგისტრაცია გაგრძელდება 23 მარტის ჩათვლით.

      სარეგისტრაციო ბმული 

      დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2 19 77 55. 

      საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის არჩილ კალანდიას საჯარო ლექცია: „საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“

      22 თებერვალს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურმეცნიერებათა ფაკულტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის" (სსკი) მოწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი არჩილ კალანდია, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“

      შეხვედრაზე დასწრებას შეძლებთ შემდეგი ბმულით

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, პროექტ „ტრენერთა ლაბორატორიის“ ფარგლებში, ცხადდება მიღება “online ტრენერთა ტრენინგის” გასავლელად

      თუ კი ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ შეგეძლოთ კარგი მასწავლებელი, ტრენერი ან სულაც ლექტორი ყოფილიყავით, გიყვართ აუდიტორიასთან ურთიერთობა და ცოდნის გადაცემის პროცესი, მაშინ “წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი” გაძლევთ უნიკალურ შანსს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სურვილები რეალობად აქციოთ. კურსი განკუთვნილია sangu-ს სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

      საქართველოში არსებულ COVID პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, პროექტ „ტრენერთა ლაბორატორიის“ ფარგლებში, ცხადდება მონაწილეთა მიღება “online ტრენერთა ტრენინგის” გასავლელად. ეს ტრენინგი შენთვისაა, თუ გსურს მოერგო თანამედროვე სწავლების გამოწვევებს და დაეუფლო იმ ინსტრუმენტებს, რომელიც დაგეხმარება ისეთივე ეფექტური ტრენინგი ჩაატარო ონლაინ, როგორც აუდიტორული სწავლებისას. ტრენინგს წარუძღვებიან „ტრენერთა ლაბორატორიის“ ტრენერები: ნიკა გაბლიშვილი და ნინო სალაძე.

      ტრენინგის მთავარი საკითხებია:

      • ონლაინ ინსტრუმენტების მოძიება და ეფექტურად გამოყენება 
      • ონლაინ აქტივობების ჩატარება
      • ინტერაქტიული პრეზენტაციების მომზადება
      • Online vs აუდიტორული მეცადინეობა
      • ონლაინ სწავლების უპირატესობები
      • ონლაინ ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკური უნარები
      • რისკებისა და კონფლიქტების მართვა
      • რთულ მონაწილეთა მართვის ტექნიკები
      • ტრენინგისა და სესიების დაგეგმვა
      • სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები
      • უკუკავშირის სტრუქტურა და მისი სწორად მიღების ტექნიკები

      ტრენინგი დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური აქტივობებით. ტრენინგი ჩატარდება Zoom - პლატფორმის გამოყენებით.

      ტრენინგის დაწყების თარიღი: 1 მარტი, 2021 წ.
      შეხვედრების რაოდენობა: 10
      სესიები გაიმართება ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს, საღამოს 18:30 – 21:30 სთ-მდე

      “წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის” სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის კურსი არის უფასო. 

      რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე

      მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. 

      აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 26 თებერვალი, 18:00 სთ.

      გასაუბრება გაიმართება ონლაინ 27 და 28 თებერვალს.

      კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.


      საკონტაქტო ინფორმაცია:
      ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე
      ელ. ფოსტა: n.saladze@sangu.edu.ge

      წიგნის თარგმნის პროგრამა 2021

      აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

      https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/grant-programs-ka/book-translation-program-pas-ka/

      კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

      • საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
      • მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
      • სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
      • ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
      • ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები.
      • მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ  ჩამოთვლილ თემებზე):  სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა.

      - სახელმძღვანელოების და აკადემიური ლიტერატურის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ უახლესი გამოცემები.  

      - მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალი. მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

      - გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.

      - აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა.

      - სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

      - პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის  წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

      - კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.

      განაცხადი და შეტანის წესები:

      • 29 მარტი, 2021
      • 8 ივნისი, 2021

      გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 6მბ-ზე დიდი მოცულობის ელ. გზავნილები და RAR/ZIP ფორმატის დოკუმენტები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

      სავალდებულო დოკუმენტაცია: 

      • SF-424 
      • SF424A 
      • SF424B 
      • შევსებული განაცხადის ფორმა (Book Application 2021)
      • მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
      • საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
      • თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
      • პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

      პროგრამის კოორდინირება: 

      პროგრამას ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.

      საგრანტო აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ შეკითხვით კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov

       გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program)

      მიმაგრებული დოკუმენტაცია: 

       

      დაიწყო გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

      2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი  -5 ადგილი;  
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 5 ადგილი; 
      • ისტორია - 5 ადგილი; 
      • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი  - 5 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;
      • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი; 
      • საქართველოს ისტორია - 5 ადგილი; 

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება -  10 ადგილი; 
      • ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი;
      • ეკონომიკა  - 10 ადგილი;
      • ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი; 

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;

      შენიშვნა:  სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი - 2450 ლარს; 
      • საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს.

      2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2021 წლის  8  – 17 თებერვალი;
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2021 წლის  9 – 18 თებერვალი;        
      • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2021 წლის  10 – 19 თებერვალი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად -  2021 წლის    19  თებერვალი
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2021 წლის  22 თებერვალი.

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (ივსება ელექტრონულად, UMS-ზე შემოთავაზებული ფორმით); 
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან  მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
      • დამდეგი - 2020 – 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) დოკუმენტი.

      საკონტაქტო ინფორმაცია: 

      • 551 74 00 05
      • 551 73 00 05
      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უსამძიმრებს, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მწუხარებით იუწყება დიდი მეცნიერის და მოქალაქის საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალებას და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
       

      წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ცნობილი მეცნიერის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ცნობილი მეცნიერის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ბატონი ტარიელი კოვიდინფექციამ 60 წლის ასაკში იმსხვერპლა..

      10 თებერვალს მახათას პანთეონში გაიმართა პროფესორ მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

       

      “წიგნების თაროს” მე-6 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

      გადაცემა „წიგნების თარო“ უკვე 5 წელია საქართველოს პირველ არხზე გადაიცემა. ამჟამად მიმდინარეობს მე-6 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია და ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა!

      “წიგნების თაროს” მე-6 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

      1. ბაკალავრიატის ხარისხის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია შეავსოს აპლიკაცია და  დაარეგისტრიროს მისივე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი, 3 მოთამაშე, საიტზე: www.registracia.wignebistaro.ge
      2. დარეგისტრირებულ გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რომლის შედეგადაც „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.
         

      ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან დარეგისტრირებული გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

      გუნდის თითოეული წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

      1. 2020-2021 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;
      2. თავის გუნდელებთან ერთად იყოს ერთი კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (აუცილებელი არაა, რომ ერთი ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ);
      3. არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.

      რეგისტრაციის ვადები - 11.01.2020 - 05.02.2020

      „წიგნების თარო“ პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, სეზონის გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე და ხალხის რჩეული მოთამაშე კი - დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება!

      თუკი მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვერ პოულობს გუნდელს, შეუძლია, დარეგისტრირდეს საიტზე TEAMDER.WIGNEBISTARO.GE

      აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირებულ ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაცემის წარმომადგენლები ერთმანეთს დავაკავშირებით და პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 

      “წიგნების თაროს” შესახებ
       
      “წიგნების თარო” ახალგაზრდული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს.
       
      თამაში 3 ეტაპისგან შედგება:

      პირველ ეტაპზე გუნდები 10 ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო პასუხის გასაცემად - სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.
       
      მეორე ეტაპი სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.
       
      მესამე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური - ბლიცში მხოლოდ ერთი სტუდენტი მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

      გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.
      საკონტაქტო ინფორმაცია: 598491956/555387592 - ანი.
       

      Online მასტერკლასი: როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით?

      2021 წლის 9 თებერვალს 19:00 საათზე, გიორგი კალატოზიშვილი გამართავს მასტერკლასს: როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით? მასტერკლასი ჩატარდება უფასოდ! მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
      რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. ღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს მიიღებთ მითითებულ ელ. ფოსტაზე, 9 თებერვალს შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

      რამდენჯერ გაგივლიათ გასაუბრება? და მათგან რამდენი გაიარეთ წარმატებით?
      რამდენჯერ გეგონათ, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და შტატში თქვენ აგიყვანდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდით? რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი გამოცდილების და კომპეტენციის მიუხედავად სამსახურში სხვა აყავთ?
      რა ფაქტორები ახდენენ გავლენას დამსაქმებლის გადაწყვეტილებაზე და როგორ შეიძლება გავზარდოთ ჩვენი როლი ამ პროცესში?

      ამ საკითხებზე ვილაპარაკებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს და ახლა - კორონავირუსის პანდემის გამო შეცვლილ ვითარებაში და გარემოში იწყებენ თავის
      კარიერას და მიიღებენ ღირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციას წინსვლისთვის.

      შეხვედრაზე ძირითადად 3 საკითხზე ვილაპარაკებთ:

      1. თვითპრეზენტაცია - „გაყიდე“ საკუთარი თავი, სანამ გაყიდი დამსაქმებლის პროდუქტს და სერვისს.
      2. გასაუბრებაზე 3 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა.
      3. ვერბალური და არავერბალური ენა - როგორ „გავწმინდოთ“ კომუნიკაცია 3 ფილტრის დახმარებით?

      არ არსებობს ცუდი კომუნიკაცია და ცუდი კომუნიკატორი - არსებობს მხოლოდ უკუკავშირის ხარისხი და დონე, რომლის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ ეს შეხვედრა.

      ვისთვის არის მასტერ-კლასი: მხოლოდ სამსახურის მაძიებლებისთვის და მათთვის, რომლებსაც სურთ უკეთესი მომავალი.
      მასტერ-კლასის ხანგრძლივობა: 60 წუთი.
      მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
      მასტერ-კლასის ჩატარების დრო: სამშაბათი, 9 თებერვალი, 19:00-20:00 სთ.
      რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://bit.ly/2YLGHz7

      სპიკერის შესახებ:

      გიორგი კალატოზიშვილი არის პიარ კონსულტანტი, ლექტორი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი. მას საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 15 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2018 წელს, პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა რეპუტაციის დაცვის კომპანია „რემაინდერი“. სხვადასხვა დროს გაიარა ქოუჩინგის, სტრატეგიული პიარის, ადვოკაციისა და მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები. არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) კურსდამთავრებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ის და აშშ-ს პიარ ასოციაციის (PRSA) სერტიფიცირებული სპეციალისტი
      კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში. ასევე, არის ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი ზიანის შემცირების პროგრამების ადვოკაციაში. სხვადასხვა პერიოდში გიორგი ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურს
      შინაგან საქმეთა სამინისტროში. იყო PR-ის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი სსტც „დელტაში“ და PR-ის და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი გლობალურ საკონსულტაციო კომპანიაში „ეისითი“. 2015-2016 წლებში იყო საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანიის „გროუინი“ დირექტორი. არის ამავე კომპანიის თანადამფუძნებელი. 2011 – 2012 წლებში ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს გორის სასწავლო უნივერსიტეტში (www.gu.edu.ge). 2015 წლიდან - დღემდე, მართავს ტრენინგებს საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანიაში Growin (www.growin.ge), სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება “ბერნეისის პიარ კოლეჯში” (Public Relations College), საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო Cambridge Study-ში.

      2016 წელს ასწავლიდა „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (www.ibsu.edu.ge), 2018 წლიდან ასწავლის ანტიკრიზისულ პიარს „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“ და „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში - ალტერბრიჯი“. 2019 წლიდან არის ტრენერი მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებზე "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში" (www.gau.edu.ge, პროექტის მენეჯმენტის კურსი - PMC) და "ევროპის ბიზნეს სკოლაში" (www.esb.ge, CEO - ტოპ-მენეჯმენტის პროგრამა); 2020 წლიდან ასწავლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ტაქტიკას „კავკასიის უნივერსიტეტში“. გიორგის გავლილი აქვს ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო პროგრამები, როგორიც არის: „მოლაპარაკებების ხელოვნება“ (Growin) და „მედიაცია: კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტიანი დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი“ (Partners Poland Mediation Centre). ჩატარებული აქვს 200-მდე ღია და დახურული ტრენინგი და მასტერკლასი.

      2 თებერვალს შედგა ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

      2021 წლის 2 თებერვალს შედგა ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა უნივერსიტეტის ანგარიში ავტორიზაციის ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ.

      პროცესმა შეუფერხებლად ჩაიარა და საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ანგარიშის მიღებას.

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.

      2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 28 იანვრის 12:00 საათიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

      მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი  - 15 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 15 ადგილი; 
      • ისტორია - 10 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სამართალი - 10 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 10 ადგილი;
      • საქართველოს ისტორია  - 5 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია  - 5 ადგილი;

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში   

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 20 ადგილი;
      • ტურიზმის ბიზნესი - 20 ადგილი;
      • ეკონომიკა - 20 ადგილი;
      • ფსიქოლოგია  - 20 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 20 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 20 ადგილი;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება  - 10 ადგილი

      შენიშვნა: 
      1. სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს  2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი - 2450 ლარს; 
      • საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს.

      მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  - 2021 წლის 10-17 თებერვალი;
      • აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2021 წლის 11-18 თებერვალი;     
      • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2021 წლის  11-18 თებერვალი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად -  2021 წლის 18 თებერვალი;
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება  და   წარდგენა  მართვის სისტემაში - 2020 წლის 19 თებერვალი.

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება (ივსება ადგილზე);
      2. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
      6. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      7. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  მართვის სისტემის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
      8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.
         
      წარსულით მომავლის წინასწარმეტყველება - წმიდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

      2021 წლის 8 თებერვალს, ორშაბათს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

      დღის წესრიგი:

      •  ზოგიერთი საკითხი დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი;
      • რუის-ურბნისის საეკლესიო კრება - ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;
      • საგანმანათლებლო ტრადიციები დავით აღმაშენებლის საქართველოში - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი პროფესორი ჯაბა სამუშია;
      • როგორ გაიხსნა 1918 წლის 8 თებერვალს ქართული უნივერსიტეტი - პროფესორი ვახტანგ გურული.

      კონფერენციაზე დასასწრები ბმული

      100 წელი საქართველოს ოკუპაციიდან

      2021 წლის 25 თებერვალს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

      დღის წესრიგი:
      შესავალი სიტყვა - ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;
      მისალმებები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი როლანდ კოპალიანი; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი პროფესორი ჯაბა სამუშია;
      მომხსენებლები: პროფესორი ვახტანგ გურული; პროფესორი ზურაბ პაპასკირი; პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი; პროფესორი სულხან კუპრაშვილი; ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია; ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე; ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე; დოქტორანტი ბექა გაჩეჩილაძე.

      კონფერენციაზე დასასწრები ბმული

      ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები

      ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021/2022 აკადემიური სასწავლო წლისათვის.

      მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (უზნაძის ქ.N52) 2021 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

      დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

      საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამაზე მსურველ პირთათვის, განაცხადების მიღება დაიწყო

      სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ "საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა", საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამაზე მსურველ პირთათვის, განაცხადების მიღება დაიწყო. სახელმწიფო აუდიტს სამსახურს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტს და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები საფასურის გადახდის შეღავათიანი პირობით ისარგებლებენ და 2000 ლარის ნაცვლად 750 ლარს გადაიხდიან.

      სასერტიფიკაციო პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 თებერვალი

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ბაკალავრებისათვის აშშ-ში ერთწლიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად

      კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:

      • არის სულ მცირე 18 წლის (UGRAD პროგრამის დაწყების თარიღამდე); 
      • ირიცხება საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურზე;
      • 2022 წლის მაისის შემდეგ ერთი სემესტრი მაინც აქვს დარჩენილი ბაკალავრიატის დასრულებამდე

      მიიღეთ მონაწილეობა #UGRAD-ის შესარჩევ კონკურსში და გაემგზავრეთ ერთი სემესტრით ამერიკულ უნივერსიტეტში. 

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

      4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ll დაბადების დღეა, მას 88 წელი უსრულდება

      4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ll დაბადების დღეა, მას 88 წელი უსრულდება. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს დაბადების დღეს და უსურვებს: ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

      კოვიდინფექციამ 60 წლის ასაკში იმსხვერპლა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მწუხარებით აუწყებს სრულიად საქართველოს მარცხით დასრულდა ერთვიანი ულმობელი ბრძოლა, კოვიდინფექციამ 60 წლის ასაკში იმსხვერპლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

      არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის პანაშვიდი გაიმართება 2021 წლის 5 იანვარს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან, გამოსვენება 5 იანვარს, დაკრძალვა მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

      სწავლის საფასურის გადანაწილების პირობები

       

      უნივერსიტეტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, გთავაზობთ სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის მოქნილ გრაფიკს

       

      სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის გრაფიკი N1 (ორ ნაწილად)

      გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾
      I 31 იანვარი 562.50 ₾ 587.50 ₾ 612.50 ₾
      II 31 მარტი 562.50 ₾ 587.50 ₾ 612.50 ₾

       

      სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის გრაფიკი N2 (სამ ნაწილად)

      გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾
      I 31 იანვარი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾
      II 28 თებერვალი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾
      III 31 მარტი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾

       

      სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის გრაფიკი N3 (ხუთ ნაწილად)

      გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾
      I 19 იანვარი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾
      II 28 თებერვალი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾
      III 31 მარტი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾
      IV 30 აპრილი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾
      V 31 მაისი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾

       

      სტუდენტი, რომელიც არ ისარგებლებს  შეღავათიანი გადახდის ერთ-ერთი გრაფიკით, ვალდებულია სწავლის სემესტრული გადასახადის 70% დაფაროს 2021 წლის 20 თებერვლამდე, ხოლო დარჩენილი 30% 2021 წლის 1 აპრილამდე.

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

      • 551 730 005
      • 551 740 005

      საბანკო რეკვიზიტები

      საინდენთიფიკაციო კოდი            205233022
      მომს. ბანკი                                 თიბისი ბანკი
      ანგარიშის ნომერი                      GE76 TB74 8803 6020 1000 02
      ბანკის კოდი                               TBCBGE22
      მისამართი                                  ი.ჭავჭავაძის გამზ. 53ა; თბილისი
       

      უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მილოცვა

      თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გილოცავთ დაბადების 87, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 43 წლისთავს და გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

      ნატა თეთვაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2020 წლის 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ნატა თეთვაძის სადისერტაციო ნაშრომის  ,,XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები)“ ონლაინ დაცვა.
      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
      დოქტორანტის რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ კარალიძე  (მოწვეული), ისტორიის  დოქტორი ლევან ჯიქია  (საბჭოდან).

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 43-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია

      2020 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ონლაინ რეჟიმში გამართავს კონფერენციას, რომელიც ეძღვნება უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ll  საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 43 წლისთავს.
      დასაწყისი 11:00 საათზე. 

      კონფერენციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე

      13 დეკემბერი წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

      13 დეკემბერი წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა, ანდრია პირველწოდებულის შესახებ ცნობები  ჩვენამდე მოღწეული ქართული წყაროებიდან აღსანიშნავია:"ქართლის ცხოვრებაში ჩანართი ანდრია პირველწოდებულის ცხოვრება, " "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში დაცული კამათი ანტიოქიის პატრიარქთან," რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში "ძეგლისწერაი რუის-ურბნისის კრებისაი,"მეთხუთმეტე საუკუნის 70-იან წლებში შედგენილ დოკუმენტში: "მცნებაი სასჯულოი"-ში. მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური მონობის ჟამს, მეოცეში ათეისტური ხელისუფლების პირობებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰქონდა ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივი ღვაწლის წარმოჩენის საშუალება, ანდრია პირველწოდებულის ხატებიც არ იყო, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის ბრძოლის დროს მთავარ მტიცებულებად ჩვენი ეკლესიის უძველესობის დასტურად ქართველ მეცნიერებს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივი ღვაწლის წარმოჩენა, 1998 წელს საერო ხელისუფლებამ გაითვალისწინა უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის წინადადება და ყოველი წლის 12 მაისი და 13 დეკემბერი გამოაცხადა (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეები) დასვენების დღეებათ გამოაცხადა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განახლდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიები, დაიწერა დიდი მოციქულის ხატები, უწმიდესის სურვილით 2008 წელს თბილისში გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

      ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდებულ დღესასწაულს.

      უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

      საჯარო ონლაინ ლექცია თემაზე: "მოსამართლის პროფესია"

      2020 წლის 12 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ევა გოცირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "მოსამართლის პროფესია".


      ლექციის თემები:
      * მოსამართლის პროფესიის მნიშვნელობა და მისი გამორჩეულობა იურიდიულ პროფესიათა შორის;
      * სამოსამართლო საქმიანობის სირთულე და სპეციფიკა;
      * მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპის არსი და მისი გარანტიები;
      * სამოსამართლო სამართალი;
      * სამოსამართლო ეთიკა;
      * მოსამართლის პროფესიაში შესვლა.

      კონფერენცია გაიმართება Google.Meet პლატფორმით. (ბმული)

      დასაწყისი: 12:00 საათი.

      დისერტანტ ბორის ნიჩიპეროვიჩის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2020 წლის 14 დეკემბერს, 15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტიში  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ბორის ნიჩიპეროვიჩის სადისერტაციო ნაშრომის  ,,რუსული საეკლესიო მმართველობა საქართველოში XIX საუკუნესა და  XX საუკუნის დასაწყისში“ ონლაინ დაცვა. 
                                        
      სადოქტორო პროგრამა ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: სერგო ვარდოსანიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
      დოქტორანტის რეცენზენტები:
      ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული (საბჭოდან) 
      ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი სოსიაშვილი  (მოწვეული).

      აკადემიკოსი როინ მეტრეველი დღეს იუბილარია

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ქართული უნივერსიტეტის პროფესორს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ისტორიის სექციის თავმჯდომარეს აკადემიკოს როინ მეტრეველს.

      „ქართული დიპლომატია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე“

      2020 წლის 7 დეკემბერს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტისა" (სსკი) და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვევით, ალექსანდრე რონდელის სახელობის საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გიორგი ბადრიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: 
      „ქართული დიპლომატია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე“. 

      ონლაინ ლექციის ბმული

      მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები: 

      1991 - 2013 გიორგი ბადრიძე მუშაობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. მის მიერ დაკავებულ თანამდებობებს შირისაა:  საქარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი (1996-97); ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (1997-98); თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ელჩის მოადგილე) (1999-2002); ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი (2004-06); დიდ ბრიტანეთში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ელჩის მოადგილე) (2007-09); დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2009-13).
      გიორგი ბადრიძე 2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 
      2014 წლიდან გ. ბადრიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიწვეული ლექტორია.
      გ. ბადრიძე არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი საქართველოს, აშშ-ის, კანადის, ბრიტანეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და პოლონეთის აკადემიურ და პერიოდულ გამოცემებში საერთაშორისო პოლიტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონფლიქტების დარეგულირების, ისტორიის და კულტურის სფეროში.
      მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

      სტუდენტური კონფერენცია „დიპლომატები“

      2020 წლის 10 დეკემბერს, ხუთშაბათს, გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტისა" (სსკი) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია დიპლომატები. 

      კონფერენცია გაიმართება Google.Meet პლატფორმით.  (ბმული

      დასაწყისი: 15:00 საათზე  
       

      აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსებში შევიდა ცვლილება

      ქართული უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 30 ოქტომბრის #22-კ  და 9 ნოემბრის  #23-კ ბრძანებებში, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსების  შესახებ, შევიდა ცვლილება. მსოფლიო პანდემიის COVID 19 -ის გავრცელების პრევენციის მიზნით კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ  ელექტრონულად, მისამართზე hr@sangu.edu.ge ( დანარჩენი  პირობები უცვლელია)

      მილოცვა!

      წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე დღეს იუბილარია.
      ვულოცავთ მას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მრავალწლიან მოღვაწეობას ღირსეულ თაობათა აღსაზრდელად.

      ევროკავშირის ქვეყნებიდან სამეცნიერო გრანტების მოძიების შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

      2020 წლის 30 ნოემბერს, 14:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო პერსონალისთვის გაიმართება ევროკავშირის ქვეყნებიდან სამეცნიერო გრანტების მოძიების შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.

      შეხვედრა შედგება ონლაინ. დასასწრებად ეწვიეთ ბმულს.

      დასწრება თავისუფალია.

      სტიპენდიანტთა ონლაინ კონფერენცია

      2020 წლის 27 ნოემბერს  გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა ონლაინ კონფერენცია Google Meet-ის ბმულზე

      დასწრება თავისუფალია
      დასაწყისი 17:00 საათი

      პროფესორ გელა ცაავას ონლაინ ლექცია: მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს რკინიგზის (აფხაზეთის მონაკვეთი) ამოქმედების რეალური პერსპექტივები

      2020 წლის 4 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის პროფესორი გელა ცაავა წაიკითხავს ონლაინ ლექციას თემაზე - „მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს რკინიგზის (აფხაზეთის მონაკვეთი) ამოქმედების რეალური პერსპექტივები“.


      ლექციაზე დასწრებას შეძლებთ პლატფორმა Zoom-ის ბმულით.
      დასაწყისი  12:00 საათზე
       

      საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის შესახებ

      2020 წლის 27 ნოემბერს, 15:00 საათზე, შედგება პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის დროს განხილული იქნება, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.

      შეხვედრა შედგება ონლაინ. 
      დასასწრებად ეწვიეთ ბმულს 

      დასწრება თავისუფალია.

      პროფესორ სერგო ვარდოსანიძის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია

      2020 წლის 3 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია.
      დასაწყისი 13:00 საათზე.

      კონფერენციაზე დასწრება შეგიძლიათ შემდეგი ბმულით.

      „ქეთევან წამებული საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიულ მეხსიერებაში“

      26 ნოემბერს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით ისტორიის დოქტორი, კინოდოკუმენტალისტი ბესიკ გაფრინდაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე
      „ქეთევან წამებული საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიულ მეხსიერებაში". 

      ლექციაზე დასწრებას შეძლებთ შემდეგი ბმულით

      „თანამედროვე სკოლის დანიშნულება და გამოწვევები“

      18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება ონლაინ-მინი-კონფერენცია თემაზე „თანამედროვე სკოლის დანიშნულება და გამოწვევები“.
      კონფერენციაში მონაწილეობენ:
      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;
      ფინური საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია ედიშერაშვილი;
      არქიმედეს სკოლის დირექტორი ირაკლი მანელიძე;
      წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის თანადამაარსებელი, მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ექსპერტი, თეოლოგი, კახა ჟღენტი;
      რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე;
      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი ლევან ჯიქია;
      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ზურაბ ბერია;
      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის მსმენელები;
      ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე;
      თბილისის 192-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გოჩალეიშვილი

       

      13 ნოემბერი თბილისში ჯალალ ედ-დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა ხსენების დღეა!

      13 ნოემბერი თბილისში ჯალალ ედ-დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა ხსენების დღეა!

      ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.

      ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს ეს დღე, პარაკლისითა და ყვავილების გვირგვინის მტკვარში ჩასვენებით აღინიშნა, ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად.

      "გზა სულ არის, როგორ გამოვიყენოთ პანდემია, როგორც შესაძლებლობა"

      19 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული ლევან თაღიაშვილი წაიკითხავს ონლაინ საჯარო ლექციას თემაზე : "გზა სულ არის, როგორ გამოვიყენოთ პანდემია, როგორც შესაძლებლობა".  ლევანი 3 წლის განმავლობაში იყო BMG-სა და Forbes Georgia-ს ჟურნალისტი, ამჟამად არის ვლოგერი Apple-ის ერთადერთ პრემიუმ რისელერში, iSpace-ში. ასევე არის "საქართველოს ბანკის" ბლოგერი და მუშაობს Fintech ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებებით. გარდა ამისა, ის BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. 

      ონლაინ საჯარო ლექციის ბმული: https://bit.ly/3ngvfWq

      ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე გეოგრაფიის მიმართულებით და ასისტენტის თანამდებობაზე ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით

      ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში” ცხადდება ღია კონკურსი შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

      • ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე  გეოგრაფიის მიმართულებით (აფილირების პირობით)
      • ასისტენტის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ინგლისური ენის  სწავლების მეთოდიკის მიმართულებით (აფილირების პირობით)

      კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:

      • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2020 წლის 14 და 15 დეკემბერი. 
      • კონკურსი ჩატარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 16 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით.  
      • კონკურსის შედეგები გამოქვეყნება 2020 წლის 25 დეკემბერი. 

      ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები,  რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში

      დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში:  „შესავალი გეოგრაფიაში,“ „ზოგადი დადამიწათმცოდნეობა,“, „ლანდშაპტმცოდნეობა“. 
      • სასკოლო პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება.
      • საველე კვლევებსა და ექსპედიციებში მონაწილეობის გამოცდილება     

      ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორანტი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. 

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები,  რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

      დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
      • სილაბუსი „ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში“
      • საერთაშორიო კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში მონაწილეობა.
      • უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
      • ინგლისური ენის ცოდნა C 1 დონეზე.

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      მსოფლიო პანდემიის COVID 19 -ის გავრცელების პრევენციის მიზნით კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულად, მისამართზე hr@sangu.edu.ge

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (კომპაქტური დისკი) ერთად;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      7. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      8. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
      9. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
      12. საკონკურსო ვაკანსიის დამატებით (სპეციფიკურ) მოთხოვნებში ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      პოსტერების კონკურსი

      კონკურსის აღწერა: 
      ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება და მოიაზრებს როგორც ფემიციდს, ოჯახში ძალადობას და სექსუალურ შევიწროვებას, ასევე დისკრიმინაციას არსებული სტერეოტიპების გამო. 

      გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. კამპანია იწყება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, და გრძელდება 10 დეკემბრამდე. 

      წელს, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, USAID/PROLoG-ი აცხადებს პოსტერების კონკურსს. პოსტერები უნდა შეიქმნას გენდერული ძალადობის თემატიკის გარშემო და დაეფუძნოს USAID/PROLoG-ის მიერ გამოცხადებულ წინა კონკურსში “შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები” გამარჯვებულ ფრაზებს.

      პოსტერები უნდა შეიქმნას შემდეგი გამონათქვამების გარშემო:

      • “წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე მართალი ქალისაო”
      • „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს ოჯახის საქმე ეგონაო”
      • “ქალი - სწორი, ვაჟი - სწორი - ორნი ქვეყნის თანასწორი”

      კონკურსის პირობები:

      დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ზემოთ მითითებულ ერთ-ერთ გამონათქვამზე შექმნილი პოსტერი. 

      ტექნიკური მოთხოვნები: 
      ზომა: A2 (მინიმუმ 2400 პიქსელი)
      ფორმატი: jpeg, png, bmp, PDF

      განცხადებები მიიღება 2020 წლის 25 ნოემბრამდე (17:00 სთ), ელ. ფოსტაზე: elekishvili@ewmi.org 

      გამარჯვებულების გამოვლენა:
      განაცხადების წარდგენის პერიოდის დასრულების შემდგომ, შესარჩევი კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

      კრიტერიუმი #1: პოსტერის შესაბამისობა კონკურსის თემატიკასთან; 
      კრიტერიუმი #2: პოსტერის რომელიმე გამონათქვამთან მისადაგება;
      კრიტერიუმი #3: პოსტერის ვიზუალური მხარე.

      კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2020 წლის 2 დეკემბერს და გადაეცემათ შესაბამისი ჯილდო. 

      პრიზები: 

      -    პირველი ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება გრაფიკული ტაბლეტით;
      -    მეორე ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება პლანშეტით; 
      -    მესამე ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება უსადენო ყურსასმენით.
       

      ბლოგპოსტების კონკურსი

      დაზოგვის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან და საქართველოში ლიცენზირებული 7 კომერციულ ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით დაზოგვის თემაზე ბლოგპოსტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის სახელწოდებაა „ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“ და ამით ის წლევანდელი მსოფლიო დაზოგვის დღის გლობალურ  მესიჯს ეხმიანება. კონკურსის ფარგლებში შერჩეული ბლოგპოსტები ფინანსური განათლების პორტალზე - www.finedu.gov.ge და მის შესაბამის ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/finedu.gov.ge გამოქვეყნდება და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

      კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

      ტრენერთა ლაბორატორია

      თუ კი ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ შეგეძლოთ კარგი მასწავლებელი, ტრენერი ან სულაც ლექტორი ყოფილიყავით, გიყვართ აუდიტორიასთან ურთიერთობა და ცოდნის გადაცემის პროცესი, მაშინ “წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი” გაძლევთ უნიკალურ შანსს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სურვილები რეალობად აქციოთ.

      საქართველოში არსებულ COVID პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, პროექტ „ტრენერთა ლაბორატორიის“ ფარგლებში, ცხადდება მონაწილეთა მიღება “online ტრენერთა ტრენინგის” გასავლელად. ეს ტრენინგი შენთვისაა, თუ გსურს მოერგო თანამედროვე სწავლების გამოწვევებს და დაეუფლო იმ ინსტრუმენტებს, რომელიც დაგეხმარება ისეთივე ეფექტური ტრენინგი ჩაატარო ონლაინ, როგორც აუდიტორული სწავლებისას. ტრენინგს წარუძღვებიან „ტრენერთა ლაბორატორიის“ ტრენერები: ნიკა გაბლიშვილი და ნინო სალაძე.

      ტრენინგის მთავარი საკითხებია:

      • ონლაინ ინსტრუმენტების მოძიება და ეფექტურად გამოყენება 
      • ონლაინ აქტივობების ჩატარება
      • ინტერაქტიული პრეზენტაციების მომზადება
      • Online vs აუდიტორული მეცადინეობა
      • ონლაინ სწავლების უპირატესობები
      • ონლაინ ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკური უნარები
      • რისკებისა და კონფლიქტების მართვა
      • რთულ მონაწილეთა მართვის ტექნიკები
      • ტრენინგისა და სესიების დაგეგმვა
      • სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები
      • უკუკავშირის სტრუქტურა და მისი სწორად მიღების ტექნიკები

      ტრენინგი დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური აქტივობებით. ტრენინგი ჩატარდება Zoom - პლატფორმის გამოყენებით.
      ტრენინგის დაწყების თარიღი: 17 ნოემბერი
      შეხვედრების რაოდენობა: 12
      სესიები გაიმართება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს 18:00 – 21:00 სთ-მდე

      “წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის” სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის კურსი არის უფასო. 

      რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე

      მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. 

      აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 18:00 სთ.

      გასაუბრება გაიმართება ონლაინ 14 და 15 ნოემბერს.

      კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.


      საკონტაქტო ინფორმაცია:
      ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე
      ელ. ფოსტა: n.saladze@sangu.edu.ge

      ამერიკული უნივერსიტეტების პირველი ვირტუალური გამოფენა

      აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქსელი EducationUSA გიწვევთ ამერიკული უნივერსიტეტების პირველ ვირტუალურ (ონლაინ) გამოფენაზე 7 ნოემბერს, შაბათს, 16:00 საათიდან 22:00 საათამდე.

      გაეცანით უნივერსიტეტებს, გაიგეთ როგორ გახდეთ სტუდენტი აშშ-ში და როგორ მოიპოვოთ დაფინანსება უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე.

      რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/33TPL8D

      ორგანიზატორები: EducationUSA (აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო ქსელი) და საერთაშორისო განათლების ცენტრი, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე ამერიკული საბჭოები (ვაშინგტონის ოფისი).

      გამოფენაზე დასასწრებად გადადით ბმულზე


       

      ცხადდება ღია კონკურსი პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით (აფილირების პირობით)

      კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:

      • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2020 წლის 7 და 8 დეკემბერი. 
      • კონკურსი ჩატარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 9 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით.  
      • კონკურსის შედეგები გამოქვეყნება 2020  წლის 17 დეკემბერს. 

      მოთხოვნები პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

      ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია.

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      1. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
      2. შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ორი სამეცნიერო პუბლიკაცია;
      3. უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა. 

      დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      1. საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      2. სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით;
      3. კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული შემდეგი სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება:       
        • დიზაინის ნიმუშები
        • პროგრამული უზრუნველყოფის გამართვის მეთოდები;
      4. კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
      5. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      6. საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
      7. ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენაზე ლექციების წარმართვის შესაძლებლობა.                  

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      მსოფლიო პანდემიის COVID 19 -ის გავრცელების პრევენციის მიზნით კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულად, მისამართზე hr@sangu.edu.ge

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
      2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (კომპაქტური დისკი) ერთად;
      4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      6. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
      7. შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
      8. უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა (დოკუმენტალურად);
      9. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      10. საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნებში გათვალისწინებული  დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

      2020 წლის 6 ნოემბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით დისტანციურად ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.

      დღის წესრიგი:

      შესავალი სიტყვა:

      1. პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
      2. პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.

      მოხსენებები:

      1. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია - პროფესორი ვახტანგ გურული;
      2. ერეკლე II-ის საბრძოლო ისტორიიდან (ქვემოჭალის ბრძოლა) - პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი;
      3. პოლონელი მასწავლებლების მოღვაწეობიდან ქუთაისში XIX საუკუნის II ნახევარში - პროფესორი სულხან კუპრაშვილი;
      4. თელავში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის ისტორია - პროფესორი თენგიზ სიმაშვილი;
      5. ქართლ-კახეთის სამეფოსა და სპარსეთის ურთიერთობათა კოლიზიები „გეორგიევსკის ტრაქტატიდან“ კრწანისის ბრძოლამდე - პროფესორი კახა კვაშილავა;
      6. „ივერიელთა მეფეთა და მთავართა ტრაქტატი“ - პროფესორი ლევან ჯიქია;
      7. სოფელი კვერიათი XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში - პროფესორი დავით ახლოური;
      8. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მეფე ერეკლეს ეპოქაში - ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

      რეგლამენტი: 20 წუთი.

      კონფერენციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით.

      კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის დაიწყო

      კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი -  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დაიწყეს.  კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა, სტუდენტებისთვის პირველად ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება, 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.

      კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში  გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (“Fake News”), რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

      კონკურსის გამარჯვებულებს  კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

      კომუნიკაციების კომისიისგან გამარჯვებულებს ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს -New iPad Pro 2020, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

      კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის უკვე სამჯერ  წარმატებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ამჯერად კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოცხადდა.

      კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე - https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდზე - www.comcom.ge

      შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ერთობლივი პროექტების განხორციელება, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის უკვე დაიწყო.

       

      საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

      ქართული უნივერსიტეტის ინიციატივით 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები: აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორები მანანა გაბაშვილი, ტარიელ ფუტკარაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, ბიმურზა დადეშქელიანი, პროფესორები: სერგო ვარდოსანიძე, მანანა ტაბიძე, ვახტანგ გურული, ლევან ჯიქია, ვალერი მოდებაძე, ისტორიის დოქტორები: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ირაკლი ლორთქიფანიძე, ბადრი ნაჭყებია, ეკა ფავლენიშვილი, მაკა კვარაცხელია, სტუდენტები: შოთა მუმლაძე, შოთიკო ყურუა, ბესიკ გამყრელიძე (სასულიერო აკადემიის სტუდენტი).
      დასაწყისი 13:00  საათზე.

      შეხვედრის ბმული

      მოთხრობების კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე: „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“

      მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს მოთხრობების კონკურსს „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“. კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.

      მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს.

      მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევის და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

      კონკურსის მონაწილეებს ევალებათ, შექმნან ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა) სამეცნიერო თემატიკაზე. ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია.

      დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს:

      • I ადგილი -  სიგელი და ფულადი პრემია 1875  ლარის ოდენობით;
      • II ადგილი -  სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარის ოდენობით;
      • III ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით.

      გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან “ევროპელ მკვლევართა ღამის” გახსნის ცერემონიაზე, 27 ნოემბერს. (პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.)

      კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა გადააგზავნოთ ელექტრონულად (MS word დოკუმენტით) მეილზე: contest@writershouse.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.

      გაეცანით კონკურსის დეტალურ პირობებს, აუცილებელ მოთხოვნებს და შეფასების კრიტერიუმებს აქ.

      ცხადდება სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული პროცესებისათვის

      ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

      გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისაგან/სტუდენტისაგან. შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 გუნდს, აქედან 8 გუნდი შეირჩევა თბილისიდან, ხოლო 2 გუნდი - რეგიონებიდან. გუნდის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

      შერჩეული გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე. იმიტირებული პროცესები ჩატარდება 2 ეტაპად: პირველი იმიტირებული პროცესის შემდეგი ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი. ფინალში გადასული გუნდების სპეციალური ნომინაციებისა და ჯილდოების შესახებ ცნობილი გახდება უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას, ფინალური რაუნდის დასრულების შემდეგ.

      იმიტირებული პროცესები Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

      გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2020 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: legalethicschair@newvision.ge

      დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.

      კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში

      2020 წლის 17 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში". 

      კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. იგი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ის  ასევე არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. კავკასიაში დასამკვიდრებლად ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები. ისინი დიდ ინტერესს იჩენენ კავკასიის რეგიონისადმი მისი ხელსაყრელი გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო. სამხრეთ კავკასია ესაზღვრება ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარ კასპიის აუზს, შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთს. 
      სამხრეთ კავკასიას გააჩნია პოტენციალი შეასრულოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია ევროპასა და აზიას შორის, ასევე მან შეიძლება ითამაშოს  ევროპისთვის ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფნის როლი. კავკასიის რეგიონს გადაკვეთს დიდი მნიშვნელობის მქონე ნავთობსადენები და გაზსადენები როგორიცაა ბაქო - თბილისი - ჯეიჰანი, ბაქო - თბილისი - ერზრუმი და ბაქო - თბილისი - სუფსის მილსადენი. მაგრამ, ხშირმა კონფლიქტებმა და ომებმა შეიძლება მოახდინონ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის დესტაბილიზაცია. ომებმა და ეთნიკურმა კონფლიქტებმა მთიან ყარაბაღში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შეიძლება ხელი შეუშალოს ამ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და შეასუსტოს მისი სატრანზიტო ფუნქცია.
      ამ კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების  და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი. ასევე, ამ ღონისძიების მიზანს წარმოადგენს, განსაზღვროს ის ფაქტორები, რომლებიც რეგიონალურ ძალებს - თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამწვავებას იწვევს.  ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის აზრთა გაცვლას. 

      მოხსენების თემატიკა: 

      • სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები: სეპარატიზმი, მინინაციონალიზმი, გაყინული კონფლიქტები, კიბერტერორიზმი და ა.შ.
      • რუსეთსა და თურქეთს შორის მეტოქეობა სამხრეთ კავკასიაში დომინანტური პოზიციის მოსაპოვებლად. 
      • აზერბაიჯანის  წინაშე არსებული გამოწვევები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო.
      • საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული კონფლიქტების გამო.
      • სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევები
      • თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში
      • რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში
      • ირანის გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში
      • დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში
      • დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში

      კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
      კონფერენციაშო მონაწილეობა შეუძლია მიიღოს: დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა.
      მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე და შემდეგ სრული სტატია ქართულ ან ინგლისურ ენაზე . 

      • ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა;
      • შეავსეთ-ივსება პირადი მონაცემები, ასევე ამავე ფორმაში უნდა დაწეროთ/ჩააკოპიროთ აბსტრაქტის (ქართულ/ინგლისური) ტექსტი. ფორმაში მითითებულია აბსტრაქტის გაფორმების წესი.
      • შევსებული ფორმა გამოაგზავნერთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sanguconference@gmail.com

      აბსტრაქტებს განიხილავს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი, მხოლოდ შერჩეული აბსტრაქტის ავტორებს წერილობით (მეილის სახით) გაეგზავნებათ თანხმობა კონფერენციაში მონაწილოების შესახებ.  
      აბსტრაქტი რომელიც არ დააკმაყოფილებს მეცნიერულ მოთხოვნებს არ განიხილება.
      აბსტრაქტები და სტატიები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.  
      მომხსენებლებს გადაეცემათ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
      კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა
      დასწრება თავისუფალია.
      შენიშვნა: დაიბეჭდება მხოლოდ ის აბსტრაქტები რომელიც მოხსენების სახით წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.

      ვადები:

      • აბსტრაქტების მიღების ვადა:  აბსტრაქტების მიღება დაიწყება 1 დეკემბრიდან და დასრულდება 8 დეკემბერს 2020 წელს  18.00 საათზე.
      • სრული ტექსტის ჩაბარების ვადა:  სტატიბის მიღების დედლაინი არის 30 დეკმებერი 2020 წელი.
      • თანხმობა კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ შერჩეული აბსტრაქტის ავტორს  ეცნობება 11 დეკემბერს 2020 წელს.  

      ვადის დასრულების შემდეგ მიღებული აბსტრაქტები არ განიხილება.

