წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა.
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 16 აგვისტოდან - 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.
მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამაგისტრო პროგრამებზე მოქმედებს დამატებითი შეღავათები:
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2021 წლის 7 – 13 სექტემბერიი;
- აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2021 წლის 8 – 14 სექტემბერიი;
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2021 წლის 9 – 15 სექტემბერიი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2021 წლის 15 სექტემბერი;
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2021 წლის 17 სექტემბერი;
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება (შემოთავაზებული ფორმით)
- სტუდენტის ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე) ასევე ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: sastsavlo@sangu.edu.ge
გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია გადმოაგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ელექტრონული ვერსია.