      აბსტრაქტის დაწერის წესები:  

      ნაშრომის სათაური ფონტი: ქართულად ლიტ ნუსხური (LitNusx), ინგლისურად Times New Roman;  ფონტის ზომა:  12
      აბსტრაქტის ტექსტი ქართული ნაშრომისთვის:  ლიტ ნუსხური (LitNusx), ინგლისური ნაშრომისთვის: Times New Roman; ფონტის ზომა:12 
      აბსტრაქტის მოცულობა:  მინიმუმ 150, მაქსიმუმ 500 სიტყვა
      ქივორდები: აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ  4 ქივორდს.
      ავტორის სახელი: მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი
      ინსტიტუტი და ტიტული: ავტორთა ინსტიტუტები და ტიტულები უნდა იყოს მითითებული
      საკონტაქტო მისამართი: ავტორის ელ.ფოსტა, ტელეფონი და საფოსტო მისამართი  უნდა იყოს მითითებული ნაშრომში

       

      სტატიის დაწერის წესები: 

      ფონტი: ინგლისური ნაშრომისთვის: Times New Roman, ქართული ნაშრომისთვის: ლიტ ნუსხური (LitNusx);   ფონტის ზომა: 12;   ხაზებს შორის დაშორება: 1,5 ; 
      გვერდის მინდვრები: მარცხნივ-მარჯვნივ 2.5 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ; 
      აბზაცი: პირველი 6 nk, შემდეგი 6 nk.
      წყაროების მითითება: სტატიაში გამოყერნებული რესურსები უდა იყოს მითთებული ტექსტში  APA -ს სტილით. 
      ბიბლიოგრაფია: სტატიაში გამოყენებული წყაროები უნდა იყოს მითითებული ანბანური თანმიმდევრობით,  ავტორების გვარის რიგითობის მიხედვით ტექსტის ბოლოს.  თუ ერთსა და იმავე ავტორს ერთზე მეტი პუბლიკაცია აქვს, მაშინ წყაროები უნდა დალაგდეს თარიღის მიხედვით.
      APA -ს სტილით ტექსტში წყაროების მითითების მაგალითები:
      ერთი ავტორი: (Karaoğlu, 2004: 15)
      ორი ავტორი: (Karaoğlu, Yılmazçelik, 2011: 10)
      სამი ავტორი: (Bradley et al., 2010: 45)

      APA -ს სტილით  ბიბლიოგრაფიის მითითების ნიმუშები:
      ჟურნალის მითითება:
      Kirkman, B. L. & Rosen, B. (1999). Beyond Self-Management: Antecedents and Consequences of Team Empowerment. Academy of Management Journal, 42, 58-74.
      წიგნების მითითება:
      Şimşek, M. Ş., Akgemci, T. and Çelik, A. (2001). Behavioral sciences and behaviors of organizations, Nobel Publishing Distribution, 2nd Edition, Ankara.
      Daft, R. L., and Marcic, D. (2016). Understand management. Nelson Training.

      კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული; ინგლისური
      კონფერენციის ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე, საორგანიზაციო კომიტეტი.
      კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ი.ჭავჭავაძის 53ა
      საკონტაქტო ინფორმაცია: sanguconference@gmail.com;  T-599 27 69 99

      კონფერენციის პროგრამა 

      კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე


       

      საჯარო ლექცია - "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები"

      2020 წლის 12 ნოემბერს, 12:00 საათზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები".  საჯარო ლექცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. 
      ლექციის ბმული 

      ისწავლეთ გერმანიაში - დისტანციური სასწავლო პროგრამების ონლაინ გამოფენა

      გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით 2020 წლის 27 ნოემბერს გაიმართება დისტანციური სასწავლო პროგრამების ონლაინ გამოფენა.

      დღეისათვის პირდაპირი ურთიერთობები უკიდურესად არის შეზღუდული, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ კრიზისის დაძლევას ერთად შევძლებთ.

      საერთაშორისო გაცვლა ხვალინდელი სამყაროს მთავარ ქვაკუთხედად რჩება. სწორედ ამიტომ გერმანია, როგორც ღია ქვეყანა, კვლავაც ელის სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან.

      მიმდინარე მოვლენების ფონზე ონლაინ კომუნიკაციამ უნივერსიტეტებშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დისტანციური სასწავლო პროგრამები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტებისთვის საერთაშორისო დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა.

      გიწვევთ დისტანციური სასწავლო პროგრამების ონლაინ გამოფენაზე 27 ნოემბერს, 15:00 - 19:00 სთ. (საქართველოს დრო).

      რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.

      15:00 - 16:30 სთ.
      გერმანიის გერმანიის რვა უმაღლესი სასწავლებელი პრეზენტაციების საშუალებით ინგლისურ ენაზე წარადგენს საკუთარ შეთავაზებებს.

      16:30 - 19:00 სთ.
      უნივერსიტეტების წარმომადგენლები ვირტუალურ სტენდზე უპასუხებენ თქვენს ინდივიდუალურ შეკითხვებს ჩატში.

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული

       

      შეხვედრა საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

      2020 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება შეხვედრა საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

      შეხვედრაში მონაწილეობენ:

      • აშშ - Ms. Kelly C. Degnan;
      • გაერთიანებული სამეფო - Mr. Mark Clayton;
      • საფრანგეთი - Mr. Diego Colas;
      • გერმანია - Mr. Hubert Knirsch;
      • იტალია - Mr. Antonio Enrico Bartoli;
      • იაპონია - Mr. Tadaharu Uehara;
      • ჰოლანდია - Ms. Maria (Maaike) Van Koldam ;
      • შვედეთი - Mr. Ulrik Tideström;
      • ნორვეგია - Helene Sand Andresen;
      • ავსტრია - Mr. Thomas Mühlmann;
      • ჩეხეთი - Mr. Petr Mikyska;
      • პოლონეთი - Mr. Mariusz Maszkiewicz;
      • ბულგარეთი - Mrs. Desislava Ivanova;
      • რუმინეთი - RaduLiviu Horumba;
      • საბერძნეთი - Dimitrios Karabalis;
      • ლიეტუვა - Giedrius Puodžiūnas;
      • ლატვია - Ingrīda Levrence;
      • ესტონეთი - Kai Kaarelson;
      • უნგრეთი - Dr. Horváth Viktória;
      • სლოვაკეთი - Pavel Vízdal;
      • შვეიცარიის საელჩო - H.E. Patric Franzen

      საერთაშორისო ორგანიზაციები:

      1. გაერო - Ms. Sabine Machl UN Resident Coordinator;
      2. გაეროს მოსახელობის ფონდი;
      3. ებერტის ფონდი;
      4. ევროკავშირი - Mr. Carl Hartzell;
      5. ევროსაბჭო - Natalia Voutova;
      6. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო - Mr. Peter A. Wiebler;
      7. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის საააგენტო - Ms. Danielle Meuwly Monteleone;
      8. შვედეთის საერთაშორის განვითრების სააგენტო - Mrs. Yoko Shimo Thut;
      9. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება- Carl F. Taestensen;
      10. კონრად ადენაუერის ფონდი - Mr. Thomas Schrapel;
      11. ევროპის ფონდი

      დღის წესრიგი:
      შეხვედრის გახსნა და მისალმება

      • პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
      • მაღალყოვლადუსამღვდელოესი იაკობი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

      მოხსენებები:

      • "საქართველოს საპატრიარქო და საერთაშორისო თანამეგობრობა "მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გერასიმე, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი;
      • "საზოგადოებასთან ურთიერთობის ასპექტები" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
      • "ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში" პროფესორი ქ-ნი თეა გოგოტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი რელიგიათა შორისი ურთიერთობის საბჭოში;
      • "სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობის გამოწვევები და ძირითადი ასპერტები" ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე, კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარე, ინტერრელიგიური საბჭოს კოორდინატორი;

      თავისუფალი გამოსვლები, კითხვა-პასუხი;

      • შეხვედრის შეჯამება

      დასაწყისი: 11:00 საათზე.
      შეხვედრის მოდერატორია მამა გიორგი ზვიადაძე, პროტოპრესვიტერი, საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროფესორი.
       

      სტუდენტების საყურადღებოდ!

      საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით 1 ოქტომბრიდან თბილისში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის ქართულ უნივერსიტეტში სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. 

      რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

      გილოცავთ

      გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს

      იწყება გასაუბრების ეტაპი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე

      სწავლების ენა: ქართული

      • სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
      • კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS კრედიტი
      • პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ბერია
      • მობილური: 577 315 594;
      • ელ. ფოსტა:  teachers@sangu.edu.ge

      განახლებული შეთავაზება:

      უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის ადგილების რაოდენობა გაიზარდა და გახდა 200.  მასწავლებლობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ სრულიად უფასოდ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხული 80 ისარგებლებს სახელმწიფო გრანტით და სრულად დაუფინანსდება სწავლა, დარჩენილი 120 პირის სწავლის საფასურის 40% კი ქართული უნივერსიტეტი დაფარავს. დარჩენილი 60%-ის გადახდა (1290 ან 1350 ლარი საგნების მიხედვით) შესაძლებელია ეტაპობრივად.

      პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:

      • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) 

      პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი პედაგოგიური მეთოდოლოგიის და საგნობრივი მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტები, რომლებიც ათასწლეულის ფონდ-საქართველოსა და მასწავლებელთა სახლის პროექტის ფარგლებში ახორციელებდნენ საქართველოში მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამას;

      დასაქმებული სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო გრაფიკი.

      პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას  უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ან თქვენ მიერ შერჩეულ სკოლებში;
      უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე რეალური და ვირტუალური ლაბორატორიები;
      საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

      პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.

      მიმდინარე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ ჩატარდება საუნივერსიტეტო შიდა გასაუბრება, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით.

      გასაუბრებაზე კონკურსანტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

      • ესსეს წერა;
      • მოტივაცია;
      • სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა;
      • პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
      • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
      • დამატებითი კრიტერიუმი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში: საგნობრივი გამოცდის შეფასება (%)

      გასაუბრებები ჩატარდება დისტანციურად საგნობრივი მიმართულებების მიხედვით შემდეგ დღეებში:

      • ქართული ენა და ლიტერატურა - 21, 22, 23 სექტემბერი - 9:00-14:00; 
      • ინგლისური - 22, 24 სექტემბერი - 9:00-13:30
      • ისტორია - 22, 24 სექტემბერი - 14:00-17:00
      • მათემატიკა - 23 სექტემბერი - 11:00-15:00
      • ბიოლოგია - 22 სექტემბერი - 10:00-13:00
      • ფიზიკა - 21 სექტემბერი - 16:00-17:00
      • ქიმია - 21 სექტემბერი - 17:00-18:00

      ინფორმაცია გასაუბრების ფორმატის, ტექნიკური უზრუნველყოფის, ინდივიდუალური გრაფიკის შესახებ ყველა კონკურსანტს დამატებით გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტაზე!

      რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • ფოტოსურათი (3X4);
      • ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი; (ნოტარიულად დამოწმება არ არის აუცილებელი);
      • მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან; 
      • სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის)
      აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი იწყებს აბიტურიენტთა მომზადებას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

      წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი იწყებს აბიტურიენტთა მომზადებას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

      ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება გამორჩეულია სწავლების მაღალი დონით, რეგულარული ტესტირებებით, მიღებული შედეგების დეტალური ანალიზით, აბიტურიენტების პედაგოგებთან შემოქმედებითი ურთიერთობით, კეთილმყოფელი სამუშაო გარემოთი, რაც ყოველთვის განაპირობებს მაღალ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

      უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მომზადებას 9 სასწავლო საგანში:

      • ქართული ენა და ლიტერატურა
      • უცხოური ენა
      • ზოგადი უნარები
      • მათემატიკა
      • ისტორია
      • ფიზიკა
      • ქიმია
      • ბიოლოგია
      • გეოგრაფია

      მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში. თითოეულ საგანში სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 30 სასწავლო კვირა. მეცადინეობის კვირეულის ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ. 

      თითოეულ საგანში სასწავლო ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 7 აბიტურიენტის მიღების პირობით.

      თითოეულ საგანში მომზადების ღირებულებაა - 500 ლარი; თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. 

      ცენტრში მომზადებული აბიტურიენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ისარგებლებენ სწავლის სემესტრული საფასურის 20%-იანი შეღავათით. ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.

      აბიტურიენტთა ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 18 სექტემბრიდან და გაგრძელდება 17 ოქტომბრის ჩათვლით. ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე

      სწავლა დაიწყება 19 ოქტომბერს, იმ დროისთვის არსებული ეპიდვითარების შესაბამისად.

      საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
      საკონტაქტო ნომრები: 225 00 77; 225 81 46;

       

      ინფორმაცია ჩეხეთის სტიპენდიის შესახებ

      ჩეხეთის სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაახანგრძლივა სასტიპენდიო განაცხადების მიღება. 

      დაწვრილებით ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე 

      ონლაინ აპლიკაციის ატვირთვა შესაძლებელია  მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე. 

      მაგისტრატურის საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდები/გასაუბრებები ჩატარდება დისტანციურად

      2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდები/გასაუბრებები ჩატარდება დისტანციურად.

      გამოცდა/გამოცდის ზეპირი კომპონენტი/გასაუბრება ჩატარდება ონლაინ პლატპორმა Google Meet-ის მეშვეობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზით ვერ ხერხდება აღნიშნული ონლაინ პლატფორმით სარგებლობა, გამოცდა/გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ალტერნატიული პლატფორმის გამოყენებით.

      წერით გამოცდა/გამოცდის წერითი კომპონენტი ჩატარდება moodle.sangu.edu.ge პლატფორმის გამოყენებით.

      განხორციელდება ზეპირი გამოცდის/გამოცდის ზეპირი კომპონენტის/გასაუბრების ჩაწერა და შეფასების შედეგების აპელაციის ვადით შენახვა, რის შემდეგაც ჩანაწერები ექვემდებარება დაუყოვნებლივ განადგურებას.

       

      სპეციალობის გამოცდა მაგისტრატურაში

      16 სექტემბერი

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა 

      მაგისტრატურაში მისაღები გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში 16 სექტემბერს დისტანციურად ონლაინ რეჟიმში ჩატარდება google meet პლატფორმის მეშვეობით,  (გამოცდის ჩასაბარებლად უნივერსიტეტში მოსვლა არ მოგიწევთ). ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონზე გამოგეგზავნებათ გამოცდაზე დასასწრები ბმული. 
      გამოცდა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

      • საქართველოს ისტორია - 10:00 საათი
      • სამართალი - 11:00 საათი
      • ქართული ფილოლოგია - 12:00 საათი   
      • საჯარო მმართველობა - 14:00 საათი

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 

      გამოცდა ჩატარდება დისტანციური სწავლების პლატფორმა MOODLE-ის საშუალებით. 
      გამოცდის ბმული და პაროლი დაგეგზავნებათ ინდივიდუალურად რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.  

      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 12:00 საათი 
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 16:00 საათი 

       

      უცხო ენის გამოცდა მაგისტრატურაში

      17 სექტემბერი

      გამოცდა ჩატარდება სასწავლო პლატფორმა Moodle-ის მეშვეობით 11:00 საათზე.

      დეტალური ინფორმაცია დაგეგზავნებათ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.

       

      ბრძანება #13 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში" 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო სა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდების დისტანციურად ადმინისტრირების შესახებ.

      დამხმარე მასალები:

      Google Meet-ის სახელმძღვანელო

      ვიდეო საცავის გაზიარება (Google Drive) სახელმძღვანელო

      Moodle-ის პლატფორმაზე ანგარიშის აღდგენა/აქტივაცია:

      Moodle პლატფორმაზე სტუდენტთა შესრულებული ნამუშევრების შეფასების ინსტრუქცია:

      სტუდენტების საყურადღებოდ!

      ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ქართულ უნივერსიტეტში  პირველი შუალედური გამოცდების დასრულების შემდეგ სწავლება გაგრძელდება დისტანციურად.

      2020 წლის 9 ნოემბრიდან სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდება.

      სტუდენტი ვალდებულია, საკუთარი სახელით და გვარით ავტორიზაცია გაიაროს უნივერსიტეტის მართვის სისტემაში ums.sangu.edu.ge

      უნივერსიტეტის მართვის სისტემაში დასარეგისტრირებლად აუცილებელია კორპორატიული ელ. ფოსტა, რომელიც თქვენ გადმოგეცათ უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს (@sangu.edu.ge) 

      1. ახალი ელ. ფოსტის გასააქტიურებლად გადადით ბმულზე gmail.com. შეიყვანეთ თქვენი ფოსტის მისამართი და ერთჯერადი პაროლი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ყურადღება მიაქციეთ შეტყობინებას, რომელიც მოგთხოვთ ახალი პაროლის შექმნას, რომელიც მინიმუმ 8 სიმბოლო უნდა იყოს.
      2. ელ. ფოსტაზე დაგხვდებათ შეტყობინება ქართული უნივერსიტეტისგან, რომელშიც უნდა გადახვიდეთ პირველ ბმულზე, რათა დააყენოთ პაროლი, რითაც უმს-ზე ისარგებლებთ. აღსაღნიშნია, რომ ბმულს, რომელიც შეტყობინებაში დაგხვდებათ, 24 საათიანი ვადა აქვს, რომლის გასვლის შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ მეორე ბმულზე და თავიდან მოითხოვოთ ახალი.
      3. ums.sangu.edu.ge-ზე ავტორიზაციის გასავლელად გამოიყენეთ თქვენი ელ. ფოსტა და განახლებული პაროლი.
      4. უმს-ის ბაზაში შესვლისას, დააფიქსირეთ თქვენი მობილურის ნომერი, რომლის ვერიფიკაციისთვის საჭიროა შეიყვანოთ თქვენივე ნომერზე მოსული ერთჯერადი კოდი. 

      უნივერსიტეტი ფლობს G suite ლიცენზიას, რომლის მეშვეობით სტუდენტები და თანამშრომლები სრულყოფილად ისარგებლებთ google სერვისებით კორპორატიული მეილის გამოყენებით. 

      google meet-თან და moodle-თან   დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში  კოსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის თანამშრომლებს:

      UMS-რეგისტრაცია: 

      დახურული ჯგუფები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით: 

      კოორდინატორების საკონტაქტო ინფორმაცია:

      • ხათუნა კუხალაშვილი - 599 90 11 22, m.kukhalashvili@sangu.edu.ge  (ქართული ფილოლოგია)
      • გვანცა ბურდული 555 99 96 85, g.burduli@sangu.edu.ge  (ისტორია)
      • გიორგი შონია 555 78 18 28, g.shonia@sangu.edu.ge (საერთაშორისო ურთიერთობები)
        სიქოლოგია) 
      • პაპუნა გურული 595 07 07 46, pguruli@sangu.edu.ge  (სამართალი)
      • ლიკა მეტონიძე 598 80 80 44, l.metonidze@sangu.edu.ge   (ტურიზმის ბიზნესი, ბიზნეს ადმინისტრირება)
      • ნინო ქორჩილავა 555 11 77 42, nqorchilava@sangu.edu.ge  (კომპიუტერული მეცნიერებები)
      • თიკო გოროზია 598 97 77 51, tina.gorozia@sangu.edu.ge  (ფსიქოლოგია)

      დამხმარე მასალები:

      უნივერსიტის დომენურ სივრცეზე განთავსებული ელფოსტის მისამართის გამოყენებით Microsoft Office 365 აკადემიური ლიცენზიის მიღება

      Microsoft Azure-ის აკადემიური ლიცენზიის მიღება

      Moodle-ის პლატფორმაზე სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინსტრუქცია

      Google Meet-ის სახელმძღვანელო

      ვიდეო საცავის გაზიარება (Google Drive) სახელმძღვანელო

      Moodle პლატფორმაზე სტუდენტთა შესრულებული ნამუშევრების შეფასების ინსტრუქცია:

      საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები

      კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით გთხოვთ გაითვალისწინოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები:

      • იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდით ქ. ბათუმში ან ქ. ქობულეთში,  უნივერსიტეტში გამოცხადებამდე რეკომენდებულია ჩაიტაროთ PCR ტესტირება.  
      • 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში თავი შეიკავეთ ქ. ბათუმსა და ქ. ქობულეთში ყველა სახის ვიზიტისგან.
         
      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა საყურადღებოდ

      ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 10 სექტემბრიდან იზღუდება ხალხმრავალი საზეიმო ღონისძიებები, ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 14 სექტემბერს.
      გაუქმებულია სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონიძიებები.

      კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

      ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

      იწყება გასაუბრების ეტაპი მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე

      სწავლების ენა: ქართული

      • სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
      • კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS კრედიტი
      • პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ბერია
      • მობილური: 577 315 594;
      • ელ. ფოსტა:  teachers@sangu.edu.ge

      განახლებული შეთავაზება:

      უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის ადგილების რაოდენობა გაიზარდა და გახდა 200.  მასწავლებლობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ სრულიად უფასოდ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხული 80 ისარგებლებს სახელმწიფო გრანტით და სრულად დაუფინანსდება სწავლა, დარჩენილი 120 პირის სწავლის საფასურის 40% კი ქართული უნივერსიტეტი დაფარავს. დარჩენილი 60%-ის გადახდა (1290 ან 1350 ლარი საგნების მიხედვით) შესაძლებელია ეტაპობრივად.

      პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:

      • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) 

      პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი პედაგოგიური მეთოდოლოგიის და საგნობრივი მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტები, რომლებიც ათასწლეულის ფონდ-საქართველოსა და მასწავლებელთა სახლის პროექტის ფარგლებში ახორციელებდნენ საქართველოში მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამას;

      დასაქმებული სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო გრაფიკი.

      პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას  უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ან თქვენ მიერ შერჩეულ სკოლებში;
      უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე რეალური და ვირტუალური ლაბორატორიები;
      საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

      პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.

      მიმდინარე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ ჩატარდება საუნივერსიტეტო შიდა გასაუბრება, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით.

      გასაუბრებაზე კონკურსანტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

      • ესსეს წერა;
      • მოტივაცია;
      • სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა;
      • პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
      • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
      • დამატებითი კრიტერიუმი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში: საგნობრივი გამოცდის შეფასება (%)

      გასაუბრებები ჩატარდება დისტანციურად საგნობრივი მიმართულებების მიხედვით შემდეგ დღეებში:

      • ქართული - 21, 22, 23 სექტემბერი - 9:00-14:00; 
      • ინგლისური - 22, 24 სექტემბერი - 9:00-13:30
      • ისტორია - 22, 24 სექტემბერი - 14:00-17:00
      • მათემატიკა - 23 სექტემბერი - 11:00-15:00
      • ბიოლოგია - 22 სექტემბერი - 10:00-13:00
      • ფიზიკა - 21 სექტემბერი - 16:00-17:00
      • ქიმია - 21 სექტემბერი - 17:00-18:00

      ინფორმაცია გასაუბრების ფორმატის, ტექნიკური უზრუნველყოფის, ინდივიდუალური გრაფიკის შესახებ ყველა კონკურსანტს დამატებით გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტაზე!

      რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • ფოტოსურათი (3X4);
      • ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი; (ნოტარიულად დამოწმება არ არის აუცილებელი);
      • მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან; 
      • სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის)
      იწყება კემბრიჯის ინგლისური ენის საერთაშორისო FCE კურსი SANGU-ს სტუდენტებისთვის

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრი გთავაზობთ FCE -ის 6 კრედიტიან არჩევით კურსს (სრულიად უფასოდ) თავისუფალი არჩევითი კურსების ფარგლებში.
      რეგისტრაციის ბოლო ვადა 18 სექტემბერი. 
      რა არის FCE? FCE - არის ინგლისური ენის, B2 დონის კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების მიერ მთელს მსოფლიოში.
      ჩვენ გთავაზობთ ერთსემესტრიან ინტენსიურ კურსს, რომელიც დაგეხმარებათ ინგლისური ენის სიღრმისიეულად შესწავლაში და ენობრივი კომპეტენციის ამაღლებაში.
      აღნიშნული კურსი მაქსიმალურად მოგამზადებთ ოთხივე კომპონენტში:

      • საუბარი- ინტენსიურად ივარჯიშებთ ეფექტურ ზეპირ კომუნიკაციაში;
      • მოსმენა- მოსმენის პრაქტიკა მოგცემთ შესაძლებლობას გაიგოთ სხვადასხვა სირთულის მეტყველება;
      • კითხვა (და გრამატიკა)- შეისწავლით სხვადასხვა ჟანრის ტექსტის (მაგ: სტატიების). სწორად გააზრებას.
      • წერა - ისწავლით სხვადასხვა ტიპის წერითი დოკუმენტის მომზადებას, მაგ: ფორმალური და არაფორმალური წერილი, ანგარიში და ესეები.

      სურვილის შემთხვევაში, კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს, ან ნაეკს, ჩააბაროთ FCE -ის გამოცდა და მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ვალიდურია მთელი სიცოცხლის მანძილზე.
      კურსის არჩევა შეუძლია იმ სტუდენტებს, ვინც დახურა B2 -დონე.
      დეტალებისთვის მოგვმართეთ I კორპუსის #106 ოთახში, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 514 76 44 76; ელ. ფოსტა: t.dundua@sangu.edu.ge

      წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

      "რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის დაწყების შესახებ ინფორმაცია გააკეთა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც  უმაღლეს სასწავლებლებში 2020 წლის შემოდგომის სემესტრში დაიწყება ჩვეულებრივ სააუდიტორიო რეჟიმში.  გამონაკლის შემთხვევაში იქ, სადაც შეუძლებელია სტუდენტებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, შესაძლებელია სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში წარმართვა, აქედან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 14 სექტემბერს უნივერსიტეტის აუდიტორიებში (გარდა მაგისტრატურის საფეხურისა).

      ინფორმაციას სასწავლო ცხრილებთან და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით მოგაწვდით ოდნავ მოგვიანებით." 

      რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

       

      მაგისტრატურის გამოცდები სპეციალობასა და უცხო ენაში

      სპეციალობის გამოცდა მაგისტრატურაში

      5 სექტემბერი

      პროგრამა დრო აუდიტორია
      სამართალი 11:00 საათი აუდიტორია N 204 (პირველი კორპუსი, მეორე სართული)
      საჯარო მმართველობა 10:00 საათი აუდიტორია N 205 (პირველი კორპუსი, მეორე სართული)
      საქართველოს ისტორია 10:00 საათი აუდიტორია N 203 (პირველი კორპუსი, მეორე სართული)
      ქართული ფილოლოგია 12:00 საათი  აუდიტორია N204 (პირველი კორპუსი, მეორე სართული)
      სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია     14:00 საათი აუდიტორია N 108 (I კორპუსი, პირველი სართული)
      ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება 12:00 საათი საგამოცდო დარბაზი ( II კორპუსი, IV სართული) 

       

      უცხო ენის გამოცდა მაგისტრატურაში

       7 სექტემბერი

      გამოცდა დრო აუდიტორია
      გამოცდა უცხო ენაში  11:00 საათი საგამოცდო დარბაზი ( II კორპუსი, IV სართული)

       

      პირველკურსელთა რეგისტრაცია

      წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამა წლის  7-დან  11 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ -კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი)

      რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

      • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი. (ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე)
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
      • ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
      • არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ;
      • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
      • სამხედრო პირის ოჯახის წევრობის  შემთხვევაში -  ცნობა სამხედრო პირის  სამსახურიდან 

      (უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:  TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;
      ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში).  

      შეთავაზება #SANGU–ს კურსდამთავრებულებს

      თუ აპირებ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის საფეხურზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორ სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალური ფასი გელოდება:

      • სამართლის სამაგისტრო პროგრამა – სწავლის წლიური ღირებულება 2000 ლარი, 2450 ლარის ნაცვლად!
      • საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა – სწავლის წლიური ღირებულება 2000 ლარი, 2350 ლარის ნაცვლად!

      მიიღე გონივრული გადაწყვეტილება!

      ქართული უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო

      ქართული უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო.
      ვუსამძიმრებთ საქართველოს და გარდცვლილთა ოჯახებს, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს.

      განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

      ???? საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ.

      ✅ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის (2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 1125 ლარი.

      ✅ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 1 წლის (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 2250 ლარი.

      შიდა მობილობა

      2020 - 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი  - 7 ადგილი;  
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 7 ადგილი; 
      • ისტორია - 5 ადგილი; 
      • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი  - 5 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;
      • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი; 
      • საქართველოს ისტორია - 5 ადგილი; 

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება -  10 ადგილი; 
      • ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი;
      • ეკონომიკა  - 10 ადგილი;
      • ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 15 ადგილი; 

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;

      შენიშვნა:  სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი - 2450 ლარს; 
      • საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს.

      2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2020 წლის  25 აგვისტო – 2 სექტემბერი 
      • კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2020 წლის 26 აგვისტო - 3 სექტემბერი;    
      • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2020 წლის 27 აგვისტო - 3 სექტემბერი; 
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად -  2020 წლის 4 სექტემბერი;
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2020 წლის 7 სექტემბერი.

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (ივსება სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში - ოთახი N103);
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან  მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
      • 2020 – 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) დოკუმენტი.

      .

      მობილობა

      მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი  - 30 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 30 ადგილი; 
      • ისტორია - 15 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია - 15 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სამართალი - 20 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 20 ადგილი;
      • საქართველოს ისტორია  - 10 ადგილი;
      • ქართული ფილოლოგია  - 10 ადგილი;

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში   

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 50 ადგილი;
      • ტურიზმის ბიზნესი - 20 ადგილი;
      • ეკონომიკა - 15 ადგილი;
      • ფსიქოლოგია  - 20 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 20 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 20 ადგილი;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება  - 5 ადგილი

      შენიშვნა: 
      1. სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს  2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი - 2450 ლარს; 
      • საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს.

      2. მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით:

      • 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიეცემა სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
      • 70%-იანი სახელწიფო გრანტის მქონე  სტუდენტი  მიიღებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე დაუფინანსდებათ სრულად;
      • 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე  სტუდენტი მიიღებს    საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას სწავლის წლიური საფასურის 20%-ის (წლიური - 450, სემესტრული - 225 ლარი) ოდენობით  ;

      სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს სთავაზობს სწავლის სემესტრული/წლიური საფასურის გადახდის ეტაპობრივი გადახდის პირობებს.

      შენიშვნა:  თანადაფინანსების თანხა აითვლება სწავლის სტანდარტული გადასახადიდან - წლიური 2250/სემესტრული - 1125 ლარი.

      მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  - 2020 წლის  25 აგვისტო  – 4 სექტემბერი;
      • კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2020 წლის  26 აგვისტო – 8 სექტემბერი;    
      • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2020 წლის  1 – 9 სექტემბერი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად -  2020 წლის  10 სექტემბერი;
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება  და   წარდგენა  მართვის სისტემაში - 2020 წლის 14 სექტემბერი.

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (ივსება ადგილზე);
      • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  მართვის სისტემის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
      • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.
         
      გილოცავთ

      2 აგვისტო წმიდა ილია თეზბიტელის და წმიდა ილია მართლის ხსენების დღეა, ამ დღეს სრულიად საქართველო ანგელოზის დღეს ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მხცოვან საჭეთმპყრობელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს.

      თანამედროვე ურთულეს ეპოქაში, როდესაც გლობალურმა და ლოკალურმა კონფლიქტებმა, პანდემიამ, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისებმა უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენა მსოფლიო და მათ შორის საქართველო, ბევრმა ქვეყანამ შეცვალა ცხოვრების წესი, ტრადიცია, სულიერი ღირებულებანი. თქვენ მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ რელიგიურ ლიდერთა შორის ყველაზე დიდი გამოცდილების მხცოვანმა საჭეთმპყრობელმა ბეწვის ხიდზე გაატარეთ თქვენი სამწყსო და აჩვენეთ ყველას სამშობლოს, ქრისტიანული სარწმუნოების უდიდესი სიყვარული და ერთგულება...

      თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ანგელოზის დღეს გილოცავთ და ვუსურვებ ჩვენს ხალხს დიდხანს გვქონდეს ბედნიერება, ეს დღე მივულოცოთ ჩვენი ეკლესიის მხცოვან საჭეთმპყრობელს, მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე.

      სერგო ვარდოსანიძე
      ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
       

      ვულოცავთ

      ვულოცავთ ქართული უნივერსიტეტის კანცლერს, ბატონ თამაზ ვაჩაძეს დაბადებიდან 50-ე წელს, ვუსურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და ახალ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

      შეთავაზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის

      საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით და ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სემესტრის დასასრულს მიიღებენ SANGU-ს ერთჯერად სტიპენდიას 225 ლარის ოდენობით.

      გარდა ამისა, ფინანსური მხარდაჭერა ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში გაუგრძელდებათ იმ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელიც წინა სემესტრში 81 ქულა და მეტი იქნება. 

      ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ისტორიის მიმართულებით. (აფილირების პირობით)

      კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:

      • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2020 წლის 20 და 21 აგვისტო. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
      • კონკურსი ჩატარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 24 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით.  
      • კონკურსის შედეგები გამოქვეყნება 2020  წლის 31 აგვისტო. 

      საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:

      ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
      • სამეცნიერო სტიპენდიები, ან/და გრანტები,  ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

      ასისტენტ-პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის სალექციო პროცესის წარმართვის გამოცდილება;
      • ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      • სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში: “საქართველოს ძველი ისტორია (უძველესი დროიდან VIII  საუკუნემდე)," საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია (IX-XV ს.ს)

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა  განთავსებულია sangu.edu.ge); ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      2. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია sangu.edu.ge)
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      4. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      5. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      6. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
      8. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      9. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
      11. დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
      12. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია: „გამოყენებითი ფსიქოლოგია და ახალი ფსიქოსოციალური რეალობა“

      17 ივლისს, 10:00 საათზე, გაიმართება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გამოყენებითი ფსიქოლოგია და ახალი ფსიქოსოციალური რეალობა“.

      ღონისძიების პარტნიორები გახლავთ: 

      1. ფსიქოლოგიური საკონსულტაციო, დიაგნოსტიკური ცენტრი „იდილია“
      2. კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური თერაპიის ინსტიტუტი

      პირველ და მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს ცენტრი „იდილია“ გადასცემს ფასდაკლების ვაუჩერს, პირველი ინდივიდუალური სესია უფასოდ, მომდევნო სესიები 20%-იანი ფასდაკლებით. პროექტი „ პრაქტიკა ფსიქოლოგებისათვის“ - 25%-იანი ფასდაკლება.

      მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

      კონფერენციის პროგრამა:

      1. 10.00 - მიხეილ ოტიაშვილი -„სასკოლო დისტანციური სწავლების მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ სფეროებზე“;
      2. 10:15 - ნინო მაზიაშვილი - „ორსულთა ფსიქოდიაგნოსტიკა და კოვიდ-19-ის გავლენა მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე“;
      3. 10:30 - მილენა ტონოიანი - „ჩახუტების ფსიქოლოგია“;
      4. 10:45 - მარიამ ჯარმელიშვილი - „აკნეს ფსიქოემოციური მახასიათებლები მოზრდილებში“;
      5. 11:00 - ირმა შომახია - „სარკისებური ნეირონები“;
      6. 11:15- თამარ ჭიჭინაძე - “ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა პრობლემური ქცევების რისკ და დამცავი ფაქტორების კვლევა საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში”;
      7. 11:30 - ხატია ტყეშელაშვილი - „გლობალური სტრესის გავლენა, სტრესზე რეაქცია და შფოთვის დონე, პოზიტიური და ნეგატიური ინტროექტრების მქონე ადამიანებში“.

       რეგლამენტი 10 წთ., კითხვები 5 წთ.

      ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!

      ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ყველა აბიტურიენტს უსურვებს წარმატებას.

      შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის გადანაწილების პირობები

      2020 წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის გადანაწილების შეღავათიანი გრაფიკით.

      20 ივლისიდან შეგიძლიათ უმს-ის საშუალებით გამოაგზავნოთ განცხადებები სემესტრული საფასურის გადანაწილებასთან დაკავშირებით. უმს-ის განცხადებებიდან აირჩიეთ განაწილების სასურველი გრაფიკი (2, 3 ან 5 ნაწილიანი გადახდა), შეავსეთ  და გამოაგზავნეთ. 

      მათ, ვისაც 5 თვიანი გადანაწილების არჩევა გსურთ, განცხადება საჭიროა გამოაგზავნოთ 1 აგვისტომდე. 
      1 აგვისტომდე უნდა მოხდეს თანხის პირველი ნაწილის დაფარვა (საფასურის მეხუთედი პროგრამის ღირებულების მიხედვით - 225/235/245ლ). აგრეთვე შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედდება ყოველ ვადაგადაცილებულ მონაკვეთზე პირგასამტეხლოს რეგულაცია 50 ლარის ოდენობით. ჩარიცხული თანხა უნივერსიტეტის ანგარიშზე სავალდებულოა აისახოს არაუგვიანეს იმ რიცხვისა რაც მითითებულია გრაფიკის მიხედვით.  

      თუ მხოლოდ სტანდარტული სემესტრული საფასურის გადანაწილებას აკეთებთ, მაშინ, განცხადების ტექსტში "უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადავიხადე X ლარი" X -ის მაგივრად უნდა ჩაწეროთ 0, ხოლო თუ დარჩენილი გაქვთ ძველი დავალიანება, უნდა გადაიხადოთ ძველი სემესტრის  დავალიანება და გადახდილი თანხის ოდენობა ჩაწეროთ X-ის მაგივრად.

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 551 73 00 05;  551 74 00 05; 

      შენიშვნა:

      • აღნიშნული პირობები არ ეხება მათ ვინც წინა სემესტრში უკვე ისარგებლა სასურველი სწავლის საფასურის გადანაწილების გრაფიკით;
      • აღნიშნული პირობით ვერ ისარგებლებს სტუდენტი, რომელსაც არ აქვს დაფარული მიმდინარე გაზაფხულის ან/და წინა შემოდგომის სემესტრის საფასური.

       

      ცხადდება შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობა  შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის

      ცხადდება 2020 - 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობა  შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

      • სამართალი - 4 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2450 ლარი აქედან 450 ლარი - საუნივერსიტეტო თანადაფინანსება)

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 70 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი, აქედან 300 ლარი - საუნივერსიტეტო თანადაფინანსება)

      2020 - 2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2020 წლის 7-13 ივლისი;
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება და მათი  მობილობის მსურველთათვის გაცნობა, თანხმობის/უარის წერილების მომზადება - 2020 წლის 7-15 ივლისი;    
      • სკოლების მიერ ჩასარიცხ პირთა სიების (მოხსენებითი ბარათის სახით), აგრეთვე რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის (ქაღალდური და ელექტრონული სახით) წარდგენა  - 2020 წლის 16 ივლისი;                                           
      • რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანებისპროექტის  მომზადება და სისტემისთვის წარდგენა - 2020 წლის 21 ივლისი.​​​​​​

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება და ანკეტა (ივსება ადგილზე);
      • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); 
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
      • სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
      • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები:

      თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02; ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში

       

      "განწყობის თეორია და ფსიქოლოგიის მეცნიერება ახალი კორონა 19-ის რეალობაში"

      27 ივნისს, 16:00 საათზე,  გაიმართება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის  ფსიქოლოგიის მიმართულების ონლაინ კონფერენცია თემაზე: "განწყობის თეორია და ფსიქოლოგიის მეცნიერება ახალი კორონა 19-ის რეალობაში".   

      კონფერენცია ჩატარდება "zoom"-ის პლათფორმის მეშვეობით: ბმული

      კონფერნეციის პროგრამა

      ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2020

      2020 წლის 22 ივნისს (ორშაბათი), 11:00 საათზე, გაიმართება ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2020.
      ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კონფერენცია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება (ინტერნეტ პლათფორმა ZOOM, (კონფერენციის გახსნა და ისტორიის სექცია, პლათფორმა ZOOM, კოდი - 395-442-3984, პაროლი - 672680, ფილოლოგიის სექციის კოდი - 897-858-5107, პაროლი - 875897).

      კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე

      2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდების ადმინისტრირების წესი

      COVID 19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში.

      გამოცდის ფორმა და ორგანიზება

      1. გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრება აკადემიური კალენდრით
      2. გამოცდა ტარდება წერითი სახით, უცხო ენების სასწავლო კურსების შემთხვევაში კომბინირებული (წერითი, ზეპირი) სახით, ხოლო „სინქრონული თარგმანის“ სასწავლო კურსის შემთხვევაში - ზეპირი სახით, ამ წესით შესაბამისი ფორმისათვის დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა. 
      3. თუ საგამოცდო ნაშრომის შეფასების პროცესში ლექტორს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნაშრომი გადაწერილია, იგი უფლებამოსილია, სტუდენტს დაუნიშნოს ზეპირი გასაუბრებაც, რა შემთხვევაშიც, ახორციელებს შესაბამისი გასაუბრების ჩაწერას და საგამოცდო ცენტრისათვის გადაცემას.  
      4. გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საგამოცდო ცენტრისათვის საგამოცდო საკითხების მიწოდებას ბილეთები უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (examcenter@sangu.edu.ge). 
      5. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცხრილის შედგენას და სტუდენტთა ინფორმირებას უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის (ums.sangu.edu.ge) მეშვეობით, ლექტორებთან დაგზავნას, ასევე, შესაბამისი საგამოცდო საკითხების განთავსებას www.moodle.sangu.edu.ge-ს პლატფორმაზე. 
      6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დასკვნით გამოცდებს ორგანიზებას უწევს შესაბამისი ლექტორი, სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტის სპეციფიკის შესაბამისად, რისთვისაც შეარჩევს შესაბამის ფორმას, ადგენს ვადებს და ახდენს პროგრამის მსმენელთა ინფორმირებას, უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას და შეფასებების ასახვას უნივერსიტეტის პროგრამულ უზრუნველყოფაში (ums.sangu.edu.ge).

      გამოცდის ადმინისტრირების წესი

      1. წერითი გამოცდა უნდა ჩატარდეს მუდლის (moodle.sangu.edu.ge) ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.
      2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს გამოცდაზე სტუდენტის ქცევის წესების შემუშავებას და მათ ინფორმირებას.
      3. საგამოცდო საკითხი უნდა შესრულდეს ელექტრონული დოკუმენტის სახით. სტუდენტს ასევე უფლება აქვს, შესაბამის ველში ატვირთოს ხელნაწერი ნამუშევარი, სკანირებული ან ფოტოს სახით. სტუდენტი პასუხისმგებელია ხელნაწერის გარჩევადობასა და ფოტოს/სკანირებული დოკუმენტის ხარისხზე.  
      4. ლექტორი უზრუნველყოფს ელექტრონული სახით წარმოდგენილი საგამოცდო ნამუშევრის მიხედვით სტუდენტის შეფასებას ელექტრონულად, შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეფასების უნივერსიტეტის პლატფორმაზე (ums.sangu.edu.ge) განთავსებას უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრი.
      5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები გამოიყენება გამოცდის კომბინირებული სახით ჩატარების შემთხვევაშიც. 

      კომბინირებული გამოცდის ზეპირი კომპონენტის ადმინისტრირების წესი

      1. კომბინირებული გამოცდის ზეპირი კომპონენტი უნდა ჩატარდეს პლატფორმა  Google meet-ის გამოყენებით. 
      2. სტუდენტი ვალდებულია, ავტორიზაცია გაიაროს საკუთარი სახელით და გვარით, უნივერსიტეტისგან გადაცემული ელ-ფოსტის მეშვეობით. 
      3. სტუდენტს ბილეთით განსაზღვრულ საკითხებზე კონცენტრირებისათვის უნდა მიეცეს არაუმეტეს 10 წუთი.
      4. სტუდენტის გამოკითხვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალურად ანწყვილში.  
      5. სტუდენტი ვალდებულია, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში იქონიოს კამერა. 
      6. ლექტორმა უნდა უზრუნველყოს გამოცდის ჩაწერა და ჩანაწერის და მიღებული შეფასებების გადაცემა საგამოცდო ცენტრისათვის გადაცემა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (videoexam@sangu.edu.ge). 
      7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები ასევე გამოიყენება „სინქრონული თარგმანის“ სასწავლო კურსის დასკვნითი გამოცდის ორგანიზებისას. 

      აპელაცია

      1. მიღებული შეფასების აპელაციისათვის სტუდენტმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით,  უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის (ums.sangu.edu.ge) მეშვეობით ან უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info@sangu.edu.ge).
      2. წერილობითი საგამოცდო ნამუშევარში მიღებული შეფასების გასაჩივრების შემთხვევაში განიხილება შესაბამისი საგამოცდო ნამუშევარი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში განიხილება შესაბამისი გამოცდის ვიდეო ჩანაწერი.
      3. ვიდეოფაილები ინახება საგამოცდო ცენტრის მიერ გასაჩივრების ვადით, რის შემდეგაც ექვემდებარება განადგურებას.

      მიმაგრებული დოკუმენტი:

      • უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება #9 „2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდების ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ
      საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია: "აშშ– სა და ჩინეთს შორის მეტოქეობა მსოფლიო ჰეგემონობისათვის"

      2020 წლის 30 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია: "აშშ-სა და ჩინეთს შორის მეტოქეობა მსოფლიო ჰეგემონობისათვის." 

      ონლაინ კონფერენციის ბმული

      ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად გამძაფრდა დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ბოლო წლების განმავლობაში ამ ორ უძლიერეს სახელმწიფოს შორის ეკონომიკურმა კონფლიქტმა პიკს მიაღწია და სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება ჰეგემონობისათვის ბრძოლა.  თუმცა ჩინეთი მუდმივად აცხადებს, რომ მას არ აქვს რაიმე ამბიცია ჰეგემონობაზე და არ აპირებს აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონის სტატუსი წაართვას, ჩინეთის ამბიციური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები ცხადყოფს, რომ მისი საბოლოო მიზანი მსოფლიო ჰეგემონობის მოპოვებაა. ისტორიიდან ცნობილი ფაქტია, რომ გაძლიერებული დერჟავა პირველ რიგში ცდილობს გაბატონდეს რეგიონში, სადაც ის მდებარეობს და შემდეგ იწყებს მსოფლიო მასშტაბით მისი ძალაუფლების ექსპანსიას. აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაახანგრძლივოს თავისი ჰეგემონია მსოფლიოში, მაგრამ საკითხავია  რამდენად  ექნება მას საკმარისი ძალა და რესურსი მომავალში იმისათვის, რომ შეაჩეროს ჩინეთის ბატონობა მსოფლიოში? გახდება ჩინეთი მსოფლიო ჟანდარმი მომავალში? გარდაუვალია თუ არა  აშშ-სა და ჩინეთს შორის ომი და ბრძოლა გლობალური ლიდერობისათვის?

      კონფერენციის მიზანია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ანალიზი. ასევე, ამ ღონისძიების მიზანია იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც იწვევს ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონფლიქტის გამძაფრებას. ღონისძიება ხელს შეუწყობს იდეების გაცვლას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის. 

      მოხსენების თემატიკა: 

      • სავაჭრო ომი ჩინეთსა და აშშ-ს შორის
      • ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება  მსოფლიო ჰეგემონობისათვის
      • მიემართება მსოფლიო ბიპოლარული წესრიგისაკენ?
      • სინო-რუსული ალიანსი - ახალი თავის ტკივილი აშშ-სთვის.  
      • კონფლიქტი ჩინეთსა და აშშ-ს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში
      • ტაივანის საკითხი ჩინურ - ამერიკულ ურთიერთობებში
      • ჩინეთის შეკავების პოლიტიკა
      • კონფლიქტი ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებს შორის სასაზღვრო საკითხების გამო
      • კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

      კონფერენციის პროგრამა:

      • 12:00 - 12:05  - კონფერენციის გახსნა  - ვალერი მოდებაძე  
      • 12:05 - 12:25  The new cold war between USA and China  (პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე)- ვალერი მოდებაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.
      • 12:25 - 12.45 The Rivalry Between USA and China in the Light of the Rivalry Between the Two Superpowers of the Ancient World; the Hittites and the Egypt (პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე) - ბაბურ მეჰმეთ აკარსუ, სინოპის უნივერსიტეტის პროფესორი.
      • 12.45 - 13.05 აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი: წინაპირობები და გლობალური ეკონომიკური შედეგები (პრეზენტაცია ქართულ ენაზე)- ნოდარ გრძელიშვილი, ახალი უმაღლესი სასწავლებელის პროფესორი.  
      • 13.05 - 13.25 ჩინეთის მიერ აშშ-ზე განხორციელებული კიბერ შეტევები (პრეზენტაცია ქართულ ენაზე)-  - ნატო ჯიაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი. 
      • 13.25 - 13.45  აშშ-სა და ჩინეთს შორის წარმოებული საინფორმაციო ომი   კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ბრალდებების მაგალითზე(პრეზენტაცია ქართულ ენაზე)-  - ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
      • 13.45 - 14.05   ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება  მსოფლიო ჰეგემონობისათვის (პრეზენტაცია ქართულ ენაზე)- ვახტანგ მაისაია - კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტის პროფესორი.  მირანდა მიქაძე  -კავკასიის საერთაშორისო უნიერსიტეტის დოქტორანტი.
      • 14.05 - 14.25  სახალხო დიპლომატია გლობალური ლიდერობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შედარებითი ანალიზი (პრეზენტაცია ქართულ ენაზე)-  მარიამ ხატიაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
      • 14.25 - 14.45 აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირება მსოფლიო ჰეგემონობისათვის (პრეზენტაცია ქართულ ენაზე)- ეკა ლომია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
      • 14.45 - 15.05 ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები პანდემიის დროს (პრეზენტაცია ქართულ ენაზე)- - არინა თავაქარიშვილი, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივრსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
      • 15.05 - 15.25 ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება მსოფლიო ჰეგემონობისათვის (პრეზენტაცია ქართულ ენაზე)-  ქეთი ჯოჯიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

      კონფერენციის სამუშაო ენა:

      • ქართული
      • ინგლისური
      • რუსული

      კონფერენციის ორგანიზატორი:

      • სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე.
      • საორგანიზაციო კომიტეტი.

      საკონტაქტო ინფორმაცია:
      ელ. ფოსტა: sanguconference@gmail.com
      ტელ.: 599 27 69 99


       

      დოქტორანტ ნინო მესხის დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 25 მაისს, 16:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა.
       
      დღის წესრიგი:
      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, ნინო მესხის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე:  „რუსული მხატვრული პროზის ქართულ ენაზე თარგმნის პრობლემები (ჟურნალი "ახალი თრგმანები" 1992-2009 წწ.)“.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: რუსუდან ჭანტურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: მარიამ ფილინა,ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; სოფიო ჩხატარაშვილი,ფილოლოგიის დოქტორი.
      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად.
      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები და სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107 

      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

      ცხადდება მიღება ახალი სასწავლო წლისთვის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში.

      ცხადდება მიღება ახალი სასწავლო წლისთვის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში.

      პროგრამის განმავლობაში თქვენ ისწავლით:

      • თარგმანის თეორიას
      • წერილობით თარგმანს
      • ზეპირ თარგმანს
      • სინქრონულ თარგმანს და სხვა.

      დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე - hisit@sangu.edu.ge

      CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ივნისი 18:00 საათი.

      დოქტორანტ ნონა ინჯგიას დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 22 მაისს, 17:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. 

      დღის წესრიგი:

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, ნონა ინჯგიას სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე: “ეროვნული სოციოკულტურული სივრცის ინტერპრეტაციის თავისებურებანი მხატვრულ თარგმანში (ლიუდმილა ულიცკაიას პროზის მიხედვით)“.

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ტატიანა ჭეიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ოფიციალური შემფასებლები: ირინა კაპანაძე ,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რუსუდან ჭანტურიშვილი,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად. 

      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დასამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები დასადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107

      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

      დოქტორანტ ნინო ხუბერაშვილის დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 23 მაისს, 16:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. 

      დღის წესრიგი:

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, ნინო ხუბერაშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე: “შესიტყვებების როლი დარგობრივ თარგმანში ( იურიდიული და ფინანსური ტექსტები) ქართული და ინგლისური ენების მაგალითზე.“.


      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლელა აბდუშელიშვილი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი. ოფიციალური შემფასებლები: მაია მარღანია ,ფილოლოგიის დოქტორი; მადონა შელია,ფილოლოგიის დოქტორი.

      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად. 

      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დასამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები დასადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107

      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
       

      Online საერთაშორისო კონფერენცია: Covid-19 და ტურიზმის პრობლემები

      ახალი კორონა ვირუსი (COVID-19) რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხე აღმოჩნდა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვისაც.

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით ორშაბათს, 25 მაისს, საქართველოს დროით 11:00 საათზე, გაიმართება Online საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „COVID-19 და ტურიზმის პრობლემები“.

      ???? სამუშაო პლატფორმა: google meet  შემდეგ მისამართზე → meet.google.com/sci-yxjx-xgy

      1. სერგო ვარდოსანიძე  - პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
      2. ბექა ჯაყელი - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კოორდინატორი წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში;
      3. სნეჟანკა ოვჩაროვა - პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბულგარეთი;
      4. გიორგი ბრეგაძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
      5. იოსებ ხელაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტურიზმისა და მასპინძლობის კათედრის ხელმძღვანელი;
      6. პაატა ჩაგანავა - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
      7. ეკა დევიძე - შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი;
      8. გიორგი ქემერტელიძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
      9. გიგი ყუფარაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი;
      10. მაია უკლება - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი;
      11. ნიკო კვარაცხელია -  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;
      12. ლევან ქისტაური - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი;
      13. ნინო დამენია - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე.   

      For English press here

      სამეცნიერო კონფერენცია ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები

      2020 წლის 29 მაისს (პარასკევი), 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები.
      ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კონფერენცია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება (ინტერნეტ პლათფორმა ZOOM, კოდი: 395-442-3984, პაროლი: 672680).

      კონფერენციის პროგრამა 

      დოქტორანტ კესო გეჯუას დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 18 მაისს, 17:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. 

      დღის წესრიგი:

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, კესო გეჯუას სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე:  „მეგრული სიტყვა-ფორმები და ქართველთა სამწიგნობრო ენის ლექსიკური ფონდი“.

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რევაზ შეროზია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

      ოფიციალური შემფასებლები: მანანა ტაბიძე ,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ასმათ შონია, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცრიებული პროფესორი.

      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად. 

      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დასამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები დასადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107  

      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

      დოქტორანტ სოსლან სურმანიძის დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 21 მაისს, 16:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. 

      დღის წესრიგი:

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, სოსლან სურმანიძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე: “ილია ჭავჭავაძე ქართულ კრიტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობაში“.

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლევან ბებურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი. ოფიციალური შემფასებლები: ნინო მამარდაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი; ნათია სიხარულიძე, ფილოლოგიის დოქტორი.

      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად. 

      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები დასადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107

      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
       

      102 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან

      26 მაისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 102 წლისთავს ეძღვნება. კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში. კონფერენციას გახსნის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. 
      კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ვახტანგ გურული, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, პროფესორი ლევან ჯიქია, დოქტორანტი ირაკლი ხვადაგიანი, დოქტორანტი ირაკლი ირემაძე, დოქტორანტი დიმიტრი სილაქაძე. 

      კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებთ ბმულით 

      გილოცავთ წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!

      დოქტორანტ იამზე ფუტკარაძის დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 11 მაისს, 16:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა.

      დღის წესრიგი:

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, იამზე ფუტკარაძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე:  „შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული ქართველური ლექსიკის გავრცელების გეოგრაფია“.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: თეიმურაზ გვანცელაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: მანანა ტაბიძე,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; მერაბ ბერიძე,ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად.
      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები და სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107 
      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

      დოქტორანტ თინათნ დარახველიძის დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 13 მაისს, 16:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა.
       
      დღის წესრიგი:

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, თინათინ დარახველიძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე:  „ნეოლოგიზმების და დიალექტიზმების თარგმნითი თავისებურებანი ნიკოს კაზანძაკისის რომანების ქართული თარგმანების მიხედვით“.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ეკა დუღაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: მედეა აბულაშვილი,ფილოლოგიის დოქტორი; ეკატერინე ჭყოიძე,ფილოლოგიის დოქტორი.
      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად.
      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები და სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107 
      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა. 
       

      დოქტორანტ ნესტან ღამბაშიძის დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 14 მაისს, 16:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა.
       
      დღის წესრიგი:
      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, ნესტან ღამბაშიძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე:  „ქალთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობა XIX საუკუნეში“.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნინო მამარდაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ილია ჭავჭავაძს კვლევის ცენტრის დირექტორი.
      ოფიციალური შემფასებლები: ამირან არაბული, ფილოლოგიის დოქტორი; ლევან ბებურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი.
      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად.
      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები და სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107 
      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის განცხადება

      კორონავირუსის პანდემიამ სამყარო ერთ ადგილზე გააჩერა, ადამიანები შიშით უყურებენ ხვალინდელ დღეს, ღვთის შეწევნით და ჩვენი ექიმების თავდადებული ღვაწლით საქართველო ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდება მას.

      ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერის კონსოლიდაცია, ფიქრი იმაზე, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ უმძიმესი ეკონომიკური და სულიერი მდგომარეობიდან. ამ დროს სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის და მისი ამჟამინდელი წინამძღოლის - 87 წლის მხცოვანი კათოლიკოს-პატრიარქის - წინააღმდეგ.

      საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველი ერის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობის წინააღმდეგ ბრძოლაა; შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა სურს მას, ვისაც არ უნდა ქართველი ერის კონსოლიდაცია დღეს, როდესაც საქართველოში ასე გართულებულია როგორც გეოპოლიტიკური, ასევე, პანდემიური სიტუაცია.

      ეკლესიის ოპონენტები აღდგომის შემდეგ ელოდნენ ეკლესიის "კლასტერს", მაგრამ როდესაც იმედები გაუცრუვდათ, ცილისწამების ახალი კამპანია წამოიწყეს ჩვენი ეკლესიის სახელის გასატეხად და ღირსების შესალახად. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ll ღვაწლი ქართული ეკლესიის და ქართველი ერის წინაშე განსაკუთრებულია და მისი გაფერმკრთალების ნებისმიერი მცდელობა უნაყოფოა,ქართული უნივერსიტეტი მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას.
       

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გილოცავთ გიორგობას!

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გილოცავთ გიორგობას!

      2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდების ადმინისტრირების წესი

      განისაზღვრა 2019–20 წლის გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდის ჩატარების წესი:

      • წერითი გამოცდა ჩატარდება მუდლის (moodle.sangu.edu.ge) ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.
      • ზეპირი გამოცდა – პლატფორმა Google meet-ის გამოყენებით.

      საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცხრილის შედგენას და სტუდენტთა ინფორმირებას ums.sangu.edu.ge პლატფორმის მეშვეობით, ასევე, შესაბამისი საგამოცდო ვარიანტების განთავსებას www.moodle.sangu.edu.ge-ზე.

      ამასთან, სტუდენტი ვალდებულია, ავტორიზაცია გაიაროს საკუთარი სახელით და გვარით, უნივერსიტეტისგან გადაცემული ელ-ფოსტის მეშვეობით.

      უნივერსიტეტი ფლობს G suite ლიცენზიას, რომლის მეშვეობით სტუდენტები და თანამშრომლები სრულყოფილად ისარგებლებთ google სერვისებით კორპორაციული მეილის გამოყენებით.

      უნივერსიტეტის დამფუძნებლის ბრძანება #14

      "COVID 19 ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის და დროებითი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის 2020 წლის 12 მარტის N9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

      უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება #7

      "საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგოომარეობის მოქმედების პერიოდში ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დისტანციურად განხორციელების წესში" ცვლილების შეტანის შესახებ

      უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება #8

      „2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდების ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ

       

      დამხმარე მასალები:

      Google Meet-ის სახელმძღვანელო

      ვიდეო საცავის გაზიარება (Google Drive) სახელმძღვანელო

      Moodle-ის პლატფორმაზე ანგარიშის აღდგენა/აქტივაცია:

      Moodle პლატფორმაზე სტუდენტთა შესრულებული ნამუშევრების შეფასების ინსტრუქცია:

      60 წელი ქვეყნის სამსახურში

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს 9 მაისს 60 წელი უსრულდება,შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2020 წლის 9 მაისს ქართული უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართება ონლაინ კონფერენცია შემდეგი დღის წესრიგით:

      შესავალი სიტყვა ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე – ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის შესახებ

      გამოსვლები /რეგლამენტი 10 წუთი/:

      • პოფესორი მანანა ტაბიძე /ცოტა რამ დაბადების დღეზე/
      • ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი
      • დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ნიგარ დემირჩან ჩაქარი Prof.Dr. Nigar Demircan Çakar
      • პროფესორი როლანდ კოპალიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
      • პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
      • პროფესორი დავით გურგენიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
      • პროფესორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
      • პროფესორი თეონა ხუფენია, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
      • პროფესორი მერაბ ნაჭყებია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      • პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, თელავის გოგებაშვილის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე
      • ერდოღან შენოლი (ერეკლე დავითაძე) - თურქეთელი ქართველი
      • შაჰრამ ონიკაძე (ირანელი ქართველი)
      • პროფესორი შალვა კირთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე
      • პროფესორი კარლო კოპალიანი, ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი
      • პროფესორი ავთანდლ ნიკოლეიშვილი
      • პროფესორი ლევან ჯიქია, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი
      • ისტორიის დოქტორი როინ მალაყმაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი
      • სანდრო ბერიძე, ჟურნალ "ჭოროხის" რედაქტორი
      • პროფესორი ნომადი ბართაია
      • პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი
      • დოქტორანტი საიდ მულიანი

      დასაწყისი 12 საათზე 

      კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებთ ბმულით:  https://us04web.zoom.us/j/7956870325

      წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილ იონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

      2020 წლის 12 მაისს, სამშაბათს, 12:00 საათზე,წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წმიდა მოციქულს ანდრია პირველწოდებულს მიეძღვნება. კონფერენცია იმუშავებს ონლაინ რეჟიმში. კონფერენციას გახსნის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი გვანცა ბურდული, პროფესორი ბესიკ გაფრინდაშვილი.
      კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებთ ბმულით: https://us04web.zoom.us/j/7956870325

      75 წელი ფაშიზმის დამარცხებიდან

      2020 წლის 8 მაისს, პარასკევს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ფაშიზმის დამარცხებიდან 75-ე წლისთავს მიეძღვნება. კონფერენციას გახსნის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ვახტანგ გურული, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, პროფესორი ბეჟან ხორავა, პროფესორი ლევან ჯიქია.

      25-30 აპრილს შემოგვიერთდით Online ღია კარის დღეზე, სადაც გაგაცნობთ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს და პირობებს, დაფინანსების სისტემებსა და შეღავათებს, რაც წელს იგეგმება აბიტურიენტებისათვის. 

      სულ ცოტა დრო რჩება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე, ამიტომ დროა მიიღო ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება და აირჩიო შენი მომავლის პროფესია.

      ძვირფასო მშობლებო, აბიტურიენტებო და დაინტერესებულო პირებო, ვინც გულშემატკივრობთ თქვენს აბიტურიენტ შვილებს, მოსწავლეებს ან მეგობრებს, SANGU გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას Online ღია კარის დღის სახით.

      25-26 აპრილს 15:00 საათზე შემოგვიერთდით Online ღია კარის დღეზე, სადაც გაგაცნობთ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს და პირობებს, დაფინანსების სისტემებსა და შეღავათებს, რაც წელს იგეგმება აბიტურიენტებისათვის. 
      ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ #SANGU წელს ყველაზე საინტერესო არჩევანია – თუ რატომ ეს არაერთი გზით გამოვხატეთ. ამჯერად კი, Online ღია კარის დღის საშუალებით გადავწყვიტეთ უფრო ახლოს მოვიდეთ თითოეულ თქვენგანთან და პირადად უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაგაცნოთ ის ღირებულებები და სასწავლო მიზნები, რომელზეც დგას წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროგრამები.

      Online ღია კარის დღეზე სპიკერები იქნებიან:

      • 25 აპრილი 15:00 საათი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი - პროფ. ლევან ჯიქია სამართლის, ისტორიის, ქართული ფილოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესების პროგრამების განხილვით.
      • 26 აპრილი 15:00 საათი - ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა დეკანი - პროფ. ლევან ქისტაური ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ტურიზმის ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებების და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების განხილვით.
      • 27 აპრილი 19:00 საათი – ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
      • 28 აპრილი 19:00 საათი – კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი
      • 29 აპრილი 15:00 საათი – სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი 
      • 30 აპრილი 15:00 საათი – ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

      მოინიშნეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები, მოიმარაგეთ კითხვები და გელოდებით ონალინ ღია კარის დღეზე. 
       

      საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

      საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:

      "გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

      აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

      სამწუხაროდ,  მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ."

      დოქტორანტ დავით ახვლედიანის დისერტაციის დაცვა

       

      2020 წლის 8 მაისს, 16:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის
      სკოლის  სადისერტაციო  საბჭოს  ფილოლოგიის სექციის სხდომა. 

      დღის წესრიგი:

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, დავით ახვლედიანის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე: "იურიდიული დოკუმენტების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმანის ანალიზი”

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლელა აბდუშელიშვილი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 

      ოფიციალური შემფასებლები: ნათია ასათიანი ფილოლოგიის დოქტორი; ნინო გრიგოლია  ფილოლოგიის დოქტორი.

      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად. 

      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღვანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დასამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები დასადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107   

      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

      ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები

      2020 წლის 29 მაისს (პარასკევი), 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები.
      ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ შეუძლებელი იქნება უნივერსიტეტში კონფერენციის გამართვა, ინტერნეტ პლატფორმა „Zoom“-ის მეშვეობით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად.

      მონაწილეობის პირობები:    

      • მოხსენება უნდაშეიცავდეს სამეცნიერო სიახლეებს;
      • რეგლამენტი 20 წუთი (15 წუთიმოხსენება, 5 წუთი:კითხვა-პასუხი);

      კონფერენციის მასალები დაიბეჭდება,რისთვისაც მონაწილეებმა მოხსენება უნდა გადააგზავნონ 2020 წლის 24 აპრილამდე ელ-ფოსტაზე: otarmate@yahoo.com

      სტატიების მიღების პირობები:

      • სტატია მიიღება მხოლოდ მითითებულ ელ.ფოსტაზე გაგზავნით;
      • სტატიას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე მოკლე ანოტაცია;
      • სქოლიოს ჩათვლით ტექსტი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 4000 სიტყვას;
      • ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში, ინგლისური-Times New Roman-ის ფონტში;
      • ძირითადი ტექსტის ზომა -11, სქოლიოს ზომა - 9;
      • სტრიქონებს შორის დაშორება -1.15
      • გვერდის მინდვრები - მარცხნივ-მარჯვნივ -2 სმ, ზემოთ-ქვემოთ - 2.5 სმ.
      • სქოლიო-ბიბლიოგრაფიის მითითების წესი იხილეთ მიბმულ ფაილში.

      ელ.ფოსტით სტატიის გადაგზავნისას, სათაურში მიუთითეთ „ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები“.
      პ.ს. ტექნიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში,სტატია განხილვის გარეშე დაუბრუნდება ავტორს შესასწორებლად.
      პ.ს.ს. კონფერენციის ონლაინ რეჟიმში დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში აუცილებელია ვიდეო თვალის, მიკროფონისა და ინტერნეტის ქონა. 
       

      აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ქართულ უნივერსიტეტში

      2020 წლის 23 აპრილს, ხუთშაბათს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, გაიმართება ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, მაგრამ ამჯერად ონლაინ რეჟიმში.

      კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტის რექტორი პროფესორი ოთარ ჯანელიძე.


      კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებთ ბმულით https://us04web.zoom.us/j/7956870325


      დასაწყისი 13:00 საათზე.


       

      14 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

      2020 წლის 14 ააპრილს, სამშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით გაიმართება ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დედა ენის დღეს - 14 აპრილს მიეძღვნება. კონფერენციას გახსნის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

      კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი როლანდ კოპალიანი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი თეონა ხუფენია; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ირმა შიოშვილი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი მერაბ ბერიძე; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი შალვა კირთაძე; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი; ქართული უნივერსიტეტის პროფესორები: ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, გიორგი ალიბეგაშვილი, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, ლევან ჯიქია, ლევან ბებურიშვილი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა ხაჩიძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია ბარამიძე.

      კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებთ ბმულით:  https://us04web.zoom.us/j/7956870325
       

      9 აპრილი

      31 წლის წინ, კოშმარული დილა გათენდა ნაომარ ქალაქში, რუსთაველის გამზირი უკვე სამხედროებს გადაეკეტათ,მთავრობის სასახლესთან ჯერ კიდევ მიმოფანტული იყო მშვიდობიანი მომიტინგეების ტანსაცმლის ნაფლეთები,სამხედროები გულმოდგინედ შლიდნენ სისხლის კვალს,უცნაური სუნით იყო გაჟღენთილი იქაურობა,ზუსტად არავინ ვიცოდით გარდაცვლილთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა, უცხოელი ჟურნალისტებისათვის დაიკეტა საქართველო, მკაცრი კონტროლი დაწესდა ტელევიზიაზე,პრესაზე, რათა მომხდარის შესახებ ნამდვილი ინფორმაცია არ გავრცელებულიყო,ჩვენს გულგახეთქილ მშობლებს რეგიონებიდან დედაქალაქში არ უშვებდნენ, 9 აპრილს გამოცხადდა კომენდანტის საათი, წესრიგის დაცვა დაევალა 9 აპრილის ჯალათს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს გენერალ როდიონოვს,ტანკებმა და სამხედრო ბეტეერებმა დაიწყეს პატრულირება, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად შავი თავსაბურავები დაიფარეს და სახლების აივნებიდან შავი დროშები გადმოკიდეს, ქალაქის სხვადასხვა ადგილებში კვლავ გაიმართა მცირე საპროტესტო აქციები, რამაც სამხედროების გაღიზიანება გამოიწვია,(განმეორდა 1921 წლის 26 მაისი,როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააპროტესტეს საქართველოს ანექსია, საუკუპაციო
      ჯარის ნაწილებს უნივერსიტეტში რექტორი ივანე ჯავახიშვილი პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტის შესასვლელთან გადაეღობა ს.ვ.) თბილისის უნივერსიტეტთან მომიტინგეებს დაგვედევნენ რუსი სამხედროები,უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევასწარით,სამხედროებს განზრახული ჰქონდათ უნივერსიტეტში შემოჭრა,უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მათთან მოლაპარაკება გამართა,ჩვენ ამ დროს უკანა გასასვლელიდან გავედით და ზოოპარკის მიდამოებში დავიფანტეთ,მიუხედავად დიდი განსაცდელისა იყო საოცარი ერთიანობა და სიყვარული,9 აპრილს სხვა თბილისმა ტრაგედიით,ტკივილით,მაგრამ აზროვნების წესის ცვლილებით გაიღვიძა,დილიდანვე ქუჩებში რაღაც უჩვეულო კოცონები დაინთო, ხალხი ამ კოცონებში ყრიდა კომპარტიის წევრობის მანდატებს,ამით ისინი ეთხოვებოდნენ იმსისტემას, იდეოლოგიას,რომელმაც სრული კრახი განიცადა,მძაფრი პროტესტი გამოხატეს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში,შემოქმედებით კავშირებში,უმაღლეს სასწავლებლებში...
      ამის შემდეგ იყო მრავალპარტიული არჩევნები,1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი,1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება,სამწუხაროდ დღეს ამ დამოუკიდებლობის იდეის ავტორები და განმახორციელებელნი ზვიად გამსახურდია,მერაბ კოსტავა ცოცხლები აღარ არიან,ბევრი გულანთებული პატრიოტი,რომელნიც იდგენენ რუსთაველის გამზირზე მარადისობაში არიან გარდასულნი,მაგრამ ჩვენი ვალია არასოდეს დავივიწყოთ ისინი,დიდება მათ სახელებს,დიდება თავისუფალ საქართველოს.

      ქართული უნივერსიტეტის რექტორი, 
      პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

      ვებინარი ონლაინ ინსტრუმენტების (Microsoft Teams, Zoom) გამოყენებაზე

      ქართული უნივერსიტეტის „მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი“ საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გეგმიურად უწევთ სასკოლო პრაქტიკის გავლა. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების ნაწილს შეექმნა სირთულე დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული სიძნელეების მოგვარებაში ხელშეწყობისა და სასკოლო პრაქტიკის უკეთ განხორციელების მიზნით 2020 წლის 13, 14 და 15 აპრილს ქართული უნივერსიტეტი „მასწავლებლის მომზადების“ პროგრამის მსმენელებს სთავაზობს  ვებინარს ონლაინ ინსტრუმენტების (Microsoft Teams, Zoom) გამოყენებაზე. ვებინარს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ნინო მარგიშვილი.

      ისარგებლეთ სრულიად უფასოდ კემბრიჯის უნივერსიტეტის და საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით

       თქვენ შეგიძლიათ კემბრიჯის და საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით სრულიად უფასოდ ისარგებლოთ.

      სახელმძღვანელოები განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის.

      კემბრიჯის უნივერსიტეტის უფასო რეჟიმი გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით.

      საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები.

      ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2020

      წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად არ წყვეტს სამეცნიერო მიმართულებით მუშაობას და აგრძელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვას.

      2020 წლის 22 მაისს (პარასკევი), 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით შეუძლებელი იქნება უნივერსიტეტში კონფერენციის გამართვა, ინტერნეტ პლათმორმა „Zoom“-ის მეშვეობითკონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში დისტანციურად.
      მონაწილეობის პირობები:    
      •    თავისუფალი თემატიკა;
      •    მოხსენებაუნდა შეიცავდეს სამეცნიერო სიახლეებს;
      •    რეგლამენტი 20 წუთი (15 წუთიმოხსენება, 5 წუთიკითხვა-პასუხი);
      •    კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტებს, ასევე ამავე უნივერსიტეტისი დოქტორებს, ვინც ხარისხი დაიცვა 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. 
      მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების ელექტრონულ კრებულში, რისთვისაც მონაწილეებმა მოხსენება უნდა გადააგზავნონ 2020 წლის, 11 მაისამდე ელ-ფოსტაზე: j.meskhishvili@sangu.edu.ge 
      სტატიების მიღების პირობები:
      •    სტატია მიიღება მხოლოდ მითითებულელ-ფოსტაზე გაგზავნით;
      •    სტატიას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე მოკლე ანოტაცია;
      •    სქოლიოს ჩათვლით ტექსტი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 4000 სიტყვას;
      •    ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში, ინგლისური Times New Roman-ის ფონტში;
      •    ძირითადი ტექსტის ზომა 11, სქოლიო 9 ზომა.
      •    სტრიქონებს შორის დაშორება 1.15 
      •    გვერდის მინდვრები - მარცხნივ-მარჯვნივ 2 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ.
      •    სქოლიო-ბიბლიოგრაფიის მითითების წესი იხილეთ მიბმულ ფაილში.
      •    ელ-ფოსტით სტატიის გადაგზავნისას, სათაურში მიუთითეთ „დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია“. 
      პ.ს. ტექნიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში,სტატია განხილვის გარეშე დაუბრუნდება ავტორს შესასწორებლად.
      პ.ს.ს. კონფერენციის ონლაინ რეჟიმში დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში აუცილებელია, ვიდეო თვალის, მიკროფონისა და ინტერნეტის ქონა.

      9 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო დისკუსია

      წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, 2020 წლის 9 აპრილს, ტრადიციისამებრ, იგეგმებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრა. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყდა, ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს, გამოეხმაუროს ონლაინ სამეცნიერო დისკუსიით თემაზე "9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე". 
      დისკუსია გაიმართება 2020 წლის 9 აპრილს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე.
      დისკუსიას გახსნის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორები: ტარიელ ფუტკარაძე, თემურ გვანცელაძე, ვახტანგ გურული, მანანა ტაბიძე, ლევან ჯიქია, ლევან ბებურიშვილი. 
      რეგლამენტი 5-7 წუთი.
      დისკუსიაში მონაწილეობა შეძლებთ ბმულით: https://us04web.zoom.us/j/7956870325

      დოქტორანტ ეკა ახვლედიანის დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 13 აპრილს, 16:00 საათზე, ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. 
       

      დღის წესრიგი:
      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის, ეკა ახვლედიანის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე:  „თანამედროვე თურქული რომანის ქართული თარგმანების ძირითადი პრობლემები მთარგმნელობითი თეორიის ფონზე“.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: შალვა გაბესკირია,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: ელენე ჯაველიძე,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; თამარალფენიძე,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
      ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დისერტაციის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად. 
      სადისერტაციო კომისიის წევრები, ექსპერტები, შემფასებლები, დოქტორანტის ხელმძღანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრები და სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები სადოქტორო ნაშრომის დაცვაში მონაწილეობას მიიღებთ zoom-ის პროგრამით; კერძოდ, დაცვის პროცესში შეგიძლიათ ჩაერთოთ ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარის ბმულით: https://zoom.us/j/8978585107

      ამავე ბმულით დაცვის პროცესს თვალი შეიძლება ადევნონ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ქართული უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

      13 აპრილიდან საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სერტიფიცირების ონლაინ კურსს იწყებს.

      მსოფლიო პანდემიისა და საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საფუძველზე, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი დისტანციური სწავლების პრინციპზე გადავიდა.

      13 აპრილიდან საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სერტიფიცირების ონლაინ კურსს იწყებს. კურსი ონლაინ პლატფორმის - Zoom-ის საშუალებით ჩატარდება.

      სერტიფიცირების კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 10.04.2020.

      საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები ისარგებლებენ 50% ფასდაკლებით.

      დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე 

      სტუდენტთა საყურადღებოდ

      UMS-ში დაემატა განცხადების გაგზავნის ფუნქცია. თუ გსურთ სტუდენტის სტატუსის აღდგენა/შეჩერება და/ან სწავლის საფასურის გადანაწილება, შეავსეთ და გადმოაგზავნეთ შესაბამისიგანცხადება  UMS-ის მეშევეობით.

      დამატებით საგანზე დასარეგისტრირებლად ან საგნის განმეორებით მოსასმენად მიმართეთ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორს

      სტატუსის ცვლილებასა და ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: 551 730 005, 551 740 005

      გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს !
       

      ონლაინ სემინარი: როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი

      2020 წლის 25 მარტს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ონლაინ სემინარი თემაზე: "როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი".

      საჯარო ონლაინ სემინარს წარუძღვება ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი.

      დღეს, როცა ყველა მედია მაუწყებლობა, მთელი მსოფლიო გასცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ დავიცვათ ორგანიზმი კორონა ვირუსით ინფიცირებისგან; კაცობრიობა კარანტინის რეჟიმზეა გადასული და ვირუსის გავრცელების მასშტაბებს ადევნებს თვალყურს, არანაკლები აქტუალობა შეიძინა ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმთელობაზე ზრუნვამ.

      • როგორ გავუმკლავდეთ კორონა ვირუსის თანმდევ სტრესს;
      • როგორ გადავიდეთ ონლაინ კონტაქტებზე და ვადაპტირდეთ კარანტინის რეჟიმთან?
      • როგორ ვმართოთ სტრესით გამოწვეული შფოთვა და ნეგატიური განცდები?

      ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხება ონლაინ სემინარი.

      სემინარის ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
       

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ბრძანება N9 - COVID 19 ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის და დროებითი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება #4 საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქედების პერიოდში ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პრიველოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დისტანციურად განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

      ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის

      საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოთ
      ბრძანება #6

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში საუნივერსიტეტო დაფინანსების მქონე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის გადასახადისგან გათავისუფლების და ამავე საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, რომლებმაც წინა 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ვერ დაასრულეს მაღალი აკადემიური მაჩვენებლით, ან ისარგებლეს შიდა მობილობით, მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის დასიკსრების შესახებ

      ბრძანება #7 ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში საუნივერსიტეტო დაფინანსების მქონე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის გადასახადისგან გათავისუფლების და ამავე საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, რომლებმაც წინა 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ვერ დაასრულეს მაღალი აკადემიური მაჩვენებლით, ან ისარგებლეს შიდა მობილობით, მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის დასიკსრების შესახებ
      ონლაინ სწავლების კოორდინატორები და ჯგუფები Zoom პლათფორმისთვის

      16 მარტიდან ონლაინ  სწავლება დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ZOOM პლათფორმის (პროგრამის) მეშვეობით და ლექციები ჩატარდება არსებული  ცხრილების შესაბამისად. 
       
      ონლაინ სწავლისთვის თქვენ დაგჭირდებათ: ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი ტიპის კომპიუტერი ან ტელეფონი, მიკროფონით და კამერით. 

      აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენი პროგრამის კოორდინატორს. 

      კოორდინატორების საკონტაქტო ინფორმაცია:

      • ხათუნა კუხალაშვილი - 599 901122, m.kukhalashvili@sangu.edu.ge  (ქართული ფილოლოგია - საბაკალავრო), ინგ. ფილოლოგია, საჯარო მმართველობა, ენათმეცნიერება - სამაგისტრო)
      • გვანცა ბურდული 555 999685, g.burduli@sangu.edu.ge  (ისტორია, საქართველოს ისტორია)
      • ლევან ბებურიშვილი 593 162044, l.beburishvili@sangu.edu.ge (ქართული ლიტერატურის ისტორია - სამაგისტრო)
      • გიორგი შონია 555 781828, g.shonia@sangu.edu.ge (საერთაშორისო ურთიერთობები)
      • პაპუნა გურული 595070746, pguruli@sangu.edu.ge  (სამართალი)
      • ლიკა მეტონიძე 598 808044, l.metonidze@sangu.edu.ge   (ტურიზმის ბიზნესი, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა)
      • ნინო ქორჩილავა 555 117742, nqorchilava@sangu.edu.ge  (სოციალური მუშაობა, კომპიუტერული მეცნიერებები)
      • თიკო გოროზია 598 977751, tina.gorozia@sangu.edu.ge  (ფსიქოლოგია, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია) 

      გაეცანით ინსტრუქციას, თუ როგორ ჩაერთოთ ონლაინ სწავლებაში და შეურთდეთ ონლაინ ლექციებს:

      გადმოიწერეთ zoom აპლიკაცია

      დახურული ჯგუფები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      ენების ცენტრი

      #SANGU-ს სტუდენტთა და პროფესორთა საყურადღებოდ!

      მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის ინფექციის (Covid – 19) საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, 16 მარტიდან ჩვენი უნივერსიტეტი გადადის ონლაინ სწავლების რეჟიმში.

      აკადემიური რეგისტრაციის პერიოდი: 16-დან 23 მარტამდე.

      დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს.

      “ტრენერთა ლაბორატორია” აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგ-კურსზე "ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის"

      “ტრენერთა ლაბორატორია” აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგ-კურსზე "ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის".

      თუ გინდა გახდე ტრენერი, მასწავლებელი ან თუნდაც ლექტორი - მაშინ უნდა იცოდე, რომ მხოლოდ საგნის ცოდნა ამისათვის საკმარისი არაა! შენ დამატებით გჭირდება სპეციალური კომპეტენციები, რომლის განვითარებაზეცაა დამოკიდებული შენი წარმატებული კარიერა! 

      ჩვენ, აღნიშნული ტრენინგ-კურსით დაგეხმარებით ტრენერისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩევევბის გაუმჯობესებაში. ტრენინგზე დეტალურად გავივლით ისეთ საკითხებს როგორიცაა:

      •  მაქვს იდეა - როგორ გადავაქციო ის მზა ტრენინგ მოდულად
      • როგორ გამოვიდეთ აუდიტორიის წინაშე თავისუფლად და თავდაჯერებულად
      • რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ აუდიტორია მაქსიმალურად დავაინტერესო ჩემი თემით
      • როგორ ვმართო ინტრიგანი, ჩუმი, ცინიკოსი, სიტყვაუხვი და მსგავსი რთული მონაწილეები

      თქვენ შეძლებთ:

      • თავად ჩაატაროთ სავარჯიშო და ტრენერებისგან მოისმინოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ინფორმაცია.
      • დასვათ შეკითხვა ყველაზე და ყველაფერზე რაც გაინტერესებთ ტრენინგის ირგვლივ.
      • მიიღოთ სიამოვნება თავად სატრენინგო პროცესით და მაქსიმალურად ჩაერთოთ მასში.

      და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ თავად ჩაატარებთ პირველ ტრენინგს და მიიღებთ გამოცდილებას, რაც თქვენი განვითარების საფუძველი გახდება მომავალში.

      ტრენინგის დაწყების თარიღი: 2020 წლის 20 მარტი
      შეხვედრების რაოდენობა: 8
      სესიები გაიმართება ყოველ ორშაბათს (17:00-21:00) და შაბათს (13:00-19:00)

      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების, თანამშრომლებისათვისა და კურსდამთავრებულებისათვის კურსი არის უფასო.
      ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის კურსის ღირებულება შეადგენს 400 ლარს. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის ხორციელდება სპეციალური 50%-იანი ფასდაკლება და ღირს 200 ლარი.

      ტრენინგის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. 
      დაინტერესებულმა პირები დარეგისტრირდით 17 მარტამდე შემდეგ ბმულზე  

      ტრენინგის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.
       
      იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
      გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილს.
       

      საკონტაქტო ინფორმაცია:
      ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე
      ელ. ფოსტა: saladze.nino@gmail.com

      ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონიძიებები

      ხშირად დაიბანეთ ხელები
      ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით. 
      რატომ?
      ხელების დაბანა  საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს   ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.  

      სასუნთქი სისტემის ჰიგიენა
      ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი.  ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.  
      რატომ?
      ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა  და მიკრობების გავრცელებას.
      ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი  ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე  და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.

      შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია
      შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და  სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ,  აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. 
      რატომ?
      რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული  ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.

      არ შეეხოთ  დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.
      რატომ?

      ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული. 
      თუ დაბინძურებლი ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და  პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ. 

      თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება  დროულად მიმართეთ ექიმს.
      აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ  იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა  ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა. 
      რატომ?
      როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია  გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე  შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.

      თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში.   
      თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

      დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ  მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.
      ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.  
      არ შეეხოთ  დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს.
      თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი. 
      მოერიდეთ  ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ. მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები). 
      მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან  კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად. 
      განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან კონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან  ჯვარედინი დაბინძურება. 

      დეტალური ინფორმასიის მისაღებად გადადით ბმულზე
       

      წმიდა ანდრია ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

      საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურის,სპორტის და ჯანმრთელობის სამინისტროების რეკომენდაცის გათვალისწინებით კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქართულ უნივერსიტეტში საგაზაფხულო სემესტრი დაიწყება 2020 წლის 16 მარტს ორშაბათს.

      ცვლილება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიურ კალენდარში

      გაზაფხულის სემესტრი:

      2020 წლის 2 მარტი - 10 ივლისი

      • ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 2020 წლის 2 მარტის ჩათვლით;
      • აკადემიური რეგისტრაცია - 2020 წლის 24 თებერვალი - 6 მარტი;
      • საუდიტორიო მეცადინეობა - 2020 წლის 2 მარტი - 20 ივნისი;
      • შუალედური გამოცდები - 2020 წლის 21 აპრილი - 2 მაისი
      • ძირითადი და დამატებითი გამოცდების ჩატარება და შეფასება - 2020  წლის 22 ივნისი - 18 ივლისი;

      აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის  დოქტორანტურის დამამთავრებელი სემესტრის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

      • 2020 წლის 2 - 6 მარტი - სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა.
      • 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით - სადისერტაციო ნაშრომის დაცვა;

      არდადეგები: 

      • სააღდგომო არდადეგები - 2020 წლის 13 -20  აპრილი; 
      • საზაფხულო არდადეგები - 2020  წლის 19 ივლისიდან;

       უქმე დღეები:

      • 3 მარტი - დედის დღე (სამშაბათი)
      • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე (კვირა)
      • 9 აპრილი - ეროვნული ერთიანობის დღე (ხუთშაბათი)
      • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე (ხუთშაბათი)
      • 12 მაისი  - წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დღე (შაბათი)
      • 26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე (სამშაბათი)

      მიმაგრებული დოკუმენტი:

      ცხადდება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობა დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის/აბიტურიენტებისთვის

      2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში 

      • სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2450 ლარი);

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში   

      • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამებზე - 60 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი);
      • ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - 15 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი).  

      მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით:

      • სახელმწიფო სასწავლო გრანტის არმქონე პირს დაუფინანსდება სწავლის წლიური საფასურის 20% (სწავლის წლიური გადასახადი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და  ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე განესაზღვრებათ 1800 ლარის ოდენობით, ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 1960  ლარის ოდენობით;
      • 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე  სტუდენტი მიიღებს 20%-ან   საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას და სწავლის წლიური გადასახადი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და  ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე განესაზღვრებათ 675 ლარის ოდენობით, ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 705  ლარის ოდენობით; 
      • 70%-ნი სახელწიფო გრანტის მქონე  სტუდენტი  მიიღებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე დაუფინანსდებათ სრულად, 
      • 100%-ნი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიეცემა სტიპენდია 125 ლარის ოდენობით
      • სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს სთავაზობს სწავლის სემესტრული/წლიური საფასურის გადახდის ეტაპობრივი გადახდის პირობებს.

      2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  - 2020 წლის  24 თებერვალი - 4 მარტი;
      • კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2020 წლის 25 თებერვალი - 5 მარტი;    
      • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2020 წლის 26 თებერვალი -  6 მარტი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად -  2020 წლის  9 მარტი;
      • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება  და  წარდგენა  მართვის სისტემაში - 2020 წლის 10 მარტი.
         
      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის თამარ გელაშვილისსადოქტორო დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 3 თებერვალს, 16:00 საათზე, წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა.

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი თამარ გელაშვილი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „სახელზმნის მორფო-სინტაქსური ფუნქციის ტიპოლოგიური ურთიერთმიმართებანი (ქართული და ინგლისური ენების მასალაზე დაყრდნობით)“.

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები:

      • ნუნუ გელდიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
      • მანანა ღარიბაშვილი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით

      ოფიციალური შემფასებლები:

      • მანანა ტაბიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 
      • მანანა რუსეიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ ბადრი ნაჭებიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2020 წლის 4  თებერვალს, 15:00 საათზე,  წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული) შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ ბადრი ნაჭებიას სადისერტაციო ნაშრომის ,,ტერორიზმი - ისტორია, დეფინიცია, ტოპოლოგია“ დაცვა.
      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.

      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი:

      • დავით კუხალაშვილი, ისტორიის დოქტორი

      დოქტორანტის რეცენზენტები:

      • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი სანიკიძე (მოწვეული) 
      • პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია (მოწვეული).
         
      ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით. (აფილირების პირობით)

      კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:

      • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის  ვადა განისაზღვროს 2020  წლის 4 და 5 მარტს მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
      • კონკურსი ჩატარდეს (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 6 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით.  
      • კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2020  წლის 16 მარტისა. 

      საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:

      ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

      ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
      • ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
      • ფსიქოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
      • ფსიქოლოგიის ცოდნა შემდეგი მიმართულებით: განვითარების ფსიქოლოგია, ბიჰევიორიზმი, ფსიქოლოგიის ისტორია;
      • სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ  პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
      • უცხო ენის ცოდნა.(პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას)

      საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა  განთავსებულია sangu.edu.ge); ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      2. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია sangu.edu.ge)
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      4. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      5. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      6. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
      8. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      9. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
      11. დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
      12. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2020 წლის 30 იანვარს,   15 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ბაკურ გოგოხიას  სადისერტაციო ნაშრომის ,,აღმოსავლეთ ლაზეთის ისტორია და გვარსახელები“  დაცვა.
      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: როზეტა გუჯეჯიანი, ისტორიის დოქტორი

      დოქტორანტის რეცენზენტები:

      • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო მინდაძე (მოწვეული) 
      • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ხუციშვილი (მოწვეული).
         
      კონფერენცია: აუდიტორული ფირმის მართვის კოდექსი და გამჭვირვალეობის ანგარიში

      2020 წლის 30  იანვარს,  11 საათზე  ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ქართული უნივერსიტეტი  და RSF  მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით გამართავს  კონფერენციას: "აუდიტორული ფირმის  მართვის კოდექსი და გამჭვირვალეობის ანგარიში"

      კონფერენციაში მონაწილეობენ წამყვანი აუდიტორული კომპანიები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. 

      დაინტერესებულ პირთათვის დასწრება თავისუფალია.
       

      ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება შიდა მობილობა 2019-2020 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

      2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები: 

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • სამართალი  - 3ადგილი
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 3ადგილი
      • ისტორია - 25 ადგილი
      • ქართული ფილოლოგია - 25 ადგილი

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სამართალი - 19 ადგილი
      • საჯარო მმართველობა - 18 ადგილი
      • ქართული ფილოლოგია - 3 ადგილი

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:   

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 42 ადგილი
      • ტურიზმის ბიზნესი - 2ადგილი
      • ეკონომიკა - 15 ადგილი
      • ფსიქოლოგია  - 15 ადგილი
      • კომპიუტერული მეცნიერება - 20 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 20 ადგილი
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3 ადგილი

      მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით:

      • დაუფინანსდება სწავლის წლიური საფასურის 20% (სწავლის წლიური გადასახადი სტუდენტებს ყველა პროგრამაზე, გარდა სამართლისა  და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა განესაზღვრებათ 1800 ლარის ოდენობით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 1960 ლარის, ხოლო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე - 1880 ლარის ოდენობით;
      • 50% სახელმწიფო გრანტის მქონე  სტუდენტი მიიღებს 20% საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე, გარდა სამართლისა  და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა, განესაზღვრებათ 675 ლარის ოდენობით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 735 ლარის, ხოლო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე - 705 ლარის ოდენობით;
      • 70% სახელწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე დაუფინანსდებათ სრულად; 
      • 100% სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიეცემა სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
      • სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის ეტაპობრივი გადახდის პირობებებით.

      2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      1. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  - 2020 წლის  7-13 თებერვალი
      2. კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2020 წლის 7-14 თებერვალი
      3. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2020 წლის 8-17 თებერვალი
      4. დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2020 წლის 18 თებერვალი
      5. მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - 2020 წლის 20 თებერვალი

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება (ივსება ადგილზე);
      2. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი   ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
      6. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      7. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
      8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

      ბრძანება 

      „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტის შორენა წიგნაძისსადოქტორო დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 27 იანვარს, 16:00 საათზე, წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი შორენა წიგნაძე დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „სინონიმთა ლინგვისტური მახასიათებლები და ექსპრესიული შესაძლებლობები ქართულში (ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზი ინგლისური ენის მასალის გათვალისწინებით)“.

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნუნუ გელდიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

      ოფიციალური შემფასებლები: მანანა ტაბიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მაია კიკვაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
       

      თამარ ჭყოიძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 20 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი თამარ ჭყოიძე დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „სატირისა და იუმორის გადმოცემის ენობრივი საშუალებები (ქართული და ინგლისური საგაზეთო-პუბლიცისტური მასალის მიხედვით)“.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები: ნუნუ გელდიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მანანა ღარიბაშვილი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით.
      ოფიციალური შემფასებლები: თინათინ სინჯიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; თამარ ლომაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
       

      რუსუდან ხომერიკის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

      2020 წლის 16 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი რუსუდან ხომერიკი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „პოსტმოდერნისტული ტექსტის თარგმნის პრობლემები (ორჰან ფამუქის „მე წითელი მქვია“ და „შავი წიგნის“ ქართული თარგმანების მიხედვით)“
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ელენე ჯაველიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: მარინე შონია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; მზისა ბუსკივაძე, ფილოლოგიის დოქტორი.
       

      ლაშა დეისაძე-შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2020 წლის 20 იანვარს,   15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის სხდომათა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ლაშა დეისაძე-შარვაშიძის  სადისერტაციო ნაშრომის ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები (XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე)“  დაცვა.
      სადოქტორო  პროგრამა:  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: პროფესორი სერგო ვარდოსანიძე 
      დოქტორანტის რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული, ისტორიის  დოქტორი მერაბ კეზევაძე

      უკანასკნელ ხანს საინფორმაციო სივრცეში თუ სოციალურ ქსელებში არნახული შეტევა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის წინააღმდეგ

      უკანასკნელ ხანს საინფორმაციო სივრცეში თუ სოციალურ ქსელებში არნახული შეტევა ხორციელდება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის წინააღმდეგ.

      უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შექმნა ეპოქა, რომელსაც ვერანაირი შეურაცხმყოფელი კრიტიკა ვერ გააფერმკრთალებს.

      87 წლის მხცოვან მწყემსმთავარს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენი მადლიერება, სიყვარული და თანადგომა.

      თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი თქვენს გვერდითაა!


      მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე!

      დისერტანტ ლიანა ქუცნიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა


      2020 წლის 13 იანვარს,   15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ლიანა ქუცნიაშვილის  სადისერტაციო ნაშრომის ,,რელიგიური ვითარება აჭარაში (XIX საუკუნის 70-იანი წლები - 1904 წელი)  დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული
      ასოცირებული პროფესორი
      დოქტორანტის რეცენზენტები:
      ისტორიის დოქტორი გელა ქისტაური
      ისტორიის  დოქტორი ჯემალ კარალიძე

      მილოცვა

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II დიდი მოწიწებით და  სიყვარულით ვულოცავთ 87 წლის იუბილეს. 
      საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ, ქედს ვიხრით მისი ღვაწლის წინაშე და ვმადლობთ ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მისგან მიგვიღია.
      ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!

      გადმოდი SANGU-ში და მიიღე გრანდიოზული შეთავაზებები!
      • მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს SANGU  დაუფინანსებს სწავლის წლიური საფასურის 20%-ს!
      • თუ გაქვს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი გადმოდი და მიიღე დამატებით 20%-იანი დაფინანსება!  
      • თუ გაქვს 70%-იანი სახელმწიფო გრანტი გადმოდი, მიიღე დარჩენილი 30%-იანი დაფინანსება და ისწავლე სრულიად უფასოდ! 
      • თუ გაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი, გადმოდი და მიიღე 125 ლარიანი სტიპენდია. 

      აგრეთვე ქართული უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სურვილისამებრ სთავაზობს სწავლის საფასურის 2,4,6 ან 10 თვიან გადახდის გრაფიკს! 

      რექტორის მილოცვა

      დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ.

      გვიახლოვდება დიდი საეკლესიო და საერო დღესასწაულები შობა-ახალი წელი,რთული,მძიმე იყო მიმავალი წელი,როგორც მსოფლიოსათვის,საქართველოსათვის.
      სერიოზული გამოწვევების წინაშეა,ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო, მძიმე სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი ვითარების ფონზე ადამიანებს არ ესმით ერთმანეთის,არ აერთიანებთ ის სულიერი,მორალური და ზნეობრივი ღირებულებები,რომელნიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და წინსვლისათვის.
      გულწრფელად მინდა მიმავალმა 2019 წელმა თან წაიღოს ეს სიძნელეები,გაუცხოება,უსიყვარულობა,აგრესია...
      2020 წელი იყოს იმედის, სტაბილურობის, ჭეშმარიტი თავისუფლების, საზოგადოების ერთიანობის, სამართლიანობის, ბედნიერების წელი.
      გილოცავთ.

      ქართული უნივერსიტეტის რექტორი, 
      პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

       

      სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

      23 დეკემბერს, 11 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია.

      ქართულმა უნივერსიტეტმა მიიღო 6 წლიანი ავტორიზაცია

      გილოცავთ! 

      უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ქართულმა უნივერსიტეტმა მიიღო 6 წლიანი ავტორიზაცია. 

      TBSC CONSULTING და ევროპის ბიზნეს ასოციაცია EBA ატარებს კონკურსს საუკეთესო ბიზნეს-პროექტების გამოსავლენად

      TBSC CONSULTING და ევროპის ბიზნეს ასოციაცია EBA ატარებს კონკურსს საუკეთესო ბიზნეს-პროექტების გამოსავლენად.

      კონკურსში მონაწილეობას იღებენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების 5 კაციანი საუნივერსიტეტო გუნდები.

      კონკურსში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქართული უნივრსიტეტის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებმა.

      გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით.

      მონაწილეობის ხარჯებს იხდის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქარტული უნივერსიტეტი.

      კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

      • პირველი ეტაპი - 2020 წლის იანვარი 
      • მეორე ეტაპი - 2020 წლის თებერვალი

      მსურველებმა მიაკითხეთ ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანატს 2019 წლის 25 დეკემბრამდე.
                          
       

      სტუდენტური სტაჟირება ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით

      Forbes Woman Georgia აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით.

      ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ამბებს ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებიდან.

      ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე, კრეატიულ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების განვითარებაში.

      სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე.

      ჩვენ გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ გაიწვრთნათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალების ლიცენზირებული პროდუქტის შექმნაში.

      სარეგისტრაციო ფორმაში პირადი ინფორმაციის მითითების გარდა, უნდა ატვირთოთ თქვენი რეზიუმე და სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებიდან ერთ-ერთი (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram).

      რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 25 დეკემბერი
      სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/fwgსტაჟირება2019
      კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: d.tsiramua@forbeswoman.ge
       

      გილოცავთ!

      გილოცავთ წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს! 

      სწავლის წლიური საფასურის გადახდის განახლებული მოქნილი გრაფიკი

      უნივერსიტეტი ბაკალავრიატის და დოქტორანტურის სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, გთავაზობთ სწავლის წლიური საფასურის გადახდის მოქნილ გრაფიკს:

      I და II სემესტრის სტუდენტებისთვის (ხუთ ნაწილად)

      შემოდგომის სემესტრი   გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური   # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾   1,125.00 ₾
      I 10 სექტემბერი 562.50 ₾   III 1 თებერვალი 562.50 ₾
      II 1 ნოემბერი 562.50 ₾   IV 1 მარტი 281.25 ₾
              V 1 აპრილი 281.25 ₾

       

      ბაკალავრიატის III-VIII და დოქტორანტურის III-VI სემესტრის სტუდენტებისთვის:

      სწავლის წლიური საფასურის გადახდის გრაფიკი N1 (ოთხ ნაწილად)

      შემოდგომის სემესტრი   გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური   # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾   1,125.00 ₾
      I 1 სექტემბერი 562.50 ₾   III 1 თებერვალი 562.50 ₾
      II 1 ნოემბერი 562.50 ₾   IV 1 აპრილი 562.50 ₾

       

      სწავლის წლიური საფასურის გადახდის გრაფიკი N2 (ექვს ნაწილად)

      შემოდგომის სემესტრი   გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური   # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾   1,125₾
      I 1 სექტემბერი 375.00 ₾   IV 1 თებერვალი 375.00 ₾
      II 1 ოქტომბერი 375.00 ₾   V 1 მარტი 375.00 ₾
      III 1 ნოემბერი 375.00 ₾   VI 1 აპრილი 375.00 ₾

       

      სწავლის წლიური საფასურის გადახდის გრაფიკი N3 (ათ ნაწილად)

      შემოდგომის სემესტრი   გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური   # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾   1,125.00 ₾
      I 1 აგვისტო 225.00 ₾   VI 15 იანვარი 225.00 ₾
      II 1 სექტემბერი 225.00 ₾   VII 1 მარტი 225.00 ₾
      III 1 ოქტომბერი 225.00 ₾   VIII 1 აპრილი 225.00 ₾
      IV 1 ნოემბერი 225.00 ₾   IX 1 მაისი 225.00 ₾
      V 1 დეკემბერი 225.00 ₾   X 1 ივნისი 225.00 ₾

       

      საფასურის გადანაწილების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად, 2020 წლის 15 თებერვლამდე, მიმართეთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოს (I კორპ., ოთახი N103).

      ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია სრულად დაფაროს დავალიანება გრაფიკით გაწერილი თარიღიდან ერთი თვის ვადაში.

      სტუდენტი, რომელიც არ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით გაზაფხულის სემესტრში, ვალდებულია 2020 წლის 15 თებერვლამდე სრულად დაფაროს სწავლის სემესტრული საფასური.

      შენიშვნა:

      2020-2021 სასწავლო წლის აგვისტოს თვიდან, გრაფიკით დადგენილი ვადის გადაცილებისას (თითოეულ შემთხვევაში), დაგეკისრებათ პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.

      უნივერსიტეტი მაგისტრატურის სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, გთავაზობთ სწავლის წლიური საფასურის გადახდის მოქნილ გრაფიკს:

      I და II სემესტრის სტუდენტებისთვის (ექვს ნაწილად)

      შემოდგომის სემესტრი   გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური   # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾   1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾
      I 1 ოქტომბერი 562.50 ₾ 587.50 ₾ 612.50 ₾   IV 1 თებერვალი 562.50 ₾ 587.50 ₾ 612.50 ₾
      II 1 ნოემბერი 281.25 ₾ 293.75 ₾ 306.25 ₾   V 1 მარტი 281.25 ₾ 293.75 ₾ 306.25 ₾
      III 1 დეკემბერი 281.25 ₾ 293.75 ₾ 306.25 ₾   VI 1 აპრილი 281.25 ₾ 293.75 ₾ 306.25 ₾

       

      III და IV სემესტრის სტუდენტებისთვის:

      სწავლის წლიური საფასურის გადახდის გრაფიკი N1 (ოთხ ნაწილად)

      შემოდგომის სემესტრი   გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური   # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾   1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾
      I 1 სექტემბერი 562.50 ₾ 587.50 ₾ 612.50 ₾   III 1 თებერვალი 562.50 ₾ 587.50 ₾ 612.50 ₾
      II 1 ნოემბერი 562.50 ₾ 587.50 ₾ 612.50 ₾   IV 1 აპრილი 562.50 ₾ 587.50 ₾ 612.50 ₾

       

      სწავლის წლიური საფასურის გადახდის გრაფიკი N2 (ექვს ნაწილად)

      შემოდგომის სემესტრი   გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური   # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾   1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾
      I 1 სექტემბერი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾   IV 1 თებერვალი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾
      II 1 ოქტომბერი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾   V 1 მარტი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾
      III 1 ნოემბერი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾   VI 1 აპრილი 375.00 ₾ 391.66 ₾ 408.33 ₾

       

      სწავლის წლიური საფასურის გადახდის გრაფიკი N3 (ათ ნაწილად)

      შემოდგომის სემესტრი   გაზაფხულის სემესტრი
      # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური   # გადახდის ბოლო თარიღი სემესტრული საფასური
      1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾   1,125.00 ₾ 1,175.00 ₾ 1,225.00 ₾
      I 1 აგვისტო 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾   VI 15 იანვარი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾
      II 1 სექტემბერი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾   VII 1 მარტი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾
      III 1 ოქტომბერი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾   VIII 1 აპრილი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾
      IV 1 ნოემბერი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾   IX 1 მაისი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾
      V 1 დეკემბერი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾   X 1 ივნისი 225.00 ₾ 235.00 ₾ 245.00 ₾

       

      საფასურის გადანაწილების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად, 2020 წლის 15 თებერვლამდე, მიმართეთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოს (I კორპ., ოთახი N103).

      ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია სრულად დაფაროს დავალიანება გრაფიკით გაწერილი თარიღიდან ერთი თვის ვადაში.

      სტუდენტი, რომელიც არ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით გაზაფხულის სემესტრში, ვალდებულია 2020 წლის 15 თებერვლამდე სრულად დაფაროს სწავლის სემესტრული საფასური.

      შენიშვნა:

      2020-2021 სასწავლო წლის აგვისტოს თვიდან, გრაფიკით დადგენილი ვადის გადაცილებისას (თითოეულ შემთხვევაში), დაგეკისრებათ პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

      • 032 225 82 43
      • 551 730 005
      • 551 740 005
      ირინე იაკობიძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

      2019 წლის 16 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი ირინე იაკობიძე დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ცოდნის ამსახველი ლექსიკა ქართულში“. 
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: მანანა ტაბიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: იამზე ვაშაკიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; თამილა ზვიადაძე, ფილოლოგიის დოქტორი.

      მოხსენება თემაზე: „წმიდა ანდრია პირველწოდებული და საქართველო“

      13 დეკემბერი წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა, გილოცავთ!
      2019 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ისტორიის აკადემიური დოქტორი გვანცა ბურდული წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „წმიდა ანდრია პირველწოდებული და საქართველო“.

      დასაწყისი: 12:00 საათზე

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

      2019 წლის 19 დეკემბერს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

      კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან:

      • გიორგი მირზაშვილი (ისტორიის სპეციალობის სტუდენტი),
      • სუსანა კაკოსიანი (სამართლის სპეციალობის სტუდენტი),
      • მარიამ თაღიაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სპეციალობის სტუდენტი),
      • ანა პაპუნაშვილი (ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი),
      • შოთა ყურუა (ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი),
      • ბარბარე ახვლედიანი (სამართლის სპეციალობის სტუდენტი),
      • ნინო ხატიაშვილი (ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი).
      საჯარო ლექცია: "იდიომა როგორც ენაში ასახული ეროვნული მემკვიდრეობა."

      2019 წლის 12 დეკემბერს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ოთარ მათეშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "იდიომა როგორც ენაში ასახული ეროვნული მემკვიდრეობა."

      დასწრება თავისუფალია.

      საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის შესახებ

      2019 წლის 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში შედგება პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის დროს განხილული იქნება, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები. 

      დასწრება თავისუფალია.

      საქველმოქმედო ღონისძიება გაბრიელისთვის

      11 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო საღამო გაბრიელის დასახმარებლად. მისი დიაგნოზია შუასაყრის სიმსივნე. ჩაუტარდა სამი ოპერაცია, ამ ეტაპზე ესაჭიროება მეოთხე, რომ სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება. 


      ღონისძიების ორგანიზატორები: 

      • სალომე ეფრემიძე
      • სალომე სისაური
      • ქეთევან კაცელაშვილი
      • ეკუნა მიქაშავიძე


      მონაწილეები:

      • თათია ილურიძე
      • კესო ყაველაშვილი
      • მარიამ ხუნძაკიშვილი
      • ქეთევან კაცელაშვილი
      • დაჩი ჩიქოვანი
      • საბა ღურცკაია  

      დასაწყისი: 16:00 საათი
      მისამართი: ი. ჭავაჭავაძის 53ა (ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, I კორპუსი, IV სართული) 

       

      ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

      ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ERASMUS+-ის 1 კვირიანი გაცვლით პროგრამით რუმინეთში გამგზავრებას შესახებ მსურველთა განაცხადების მიღებას.

      პროგრამის შესახებ მოკლე ინფორმაცია:
      2020 წლის 3-10 მარტამდე, რუმინეთის ქალაქ რიმნიკუ ვილჩაში (Ramnicu Valcea City, Romania) გაიმართება მედია წიგნიერების შესახებ ვორქშოფი (Beyond Media Influence, 2019-2-RO01-KA105-064105), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის 6 ქვეყნის ახალგაზრდები.

      მონაწილეობის ხარჯებს: თვითმფრინავის ბილეთებს (თბილისი-ბუქარესტი-თბილისი), შიდა გადაადგილების მგზავრობის ხარჯებს, სასტუმროსა და ვორქშოფის პერიოდში კვების ხარჯებს მთლიანად დაფარავს ERASMUS + და ქართული უნივერსიტეტი.

      გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი) წარმოადგინეთ 9 დეკემბრის 16:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში (ოთახი 104). აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

      შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 10 დეკემბერს. კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 12 დეკემბერს, 14:00 საათზე, #205 აუდიტორიაში (I კორპ.)

      სტუდენტის განაცხადის ფორმა.
       

      კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, 9-15 დეკემბერი

      კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება, მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. წელს  მასში მსოფლიოს 200-მდე  ქვეყნიდან ჩართული იქნება  მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი.
       
      კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის ჰოპერის (Grace Hopper, 9.12.1906-1.01.1992) დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო  ამერიკელი გამომგონებელი, მეცნიერი და საზღვაო ფლოტის ადმირალი,  ამავე დროს  ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი (1991 წ) 

      მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი წელს მეორედ უერთდებიან კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს და კვირეულის ფარგლებში გიწვევენ  სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებსა და კოდირების საათებზე,  რომლებსაც წარუძღვებიან კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები.

      2019 წლის კვირეულის დევიზია: "ისწავლე კომპიუტერული მეცნიერება. შეცვალე სამყარო!" (Learn computer science. Change the world!)

      კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის პროგრამა: 

      სამშაბათი,  10 დეკემბერი

      • 16:00 სთ - კომპიუტერული 3D გრაფიკა  - კახაბერ რევაზიშვილი,  ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის IT სამსახურის უფროსი
      • 17:00 სთ - კოდირების საათი  - კობა გელაშვილი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი

      ხუთშაბათი, 12 დეკემბერი

      • 16:00 სთ - ხელოვნური ინტელექტი   - პაატა გოგიშვილი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
      • 17:00 სთ - კოდირების საათი,  რობოტიკა - ნანა ნოზაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები

      პარასკევი,  13 დეკემბერი

      • 16:00 სთ - ჩვენი სამყარო და ციფრული წარმოდგენები სამყაროს შესახებ  - გიორგი ჯავახიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმის კონსულტანტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. 
      • 17:00 სთ - კოდირების საათი, რობოტიკა -  ქეთი კახნიაშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის STEM-კლუბის ხელმძღვანელი.  

      მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 53ა, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

      აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები და შემოგვიერთდით!

      შენიშვნა: თუ რომელიმე სკოლიდან  მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა იქნება 15-ზე მეტი, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში. 
      საკონტაქტო პირი: ლია შენგელია 599 32 06 46
       

      ქართულ უნივერსიტეტში, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, იწყება შეხვედრების ციკლი „საუბრები ელჩებთან“.

      წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, იწყება შეხვედრების ციკლი „საუბრები ელჩებთან“. 2019 წლის 12 დეკემბერს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში (1994-2002 წწ.) თედო ჯაფარიძესთან. 

      უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

      2019 წლის 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია.

      დღის წესრიგი:

      • შესავალი სიტყვა: ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;

      მოხსენებები:

      1. აკადემიკოსი როინ მეტრეველი: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერის სულიერი წინამძღოლი";
      2. პროფესორი სერგო ვარდოსანიძე: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მრავალკონფენსიური მსოფლიო";
      3. პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე: "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი ქართველთა სახელმწიფოს ორიენტირების განსაზღვრაში" (XIX-XXI ს.ს);
      4. პროფესორი მანანა ტაბიძე: "საქართველოს ეკლესია და ქართული ენა (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებების მიხედვით);
      5. პროფესორი ვახტანგ გურული: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს ისტორიის პრობლემები";
      6. პროფესორი თეა გოგოტიშვილი  ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და განწყობის ფსიქოლოგიური სკოლა";
      7. პროფესორი ლევან ჯიქია: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ქართული უნივერიტეტი".

       

      საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის წიგნის "წარსულის გახსენება" წარდგენა

      019 წლის 6 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის წიგნის "წარსულის გახსენება" წარდგენა.

      დასწრება თავისუფალია.

      საჯარო ლექცია: "შეიცანი და აღმოაჩინე ჩინეთი: ქართულ-ჩინური ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები"

      2019 წლის 10 დეკემბერს, 12:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სინოლოგი ალექსანდრა ლატარია წაიკითხავს საჯარო ლექციას „შეიცანი და აღმოაჩინე ჩინეთი: ქართულ-ჩინური ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები’’.

      დასწრება თავისუფალია.  

      საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება

      ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის და პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის ჩატარების მიზნით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აკადემიურ თანამდებობებზე დასანიშნად რეკომენდაცია გაეწიათ:

      • პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: ქალბატონ ნინო დამენიას 
      • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: ქალბატონ თამარ კბილაძეს
      დისკუსია თემაზე: "ქართული ენა - ქართველთა (/საქართველოს მოქალაქეთა) გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში".

      26 ნოემბერს, სამშაბათს, 15:00 საათზე წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის: "ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან" ფარგლებში, გაიმართება დისკუსია თემაზე: "ქართული ენა - ქართველთა (/საქართველოს მოქალაქეთა) გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში". 

      "ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან" ღია სივრცეა ყველა დაინტერესებული პირისათვის.

      ძირითადი გამომსვლელები: 

      • ტარიელ ფუტკარაძე, ქართველოლოგი, პროფესორი 
      • მიხეილ ღანიშაშვილი, პოეტი
      • გოგა ჩანადირი, ფოტოჟურნალისტი
      • მანანა ტაბიძე, ქართველოლოგი, პროფესორი
      • გიორგი ხორბალაძე, პროფესორი, პოეტი
      • საიდ მულიანი, ისტორიკოსი, ქართველოლოგი
      • ლევან ბებურიშვილი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი

      რეგლამენტი: ძირითადი გამომსვლელები - 7 წუთი; 
      დისკუსიის სხვა მონაწილე - 5 წუთი

      წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, IV სართული.
       

      საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საყურადღებოდ!

      მიმდინარე წლის ნოემბერში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამას (CARYS), რომელიც გახლავთ საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (Georgia National Innovation Ecosysytem – GENIE) შემადგენელი ნაწილი და ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

      პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კერძო, საჯარო და აკადემიური სექტორის თანამშრომლობით ინოვაციურ საქმიანობას; ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით კოლაბორაციული გამოყენებითი კვლევების განხორციელებას; კვლევითი და ტექნოლოგიების ტრანსფერის უნარების გაძლიერებას; იმ კომერციული და ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალის მქონე ინოვაციური კვლევების გამოვლენას, განვითარებასა და დანერგვას, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს სოციო-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრაზე ან/და წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის ინოვაციას.

      გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსში პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

      • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
      • ინჟინერია და ტექნოლოგიები;
      • სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
      • აგრარული მეცნიერებები;
      • სოციალური მეცნიერებები;
      • ჰუმანიტარული მეცნიერებები.

      საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო მაქსიმალური ბიუჯეტი 250 000 ლარს. პროექტი ან პროექტით გათვალისწინებული აქტივობა არ შეიძლება იყოს უკვე განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელისა და/ან კვლევითი ჯგუფის მიერ რომელიმე (ეროვნული/საერთაშორისო) დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით.

      კონკურსში მონაწილეობა და დაფინანსების მიღება ეზღუდება იმ პროექტებს, რომლებიც თემატურად დაკავშირებულია:

      • სამხედრო ან ბირთვულ ტექნოლოგიებთან;
      • სპირტის ან თამბაქოს წარმოებასთან (ნებადართულია მევენახეობა, მეღვინეობის თემაზე კვლევები);

      კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მკვლევართა ჯგუფს (ძირითად პერსონალს), რომელსაც გააჩნია მასპინძელი ორგანიზაციის მხარდაჭერა კვლევისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომისათვის. პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის სამეცნიერო-კვლევითი სექტორის წარმომადგენელი, ხოლო პროექტის ძირითადი პერსონალი უნდა

      შედგებოდეს სამეცნიერო-კვლევითი და კერძო სექტორის წარმომადგენელი პირებისაგან. ძირითადი პერსონალის მინიმუმ 50%-ს უნდა შეადგენდნენ ახალგაზრდა მკვლევარები, ძირითადი პერსონალის არაუმეტეს 25% უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული კვლევის შესაბამისი კერძო სექტორის წარმომადგენლები.

      პროექტების შეფასება განხორციელდება ორ ეტაპად, რომელიც მოიცავს შეფასებას როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე შესარჩევი კომისიის მიერ.

      შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!

      ცხადდება მიღება ტრენერთა ტრენინგ - 2-ზე (ToT-2)

      ცხადდება მიღება ტრენერთა ტრენინგ - 2-ზე (ToT-2)

      „ტრენერთა ლაბორატორია“  აცხადებს მონაწილეების მიღებას (ToT-2ზე). კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც უკვე აქვს გავლილი ჩვენს ორგანიზაციაში „ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის“ და აღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

      ტრენინგის დაწყების თარიღი: 2019 წლის 29 ნოემბერი
      შეხვედრების რაოდენობა: 8
      სესიები გაიმართება ყოველ პარასკევს (18:00-21:00) და შაბათს (11:00-18:00)

      ToT-2 არის შენთვის, თუ:

      • გაქვს “ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის“ გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი
      • აღნიშნული ტრენინგის შემდგომ  ჩაგიტარებია ერთი ტრენინგი მაინც
      • არ გეყო პირველი ტრენინგისას მოწოდებული ინფორმაცია ან არასაკმარისი იყო შენს უნარებზე სამუშაოდ.

      ToT-2 დაგეხმარება ტრენინგების ჩატარების მიმართულებით არსებული ცოდნის გაფართოებაში და უშუალოდ შენი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. აღნიშნული კურსის ფარგლებში უფრო ღრმად შეისწავლით ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

      • აქტიური სწავლების მეთოდები
      • პროფესიული უნარების განვითარების გზები
      • როგორ გავხდე უფრო თავდაჯერებული
      • ტრენინგის გაფორმების მეთოდები და სხვა.

      რაც ყველაზე მთავარია, ToT-2-ის დასრულების შემდგომ შენ უკვე გექნება მზა, საავტორო ტრენინგ მოდული, რომელსაც თავადვე შექმნი!

      ტრენინგის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.

      დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით 20 ნოემბრამდე აღნიშნულ ბმულზე

      იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
      გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილს.


      საკონტაქტო ინფორმაცია:
      ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე
      ელ. ფოსტა: saladze.nino@gmail.com

      18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან, ბატონ ზვიად გაბისონიასთან

      18 ნოემბერს, 12:00 საათზე წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შედგება შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან, ბატონ ზვიად გაბისონიასთან. შეხვედრისას ბატონი ზვიადი ისაუბრებს თემებზე: სამეცნიერო ფონდის ევრაქსესში (EURAXESS) გაწევრიანება, მეცნიერების რეფორმა, ფონდის პროექტები და გეგმები.

      დასწრება თავისუფალია.

      საჯარო ლექცია: "ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემა პროვინციებად დაშლილ საქართველოში" (XV-XIX ს.ს.)

      2019 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემა პროვინციებად დაშლილ საქართველოში" (XV-XIX ს.ს.)
       

      ვულოცავთ

      საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ნოემბერს წმიდა მოციქულ იაკობის ხსენების დღეს აღნიშნავს. ვულოცავთ ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, ქართულ უნივერსიტეტში პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელს, მეუფე იაკობს ანგელოზის დღეს. 

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის განცხადება

      42 წლის წინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქად აღსაყდრების დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ სიტყვებით მიმართა სამწყსოს: ,, მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა“... ამ შეგნებითა და ღვთის შეწევნით პატრიარქმა თავისი ხანგრძლივი მამამთავრობისას შეუძლებელი შეძლო, ათეისტური ხელისუფლებისგან შევიწროვებული და დამცრობილი ეკლესია გააძლიერა, დაანგრია ეკლესიასა და ხალხს შორის ხელოვნურად აღმართული გაუცხოების კედელი... რა განსაცდელი არ გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, რამდენი პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი გადაჰყვა ამ განსაცდელებს, მაგრამ ერთადერთი შეურყეველი ავტორიტეტი ესაა უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, მის ძლიერებას და სიმტკიცეს განაპირობებს უფლის წყალობა და ხალხის სიყვარული. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მტკიცედ უჭერენ მხარს მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია მეორეს და უსურვებენ მრავალჟამიერ სიცოცხლეს.
       

      პროფესორ მიხეილ ქავთარიას გახსენება

      4 ნოემბერს, ორშაბათს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ცნობილი მეცნიერის, ძველი ქართული ხელნაწერების მკვლევრის, პროფესორ მიხეილ ქავთარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

      დღის წესრიგი:

      1. ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - შესავალი სიტყვა და მოხსენება "მიხეილ ქავთარია საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი"
      2. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი პროფესორი ზაალ აბაშიძე - მიხეილ ქავთარია და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
      3. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ეკა დუღაშვილი - მიხეილ ქავთარია - ქართული სამწიგნობრო სკოლების მკვლევარი
      4. ხელნაწერთა ეროვნული  ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ქეთევან ტატიშვილი  -მიხეილ ქავთარია - მასწავლებელი

       

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2019 წლის 4 ნოემბერს, 15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ინგა გრიგალაშვილის  სადისერტაციო ნაშრომის ,,XVII საუკუნის ირან-საქართველოს ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი“ დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი:როინ მეტრეველი, აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
      დოქტორანტის რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ბახტაძე, ისტორიის  დოქტორი კახა კვაშილავა
       

      კალათბურთის (ცალფარზე, 3x3) შიდა ჩემპიონატი!

      მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 1 ნოემბერს, 12:30დან 13:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია კალათბურთის აკადემიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ა).

      რეგისტრაციის გასავლელად თან იქონიეთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა.

      ტურნირის დასაწყისი: 13:00 სთ.

      გუნდური რეგისტრაციის შემთხვევაში, წარმოადგინეთ 3 ან 5 კაციანი განაცხადი.

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურს (II კორპუსი, #2 აუდიტორია) ან დარეკეთ 599 15 10 15;

      ამერიკული განათლების გამოფენა

      30 ოქტომბერს, 15:00 სთ-დან-18:00 სთ-მდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს მასშტაბურ ამერიკული განათლების გამოფენას 16 ამერიკული კოლეჯისა და უნივერსიტეტის მონაწილეობით. გამოფენა გაიმართება სასტუმრო რუმსის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, მ. კოსტავას 14).

      გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები საშუალო სკოლის, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებზე. დამსწრეები  გაეცნობიან წარმოდგენილ მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების მიხედვით, ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის მთავრობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.

      2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან 600-მდე ადამიანი იღებს განათლებას აშშ-ში, მათგან 60 % საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობს. ამ მონაცემებით, აშშ-ში განათლების მიმღებთა რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 35% ით გაიზარდა (IIE, Open Doors 2018), რაც ევროპის რეგიონისთვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. გამოფენა ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე, ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.

      გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA (www.educationusa.state.gov), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის “საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.

      დამატებითი ინფორმაცია გამოფენაში მონაწილე უნივერსიტეტებზე  და ელექტრონული რეგისტრაციის ბმული განთავსებულია ღონისძიების ფეისბუქის გვერდზე  (ადგილზე რეგისტრაციაც შესაძლებელია).

      მონაწილეთა შერჩევა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრობისთვის

      ზოგადი ინფორმაცია

      2019 წელს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) პარტნიორობით, თბილისში სასტუმრო „სტამბაში", გაიხსნა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი. ცენტრი წარმოადენს ინტელექტუალურ სივრცეს - პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან კვლევებზე, დებატებზე, იდეების გაცვლაზე, პროფესიული წრეების შექმნაზე, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ცენტრი თავს უყრის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლებს, ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, რომლთაც აერთიანებთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, კანონის უზენაესობა და ლიბერალული საერთაშორისო წესები.

      დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან არსებული პირველი ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა ჩივენინგის კურსდამთავრებულთა პროგრამის ფონდის (CAPF) მხარდაჭერით და გულისხმობს ორდღიანი ტრეინინგების ჩატარებას შერჩეული მონაწილეებისთვის, რაც თავის მხრივ  ამ ეტაპზე წარმოადგენს  ცენტრის დაფუძნების ძირითადი მიზნების ლოგიკურ გაგრძელებას და გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში. ცენტრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის შექმნა და ტრეინინგების ჩატარება ხელს შეუწყობს ცვლილებების შემქმნელთა ახალი თაობის განვითარებას და დემოკრატიული წინსვლისთვის საჭირო ეფექტური ქსელის შექმნას. კლუბის წევრებს მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ცენტრის აქტივობებში, ისარგებლონ მისი რესურსებითა და ახლი კავშირებით.

      ახალგაზრდული კლუბის ტრეინინგ პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

      ახალგაზრდული კლუბის ტრეინინგ პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, საქართველო და სომხეთი ახალგაზრდა ადამიანების მობილიზებას და მათ დაკავშირებას ჩივენინგის კურსდამთავრებულთა ქსელთან, რათა მოხდეს მათი ჩართვა დიალოგებსა და განხილვებში და გამოცდილების და იდეების გაზიარება დამოკრატიის საკითხებზე, შედეგად ჩამოყალიბდება ერთიანი პლატფორმა (როგორც ელექტრონული/ონლაინ, ისე პერსონალური).

      ჩივენინგის კურსდამთავრებულები, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, გაუწევენ ახალგაზრდა მონაწილეებს, ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნიდან, მენტორობას და ჩაატარებენ ორდღიან ტრეინინგებს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითები (case-studies) დემოკრატიის გამოწვევებსა და მათ მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.  ტრეინინგები ჩატარდება ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრიში, სასტუმრო „სტამბაში", თბილისი, საქართველო.

      ამასთან, ტრეინინგების ფარგლებში, სესიები დაეთმობა ჩივენინგის პროგრამას, რათა მოხდეს სტიპენდიის წახალისება და მის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

      მონაწილეთა შერჩევის პირობები

      შერჩევის კრიტერიუმები

      20 ახალგაზრდა აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, საქართველოსა და სომხეთიდან შერჩეული იქნება  ორდღიან ტრეინიგ პროგრამაში მონაწილეობის მიიღების მიზნით.

      • დაინტერესებული აპლიკანტი უნდა იყოს 18-დან 27 წლის და ამ ქვეყნიდან ერთერთის მოქალაქე: აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, საქართველო და სომხეთი;
      • ტრეინინგებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა უნდა ჩაწეროს მოკლე ვიდეო ინგლისურ ენაზე ან ახლდეს ინგლისური სუბტიტრები (მაქსიმუმ 10 წუთი), დემოკრატიის შესახებ მისთვის მნიშვნელოვან ერთერთ თემაზე, განათავსოს ვიდეო სოციალურ მედიაში (მაგალითად: Facebook, Youtube) და მოგვაწოდოს ატვირთული ვიდეოს ბმული (link) შემდეგ მისამართზე: info@eprc.ge. გთხოვთ, წერილის "subject" ველში მიუთითოთ „Fukuyama Democracy Frontline Center Youth Club";
      • ტრეინინგები და დისკუსიები წარიმართება ინგლისურ ენაზე.

      ორგანიზატორები დაფარავენ ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯებს.

      განაცხადის ვადა 

      განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ოქტომბერი, 18:00, თბილისის დროით. ამასთან, ჩვენ მივესალმებით ვადამდე ადრე მოწოდებულ განაცხადებს.

      გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში.

      დამატებითი ინფორამაცია და/ან კითხვები

      დამატებითი ინფორმაციის და კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ngamkharashvili@eprc.ge 

      მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

      პროექტი „სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“.

      2018 წლიდან პოლონური ორგანიზაცია HumanDoc, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში.

      პროექტის ფარგლებში, სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე პირთა პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, 2019 წლის 1 ნოემბერს, 10:00-13:00 საათამდე ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ერთდღიანი სემინარი. 

      სემინარის სამიზნე აუდიტორიაა სოციალური და ჰუმანიტარული სპეციალობების სტუდენტები და პროფესორები. სემინარი განსაკუთრებით სასარგებლო და საინტერესო იქნება მომავალი მასწავლებლების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, ჟურნალისტების, იურისტებისა და საჯარო მოხელეებისათვის.

      სემინარს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური ტრენერები პოლონეთიდან და საქართველოდან, რომლებიც ინტერაქტიულად მიაწვდიან სემინარის მონაწილეებს ინფორმაციას ყრუ-უსინათლოთა პრობლემების, ევროკავშირის დონეზე საკანონმდებლო ჩარჩოსა და ყრუ-უსინათლო ადამიანებთან ურთიერთქმედების სპეციფიკის შესახებ.

      სემინარზე უზრუნველყოფილი იქნება ყავის შესვენება. დასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

      ადგილები შეზღუდულია.სემინარზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

       

      ცხადდება "ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი".

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს „ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსს’’. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს. 
      კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერების სამეცნიერო უნარებისა და პოტენციალის განვითარებას, ასევე ახალი იდეებისა და კონცეფციებისთვის ხელის შეწყობა. 

      თემატიკა: საქართველოს ისტორია; ქართული ლიტერატურის ისტორია;  ენათმეცნიერება; სამართალი; საჯარო მმართველობა; ეკონომიკა; ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია; ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება. 
      პროექტის განაცხადები მიიღება 20 ნოემბრის 10 საათიდან 6 დეკემბრის 18 საათამდე.
      კონკურსში მონაწილეობის შესახებ პროექტის განაცხადი უნდა წარადგინოთ ქართული უნივერსიტეტის კანცელარიაში. 
      პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 5 000 ლარი.
      საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის განხორციელების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. 
      სასურველია პროექტის განხორციელებაში ჩართული იყოს ორი ან ორზე მეტი პერსონალი, მათ შორის 1 აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
      კვლევის შედეგები უნდა გამოქვეყნდეს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში. 
      კონკურსის შედეგები გამოცხადდება კვლევების დაფინასების წესის მე-7 მუხლის, მე-7 პუნქტის შესაბამისად, რომლის შემდეგაც გამარჯვებულ კონკურსანტებთან დაიდება შესაბამისი კონტრაქტი. 

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: j.meskhishvili@sangu.edu.ge 
      უნივერსიტეტი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს წარმოდგენილი ინფორმაციების დეტალიზაცია და დაზუსტება. 

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

      გაცნობებთ, 2019 წლის 6 დეკემბერს ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
      საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვებიან და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება.

      კონფერენციის თემატიკა: 
      ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

      • საქართველოს ისტორია
      • ქართული ფილოლოგია
      • სამართალი
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები
      • ეკონომიკა
      • ფსიქოლოგია
      • ტურიზმის ბიზნესი
      • კომპიუტერული მეცნიერება
      • ბიზნესის ადმინისტრირება

      მაგისტრანტებისთვის:

      • სამართალი; 
      • საჯარო მმართველობა
      • ქართული ლიტერატურის ისტორია
      • საქართველოს ისტორია
      • ენათმეცნიერება
      • ეკონომიკა
      • ბიზნესის ადმინისტრირება
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

      მონაწილეობის მიღების პირობა: კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა 12 ნოემბრამდე უნდა გააგზავნოს მოხსენების თეზისი ელექტრონულ მისამართზე j.meskhishvili@sangu.edu.ge. თეზისებს განიხილავს სამეცნიერო კომიტეტი და საუკეთესო 12 თეზისის ავტორს კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მიეცემა.

      ჩატარების თარიღი: 6 დეკემბერი. 
      შეფასების კრიტერიუმი: 

      1. სამეცნიერო კომპონენტი
      2. პრეზენტაციის უნარი
      3. პრობლემის აქტუალურობა
      4. საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი.

      საპრიზო კატეგორია: 
      ბაკალავრიატის სტუდენტები

      • 1 ადგილი - 150 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
      • 2 ადგილი - 100 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
      • 3 ადგილი -   50 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.    

      მაგისტრატურის სტუდენტები

      • ნომინაცია ,,საუკეთესო მოხსენება’’ - 150 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
      • მოხსენების ხანგრძლივობა: 15 წუთი, +5 წუთი კითხვა-პასუხისთვის.
         
      ისტორიის კლუბის „ოქროს საწმისი“ პრეზენტაცია

      2019 წლის 17 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ისტორიის კლუბის „ოქროს საწმისი“ პრეზენტაცია. კლუბის ეგიდით სემესტრის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი საინტერესო ღონისძიება. პირველი ღონისძიება მიეძღვნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის ხსოვნას. 
       

      დასაქმების ფორუმი

      18 ოქტომბერს, სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში გაიმართება დასაქმების ფორუმი. 
      სტუდენტებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებულ, სტუდენტებზე მორგებულ ვაკანსიებს. 

      ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 25-ამდე დამსაქმებელი:

      დასაწყისი: 10:00 საათი 

      სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახური ზრუნავს თქვენს წინსვლასა და წარმატებაზე! 


       

      მასწავლებლის მომზადების პროგრამის სასწავლო ცხრილი

      ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია
      სამშაბათი - 18:30 – 21:30 - მიხეილ ტეფნაძე, სწავლება და შეფასება, აუდ. N311
      პარასკევი - 18:30 – 21: 30 - ნინო კობალაძე, სწავლებისა და განვითარების თეორიები, აუდ. N311
      შაბათი - 10:00 – 12:50 - მიხეილ ტეფნაძე, სწავლება და შეფასება, აუდ. N311 
      შაბათი - 13:00 – 15:50 - დავით ლიპარტელიანი, პრაქტიკული კვლევა სკოლაში, აუდ. N310

      ინგლისური ენა; მათემატიკა; ბიოლოგია; ქიმია; ფიზიკა
      ოთხშაბათი - 18:30 – 21:30 - ნინო კობალაძე, სწავლებისა და განვითარების თეორიები, აუდ. N311
      ხუთშაბათი - 18:30 – 21: 30 - მიხეილ ტეფნაძე, სწავლება და შეფასება, აუდ. N309
      შაბათი - 10:00 – 12:50 - დავით ლიპარტელიანი, პრაქტიკული კვლევა სკოლაში, აუდ. N310
      შაბათი - 13:00 – 15:50 - მიხეილ ტეფნაძე სწავლება და შეფასება, აუდ. N311
       

      საჯარო ლექცია „ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ - ტრადიციული და თანამედროვე ინტერპრეტაციები“

      2019 წლის 15 ოქტომბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ - ტრადიციული და თანამედროვე ინტერპრეტაციები.

      ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.
       

      ქართველოლოგიის ცენტრის XII სამეცნიერო კონფერენცია „მერაბ კოსტავა - 80“

      2019 წლის 16 ოქტომბერს 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული), ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის XII სამეცნიერო კონფერენცია „მერაბ კოსტავა - 80“.  

      კონფერენციის პროგრამა.

      დასწრება თავისუფალია.
       

      14 ოქტომბერი - დასვენების დღე

      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის საყურადღებოდ!

      14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა დასვენების დღეა.
       

      ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე

      ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი:

      • პროფესორის ერთ ვაკანტურ  აკადემიურ თანამდებობაზე ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
      • ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)

      კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:

      • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის  ვადა 2019  წლის 18-19 ნოემბერი.
        მისამართი ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11.00 საათიდან - 17.00 საათამდე.
      • კონკურსი ტარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით.
      • კონკურსის შედეგები გამოქვეყნება არაუგვიანეს 2019 წლის 28 ნოემბერი.

      საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:

      პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება;

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები,  რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

      პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • ეკონომიკის, მენეჯმენტის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;( მასალების შემუშავება/უზრუნველყოფა)
      • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
      • ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
      • სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
      • ინგლისური ენის ცოდნა. 

      ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

      ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • ეკონომიკის, მენეჯმენტის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;(მასალების შემუშავება/უზრუნველყოფა)
      • ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
      • სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
      • ინგლისური ენის ცოდნა.

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      2. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      4. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      5. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      6. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
      8. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      9. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
      11. დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
      12. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ!

      მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელებისთვის პირველი საინფორმაციო შეხვედრა და ლექციები ჩატარდება 2019 წლის 12 ოქტომბერს, შაბათს, შემდეგი გრაფიკით: 

      1. ქართული ენა და ლიტერატურა - 10:00 საათი, პირველი კორპუსი, მესამე სართული აუდიტორია N311
      2. ისტორია - 10:00 საათი, პირველი კორპუსი, მესამე სართული აუდიტორია N311
      3. ინგლისური ენა - 13:00 საათი, პირველი კორპუსი, მესამე სართული აუდიტორია N311
      4. ფიზიკა - 13:00 საათი, პირველი კორპუსი, მესამე სართული აუდიტორია N311
      5. ქიმია - 13:00 საათი, პირველი კორპუსი, მესამე სართული აუდიტორია N311
      6. ბიოლოგია - 13:00 საათი, პირველი კორპუსი, მესამე სართული აუდიტორია N311
      7. მათემატიკა - 13:00 საათი, პირველი კორპუსი, მესამე სართული აუდიტორია N311
         
      გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

      2019 წლის 8 ოქტომბერს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია.

      შესავალი სიტყვა - ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
       

      მოხსენებები:

      1. ამირან არაბული - „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები...“
      2. ლევან ბებურიშვილი - გიორგი ლეონიძის პოეტური გზა;
      3. მანანა ტაბიძე - გიორგი ლეონიძის სიტყვათშემოქმედებითი თავისებურებები;
      4. ნინო მამარდაშვილი - გიორგი ლეონიძე, როგორც ქართული ლიტერატურის მკვლევარი; 
      5. ქეთევან შენგელია - ეშმაკი გალიფეში (ლადო კოტეტიშვილის მოთხრობის მიხედვით);
      6. ნათია სიხარულიძე - გიორგი ლეონიძე თანამედროვეთა მოგონებებში.
       

      EAGT საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია

      2019 წლის 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შედგება ფსიქოლოგიის დოქტორების, ევროპაში ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტების, პროფესორების დიმიტრი ნადირაშვილის და თეა გოგოტიშვილის მიერ ბუდაპეშტში, გეშტალტთერაპევტთა EAGT საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია.

      მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე თვითდაფინანსებით ჩარიცხულთა სია

      მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე თვითდაფინანსებით სწავლის უფლება მოიპოვეს ქვემოთ ჩამოთვლილმა აპლიკანტებმა. თითოეული აპლიკანტი ვალდებულია გადაიხადოს სემესტრული სწავლის საფასური და 4 ოქტომბრის 15:00 საათამდე გადახდის ქვითარი წარმოადგინოს და გააფორმოს ხელშეკრულება ქართულ უნივერსიტეტში, პირველი კორპუსი, მეორე სართული, ოთახი N201

      1. პ/ნ 54001055821
      2. პ/ნ 01911098190
      3. პ/ნ 01027068234
      4. პ/ნ 31001053726
      5. პ/ნ 39001042162
      6. პ/ნ 31001055059 
      7. პ/ნ 19001110276
      8. პ/ნ 54001057982
      9. პ/ნ 53001060010
      10. პ/ნ 35001024269
      11. პ/ნ 06001008210
      12. პ/ნ 15001023383
      13. პ/ნ 60001121842
      14. პ/ნ 01030045979
      15. პ/ნ 62001040333
      16. პ/ნ 40001014975
      17. პ/ნ 02001007886
      18. პ/ნ 577798248
      19. პ/ნ 62001043810
      20. პ/ნ 01026015782

      სწავლის საფასური:
      ქართული - 2150 ლარი, 80% - 1720ლარი=2 X 860ლარი
      ინგლისური - 2250 ლარი, 80% - 1800ლარი=2 X 900ლარი
      ისტორია - 2150 ლარი, 80% - 1720ლარი=2 X 860ლარი

      ქართული უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები
       

      ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია: "ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა”

      2019 წლის 4 ოქტომბერს 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა". 

      გაყალბებული ისტორია პოლიტიკის სამსახურში

      2019 წლის 9 ივლისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქალაქ ეკატერინბურგში ყოფნისას ისაუბრა საქართველოს ისტორიის ფუნდამენტურ საკითხებზე და ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა საკუთარი მცდარი ინტერპრეტაციით წარმოადგინა. რუსეთის პრეზიდენტის საუბრის ტექსტის გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ისტორიის უხეშ გაყალბებასთან და იმის მცდელობასთან, რომ გაყალბებული ისტორია პოლიტიკური მიზნებისათვის იქნას გამოყენებული. შევეცდებით რუსეთის პრეზიდენტის საუბრიდან გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და პასუხი გავცეთ მას. იხილეთ სრულად

      საინფორმაციო ლექცია "ამერიკაში სწავლების შესაძლებლობების" შესახებ

      2019 წლის 3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო ლექცია "ამერიკაში სწავლების შესაძლებლობების" შესახებ. ლექციაზე საუბარი იქნება თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ სასწავლო და სამეცნიერო სტიპენდიები და ვისწავლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

      ლექციას წაიკითხავს "განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით" ქსელის წარმომადგენელი დალი ხომერიკი.

      დასწრება თავისუფალია.
       

      გასაუბრების/გამოცდის შედეგები მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე

      დაფინანსებულთა სიაში მოხვედრილებს შეგიძლიათ ხელშეკრულების გასაფორმებლად მობრძანდეთ 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ქართულ უნივერსიტეტში, პირველი კორპუსი, მეორე სართული, ოთახი N201. 

      თვითდაფინანსებულთა სიაში მოხვედრილთა საყურადღებოდ!

      თვითდაფინანსებულთა სიაში მოხვედრილმა აპლიკანტმა ქართულ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში 2019 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით ამის თაობაზე უნდა დააფიქსიროს ელექტრონულ მისამართზე zurabberia@gmail.com და მიუთითოს სახელი, გვარი და საგანი, რომელზეც ჰქონდა განაცხადი შემოტანილი. შეგახსენებთ, რომ თვითდაფინანსებულთა რაოდენობა ჯამურად (ყველა საგნის ჩათვლით) განსაზღვრულია 20 ადგილით. თვითდაფინანსებულთა სწავლის საფასურის 20%-ს უნივერსიტეტი დააფინანსებს.  
       

      მათემატიკა
      მაქსიმალური ქულა - 25, ზღვარი - 13 ქულა
      ზღვარი გადალახა და დაფინანსება მოიპოვა ოთხივე აპლიკანტმა: 

      • 26001038435 – 20 ქულა
      • 62009005644 – 19 ქულა
      • 36001001403 – 21 ქულა
      • 33001003332 – 18 ქულა

      ქიმია
      მაქსიმალური ქულა - 25, ზღვარი - 13 ქულა
      ზღვარი გადალახა და დაფინანსება მოიპოვა ერთმა აპლიკანტმა

      • 01011070713– 20 ქულა

      ფიზიკა
      მაქსიმალური ქულა - 25, ზღვარი - 13 ქულა
      ზღვარი გადალახა და დაფინანსება მოიპოვა ერთმა აპლიკანტმა

      • 43001040108 – 21 ქულა

      ბიოლოგია
      მაქსიმალური ქულა - 25, ზღვარი - 13 ქულა
      ზღვარი გადალახა და დაფინანსება მოიპოვა ხუთივე აპლიკანტმა

      • 60001154243 – 22 ქულა
      • 22001024838 – 19 ქულა
      • 20002046360 – 19 ქულა
      • 01029010598 – 17 ქულა
      • 37001038359 – 16 ქულა

      ისტორია
      მაქსიმალური ქულა - 25, ზღვარი - 13 ქულა
      ზღვარი გადალახა და დაფინანსება მოიპოვა შვიდმა აპლიკანტმა, დანარჩენ აპლიკანტებს პროგრამაზე სწავლა შეეძლებათ თვითდაფინანსების პირობებში (სწავლის წლიური საფასური 2150 ლარი, რომლის 20%-ის დაფინანსებაში უნივერსიტეტი მიიღებს თანამონაწილეობას).

      სრული დაფინანსება:

      • 24001046435  – 24 ქულა
      • 01024077211   – 21 ქულა
      • 33001031959   – 23 ქულა
      • 62009000108   - 22 ქულა
      • 16001031102   – 20 ქულა
      • 51001029916   – 20 ქულა
      • 14001020774   - 19 ქულა

      თვითდაფინანსება (სწავლის წლიური საფასური 2150 ლარი, რომლის 20%-ის დაფინანსებაში უნივერსიტეტი მიიღებს თანამონაწილეობას)

      • 49001015320   - 18 ქულა
      • 54001056860   - 18 ქულა
      • 14001028712   - 18 ქულა
      • 12001094533   - 17 ქულა
      • 01005039620   - 17 ქულა
      • 62001043810   - 16 ქულა
      • 38001044482   - 16 ქულა

      ინგლისური ენა
      მაქსიმალური ქულა - 25, ზღვარი - 13 ქულა 
      ზღვარი გადალახა და დაფინანსება მოიპოვა 16 აპლიკანტმა, დანარჩენ აპლიკანტებს პროგრამაზე სწავლა შეეძლებათ თვითდაფინანსების პირობებში (სწავლის წლიური საფასური 2250 ლარი, რომლის 20%-ის დაფინანსებაში უნივერსიტეტი მიიღებს თანამონაწილეობას).

      სრული დაფინანსება:

      • 01006001039 - 25 
      • 01001093305 – 25
      • 54001061547 – 25
      • 01001076718 – 25
      • 01027034974 – 24
      • 12001091466 – 24
      • 13001012367  - 24
      • 01024062299 -23
      • 62004025422 – 23
      • 59001024589 – 23
      • 60001006733 – 23
      • 22001023600 – 23
      • 35001061152 – 23
      • 01013012445 – 23
      • 42001036297 – 23 
      • 55001006813  - 22

      თვითდაფინანსება (სწავლის წლიური საფასური 2250 ლარი, რომლის 20%-ის დაფინანსებაში უნივერსიტეტი მიიღებს თანამონაწილეობას)

      • 35001059607 – 20
      • 35001024269 – 20 
      • 60001121842 – 20 
      • 15001023383 – 20
      • 06001008210 - 20
      • 01011085692 - 20
      • 62001040333 - 19   
      • 01030045979 – 19
      • 19001103984 – 19
      • 01027074072 -19
      • 40001014975 - 19
      • 19001106762 - 18
      • 02001007886 – 18
      • 26001035450 – 17 
      • 01019060751 – 17
      • 01026015782 – 17
      • 35001123055 – 16 
      • 01001066812 – 16
      • 01005045323 – 16
      • 54001055673  - 16
      • 0100503069 – 16
      • 11001008481  - 14
      • 01005041992 – 14
      • 01011075292 - 13

      ქართული ენა და ლიტერატურა

      მაქსიმალური ქულა - 25, ზღვარი - 23 ქულა 
      ზღვარი გადალახა და დაფინანსება მოიპოვა 16 აპლიკანტმა, დანარჩენ აპლიკანტებს პროგრამაზე სწავლა შეეძლებათ თვითდაფინანსების პირობებში (სწავლის წლიური საფასური 2150 ლარი, რომლის 20%-ის დაფინანსებაში უნივერსიტეტი მიიღებს თანამონაწილეობას).

      სრული დაფინანსება:

      • 01005029655    25
      • 19001106421    25
      • 18001064306    25
      • 0100109559     25
      • 62702010564    25
      • 01027081498    25
      • 31001055182    25
      • 38001046446    24
      • 12001095990    24
      • 1901104261    24
      • 01019083011    24
      • 61001081129    23
      • 62009003409    23
      • 01001097453    23
      • 31001051969    23
      • 46001022873    23

      თვითდაფინანსება (სწავლის წლიური საფასური 2150 ლარი, რომლის 20%-ის დაფინანსებაში უნივერსიტეტი მიიღებს თანამონაწილეობას)

      • 54001055821    22
      • 53001054531    22
      • 43001039399    22
      • 01911098190    21
      • 45001032718    21
      • 01001057844    21
      • 01027068234    21
      • 20001066754    21
      • 39001042162    21
      • 31001053726    21
      • 31001055059    20
      • 38001043299    20
      • 19001110276    19
      • 13001064626    19
      • 56001023177    19
      • 11001032336    19
      • 31001056571    18
      • 10001057707    18
      • 33001081774    18
      • 29001033826    18
      • 54001057982    18
      • 01011092670    18
      • 53001060010    18
      • 01001082685    18
      • 01017049385    17
      • 49001013598    17
      • 39001040318    17
      • 31001051828    17
      • 38001048721    17
      • 01011086338    16 
      • 14001019166    15
      • 38001046505    14
      “ტრენერთა ლაბორატორია” აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგ-კურსზე "ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის"

      “ტრენერთა ლაბორატორია” აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგ-კურსზე "ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის".

      თუ გინდა გახდე ტრენერი, მასწავლებელი ან თუნდაც ლექტორი - მაშინ უნდა იცოდე, რომ მხოლოდ საგნის ცოდნა ამისათვის საკმარისი არაა! შენ დამატებით გჭირდება სპეციალური კომპეტენციები, რომლის განვითარებაზეცაა დამოკიდებული შენი წარმატებული კარიერა!
      ჩვენ, აღნიშნული ტრენინგ-კურსით დაგეხმარებით ტრენერისათვის საჭირო ძირითადი უნარჩევევბის გაუმჯობესებაში:

      • როგორ ვასწავლოთ სხვას
      • როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია აუდიტორიასთან
      • ზრდასრულთა სწავლების თავისებურებები
      • ეფექტიანი სწავლების მეთოდები

      ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც თეორიულ ცოდნასთან ერთად სურს პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინოს და დახვეწოს საკუთარი პროფესიული კომპეტენცია. 
      მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ:

      • დაგეგმოთ და განახორციელოთ საავტორო ტრენინგ კურსები
      • მართოთ ტრენინგთან დაკავშირებული რისკები 
      • ინფორმაციის სწორად გადაცემის მეთოდები
      • მართოთ სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპის მონაწილეები
      • სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები

      ტრენინგი დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური სამუშაოებით.

      ტრენინგის დაწყების თარიღი: 2019 წლის 4 ოქტომბერი
      შეხვედრების რაოდენობა: 8
      სესიები გაიმართება ყოველ პარასკევს (19:00-22:00) და შაბათს (11:00-18:00)

      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების, თანამშრომლებისათვისა და კურსდამთავრებულებისათვის კურსი არის უფასო. ხოლო, სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის კურსის ღირებულება შეადგენს 400 ლარს. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის ხორციელდება სპეციალური 50%-იანი ფასდაკლება და ღირს 200 ლარი.

      ტრენინგის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. 
      დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა 30 სექტემბრამდე დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე
       
      იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
      გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილს.
      მონაწილეთა აპლიკაციების გადარჩევის შემდგომ, 2 ოქტომბერს, გაიმართება გასაუბრების ეტაპი.

      საკონტაქტო ინფორმაცია:
      ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე
      ელ. ფოსტა: saladze.nino@gmail.com


       

      ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის დავით ონოფრიშვილის საჯარო ლექცია: "საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები"

      25 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019" ფარგლებში, გაიმართება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის დავით ონოფრიშვილის საჯარო ლექცია: "საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები".

      წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი. (I კორპ. IV სართ).

      იხილეთ დაგეგმილი ღონისძიებების სრული განრიგი

      ცხადდება ვაჟთა გუნდების რეგისტრაცია მინი-ფეხბურთის შიდა ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის!

      ცხადდება ვაჟთა გუნდების რეგისტრაცია მინი-ფეხბურთის შიდა ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის!

      მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, 2019 წლის 26 სექტემბრამდე დაარეგისტრიროთ 8 კაციანი გუნდი. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. გუნდის წევრებმა საჭიროა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება უნივერსიტეტის ექმითან.

      გუნდის ყველა წევრი უნდა სწავლობდეს ერთ სკოლაში !

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურს (II კორპუსი, #2 აუდიტორია) ან დარეკეთ 599 15 10 15;

      სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ გადააგზავნოთ ელ. მისამარზე: r.karchkhadze@sangu.edu.ge

      ტურნირი ჩატარდება 26 სექტემბერს, 14:00 საათზე, კუს ტბაზე.

      სარეგისტრაციო ფორმა
       

      სამაგისტრო პროგრამების გამოცდის შედეგები

       

      სამაგისტრო პროგრამის გამოცდის შედეგები სპეციალობასა და უცხო ენაში

      სპეციალობა: ენათმეცნიერება

      შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა - 100; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 51

      პირადი ნომერი სპეციალობა
      62002003932 93 ქულა
      01001095559 91 ქულა
      01011055108 87 ქულა

       

      სპეციალობა: საჯარო მმართველობა

      შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა - 100; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 51

      პირადი ნომერი სპეციალობა
      47001040913 85 ქულა
      01027082764 81 ქულა
      54001060493 82 ქულა
      34001008376 85 ქულა
      01011053963 75 ქულა
      61009028680 75 ქულა
      C02119431 85 ქულა
      01027090527 91 ქულა
      25001047151 92 ქულა
      01019057636 95 ქულა

       

      სპეციალობა: ქართული ლიტერატურის ისტორია

      შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა - 100; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 51

      პირადი ნომერი სპეციალობა
      01001097453 78 ქულა
      44001005151 84 ქულა
      22001023949 84 ქულა

       

      სპეციალობა: სამართალი 

      შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა - 60; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 31

      პირადი ნომერი სპეციალობა
      01005024719 46 ქულა
      01019077648 51 ქულა
      01001077648 58 ქულა
      62009004299 57 ქულა
      01001090796 58 ქულა
      12950000071 44 ქულა
      61006077428 53 ქულა
      51001030331 56 ქულა
      40001037420 48 ქულა

       

      სპეციალობა: ბიზნეს ადმინისტრირება (მენეჯმენტი)

      შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა - 100; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 51

      პირადი ნომერი სპეციალობა
      01011083295 84 ქულა
      13001064939 79 ქულა
      01005040560 83 ქულა
      35001125980 77 ქულა
      01005042832 77 ქულა
      51001030323 81 ქულა
      01008062596 81 ქულა 
      42001036890 85 ქულა
      51001030217 81 ქულა
      62001039570 79 ქულა 
      01019075048 85 ქულა
      01011097359 85 ქულა

       

      სპეციალობა: სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია

       შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა - 100; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 51

      პირადი ნომერი სპეციალობა
      01017050665 90  ქულა
      59002007604 65  ქულა
      01011091874 80  ქულა
      62002006942 70  ქულა
      60001134648 60  ქულა
      01019070454 72  ქულა
      06001000305 55  ქულა

       

      სპეციალობა: ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება 

      შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა - 100; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 51

      პირადი ნომერი სპეციალობა
      01027060756 81 ქულა
      62001044442 61 ქულა
      01517059414 89 ქულა 
      55001028225 61 ქულა
      01027077932 52 ქულა 
      47001043330 70 ქულა 
      01005033996 90 ქულა 
      01019073529 52 ქულა 
      26001036456 61 ქულა
      59001127217 66 ქულა
      01017050665 75 ქულა
      60001137754 66 ქულა 
      01011091874 64 ქულა
      20001068701 73 ქულა
      62002007226 58 ქულა 
      23001013955 70 ქულა
      35001122962 71 ქულა
      38001047755 83 ქულა
      62002006942 72 ქულა

       

      უცხო ენის შედეგები იხილეთ ბმულზე 

       

      პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ უნივერსიტეტში

      უნივერსიტეტში შემუშავდა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო საგანმანათლებლო პროგრამა „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“. 

      პროგრამა უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმებულ III და IV რანგის მოხელეთათვის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის 242 დადგენილებით გათვალსიწინებული პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების და სტანდარტის დაცვით. 

      პროგრამის ხელმძღვანელი:  ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი

      პროგრამის მიზანი:
      კურსის ფარგლებში,  მონაწილეები გაიაზრებენ საჯარო სამსახურის არსს და მის ადგილს ხელისუფლების მოწყობის სისტემაში, საქართველოს კონსტიტუციის და  ადმინისტრაციული წარმოების პრინციპებს. შეიმეცნებებენ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვის მიზნებს. გაითავისებენ ღია მმართველობა და გამჭვირვალე ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელობას თანამედროვე სამართლებრივი სახელწიფოს მშენებლობისათვის.  

      სასწავლო კურსი საჯარო მოხელეს მისცემს იმ ძირითად ცოდნას,  რომელიც აუცილებელია  საჯარო სამსახურის მნიშნელოვან ეთიკურ პრინციპებსა თუ ღირებულებებზე დაყრდნობით განსახორციელებლად.

      პროგრამა განხორციელდება ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში. 

      საკონტაქტო ინფორმაცია:
      595 07 07 46 - პაპუნა გურული, კოორდინატორი;  p.guruli@sangu.edu.ge

      პროგრამის შესახებ იხილეთ ვრცლად:

      იხილეთ პროგრამის განხორციელების წესი

      ცხადდება მიღება მასწავლებელთა მომზადების ერთწლიან პროგრამაზე

      აპლიკანტთა საყურადღებოდ!

      გასაუბრების/გამოცდის შედეგები იხილეთ ბმულზე

       

      • სწავლების ენა: ქართული
      • სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
      • კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS კრედიტი
      • პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ბერია
      • მობილური: 577 315 594;
      • ელ. ფოსტა: zurabberia@gmail.com

      მასწავლებლობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ სრულიად უფასოდ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხული 50 პირი ისარგებლებს სახელმწიფო გრანტით და სრულად დაუფინანსდება სწავლა. გარდა ამისა,  დამატებით კიდევ 20 ადგილზე მსურველებს სწავლის შესაძლებლობა ექნებათ თვითდაფინანსებით, 20%-იან თანამონაწილეობას კი მიიღებს ქართული უნივერსიტეტი.

      პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:

      • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
      • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) 

      პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ზოგადი პედაგოგიური მეთოდოლოგიის და საგნობრივი მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტები, რომლებიც ათასწლეულის ფონდ-საქართველოსა და მასწავლებელთა სახლის პროექტის ფარგლებში ახორციელებდნენ საქართველოში მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამას;

      დასაქმებული სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო გრაფიკი.

      პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას  უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ან თქვენ მიერ შერჩეულ სკოლებში;

      უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე რეალური და ვირტუალური ლაბორატორიები;

      საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

      პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.

      შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ კონკურსანტი აბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას გასაუბრების სახით..

      გასაუბრებაზე კონკურსანტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

      • ესსეს წერა;
      • მოტივაცია;
      • ესგ-ს ცოდნა შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით;
      • სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა;
      • პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
      • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
      • დამატებითი კრიტერიუმი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში: საგნობრივი გამოცდის შეფასება (%)

      პროგრამაზე მიღების პროცედურები და ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

      • პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადა: 17-21 სექტემბერი 
      • გასაუბრების ვადა:  24, 25 და 26 სექტემბერი საგნობრივი ჯგუფების მიხედვით.  
      • შედეგების გამოცხადება და აპლიკანტებთან ხელშეკრულების გაფორმება: 27-28 სექტემბერი
      • პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემა: 30 სექტემბერი

      24 სექტემბერი, სამშაბათი:

      გასაუბრება და ესსეს წერა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ბიოლოგიაში (24 სექტემბერი, სამშაბათი)

      • ესსეს წერა - 9:00 სთ. (უნივ. II კორპ. IV სართ. საგამოცდო დარბაზი)
      • გასაუბრება - 10:00დან

      25 სექტემბერი, ოთხშაბათი:

      გასაუბრება და ესსეს წერა: ინგლისური ენა (გასაუბრება და ესსეს წერა ინგლისურად), ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია (25 სექტემბერი, ოთხშაბათი)

      • ესსეს წერა - 12:00 სთ. (უნივ. II კორპ. IV სართ. საგამოცდო დარბაზი)
      • გასაუბრება - 13:00 სთ.-დან

      რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

      • პირადობის მოწმობის ასლი;
      • ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი შესაბამისი დანართით) ასლი;
      • შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
      • 2 ფოტოსურათი (3x4) და შესაბამისი ელექტრონული ვერსია, CD-ზე ჩაწერილი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).

       

       

      საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

      17 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან. 

      შეხვედრაზე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას შემდეგ თემებზე: 

      • სასწავლო პროცესის რეგულირება და სტუდენტთა მომსახურება
      • ენების შესწავლა
      • საგამოცდო პროცესი
      • სტუდენტთა დასაქმება და კარიერული განვითარება
      • სპორტი და სტუდენტური ცხოვრება 

      დასწრება სავალდებულოა!    


       

      საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტთა საყურადღებო ნაშრომები

      „ქართული უნივერსიტეტის“ გრიფით დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების დეკანოზ მიქაელ (მახარე) ბუკიასა და ნატა თეთვაძის ნაშრომები:

      1. დეკანოზ მიქაელ (მახარე) ბუკია. „წმიდა მღვდელმოწამე კირიონი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე (1887-1905)“. თბილისი, 2019. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. ნაშრომში განხილულია წმიდა მღვდელმოწამე კირიონის მიერ 1887-1905 წლებში გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ძალზედ საყურადღებო წერილები.
      2. ნატა თეთვაძე. „ეროვნული მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს (სამანელები). დოკუმენტები და მასალები. ნაწილი I“. თბილისი, 2019. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვახტანგ გურული. ნაშრომში თავმოყრილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ სამანელების ბრძოლის ისტორიას საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად.

      უახლოეს ხანებში ქართულ უნივერსიტეტში იგეგმება აღნიშნული ნაშრომების წარდგინება (პრეზენტაცია).

      "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ქართულ უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების სია

      "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ქართულ უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების სია:

      ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად www.sif.ge

      თარიღი დასაწყისი საკონფერენციო დარბაზი ღონისძიების დასახელება
      23-24 სექტემბერი 09:30 წმ. მეფე დავით აღმაშენებლის
      (I კორპ. IV სართული)

      სამეცნიერო კონფერენცია: ევროკავშირის გაფართოება - პრობლემები და პერსპექტივები
      კონფერენციის პროგრამა

      23 სექტემბერი 12:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      პროფესორ მანანა ტაბიძის საჯარო ლექცია: „ენა და იდენტობა“. საუბარი იქნება ენის როლზე და მნიშვნელობაზე იდენტობასთან მიმართებაში
      25 სექტემბერი 12:00 წმ. მეფე დავით აღმაშენებლის
      (I კორპ. IV სართული)
      საქართველოს  დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ეკონომიკის დოქტორის დავით ონოფრიშვილის საჯარო ლექცია: "საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები"
      25 სექტემბერი 12:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      პროფ. ტარიელ ფუტკარაძის საჯარო ლექცია: „ქართული ენის ზმნის მწკრივთა სისტემა“. საუბარი იქნება ქართული ზმნის მწკრივთა სისტემის შესახებ არსებულ თვალსაზრისებზე
      25 სექტემბერი 13:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორ დიტერ უმბახის საჯარო ლექცია: "ევროკავშირის მომავალი და დღევანდელი პრობლემები".  ლექციაზე ყურადღება დაეთმობა ნაციონალური სამართლის ევროპეიზაციის ასპექტებს. საჯარო ლექცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, საქართველოს ევროინტეგრაციის პოლიტიკის გამოწვევებს და ქართული სამართლის განვითარების პერსპექტივებს.
      26 სექტემბერი 11:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას საჯარო ლექცია: "ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში". ექსკურსიებს ტურიზმის სფეროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ზოგადად ექსკურსია ახდენს გავლენას, როგორც ადამიანის შეხედულების ფორმირებაზე, რაც გარკვეულწილად ზემოქმედებს სამოგზაურო ქვეყნის შესახებ მისი აზრის ჩამოყალიბებაზე, საბოლოოდ კი ქვეყნის იმიჯზე. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ექსკურსიის ახალი ფორმა - საავტორო ექსკურსიები. რაც არამხოლოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა, არამედ გიდისათვის შრომატევადი და შემოქმედებითი საქმიანობაა. მასტერკლასი მიეძღვნება ასეთი ახალი ექსკურსიის შექმნის მცდელობას, რომელიც ეძღვნება გამოჩენილ საზოგადო მიღვაწეს, უდიდეს მწერალსა და მოაზროვნეს, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ილია ჭავჭავაძეს.
      26 სექტემბერი 12:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      ქართული უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია: „საქართველოს ეკლესია და განსხვავებული კონფესიები“. ლექციაზე განხილული იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება საქართველოში არსებულ კონფესიებთან მიმართებაში.
      27 სექტემბერი 13:00 წმ. მეფე დავით აღმაშენებლის
      (I კორპ. IV სართული)
      პიროვნული ხასიათი, მისი ფორმირების სპეციფიკა და განვითარების შესაძლებლობანი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ფსიქოლოგიური კონცეფცია ადამიანის ხასიათის ფორმირების შესახებ. ფსიქოლოგიაში ხასიათის თავისებურების და მისი ჩამოყალიბების შესახებ ყველაზე დიდი ბუნდოვანება და გაურკვევლობაა. არსებობს შეხედულებები მისი ფორმირების ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ახსნის თვალსაზრისით, თუმცა აზრთა ერთიანობა ამ საკითხის შესახებ არ არსებობს. ჩვენი მიდგომა ორიგინალურია და ეყრდნობა განწყობის ფსიქოლოგიისა და გეშტალტთერაპიის კონცეფციებს. პრეზენტაციას ანხორციელებენ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები, EAGT აკრედიტებული, EAP სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტები დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი. 
      27 სექტემბერი 11:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები“. კონფერენციაზე საუბარი იქნება ქართველოლოგიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების გზებზე
      30 სექტემბერი 12:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      „შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების სამეტყველო კოდები“ 
      30 სექტემბერი 13:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა“. პროფესორ ვალერი მოდებაძის საჯარო ლექციაზე განხილული იქნება ტრამპის საგარეო პოლიტიკა როგორც მეზობელი ქვეყნების მიმართ, ასევე ევროპის მიმართ, ახლო აღმოსავლეთში, კორეის ნახევარკუნძულზე და აზიაში.  დეტალურად იქნება გაანალიზებული ის განსხვავებები რაც არსებობს ობამას ადმინისტრაციის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკასა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას შორის.    განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მსოფლიოს წინაშე არსებული გლობალური ეკოლოგიური პრობლემების ანალიზს და ტრამპის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. 


       

      ქართული უნივერსიტეტი იწყებს აბიტურიენტთა მომზადებას 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

      საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი იწყებს აბიტურიენტთა მომზადებას 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

      ქართულ უნივერსიტეტში ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება გამორჩეულია სწავლების მაღალი დონით, რეგულარული ტესტირებებით, მიღებული შედეგების დეტალური ანალიზით, აბიტურიენტების პედაგოგებთან შემოქმედებითი ურთიერთობით, კეთილმყოფელი სამუშაო გარემოთი, რაც ყოველთვის განაპირობებს მაღალ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

      ქართული უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მომზადებას 9 სასწავლო საგანში.

      საგნები იყოფა 2 ჯგუფად მათი სასწავლო კურსის მოცულობის შესაბამისად:

      • I ჯგუფის საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ზოგადი უნარები და მათემატიკა;
      • II ჯგუფის საგნებია: ისტორია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია.

      მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში.

      თითოეულ საგანში სასწავლო კურსის ხანგრძლივობა იქნება 30 სასწავლო კვირა;

      I ჯგუფის თითოეულ საგანში მეცადინეობების კვირეული ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, II ჯგუფის თითოეულ საგანში მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 სთ და 20 წთ-ს;

      აბიტურიენტისათვის I ჯგუფის თითოეულ საგანში მომზადების ღირებულებაა - 500 ლარი, ხოლო II ჯგუფის თითოეულ საგანში - 450 ლარი;

      თითოეულ საგანში სასწავლო ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 7 აბიტურიენტის მიღების პირობით.

      აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 9 სექტემბრიდან და გაგრძელდება 12 ოქტომბრის ჩათვლით (რეგისტრაციისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა)

      სწავლება დაიწყება 14 ოქტომბერს;

      რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ #103 ოთახს (ქართული უნივერსიტეტის I კორპუსი) ყოველდღე 15:00-17:00 საათამდე.

      საკონტაქტო ნომერი: 225 25 61; 225 82 43; 225 81 46;

       

      ინფორმაცია სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების შესახებ

      საქართველოს მთავრობის დადგენილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე (ვრცლად)

      2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხულთა საყურადღებოდ!

      ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოებს ა/წ 4-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი, აუდიტორია N201).

      რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

      • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი.
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
      • ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
      • არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ;
      • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

       (უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:  TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02; ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება "სს თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში).  

      იხილეთ სტუდენტური გზამკვლევი
       

      ცხადდება 2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა

      2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • ისტორია - 5 ადგილი; 
      • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი; 
      • სამართალი  - 10 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 10 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი  - 5 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;  

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება -  20 ადგილი; 
      • ტურიზმის ბიზნესი - 5 ადგილი;
      • ეკონომიკა  - 5 ადგილი;
      • ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 5 ადგილი; 

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ეკონომიკა - 5 ადგილი;
      • ბიზნესის ადმინისტრირება - 5 ადგილი;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 42 ადგილი.

      სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი - 2450 ლარს
      • საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს.

      2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2019 წლის  29 აგვისტო - 18 სექტემბერი;
      • კრედიტების აღიარების კომისიის მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2019 წლის 2-19 სექტემბერი;    
      • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2019  წლის 3-19 სექტემბერიი;
      • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად -  2019 წლის 20 სექტემბერი,
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2019  წლის 20 სექტემბერი..

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (ივსება სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოს, ოთახი N103);
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან  მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
      • 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) დოკუმენტი.
      ცხადდება 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მიღება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

      კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საერთო სამაგისტრო გამოცდებგავლილ პირებს, რომელთაც გადალახეს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;

      სამაგისტრო პროგრამების ცნობარი

      ცხადდება 2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

      2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები: 

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • სამართალი  - 20 ადგილი
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 20 ადგილი
      • ისტორია - 10 ადგილი
      • ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სამართალი - 10 ადგილი
      • საჯარო მმართველობა - 10 ადგილი

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:   

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 12 ადგილი
      • ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი
      • ეკონომიკა - 10 ადგილი
      • ფსიქოლოგია  - 12 ადგილი
      • კომპიუტერული მეცნიერება - 16 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე

      • ბიზნესის ადმინისტრირება - 9 ადგილი
      • ეკონომიკა - 8 ადგილი
      • სოციალური განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი
      • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3 ადგილი

      შენიშვნა:

      სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი - 2450 ლარს
      • საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს

      2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      1. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  - 2019 წლის  26 აგვისტო - 9 სექტემბერი
      2. კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2019 წლის 27 აგვისტო - 10 სექტემბერი
      3. სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2019 წლის 30 აგვისტო - 10 სექტემბერი
      4. დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2019 წლის 11 სექტემბერი
      5. მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - 2019 წლის 13-16 სექტემბერი

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება (ივსება ადგილზე);
      2. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი   ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
      6. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      7. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
      8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      • ბრძანება 273-ს: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდირა პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვაკანსიებისა და ადმინისტრირების ვადების განსაზღვრის შესახებ 
      2019 წლის 9 ივლისი გაყალბებული ისტორია პოლიტიკის სამსახურში?!

      რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, „მისი ამ პოზიციის გასაგებად წარსულის, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გააზრებაა საჭირო. მისი თქმით, ეს რეგიონები ისტორიულად დამოუკიდებელი ქვეყნები იყვნენ და 1918-1920 წლებში საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია და ოსი ხალხის გენოციდი მოახდინა. კარგი იქნებოდა, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეს სცოდნოდა. ამის დავიწყება არასდროს არ შეიძლება, თუ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობის დამყარება სურს. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და დაეცვა ეს ხალხები“
      დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების ფონზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი პოზიცია გამოხატა საქართველოს ისტორიის კარდინალურ პრობლემებსაც შეეხო. ისტორიული ექსკურსი ამჯერადაც ზერელე და მეცნიერულად დაუსაბუთებელი გამოდგა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მიღებული რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის მიხედვით, დგინდება, რომ ვლადიმირ პუტინის აზრით:
      I. საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ თბილისის გუბერნია. ეს განცხადება იმდენად უსუსურია, რომ პასუხის გაცემადაც შეიძლება არ ღირდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, არც უპასუხობა იქნება. 1801 წლამდე, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და შემდეგ მთელი საქართველო დაიპყრო, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე შემდეგი ქართული სამეფო-სამთავროები არსებობდა: ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დაპყრობის პარალელურად რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა საქართველოს ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფა. თავდაპირველად არსებობდა საქართველო-იმერეთის გუბერნია, შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა შეიცვალა და 1917 წლისათვის ასეთი სახე მიიღო:
      1. თბილისის გუბერნია, რომელშიც ქართლის, კახეთისა და სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად შედიოდა ზაქათალის ოკრუგი (ისტორიული ჰერეთის ნაწილი - ჭარ-ბელაქანი);
      2. ქუთაისის გუბერნია, რომელშიც იმერეთთან, გურიასთან, სამეგრელოსთან, სვანეთთან ერთად შედიოდა ბათუმის ოლქი (აჭარა და ართვინი) და სოხუმის ოკრუგი (აფხაზეთი);
      3. ყარსის ოლქი, რომელშიც შედიოდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (არტაანი, ოლთისი, ერუშეთი და სხვ.).
      ასეთი იყო რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ადმინისტრაციული დანაწილება 1917 წლისათვის - რუსეთის იმპერიის აღსასრულის პერიოდისათვის.
      ქართველი ხალხი არასოდეს შერიგებია ამას, რისი დასტურია 1802, 1804, 1812, 1819-20, 1832, 1841 წლების აჯანყებები და XIX საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დაგვირგვინდა 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით. 
      1920 წლის 7 მაისს საქართველო_რუსეთის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულების მე-4 მუხლის ძალით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიად საბჭოთა რუსეთმა ცნო რუსეთის იმპერიის ყოფილი თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია ბათუმის ოლქითურთ ამ გუბერნიებში შემავალი ყველა მაზრითა და ოკრუგით, მათ შორის _ ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგებით.
      II. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 1774 წელს (ამ წელს დაიდო რუსეთ-ოსმალეთის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი) თითქოს სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესულა. ისტორიული სიმართლე აქაც უგულებელყოფილია, რასაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ადასტურებს 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი. გეორგიევსკის ტრაქტატს რუსეთის მხარის მოთხოვნით, ერეკლე II-მ დაურთო ქართლისა და კახეთის თავადებისა და აზნაურების სია. ამ სიაში, როგორც ერეკლე II-ის ქვეშევრდომები, მოხსენიებული არიან საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე - შიდა ქართლში _ არსებული სათავადოები და მათი მფლობელი ქართველი თავადები - ერისთავი, მაჩაბელი, ხერხეულიძე, ფალავანდიშვილი და მათი აზნაურები: კორინთელი, ფავლენიშვილი, რჩეულიშვილი და სხვ. თუკი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე - შიდა ქართლში (რუსული ვერსიით - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე) არსებული სათავადოების მფლობელი თავადები ერეკლე II-ის ქვეშევრდომები იყვნენ, მაშინ ეს ტერიტორია როგორღა იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი? შიდა ქართლზე (ე.წ. სამხრეთ ოსეთზე) ქართლ-კახეთის მეფე იურისდიქციას 1801 წლამდე ინარჩუნებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და მისი ტერიტორია დაიპყრო, შიდა ქართლი საბოლოოდ თბილისის გუბერნიაში შევიდა გორის მაზრის სახით. გორის მაზრაში კი სხვა ტერიტორიასთან ერთად შედიოდა ქართული ქალაქი ცხინვალი, ახალგორი, ყორნისი, ჯავა და სხვ. 
      III. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილა და 1918-1920 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპყრია. ისტორიული სიმართლე აქაც დარღვეულია. მას შემდეგ, რაც 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ რუსეთის იმპერია მოსპო, ყოფილი აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე (რუსული ადმინისტრაციული დაყოფით - სოხუმის ოკრუგი) დაიწყო სეპარატისტთა მოძრაობა აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების მიზნით, მაგრამ წარუმატებლად. ქართული ორიენტაციის ძალები ბევრად სჭარბობდნენ სეპარატისტთა ძალებს, რაც საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელს არ აძლევდა. მოსკოვი ყოველნაირად აქეზებდა და ხელს უწყობდა სეპარატისტებს. 1918 წლის თებერვალში რუსმა ბოლშევიკებმა საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალის გამოყენებით სოხუმი დაიკავეს, მაგრამ ქალაქი მალევე დატოვეს. 1918 წლის აპრილში რუსმა ბოლშევიკებმა ისევ შეძლეს სოხუმის დაკავება, მაგრამ ვერც ამჯერად იბოგინეს დიდხანს. 1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ქალაქი დაიკავა, მალე ბოლშევიკები აფხაზეთის სხვა რაიონებიდანაც განდევნეს. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს კოსტიტუცია, რომლის 107-ე მუხლში აღნიშნულია: “საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს _ აფხაზეთს, სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას, ზაქათალას ოლქი ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა”. 108-ე მუხლში კი აღნიშნული იყო ავტონომიური მმართველობის დებულება ცალკე კანონით დამტკიცდებოდა, რაც საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას აღარ დასცალდა.
      IV. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა თითქოს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შედიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის ნებით მოხდა სრულიად გაუგებარი რამ: საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში უნდა არსებულიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მაგრამ სრულიად გარკვეული მოსაზრებით გამოცხადდა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. წარმოიშვა სრულიად გაუგებარი ვითარება. უკვე არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე შეიქმნა მეორე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა! ეს გაუგებრობა და უხერხულობა მოსკოვმა იმით მოაგვარა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება და აფხაზეთმა მიიღო “ხელშეკრულებითი რესპუბლიკის” სტატუსი. საბოლოოდ კი ეს გაუგებრობა ასე დასრულდა: აფხაზეთი გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.
      V. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას შიდა ქართლის ტერიტორიაზე (რუსული ვერსიით ე.წ. „სამხრეთ ოსეთი”) მცხოვრები ოსების გენოციდი მოუხდენია. ისტორიული სიმართლე ასეთია: 1917 წლიდან საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წაქეზებით ოსი სეპარატისტები შიდა ქართლში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას, ანუ საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას, ცდილობდნენ. ამ დროისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, რომელთა განწყობილებას ოსი სეპარატისტები ანგარიშს არ უწევდნენ. ოსმა სეპარატისტებმა საბჭოთა რუსეთის მატერიალური და სამხედრო დახმარებით 1918-1920 წლებში აჯანყებებიც მოაწყვეს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაიცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
      ასეთია ისტორიული სინამდვილე, რომელსაც ვერავინ ვერ დამალავს, თუნდაც ის ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. 

      პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
      პროფესორი ვახტანგ გურული
      ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია


      10 ივლისი, 2019 წელი
       

      სამეცნიერო კონფერენცია: ევროკავშირის გაფართოება - პრობლემები და პერსპექტივები

      23-24 სექტემბერს ქართულ უნივერსიტეტში, "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019" ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიების მიზანია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც აფერხებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე, ამ ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოების ხელისშემშლელი ფაქტორების დადგენა და ფართო დისკუსიის გამართვა ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.  ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებს შორის იდეების გაცვლას, ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების სიღრმისეულ გაანალიზებას, ასევე რეკომენდაციების შემუშავებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარება.

      ძირითადი მომხსენებლები:

      • ვალერი მოდებაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები და ევროპის გაფართოების პრობლემები.  
      • პაატა ტურავა, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ქართული ადმინისტრაციული სამართლის ევროპეიზაცია.  
      • ნოდარ გრძელიშვილი, ახალი სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი - საბიუჯეტო ფედერალიზმი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში.  
      • თორნიკე შურღულაია,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - თანამედროვე ტერორიზმის კონსპირაციული მოქმედების სპეციფიკა.  
      • ლევან ნიკოლეიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი - ნატოს და ევროკავშირს შორის სამხედრო თანამშრომლობის გამოწვევები.
      • ნიკო კვარაცხელია, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - საქალაქო ტურიზმის განვითარება და მმართველობითი მოდელები ევროპასა და კავკასიაში (თბილისი-პრაღა-ბაქო-ერევანი-შედარებითი ანალიზი)
      • გივი ბედიანაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი - საქართველო და ევროკავშირის ბიზნესგარემო:  სოციო-კულტურული გამოწვევებ

      მოხსენების თემატიკა:

      • ევოკავშირის გაფართოების ხელისშემშლელი ფაქტორები
      • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში - პრობლემები და პერსპექტივები
      • პოპულიზმის აღზევება ევროპაში
      • ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტკა
      • ლტოლვილთა კრიზისი ევროკავშირში
      • ტერორიზმი და ევროკავშირის წინაშე არსებული საფრთხეები
      • ევროკავშირი და საქართველო
      • ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორები.

      კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
      კონფერენციაშო მონაწილეობა შეუძლია მიიღოს: დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა.
      მონაწილეობის მსურველმა გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე. 

      • ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა
      • შეავსეთ-ივსება პირადი მონაცემები, ასევე ამავე ფორმაში უნდა დაწეროთ/ჩააკოპიროთ აბსტრაქტის (ქართულ/ინგლისური) ტექსტი. ფორმაში მითითებულია აბსტრაქტის გაფორმების წესი.
      • გამოაგზავნერთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sanguconference@gmail.com

      აბსტრაქტებს განიხილავს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი, მხოლოდ შერჩეული აბსტრაქტის ავტორებს წერილობით (მეილის სახით) გაეგზავნებათ თანხმობა კონფერენციაში მონაწილოების შესახებ.  
      აბსტრაქტი რომელიც არ დააკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს არ განიხილება.
      აბსტრაქტები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულის სახით.
      მომხსენებლებს გადაეცემათ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

      კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა
      დასწრება თავისუფალია.
      შენიშვნა: დაიბეჭდება მხოლოდ ის აბსტრაქტები რომელიც მოხსენების სახით წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.

      ვადები:

      • აბსტრაქტების მიღება დაიწყება 16 ივლისიდან, დასრულდება 6 სექტემბერს 16 საათზე.
      • თანხმობა კონფერენციაში მონაწილეწობის შესახებ შერჩეული აბსტრაქტის ავტორს  ეცნობება 16 სექტემბრამდე.

      ვადის დასრულების შემდეგ მიღებული აბსტრაქტები არ განიხილება.

      კონფერენციის სამუშაო ენა:

      • ქართული
      • ინგლისური

      კონფერენციის ორგანიზატორი:

      • სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე.

      საორგანიზაციო კომიტეტი:

      • გიორგი შონია,
      • ნინო ასანიძე,
      • მანანა ესიტაშვილი,
      • თამარ ორთოიძე

      კონფერენციის ჩატარების ადგილი:

      • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ილია ჭავჭავაძის 53ა

      საკონტაქტო ინფორმაცია:
      E-mail: sanguconference@gmail.com
      ტელ.: 599 27 69 99

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბჭოს გაფართოებული სხდომა.

      12 ივლისს, 12:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა 
      სკოლის საბჭოს გაფართოებული სხდომა.

      სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური შეაჯამებს
      2018-2019 სასწავლო წლის საქმიანობის შედეგებს და ისაუბრებს მომავალ პერსპექტივებზე.  
       

      სწავლის საფასურის გადანაწილების პირობები

      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების თხოვნითა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიანი პირობებით სარგებლობისთვის სემესტრული საფასურის 70%–ის გადახდის თარიღი გადაიწია 21 სექტემბრამდე.

      ქართული უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, სთავაზობს დამდეგი - 2019-2020 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის გადანაწილების პირობებს.

      სტუდენტი, რომელიც  2019  წლის 2-20 სექტემბრის ჩათვლით გადაიხდის დაკისრებული სწავლის სემესტრული  საფასურის  70%-ს  (1125 ლარის დაკისრებისას - 787.50 ლარს), ისარგებლებს თანხის გადახდის შეღავათიანი გრაფიკით, კერძოდ: შესაძლებლობა მიეცემა თანხის დარჩენილი ნაწილი - გადაიხადოს ორ ეტაპად, შემდეგი გრაფიკით:

      • პირველი ნაწილი (167.75 ლარი) - 25 ოქტომბერი;
      • მეორე ნაწილი - სწავლის საფასურის სრულად (167.75 ლარი) - 25 ნოემბერი.

      ამასთან, საფასურის გადანაწილების მსურველმა სტუდენტმა, თანხის პირველი ნაწილის  (დაკისრებული საფასურის 70%) 21 სექტემბრამდე გადახდის შემდგომ, განცხადებით უნდა მიმართოს  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საფასურის  გადანაწილების სურვილისა და შეთავაზებული გრაფიკით სარგებლობის მზაობის თაობაზე  (ივსება შემოთავაზებული  ფორმა. პირველი კორპუსი, ოთახი N103).

      სტუდენტი, რომელიც არ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით, ვალდებულია ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (2019 წლის 16 სექტემბრამდე) სრულად დაფაროს მოცემულ სემესტრში დაკისრებული სწავლის საფასური.

      აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება უნივერსიტეტში 2019-2020 აკადემიურ წელს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე.

      სოციალურად მოწყვლად სტუდენტებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პირველი კორპუსის, ოთახი N103-ს.

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:

      თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:  TBCGE22

      ანგარიშის ნომერი:  GE76  TB74 8803 6020 1000 02 (ს/კ 205233022)

      (თანხის შეტანა შეიძლება სს "თიბისი ბანკი"-ს ნებისმიერ ფილიალში)

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის შემაჯამებელი სხოდმა

      2018 წლის 8 ივლისს, ორშაბათს, 12:00 საათზე,ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის შემაჯამებელი სხოდმა.

      დღის წესრიგი: 

      • 2018-2019 სასწავლო წლის შეჯამება, წარმატებები და გამოწვევები - ლევან ჯიქია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი  
      • სხვადასხვა
      მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ კვლევებსა და ქცევით მეცნიერებებში

      2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია მიზნად ისახავს სამეცნიერო გარემოში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისა და განხილვის მიზნით მკვლევარების, ექსპერტების, პედაგოგების, სტუდენტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთად შეკრებას.  

      კონფერენციაში წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერების ჟურნალში (SADAB). კონფერენციის ენები იქნება ინგლისური, რუსული, ქართული, თურქული.

      ჩვენ გვსურს თქვენი მოწვევა ამ კონფერენციაზე, რათა  თქვენი გამოცდილება და კვლვევის შედეგები სოციალურ მეცნიერებებში გააცნოთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
      დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://bit.ly/2KXH2tO

      სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია შემდეგ სფეროებზე ფოკუსირდება:

      ანთროპოლოგია

      სახვითი ხელოვნება

      ფილოსოფია

      არქეოლოგია

      საგარეო ვაჭრობა

      პოლიტიკური ეკონომია

      საბანკო საქმე და დაზღვევა

      გეოგრაფია

      პოლიტიკური მენეჯმენტი

      საბანკო პრაქტიკები

      სამთავრობო სისტემები

      პოლიტიკური პარტიები

      ძირითადი ტრეინინგი

      ჯანდაცვის მენეჯმენტი

      პოლიტიკური ფსიქოლოგია

      ბიუროკრატია

      ჯანდაცვის მენეჯმენტი

      პოლიტიკური სოციოლოგია

      ბიზნესის ადმინისტრირება

      ჯანდაცვის ტურიზმი

      ფსიქოლოგია

      ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება

      ჯანდაცვის მენეჯმენტი

      საჯარო ადმინისტრირება

      სამოქალაქო საზოგადოება

      ისტორია

      საჯარო დიპლომატია

      კონსტიტუციური განვითარება

      ადამიანური და სოციალური კაპიტალი

      საზოგადოებასთან ურთიერთობა

      თანამედროვე ლინგვისტიკა

      ადამიანური რესურსები

      რეგიონალური პოლიტიკა

      სისხლის სამართალი

      ადამიანის უფლებები და დემოკრატია

      რელიგიური განათლება

      კრიზისული სიტუაციების მართვა

      ჰუმანიტარული მეცნიერებები

      რელიგიამცოდნეობა

      კულტურული ტურიზმი

      ინდუსტრიალიზაცია

      რისკის მართვა

      ეკონომეტრიკა

      ინტეგრაცია

      მეცნიერება და მათემატიკური განათლება

      ეკონომიკური სისტემები

      საერთაშორისო ურთიერთობები

      სოციალური პოლიტიკა

      ეკონომიკის მენეჯმენტი

      საერთაშორისო ვაჭრობა

      სოციალური ფსიქოლოგია

      ეკონომიკის მენეჯმენტი

      სამართალი

      სოციალური მომსახურება

      ეკონომიკა

      ბიბლიოთეკამცოდნეობა

      სოციოლოგია

      განათლების მენეჯმენტი

      ადგილობრივი თვითმმართველობა

      სპორტის მენეჯმენტი

      განათლების მენეჯმენტი

      ლოგისტიკა

      სპორტის ეკონომიკა

      საგანმანათლებლო მეცნიერებები

      მენეჯმნეტი და ორგანიზაცია

      სპორტული დაწესებულებების მენეჯმენტი

      ენერგია

      მენეჯმენტი და ორგანიზაცია

      სპორტის დაფინანსება

      საინჟინრო ეკონომიკა

      მედიის გაჯეტი

      სპორტის მენეჯმენტი

      საინჟინრო მენეჯმენტი

      მულტიკულტურალიზმი

      სტატისტიკა

      ღონისძიების მენეჯმენტი

      მუსიკა

      სტრატეგიული მენეჯმენტი

      რელიგიური ტურიზმი

      ეკოტურიზმი

      თეოლოგია

      ფილმი და ტელევიზია

      ორგანიზაციის თეორია

      ტურიზმის მენეჯმენტი

      ფინანსები

      ორგანიზაციული ქცევა

      თურქული დიალექტები და ლიტერატურა

      ფინანსები

      ორგანიზაციული ქცევა

      უმუშევრობა და დასაქმება

      საოგრანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტი

      სპონსორები
      სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების საერთაშორისო სიმპოზიუმს მხარს უჭერს შემდეგი ინსტიტუტები: 

      1. ჯალალ აბადის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ყირგიზეთი https://jasu.edu.kg/jalalabat-state-university/
      2. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი www.sangu.edu.ge
      3. Antalya AKEV University-  თურქეთი https://akev.edu.tr/
      4. ალ-ფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი, ყაზახეთი http://www.kaznu.kz/
      5. სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების ჟურნალი http://www.sadab.org

       აბსტრაქტის (რეზიუმეს) წარდგენა (ფორმა)

      გთხოვთ, აბსტრაქტები გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: sadabsempozyum@gmail.com

      აბსტრაქტთან ერთად გამოაგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია: 

      • ავტორის (ავტორების)სახელი და გვარი
      • დაწესებულება, სადაც დასაქმებულია ავტორი (ავტორები)
      • ავტორის (ავტორების) ელ-ფოსტა
      • აბსტრაქტის სათაური

      ვადები:

      აბსტრაქტების ჩაბარების ვადა - 5 ოქტომბერი, 2019
      კონფერენციაზე რეგისტრაციის და ფულის გადახდის ვადა - 7 ოქტომბერი, 2019
      საკონფერენციო პროგრამის დრაფტი - 8 ოქტომბერი, 2019
      თეზისების წიგნის გამოცემა - 30 ოქტომბერი, 2019
      სრული ტექსტის (სტატიის) ჩაბარების ვადა - 27 ნოემბერი, 2019
      ნაშრომების კრებულის წიგნად გამოცემა - 15 დეკემბერი, 2019

      გაიდლაინი ავტორებისთვის აბსტრაქტის შესადგენად

      რეგისტრაციის საფასური

       

      აკადემიური პერსონალი *

      სტუდენტი * *

       

      ადრე დარეგისტრირება

      [10სექტემბრამდე, 2019]

      გვიან დარეგისტრირება

      [7 ოქტომბრამდე, 2019]

      ადრე დარეგისტრირება

      [10 სექტემბრამდე, 2019]

      გვიან დარეგისტრირება

      [7 ოქტომბრამდე, 2019]

      ზეპირი პრეზენატაცია

      80 GEL

      90 GEL

      70 GEL

      80 GEL

      ვირტუალური პრეზენტაცია

      80 GEL

      90 GEL

      60 GEL

      70 GEL

      პოსტერის პრეზენტაცია

      60 GEL

      70 GEL

      50 GEL

      60 GEL

      * ამ კატეგორიაში შედის კვლევის ასისტენტი, ლექტორი და  ლექტორი, როგორც უნივერსიტეტის პერსონალი. 

      * * მოიცავს სტუდენტებს, რომლებიც არ არიან უნივერსიტეტის პერსონალი.

      ავტორებს შეუძლიათ ერთზე მეტი სტატია წარმოადგინონ, მაგრამ მაქსმალური რაოდენობა  ნაშრომების არის 2. 
      2 ზე მეტი ნაშრომის წარმდგენი ავტორები ყოველ დამატებით სტატიაზე [50 ლარს] გადაიხდიან.
      საკონფერენციო ენები იქნება: ინგლისური, თურქული, ქართული და რუსული.

      ნაშრომები რომ კონფერენციის პროგრამაში იქნას შეტანილი, ამისათვის საჭიროა, რომ ერთ-ერთი ავტორი მაინც დარეგისტრირდეს როგორც კონფერენციაში მონაწილე.  

      თითიეულ ავტორს სჭირდება დარეგისტრირება, რომ მიიღოს მონაწილეობა კონფერენციაში.

      საქართველოდან მონაწილე პირები სარეგისტრაციო გადასახადს გადაიხდიან კონფერენციის დროს (კონფერენციის დაწყებამდე)   

      რეგისტრაციის ვადა არის 2019 წლის 5 ოქტომბერი.   

      კონფერენციაზე დარეგისტრირებული პირი თუ ვერ ახერხებს რაღაც მიზეზების გამო კონფერენციაში მონაწილეობას, მაშინ ის უდნა გაეცნოს თანხის დაბრუნების პოლიტიკას. 
       კონფერენციაზე დასარეგისტრირებელი თანხის გადახდის შემდეგ, ბანკის მიერ გაცემული ქვითარი უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:  sadabsempozyum@gmail.com 
       

      საბანკო რეკვიზიტები

      Bank

       Ziraat Bank

      Branch and Code

       

      Account Name

       Maksut Abdiraim 

      Account No (Euro)

       81060437-5003

      IBAN No (Euro)

       TR 8000 0100 0091 8106 0437 5003

      Explanation

      International Conference on Social Researches and Behavioral Sciences-Antalya-2019

       

      გამოსაშვები საღამო 2019

      გამოსაშვები საღამო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის გაიმართება 16 ივლისს.

      ტრადიციულად უნივერსიტეტის საზეიმოდ მორთულ ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე გაიმართება სიგელების გადაცემისა და ქუდების აყრის ცერემონია. (კურსდამთავრებულები სავალდებულოა გამოცხადდნენ მანტიებით) უნივერსიტეტში დაგეგმილ ცერემონიაზე დასწრება თავისუფალია და შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის.

      ღონისძიების მეორე ნაწილი გაიმართება რესტორან „ოტიუმში”, (კუს ტბის გზის მიმდებარედ) სადაც დაგხვდებათ საზეიმოდ მორთული გარემო, ფურშეტი, სადღესასწაულო ტორტი.

      თქვენ განწყობაზე იზრუნებს ბენდი Goofy Land”-ი ცოცხალი შესრულებით, ღონისძიებას გააგრძელებს DJ Goofy.

      ღონისძიების ვიდეო გადაღებას უზრუნველყოფს The Wedding Guy”.

      დღის განრიგი:

      18:00 სთ. -  სიგელების გადაცემისა  და ქუდების აყრის ცერემონია (ქართული უნივერსიტეტის ეზო)

      20:00 სთ. - რესტორანი „ოტიუმი“

      21:00 სთ. - ბენდი „Goofy Land”

      11:00 სთ. - ტორტის საზეიმო გაჭრის ცერემონია

      11:30  სთ. – DJ Goofy

      „ოტიუმში“- ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია.

      ღირებულება : 70 ლარი (დაშვებულია ერთი თანმხლები პირის დასწრება + 70 ლარი)

      ოტიუმში შესასვლელად აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

      თანხის გადახდა შესაძლებელია 1 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით.

      გადახდისას დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ  „გამოსაშვები საღამო“ .

      ქვითარი უნდა წარმოადგინოთ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (I კორპუსი, 113-ე ოთახი) ან გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე info@sangu.edu.ge ( გადმოგზავნის შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ დამსწრე პირის სახელი და გვარი).

      ჩვენი რეკვიზიტებია:

      მიმღების ბანკი /: ს.ს. "თიბისი ბანკი"

      ბანკის კოდი: TBCBGE22

      მიმღების ანგარიში: GE92TB7488036020100005

      მიმღების სახელი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

      თამარ პატაშურის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

      2019 წლის 28 ივნისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი თამარ პატაშური დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნის ასპექტები ინგლისური, ჩინური და ქართული ტექსტების მიხედვით“.

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები: ლელა აბდუშელიშვილი,  განათლების მეცნიერების დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლიუ კუანგხუა, სამართლის დოქტორი, ჩინეთის ლანჭოუს უნივერისტეტის პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: თამარ ნატროშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;   ნათელა მოსიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
       

      შეხვედრა მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებთან

      2019 წლის 26 ივნისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პროგრამის „ასწავლე საქართველოსათვის“ ფარგლებში საუბარი იქნება მასში ჩართვისა და მასწავლებლის სტატუსით სწავლების შესაძლებლობებზე. გთხოვთ, მობრძანდეთ ისტორიისა და ფილოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

      P.S. როგორც შეგვატყობინეს იგეგმება გარკვეული სიახლეები პროგრამაში „ასწავლე საქართველოსათვის“.
       

      ეკატერინე ფავლენიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2019 წლის 5 ივლისს,  15 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  ეკატერინე ფავლენიშვილის  სადისერტაციო ნაშრომის ,,კათოლიკობა საქართველოში (XIX საუკუნე)“  დაცვა.
                                            
      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი
      დოქტორანტის რეცენზენტები: ვახტანგ გურული, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
      თეიმურაზ თათარიშვილი, ისტორიის დოქტორი
       

      დისერტანტ აბდურაჰმან სეჩქინის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2019 წლის 1 ივლისს,  15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დისერტანტ  აბდურაჰმან სეჩქინის  სადისერტაციო ნაშრომის ,,ქართულ-თურქული ურთიერთობები (XIV საუკუნის მეორე ნახევარი - XV საუკუნე)“  დაცვა.
      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: როინ მტრეველი, აკადემიკოსი
      დოქტორანტის რეცენზენტები: როინ ყავრელიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბეჟან ხორავა, ისტორიის დოქტორი
       

      შოთა ნადირაშვილი - სოციალური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში

      2019 წლის 26 ივნისს,  10:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული), ფსიქოლოგიის  მიმართულების ინიციატივით, ჩატარდება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის  შოთა ნადირაშვილის სხოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "შოთა ნადირაშვილი - სოციალური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში".

      კონფერენციის ორგანიზატორი: ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი

      კონფერენციის კოორდინატორები: 
      ფსიქოლოგიის დოქტორი მაია კალანდარიშვილი

      ფსიქოლოგიის დოქტორი თეა გოგოტიშვილი

      ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტის მაია კობიაშვილი სადოქტორო ნაშრომის დაცვა

      2019 წლის 17 ივნისს, 16:00  საათზე, ქართული უნივერსიტეტის  წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტი მაია კობიაშვილი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „პროლეტარული ნარატივი ქართულ მწერლობაში“.

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნინო მინდიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

      ოფიციალური შემფასებლები: ნინო მამარდაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; თამარელა წოწორია,  ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
       

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2019 წლის 21 ივნისს,  15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ  ირაკლი ლორთქიფანიძის  სადისერტაციო ნაშრომის ,,XX  საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან - ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) ცხოვრება და მოღვაწეობა" დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა:  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი:სერგო ვარდოსანიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
      დოქტორანტის რეცენზენტები: ვახტანგ გურული, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დეკანოზი ლევან მათეშვილი, ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი
       

      დოქტორანტ ნინო ბერაძის დისერტაციის დაცვა

      2019 წლის 10 ივნისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის  წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი ნინო ბერაძე დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ეროვნული იდენტობის საკითხები მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები: ლუიზა ბოჩკოვა-ხვიჩია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საპატიო პროფესორი; ნინო კოჭლოშვილი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 
      ოფიციალური შემფასებლები: ლევან ბებურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი; თინათინ გავაშელი, ფილოლოგიის დოქტორი.

      კვირას, 9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესის და უნეტარესის ილია II სრულუფლებიანი წარმომადგენელის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის განცხადება:

      "მოგეხსენებათ კვირას, 9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი. 

      ტაძრის კურთხევა დაიწყება დილის 8 საათზე, ხოლო 10 საათზე საზეიმო წირვას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. 

      ვისთვისაც ძვირფასია წმინდა ნინო და ვისაც აქვს სურვილი, ყველას - როგორც სასულიერო პირებს, ასევე საზოგადოების წევრებს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, მიიღონ მონაწილეობა ამ ისტორიულ მოვლენაში.

      ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ."

      ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია

      2019 წლის 11 ივნისს 11:00 სააათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია.

      იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

      აკადემიკოს ინესა მერაბიშვილის ლექცია

      2019 წლის 12 ივნისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფრენციო დარბაზში  აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,დედნისეული ტექსტის ანალიზი, როგორც თარგმანის აუცილებელი პირობა  ბაირონის პოემის ,,The Prisoner of Chillon” (,,შილონელი ტუსაღის“) მაგალითზე“.


      ინესა მერაბიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტი, თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორი, საქართველოსა და ბრიტანეთის საზოგადოების საპატიო წევრი, საერთაშორისო ელჩის ორდენის კავალერი. იგი არის ასზე მეტი სამცნიერო პუბლიკაციის და მონოგრფიები ავტორი. 2014 წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ინესა მერაბიშვილს „ოქროს ფრთა“ გადასცა, რასაც წინ უძღვის მრავალი ჯილდო და პრემია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი; ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიას საქართველოს მწერალთა კავშირიდან; საერთაშორისო პრემია „ოქროს არტი“ ხელოვნების აკადემიიდან; ბაირონის მედალი-ბაირონის საერთაშორისო საზოგადოებიდან; „ოქროს არწივი“-ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოებიდან. ინესა მერაბიშვილი არის დიდი ბრიტანეთის პოსტ-კონფლიქტურ კულტურათა კვლევის საერთაშორისო კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრი. ბრიტანული აკადემიური წრეების წარდგინებით საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2005 წელს ინესა მერაბიშვილს მიანიჭა საერთაშორისო ელჩის ორდენი და წოდება Her Excellency - მისი აღმატებულება. ინესა მერაბიშვილმა ინგლისურად თარგმნა გალაკტიონის პოეზია , რომელიც ორჯერ გამოიცა ინგლისში და ლონდონში გაიმართა თარგმანების პრეზენტაცია.გასულ წელს  რამდენიმე თვის განმავლობაში ლონდონსა და სტრასბურგში (ევროპის საბჭოს ერთ-ერთ სხდომათა დარბაზში) ინესა მერაბიშვილის ლექცია-საუბრებმა ბაირონსა და გალაკტიონზე ასობით ადამიანი, მათ შორის, სახელმწიფოთა ელჩები დაარწმუნა, “რატომ არის საქართველო ათ უძველეს მსოფლიო ცივილიზაციაში მესამე ადგილზე მყოფი ქვეყანა”, _ ნათქვამია ერთ-ერთ პუბლიკაციაში. განხილვაში მონაწილე მაღალი რანგის დეპუტატთა შორის ზოგმა თქვა, რომ “გალაკტიონის სახით მონათესავე სულის პოეტი იპოვა”, სხვამ _ “ჩვენ ერთდროულად ორი პოეტი ვიპოვეთ _ გალაკტიონი და მთარგმნელი”. საერთო შეფასებით კი _ “ლექციამ გალაკტიონი წარმოაჩინა მსოფლიოს უდიდეს პოეტად”.
      დიდი ბრიტანეთის პირველმა ელჩმა საქართველოში სტივენ ნეშიმ ასე შეაფასა ინესა მერაბიშვლის მოღვაწეობა: “ინესა მერაბიშვილის, როგორც საქართველოს კულტურის ელჩის სამსახური ნამდვილი ლოცვა-კურთხევაა მსოფლიოს პოეზიის თაყვანისმცემლებისთვის.ინესა მერაბიშვილი არის ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების დიდი მოამაგე, რომელიც მეგობრებსა და დამფასებლებს უმრავლებს საქართველოს. ამ მხრივ მის ღვაწლს მხოლოდ მარჯორი უორდროპის მიერ გაწეულ სამსახურს შევადარებდი”. 2018წელს  ინესა მერაბიშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.
       

      ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

      ცხადდება ღია კონკურსი პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე სწავლების მეთოდიკის მიმართულებით (ფიზიკა). 

      რუსთაველის ფონდი აცხადებს 2019 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

      კონკურსის სახელწოდება

      დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი 

      კონკურსის აბრევიატურა PHDF

      კონკურსის მიზანი

      ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

      საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინდივიდუალური 

      კონკურსის ძირითადი პირობები

      დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

      1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
      2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
      3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
      4. აგრარული მეცნიერებები;
      5. სოციალური მეცნიერებები;
      6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
      7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

       ფინანსური მოთხოვნები:

      • დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე)  არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს.
      • ფონდიდან მოთხოვნილი წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 21 000 ლარს.

      პროექტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე (კონკურსის პირობების შესაბამისად).

      სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

      სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფისა და სიძველეების შესახებ

      6 ივნისს 11:00 საათზე წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ისტორიის დოქტორის გელა ქისტაურის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფისა და სიძველეების შესახებ.

      კონფერენცია გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსებული საგრანტო პროექტის - "მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ - ეთნოლოგიური ნარკვევი"-ს ფარგლებში.

      დასწრება თავისუფალია.

      საჯარო ლექცია: "სისხლის სამართლებრივი შეურაცხაობა: კონცეპცია და მტკიცებულებები"

      2019 წლის 31 მაისს, 12:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტს ეწვევიან ოსლოს ქალაქის პროკურორი რუნარ ტორგერსენი და ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს ლოვლი. სტუმრები ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე: სისხლის სამართლებრივი შეურაცხაობა: კონცეპცია და მტკიცებულებები. 

      თამარ შაიშმელაშვილის დისერტაციის დაცვა

      2019 წლის 3 ივნისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის  წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი თამარ შაიშმელაშვილი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ლევან გოთუას პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა“.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლუიზა ბოჩკოვა-ხვიჩია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: სოსო სიგუა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  მანანა ასათიანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

      ქართული უნივერსიტეტის ჭადრაკის ჩემპიონატი 2019

      31 მაისს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში გაიმართება "SANGU-ს ჩემპიონატი ჭადრაკში 2019". ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა, საჭიროა 31 მაისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: http://bit.ly/2Mfp0Vg

      "ქართული უნივერსიტეტის ჭადრაკის ჩემპიონატი 2019-ის" დებულება
      მიზნები და ამოცანები   
      ტურნირის მიზანია სტუდენტებს შორის ჯანსაღი, სპორტული და ინტელექტუალური ცხოვრების   წესის პოპულარიზაცია, დამკვიდრება, გამარჯვებულების გამოვლენა, საქართველოს უნივერსიადაზე ჭადრაკში  მონაწილეების შერჩევა.

      ორგანიზატორები 
      ტურნირი ხორცილედება ქართული უნივერისტეტის სტუდენტების მიერ, ქართული უნივერსიტეტის სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურის მხარდაჭერით.

      მონაწილეები 
      ტურნირზე მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ქართული უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას, შეჯიბრზე მონაწილეობა უფასოა.

      ტურნირის ჩატარების დრო და ადგილი
      ტურნირი ჩატარდება 2019 წლის 31 მაისს; 13 საათიდან - 19:00 საათამდე, ქართული უნივერსიტეტის ეზოში (უამინდობის შემთხვევაში, ქართული უნივერისტეტის საგამოცდო დარბაზში).

      ტურნირის რეგლამენტი 
      ტურნირი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით, ტურების რაოდენობა განისზღვრება მონაწილეთა რაოდენობის საფუძველზე, მოგება 1 ქულა, ყაიმი - 0,5 ქულა, წაგება - 0 ქულა, ერთი პარტიისთვი მოთამაშეს აქვს 10 წუთი , ყოველი შესრულებული სვლა მოთამაშემ უნდა დააფიქსიროს საათზე ხელის დაჭერით, რის შემდეგაც იწყება მოწინააღმდეგის დროის ათვლა,   საათის ისრის ჩამოვარდნა ნიშნავს წაგებას.

      ტურნირის ხარჯები 
      ტურნირის ჩასატარებელ ხარჯებს სრულად დაფარავს ქართული უნივერსიტეტი 

      დაჯილდოება 
      ტურნირის პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასული მონაწილეები დასაჩუქრდებიან მედლებით, სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით, დაჯილდოვება შედეგბა ტურნირის დასრულების შემდგომ.

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

      29 მაისს, 12:00  საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია.  

      დასწრება თავისუფალია! 
       

      კაპილატის ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა

      30 მაისს, ხუთშაბათს 14:00 საათზე წმ.ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „კაპიტალის ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა“. 

      ლექციაზე განიხილავენ შემდეგი თემებს:
      •    ბირჟები და მათი ფორმირების ისტორია.
      •    ბირჟების კლასიფიკაცია.
      •    საბირჟო ინსტრუმენტების თვისებები.
      •    საერთაშორისო სავალუტო ფორექსის ბაზარი, მისი მონაწილეები და მუშაობის თავისებურებანი.
      •    საბროკერო კომპანიები.
      •    ბირჟებზე ინლაინ ვაჭრობის საკითხები.
      •    გაეცნობით ბირჟაზე მომუშავე ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმას.
      •    ეკონომიკური კალენდარი და მასში მოცემული ინდიკატორები.
      •    კაპილატის ბაზარი და სახელმწიფო რეგულირება.


      ლექციას გაუძღვებიან:
      •    პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია.
      •    მოქმედი გამოცდილი ტრეიდერი დავით ღაღანიძე.


      დასწრება თავისუფალია !

      რა? სად? როდის?

      7 ივნისს, 16:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება შიდა ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?". მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა დასარეგისტრირებლად მიმართეთ  ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანატს (მეორე კორპუსი ოთახი 301, მარიამი) ან შეავსეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა. 
      გუნდი უნდა შედგებოდეს  6 მოთამაშისგან. დეკანატში რეგისტრაციისას წარადგინეთ: გუნდის სახელი, გუნდის წევრების სია, კაპიტნის ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი. 
      ონლაინ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2VD5cdX

      ან დაასკანერეთ QR კოდი 

      ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია ქართულ უნივერსიტეტში


      2019 წლის 28 მაისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი, ისტორიკოსი ჰიროტაკე მაედა ქართულ ენაზე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ქართველები სეფიანთა ირანში“.

      თამარ ჯაფოშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

      2019 წლის 27 მაისს, 16:00  საათზე, ქართული უნივერსიტეტის  წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი თამარ ჯაფოშვილი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ბორის აკუნინის რომანების („აზაზელი“, „პიკის ვალეტი“) მხატვრულ-სტილისტურ თავისებურებათა ქართულ თარგმანში გადმოტანის პრობლემა“.
      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ირინე კაპანაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
      ოფიციალური შემფასებლები: ტატიანა ჭეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი;  რუსუდან ჭანტურიშვილი,  ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

      „ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე“

      2019 წლის 24 მაისს, პარასკევს, 13:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, წმ. მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება დისკუსია თემაზე „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. პარალელები და პერსპექტივა (1918, 1991 წლები და თანამედროვე გამოწვევები)“.

      დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

      ვიქტორინა - "ელინოფილობა"

      27 მაისს, 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ვიქტორინა სახელწოდებით "ელინოფილობა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფილოლოგიის პროგრამის II კურსის სტუდენტები.

      საინფორმაციო შეხვედრა KMS Georgia-ს წარმომადგენლებთან

      2019 წლის 22 მაისს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კომპანია KMS Georgia "Key Management Solutions“ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.  

      კომპანია KMS Georgia "Key Management Solutions“– 10 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში და წარმოადგენს დასაქმების, სატრენინგო და საკონსულტაციო სააგენტოს სასტუმროებსა და ტურიზმის სფეროში. 

      KMS Georgia  სტუდენტებს სთავაზობს, საერთაშორისო ბრენდირებულ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში (რედისონი, შერატონი, ბილტმორი) დასაქმებას, მოქნილი გრაფიკით და საათობრივი ანაზღაურებით კერძოდ: კვებისა და სასმელების განყოფილებაში- მიმტანის, მზარეულის დამხმარის და სტიუარდის პოზიციებზე.

      თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გსურთ სასტუმროს სფეროში დასაქმება და განვითარება, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ უდიდესი გამოცდილება სასტუმროს მომსახურების  სფეროში, გქონდეთ კარიერული ზრდა, რაც მთავარია დაწინაურების რეალური პერსპექტივა და ყოველთვიური შემოსავალი.

      ძირითადი მოთხოვნები:

      • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
      • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა 
      • ორგანიზებული და პუნქტუალური;
      • კომუნიკაბელური, ენერგიული და თავაზიანი
      • სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
      • მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული;
      • გუნდური მუშაობის უნარი;

      შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა.

      დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: m.telia@kmsgeorgia.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ უნივერსიტეტის დასახელება. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია Facebook გვერდზე (KMS Georgia) ან მიბრძანდეთ ოფისში და გაიაროთ რეგისტრაცია. 
      მის: ქ.თბილისი, ც.დადიანის 7დ, ტელ: 2 25 05 67

      საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის არსისა და მისი თავიდან არიდების შესახებ

      24 მაისს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის გაიმართება პლაგიატის არსისა და მისი თავიდან არიდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.

      პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები"

      23 მაისს, 13:00 საათზე, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები". სემინარს გაუძღვება PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი ნათია გოცაძე. 

      სემინარი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს პრაქტიკული რჩევები მიზნების განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების შესახებ. გაეცნოს აპრობირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიებს, რომლებიც დაეხმარებათ ეფექტიანად მართონ საკუთარი მიზნები და სურვილები.

      სემინარი მოიცავს შემდეგ თემებს:

      • რა გვიშლის ხელს თვითრეალიზაციაში
      • დრო და ეფექტურობის არჩევანი
      • როგორ ვაქციოთ სურვილები მიზნებად
      • პრიორიტეტები და მათი მართვა
      • მიზნის განსაზღვრის მოდელები
      • მიზნის მიღწევის 7 პრაქტიკული ტექნოლოგია

      შეხვედრის დაწყებდამდე ერთი საათით ადრე, 12:00 საათზე, "ევექსი" გიმასპინძლებთ ფურშეტზე.

      დასწრება თავისუფალია.

      "სახელმწიფოსა და ეკლესიის  ურთიერთობა  საქართველოს ისტორიის ჭრილში"

      23 მაისს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ლიტვაში მოღვაწე ქართველი მღვდელი, მეცნიერი მამა იოსებ ზეთეიშვილი  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "სახელმწიფოსა და ეკლესიის  ურთიერთობა საქართველოს ისტორიის ჭრილში".  

      საქართველოს ეროვნული გმირების - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

      21 მაისს 14:00 საათზე საქართველოს საპატრიაქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას  დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.

      შესავალი სიტყვა - ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

      სხდომის თავმჯდომარე - ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი

       

      მოსხენებები:

      1. შოთა ყურუა - ქართული უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი:  ზვიად გამსახურდიას "დილემა კაცობრიობის წინაშე"

      2. გიორგი არქანია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი:  „არქიპელაგი გულაგის“ არალეგალურად გავრცელება - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დისიდენტური მოღვაწეობის ერთი ეპიზოდი

      3. გიგი გიოშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კურსის მაგისტრანტი: მერაბ კოსტავა გადასახლების პერიოდში

      4. სოფიო ჯანჯღავა - ქართული უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი:  ქრისტიანული მოტივები მერაბ კოსტავას პოეზიაში;

      5. გაბრიელ თაგაური -  ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი:  მერაბ კოსტავა - ქართული ჯარის შექმნის ინიციატორი და ამ იდეის მნიშვნელობა;

      6. ბაქარ ნადარაია -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი:  მერაბ კოსტავა ილია ჭავჭავაძის შესახებ;

      7. ანა პაპუნაშვილი - ქართული უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი:  ზვიად გამსახურდიას მთარგმნელობითი შეხედულებები;

      8. გიორგი შონია - ქართული უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი: ზვიად გამსახურდიას მიმართვა კავკასიის ხალხებისადმი.

      8 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი

      ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გააკეთებ. გამოდი კომფორტის ზონიდან და მოსინჯე შენი ძალები, 8 ივნისს 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში. შეამოწმე შენი ცოდნა B2 დონის ლექსიკურ მარაგში და მიიღე მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო აქტივობებში.

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      • ქართული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #106 ოთახი.
      • ტელ: 225 82 46
      • ელ. ფოსტა: sangulanguage@gmail.com
      პროფესორ რევაზ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია: "ეკონომიკური კონკურენციის ქრისტიანული გააზრება"

      2019 წლის 20 მაისს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ რევაზ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია: „ეკონომიკური კონკურენციის ქრისტიანული გააზრება“.

      დასწრება თავისუფალია.

      გილოცავთ!

      გილოცავთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს

      ახალი სემესტრი მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში

      სწავლა იწყება 2018 წლის სექტემბერში. ჩვენთან ჩაბარების მსურველებს (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენებით) ვთხოვთ გადმოაგზავნონ CV ა.წ 10 ივნისამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge

      მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით: წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში და ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონენი (C-1 დონეზე) განთავისუფლდებიან ტესტისგან უცხო ენაში.

      გამოცდების განრიგი:

      • 22 ივნისი, პარასკევი - 11:00 საათი (წერითი ტესტი ინგლისურში)
      • 23 ივნისი, შაბათი - 11:00 საათი (წერითი ტესტი ქართულში)
      • 23 ივნისი, შაბათი - 13:00 საათი (გასაუბრება ინგლისურ ენაში) 

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      • ქართული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #04 აუდიტორია.
      • ტელ: 2 25 82 40 (+230)
      • მობ.: 599-93-93-33 ან 599-54-38-06
      • ელ. ფოსტა:  hisit@sangu.edu.ge
      • ფეისბუქის გვერდი
      ისტორიის დოქტორ ჰაიკ ჰაკობიანის საჯარო ლექცია

      2019 წლის 15 მაისს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, სომხეთის მესროპ მაშტოცის სახელობის უძველესი ხელნაწერების კვლევითი ინსტიტუტისა და არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი, ისტორიის დოქტორი ჰაიკ ჰაკობიანი ქართულ ენაზე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მატადარანში დაცული ქართული წყაროები და მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის“.

      პროფესორ თამარ გელიტაშვილის საჯარო ლექცია

      2019 წლის 5 ივნისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი თამარ გელიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „აკაკის „განთიადი“.  

      დასწრება თავისუფალია.

      იაპონიის ელჩის საჯარო ლექცია

      2019 წლის 15  მაისს, 11:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში იაპონიის ელჩი, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე იაპონიის დიპლომატია.

      სასიხარულო ინფორმაცია ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის!

      ქართული უნივერსიტეტის IP მისამართიდან შესაძლებელი გახდა ელსევიერის ბაზების Scopus; Science Direct; Scival Funding (Funding Institutional)-ის უფასოდ გამოყენება. 
      შეგახსენებთ რომ ელსევიერის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ატვირთულია მთელს მსოფლიოში გამოქვეყნებული სხვადასხვა თემატიკის სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მოიცავს 70 მილიონზე მეტ ნაშრომს, 22 ათასზე მეტ პერიოდულ ჟურნალს და 150 ათასზე მეტ წიგნს. სარგებლობისთვის იხილეთ ბმულები (ვრცლად)

      ჰუმანური პედაგოგიკის კლასიკოსის აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია - "ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლები"

      23 მაისს, ხუთშაბათს, 10:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის, წმ. მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში ცნობილი პედაგოგი, ჰუმანური პედაგოგიკის კლასიკოსი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლები“.

      დასწრება თავისუფალია.

      12 მაისი - ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე
      12-maisi-ghvtismshoblisadmi-saka

      2019 წლის 10 მაისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი. 

      სხდომის გახსნა:

      • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
      • საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)

      მისალმებები:

      1. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე
      2. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა

      მოხსენებები (რეგლამენტი -  10 წთ.):

      1. მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე) - “საქართველოს ზეციური მფარველნი და მათი ღვაწლის მნიშვნელობა”
      2. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი - „საქართველო საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურის შემოქმედი“
      3. თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია - “დღესასწაული - ღმრთით გარდამოვლენილი მადლის, კურთხევის, განახლება”
      4. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირი - „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წელი“

      მონაწილეობს ანსამბლი “სახიობა”, ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე
       

      საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ არსებული დოკუმენტები

      საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ არსებული ყველა დოკუმენტი ელექტრონული სახით იხილეთ ბმულზე

      თამარ კვარაცხელიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

      2019 წლის 16 მაისს, 16:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება  ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმიის დარგობრივი სექციის დოქტორანტის, თამარ კვარაცხელიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: "ნეფროპროტექტორული ბიოფლავანოიდებისათვის ეფექტური წამალთფორმების შემუშავება".
       

      პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის წარდგენა

      2019 წლის 7 მაისს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის: „სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II ეგზარქოს ვლადიმერის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ“ წარდგენა.

      შესავალი სიტყვა: ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
      გამომსვლელები: პროფესორი ვახტანგ გურული, ელდარ ბუბულაშვილი, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, გვანცა ბურდული.

      დასწრება თავისუფალია.

      კითხვარი

      მოგესალმებით,

      გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა უნივერსიტეტის კაფეტერიის და ბიბლიოთეკის შესახებ გამოკითხვაში . კითხვარის შევსებისას იყავით მაქსიმალურად გულწრფელი. გამოკითხვა ანონიმურია და კვლევის შედეგები მხოლოდ განზოგადებული სახით იქნება გადმოცემული. 

      წინასწარ გიხდით მადლობას კვლევაში მონაწილეობისთვის!

      პროფესორ ხრისტოს გ. კარაიანსის საჯარო ლექცია

      2019 წლის 7 მაისს, 18:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბ-ნი ხრისტოს გ.კარაიანსი გამართავს კონფერენციას თემაზე: 
      1. მონოთეზისი ძველი აღთქმის ეპოქაში
      2. ქართული საგანძური იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის საცავებში 

      გერმანიის ელჩის საჯარო ლექცია ქართულ - გერმანული ურთიერთობების შესახებ

      2019 წლის 2 მაისს, 10:30 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გერმანიის ელჩი ბატონი ჰუბერტ ქნირში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "გერმანია-საქართველო წარსული, აწმყო და მომავლის პერსპექტივები".

      დასწრება თავისუფალია! 

      სტუდენტების შეხვედრა დამსაქმებელთან

      2019 წლის 2 მაისს, 13:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტების შეხვედრა „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) წარმომადგენლებთან.

      საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანხორციელებს რეფორმას: „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“.

      რეფორმის მიზანია საქართველოს ადგილობრივ თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვა.

      ამჟამად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ორგანიზაცია იწყებს მუშაობას თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვაზე.

      აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი „ბიზნეს ანალიტიკოსთა“ გუნდის ფორმირების აუცილებლობა.

      გუნდის მიზანი: მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და შეფასება, ელექტრონული სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა.

      შერჩევის ეტაპები:

      • ინდივიდუალური გასაუბრება.
      • მოცემული დავალების საფუძველზე პრეზენტაციის წარმოდგენა.

      ეტაპების წარმატებით გადალახვის შემთვევაში კანდიდატები გაივლიან უფასო გადამზადების კურსს თბილისში.

      კურსის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან:

      • MSDA-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემების გამოყენება-მართვას;
      • მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს პროცესების კვლევის მეთოდოლოგიისა და მისი ფუნქციური აღწერის დოკუმენტის შექმნას.
      • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიმოხილვით კურსს.
      • თვითმართველი და საჯარო მმართველობის ზოგად კურსს.
      • კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას.

      კურსის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, რომელთაც მოუწევთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში თავიანთი საქმიანობის განხორციელება.

      ბიზნეს ანალიტიკოსის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

      • MSDA-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემების ადმინისტრირება.
      • მუნიციპალიტეტის არსებული სტრუქტურული ერთეულების შეფასება და დოკუმენტირება
      • მუნიციპალიტეტის გეოსივრცითი მონაცემების შესწავლა და დოკუმენტირება.
      • მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება.
      • დანერგვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება
      • ელექტრონული სისტემების დანერგვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, საჭირო ცვლილებების გამოვლენა და დროული ინიცირება
      • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი.

      უნარები:

      • კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების კარგად ფლობა.
      • შემოქმედებითი აზროვნება და პედაგოგიკური უნარები ( მიღებული ცოდნის ეფექტურად გადმოცემა - პრეზენტაცია).
      • უხცო გარემოში ადაპტირების უნარი.
      • კომუნიკაბელურობა.
      • გუნდში, თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

      (ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

      საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

      • კურსი - დამამთავრებელი ბაკალავრი/მაგისტრატურა
      • შეფასება - უკანასკნელი სემესტრის/კურსის მიხედვით უნდა შეადგენდეს: A (ფრიადი) B (ძალიან კარგი) C (კარგი).

      პროექტის ხანგრძლივობა: 2 წელი

      შრომითი ხელშეკრულებით გაფორმებული პირი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ბინით, ლეპტოპითა და სამივლინებო ხარჯით.

       

      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახური აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით.

      სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახური ქართულ უნივერსიტეტში 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ზრუნავს სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე, კერძოდ დამსაქმებლების მოძიებაზე და საინტერესო ვაკანსიების გავრცელებაზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების დასაქმებას. 

      დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად ვთავაზობთ სტუდენტებს ტრენინგებს, რომელიც ხელს უწყობს მათ ეფექტურ თვითპრეზენტაციას, რაც პირდაპირკავშირშია დასაქმებასთან.

      ჩვენს ამბიციურ მიზანს წარმოადგენს, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ყველა სტუდენტი, თავისი სპეციალობის მიხედვით იყოს დასაქმებული.

      პოზიცია: სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის მენეჯერი (სტაჟიორი)
      სტაჟირების ხანგრძლივობა: 13 მაისი - 30 ივლისი

      ძირითადი მოვალეობები:

      • სატელეფონო ზარების განხორციელება
      • დამსაქმებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება 
      • კვლევებში მონაწილეობის მიღება, კერძოდ მონაცემების შეყვანა “excel”-ის პროგრამაში
      • კვლევის შედეგების ინტერპრეტაციაში ჩართვა
      • ტრეინინგების მსვლელობის დროს ასისტირება
      • სოციალურ ქსელებში და სტუდენტურ პორტალზე სიახლეების გავრცელება ვაკანსიებთან დაკავშირებით
      • დასაქმების ფორუმის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
      • განათლება: ბაკალავრი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სკოლის განათლება.
      • გამოცდილება:  არ არის აუცილებელი, მაგრამ გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

      მოთხოვნები:

      • კარგი კომუნიკაციის უნარი
      • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
      • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
      • საქმიანობის კარგი დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
      • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ecxel, word, power point)
      • ანალიტიკური აზროვნება
      • პრეზენტაციის უნარის მქონე
      • სიტუაციებთან ადაპტურობა
      • პასუხისმგებლობის გრძნობა
      • გამართული წერა 
      • კრეატიულობა
      • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
      • განვითარებაზე ორიენტირებული
      • პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
      • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

      გასაუბრების ეტაპები:

      1. რეზიუმეების გადარჩევა, გაფილტვრა
      2. სატელეფონო გასაუბრება კანდიდატთან
      3. შეხვედრის დაგეგმვა
      4. გასაუბრება

      გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

      • 01/05/2019-ის ჩათვლით მოხდება რეზიუმეების მიღება (ფოტოსურათი აუცილებელად უნდა ჰქონდეს  დართული). ყურადღება მიექცევა CV ფორმატს, შინაარს, ინფორმაციულობას. აქედან გამომდინარე, მოხდება სასურველი კანდიდატების არჩევა. 
      • არჩეულ კანდიდატებს შევეხმიანებით 05/05/2019 -ის ჩათვლით, თუ ამ თარიღებში არ შეგეხმიანეთ, ე.ი თქვენ სამწუხაროდ ვერ გაიარეთ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპი წარმატებით და აღარ დაელოდოთ ჩვენგან ზარს. 
      • არჩეულ კადრებს შევეხმიანებით და გასაუბრებაზე დავიბარებთ (თარიღზე და დროზე შევთანხმდებით).
      • გასაუბრება ჩატარდება:  06/05/2019 - 08/05/2019-ის ჩათვლით.
      • კანდიდატების შერჩევა დარსულდება 11/05/2019-ში.
      • არჩეულ კანდიდატთან(„ებ“-თან) მოხდება დაკავშირება და 13/05/2019-ში გამოცხადდება ხდება სამსახურში.
      • დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 3/05/2019 რიცხვამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careeroffice@sangu.edu.ge გთხოვთ, პოზიციის დასახელება მიუთითეთ მეილის სათაურში, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

      თანდართული დოკუმენტები:

      • ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის " კანცლერის ბრძანება N19-კ ქართულ უნივერსიტეტში სტაჟირების გამოცხადების შესახებ (ვრცლად)
      აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი სხდომა

      2019 წლის 23 აპრილს, სამშაბათს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი სხდომა.

      დღის წესრიგი

      • შესავალი სიტყვა - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
      • ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემები - ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
         
      საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში 2019

      ქართული უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“-ს ორგანიზებით 5 მაისს, 10:00 საათზე, ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში.

      ჩემპიონატის მიზნებია: 

      • ინფორმატიკაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების იდენტიფიკაცია და მათი სტიმულირება;
      • ინფორმატიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და მაღალი კლასების მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება, მოსწავლეებისთვის სწორი სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება;
      • სკოლებისა და უნივერსიტეტების გააქტიურება და სტიმულირება ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად.

      ჩემპიონატს აქვს ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია და ორი ეტაპი:

      • 5 მაისი - ონლაინ ტური, რომლის მიზანია დასკვნითი ტურისათვის მონაწილეების შერჩევა (geochampion.ge)
      • 19 მაისი - დასკვნითი ტური დასწრებული შეჯიბრია და ჩატარდება ქართულ უნივერსიტეტში. დასკვნით ტურში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ ტურის გამარჯვებულები. დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით განისაზღვრება გამარჯვებულები და შედგება მათი დაჯილდოვების ცერემონია. ჩემპიონატი ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის ანალოგიური ფორმატით - ყოველ ტურში 3 ამოცანა და დრო - 5 სთ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

      ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, მოსწავლეებს და ნებისმიერი სხვა სტატუსის მქონე ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 21 წელი.

      ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, 3 მაისის 18:00 საათამდე, დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე: geochampion.ge

      ჩემპიონატში მონაწილეობა უფასოა.

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      ელ. ფოსტა: geochampion21@gmail.com; coding@sangu.edu.ge

      ტელ.: 295 45 75; 225 00 77;

      სტუდენტების საყურადღებოდ!

      სახელმწიფო სასწავლო/სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული  გრანტი  სტუდენტს  სტატუსის  შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, უნარჩუნდება შემდეგი პირობით:
      ა) სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის განკუთვნილი  სახელმწიფო სასწავლო/სოციალური გრანტის თანხა ჩაერიცხება სუდენტს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (ე.წ. ექე-ს ბაზა) 1 ნოემბრის მონაცემებით აქტიური სტატუსის მქონეა.
      ბ) სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განკუთვნილი  სახელმწიფო სასწავლო/სოციალური გრანტის თანხა ჩაერიცხება სუდენტს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (ე.წ. ექე-ს ბაზა)  1 აპრილის მონაცემებით აქტიური სტატუსის მქონეა.
      გ) 1 ნოემბრის/1 აპრილის შემდგომ სტატუსის  აღდგენის  შემთხვევაში, გრანტის მქონე სტუდენტი სწავლის აგრძელებს თვითდაფინანსების პირობით (თავად იხდის სწავლის საფასურს).
      დ)  1 ნოემბრის/1 აპრილის შემდგომ სტატუსის  შეჩერების  შემთხვევაში, სტუდენტს მოცემული სემესტრის საფასური განესაზღვრება/დაეკისრება უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციის შესაბამისად.
      აღნიშნულის გათვალისწინებით, სტუდენტებს, რომელთაც მოპოვებული გაქვთ სახელმწიფო სასწავლო/სოციალური  გრანტი, გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ თქვენს  სტატუსს და მოცემული სემესტრისათვის დაგეგმილი ცვლილება (სტატუსის შეჩერება ან აღდგენა) განახორციელოთ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი - ზემოთ მითითებული ვადების გათვალისწინებით. 
      აქვე შეგასხსენებთ, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი პირადი განცხადების  გარდა შეიძლება იყოს:

      • ფინანსური დავალიანება (ადმინისტრაციული რეგისრაციის გაუვლელობა, მათ შორის თუ ეტაპობრივად იხდით თანხას, მაგრამ არ გაქვთ ოფიციალური განცხადება დაწერილი გრაფიკის თაობაზე)
      • ფინანსური დავალიანება (განცახდებაში ასახული ინდივიდუალური გრაფიკის დარღვევა, მათ შორის არასრული გადახდა. მაგ:  თვეში გარფიკის შესაბამისი 200 ლარის ნაცვლად 160 ლარის გადახდა)
      • აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა (რექტორის ბრძანებით დამტკიცებულ-აკადემიური კალენდრით დადგენილ ვადებში ან/და არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში. 
      • ავადმყოფობა
      • უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა

      აგრეთვე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტში  მიმდინარე სხვა პროცესების პარალელურად, სტატუსის აღდგენის შესახებ განცხადებაზე რეაგირებას, შესაბამისი ბრძანების მომზადებას, გატარებას, რეზოლუციის დადებას და შემდგომ უკვე მის ასახვას, როგორც საუნივესიტეტო (უნიმანი, უმს) ბაზებში ასევე ექე-ს რეესტრში ჭირდება გარკვეული პერიოდი. ამიტომ დაიჭირეთ თადარიგი და მინიმუმ 2-3 სამუშაო დღით ადრე მიმართეთ უნივერსიტეტს განცხადებით სტატუსის აღდგენის შესახებ. 
      (სამუშაო დღეებათ ითვლება კალენდარული დღეები გარდა შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმე დღეებისა)

      სახელმწიფო სამაგისტრო /სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტის თანხების შენარჩუნების/დაკარგვის პირობები:
      სახელმწიფო სამაგისტრო/სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული  გრანტი  მაგისტრანტს სტატუსის  შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, უნარჩუნდება შემდეგი პირობით:
      ა) სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის განკუთვნილი  სახელმწიფო სამაგისტრო/სოციალური გრანტის თანხა ჩაერიცხება მაგისტრანტს რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (ე.წ. ექე-ს ბაზა) 15 ნოემბრის მონაცემებით აქტიური სტატუსის მქონეა.
      ბ) სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განკუთვნილი  სახელმწიფო სამაგისტრო/სოციალური გრანტის თანხა ჩაერიცხება მაგისტრანტს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (ე.წ. ექე-ს ბაზა)  1 აპრილის მონაცემებით აქტიური სტატუსის მქონეა.
      გ) 15 ნოემბრის/1 აპრილის შემდგომ სტატუსის  აღდგენის  შემთხვევაში, გრანტის მქონე მაგისტრანტი სწავლის აგრძელებს თვითდაფინანსების პირობით (თავად იხდის სწავლის საფასურს).
      დ)  15 ნოემბრის/1 აპრილის შემდგომ სტატუსის  შეჩერების  შემთხვევაში, მაგისტრანტს მოცემული სემესტრის საფასური განესაზღვრება/დაეკისრება უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციის შესაბამისად.
      აღნიშნულის გათვალისწინებით, მაგისტრანტებს, რომელთაც მოპოვებული გაქვთ სახელმწიფო სამაგისტრო/სოციალური გრანტი, გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ თქვენს  სტატუსს და მოცემული სემესტრისათვის დაგეგმილი ცვლილება (სტატუსის შეჩერება ან აღდგენა) განახორციელოთ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი - ზემოთ მითითებული ვადების გათვალისწინებით.
      აქვე შეგასხსენებთ, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი პირადი განცხადების  გარდა შეიძლება იყოს:

      • ფინანსური დავალიანება (ადმინისტრაციული რეგისრაციის გაუვლელობა, მათ შორის თუ ეტაპობრივად იხდით თანხას, მაგრამ არ გაქვთ ოფიციალური განცხადება დაწერილი გრაფიკის თაობაზე)
      • ფინანსური დავალიანება (განცახდებაში ასახული ინდივიდუალური გრაფიკის დარღვევა, მათ შორის არასრული გადახდა. მაგ:  თვეში გარფიკის შესაბამისი 200 ლარის ნაცვლად 160 ლარის გადახდა)
      • აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა (რექტორის ბრძანებით დამტკიცებულ-აკადემიური კალენდრით დადგენილ ვადებში ან/და არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში. 
      • ავადმყოფობა
      • უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა

      აგრეთვე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტში  მიმდინარე სხვა პროცესების პარალელურად, სტატუსის აღდგენის შესახებ განცხადებაზე რეაგირებას, შესაბამისი ბრძანების მომზადებას, გატარებას, რეზოლუციის დადებას და შემდგომ უკვე მის ასახვას, როგორც საუნივესიტეტო (უნიმანი, უმს) ბაზებში ასევე ექე-ს რეესტრში ჭირდება გარკვეული პერიოდი. ამიტომ დაიჭირეთ თადარიგი და მინიმუმ 2-3 სამუშაო დღით1 ადრე მიმართეთ უნივერსიტეტს განცხადებით სტატუსის აღდგენის შესახებ.
      (სამუშაო დღეებათ ითვლება კალენდარული დღეები გარდა შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმე დღეებისა)

       

      ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

       

      პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილის საჯარო ლექცია: "გულივერის კომპლექსი"

      2019 წლის 5 აპრილს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი ფსიქოლოგიითა და ფსიქოთერაპიით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობს თავის ახალ, ორიგინალურ ფსიქოლოგიურ კონცეფციას "გულივერის კომპლექსი". ჯონათან სვიფტის ცნობილი ნაწარმოები „გულივერის მოგზაურობა“, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილისთვის ახალი ფსიქოლოგიური ფენომენის შექმნის ინსპირაციის წყაროდ იქცა.

      რა ემართება ადამიანს და საზოგადოებას, როდესაც ჩვეული გარემოდან მკვეთრად შეცვლილ რეალობაში აღმოჩნდება?

      „გულივერის კომპლექსის“ კონცეფციაში, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილი აანალიზებს ფსიქოლოგიურ კრიზისს, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს საზოგადოება ერთი სახელმწიფოებრივი წყობის ნგრევის შემდგომ, ახალ გამოწვევებთან გამკლავების და რადიკალურად განსხვავებულ სინამდვილესთან ადაპტაციის პროცესში. აქვე განიხილება არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზები. 

      საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის - დღეები ქართულ უნივერსიტეტში

      15 აპრილი, ორშაბათი, 13.00 სთ. - დისკუსია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო ენა: თანამედროვეობა და გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან: პროფ. გია ალიბეგაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პროფ. მერაბ ჩუხუა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე; პროფ. ნანა მაჭავარიანი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; პროფ. თამარ ვაშაკიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრები და ფილოლოგიის მიმართულების სხვა ცნობილი სპეციალისტები.
      დისკუსიის ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები.

      17 აპრილი, ოთხშაბათი, 13.00 სთ. - ქართული მხატვრული სიტყვის ზეიმი: „ო, ენავ ჩემო!“. საკუთარ  ქმნილებებს წაიკითხავენ სტუმრები: ნომადი ბართაია, ზურაბ თორია, ელგუჯა მარღია, ზაურ მოლაშხია, თემურ ჩალაბაშვილი, მანანა ჩიტიშვილი, ტარიელ ხარხელაური... ასევე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
      ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.

      18 აპრილი, ხუთშაბათი, 13.00 სთ. - როსტომ ჩხეიძის წიგნის: „ჟარგონი და მეტსახელი და კიდევ ტოპონიმიკა და ხეთური სამყარო“ განხილვა. წიგნის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: ნათია იაკობიძე, ხატია ჯანგავაძე, მანანა ხვინგია, მიხეილ ლაბაძე, ლევან ბებურიშვილი; ასევე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები: მანანა ტაბიძე და ტარიელ ფუტკარაძე.
      ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრი და  ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტები. 
       

      ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის დარგობრივი სექციის დოქტორანტების სადისერტაციო ნაშრომების დაცვა

      15 აპრილი -  15: 00 საათი
      წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება  ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის,  ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის დარგობრივი სექციის დოქტორანტის, 
      ნიკო გაფრინდაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე:  „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეომორფოლოგიური და გეოდინამიკური ცვლილებების და რისკების შეფასება საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით“.

      17 აპრილი - 15:00 საათი
      ქართული უნივერსიტეტის I კორპუსის #402 აუდიტორიაში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის,  ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის დარგობრივი სექციის დოქტორანტის, 
      ლევან ზაზაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე:  „საქართველოში საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების მეთანოლად გადამუშავების გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პოტენციალის შეფასება“

      18 აპრილი - 15:00 საათი
      ქართული უნივერსიტეტის I კორპუსის #402 აუდიტორიაში გაიმართება  ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის,  ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის დარგობრივი სექციის დოქტორანტის, 
      ლევან ბედენაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე:  „საქართველოს აეროპორტების გარემოზე ზემოქმედების შეფასება და შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება“


       

      დიალოგი მხატვრულ ლიტრატურაზე

      1 აპრილს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტს ეწვევა ცნობილი ქართველი  მთარგმნელი, თინათინ ღარიბაშვილი, რომელიც სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრება ლიტერატურასა და ფრანგულ-ქართულ თარგმანებზე, ასევე ფრანგულ ენასა და მის მნიშვნელობაზე, როგორც ლიტერატურის დარგში ისე საერთაშორისო ასპარეზზე. თინათინ ღარიბაშვილი მთარგმნელია ისეთი ცნობილი ფრანგული ბესტსელერისა, როგორიცაა ფედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“, პოლ სარტრის „გულისრევა“, ჟორჟ სიმენონის „წერილი დედას“, რომენ გარის „ცხოვრება წინაა“, ასევე გი დე მოპასანის, მილიერისა და სხვა ფრანგი ავტორების  ნაწარმოებებისა.  

      შეხვედრა გაიმართება დიალოგის რეჟიმში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები მათთვის საინტერესო  ლიტერატურისა და თარგმანის საკითხებზე. 

      შეგახსენებთ, რომ მარტის თვე  მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, ქართული უნივერსიტეტი მოხარულია აღნიშნული ღონისძიებით  შეუერთდეს მსოფლიოს ამ დიდ ზეიმში. 

      დასწრება თავისუფალია     

      ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, პროფესორ ალექსანდრე ბენდიანიშვილის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

      2019 წლის 11 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, პროფესორ ალექსანდრე ბენდიანიშვილის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

      პროექტ "სამი სავარძელი ხელოვანთათვის" მორიგი შეხვედრა

      29 მარტს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართება პროექტ "სამი სავარძელი ხელოვანთათვის" მორიგი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სამი სფერო: პოეზია, მხატვრობა და მუსიკა.

      • პოეტი  - თამარ შაიშმელაშვილი
      • კომპოზიტორი  - ია მაისაია
      • მხატვარი - ვასილ ბოსტაშვილი

      სამი სავარძლის სტუმარია პოეტი დავით არახამია.
       

      არქიმანდრიტ ადამის (ახალაძე) ლიტერატურული საღამო და წიგნის "იმიტომ რომ სახლია შენის" წარდგინება

      2019 წლის 4 აპრილს, 17:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, არქიმანდრიტ ადამის (ახალაძე) ლიტერატურული საღამო და წიგნის "იმიტომ რომ სახლია შენის" წარდგინება.

      ლეო ანთაძის მონოსპექტაკლი

      2019 წლის, 2 აპრილს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის საიუბილეო შეხვედრა-კონცერტი, სადაც ის წარმოადგენს მონო-სპექტაკლს, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებიდან.
       

      სამეცნიერო კონფერენცია: "ზვიად გამსახურდია 80"

      2019 წლის 28 მარტს ქართული უნივერსიტეტის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

      13:00-13:30

      შესავალი სიტყვა: ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. სერგო ვარდოსანიძე
      Opening Speech: Rector of Georgian University, Professor Sergo Vardosanidze

      მისალმებები: ელჩები, მთავრობის წევრები...
      Welcoming Speeches: Ambassadors, Government Representatives… 

      13:00-14:30 I პლენარული სხდომა
      First Plenary Session
      პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და დეოკუპაციის პროცესში - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა ტაბიძე
      Importance of Zviad Gamsakhurdia’s Political Strategy in Restoring Independence and the Processes of De-occupation - Professor, Doctor of Philology, Manana Tabidze
      მალტის შეთანხმება (02.12.1989), 1992-93 წლების პუტჩი და 2008 წლის პლებისციტი  თანამედროვე გეოპოლიტკურ კონტექსტში - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  ტარიელ ფუტკარაძე
      Malta Summit (02.12.1989), 1992-93 Coup and 2008 Referendum in the Context of Modern Politics - Professor, Doctor of Philology, Tariel Putkaradze
      პრეზიდენტ ზვიად გამსახურდისას ეროვნული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა გაბაშვილი
      Foreign Policy of Zviad Gamsakhurdia’s National Government - Doctor of Philology, Manana Bagalishvili
      დსთ-ს მიმართ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ  /ალმა-ათის შეხვედრის ანალიზი/ - ნემო ბურჭულაძე, საქართველო რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1991 წ,)
      About Zviad Gamsakhurdia’s Negative Attitude Towards CIS /Analysis of The Alma Ata Meeting/ - Deputy Chairman of the Supreme Council of the Republic of Georgia, Nemo Burchuladze
      ზვიად გამსახურდია და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის პრობლემები - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
      Zviad Gamsakhurdia and Problems of the Georgian Apostolic Orthodox Church - PhD in History, Professor Sergo Vardosandize
      14:30-15:00 შესვენება (ჩაი, ყავა):
      Coffee Break
      15:00-17:00 II პლენარული სხდომა
      Second Plenary Session
      "პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კავკასიური პოლიტიკა აფხაზურ-ქართულ და ოსურ-ქართულ ურთიერთობათა კონტექსტში" - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თეიმურაზ გვანცელაძე
      Zviad Gamsakhurdia’s Caucasian Policy in the Context of Abkhaz-Georgian and Ossetian-Georgian Relations - Doctor of Philology, Teimuraz Gvantseladze
       პრეზიდენტ ზვიად გასახურდიას ხელისუფლება და სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საკითხი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი
      Zviad Gamsakhurdia’s Government and the Issue of Autonomy for South Ossetia - PhD in History, Professor Giorgi Sosiashvili
      რუსეთის იმპერიის ეთნიკური პოლიტიკა /90-იანი წლების დოკუმენტური მასალების ანალიზი/ - სოციოლოგიის დოქტორი ბიმურზა აფრასიძე
      Ethnic Policy of Russian Empire /Analysis of Document Materials of 90s/ - PhD in Sociology, Bimurza Aprasidze
      ზვიად გამსახურდია და საქართველოს კონსტიტუტიციური პრობლემები - ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია
      Zviad Gamsakhurdia and Flaws of the Constitution of Georgia - PhD in History, Levan Jikia
      ზვიად გამსახურდია  ქართული ეროვნული ხასიათის ძირითადი ნიშნების შესახებ  - ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი
      Zviad Gamsakhurdia on Main Aspects of National Character of Georgia - PhD in Philology, Levan Beburishvili
      ზვიად გამსახურდიას პოეზია - ფილოლოგიის დოქტორი ქეთი შენგელია
      Zviad Gamsakhurdia’s Poetry - PhD in Philology, Keti Shengelia
      ზვიად გამსახურდიას პოეტური თარგმანები - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია მირესაშვილი
      Zviad Gamsakhurdia’s Literary Translations - PhD in Philology, Professor, Maia Miresashvili
      ზვიად გამსახურდიას იგავები - ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ინგა მილორავა
      Zviad Gamsakhurdia’s Fables - PhD in Philology, Professor, Inga Milorava
      დისკუსია
      Discussions

      რეგლამენტი: მისალმება - 5 წუთი; მოხსენება - 12 წუთი
      Time Limit on Speeches: Welcoming Speech – 5 min.; Reports – 12 min.

      ტრეინინგი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის

      2019 წლის 1 აპრილს, ორშაბათს, 12:00  საათზე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის გაიმართება ტრეინინგი: პროექტ ,,ელექტრონულ ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის - elFL’’ ფარგლებში, მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემების მასალების უფასოდ წვდომისა და გამოყენების შესახებ.

      ტრეინინგის გამართვის ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზი.

      სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 საათი.

      სტუდენტის კითხვარი საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ

      კითხვარი განკუთვნილია ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის შესწავლის მიზნით.

      კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დოქტორანთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

      2019 წლის 23 მარტს, შაბათს 10:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია.
      კონფერენცია ეძღვნება საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის  ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

      დღის წესრიგი
      მისალმებები:      

      • 10:00 – 10:10 სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.
      • 10:10 – 10:15 ლევან ჯიქია, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი.
      • 10:15 – 10:20 ჯაბა მესხიშვილი, ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი.
      • 10:15 – 10:20 ლევან ბებურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი.

      გამომსვლელები:

      • 10:20 – 10:40  ირაკლი ლორთქიფანიძე - სასულიერო ჟურნალი ,,ახალი სიტყვა’’, ქუთათელი  მიტროპოლიტი ანტონის (გიორგაძის) წინააღმდეგ.
      • 10:40 – 11:00  მარიამ თოღუზაშვილი  - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა 1939-1952 წლებში.
      • 11:00 – 11:20 ლაშა დეისაძე-შარვაშიძე  - საბჭოთა რეჟიმის უკანასკნელი მსხვერპლი ქართველი სასულიერო პირი - მღვდელმონაზონი თეოდორე.
      • 11:20 – 11:40 ნესტან ღამბაშიძე  - ქართველი ქალები ემანსიპაციის სათავეებთან.
      • 11:40 – 12:00 იამზე ფუტკარაძე - რძის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების სახელწოდებათა იზოგლოსები ქართული ენის დიალექტებში. 
      • 12:00 – 12:20 ბელა გზირიშვილი - ემიგრანტული ცხოვრების ეპიზოდები ლევილის დოკუმენტების მიხედვით.

      შესვენება 10 წუთი

      • 12:30 – 12:50  ნატა თეთვაძე  - 1942 წლის შეთქმულების ისტორიიდან (გიორგი იმერლიშვილი).
      • 12:50 – 13:10 ლელა თვალაბეიშვილი  - პირველი საერთოკავკასიური ორგანიზაციები ემიგრაციაში (1921-1934) .
      • 13:10 – 13:30  ბექა გაჩეჩილაძე  - საქართველოს დამფუძნებელი კრება და ერთა ლიგა.
      • 13:50 – 14:10 ლელა ზაქარეიშვილი - საერთო-საყოველთაო რეფერენდუმი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
      • 14:10 – 14:30  ოთარ ჟიჟიაშვილი  - მღვდელი იოანე ჭარმაულის მოღვაწეობა 1442-1505 წლებში და მცხეთის შვილობის საკითხი.
      • 14:30 – 14:50  ინგა გრიგალაშვილი  - ირანული სამოხელეო  ელემენტების გავლენა ქართულზე (XVII საუკუნე) ეშიკაღასბაში (ایشیکآقاسیباشی ).
      • 14:50 - დასასრული
         
      კონფერენცია თემაზე "ძველი ქართული სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა"

      2019 წლის 20 მარტს, 13:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  ჩატარდება  საქარათველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების კონფერენცია თემაზე ,,ძველი ქართული  სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა“.

      კონფერენცია მიზანად ისახავს სტუდენტების დაახლოებას  სამეცნიერო - კვლევით ცენტრთან და მომავალში ცენტრის კვლევით პროექტებში მათ მონაწილეობას.

      კონფერენციასთან დაკავშირებით ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება რამდენიმე გამორჩეული ქართული ხელნაწერი: ვანის ოთხთავი (XII-XIIIსს) თამარ მეფის დაკვეთით კონსტანტინეპოლში გადაწერილი სახარება), მიქაელ მოდრეკილის იადგარი (X-ს შატბერში გადაწერილი ჰიმნოგრაფიული ხელნაწერი), კალის ლექციონარი ( X ს. ლიტურგიკული ხელნაწერი) თავაქარაშვილსეული ვეფხისტყაოსანი ლევან დადიანის დაკვეთით გადაწერილი XVII ს.

      კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ცენტრში დაცული ხელნაწერი კოლექციის ვიდეოინსტალაციის ჩვენება.

      შეხვედრა პროზაიკოს დათია ბადალაშვილთან

      2019 წლის 18 მარტს, ორშაბათს, 12:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა პროზაიკოს დათია ბადალაშვილთან.

      დასწრება თავისუფალია.

      საჯარო ლექცია - „საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა დებულებები, სივრცე შემდგომი გაუმჯობესებისათვის“

      2019 წლის 13 მარტს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დაბაზში სამართლის დოქტორი, პროფესორი ევა გოცირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა დებულებები, სივრცე შემდგომი გაუმჯობესებისათვის“. 

       

      დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

      2019 წლის 23 მარტს, 10:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. 

      მონაწილეობის პირობები:

      • აუცილებელია მოხსენება შეიცავდეს სამეცნიერო სიახლებს;
      • რეგლამენტი 20 წუთი (15 წუთი მოხსენება, 5 წუთი კითხვა-პასუხი);

      განხილვის შემდეგ, რეკომენდაციების საფუძველზე მოხსენებები დაიბეჭდება კრებულში, ამიტომ მონაწილეებმა მოხსენების თემა უნდა გადააგზავნონ 2019 წლის 15 მარტამდე ელ-ფოსტაზე: j.meskhishvili@sangu.edu.ge 

      სტატიების მიღების პირობები:

      • სტატია მიიღება მხოლოდ მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით.
      • სტატიას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე მოკლე ანოტაცია.
      • სქოლიოს ჩათვლით ტექსტის უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 4000 სიტყვას.
      • ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში, ინგლისური Times New Roman-ის ფონტში.
      • ძირითადი ტექსტის ზომა 11, სქოლიო 9 ზომა.
      • სტრიქონებს შორის დაშორება 1.15 
      • გვერდის მინდვრები - მარცხნივ-მარჯვნივ 2 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ.
      • სქოლიო-ბიბლიოგრაფიის მითითების წესი იხილეთ მიბმულ ფაილში.

      პ.ს. ტექნიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განხილვის გარეშე სტატია დაუბრუნდება ავტორს შესასწორებლად.

      კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 

      იხილეთ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მიერ შემოთავაზებული ანოტაცია

       

      ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას - დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

      2019 წლის 25 აპრილს, 13:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოს ეროვნული გმირების - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.

      საკონფერენციო მოხსნებების თემატიკა:

      1. ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია;
      2. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა;
      3. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მხატვრული შემოქმედება;
      4. ზვიად-გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პუბლიცისტური ნააზრევი;
      5. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეცნიერული მემკვიდრეობა.

      კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (300-500 სიტყვა) უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: conference.sangu@gmail.com, არაუგვიანეს 2019 წლის 30 მარტისა. 
      კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი. მოხსენების პროგრამაში ჩართვა გეცობებათ საინფორმაციო წერილით. რჩეული საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ელექტრონულ სტუდენტურ ჟურნალში.

      გვახსოვდეს 9 მარტი

      2019 წლის 7 მარტს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება 1956 წლის 9 მარტის მოვლენებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა.

      დღის წესრიგი:

      • შესავალი სიტყვა - სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
      • გამომსვლელები: პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი გელა ქისტაური, სტუდენტები: მარიამ ყიფშიძე, სალომე ქასაბიშვილი.
         
      საქართველოს დამფუძნებელი კრება - 100

      2019 წლის 11 მარტს, ორშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

      დღის წესრიგი:

      • შესავალი სიტყვა - სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
      • გამომსვლელები: პროფესორი ვახტანგ გურული, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, პროფესორი დაზმირ ჯოჯუა, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი გვანცა ბურდული, პროფესორი ჯაბა მესხიშვილი.
         
      პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მეუფე იაკობს დაბადების დღეს

      პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის სრულუფლებიან წარმომადგენელს, მეუფე იაკობს დაბადების დღეს.
      ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

      მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე მეუფეო.

      ამერიკული დოკუმენტური ფილმის „Tell Them We Are Rising” ჩვენება

      2019 წლის 25 თებერვალს, 17:00 საათზე, ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუ) ერთობლივი პროექტი „ამერიკული დოკუმენტური ფილმების დეკადა“ დაიწყება. პროექტის ფარგლებში, პირველ შეხვედრაზე, ამერიკული დოკუმენტური ფილმის „Tell Them We Are Rising” ჩვენება გაიმართება.

      მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 53ა, სანგუ, I კორპუსი, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

      შეხვედრა Campus Lions Club Tbilisi-ის წარმომადგენლებთან

      2019 წლის 27 თებერვალს, ოთხშაბათს, 12 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის Lions Clubs International-ის საქართველოს ფილიალის Campus Lions Club Tbilisi  (CLCT) წარმომადგენელი რატი ქირია, ერაზმუსის პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

      შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ: 

      Campus Lions Club Tbilisi  (CLCT) მისიაა საქართველოში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების აქტიური განხორციელება. 2013 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ არა ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიება განახორციელა.

      ერაზმუსის პროექტების შესახებ:

      ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 2018 წლიდან CLCT აქტიურად ჩაერთვება ერასმუსის საგანმანათლებლო პროექტებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში იგეგმება რამდენიმე სამუშაო პოზიციის დამატება, რაც მოიაზრებს ახალი წევრების მიღებას. წევრების შერჩევა მოხდება უშუალოდ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებიდან. შერჩეულ წევრებს მიეცემათ შანსი უფასოდ მიიღონ მონაწილეობა უცხოეთში გამართულ სხვადასხვა ტრეინენგებსა და პროექტებში.

      ორგანიზაციაში ერასმუსის პროგრამაზე განსაზღვრული თავისუფალი სამუშაო პოზიციები:

      • პროექტის მენეჯერი (სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება, თუმცა ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნებს განხილული იქნებიან ამ პოზიციაზე)
      • სოციალური მედიის მენეჯერი (ვეძებთ კრეატიულ ადამიანს, რომელსაც აქვს ტექსტური მედიის საშუალებით ინფორმაციის გაზიარების საუკეთესო შემოქმედებითი უნარ ჩვევები)
      • გრაფიკული დიზაინერი (აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტუდენტს ჰქონდეს საშუალო ცოდნა ან და გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მინიმუმ ერთ პროგრამაში. (Adobe Photoshop, Illustrator, Affinity Photo, Sketch, GIMP ან სხვა) 
      გვახსოვდეს 1921 წლის 25 თებერვალი

      ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სხდომა. 

      გამომსვლელები:

      • ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე,

      პროფესორები:

      • ვახტანგ გურული
      • ლევან ჯიქია
      • ტარიელ ფუტკარაძე
      • ვალერი მოდებაძე

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტები:

      • გური ბაბილოძე
      • შოთა მუმლაძე
      ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფსიქოლოგიის მიმართულებით

      ცხადდება ღია კონკურსი:

      • ასისტენტის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე  ფსიქოლოგიის მიმართულებით (აფილირების პირობით).

      კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:

      • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2019  წლის  26 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით 
        მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-17:00 სთ.
      • კონკურსი ტარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 28 მარტიდან 04 აპრილის ჩათვლით.
      • კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 05 აპრილისა.

      საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:

      ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორანტი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      1. სილაბუსი/სილაბუსები,  რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      2. სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      3. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      4. სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

      ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

      1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;   
      2. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
      3. პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირებაში;
      4. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      5. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება;
      6. ინგლისური და გერმანული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; 
      7. ინგლისურ და გერმანულ ენებზე ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა;
      8. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში.

      ასისტენტის აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები ფსიქოლოგიის მიმართულებით:

      1. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      2. ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 2 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
      3. ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 2 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
      4. პრაქტიკული გამოცდილება  ფსიქოკონსულტირებაში; 
      5. საერთაშორისო პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის გამოცდილება;
      6. ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.          

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      2. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად;
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      4. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      5. არსებობის შემთხვევაში ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
      6. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით) და სასწავლო მასალები:
      8. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული, ცნობა დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლის შესახებ;
      9. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
      11. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      12. დამატებითი (სპეციფიური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      სამეცნიერო კონფერენცია ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

      2019 წლის 7 ივნისს ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვებიან და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება.

      კონფერენციის თემატიკა: თავისუფალი.

      მონაწილეობის მიღების პირობა: კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა 24 მაისამდე უნდა გააგზავნოს მოხსენების თეზისი ელექტრონულ მისამართზე j.meskhishvili@sangu.edu.ge

      ჩატარების თარიღი: 7 ივნისი

      შეფასების კრიტერიუმი:

      1. სამეცნიერო კომპონენტი,
      2. პრეზენტაციის უნარი,
      3. პრობლემის აქტუალურობა,
      4. საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი.

      საპრიზო კატეგორია:

      ბაკალავრიატის სტუდენტები

      • 1 ადგილი - 150 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
      • 2 ადგილი - 100 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.
      • 3 ადგილი -   50 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.     

      მაგისტრატურის სტუდენტები

      ნომინაცია ,,საუკეთესო მოხსენება’’ – 150 ლარის შესაბამისი თანხის წიგნების ვაუჩერი.

      სპეციალური საპრიზო კატეგორია:  რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის მიერ დაწესებული ნომინაცია ,,ორიგინალური ხედვა’’.

      აღნიშნული ნომინაციის თემატიკა არის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, პრიორიტეტი მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებას.

      მოხსენების ხანგრძლივობა: 15 წუთი, +5 წუთი კითხვა-პასუხისთვის.

      სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-10 ნაკადი!

      სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0), ასევე იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი.

      სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა 2019 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე.

      განაცხადის შესავსებად მიაკითხეთ სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს (I კორპუსი, ოთახი #107)

      ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

      ცხადდება ღია კონკურსი:

      • ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
      • ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. (აფილირების პირობით)

      კონკურსის გამოცხადების ვადები:

      • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის  ვადა განისაზღვროს 2019 წლის 21 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
      • კონკურსი ჩატარდეს (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 25 მარტიდან 1 აპრილის  ჩათვლით.
      • კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2019  წლის 02 აპრილისა. 

      საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:

      ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      1. სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      2. სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      3. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      4. სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

      ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

      1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;   
      2. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
      3. პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირებაში;
      4. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      5. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება;
      6. ინგლისური და გერმანული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; 
      7. ინგლისურ და გერმანულ ენებზე ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა;
      8. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში.

      ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით:

      1.  ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      2.  კვლევები პოლიტიკურ კონფლიქტებზე, მათი ანალიზი;
      3.  სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში: „პატარა ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობებში“, „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია“, „პოლიტიკური იდეოლოგიები“.   
      4.  ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
      5.  ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა ინგლისურ ენაზე.               

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      2. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად;
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      4. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      5. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      6. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
      8. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      9. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
      10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
      11. ინგლისური და/ან გერმანული ენის (მოთხოვნის შესაბამისად) ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
      12. დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      28 თებერვალს, 13:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის: „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა

      2019 წლის 28 თებერვალს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის: „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა. საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე, წიგნში აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი და ტერმინოლოგიური „დივერსიები“ ქართველი ერის დასანაწევრებლად. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ქართველთა დედაენისა თუ კულტურის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

      ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" თემაზე

      ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" თემაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს. ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე.

      ესეების გაგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის 5 აპრილი (ქართველმა სტუდენტებმა ესეები უნდა გაუგზავნონ ლიეტუვის საელჩოს საქართველოში).

      კონკურსში გამოვლინდება 6 გამარჯვებული (ერთი წევრი თითოეული სახელმწიფოდან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია), რომლებიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებებს დაესწრებიან და უშუალოდ გაეცნობიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

      კონკურსის პირობების გასაცნობათ გადადით ბმულზე: http://www.urm.lt/eap10

      რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია

      23 თებერვალს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის წარდგენა.

      ბატონი რამაზ ლომინაძე წლების განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტში სხვადასხვა სალექციო კურსს კითხულობდა. მისი ოჯახისა და რამაზ ლომინაძის ფონდის გადაწყვეტილებით ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ სტუდენტს დაენიშნება რამაზ ლომინაძის სახელობითი სტიპენდია.

      ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

      სასტიპენდიო პროგრამები უცხოეთში
      ჩინეთი/ UNESCO-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისათვის. გამოცხადდა საბუთების მიღება 2019-2020 სასწავლო წლის ჩინეთი/ UNESCO-ს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების სწავლას ჩინეთის უნივერსიტეტებში. დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის პირობების, აუცილებელი საბუთების და ჩინეთის უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ დანართში. განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 26 თებერვლის ჩათვლით.
       
      დანართი
      ჩინეთის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ცხადდება მიღება 2019-2020 სასწავლო წლისათვის სხვადასხვა აკადემიური საფეხურის სტუდენტებისათვის. 
       
      https://www.cscscholarship.org/
      ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე.
       
      https://goo.gl/yyUagv
      ჩეხეთის სტიპენდიების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2019-2020 სასწავლო წლისთვის. ჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიის პროგრამამ 2019-2020 სასწავლო წლისთვის გამოყო სტიპენდიები სასწავლო და კვლევითი გაცვლითი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში. სლავისტიკის საზაფხულო სკოლების სტიპენდიებზე განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 15 მარტის, ხოლო სხვა დანარჩენ პროგრამებზე 19 აპრილის ჩათვლით.
       
      დანართი
      კატარის არაბული ენის სტიპენდიები 2019-2020 სასწავლო წლისთვის. კატარის უნივერსიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყო 2 სტიპენდია  2019-2020 სასწავლო წლისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე: “Arabic for Non-Native Speakers“. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2019 წლის 13 იანვრიდან 21 მარტამდე, შემდეგი ელექტრონული ბმულის მეშვეობით https://goo.gl/XwzBVB 
      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია ისარგებლოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტით: internationalstudents@qu.edu.qa
      https://goo.gl/XwzBVB

       

       

       

      სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში

      მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან, საქართველოს პროკურატურა სამართლის სტუდენტებისთვის აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს. 

      თუ გსურთ გახდეთ საქართველოს პროკურატურის გუნდის წევრი, გიწვევთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე. წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

      შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ინფორმაციას სტაჟირების პროგრამასთან, საქართველოს პროკურატურის საქმიანობასა და პროკურორის პროფესიულ როლთან დაკავშირებით.
      გარდა ამისა, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.

      ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული,  მათ შორის,  საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები.

      სტაჟირების კონკურსი მოტივირებული და დაინტერესებული პირებისათვის არის საუკეთესო შესაძლებლობა - დასაქმდეთ და განავითაროთ საკუთარი კარიერა საქართველოს პროკურატურაში.

      ცხადდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

      2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულის  სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • ისტორია - 5 ადგილი; 
      • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი; 
      • სამართალი  - 10 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 10 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • სამართალი  - 5 ადგილი;
      • საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;  

      სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ფილოლოგია - 70 ადგილი;
      • საქართველოს ისტორია - 40 ადგილი;

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება -  150 ადგილი; 
      • ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი;
      • ეკონომიკა  - 10 ადგილი;
      • ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი; 

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ეკონომიკა - 5 ადგილი;
      • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;

      2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულისის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2019 წლის 4-12 თებერვალი 
      • კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2019 წლის 5-13 თებერვალი;    
      • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2019 წლის 6-14 თებერვალი; 
      • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2018 წლის 2019 წლის 18 თებერვალი.

      შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      • განცხადება (ივსება სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოს, ოთახი N103);
      • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან  მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
      • 2018-2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) დოკუმენტი.

       

      დოქტორანტ ალექსანდრე რუსეცკის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2019 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის და კონსულტირების დოქტორანტის ალექსანდრე რუსეცკის სადისერტაციო ნაშრომის: "პროფესიული არჩევანის პრობლემის ზეგავლენა სტუდენტის სწავლის პროცესზე და პროფესიულ გარემოში ადაპტაციაზე" დაცვა.

      ესეების კონკურსი: "საქართველო გლობალიზებულ სამყაროში: ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივები, საფრთხეები და გამოწვევები"

      ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისათვის ესეების კონკურსს თემაზე: "საქართველო გლობალიზებულ სამყაროში: ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივები, საფრთხეები და გამოწვევები". კონკურსის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. კონკურსი ასევე დაეხმარება საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები და პერსპექტივები გაიაზრონ ფართო პოლიტიკურ კონტექსტში. 

      კონკურსში მონაწილეობის პირობები:

      ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
      კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშრისო ურთიერთობების სტუდენტებს.

      რა საკითხებზე შეიძლება დაიწეროს ესე?
      სტუდენტმა თავად უნდა შეძლოს იმ საკითხების და თემების  იდენტიფიცირება, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ეხება ქვეყნის წინაშე არსებულ პერსპექტივებს, საფრთხეებს და გამოწვევებს გლობალიზებულ სამყაროში. 

      ვინ შეაფასებს ესეებს და შეფასების რა კრიტერიუმები იქნება გამოყენებული?
      ესეებს შეაფასებს ქართული უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:

      • ესეებში გაანალიზებული პოლიტიკური საკითხების აქტუალობა და მნიშვნელობა
      • არგუმენტაცია
      • კვლევის სიღრმე (მეთოდები)
      • აკადემიური სტილი
      • ნაშრომის სტრუქტურა
      • წერის მანერა

      რა ტექნიკურ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესე?
      ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ კრიტერიუმებს:

      • შრიფტი: Sylfaen
      • შრიფტის ზომა: 12
      • ინტერვალი: 1,5
      • ესეს მოცულობა: 1500- დან 2000 სიტყვამდე

      პრიზები:
      კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:  პირველ, მეორე და მესამე  ადგილზე გასული სტუდენტებს გადაეცემათ  შესაბამისი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები. 
      პირველ ადგილზე გასული სტუდენტი წმიდა ილია მართლის სახელობის დარბაზში ჩაატარებს პრეზენტაციას და დამსწრე აუდიტორიას გააცნობს საკუთარ ესეს.  

      ესეების ჩაბარების ბოლო ვადა:
      ესეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მაისი, 18:00 საათი. ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: valerimodebadze@sangu.edu.ge 
       

      ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ბრძანება #2 (21.01.2019)
      ბრძანება #2 უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის 2018 წლის 17 სექტემბრის ბრძანებებში - "2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად "ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რიგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ" (N42), აგრეთვე "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში საუნივერსიტეტო დაფინანსების მქონდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის გადასახადისგან გათავისუფლების, ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში, გათავისუფლებულები იყვნენ სწავლის საფასურის გადახდისგან, მაგრამ წინა - 2017-2018 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი ვერ დაასრულეს მაღალი აკადემიური მაჩვენებლით, 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგმომის სემესტრის სწავლის საფასურის დაკისრების შესახებ" (N44) ცვლილების შეტანის თაობაზე
      ქართულ უნივერსიტეტში წითელას მასიური გავრცელების პრევენცია დაიწყო

      საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის #16 განკარგულების (წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძებების შესახებ) საფუძველზე, წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ქართულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს არასრულად აცრილ და აუცრელ პირთა გამოვლენა. ქართულ უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა სტუდენტი ვალდებულია, 2019 წლის 28 თებერვლამდე, უნივერსიტეტის ექიმთან წარმოადგინოს ცნობა ვაქცინაციის სტატუსის შესახებ.

      დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ უნივერსიტეტის ექიმს, ან დაუკავშირდით 595 397 221

      გაეცანით ასევე წითელას აცრების გზამკვლევს მოქალაქეებისთვის.

      დოქტორანტ ლატავრა ბუკიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2019 წლის 30 იანვარს  15:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში  (IV  სართული)  შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ  ლატავრა ბუკიას  სადისერტაციო ნაშრომის „თედო სახოკიას ცხოვრება და მოღვაწეობა (1868-1956.წწ)“ დაცვა.

      სადოქტორო  პროგრამა  ,,საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული, ასოცირებული პროფესორი,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

      დოქტორანტის რეცენზენტები:

      ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია
      ისტორიის დოქტორი ბეჟან ხორავა
       

      სამეცნიერო კონფერენცია ქართული უნივერსიტეტის პროფესორებისათვის

      მოხსენების თემატიკა: თავისუფალი;
      მოხსენების რეგლამენტი: 20 წუთი (15 წუთი მოხსენება, 5 წუთი კითხვა-პასუხი);
      კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2019 წლის 11 ივნისი, 12:00 საათზე
      კონფერენციის გამართვის ადგილი: ილია ჭავჭავაძის გამზირის 53ა, ქართული უნივერსიტეტი; წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზი (I კორპ. IV სართ.)
      კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ თეზისები გამოაგზავნოთ 1 ივნისამდე შემდეგ მისამართზე j.meskhishvili@sangu.edu.ge  თეზისები დაიბეჭდება.

      • თეზისის მოცულობა: ქართულად არაუმეტეს 3 გვერდი და მოკლე რეზიუმე ინგლისურად;
      • ფონტი: ქართულად ლიტ ნუსხური (LitNusx), ინგლისურად Times New Roman;
      • ფონტის ზომა: 11;
      • ხაზებს შორის დაშორება: 1.15;
      • გვერდის მინდვრები: მარცხნივ-მარჯვნივ 2 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ;
      • თეზისს უნდა ერთვოდეს გამოყენებული ბიბლიოგრაფიის ჩამონათვალი. 
         
      დოქტორანტ ელენე დიდებულიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

      2019 წლის 31 იანვარს, 15:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის დარგობრივი სექციის დოქტორანტ ელენე დიდებულიძის სადისერტაციო ნაშრომის თემაზე: "სარეკრეაციოდ გამოყენებული ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების მიკრობული დაბინძურების შედარებითი შესწავლა" საჯარო დაცვა.

      დოქტორანტ ლანა სულხანიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

      2019 წლის 23 იანვარს, 12:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერნციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ფსიქოლოგიის დარგობრივი სექციის დოქტორანტ ლანა სულხანიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: "ტოლერანტობის განვითარების დინამიკის კვლევა 13-17 წლის მოზარდებში".
       

      სტუდენტების საყურადღებოდ!

      უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე და საქმიანობის ოპტიმიზაცის აუცილებლობის გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე, ქართული უნივერსიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი პროგრამის ხელახალ აკრედიტაციას. 

      აღნიშნული პროგრამების სტუდენტებს გთხოვთ, ისარგებლოთ მობილობით, რომლის რეგისტრაციის ვადაა მიმდინარე წლის 17 იანვარი - 1 თებერვალი https://goo.gl/ij4c9F

      მობილობის პროცესში ქართული უნივერსიტეტი სრულ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას გიცხადებთ.

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      1. მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
      2. ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
      3. გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
      4. სოციოლოგიის (სოციოლოგია, დემოგრაფია) 

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      1. მათემატიკის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
      2. ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამა ფუნქციონირებს ავტორიზებულ რეჟიმში, დაგეგმილია პროგრამის ხელახალი აკრედიტაცია);
      3. ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამა ფუნქციონირებს ავტორიზებულ რეჟიმში, დაგეგმილია პროგრამის ხელახალი აკრედიტაცია);
      4. საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული მოდელირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. 

      სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები:

      1. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატების ექსპერტიზის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
      2. გეოფიზიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
      3. ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა (იგეგმება პროგრამის ხელახალი აკრედიტაცია);
      4. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა (იგეგმება პროგრამის ხელახალი აკრედიტაცია);
      5. ეკოლოგია და გარემოს დაცვის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
      6. ბიოტექნოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
      7. კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათემატიკური მოდელირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
      8. ფსიქოლოგია, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა (იგეგმება პროგრამის ხელახალი აკრედიტაცია).

      ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

      დისერტანტ ეკატერინე ძმანაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      2019 წლის 16 იანვარს  15:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში  (I. კორპ. IV სართული) შედგება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დისერტანტ ეკატერინე ძმანაშვილის სადისერტაციო ნაშრომის "სამოხელეო წყობის საკითხისათვის XII საუკუნის საქართველოში" დაცვა.

      სადოქტორო პროგრამა: "საქართველოს ისტორია“.
      სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი: როინ მეტრეველი, აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
      დოქტორანტის რეცენზენტები:

      • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური  
      • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ბახტაძე
         
      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

      საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი (გამოცდები) გადაიდო ერთი კვირით, 14 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით.

      ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება მობილობა

      2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • სამართალი  - 25 ადგილი
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 20 ადგილი
      • ისტორია - 5 ადგილი
      • ქართული ფილოლოგია - 5 ადგილი

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

      • სამართალი - 10 ადგილი
      • საჯარო მმართველობა - 10 ადგილი

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:   

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • ტურიზმის ბიზნესი - 15 ადგილი
      • ეკონომიკა - 15 ადგილი
      • ფსიქოლოგია  - 15 ადგილი
      • კომპიუტერული მეცნიერება - 15 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე

      • სოციალური განწყობის ფსიქოლოგია - 15 ადგილი

      შენიშვნა:

      სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

      • სამართალი - 2450 ლარს
      • საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს

      2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      1. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  - 2019 წლის  4-11 თებერვალი
      2. კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2019 წლის 5-12 თებერვალი
      3. სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2019 წლის 6-13 თებერვალი
      4. მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 2019 წლის 14 თებერვალი

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      1. განცხადება (ივსება ადგილზე);
      2. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
      3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
      4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
      5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
      6. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      7. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
      8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      • ბრძანება 2-ს: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვაკანსიებისა და ადმინისტრირების ვადების განსაზღვრის შესახებ
      დოქტორანტ ეკატერინე ყიფიანის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

      2019 წლის 25 იანვარს, 14:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერნციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დარგობრივი სექციის დოქტორანტ ეკატერინე ყიფიანის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: „ჰიპოკამპდამოკიდებული მეხსიერების და გამა რიტმის მოდულაცია სეპტოჰიპოკამპური და ჰიპოკამპის  GABA-ერგული პროექციებით: ქცევითი, ელექტროფიზიოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა“ 
       

      სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

      27 დეკემბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერნციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია.

      დასწრება თავისუფალია.
       

      მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

      მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

      ცხადდება ღია კონკურსი პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით (აფილირების პირობით)

      ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში” პროფესორის ერთ ვაკანტურ  აკადემიურ თანამდებობაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით (აფილირების პირობით).

      • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2019  წლის 24  იანვრიდან  25 იანვრის  ჩათვლით, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-17:00
      • კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღების ვადა: 2019 წლის 28 იანვრიდან  1 თებერვლის  ჩათვლით
      • კონკურსის შედეგები გამოქვეყნების ვადა: 2019  წლის 4 თებერვლი

      საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:

      პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

      • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
      • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება;

      დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

      • სილაბუსი/სილაბუსები,  რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
      • სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
      • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

      დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

      • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
      • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
      • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/ უზრუნველყოფის გამოცდილება;
      • პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოლოგიაში;
      • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
      • საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება; 
      • საერთაშორისო კვლევითი საზოგადოების წევრობა/მონაწილეობა;
      • ინგლისური ენის ცოდნა მინუმუმ B2 დონეზე და ინგლისურ ენაზე ლექციების წაკითვის შესაძლებლობა.

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

      კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      • შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
      • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
      • შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
      • ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
      • ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      • ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
      • კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით) და სასწავლო მასალები
      • შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
      • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამდასტურებელი ინფორმაცია;
      • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
      • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      20 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
      დასაწყისი საკონფერენციო დარბაზი ღონისძიების დასახელება
      13:00 სთ. - 20.12.2018 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის, ბატონ ზაურ ქობალიას წიგნის "დაბრუნება დაბადებაში" განხილვა
      14:00 სთ. - 20.12.2018 პროფესორ ნინო გომართელის საჯარო ლექცია თემაზე: "ქალი - ღვთის მადლი ცოდვილ მიწაზე“
      17:00 სთ. - 20.12.2018 არქიმანდრიტ საბას (მამა ღვთისო) ხსოვნის საღამო

       

       

      სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები ტარტუს უნივერსიტეტში

      26 დეკემბერს, 13:30 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ქართული უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების კურსდამთავრებული გიორგი მოსულიშვილი, რომელიც ამჟამად სწავლობს ტარტუს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე “Quantitative Economics”, გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან. 

      შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან:

      • სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე
      • როგორ შეავსოთ წარმატებული სააპლიკაციო განაცხადი
      • სტიპენდიები და დაფინანსებები
      • სტუდენტური ცხოვრება ტარტუში
      • დასაქმების პერსპექტივები

      დასწრება თავისუფალია.

      ღონისძიებების განრიგი
      თარიღი დასაწყისი საკონფერენციო დარბაზი ღონისძიების დასახელება
      24.12.2018 12:00 წმ. მეფე დავით აღმაშენებლის
      (I კორპ. IV სართული)
      უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა
      24.12.2018 14:00 წმ. ილია მართლის
      (I კორპ. IV სართული)
      ენათმეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასებაში ჩართულ ჯგუფის წევრებსა და კურსის განმახორციელებლებთან შეხვედრა
      25.12.2018 14:00 წმ. ილია მართლის ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორი პროფესორი ნიკოლოზ ესიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე "ინდივიდის ფსიქოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები"
      25.12.2018 16:00 წმ. ილია მართლის 300 კრედიტიანი საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასებაში ჩართულ ჯგუფის წევრებსა და კურსის განმახორციელებლებთან შეხვედრა
      26.12.2018 12:00 წმ. ილია მართლის დისკუსია თემაზე "თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები"
      26.12.2018 13:30 წმ. ილია მართლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები ტარტუს უნივერსიტეტში
      26.12.2018 15:00 წმ. ილია მართლის საჯარო ლექცია: წარმართული და ქრისტიანული პარადიგმები კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცებაში"
      27.12.2018 12:00 წმ. ილია მართლის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია
      27.12.2018 15:00 წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სოციალური ტანგოს გაცნობითი საღამო

       

       

      საჯარო ლექცია: "ინდივიდის ფსიქოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები"

      2018 წლის 25 დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორი პროფესორი ნიკოლოზ ესიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე "ინდივიდის ფსიქოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები".

      პროფესორ ვახტანგ გურულის ახალი წიგნის "მეფე ერეკლე და რუსეთი" წარდგენა

      2018 წლის 19 დეკემბერს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ ვახტანგ გურულის ახალი წიგნის  "მეფე ერეკლე და რუსეთი" წარდგენა.

      დღის წესრიგი:

      შესავალი სიტყვა - რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

      გამომსვლელები: ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, პროფესორი ბეჟან ხორავა, პროფესორი ვახტანგ გურული.

      საჯარო ლექცია: "ქალი - ღვთის მადლი ცოდვილ მიწაზე"

      2018 წლის 20 დეკემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პროფესორი ნინო გომართელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ქალი - ღვთის მადლი ცოდვილ მიწაზე“.

      სოციალური ტანგოს გაცნობითი საღამო

      ტანგო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცეკვაა. 

      ჩვენ მოვიწვიეთ მოცეკვავე წყვილები, რომ გაიცნოთ უფრო ახლოს, როგორია ნამდვილი სოციალური ტანგო, 

      და რა მარტივია, 

      და დაუვიწყარი,

      თქვენც გახდეთ ამ სასიამოვნო პროცესის მონაწილეები.

      გადადგით პირველი ნაბიჯები ტანგოში. 

      გელოდებით 27 დეკემბერს 15:00 საათზე.

      ქართული უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, IV სართული.

      უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა

      2018 წლის 24 დეკემბერს, 12:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სხდომა, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავს.

      დღის წესრიგი:

      1. შესავალი სიტყვა - ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;
      2. "უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე და ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემები." - ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე;
      3. "უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე და განათლების საკითხები." - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია;
      4. პროფესორი ეკა დუღაშვილი - „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტი“
      5. "ჩემი თვალით დანახული ერის სულიერი წინამძღოლი." - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების მიმართულების სტუდენტი ლევან თაღიაშვილი.

      დასწრება თავისუფალია.

      დისკუსია თემაზე: თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები

      26 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია თემაზე „თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები“. დისკუსიას გაუძღვება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ბანკირი კახა ჩარგეიშვილი, რომელიც Deutsche Bank-ის ჩრდილოეთ ამერიკის სათაო ოფისში მუშაობს სტრატეგიულ საკითხებზე

      საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასი ფუტსალში 2018

      17 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასი ფუტსალში 2018"-ის ფარგლებში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება მერვედფინალური შეხვედრა, სადაც ქართული უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

      ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენ გუნდს!

      თანამედროვე საქართველოს აქტუალური ფსიქოლოგიური პრობლემები, მათი ანალიზი და გადაჭრის გზები

      21 დეკემბერს, 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: "თანამედროვე საქართველოს აქტუალური ფსიქოლოგიური პრობლემები, მათი ანალიზი და გადაჭრის გზები". კონფერენციაში მონაწილეობენ ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესურა და სტუდენტები.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      2018-2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის გადანაწილების განახლებული პირობები

      ქართული უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, სთავაზობს დამდეგი - 2018-2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის გადანაწილების განახლებულ პირობებს.

      სტუდენტი, რომელიც  2019  წლის 25 იანვრამდე გადაიხდის დაკისრებული სწავლის სემესტრული  საფასურის  50%-ს  (1125 ლარის დაკისრებისას - 562,5ლ.), ისარგებლებს თანხის გადახდის შეღავათიანი გრაფიკით, კერძოდ: შესაძლებლობა მიეცემა თანხის დარჩენილი ნაწილი - გადაიხადოს სამ  ეტაპად, შემდეგი გრაფიკით:

      • პირველი ნაწილი (187,50 ლარი) - 25 თებერვალი;
      • მეორე ნაწილი (187,50 ლარი) - 25 მარტი;
      • მესამე ნაწილი - სწავლის საფასურის სრულად (187,50 ლარი) - 25 აპრილი.

      ამასთან, საფასურის გადანაწილების მსურველმა სტუდენტმა, თანხის პირველი ნაწილის  (დაკისრებული საფასურის 50%) 25 იანვრამდე   გადახდის შემდგომ, ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე (17 თებერვალი) განცხადებით უნდა მიმართოს  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საფასურის  გადანაწილების სურვილისა და შეთავაზებული გრაფიკით სარგებლობის მზაობის თაობაზე  (ივსება შემოთავაზებული  ფორმა. პირველი კორპუსი, ოთახი N103).

      სტუდენტი, რომელიც არ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით, ვალდებულია ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (2019 წლის 8 თებერვალი - 17 თებერვალი) სრულად დაფაროს მოცემულ სემესტრში დაკისრებული სწავლის საფასური.

      აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება უნივერსიტეტში 2018-2019 აკადემიურ წელს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე.

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:

      თიბისი ბანკი, ბანკის კოდი :  TBCGE22

      ანგარიშის ნომერი:  GE76  TB74 8803 6020 1000 02 (ს/კ 205233022)

      (თანხის შეტანა შეიძლება სს "თიბისი ბანკი"-ს ნებისმიერ ფილიალში)

      პროფესორ თამარ გელიტაშვილის საჯარო ლექცია

      2018 წლის 26 დეკემბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პროფესორი თამარ გელიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „წარმარული და ქრისტიანული პარადიგმები კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცებაში“.
       

      გურამ ასათიანი - 90

      2018 წლის 10 დეკემბერს, ორშაბათს, 13-00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ცნობილი ქართველი კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის გურამ ასათიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

      შესავალი სიტყვა - უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

      მომხსენებლები:

      1. პროფ. ლევან ბებურიშვილი - „გურამ ასათიანი - წვლილი ქართული კრიტიკის ისტორიაში“;
      2. პროფ. ამირან არაბული - „გურამ ასათიანის ფოლკლორული წიაღსვლები“;
      3. პროფ. ნინო მამარდაშვილი - „გურამ ასათიანის ლიტერატურულ-ესთეტიკური ნააზრევიდან“;
      4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის II კურსის სტუდენტი ანა პაპუნაშვილი - „გურამ ასათიანის ჩანაწერები“.
         
      დოქტორანტ იამზე შვანგირაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

      2018 წლის 14 დეკემბერს, 15:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერნციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა  სკოლის,  ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის დარგობრივი სექციის დოქტორანტ იამზე შვანგირაძის  სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: „იმიდაზოლის და ტრიაზოლის ტიპის ქირალური სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატების ენანტიოსელექტიური ანალიზი პოლისაქარიდული ქირალური ადსორბენტების გამოყენებით და ამ შხამქიმიკატების ნიადაგში დეგრადაცია“ 
       

      საჯარო ლექცია: "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები"

      2018 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე, წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები".

      დასწრება თავისუფალია.

      ივანე წიკლაური - 100

      მიმდინარე წლის სექტემბერში შესრულდა საუკუნე "კიბალაურის" თიკუნით ცნობილი ბრწყინვალე ხევსური მელექსის ივანე წიკლაურის "მამუკათ ივანეს" დაბადებიდან.

      ათეულობით სრულფასოვან ლექსთან ერთად მის კალამს ეკუთვნის ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური ქმნილება "რამ დამაბერა", რომელიც გახმიანებისა და გამოქვეყნებისთანავე იქნა აღიარებული თანამედროვე ხალხური პოეზიის უბადლო ნიმუშად.

      ეს გახლავთ წრფელი აღსარება, გამხელა და მონანიება სიჭაბუკისდროინდელი ცოდვებისა თუ შეცდომებისა და ჩამოთვლა საკუთარი წარსულის ცალკეული პერიპეტიებისა, სადაც დღის ჩამავალი მნათობივით გაკრთება სპეკალივით სუფთა სახე და სახელი ავტორის "ვერდავიწყებული" სწორფერის - ლელა გაბურისა...

      სამშაბათს, 4 დეკემბერს, 13:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება ივანე წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

      დასწრება თავისუფალია.

      წიგნის „რელიგიური ტურიზმი“ წარდგინება

      2018 წლის 4 დეკემბერს, სამშაბათს, 12:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ნოდარ გრძელიშვილის წიგნის "რელიგიური ტურიზმი" წარდგინება.

      დღის წესრიგი:

      • შესავალი სიტყვა - სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
      • გამომსვლელები: პროფესორი კონსტანტინე აბულაძე, პროფესორი ნიკო კვარაცხელია, პროფესორი ვალერი მოდებაძე, პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი.
      კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული: 3-9 დეკემბერი

      კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან ჩართულია მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. 

      კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის მიურეი ჰოპერის დაბადების დღეს.

      გრეის ჰოპერი (Grace Hopper, 9.12.1906-1.01.1992) - ამერიკელი პროგრამისტი და საზღვაო ძალების ადმირალი. ჰოპერი იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი და ამასთან, მანვე შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი.

      მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უერთდებიან კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს და კვირეულის ფარგლებში გიწვევენ  კოდირების ერთ საათსა  და სხვა საინტერესო აქტივობებზე, რომლებსაც წარუძღვებიან პროფესიონალი პროგრამისტები და კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები.

      აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები და შემოგვიერთდით!

      უნივერსიტეტის დათვალიერება:15:30-16:00
      მეცადინეობები: 16:00-17:00, 17:00-18:00

      ორშაბათი (3.12)

      • ქართველი მოსწავლეები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე -  გოჩა მანდარია (ნაკრების მწვრთნელი)
      • კოდირების საათი - ოლიმპიელები (საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები)
      • გამოსახულებათა კლასიფიკაცია ნეირონული ქსელების გამოყენებით (Image classification using Neural Networks) - ზაალ ძინძიბაძე (ორგანიზაცია MaxinAI)

      სამშაბათი (4.12)

      • ხელოვნური ინტელექტი -  პაატა გოგიშვილი  (SANGU)
      • კოდირების საათი - ვებ-გვერდების შექმნა Bootstrap ბიბლიოთეკის ელემენტების გამოყენებით - ლუკა გორგაძე (დოქტორანტი)

      ოთხშაბათი (5.12)

      • გამოსახულებათა კლასიფიკაცია ნეირონული ქსელების გამოყენებით (Image classification using Neural Networks) - ზაალ ძინძიბაძე (ორგანიზაცია MaxinAI)
      • კოდირების საათი - კობა გელაშვილი (SANGU)
      • კომპიუტერული გრაფიკის ელემენტები -კახაბერ რევაზიშვილი (SANGU)
      შეხვედრა პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან
      shekhvedra-poet-temur-chalabashv

      2018 წლის 22 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან.

      საჯარო ლექცია: საქართველო - აზია თუ ევროპა
      sajaro-lektsia-sakartvelo-azia-t

      2018 წლის 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ავთანდილ ნიკოლეიშვილთან, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველო: აზია თუ ევროპა (ქართველ მწერალთა თვალთახედვით)“. 
       

      ცხადდება რიგგარეშე მობილობა ქართულ უნივერსიტეტში
      riggareshe-mobiloba-kartul-unive

      2018 - 2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები (სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი)

      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • სამართალი - 30 ადგილი;
      • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 20 ადგილი;
      • ინგლისური ფილოლოგია - 15 ადგილი

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • სამართალი - 10 ადგილი;

      ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

      საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

      • მენეჯმენტი - 30 ადგილი;
      • ტურიზმის ბიზნესი -15 ადგილი;
      • ეკონომიკა - 10 ადგილი;
      • კომპიუტერული მეცნიერება - 3 ადგილი;

      სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

      • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) - 10 ადგილი.

      2018 - 2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

      • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2018 წლის 15 - 22 ნოემბერი;
      • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება და მათი მობილობის მსურველთათვის გაცნობა, თანხმობის/უარის წერილების მომზადება - 2018 წლის 19 - 26 ნოემბერი;
      • სკოლების მიერ ჩასარიცხ პირთა სიების (მოხსენებითი ბარათის სახით), აგრეთვე რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის (ქაღალდური და ელექტრონული სახით) წარდგენა - 2018 წლის 27 ნოემბერი;
      • რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და ცენტრში წარდგენა - 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

      მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

      მობილობის განხორციელების მსურველი ყველა აპლიკანტისათვის:

      1. განცხადება და ანკეტა (ივსება ადგილზე);
      2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
      3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/პასპორტი) ასლი;
      4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის/პასპორტის) ასლი (ვაჟებისთვის);
      5. ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
      6. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

      ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების: შპს "საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს", შპს "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა", შპს "ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის", ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები:

      1. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
      2. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      3. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.

      იმ პირთათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად, ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტს, დანართის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, დამატებით: 

      1. სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
      2. არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ.

      იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, შპს - ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში:

      1. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2018 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
      2. ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარების/შეფასების თაობაზე
      3. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

      უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები:

      თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02; ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      • ბრძანება 436-ს: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდირა პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგრარეშე მობილობის ვაკანსიების გამოცხადების, აგრეთვე ადმინისტრირების ვადების განსაზღვრის შესახებ (ვრცლად)
      • ბრძანება #441-ს - რექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის #436 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ვრცლად)
      შეხვედრა ერასმუსის სტუდენტების გაერთიანების პრეზიდენტთან ნატა ჯაფიაშვილთან
      shekhvedra-erasmusis-studentebis

      2018 წლის 26 ნოემბერს, 15:00 საათზე წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია "ერასმუსის სტუდენტების გაერთიანება" (ESN Tbilisi ISU) პრეზიდენტთან ნატა ჯაფიაშილთან.

      შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას Erasmus-ის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, მათში მონაწილეობისთვის აუცილებელ პროცედურებზე და 8-9 დეკემბერს დაგეგმილ პროექტ ESN აკადემიას ქართველი სტუდენტებისთვის.

      დასწრება თავისუფალია.

      პროექტის შესახებ ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/R6ipZG

      ჰუმანიტარულ მენიცერებათა და სამართლის სკოლის დოქტორანტების სადისერტაციო ნაშრომების დაცვა
      humanitarul-menitserebata-da-sam

      2018 წლის 19 ნოემბერს 16:00  საათზე, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „თარგმანმცოდნეობის“ მიმართულების დოქტორანტი ნინო ფალავანდიშვილი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ტრანსლატიკის პრობლემები და პერსპექტივები გიუნტერ გრასის ტექსტების ქართულად თარგმნის პროცესში“.

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი:

      • ნანა გოგოლაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

      ოფიციალური შემფასებლები:

      • თამარ ჭუმბურიძე, ფილოლოგიის  დოქტორი, პროფესორი;  
      • რუსუდან თაბუკაშვილი,  ფილოლოგიის  დოქტორი, პროფესორი.

      2018 წლის 19 ნოემბერს 16:00  საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ქართველური ენათმეცნიერების“ მიმართულების დოქტორანტი ნინო გრიგოლია დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ინგლისური ენის მოდალური ზმნებისა და ერთეულების შესატყვისები ქართულში“. 

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები:

      • ნუნუ გელდიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
      • მანანა ღარიბაშვილი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

      ოფიციალური შემფასებლები:

      • ვარდო გვარჯალაძე, ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  
      • თამარ ლომაძე, ფილოლოგიის  დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
      ლევან ბებურიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველას პოემა "ალუდა ქეთელაური"
      levan-beburishvilis-sajaro-lekts

      2018 წლის 20 ნოემბერს, სამშაბათს, 13-00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: ვაჟა-ფშაველას პოემა "ალუდა ქეთელაური".

      დასწრება თავისუფალია.

      დასაქმდი "ნიკორა სუპერმარკეტში"
      dasakmdi-nikora-supermarketshi

      26 ნოემბერს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კომპანია "ნიკორას" წარმომადგენელი ნინო ადამაშვილი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებისთვის.

      “ტრენერთა ლაბორატორია” აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგ-კურსზე "ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის"
      tskhaddeba-monatsileta-migheba-t

      “ტრენერთა ლაბორატორია” აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგ-კურსზე "ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის".

      თუ გინდა გახდე ტრენერი, მასწავლებელი ან თუნდაც ლექტორი - მაშინ უნდა იცოდე, რომ მხოლოდ საგნის ცოდნა ამისათვის საკმარისი არაა! შენ დამატებით გჭირდება სპეციალური კომპეტენციები, რომლის განვითარებაზეცაა დამოკიდებული შენი წარმატებული კარიერა!
      ჩვენ, აღნიშნული ტრენინგ-კურსით დაგეხმარებით ტრენერისათვის საჭირო ძირითადი უნარჩევევბის გაუმჯობესებაში:

      • როგორ ვასწავლოთ სხვას
      • როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია აუდიტორიასთან
      • ზრდასრულთა სწავლების თავისებურებები
      • ეფექტიანი სწავლების მეთოდები

      ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც თეორიულ ცოდნასთან ერთად სურს პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინოს და დახვეწოს საკუთარი პროფესიული კომპეტენცია. 
      მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ:

      • დაგეგმოთ და განახორციელოთ საავტორო ტრენინგ კურსები
      • მართოთ ტრენინგთან დაკავშირებული რისკები 
      • ინფორმაციის სწორად გადაცემის მეთოდები
      • მართოთ სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპის მონაწილეები
      • სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები

      ტრენინგი დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური სამუშაოებით.

      ტრენინგის დაწყების თარიღი: 2019 წლის 4 ოქტომბერი
      შეხვედრების რაოდენობა: 8
      სესიები გაიმართება ყოველ პარასკევს (19:00-22:00) და შაბათს (11:00-18:00)

      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების, თანამშრომლებისათვისა და კურსდამთავრებულებისათვის კურსი არის უფასო. ხოლო, სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის კურსის ღირებულება შეადგენს 400 ლარს. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის ხორციელდება სპეციალური 50%-იანი ფასდაკლება და ღირს 200 ლარი.

      ტრენინგის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. 
      დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა 30 სექტემბრამდე დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/zGmETXN2TQqE1kXs5
       
      იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
      გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილს.
      მონაწილეთა აპლიკაციების გადარჩევის შემდგომ, 2 ოქტომბერს, გაიმართება გასაუბრების ეტაპი.

      საკონტაქტო ინფორმაცია:
      ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე
      ელ. ფოსტა: saladze.nino@gmail.com


       

      შეხვედრა "საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან გაეროში" ლიკა ტორიკაშვილთან
      shekhvedra-sakartvelos-akhalgazr

      21 ნოემბერს 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, "საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" ლიკა ტორიკაშვილი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან.

      დასწრება თავისუფალია.

      ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ცხადდება მიღება ქოუჩინგის მასტერკლასებზე
      kartuli-universitetis-studentebi
      • ქოუჩინგი არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის ტექნოლოგია და მისი ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა.
      • ქოუჩინგი ხელს შეუწყობს მონაწილეებს სწავლისა და თვითგანვითარების პროცესის გაცნობიერებაში, დახვეწაში, მიზნების სწორად დასახვაში, რესურსებისა და უნარების განვითარებაში, საკუთარი თავისა და სხვების მოტივაციის ამაღლებაში.
      • ქოუჩინგი ეხმარება მონაწილეს კრიატიული აზროვნების, ინოვაციურიობის გახსნაში, ახალი იდეების აღმოჩენაში, სისტემური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ეფექტურ კომუნიკაციაში, საკუთარი თავის, გუნდის და პროცესების სწორად მართვაში.

      ტრენერი: მარიკა ხალიანი - ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საქართველოს ქოუჩინგის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი, კომპანია "აისივი კავკასუსის" თანა-დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოში მენეჯმენტ კონსულტანთა ასოციაციის თანადამფუძნებელი.

      მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2018 წლის 20 ნოემბრამდე გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/TTfU2hJjE2NRJBSg1
      იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

      ტრენინგის ჩატარდების დრო: 26, 27, 28, 29, 30 ნოემბერი - 14:00-20:00 საათამდე.

      ტრენინგის ჩატარების ადგილი: წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

      მასტერკლასი უფასოა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე

      ელ. ფოსტა: saladze.nino@gmail.com

      სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
      sadisertatsio-nashromis-datsva

      2018 წლის 12 ნოემბერს 16:00  საათზე, ქართული უნივერსიტეტის  წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV  სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ქართველური ენათმეცნიერების“ მიმართულების დოქტორანტი ნინო ზაალიშვილი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ნუმერაციული ფრაზეოლოგიზმები სხვადასხვა სისტემის ენებში (ქართული, რუსული და ესპანური მასალის მიხედვით)“

      სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი:

      • ნუნუ გელდიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

      ოფიციალური შემფასებლები:

      • მანანა ტაბიძე, ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  
      • ციური ახვლედიანი, ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
         
      კონკურსი "ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის"
      stazhirebis-sakhelmtsifo-program

      საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK Aid-ის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს "ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის“.

      კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის მიღების მსურველმა, 2018 წლის 1 დეკემბრამდე, საჯარო სამსახურის ბიუროს ელ-ფოსტაზე: info@csb.gov.ge უნდა გამოაგზავნოს ნაშრომი (წერილის დასახელებაში მიუთითეთ: ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის), რომლის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს თავისი ორიგინალური იდეა საქართველოს საჯარო სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით.

      ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას (შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5) და არ უნდა იყოს PDF ფორმატში. ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ: თქვენი სახელი და გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტი, მიმართულება/დეპარტამენტი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა.

      ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

      • კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება
      • საჯარო სამსახურის მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაციის ფლობა
      • შემოთავაზებული იდეის აქტუალურობა
      • შემოთავაზებული იდეის რეალისტურობა
      • ლოგიკური მსჯელობა
      • ნაშრომის სტრუქტურა
      • აკადემიური წერის სტანდარტი

      ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროში მოღვაწე სპეციალისტებით.

      ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა არის 1 დეკემბერი.

      კონკურსის შედეგად გამოვლენილი  სამი  საუკეთესო  იდეის  ავტორი დაჯილდოვდება  და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2018 წლის 19 დეკემბერს.
       

      ამერიკის უსაფრთხოების სისტემა
      amerikis-usafrtkhoebis-sistema

      2018 წლის 6 დეკემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის სააქტო დარბაზში,  საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელის პროფ. ვალერი მოდებაძის მოწვევით, ისტორიის დოქტორი, ამერიკისმცოდნე თორნიკე შურღულაია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ამერიკის უსაფრთხოების სისტემა".

      დასწრება თავისუფალია.

      სადისერტაციო ნაშრომების დაცვა

      2018 წლის 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, დავით სარაჯიშვილის სახელობის #402 აუდიტორიაში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტ ნინო ჯიბუტის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: "კონკურენციის რეგულირების ეკონომიზაცია".

      2018 წლის 13 ნოემბერს, 15:00 საათზე, დავით სარაჯიშვილის სახელობის #402 აუდიტორიაში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტ ია გიგიბერიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: "პროფესიული განთლების როლი და მნიშვნელობა ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროს განვითარებაში".

      2018 წლის 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტ როდენ მემარნიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: "მყარი მინერალური რესურსების მართვის ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები".

      2018 წლის 15 ნოემბერს, 15:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტ მირანდა გავაშელის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: "ტურიზმის დარგი და მისი გავლენა რეგიონულ ეკონომიკაზე"

      ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი
      kartvelologiis-tsentris-mudmivmo

      2018 წლის 6 ნოემბერს, 15:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში, წმ. ილია მართლის სახელობის დარბაზში გაიმართება ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი. ვასილ ტროშინი წარმოადგენს მოხსენებას "ოთხენოვანი (ქართულ-ინგლისურ-რუსულ-სომხური) ლექსიკონის მონაცემთა ბაზა (ლექსიკა-ფრაზეოლოგიზმები)".

      სემინარი თემაზე: "სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია"
      seminari-temaze-siqvaruli-da-urt

      ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრ იდილიას და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი! 

      უნიკალური შესაძლებლობა ფსიქოლოგებისთვის, დაესწროთ ოტო კენბერგის სემინარს „სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია!

      თქვენ შეგიძლიათ პირდაპირი ონლაინ ტრანსლაციით დაესწროთ:

      • შემთხვევების განხილვას
      • სუპერვიზიას
      • მიიღოთ სერთიფიკატი ოტო კენბერგის ხელმოწერით
      • მიიღოთ ვორქშოფის მასალები

      ოტო კენბერგი, ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი და უამრავი თეორიული ნაშრომის ავტორია. მას მოიხსენიებენ ცოცხალ ლეგენდად. ოტო კენბერგი 90 წლის ასაკშიც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის დარგში!

      სემინარის მოსმენა შეუძლია ნებისმიერ მოქმედ ფსიქოლოგს. სემინარზე თითოეული მსმენელი მიიღებს თეორიულ ცოდნას, მიღებულ ინფორმაციას წარმატებით დანერგავთ პრაქტიკაში.

      სემინარის დასაწყისი: 12 ნოემბერი, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (I კორპ. IV სართული)
      სემინარის დასასრული - 13 ნოემბერი

      10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციის ღირებულება გახლავთ 85$
      11 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე რეგისტრაციის ღირებულება გახლავთ - 100$

      ტრანსლაცია - რუსულ და ინგლისურ ენებზე.

      შესვენებისას, სემინარის თითოეულ მონაწილეს ყავით და ჩაით უმასპინძლებს უნივერსიტეტის კაფე, სადაც სასიამოვნო გარემო გელით.

      დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 19 50 67

      რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა ონლაინ: https://goo.gl/mj3N3g

      ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრ "იდილიას" საჩუქარი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს!

      ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების პროგრამის 10 გამორჩეულ მაგისტრანტს (მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტები) ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ ქართული უნივერსიტეტისა და ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრ “იდილიას’” ერთობლივი პროექტში და უფასოდ დაესწრონ ცნობილი ფსიქოლოგის, ოტო კენბერგის ონლაინ სემინარს თემაზე - " სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია”.

      ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების პროგრამის დანარჩენმა მაგისტრანტებმა, სემინარზე დასასწრებად შესაძლებელია ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ფსიქოლოგიის სკოლის სხვა სტუდენტებმა 20%-იანი ფასდაკლებით.

      სემინარის დღის წესრიგი:

      12 ნოემბერი, ორშაბათი: 

      • 10.00 - 11.55 რეგისტრაცია
      • 12.00 - 13.30 მისალმება, ლექცია
      • 13.30 - 14.00 შესვენება
      • 14.00 - 15.30 ლექცია
      • 15.30 - 17.00 სადილი
      • 17.00 - 18.00 სუპერვიზია
      • 18.00 - 18.30 კითხვა/პასუხი
      • 18.30 - 18.45 ხანმოკლე შესვენება
      • 18.45 - 19.45 სუპერვიზია
      • 19.45 - 20.00 კითხვა/პასუხი

      13 ნოემბერი, სამშაბათი:

      • 11.00 - 12.30 ლექცია
      • 12.30 - 13.00 შესვენება
      • 13.00 - 14.30 ლექცია
      • 14.30 - 16.00 სადილი
      • 16.00 - 17.00 სუპერვიზია
      • 17.00 - 17.30 კითხვა/პასუხი
      • 17.30 - 17.45 ხანმოკლე შესვენება
      • 17.45 - 18.45 სუპერვიზია
      • 18.45 - 19.00 კითხვა/პასუხი
      ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი - 100

      2018 წლის 2 ნოემბერსს, პარასკევს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

      დღის წესრიგი:

      • შესავალი სიტყვა - რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;
      • მკვლელობა თუ გარდაცვალება?! ანტონ ქუთათელი - ისტორიის დოქტორანტი ირაკლი ლორთქიფანიძე;
      • მიტროპოლიტ ანტონის მოღვაწეობა ქუთაისის კათედრაზე - ისტორიის დოქტორანტი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.
      საჯარო ლექცია: "მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციები"
      sajaro-lektsia-msoflio-ekonomiki

      2018 წლის 19 ნოემბერს, 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი და BMG-ს ჟურნალისტი ლევან თაღიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციები"

      ლექციაზე განხილული იქნება: აშშ-ჩინეთის "სავაჭრო ომი" და მისი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე, ტოპ 10 კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, საქართველოს როლი მსოფლიო ეკონომიკაში - დადებითი და უარყოფითი მხარეები, მსოფლიო ბანკის კვლევა სიღარიბის მაჩვენებელზე და მის მომავალზე,  პირველი ტრილიონ დოლარიანი კომპანიები, Apple და Huawei-ს კონკურენცია, ასევე Facebook-ის და Tesla-ს გარშემო განვითარებული პრობლემები. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება დისკუსია. 

      დასწრება თავისუფალია!

       

      სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქართულ-ოსური ურთიერთობების გაყალბებული ისტორია და სინამდვილე“
      sametsniero-konferentsia-temaze-

      2018 წლის 29 ოქტომბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქართულ-ოსური ურთიერთობების გაყალბებული ისტორია და სინამდვილე“

      დღის წესრიგი:

      • შესავალი სიტყვა - რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
      • ქართულ ოსური ურთიერთობის ისტორიის გაყალბების შესახებ - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი
      • სამაჩაბლოს ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა - პროფესორი გიორგი სოსიაშვილი

      დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

      • პროფესორი გიორგი ოთხმეზური 
      • პროფესორი მამუკა არეშიძე
      • პროფესორი ნათია ჯალაბაძე 
      • პროფესორი ლავრენტი ჯანიაშვილი
         
      იწყება რეგისტრაცია 7-კაცა რაგბის შიდა ტურნირისთვის!
      itsqeba-registratsia-7-katsa-rag

      იწყება რეგისტრაცია 7-კაცა რაგბის შიდა ჩემპიონატზე.

      მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 31 ოქტომბრამდე დარეგისტრირდეთ:

      საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი
      konferentsia-sakartvelos-evropul

      24 ოქტომბერს, 11:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი".

      დღის წესრიგი:

      10:45 - რეგისტრაცია
      11:00 - ღონისძიების გახსნა: პეტერ-ანდრეას ბოხმანი, "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" პროექტის ხელმძღვანელი
      11:15 - მისასალმებელი სიტყვა: პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი.
      11:30 - მოხსენება თემაზე "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი: კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები" - თამუნა ქოჩორაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.   
      12:00 - თემის "საქართველო და ევროკავშირი" გახსნა - ევროკავშირის ისტორია, ინსტიტუტები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა; ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ისტორია 
      13:30 - Coffee Break
      13:50 - ნატო, ევროკავშირი: მითები  და რეალობა
      15:20 - დისკუსია
      15:50 - ლანჩი
      16:20 - ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები
      17:00 - დისკუსია

      საჯარო ლექცია: "საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა და პერსპექტივები"
      sajaro-lektsia-sakartvelos-ekono

      პარასკევს, 19 ოქტომბერს, 09:30 საათზე ქართული უნივერსიტეტი წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინესი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა და პერსპექტივები.“

      შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრი უმანგ რავატი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

      დასწრება თავისუფალია.
       

      საჯარო ლექცია თემაზე: საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის ფსიქოლოგია
      sajaro-lektsia-temaze-safondo-bi

      2018 წლის 11 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის ფსიქოლოგია.

      ლექციას გაუძღვება რატი ქირია - საინვესტიციო ანალიტიკოსი, Datapartner-ის წარმომადგენელი საქართველოში.

      დასწრება თავისუფალია!

      DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონი გებჰარდ როილის ვიზიტი
      daad-is-tbilisis-sainformatsio-t

      2018 წლის 19 ოქტომბერს (პარასკევი) 14:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში, DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გებჰარდ როილი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან. 

      შეხვედრისას ბატონი გებჰარდი სტუდენტებს გააცნობს დაადის ფონდის მუშაობას, გერმანიაში სწავლისა და კვლევების შესაძლებლობებს, სტიპენდიების ჩამონათვალს და მათი მოპოვების გზებს.

      შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

      დასწრება თავისუფალია.

      საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018 წლებში
      sakartvelos-ekonomika-da-sabanko

      პარასკევს, 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბა" გამართავს კვლევის პრეზენტაციას - "საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018 წლებში".

      კონფერენციის განრიგი:

      • მისასალმებელი სიტყვა - პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი
      • მოდერატორი პროფესორი ლევან ქისტაური, ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი.

      კონფერენციის სპიკერები:

      • გოგიტა ცუცქირიძე - პროფესორი, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
      • შოთა გულბანი - "აფბას" პრეზიდენტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი
      • გიორგი შერვაშიძე, კომპანია "ლუნა გრუპის" დამფუძნებელი, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი.

      კონფერენციის მონაწილეები: 

      • ვახტანგ ჭარაია - ეკონომიკის დოქტორი. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი
      • რატი აბულაძე - ეკონომიკის დოქტორი
      • მერაბ ჯანიაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი
      • მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი
      • ლევან სილაგავა - საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი
      • ვახტანგ სვანაძე - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
      • ვეფხია გიორგაძე - ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი
      • ემზარ ჯგერენაია - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
      • ოთარ ანგურიძე - თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი
      • ვლადიმერ პაპავა - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
      • ვახტანგ ხომიზურაშვილი - საინვესტიციო ექსპერტი 
      • ირაკლი მაკალათია - ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი. ეკონომიკის დოქტორი
      • რამაზ გერლიანი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
      • იოსებ არჩვაძე - ეკონომიკის დოქტორი. სტატისტიკოსი
      • გიორგი კაპანაძე - აფბას ვიცე პრეზიდენტი
      • პაატა ბაირახტარი - აფბას ვიცე პრეზიდენტი
      • ნოდარ ჭიჭინაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი
      • ანდრია გვიდიანი - აფბას ანალიტიკოსი
      • ლია ელიავა
      • აკაკი ჩარგეიშვილი
      • დემურ გიორხელიძე
      • ელგუჯა მექვაბიშვილი
      • ავთანდილ სილაგაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

       

      საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილება და ქართული მოდელის შექმნის პერსპექტივა“
      saertashoriso-konferentsia-profe

      2018 წლის 28-30 ნოემბერს ქართული უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას "პროფესიული საჯარომოხელის პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილება და ქართული მოდელის შექმნის პერსპექტივა".

      პროექტის ხელმძღვანელია ქართული უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა. პროექტი გამარჯვებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ 2018 წლის საგრანტო კონკურსში, რაც ითვალისწინებს ღონისძიების ფინანსურ უზრუნველყოფას. 

      ღონისძიების მიზანი:

      კონფერენცია მიზანად ისახავს, განხორციელდეს  საჯარო სამსახურის ქართული მოდელის მეცნიერული საფუძვლების ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოიკვეთოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების მოდელი და მისი ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმები. სამეცნიერო კონფერენციის ამოცანაა კონფერენციაზე წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე შემუშავდეს მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების მხარდამჭერი რეკომენდაციები.

      ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალი რანგის მეცნიერებისა და ინსტიტუციების ჩართულობა.

      გარდა ძირითადი და პლენარული მომხსენებლებისა, რომლებიც წარმოადგენენ მოხსენებებს სფეროს თანამედროვე აქტუალურ თემებზე, ღონისძიების მესამე დღეს გათვალისწინებულია სამი სტუდენტური  სექციის შექმნა. სტუდენტები იმუშავებენ შემდეგი თემების გარშემო:

      • საჯარო მოხელე, როგორც პროფესია და მისი ძირითადი მახასიათებლები;
      • მოხელის სწავლება, როგორც საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ინტრუმენტი
      • საჯარო ფინანსების ხარჯვის კონტროლის ინტრუმენტები ხარჯ-შედეგიანობის პრინციპის საფუძველზე.

      ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება სტუდენტების მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციები.

      მიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია კონფერენციაზე დასასწრებად. კონფერენციაზე მსმენელის სტატუსით დასწრება თავისუფალია დაინტერესებული პირებისთვის. ამისათვის, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე, რაც დაახლოებით 1 წუთს საჭიროებს. რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. 

      გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შეეძლება კონფერენციაზე დასწრება. ამდენად, რეგისტრაციის შემდეგ უნდა დაელოდოთ დასტურს და მოწვევას, თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.

      მიმაგრებული დოკუმენტები:

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      • პროექტის ხელმძღვანელი: უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, პაატა ტურავა - 577 553 389
      • პროექტის კოორდინატორი: ლიკა გიორგაძე - 571 700 750
      • საკონტაქტო ელ-ფოსტა: infoconference2018@gmail.com
      იწყება მზადება კალათბურთის (ცალფარზე, 3x3) შიდა ტურნირისთვის!
      itsqeba-mzadeba-kalatburtis-tsal

      მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 10 ოქტომბრის ჩათვლით, გაიაროთ პირადი ან გუნდური ონლაინ რეგისტრაცია.

      • პირადი რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე
      • გუნდური რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე

      გუნდური რეგისტრაციის შემთხვევაში, წარმოადგინეთ 4 ან 5 კაციანი განაცხადი.

      დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუდენტურ თვითმმართველობას ( I კორპ. #112 აუდიტორია) ან დარეკეთ 599 561655

      ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა

      ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტი მიერ აცხადებს სასწავლო პროგრამას “ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“.

      პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის მქონე ხარისხის პირთათვის.
      აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეებისთვის არის უფასო და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი.

      სასწავლო კურსზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://is.ut.ee/

      დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი:
      Emanuele Bardone: (emanuele.bardone@ut.ee ; +372 5688 7686)

      თურქეთის რესპუბლიკის სასწავლო სტიპენდიები

      თურქეთის რესპუბლიკა აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე.

      დამატებით ინფორმაციას გაეცფანით ბმულზე.

      მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

      მეტის ნახვა

      სწავლის შეღავათიანი პირობები

      მეტის ნახვა

      მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

      მეტის ნახვა